![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#661
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღმერთის არსებობა ადამიანისათვის "თანდაყოლილი" იდეაა: ისტორიამ არ იცის ისეთი არარელიგიური ხალხი, რომელსაც არანაირი რელიგიური რწმენა და ზებუნებრივზე რაიმე წარმოდგენა არ გააჩნია. თავისთავად უსასრულობისკენ სწრაფვა, ღმერთის შემეცნების მოთხოვნილება და უნარი - ადამიანის ბუნებაში საწყისიდანვეა დამკვიდრებული, ამასვე მეტყველებს კაცობრიობის შინაგანი გამოცდილება, მით უმეტეს, თუ ცოდვისაგან განწმენდილ და ამ გზით ღმერთთან მიახლოებულ ქრისტიანის პიროვნულ სულს ვიგულისხმებთ".
/დეკ. ოლეგ დავიდენკო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#662
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ხალხის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა".
/წმ. ამბროსი ხელაია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#663
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ამბავი სამებობას ბალახის თიბვისა. დალიელი ძმა მიტა ორსიჩი გვიყვებოდა: "1931 წელს ერთმა კაცმა, რომელსაც ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არ რცხვენოდა, სამებობას ცელი აიღო და სათიბად წავიდა. მარტო თიბავდა, მეტი არსად არავინ მუშაობდა. უეცრად ბავშვის ხმა მოესმა. დაიწყო აქეთ-იქით ყურება. ვერავინ დაინახა და თიბვა განაგრძო. კვლავ მოესმა ბავშვის ხმა, თითქოს ტირისო. ხმა ეცნო - მისი უმცროსი ვაჟისას ჰგავდა. მახლობლად მისი ძმის სიმინდის ყანა იყო. თიბვას თავი ანება, შევიდა ყანაში, მაგრამ იქაც ვერავინ იპოვა. ისევ მოესმა ბავშვის ტირილი, ახლა კი ნამდვილად მისი ვაჟი ტიროდა. მუშაობას თავი ანება და შინ დაბრუნდა. ეზოში შესულსაც ჩაესმა შვილის ხმა. კაცმა პატარა დილით ჯანმრთელი და მხიარული დატოვა, ახლა სიცხით გათანგულიყო. იმავე ღამეს ბავშვმა სული განუტევა".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#664
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მტკიცებულება ყველა ერსა და ხალხში ღმერთისა და ზეადამიანური ძალების არსებობიდან გამომდინარე ამა თუ იმ ფორმით, თუკი ინდივიდუმ-ათეისტები ბევრ ხალხში გვხვდება, "ათეისტური" ერი დედამიწაზე არ არსებობს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#665
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუკი ადამიანს არ სწამს ღმერთი, იგი ანგარიშს არ უწევს ადამიანებსაც".
/ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კალანდარიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#666
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყველა, ვინც ღმერთს ახსენებს, მორწმუნე როდია. თავად უფალი ამბობს: არა ყოველი, რომელმან მრქვას მე "უფალო, უფალო", შევიდეს ცათა სასუფეველში, არამედ რომელმან აღასრულოს ნება მამისა ჩემისაო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#667
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"აქვე გვინდა ვახსენოთ ქრისტეს ეკლესიის მეათერთმეტე ჟამს შეძენილი შვილიც. ერთხელ, ფარასაში ყოფნისას, წმინდა არსენმა ჩუმად ერთი თურქი ქალი მონათლა და სახელად ელეფთერია უწოდა. ქალი ფარული ქრისტიანივით ცხოვრობდა, სამად სამჯერ ეზიარა, ისიც ჩუმად. ნათლობის შემდეგ თავს ავადმყოფად აჩვენებდა და მუსლიმანი მეუღლის სარეცელს აღარ იყოფდა. გაუჭირდა ელეფთერიას ურწმუნოთა გარემოში ცხოვრება. სახიერმა ღმერთმა მალევე გაათავისუფლა ხორცთაგან და თავისთან წაიყვანა.
ქალი უეცრად ავად გახდა და რამდენიმე დღით საწოლს მიეჯაჭვა, ავადმყოფს ზიარება უნდოდა. მამა არსენთან მისვლა გაუჭირდა, არც ღირსი მამისთვის იყო ადვილი მისი მონახულება. მამა არსენმა ვაშლი ამოჭრა, წმინდა ძღვენი შიგ ჩადო, დახურა, შეფუთა და ქალის ნათლიას გაატანა. ავადმყოფმა სახეგაბრწყინებული ნათლია რომ დაინახა, წარმოთქვა: "ქრისტე სულია ჩემი". თუმცა აზრადაც არ მოსვლია, რომ ნათლიას შეიძლებოდა მისთვის უფლის ხორცი მიეტანა. ელეფთერია ეზიარა და მაშინვე აღესრულა. მამაო, რა ეშველება ახლა, მუსლიმანური წესით განბანენო, - წუხდა ნათლია. გგონია, თურქებს ნებას მივცემ განბანონ, ვინც მე მოვნათლე? - ბრძანა მამა არსენმა და ელეფთერიასთვის დაუცხრომელ ლოცვას შეუდგა. მართლაც, როცა გარდაცვლილი ქრისტიანის განბანა მოისურვეს, თურქებს ხელები გაუჩერდათ, ქალი განუბანელი დაკრძალეს თურქულ სასაფლაოზე. მამა არსენმა მისთვის ცალკე პანაშვიდი გადაიხადა და ლოცვა განაგრძო. ელეფთერია ყოველღამე ეცხადებოდა ხოლმე სახლეულებს. ნივთებს გადმოყრიდა და ეუბნებოდა: - აქ, ჯოჯოხეთში, თქვენს სასაფლაოზე, რად მტანჯავთ. სასწრაფოდ გადამასვენეთ ქრისტიანულ სასაფლაოზეო. თურქებმა მამა არსენს სთხოვეს და მან ქალი ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალა. ელეფთერია იმავე ღამეს გამოეცხადა ოჯახის წევრებს და გახარებულმა უთხრა: - იცოცხლეთ ათასი წელი. ახლა მე სამოთხეში ვარო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#668
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უფალი ცეცხლს მორწმუნეთა გულებში ანთებს და დიდი სიფრთხილეა საჭირო, უნებურად არ ჩაგვიქრეს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#669
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მარტო ჩვენ კი არ გვწამს ღმერთის, ღმერთსაც სწამს ჩვენი."
/ანტონ (სუროჟელი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#670
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნელ-ნელა დაიწყო რწმენის განედლება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#671
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საბრალონია, რომელნიც სიცოცხლეს ეკლესიის - ქრისტეს სხეულის გარეშე განლევენ, ამქვეყნად ვერაფერი ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რასაც ადამიანი არაეკლესიურობით კარგავს. ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროითა და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისაკენ მიჰყავს".
/ილია მეორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#672
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თითოეული ჩვენგანი იმდენად მაღლდება ბოროტებაზე, რამდენადაც იმარჯვებს ქრისტესმიერი რწმენა მასში".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#673
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღმერთი იგივე ჩვენში არსებული სინდისია. როგორც ღმერთი ხორციელი თვალებისათვის, ჩვენი სულიც უხილავია, რადგან არც ფერი აქვს, არც სახე, არამედ ძალისა და საქმეებისაგან შეიცნობა. ამიტომ თვალით ნურც ღმერთის ხილვას შევეცდებით, იგი შინაგანად უნდა ვირწმუნოთ და გონებით ვიხილოთ. გვიკვირს ხელოვნება დამბადებლისა, რომელმაც სულის ძალა ხორცთან შეაერთა".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#674
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თუკი გწამს, ძალაც გეძლევა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#675
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ამ აწეწილ წუთისოფელს მხოლოდ ღვთის რწმენა და ეკლესია გადაარჩენს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#676
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საღმრთო მადლით ავსებული პანტოლეონი კი შინაგანად წმინდა რწმენის საგანძურს ატარებდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#677
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) ქადაგებაში ბრძანებს: როდესაც პირველი კოსმონავტი გაგარინი კოსმოსიდან დაბრუნდა და განაცხადა, ღმერთი ზეცაში არ შემხვედრიაო, ერთმა მღვდელმა შენიშნა: თუ თქვენ მას აქ, მიწაზე არ შეხვედრიხართ, ზეცაში ვერასოდეს ნახავთო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#678
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რაც მეტადაა ადამიანი ამქვეყნიურ ამაოებებში, ის, რა თქმა უნდა, განშორებულია ქრისტეს და ქრისტეს წინააღმდგომიცაა და მისი მიმდევრებისაც".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#679
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რწმენაც ეს არის, როცა ადამიანი ღვთისგან ლოცვით ყოველივეს მიღებას იმედოვნებს".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#680
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,703 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდა ნიკოლოზ სერბს მოუყვა ბაჩკელმა დედაკაცმა: იგი ქრისტიანული საზოგადოების შეკრებებზე დადიოდა და მტკიცედ ეპყრა მართლმადიდებელი სარწმუნოება. მაგრამ ერთხელაც მას ერთმა მეშაბათემ დაუწყო მტკიცება, - ჩვენი რწმენა ყველაზე სწორია ამ ქვეყანაზეო და ქალი თავიანთ კრებებზე მიიპატიჟა. რწმენაშერყეული ქალი დაჰპირდა მისვლას. პარასკევ საღამოს, ძილის წინ, მაცხოვრის ხატის წინ ილოცა: - უფალო, შენ მოგენდობი. დამაყენე ცხოვრების გზაზეო.
ღამით უჩვეულო სიზმარი ნახა: თუ როგორ ევნებოდნენ ქრისტეს მოწამეები რწმენისთვის - ზოგს მახვილით ჭრიდნენ, სხვებს ცეცხლში წვავდნენ, მესამეთ მხეცებს უგდებდნენ დასაფლეთად, მეოთხეთ კი ჯვარზე აკრავდნენ... უეცრად ხედავს, რომ ვიღაცის მოკვეთილი თავი მისკენ მოგორავს. ალბათ წმინდა იოანე ნათლისმცემლისააო, - გაიფიქრა. თავმა კი უთხრა: "ხედავ, მათ როგორ დაითმინეს ჭეშმარიტი რწმენისათვის, შენ ახლა მათ რწმენას დაუტევებ და სხვას ეძებ!" ქალს შეშინებულს გამოეღვიძა. მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ადრინდელზე მეტად განმტკიცდა და სექტანტთა შეკრებაზეც აღარ წასულა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 05:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი