![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#541
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა არა. მაგაშია სწორედ საქმე, უმეტესობას არ გვაქვს გაცნობიერებული რაა ინტელექტი. ოღონდ სიტყვა "უმეტესობის" ნაცვლად უნდა ეწეროს სიტყვა "არავის". არის ინტელექტის სხვადასხვა განმარტებები, მაგრამ ცხადია ცალსახად ვერც ერთი ვერ საზღვრავს მას, უფრო მეტიც მეცნიერებაში ძალიან სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს თუ რა არის აზროვნება და ინტელექტი. თუმცა ერთი რაიმე ცხადია, რომ ადამიანი თავისი გონებრივი შესაძლებლობებით შეუდარებლად აღემატება ნებისმიერ სხვა ცოცხალ არსებას. რით არის გამოწვეული ადამიანის ამხელა გონებრივი უპირატესობა ეს მსჯელობის საგანია, მაგრამ დეფინიციის გარკვეულ ჩარჩოებში მას შეიძლება აზროვნება უწოდოთ, რომელიც ცხოველს არ გააჩნია. თუ აზროვნების ისეთ განმარტებას შემოვიტანთ, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ცხოველებშიც ჩნდება აზროვნების ელემენტები მაშინ ადამიანს აქვს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ვიდრე ამ განმარტების მიხედვით აზროვნებაა. ამიტომ ტერმინებში და გადაუჭრელ საკითხებში, რომ არ გავიხლართოთ მივიღოთ მარტივად: ადამიანი აზროვნებს და ცხოველი - არა. არ უნდა ამას დიდი დავა, ცხოველი არ აზროვნებს იმნაირად რასაც ადამიანის აზროვნება ეწოდება. ციტატა ეს თუ აზროვნების განმარტებად მიგაჩნია ვიმსჯელოთ. ეს აზროვნების ერთ-ერთი განმარტებაა, მაგრამ თვითონ ამ განმარტებაში შემავალი ფრაზებიც არაა ცალსახა, ამიტომ მსჯელობა არ ღირს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ცხოველები მაგ ჩარჩოებში აზროვნებენ. ცხოველს ნამდვილად არ შეუძლია აბსტრაქტულ-წარმოსახვითი ფიქრი და მეხსიერების საფუძველზე გონიერი გადაწყვეტილების მიღება, არც პიროვნული ინდივიდუალიზმის თვითგანცდის უნარი, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანი თავისი არსებობის ასე "მოკლე" პერიოდში მთვარეზე წავიდა, ცხოველები კი მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე 100-ჯერ, ან ზოგიერთი მათგანი 1000-ჯერ დიდი ხანია ცხოვრობს ზუსტად იგივე დონეზე არიან რა დონეზეც ასეული მილიონობით ან მილიარდობით წლის წინ, დანარჩენი დავა ძალიან ფუჭია, რადგან აბსტრაქტულ დეფინიციებს შორის ხტუნაობას ჰგავს. ციტატა მე არსად შემიდარებია ადამიანის და ცხოველების ინტელექტი. რომელია მეტი და რით ეს ცალკე საკითხია. მე ვამტკიცებ, რომ ისინიც აზროვნებენ. ასე პირდაპირ არ შეგიდარებია, მაგრამ შენ იგივე ეგრი ხარ, რომელმაც დაწერა: "რითია ყველაზე სრულყოფილი? მხედველობა - არა. სმენა - არა. ყნოსვა - არა. სისწრაფე - არა. ცურვა - არა. ფრენა - არა. ადაპტაცია - არა. კომუნიკაცია -არა. აზროვნება ვითომ? ბევრი იცი სოციალური ცხოველების, ბონობოს, დელფინების აზროვნებაზე?" სადაც შენ ცდილობ ადამიანის უნიკალურობა უარყო, ამაზე იქვე დაგიწერე პასუხი და თუ არ წაგიკითხავს წაიკითხე. აზროვნებით არის ადამიანი ყველაზე სრულყოფილიო - კითხულობ, ანუ უშვებ, რომ შესაძლოა ადამიანი არც კი არის ყველაზე სრულყოფილი აზროვნებით და მას დელფინი ან რაიმე სხვა ცხოველი სჯობნის. (აბსოლუტურ სრულყოფილებაზე არც ყოფილა ლაპარაკი, სიტყვა "ყველაზე"-ში დედამიწის ბინადარნი იგულისხმებიან). ჩემი აზრით ეს ციტატა ნამდვილად შეიცავს ცხოველის და ადამიანის ინტელექტის შედარებას და თანაც არც თუ მაინცდამაინც ადამიანის სასარგებლოდ. ამას დაუმატე ისიც, რომ საკმაოდ დასაბნევად გაქვს ჩამონათვალი გაკეთებული და შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობ ნაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტების სიმრავლით და ამგვარადაც ცდილობ ადამიანის უნიკალურობის უარყოფას. ადამიანი, როდესაც გონებრივი შესაძლებლობებით ასე აღემატება ცხოველებს, რა მოსატანი იყო: სმენა, ყნოსვა, სისწრაფე, ცურვა, ფრენა და ა.შ. ლეოპარდი თუ ადამიანზე სწრაფად დარბის, ზვიგენი სწრაფად დაცურავს და არწივი დაფრინავს ვერ ჰყავს ყველა ერთად დატყვევებული ადამიანს და ვერ გაანადგურებს როცა მოუნდება თუ რაშია საქმე?! სწორედ ეს ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი გამორჩეული და მართლაც უნიკალური, რომლის შედეგადაც მთელი შენს მიერ ჩამოთვლილი ფიზიკური მონაცემებით არც თუ ისეთი სიძლიერის მიუხედავად მაინც დედამიწის ბატონ-პატრონია. ახლა არ თქვა ეს ახლაა ასე და ადრე არ იყოო. ამის პასუხად ჯერ ერთი ის მაქვს, რომ როდესაც ადამიანს უმარტივესი იარაღები და ინსტრუმენტები ჰქონდა (მრავალი ათასი წლის წინ) უკვე ის ძალიან ძლიერ მხეცებსაც უმკლავდებოდა და ცხოველებსაც ათვინიერ-იშინაურებდა და უკვე უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა მათზე და მერეც მეორე გონების განვითარება დროში ხდება და დღეს კიდევ უფრო მეტად ჰყავს ცხოველთა სამყარო "დაჩაგრული", მაგრამ ეს დროში პროგრესიც აზროვნების შედეგია და ამიტომაა, რომ ცხოველის დონე "გაიყინა" და თუ უძველეს დროში კიდევ რაღაცას წარმოადგენდა ადამიანის წინააღმრდეგ დღეს უკვე უსუსურია და ხვალ საერთოდ არაფერი აღარ იქნება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#542
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ana-bana
არა, ათეიზმიც არის და ათეიზმიც, მაგრამ . . . rock რასაც წერს ის უფრო ფსევდოათეიზმია, მეცნიერებით რელიგიის განათლების მცდელობა და ა.შ. რაშია საქმე იცი? ადამიანი რელიგიურიც ან თუნდაც ათეისტიც უნდა იყოს ჭეშმარიტების ძიების და არა მუდმივად საწინააღმრდეგოს მტკიცების სურვილის გამო, განურჩევლად იმისა ამის საფუძველი არსებობს თუ არა. აგერ წაიკითხე მაგის კომენტარები და თუ დაგრჩება პოზიტიური შთაბეჭდილება. ვითომ ისე მაღალმეცნიერული ცოდნა აქვს, რომ გაგვანათლებს?! საქმე სულ სხვა რამეშია, საქმე იმაშია რომ ახლა ცდილობს (ძალიან წარუმატებლად) ადამიანის უნიკალურობა უარყოს და ამით საფუძველი მოამზადოს იმისთვის, რომ ის სულაცაა არაა გამორჩეული ცხოველებისგან და მერე ამტკიცოს რომ ღმერთს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მის შექმნაში და ა.შ. მაგრამ არაა საქმე ასე მარტივად ეს კაცი, რომ ამბობს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#543
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
ციტატა ოღონდ სიტყვა "უმეტესობის" ნაცვლად უნდა ეწეროს სიტყვა "არავის". არის ინტელექტის სხვადასხვა განმარტებები, მაგრამ ცხადია ცალსახად ვერც ერთი ვერ საზღვრავს მას, უფრო მეტიც მეცნიერებაში ძალიან სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს თუ რა არის აზროვნება და ინტელექტი. თუმცა ერთი რაიმე ცხადია, რომ ადამიანი თავისი გონებრივი შესაძლებლობებით შეუდარებლად აღემატება ნებისმიერ სხვა ცოცხალ არსებას. რით არის გამოწვეული ადამიანის ამხელა გონებრივი უპირატესობა ეს მსჯელობის საგანია, მაგრამ დეფინიციის გარკვეულ ჩარჩოებში მას შეიძლება აზროვნება უწოდოთ, რომელიც ცხოველს არ გააჩნია. თუ აზროვნების ისეთ განმარტებას შემოვიტანთ, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ცხოველებშიც ჩნდება აზროვნების ელემენტები მაშინ ადამიანს აქვს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ვიდრე ამ განმარტების მიხედვით აზროვნებაა. ამიტომ ტერმინებში და გადაუჭრელ საკითხებში, რომ არ გავიხლართოთ მივიღოთ მარტივად: ადამიანი აზროვნებს და ცხოველი - არა. არ უნდა ამას დიდი დავა, ცხოველი არ აზროვნებს იმნაირად რასაც ადამიანის აზროვნება ეწოდება. დისკუსიის თემა შეიცვალა. ის რომ ადამიანის "აზროვნება" ცხოველებისას აღემატება ასევე საკამათოა. გეთანხმები, რომ ცხოველებს მეტად უჭირთ ირაციონალური აზროვნება (ყოველ შემთხვევაში ამგვარი აზროვნების ფაქტები ჩემთვის უცნობია), მაგრამ შესაძლოა სხვა ასპექტებში გვჯობნიან კიდეც. იგივე დელფინების კომუნიკაცია ბოლომდე არაა გამოკვლეული და ჯერჯერობით არავინ უწყის ისინი მარტივ სიგნალებს გადასცემენ ერთმანეთს, თუ რთულ ქვეწყობილ წინადადებებს. ![]() მეტობა-ნაკლებობის დასადგენად კი საჭიროა რაღაც შეწონილი კოეფიციენტის შემოღება. მაგალითად ვერ ვიტყვით, რომ დიკემბე მუტომბო ჯორდანზე უკეთესი კალათბურთელია მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მაღალია. გასათვალისწინებელია ასევე ცხოველების დამოკიდებულება გარემოსადმი. ადამიანი აღმოჩნდა ისეთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც არაჰარმონიულად ცვლის გარემოს, ცხოველები კი უფრო ჰარმონიულად ეწყობიან მას, ხოლო ის თუ რომელი ვარიანტია უკეთესი ასევე საკამათოა. ციტატა ცხოველს ნამდვილად არ შეუძლია აბსტრაქტულ-წარმოსახვითი ფიქრი და მეხსიერების საფუძველზე გონიერი გადაწყვეტილების მიღება ის რაც არ გვინახავს არ ნიშნავს რომ არ არსებობს. ციტატა ადამიანი თავისი არსებობის ასე "მოკლე" პერიოდში მთვარეზე წავიდა, ცხოველები კი მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე 100-ჯერ, ან ზოგიერთი მათგანი 1000-ჯერ დიდი ხანია ცხოვრობს ზუსტად იგივე დონეზე არიან რა დონეზეც ასეული მილიონობით ან მილიარდობით წლის წინ საიდან ვიცით, რომ ცხოველები ამავე დონეზე იყვნენ 100 მილიონი წლის წინ? 100 წლის წინ იყო ისეთი საწამლავები, რომლებიც ვირთხებს ჰკლავდა, წელს აღარ კლავს. მესმის, რომ ცუდი მაგალითია და ეს შეგუება აზროვნებასთან კავშირში არაა, მაგრამ ვირთხები რომ 100 წელიწადში შეიცვალენ ფაქტია. ციტატა ჩემი აზრით ეს ციტატა ნამდვილად შეიცავს ცხოველის და ადამიანის ინტელექტის შედარებას და თანაც არც თუ მაინცდამაინც ადამიანის სასარგებლოდ. პირიქით. ეგ ფრაზა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი რითაც ადამიანი შესაძლოა სჯობდეს ცხოველს არის აზროვნება, მაგრამ რამდენად სჯობს აზროვნებაში ეგეც საკითხავია. ![]() ციტატა ახლა არ თქვა ეს ახლაა ასე და ადრე არ იყოო. არავითარ შემთხვევაში. გეტყვი, რომ არც ახლაა ბატონ-პატრონი, ![]() ციტატა ვითომ ისე მაღალმეცნიერული ცოდნა აქვს, რომ გაგვანათლებს?! ეუფ. ამდენი ჩემს თავზე არასდროს ამიღია. ![]() ციტატა საქმე სულ სხვა რამეშია, საქმე იმაშია რომ ახლა ცდილობს (ძალიან წარუმატებლად) ადამიანის უნიკალურობა უარყოს და ამით საფუძველი მოამზადოს იმისთვის, რომ ის სულაცაა არაა გამორჩეული ცხოველებისგან რამდენჯერმე აღვნიშნე მგონი, რომ არათუ ადამიანი, არამედ ყველა ცხოველი გამორჩეულია. ციტატა მერე ამტკიცოს რომ ღმერთს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მის შექმნაში და ა.შ. მაგრამ არაა საქმე ასე მარტივად ეს კაცი, რომ ამბობს. აქ კი არანაირი ლოგიკა აღარაა. ღმერთმა ისევე მიიღო მონაწილეობა ადამიანის შექმნაში, როგორც ყოველი სულიერის და უსულოს შექმნაში. ![]() და ჩემი მსჯელობით არანაირ ნიადაგს არ ვამზადებ. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#544
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა ის რომ ადამიანის "აზროვნება" ცხოველებისას აღემატება ასევე საკამათოა. არ არის საკამთო. ციტატა გეთანხმები, რომ ცხოველებს მეტად უჭირთ ირაციონალური აზროვნება (ყოველ შემთხვევაში ამგვარი აზროვნების ფაქტები ჩემთვის უცნობია), მაგრამ შესაძლოა სხვა ასპექტებში გვჯობნიან კიდეც. ისევ ტერმინები, ტერმინები . . . არანაირ ასპექტში არ გვჯობნიან ცხოველები. თუ რაიმე ძალიან კონკრეტულ რაიმეში გვჯობნიან, ეს სიტუაციის არსს არ ცვლის. თუ კი არსებობს რაიმე ასეთი ასპექტი მაშინ ეს ასპექტი ძალიან უმნიშვნელო იქნება. ციტატა მეტობა-ნაკლებობის დასადგენად კი საჭიროა რაღაც შეწონილი კოეფიციენტის შემოღება. მაგალითად ვერ ვიტყვით, რომ დიკემბე მუტომბო ჯორდანზე უკეთესი კალათბურთელია მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მაღალია. ისევ შენ საწინააღმრდეგოს ლაპარაკობ, არ არსებობს აზროვნების შესაფასებელი კოეფიციენტი ან შკალა ისევე როგორც კალათბურთელის ან ფეხბურთელის ზოგადი დონის, მაგრამ მიუხედავად ამისა შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მაიკლ ჯორდანი უფრო მაღალი დონის კალათბურთელია ვიდრე მანუჩარ მარკოიშვილი, რუუდ ვან ნისტელროი უფრო კარგი ფეხბურთელია ვიდრე დავით სირაძე. ასეა აზროვნებაც, ჭირს კონკრეტული კოეფიციენტის ან რიცხვითი შეფასებების შემოღება, მაგრამ უამრავი ფაქტებით არაპირდაპირი გზით ჩანს, რომ ადამიანის "აზროვნებასთან" შედარებით ცხოველი არ აზროვნებს. და თუ ცხოველი რაიმე დეფინიციის ჩარჩოებში აზროვნებს ან უპირატესობა გააჩნია ადამიანთან ეს უპირატესობები იმავე სპორტული შედარებებით ვერანაირად ვერ სცდება ოთარ მარცვალაძის უპირატესობას რონალდინიოსთან შედრებით გარკვეულ ასპექტებში . . . . ციტატა ის რაც არ გვინახავს არ ნიშნავს რომ არ არსებობს. ძალიან არა მატერიალური პასუხია. ცხოველის გარეგან გამოვლინებაში არავითარი აბსტრაქტულ-წარმოსახვითი ფიქრი და გონიერი გადაწყვეტილებები არ ჩანს. ცხოველის გონების დაშვება არაფრით არ განსხავდება უკვდავი სულის რწმენისაგან, ვერც სულს ვერ ხედავ, იგივე სიტყვებით გეტყოდი, რომ ვერც სულს ვერ ხედავ მაგრამ არ ნიშნავს რომ არ არსებობს. "დაჟე" რაღაც ვარიანტში სულის არსებობის შანსი მეტია ვიდრე ცხოველის გონიერების. ციტატა საიდან ვიცით, რომ ცხოველები ამავე დონეზე იყვნენ 100 მილიონი წლის წინ? 100 წლის წინ იყო ისეთი საწამლავები, რომლებიც ვირთხებს ჰკლავდა, წელს აღარ კლავს. მესმის, რომ ცუდი მაგალითია და ეს შეგუება აზროვნებასთან კავშირში არაა, მაგრამ ვირთხები რომ 100 წელიწადში შეიცვალენ ფაქტია. შენ თვითონ უკვე გაეცი უკვე პასუხი შენს კითხვას, რომ ეს აზროვნებასთან კავშირში არ არის. ციტატა პირიქით. ეგ ფრაზა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი რითაც ადამიანი შესაძლოა სჯობდეს ცხოველს არის აზროვნება, მაგრამ რამდენად სჯობს აზროვნებაში ეგეც საკითხავია. აზროვნება იმდენად პირველხარისხოვანია, რომ ამგვარი ზედსართავით "ერთადერთი" არ უნდა მოიხსენიო. 1000-ჯერ გითხარი და 1001-ედ ნუღარ მამეორებინებ, რომ ცხოველი რითაც ჯობია ადამიანს (სირბილი, ცურვა, ფრენა, ყნოსვა, სმენა და ა.შ.) აზროვნებასთან მოსატანი არცაა. აზროვნებაში კი რომ ადამიანი ჯობია და თანაც იმდენად ძალიან რომ შედარებაც არ შეიძლება ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ეს საკითხავი არ არის. ციტატა არავითარ შემთხვევაში. გეტყვი, რომ არც ახლაა ბატონ-პატრონი, ცხოველებთან მიმართებაში არის და მერე როგორ . . . აბა მითხარი ა.შ.შ.-ს პრეზიდენტის ნება და ყველაზე ძლიერი თეთრი ზვიგენების ნება რომ დაუპირისპირდეს ერთმანეთს ამერიკის ტერიტორიული წყლების აკვატორიაში ატომური წყალქვეშა ნავების დოკის აშენების ან ზვიგენების საბუდარის მოწყობის შესახებ საინტერესოა ვისი გავა . . . ან რომელიმე თევზების ნება რომ დაუპირისპირდეს ჰიდროელექტროსადგურისთვის კაშხლის მშენებლობის ნებას საკითხავია რომელი გაიმარჯვებს, არა? ცხოველების წინააღმრდეგ ადამიანი ცხადია უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს, ახლა მე დედამიწის ბატონ-პატრონობაში ასტეროიდული კატასტროფისგან თავდაცვა არ მიგულისხმია. ციტატა ეუფ. ამდენი ჩემს თავზე არასდროს ამიღია. იხილე პოსტი -------> http://church.ge/index.php?s=&showtopic=15...ndpost&p=166832 განათლებასა და თვალების ახელას შორის დიდი სხვაობაა? მგონი თვალების ახელა უარესია . . . ციტატა რამდენჯერმე აღვნიშნე მგონი, რომ არათუ ადამიანი, არამედ ყველა ცხოველი გამორჩეულია. ცხადია, მაგრამ ადამიანი ცხოველისგანაც ძალიან გამორჩეულია. აი ეს კი არსად არ აღგინიშნავს. ციტატა აქ კი არანაირი ლოგიკა აღარაა. ღმერთმა ისევე მიიღო მონაწილეობა ადამიანის შექმნაში, როგორც ყოველი სულიერის და უსულოს შექმნაში. და ჩემი მსჯელობით არანაირ ნიადაგს არ ვამზადებ. მონაწილეობა არსებითად ერთნაირად მიიღო, მაგრამ ადამიანი ინტელექტის მატარებელი შექმნა "თავის ხატად და მსგავსად", ცხოველი კი მხოლოდ საარსებო ინსტინქტების დონეზე. შეიძლება გაცნობიერებულიც არ გაქვს, მაგრამ ათეისტების უმეტესობას არ სიამოვნებს ადამიანის გამორჩეულობის აღიარება, რადგან ეს გარკვეული კუთხით და ერთგვარი ლოგიკით მათ პოზიციას ნაწილობრივ მაინც არყევს, რადგან თუ ადამიანი გამოვა რომ განსაკუთრებული აზროვნების უნარით, ინტელექტით, პიროვნული ინდივიდუალიზმით, არსებობის თვითგანცდის უნარით და ცნობერი გრძნობების რეალიზაციით არის აღჭურვილი და თანაც ერთადერთია მთელს სამყაროში მაშინ მისი შემოქმედის, ინტელექტუალური გონების ღმერთის არსებობა უფრო რეალური ჩანს, ამიტომაც ზოგი ცნობიერად და ზოგიც ქვეცნობიერად მაქსიმალურად ცდილობს რომ ადამიანი ცხოველთან გააიგივოს არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივად, აზროვნების და ცნობიერების დონეზეც კი რათა ამით ერთგვარი ნიადაგი გაუმყარონ თავიანთ იდეოლოგიას, მაგრამ ასე მარტივი არაა მაი ამბავი . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#545
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
მოკლედ ამდენი გვერდია სულ ქვენა აზრებს ეძებ ჩემს პოსტებში. ![]() რაღა დაგიმალო და დავიღალე. პირველად რომ ავაფრიალე თეთრი დროშა მაშინ უნდა შემეწყვიტა დისკუსია. ციტატა იხილე პოსტი -------> http://church.ge/index.php?s=&showtopic=15...ndpost&p=166832 იუმორს გიწუნებ. ციტატა შეიძლება გაცნობიერებულიც არ გაქვს, მაგრამ ათეისტების უმეტესობას არ სიამოვნებს ადამიანის გამორჩეულობის აღიარება, რადგან ეს გარკვეული კუთხით და ერთგვარი ლოგიკით მათ პოზიციას ნაწილობრივ მაინც არყევს, ![]() ციტატა გარკვეული კუთხით ციტატა ერთგვარი ლოგიკით ციტატა ნაწილობრივ მაინც რა ამბავია? ![]() ციტატა რადგან თუ ადამიანი გამოვა რომ განსაკუთრებული აზროვნების უნარით, ინტელექტით, პიროვნული ინდივიდუალიზმით, არსებობის თვითგანცდის უნარით და ცნობერი გრძნობების რეალიზაციით არის აღჭურვილი და თანაც ერთადერთია მთელს სამყაროში მაშინ მისი შემოქმედის, ინტელექტუალური გონების ღმერთის არსებობა უფრო რეალური ჩანს ეგ ვითომ რატომაო? როგორი წარმატევითაც შეიძლებოდა ამების შემთხვევით შექმნა, იგივე წარმატებით შეიძლება აზროვნების შემტხვევით შექმნა. მით უმეტეს ადამიანი ამ თვისების ერთადერთი მატარებელი არაა. ციტატა მაგრამ ასე მარტივი არაა მაი ამბავი . . . რა არის რომ მარტივი ამბავი? |
გიორგი |
![]()
პოსტი
#546
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა მოკლედ ამდენი გვერდია სულ ქვენა აზრებს ეძებ ჩემს პოსტებში. მიზნმიმართულად არაფერს არ ვეძებ. ქვენა აზრების რა მოგახსენო, მაგრამ საკმაოდ აბსურდულ აზრებს კი ვხედავ ხოლმე აქა-იქ. ციტატა რაღა დაგიმალო და დავიღალე. პირველად რომ ავაფრიალე თეთრი დროშა მაშინ უნდა შემეწყვიტა დისკუსია. მეც ძალიან დავიღალე და თუ არ გინდა დისკუსია და თუ თეთრი დროშაც ააფრიალე რატომ აგრძელებ? ციტატა იუმორს გიწუნებ. as u wish . . . ციტატა რა ამბავია? აბა არც ათეიზმში და არც თეიზმში არაფერი ცალსახად და მათემატიკური სიზუსტით არ მტკიცდება. ციტატა როგორი წარმატებითაც შეიძლებოდა ამების შემთხვევით შექმნა, იგივე წარმატებით შეიძლება აზროვნების შემთხვევით შექმნა. მით უმეტეს ადამიანი ამ თვისების ერთადერთი მატარებელი არაა. ოღონდ შანსები იქნებოდა ალბათ სულ მცირე 1000-ის ხარისხით განსხვავებული. ჰო, დამავიწყდა კიდევ ჭიანჭველები და მზესუმზირები აზროვნებენ. ციტატა რა არის რომ მარტივი ამბავი? სიცოცხლის შემთხვევით შექმნა. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
rock |
![]()
პოსტი
#547
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
გიორგი
ციტატა ოღონდ შანსები იქნებოდა ალბათ სულ მცირე 1000-ის ხარისხით განსხვავებული. ნუ როცა ორივე 0-კენ მიისწრაფის იქ მილიარდჯერ მეტი, მილიარდჯერ ნაკლები . . . ციტატა საკმაოდ აბსურდულ აზრებს კი ვხედავ ხოლმე აქა-იქ. მაინც? |
გიორგი |
![]()
პოსტი
#548
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
rock
ციტატა ნუ როცა ორივე 0-კენ მიისწრაფის იქ მილიარდჯერ მეტი, მილიარდჯერ ნაკლები . . . მართალი ხარ. ციტატა მაინც? ადამიანის ცხოველის მიმართ ძალიან დიდი უპირატესობის არ დაფიქსირება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
S a l l y |
![]()
პოსტი
#549
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
სიცოცხლის შემთხვევით შექმნა. ანთროპოლოგიამდეც მიხვედიით....არადა მაქედან დაგეწყოთ არ ჯობდა ![]() -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მართა |
![]()
პოსტი
#550
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ციტატა მდააააა. სხვათა შორის კანუდოსელი და ეგრი პარალელურ კლასელები იყვნენ. რა კლასი რა კლასი ![]() ![]() ![]() -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მართა |
![]()
პოსტი
#551
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ადამიანი რომელიც ამპარტავნებაში გითვლის იმას,რომ რადგან უფალმა შენ მის ხატად და სახედ თვისა გაგაჩინა, და ამით ცხოველებზე წინ დაგაყენა( თან ბევრად ) და ამის გწამს და აღიარებ(ეს თურმე ამპარტავნებაა)
![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
rock |
![]()
პოსტი
#552
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
მართა
ციტატა ადამიანი რომელიც ამპარტავნებაში გითვლის იმას,რომ რადგან უფალმა შენ მის ხატად და სახედ თვისა გაგაჩინა, და ამით ცხოველებზე წინ დაგაყენა( თან ბევრად ) და ამის გწამს და აღიარებ(ეს თურმე ამპარტავნებაა) ეგ ვინ სთქვა? |
მართა |
![]()
პოსტი
#553
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
rock
კანუდოსელის პარალელურკლასელმა ეგრიმ! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მართა |
![]()
პოსტი
#554
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
rock |
![]()
პოსტი
#555
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
მართა
ციტატა კანუდოსელის პარალელურკლასელმა ეგრიმ! ამ პოსტში სთქვა? ციტატა ?????? |
მართა |
![]()
პოსტი
#556
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
გდახედე და ნახავ!
ახლა მოვიყვან ციტატას ერთი ყველასათვის საყვარელი მოძღვრის დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ინტერვიუდან: "წმინდა ილია მართალი ამბობს,რომ არსებობს საგნები,რომელთაც,თუ არ დაინეხე,ვერ ირწმუნებ და საგნები,რომლებსაც, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ.რელიგიაში ორივე პრინციპი მოქმედებს,მაგრამმთავარი მაინც გულია.ადამიანი მხოლოდ გონებას რომ ენდობოდეს,ამქვეყნად მორწმუნე ძალიან ცოტა იქნებოდა,რადგან გონებას არ ძალუძს,დაიტიოს ღმერთი.იმას,რასაც გონება ვერ წვდება,სწვდება გული,როცა გონება უძლურია,გული იწყებს მოქმედებას,გული ხედავს ღმერთს და მისკენ მიილტვის.ამიტომ ამბობს უფალი:"ნეტარია,რომელსა არა უხილავ და ვრწმენე". ის,ვინც თავგანწირვით ისწრაფვის ღვთისკენ,მისი ხილვის ღირსიც გახდება.მისთვის ღმერთი მისტიკური და ირეალური კი აღარ იქნება,არამედ ცხადი,ახლობელი,გულის მეგობარი.ასეთმა ადამიანებმა საკუთარი გამოცდილებით იციან,რომ რმერთი არის და ის მათ გულებში სუფევს." მე საკმარისად მიმაჩნია ეს მოსაზრება ამ ადამიანის მიერ მოწოდებული შეიძლება კი გაქვთ წაკითხული. 23 გვერდის ბოლო ფოსტია!შედი და ნახე,აბა რა მე კი არ ვიგონებ პირდაპირ დაწერა რატო ხარ ცხოველზე უკეთესიო! სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
rock |
![]()
პოსტი
#557
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
მართა
ციტატა ადამიანი მხოლოდ გონებას რომ ენდობოდეს,ამქვეყნად მორწმუნე ძალიან ცოტა იქნებოდა,რადგან გონებას არ ძალუძს,დაიტიოს ღმერთი.იმას,რასაც გონება ვერ წვდება,სწვდება გული,როცა გონება უძლურია,გული იწყებს მოქმედებას,გული ხედავს ღმერთს და მისკენ მიილტვის.ამიტომ ამბობს უფალი:"ნეტარია,რომელსა არა უხილავ და ვრწმენე". გული რას აღნიშნავს ამ ციტატაში? იმედია სისხლის ძრავაზე არაა საუბარი. ისე გონებას რომ აგრე ამცირებს ბატონი დეკანოზი, ამდენი გვერდია იმას მიმტკიცებენ, რომ სწორედ გონებით განსხვავდებაო ადამიანი ცხოველისგან და ეს ციტატა რაღაზე მოიყვანე ვერ ვხვდები. ციტატა რატო ხარ ცხოველზე უკეთესიო! ჰოოოო. ეგ შეკითხვა მეც მიჩნდება? რით არის ადოლფ ჰიტლერი ჩემს ავჩარკა "კაიზარაზე" უკეთესი? არადა ორივე გერმანელია. ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#558
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ურწმუნოები შემოაკლდა ამ თემას
![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
iraklidze |
![]()
პოსტი
#559
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 ![]() |
KAIROS
მერე ცუდია ეგ ? ![]() -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#560
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 05:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი