IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

50 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > »   
Reply to this topicStart new topic
> რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ
rock
პოსტი Sep 16 2007, 11:25 AM
პოსტი #521


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



ana-bana
ციტატა
შენ ერთერთი ათეისტთაგანი ხარ როგორც მივხვდი და მინდა გითხრა რომ ეს იგავ-არაკი იმაზე მეტყველებს, რომ მარტო შენი გადასახედიდან არ უნდა იმსჯელო,და მხოლოდ ის არ უნდა ირწმუნო რასაც თვალით ხედავ,რომელიც არც თუ ისე შორსმხედველია..

ვერაფერსაც ვერ მიხვდი მინდა გითხრა და იმასაც დავამატებ, რომ იგავ-არაკები საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს და არაანალიტიკური აზროვნების ადამიანების დასაბნევად გამოიყენება ძირითადად. wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 16 2007, 12:04 PM
პოსტი #522


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



rock
ვილაპარაკოთ დელფინებზე, კი ბატონო, რაში გამოიხატება აზროვნება დელფინებში. მათ შეუძლიათ, რამე შექმანა, გაირღმაონ ცოდნა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე ინფორმაციას გადასცემენ მომავალ თაობას. მათ არ უჩნდებათ აზრები, ისნი არ ფიქრობენ ისეთ რაღაცეებზე რათ მათ არ გამოადგებათ მომავალში. სოციალური მწერებს და დელფინებს, ან სხვა ერთი შეხედვით "ჭკვიან" არსებებს, მხოლოდ ერთი რაღაცის შესრულება შეუძლიათ კარგად. და შეუძლიათ ლოგიკური ქმედებები ამ ერთი რაღაცის გარშემო. ეს უფრი ინსტიქტს გავს.

აი მაგალითისთის თუნდაც ის სიჩქარის ფორმულა, მასთ რაღაცაზე არცერთი სხვა არსება არ იფიქრებს, იმიტომ რომ ეს პირადად მას არაფერს არგებს. ცხოველი კი იმ დონეზე არაა რომ იფიქორს ამას ოდესმე გამოიყენებს ვინმეო. ან დიფერენციარულ განტოლებას არ დაწერს. აი ესაა აზროვნება. ანუ მოიფიქრო რაღაც ისეთი რაც შენ კუჭს ცდება. (იმ კონგკრეტულ მომენტში). ყველა ცხოველი ერთი და იგივე გზას გადის იმისათვის რომ ჭამოს და გამრავლდეს. ადამიანი კი ხანდახან აკეთებს ისეთს რაც მარტო მის კუჭს და გამრავლების სისტემას ცდება.

ე.ი. თუ რამე არსებას ელემენტარული ან თუნდაც რთული ლოგიკა აქ ის აზროვნებს ?! ე.ი რა გამოდის კომპიუტერული თამაშები აზროვნებენ ?! მაგალითად ჭადრაკები უგებს ადამიანს, S.T.A.L.K.E.R-ში ბოტს შეუძლია ჩაუსაფრთეს მეტრს და საკმაოდ ტაქტიკურად იმოექმედოს. ან საომარ სტრატეგიებში ისე თამაშობს კომპიუტერი მაკედონელს შეშურდება smile.gif. ესენი არ აზროვნებენ, იმიტომ რომ მათ მხოლდ 1 რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, და აზრადათ არ მოსდით რომ სხვაც არსებობს.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Sep 16 2007, 01:21 PM
პოსტი #523


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



rock
ვერ მივხვდი? რა ვიცი შენ ღვთის მორწმუნედ ვერ აღგიქვი..მაპატიე თუ შევცდი.. unsure.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 16 2007, 01:26 PM
პოსტი #524


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



iraklidze
ციტატა
ვილაპარაკოთ დელფინებზე, კი ბატონო, რაში გამოიხატება აზროვნება დელფინებში. მათ შეუძლიათ, რამე შექმანა, გაირღმაონ ცოდნა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე ინფორმაციას გადასცემენ მომავალ თაობას.

გამორიცხულია. მაშინ საიდან მოვიდა ეგ ინფორმაცია? პირველივე დელფინმა ყველაფერი იცოდა და გადასცა მომავალ თაობებს? დელფინებზე გაცილებით დაბალგანვითარებული ორგანიზმებიც კი იცვლებიან გარემოს ცვლილებასთან ერთად. რამდენადაც ვიცი მეცნიერები დაბალგანვითარებულ და მაღალგანვითარებულ ცხოველებს ადარებენ ამ ცვლილების სიწრაფით, ოღონდ დროის სკალად აიღება არა წლები, არამედ თაობათა საშუალო ასაკი.
ციტატა
სოციალური მწერებს და დელფინებს, ან სხვა ერთი შეხედვით "ჭკვიან" არსებებს, მხოლოდ ერთი რაღაცის შესრულება შეუძლიათ კარგად. და შეუძლიათ ლოგიკური ქმედებები ამ ერთი რაღაცის გარშემო.

საინტერესოა. რა არის ეს "ერთი რაღაც"?
ციტატა
აი მაგალითისთის თუნდაც ის სიჩქარის ფორმულა, მასთ რაღაცაზე არცერთი სხვა არსება არ იფიქრებს, იმიტომ რომ ეს პირადად მას არაფერს არგებს. ცხოველი კი იმ დონეზე არაა რომ იფიქორს ამას ოდესმე გამოიყენებს ვინმეო. ან დიფერენციარულ განტოლებას არ დაწერს. აი ესაა აზროვნება. ანუ მოიფიქრო რაღაც ისეთი რაც შენ კუჭს ცდება. (იმ კონგკრეტულ მომენტში). ყველა ცხოველი ერთი და იგივე გზას გადის იმისათვის რომ ჭამოს და გამრავლდეს. ადამიანი კი ხანდახან აკეთებს ისეთს რაც მარტო მის კუჭს და გამრავლების სისტემას ცდება.

როდესაც დელფინი წყალში ჩავარდნილ ადამიანს ეხმარება, ჯერ ზვიგენებს ესხმის თსვს და შემდეგ ნაპირზე გამოჰყავს იგი, ამ დროს კუჭზე ფიქრობს, თუ გამრავლებაზე?
როდესაც შიმპანზე ხისგან ფალოიმიტატორს ამზადებს და მერე მასტურბაციას იწყებს, ამ დროს კუჭზე ფიქრობს თუ გამრავლებაზე?
მოკლედ მაგალითები ბლომადაა.
ისე ძაან თუ მოვინდომეთ ნებისმიერი ადამიანის მოქმედება საბოლოო ჯამში შეიძლება გამრავლებაზე დავიყვანოთ. wink.gif
ციტატა
ე.ი. თუ რამე არსებას ელემენტარული ან თუნდაც რთული ლოგიკა აქ ის აზროვნებს ?! ე.ი რა გამოდის კომპიუტერული თამაშები აზროვნებენ ?! მაგალითად ჭადრაკები უგებს ადამიანს, S.T.A.L.K.E.R-ში ბოტს შეუძლია ჩაუსაფრთეს მეტრს და საკმაოდ ტაქტიკურად იმოექმედოს. ან საომარ სტრატეგიებში ისე თამაშობს კომპიუტერი მაკედონელს შეშურდება smile.gif. ესენი არ აზროვნებენ, იმიტომ რომ მათ მხოლდ 1 რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, და აზრადათ არ მოსდით რომ სხვაც არსებობს.

ჯერჯერობით biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 16 2007, 01:34 PM
პოსტი #525


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



rock
ციტატა
რას ამბობ? მართლა?
ეგ ფორმულა დიდი ხანია ვიცით ადამიანებმა?

დაახლოებით ერთი საუკუნე იქნება, მაგრამ ამას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ თემისთვის. ჰო, სიჩქარეთა შეკრების ფორმულა ასეთია: s=v+u/1+(v/c)*(u/c).
ციტატა
"თავის დროისთვის" რომ დაგემატებინა არ იქნებოდა ურიგო. აინშტაინისებრი ბიოლოგებიც გამოჩნდებიან სულ მალე.
XX საუკუნის დასაწყისში ფიზიკა იყო მოდაში, ბიოლოგიის ჯერიც მოვა.

ალბათ კარგად გესმის მაგ ფორმულის არსი, როდესაც c>>u და c>>v მაშინ ნიუტონის მექანიკა მართებულია, ამით იმის თქმა მინდა რომ აინშტაინმა განავრცო არსებული ცოდნა და არა ძირეულად შეცვალა ყველაფერი. ჰო, გამოჩნდებიან ბიოლოგები და იტყვიან, რომ ამა თუ იმ ცხოველის მოქმედებაში შეინიშნება აზროვნების ელემენტები, მერე ზოგი დაეთანხმება და ზოგიც - არა, მაგრამ შედეგი ერთია ცხოველი არ აზროვნებს, სულ მცირე ისე მაინც არა, როგორც ადამიანი, საწინააღმრდეგოს დასამტკიცებლად ცხოველებს ადამიანებზე გაცილებით დიდი პერიოდი ჰქონდათ იმისთვის, რომ განვითარებულიყვნენ, მაგრამ არც დელფინი, არც სპილო და არც ერთი სხვა ცხოველი პროგრესსა არ განიცდის, არაფერს ახალს არ ქმნის საკუთარი პირობების გასაუმჯობესებლად, ლაპარაკი არაა ელემენტარულ ბასრ ინსტრუმენტებზეც კი, რომელიც თავდაცვაში დაეხმარებოდა.
ციტატა
სწავლა რაა შენი აზრით, არაა აზროვნება?

არანაირად. სწავლა ნიშნავს მიწოდებული ინფორმაციის დამახსოვრებას. სულ ელემენტარულმა კომპიუტერულმა პროგრამებმა რაღაც-რაღაცეები იციან და თუ მათი ბაზა ღიაა სიახლებსაც მიიღებენ და მერე მეტი ეცოდინებათ, თავისითაც შეიძლება "დააფდეითდენ", მაგრამ ეს ცხადია არაა აზროვნება. ინტელექტის არსი სულ სხვა რაიმეა და ის სწავლისგან დიდად განსხვავებულია.
ციტატა
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ ქალი და მამაკაცი უმეტეს შემთხვევებში განსხვავებულად ფიქრობენ. შენ ეხლა გინდა, რომ ბონობომ და დელფინმაც ჩვენსავით იაზროვნონ?

კარგი რა მართლა . . . ყველა მეცნიერი თუ ფსევდომეცნიერის გარკვეულ სიტუაციაში და გარკვეული მნიშვნელობით ნათქვამი ყველაფერი კი არ უნდა დაიჯერო და განაზოგადო. ჩვენც გვაქვს წაკითხული მეცნიერული ნარკვევები. კარგი, შენ მიპოვე დელფინი ან რაიმე ცხოველი, რომელიც რანგით ისე მიახლოებულად აზროვნებს კაცთან, როგორც ქალი და მერე ხელებს ვწევ მაღლა. დელფინის აზროვნება აზროვნება არაა, მას აქვს რარაც განსხვავებული ინსტინქტი, რომელიც აზროვნების გარკვეული დეფინიციის ფარგლებში შეიძლება მოახვედრო, მაგრამ ის ძალიან, შეუდარებლად შორს დგას ადამიანის აზროვნებისგან. "დელფინის აზროვნება" არაა ის, რასაც ჩვენ პოპულარულ ენაზე აზროვნებას ვეძახით.
ციტატა
ზნაჩიტ ეს გამოტოვე

ცხოველი, რომელიც არჩევანს აკეთებს არ აზროვნებს. მის ინსტინქტში დევს სამი-ოთხი ან თუნდაც ოცი-ოცდაათი ვარიანტი, მაგრამ აქედან ოპტიმალურის შერჩევა აზროვნება არ არის, არამედ ის წარმოადგენს წინასწარ დაგეგმილ ქმედებას, რაიმე პირობის ტოლობის, უპირატესობის ან უმცირესობის გათვალისწინებით. ცხოველების "პროგრამები" ძალიან მარტივი არაა და სიმაღლის მიხედვითადამიანის წონის შერჩევის პროგრამებზე გაცილბით რთულია, მაგრამ ძალიან შორს დგას ინტელექტისგან. ეგ აზროვნება არაა.
ციტატა
ძაღლების და ბაქტერიების მაგალითებად მოყვანა არაა სწორი.
ვისაუბროთ სოციალურ მწერებზე, უმაღლეს პრიმატებზე და დელფინებზე.

ინსტინქტებია, ეგ ინსტინქტები, ფართო ინსტინქტები, რომლებიც ახასიათებს ცხოველებს. სოციალური არსებები არ მოქმედებენ გონებით, მათ აზროვნება არა აქვთ, ყველა ასეთი არსება ნებისმიერ გარემოში და დროში ერთნაირი პრინციპით მოქმედებს, იღებს მხოლოდ უმარტივეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მისი "პროგრამის" ნაწილია. არც ფრინველების სეზონური მიგრაცია, არც ანტილოპას არჩევანი ვიწრო ჯუნგლში შერბენის, სადაც ლომი ვერ შეეტევა არ არის აზროვნების შედეგი.
ციტატა
ევანჯელისტა ტორიჩელიმდე ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ წყალი იმიტომ ადის მილში, რომ სიცარიელის ეშინიაო. ატმოსფერო რომ დედამიწას აწვებოდა თAვშიც კი არავის მოსდიოდა.

მოკლედ შენ ელოდები, რომ მოვა ტორიჩელი-2, რომელიც დაასკვნის, რომ ცხოველები აზროვნებენ და მალე პროგრასიც ექნებათ და თხუნელები აღარ იწვალებენ თათებით თხრაში, რადგან მოტორიზებულ ტექნიკას შექმნიან . . . ისე თუ აკვირდები, რომ შენი საწინააღმრდეგო თქვი, სანამ ადამიანი მაღალ დონეზე ავიდოდა მეცნიერებაში ნებისმიერ ქმედებას გონებას უკავშირდება, ამის ნაწილია ლამინარული მოძრაობები. მერე ზოგს ცხოველები, რომ აზროვნებდნენ ის ეგონათ და ა.შ. მაგრამ დანამდვილებით მინდა გითხრა რომ ერთადერთი მოაზროვნე არსება დედამიწაზე არის ადამიანი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Sep 16 2007, 02:01 PM
პოსტი #526


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



უცხოპლანეტელები ? smile.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 16 2007, 04:33 PM
პოსტი #527


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
გამორიცხულია. მაშინ საიდან მოვიდა ეგ ინფორმაცია? პირველივე დელფინმა ყველაფერი იცოდა და გადასცა მომავალ თაობებს? დელფინებზე გაცილებით დაბალგანვითარებული ორგანიზმებიც კი იცვლებიან გარემოს ცვლილებასთან ერთად. რამდენადაც ვიცი მეცნიერები დაბალგანვითარებულ და მაღალგანვითარებულ ცხოველებს ადარებენ ამ ცვლილების სიწრაფით, ოღონდ დროის სკალად აიღება არა წლები, არამედ თაობათა საშუალო ასაკი.


როდესაც დეილფინა მიიღო იმდენი ინფორმაცია რომ მისთვის საკმარისი იყო შეწყვიტა ნადარჩენების მიღება. შეიძLება 2000000 წლის მერე კიდე მოიფიქროს რამე , მაგრამ ჯერჯერობით ერთი და იგივეს აკეთებს.


ციტატა
როდესაც დელფინი წყალში ჩავარდნილ ადამიანს ეხმარება, ჯერ ზვიგენებს ესხმის თსვს და შემდეგ ნაპირზე გამოჰყავს იგი, ამ დროს კუჭზე ფიქრობს, თუ გამრავლებაზე?
როდესაც შიმპანზე ხისგან ფალოიმიტატორს ამზადებს და მერე მასტურბაციას იწყებს, ამ დროს კუჭზე ფიქრობს თუ გამრავლებაზე?


ეგ კაცმა არ იცის რატომ აკეთებენ. მარამ ყოველ შემთხვევაში ეგ 2 საკმაოდ მაღალგანვითარებუი ცხოველებია შეიძლება ცოტა მეტი ლოგიკა ქონდეთ ვიდრე სხვებს. მაგრამ მათ მაინც მარტივი ინსტიქტები მართავთ. მასე ვეშაპების ზოგი ჯიში მონოგამია, მარგამ ეს კი არ ნიშნავს ჯვარს იწერენ და აყრას ერიდებიანო. ეს ნიშნავს რომ მათ მონოგამური ინსტიქტი აქვთ, და სხვა ვარიანტი არც იციან, მაშინ როცა ადამიანი ირჩევს იყოს თუ არა მონოგამი, და გონებით განსაზღვრავს პარტნიორის ერთგულებას და არა ინსტიქტით.

და ყველაზე მთავარი, მათ არა აქვთ კომუნიკაციის ისეთი რთული სისტემა როგორც ადამიანებს. კი ბატონო, დელფინები უმარტივესი ბგერებით გარკვეულ სიგნალებს გადასცემენ ერთმანეთს, ან ფუტქრები თუ გნებავთ, მაგრამ ეს არაა საუბარი, ეს უბრალოდ ნიშნებია.

ცხოველებს არა აქვთ სილამაზის, სიყვარულის (როგორც აბსტარქტური გრძნობის და არა როგორდ დოპამინის ქმედების შედეგის), ერთგულების გრძნობა. რომელი ცხოვლელი უყურებს დალის ნახატებს და ხედავს მასში სურეალიზმს. თუ ბანანი ხარია შეიძლება იმაზე გაიწიოს, თორემ მას არ სიამოვნებს არც ნახატი და არც ჩაიკოვსკის მუსიკა, ისინი არ იწვევენ ცხოველებში ისეთ გრძნობებს როგორც ადამიანში. მათ არა აქვთ მონატრება და მელანქოლია. ასე რომ ცხვოელები ისევე როგორც კომპუიტერული ინტელექტები (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) მარტივი ქმედებების და ინსტიქტების გროვაა.

მოკლედ რამდენიც არ უნდა გვინდოდეს, დედამიწაზე მარტო ჩვენ ვაზროვნებთ smile.gif. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ.

ხო და კიდე ერთი. რაც მე ვფიქრობ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ადამიანმა დაიწყო ფიქრი სიკვდილზე და მის შემდგომ მოვლენებზე. მას, როცორც ცხოველებს, ეშნინია სიკვდილის, მარგამ ცდილობს ამოხსნას ის და ჯერა რომ მის იქით კიდეა სამყარო. ეს ყველა ადამიანს ერთი აქ. რაც არ უნდა დიდი ათეისტი იყო, მაინც ვერ წარმოიდგენ სიკვდლის როგორ ნეშომპალობის პერსპექტივას, და ყველა ვარიანტში ისეთი გრძნობა აქ, რომ ეს მისი გონი არასოდეს მოკვდება. ამიტომ მან მისი განვითარების ყველა ეტაპზე შემქნა ღმერთი, ჯერ წამართული, მერე მოვიდა ჩვენამდე. ეს ცხოველს არ შეუძლია, იმიტომ რომ იგი არ უფიქრთება სიკვდილს, მას მხოლოდ ეშინია მისი. ნუთუ წამროგიდგენია როგორი იქნება ადამიანი რომ მოკვდება ?! მე ვერა. ყოველ შემთხვევაში "არაფერი" ასეთი რაღაცა მე ვერ წარმომიდგენია. შეიძლება მართლაც არაფერი იყოს, მაგრამ მისი წარმოდგენა ძნელია. უფრო ადვილია ფარდობითობის თეორიის, ან კვანტების წარმოდგენა, ვიდრე არაფრის. (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში)

ციტატა
ჯერჯერობით

სხვათა შორის მაგაში მეც დარწმუნებული ვარ რომ ერთ მშვენიერ დღეს კომპიუტერის ზუსტად ისე იაზროვნებს როგორც ჩვენ. ეგ არ მეჩვენება შეუძლებლად. ადამინის გონება საკმაოდ გაძლიერდა რომ ეგ შეძლოს.

ციტატა
უცხოპლანეტელები ?


გვემალებიან, თორე კი biggrin.gif


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 16 2007, 08:04 PM
პოსტი #528


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



rock
ციტატა
იმასაც დავამატებ, რომ იგავ-არაკები საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს და არაანალიტიკური აზროვნების ადამიანების დასაბნევად გამოიყენება ძირითადად.

შენ რომ იგავ არაკებს ვერ ხვდები ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ შენ ვერ ხვდები. და თუკი შენს გარშემო ყველა ხვდება და შენ კი ვერა და თან ამასთან ერთად ჯიურად ცდილობ სხვაც დაარწმუნო რომ არაფერი ამ იგავებში არ არის.
შენთვის რა ტქმა უდნა არაფერი არ არის მათში, რადგან ვერ ხედავ,მაგრამ რატომ ახვევ შენს მიერ არ დანახულს სხვას? შენ გამალებით გაიძახი: არა ბატონო, თქვენ კი არ ხედავთ, გეჩვენებათო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 16 2007, 09:28 PM
პოსტი #529


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



rock
როკ შენ რასაც განიხილავ შენი აზრია მაგი თუ სხვისას იმეორებ?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 16 2007, 09:55 PM
პოსტი #530


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



rock

ასე თავგამოდებით რომ ამტკიცებ ცხოველების აზროვნების შესახებ უბრალოდ თუ გაქვს ბოლომდე გაცნობიერებული ინტელექტი რას ნიშნავს?! ამის შესახებ ერთი კონკრეტული დეფინიცია არც კი არსებობს და დღემდე სხვადასხვა მეცნიერების განსჯის საგანია. შენ თუ აზროვნება ცხოველების მიერ მიღებული მარტივი გადაწყვეტილებები გგონია ძალიან ცდები. აზროვნება წარმოადგენს აბსტრაქტული ფიქრის, არსებობის თვითგანცდის, გონიერი ნების (არა გრძნობაზე, არამედ ინფორმაციაზე დაფუძნებული), მართვადი მეხსიერების (არა სპონტანური, არამედ როდესაც ცდილობ რომ რაღაც გაიხსენო) და წარმოსახვის კომბინაციას. უამრავი პრობლემაა არის ხელოვნური ინტელექტის შექმნის გზაზე და ამ დროს სოციალური ცხოველები მოაზროვნეებად გამოგყავს?! დღევანდელ დღეს არსებული "ხელოვნური ინტელექტი" რეალურად ინტელექტი არც არის, უბრალოდ ასე ეძახიან საკმაოდ დიდი შესაძლებლობების გამო. იგივე Deep Blue, რომელმაც კასპაროვს მოუგო ჭადრაკის მატჩი, შედის ხელოვნური ინტელექტების სიაში, მაგრამ ის არაა მოაზროვნე ზემოთ მოყვანილი განმარტების ჩარჩოებში. ამ პროგრამას დიდი შესაძლებლობები აქვს, მრავალ რაიმეს იმახსოვრებს და აკეთებს მაგრამ არსებულის ჩარჩოებში. ის რომ თვითონ სვლებს ირჩევს მის ნებაზე სულაც არ მეტყველებს. აი, ამ პროგრამამ ან რაიმე სხვა პროგრამამ მოულოდნელად, კომპიუტერული ტექნიკის იდეალურ მდგომარეობაში ყოფნისას თუ "უარი განაცხადა" კასპაროვთან თამაშზე რაიმე ფორმით და ეს მომხმარებელს აცნობა აი მაშინ ხელებს ავწევ და ეს კი იქნება ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ცხოველი ჯერ სადაა ამ დონემდე. სხვათაშორის ადამიანს თეორიულად შეიძლება შეუძლია კიდეც თუ მისი ექვივალენტური არა, რაღაც რანგით დაბალი ინტელექტის შექმნა მაინც, მაგრამ ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ თვითონ ადამიანს შეუძლია ინტელექტუალური აზროვნება და ანალოგის შექმნას ცდილობს. ისე, რომ იცოდე ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო საბუთად ღმერთის არსებობის სასარგებლოდ სწორედ ეგ მოყავთ, რომ ადამიანი არის ინტელექტუალური არსება, რომლის შექმნა მხოლოდ ისევ ინტელექტს შეეძლო.

ისე ათეისტური აზროვნებაც გამიგია, დეისტურიც და თეისტურიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჭეშმარიტების გამოძიებაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ისეთი აბსურდების წერაზე, რომ ადამიანი არაა აზროვნებაში უპირატესი და რომ თურმე დელფინები თუ ჭიანჭველები აზროვნებენ, ასეთი ტენდენციური დამოკიდებულება შორს ვერ წაგვიყვანს.

leluka

ლელუკუნა, სხვისი არ ვიცი და მე პირადად იმის უფრო მჯერა რომ რადიკალურ-ფუნდამენტალისტური ისლამის ულტრა მიმდინარეობა ვაჰაბიზმი გამოდგება ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, ვიდრე ის რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და მითუმეტეს აქ მოვიდნენ შორეული გალაქტიკებიდან. უცხოპლანეტელები კი არა უმარტივესი სიცოცხლის დაშვებაც კი სხვა პლანეტაზე, თუნდაც ბაქტერიების ფორმით თითქმის წარმოუდგენელია და მისი აღმოჩენის გზას უამრავი კითხვის ნიშანი ეღობება წინ.

iraklidze

ციტატა
მასე ვეშაპების ზოგი ჯიში მონოგამია, მარგამ ეს კი არ ნიშნავს ჯვარს იწერენ და აყრას ერიდებიანო. ეს ნიშნავს რომ მათ მონოგამური ინსტიქტი აქვთ, და სხვა ვარიანტი არც იციან, მაშინ როცა ადამიანი ირჩევს იყოს თუ არა მონოგამი, და გონებით განსაზღვრავს პარტნიორის ერთგულებას და არა ინსტიქტით.

ჰო, ვეშაპები სერიოზულ ქრისტეანულ იდეოლოგიაზე ყოფილან აღზრდილი და ერიდებიან ცოლის ღალატს და გვირგვინის ახდას. ისე განსაკუთრებით ზნეობრივი ვეშაპები თურმე ქორწინებამდე სქესობრივ კავშირსაც ერიდებიან - რას იფიქრებს მამალი ვეშაპი თუ "ქალიშვილები" არ ვიქენითო. rock-ის საუბარი დაახლოებით ასეთი მიმართულებით მიდის და რაცხა არ მომწონს ეს ამბავი მე და ისიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასეთი მსჯელობის მერე "თვალები ამეხილება" . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 16 2007, 10:17 PM
პოსტი #531


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ana-bana @ Sep 16 2007, 01:21 PM) *

rock
რა ვიცი შენ ღვთის მორწმუნედ ვერ აღგიქვი..მაპატიე თუ შევცდი...

ანუკის გაუმარჯოს smile.gif
როგორ ხარ?

მორწმუნედო, არა მორწმუნე არაა rock და რა გასაკვირია მორწმუნედ რომ ვერ აღგექვა, მაგრამ ამ ადამიანის "მთელი გაჭირება" რა არის იცი? ვერც ათეისტად ვერ აღვიქვი . . . biggrin.gif ათეისტს ან დეისტს რაღაც სერიოზული იდეოლოგია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, მართალია ჩემთვის ეს მიუღებელია, მაგრამ პატივს ვცემ ლოგიკურ აზროვნებას და ამ ადამიანის ვერაფერი ვერ გავიგე, ისეთ რაღაცას იტყვის, რომ "ყბა ჩამოგივარდება". ამჯერად დელფინების აზროვნებაზე ლაპარაკობს ისეთი სიმძაფრით, რომ გაკვირვებულიც კი ვარ აქამდე დელფინებმა წყალქვეშა ნავები რატომ ვერ გამოიგონეს. laugh.gif ისე მე მგონი თევზებს 2 მილიარდი წლის განმავლობაში ერთი "შკვალის" ტიპის წყალწვეშა ტორპედო კი უნდა გაეკეთებინათ, ნამდვილად არ აწყენდათ ზვიგენების წინააღმრდეგ. rolleyes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 16 2007, 10:40 PM
პოსტი #532


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
მე პირადად იმის უფრო მჯერა რომ რადიკალურ-ფუნდამენტალისტური ისლამის ულტრა მიმდინარეობა ვაჰაბიზმი გამოდგება ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, ვიდრე ის რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და მითუმეტეს აქ მოვიდნენ შორეული გალაქტიკებიდან


ნუ იცით ხოლმე ასე თავის გამოდება იმაზე რაზეც მეცნიერებაც და ყველა ეჭვობს. ისე ლაპარკობ ტელესკოპი ნანახიც არა გაქ, რა იცი ეგება არაა მასე მარივი სამყარო. მე არ ვდებ თავს არაფერზე, უცხოპლანეტელებათ შეიძლება ბაქტერიაც აღვიქვათ, და მასეთები სავარაუდოა რომ არსებობს. ასე რომ, თუ ევროპაზე ბაქტერიები აღმოჩნდა მოავანთლინებ შენს თავს მუსლიმად biggrin.gif (ცოტა გეტკინება მაგრამ არა უშავს, გაუძლებ biggrin.gif )


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 16 2007, 10:44 PM
პოსტი #533


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Sep 16 2007, 10:40 PM) *

ნუ იცით ხოლმე ასე თავის გამოდება იმაზე რაზეც მეცნიერებაც და ყველა ეჭვობს. ისე ლაპარკობ ტელესკოპი ნანახიც არა გაქ, რა იცი ეგება არაა მასე მარივი სამყარო. მე არ ვდებ თავს არაფერზე, უცხოპლანეტელებათ შეიძლება ბაქტერიაც აღვიქვათ, და მასეთები სავარაუდოა რომ არსებობს. ასე რომ, თუ ევროპაზე ბაქტერიები აღმოჩნდა მოავანთლინებ შენს თავს მუსლიმად biggrin.gif (ცოტა გეტკინება მაგრამ არა უშავს, გაუძლებ biggrin.gif )

ბაქტერიებზე არ მითქვამს ეგ, ბაქტერიებზე ვთქვი, რომ მცირე შანსია-თქო და თუ გონიერი, მოაზროვნე, და ინტელექტუალური უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებას მომიტანს ვინმე მაშინ რაც გინდა ის გავხდები.

P.S. ფოტოსურათები მაქვს ნანახი ელექტრონული ტელესკოპით გადაღებული, და კიდევ სპექტრული დიაგრამები . . . მაინცდამაინც ფიზიკურად ოკულარში უნდა მქონდეს განახედი? ისე აგერ ბურთი და აგერ მოედანი, "ევროპას" გარდა კიდევ რამდენიმე პლანეტაა, სადაც ვარაუდობენ სიცოცხლის არსებობას, მაგრამ მე მეეჭვება და თანაც ძალიან.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 16 2007, 10:51 PM
პოსტი #534


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
ბაქტერიებზე არ მითქვამს ეგ, ბაქტერიებზე ვთქვი, რომ მცირე შანსია-თქო და თუ გონიერი, მოაზროვნე, და ინტელექტუალური უცხოპლანეტელების არსებობის მტკიცებულებას მომიტანს ვინმე მაშინ რაც გინდა ის გავხდები



ჰააა ეხლა უკან ნუ იხევ ! შენ თქვი უცხოპლანეტელიებიო არ გითქვას რომ მათ უნდა ეაზროვნათ biggrin.gif.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 16 2007, 10:54 PM
პოსტი #535


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Sep 16 2007, 10:51 PM) *

ჰააა ეხლა უკან ნუ იხევ ! შენ თქვი უცხოპლანეტელიებიო არ გითქვას რომ მათ უნდა ეაზროვნათ biggrin.gif.

კარგად ნახე ის პოსტინგი. იქ დამოუკიდებლად მიწერია ბაქტერიების და უცხოპლანეტელების შესახებ, ანუ უცხოპლანეტელებში მარტო გონიერი ცივილიზაცია ვიგულისხმე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 16 2007, 11:00 PM
პოსტი #536


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



იქ წერია უცხოპლანეტელები არსებობენო, ტაკ შტო მორჩა, ეხლა ველოდებით ნასას განცხადებებს. რომ ახსენონ უცხო პლანეტაზე სიცოცხლე არისო ე.ი. უცხოპლანეტელები არსეობოენ და მივდივართ ეგრევე მეჩეთში biggrin.gif. ერთი ჩვენი ნაცნობი რას გაიხარებს biggrin.gif


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 16 2007, 11:11 PM
პოსტი #537


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



iraklidze
ციტატა
ერთი ჩვენი ნაცნობი რას გაიხარებს

ინშ ალლაჰ, რომელი მაინც? biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 16 2007, 11:13 PM
პოსტი #538


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



კანონისტი
გიორგი
კაი მოვრჩეთ ეხლა ოფტოპიკობას თორე თუ შემოგვივარდა მოდერი თქვენ რა გიჭირთ, მე ვიკითხო smile.gif.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 17 2007, 10:31 AM
პოსტი #539


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



დათიკო
ციტატა
შენ რომ იგავ არაკებს ვერ ხვდები ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ შენ ვერ ხვდები. და თუკი შენს გარშემო ყველა ხვდება და შენ კი ვერა და თან ამასთან ერთად ჯიურად ცდილობ სხვაც დაარწმუნო რომ არაფერი ამ იგავებში არ არის.

კაი ბატონო ეგრე იყოს. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. wink.gif
abo
ციტატა
როკ შენ რასაც განიხილავ შენი აზრია მაგი თუ სხვისას იმეორებ?

მთლად მარტოც არ ვარ. smile.gif თუმცა დასკვნები უმეტესად ჩემია.
ციტატა
ასე თავგამოდებით რომ ამტკიცებ ცხოველების აზროვნების შესახებ უბრალოდ თუ გაქვს ბოლომდე გაცნობიერებული ინტელექტი რას ნიშნავს?!

არა. მაგაშია სწორედ საქმე, უმეტესობას არ გვაქვს გაცნობიერებული რაა ინტელექტი.
ციტატა
აზროვნება წარმოადგენს აბსტრაქტული ფიქრის, არსებობის თვითგანცდის, გონიერი ნების (არა გრძნობაზე, არამედ ინფორმაციაზე დაფუძნებული), მართვადი მეხსიერების (არა სპონტანური, არამედ როდესაც ცდილობ რომ რაღაც გაიხსენო) და წარმოსახვის კომბინაციას.

ეს თუ აზროვნების განმარტებად მიგაჩნია ვიმსჯელოთ.
ციტატა
ისე ათეისტური აზროვნებაც გამიგია, დეისტურიც და თეისტურიც, მაგრამ ეს ყველაფერი ჭეშმარიტების გამოძიებაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ისეთი აბსურდების წერაზე, რომ ადამიანი არაა აზროვნებაში უპირატესი და რომ თურმე დელფინები თუ ჭიანჭველები აზროვნებენ, ასეთი ტენდენციური დამოკიდებულება შორს ვერ წაგვიყვანს.

მე არსად შემიდარებია ადამიანის და ცხოველების ინტელექტი. რომელია მეტი და რით ეს ცალკე საკითხია. მე ვამტკიცებ, რომ ისინიც აზროვნებენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Sep 17 2007, 10:40 AM
პოსტი #540


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



გიორგი
რა ვიცი,რა ვიცი.. რას გაუგებ ამ ხალხს tongue.gif laugh.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

50 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 08:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE