![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
serafita |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 171 რეგისტრ.: 15-May 07 წევრი № 1,913 ![]() |
მართალია უფლის აღიარება არ უნდა შეგვრცხვეს, არც პირჯვრის გადაწერა, ეკლესიასთან ჩავლისას. მაგრამ არის მომენტები, როცა საშინლად მაღიზიანებს ვიღაცის ათეისტური გამოხტომები, უცებ ავენთები საჩხუბრად, მაგრამ მერე ვფიქრობ, ჯობს არ დავილაპარაკო, ვიდრე განვრისხდე-მეთქი. სიმშვიდის შენარჩუნება ძნელია ამ მომენტში, თუ ამას მიაღწევს, მაშინ გამართლებული იქნება სარწმუნოების დაცვა.
-------------------- ''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
|
guest |
![]()
პოსტი
#42
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
6. ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ. (მათეს სახარება) მე რამდენადაც ვიცი ეს ადგილი სახარებიდან სწორედ ამ თემას ეხება, ანუ არ შეიძლება ყველგან მოვინდომოთ უფლის სიტყვის ქადაგება, და მორწმუნემ თავად უნდა განსაზღვროს ალბათ სად ღირს "მარგალიტების დაფენა" და სად არა, რათა უფრო მეტად არ შელახოს ის ცოტნე, ძალიან ლამაზად ამბობ და მასეც უნდა იყოს ჩემი აზრითაც. ქადაგება არც არასოდეს დამიპირებია,მაგრამ ნამდვილად არც არასოდეს დამიმალავს ჩემი რწმენა ან აღმსარებლობა,სიტუაციის მიხედვით რათქმაუნდა, თუ ვინმე შემკითხვია მიპასუხია რაც ვარ,პირჯვარიც გადამიწერია "სხვების" თანდასწრებით , თუ ამის საჭიროება იყო (მაგალითად, მგზავრობის დროს ტაძრის დანახვისას, ან ნებისმიერი შემთხვევა რა დროსაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, თან ისეთ ქვეყნებში სადაც მართლმადიდებლები უმცირესობას მიეკუთვნებიან, ანუ მართლმადიდებლური ტაძრის წინ გავლისას, თორემ არ გეგონოთ აქ იეზუიტების ეკლესიის წინ პირჯვარს ვიწერ). მარხვის დროს, თუ ვინმეს შეუმჩნევია ეს,მიპასუხია რომ "ჩვენში" დღეს მარხვაა და ასე შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ცოდვას ვერავის მოვხვდი და ვაღიარებ რომ არანაირი უკურეაქცია არ მინახია (არ ვსაუბრობ მხოლოდ ქრისტიანულ ქვეყნებზე). დავამატებ კიდევ, რომ დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულების დროს არც ბავშვები მიდიან სკოლაში, ვწერ შესაბამის "გაცდენის მიზეზის განცხადებას" და არც არასოდეს ყოფილა პრობლემა (ძირითადად შობა და ზიარების დროს, თუ მსახურება სკოლისთვის უქმე დღეებს არ ემთხვევა). რაც შეეხება ქართველებთან ან "ჩვენებთან", არც მარხვა დამიმალავს და არც ეკლესიაში სიარული, თუმცა ვიმეორებ, არასოდეს "დამიმოძღვრავს" ვინმე, იშვიათად თუ მოკრძალებით შემიხსენებია რომ ახლა მარხვაა ან დიდი დღესასწაული და ასე თუ ისეა საჭირო. ჩემი ვაჟების სამეგობროში მართლმადიდებლებიც არიან:რუსები,რუმინელები, დავითის მეგობარი გოგონა კი ბოსნიელი სერბია. ძალიან გამიხარდა რომ აღდგომის წინა ღამეს, თავისი ინიციატივით ჩემმა პირველდშობილმა გადაურეკა ამათ და შესთავაზა დილით ჩვენს ერთად ეკლესიაში წამოსულიყვნენ. ყველანი უკლებლივ მოვიდნენ ![]() ასე რომ ხანდეხან შეიძლება მოკრძალებული "შეხსენებაც". გაიხარეთ |
N.N |
![]() ![]()
პოსტი
#43
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 14-February 07 წევრი № 1,071 ![]() |
ლილიანა
ციტატა ეკლესიურობაზე დამახინჯებული სტერეოტიპული წარმოდგენებია საზოგადოებაში ... მე არ ვთვლი მასე... და ბევრია ჩემნაირად მოაზროვნე... მართალია არ უნდა შეყარო ქვეყანა რომ ეკლესიური ხარ, მაგრამ როდესაც გეკითხებიან ალბათ, უნდა უპასუხო... ნეტავ ეკლესიური ვიყო და სირცხვილს ვინ ჩივის.... ვინმემ მითხარით რა, როგორ ვიცხოვრო ეკლესიურად... ძალიან ცუდად ვარ, თითქოს რაღაც მაკლია, სულში სიცარიელეს ვგრძნობ.... არც მოძღვარი მყავს (ვერ ვიხსნები მოძღვართან, ისიც კი დამავიწყდა როგორ აბარებენ აღსარებას ![]() მიშველეთ |
სოფი |
![]()
პოსტი
#44
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ციტატა ვინმემ მითხარით რა, როგორ ვიცხოვრო ეკლესიურად... ძალიან ცუდად ვარ, თითქოს რაღაც მაკლია, სულში სიცარიელეს ვგრძნობ.... არც მოძღვარი მყავს (ვერ ვიხსნები მოძღვართან, ისიც კი დამავიწყდა როგორ აბარებენ აღსარებას )... ერთი სიტყით ასე ვამძიმებ დედამიწას.... მიშველეთ მეც ხშირად მიგრძვნია,რომ რაღაც მაკლია და ეს,ჩემს შემთხვევაში, შეიძლება გამოწვეული იყოს იმით,რომ ვთქვათ, ლოცვა ვერ წავიკითხე,ან ისეთი გულით ვერ წავკითხე როგორც საჭიროა,ან საკუთარ ცოდვებზე ფიქრის დროს და ა.შ... იქნებ უფრო მეტი სიყვარული გვჭირდება უფლისადმი,და სწორედ ეს გვაკლია?იქნებ სწორედ ამიტომ გრძნობ სიცარიელეს?გაკლია, რადგან შენ შეგიძლია უფრო მეტი გააკეთო უფლისათვის,უფლო დაუახლოვდე მას და,ბოლოს და ბოლოს,თავი შეიკავო იმ ცოდვების ჩადენისაგან, რომელიც მერე ასე გვაწუხებენ... რაც შეეხება ეკლესიურად ცხოვრებას, ილოცე და ხშირად იარე ეკლესიაში, და მერე თავად უფალი დაგანახებს,როგორ უნდა იცხოვროს ეკლესიურმა ადამიანმა ![]() ![]() მამა გაბრიელის სიტყვები გამახსენდა,ერთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ კაცს,რომელიც თავის აზრების გამო არ ეზიარებოდა,რომ უთხრა:"განა შენთვის არ ეცვა ქრისტე ჯვარს?წადი ახლავე და ეზიარე" ასე რომ, როცა რაღაც გაწუხებს,როცა საკუთარი ცოდვები გამძიმებს,გაიქეცი ეკლესიაში ![]() ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
N.N |
![]()
პოსტი
#45
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 14-February 07 წევრი № 1,071 ![]() |
sofi89
ციტატა ეკლესიაში ხშირად სიარულს და ლოცვას,ეკლესიური გზით ცხოვრებას,რწმენის გაძლიერებას, თვითონ შენი სული მოგთხოვს,როცა უფალთან მოგინდება... დიდი მადლობა რჩევისათვის, თუმცა ვერ ვიტყვი რომ "უფალთან არ მინდა". ძალიანაც მინდა მაგრამ რაღაც მიშლის ხელს და არ ვიცი ეს რაღაც რა არის.... ![]() ეჰ, რა ვქნა ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#46
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
N.N
იცი, არ მინდა თავი შეგაწყინო და იფიქრო ეს გოგო მაინც ვერ გამიგებსო,მაგრამ ჩემთვის მართლაც ძნელია იმის წარმოდგენა,თუ რატომ უნდა გიძნელდებოდეს ასე ძალიან ეკლესიაში მისვლა.უბრალოდ ადექი და მიდი.. რა თქმა უნდა,ყველაფერი ეგრევე არ მოხდება,ჯერ არც მოძღვარი გეყოლება,ვერც აღსარებას ჩააბარებ და ვერც ეზიარები,შეიძლება თავიდან წირვა-ლოცვაზე დგომაც ძალიან გაგიჭირდეს და დრო უსასრულო მოგეჩვენოს,მაგრამ ყველაფერს ნელ-ნელა მიეჩვევი.ვერც კი მიხვდები,ისე შეგიყვარდება ყველაფერი ეს და რა დანაკლისს იგრძნობ მის გარეშე."ცად ატყორცნილი დიდებული გუმბათი,ხატებითა და ფრესკებით დამშვენებული ტაძრის კედლები,სანთელისა და ზეთის ნათელი,გალობის ხმები,საკმევლის სურნელი,მლოცველთა მშვიდი და რწმენით გაბრწყინებული სახეები,ღვთისმსახურთა მოქმედება და ქადაგება - ეს ყველაფერი დაგვავიწყებს ათასგვარი შფოთითა და საზრუნავით დატვირთულ ყოველდღიურ ცხოვრებას და რაღაც ისეთს გვაგრძნობინებს,რაც მანამდე არ განგვიცდია." არ ვიცი,შენს შემთხვევაში როგორ შეიძლება ვყოფილიყავი.უბრალოდ მე პატარაობიდანვე მატარებდნენ ჩემი მშობლები ეკლესიაში და მივეჩვიე ამ ყოველივეს.ვერც კი წარმომიდგენია ქრისტიანის ცხოვრება ეკლესიის გარეშე.ეს ხომ გზაა ქრისტესთან მიმავალი,მასთან დამაახლოვებელი.ეკლესია ადამიანს ბევრ რამეს ასწავლის.ასწავლის ღვთის მსახურებას,სიყვარულს,სინანულ ს,სიმშვიდეს,მეგობრობას,თანად ომას,ადამიანებთან ურთიერთობას,მცნებების დაცვას,ბრძოლას ეშმაკის წინააღმდეგ,მისი თავდასხმის მოგერიებას,გვეხმარება სულის განმტკიცებაში და ჩვენი ცხოვრების წარმართვაში.ის ხომ სულიერადაც გვეწევა და ეშმაკთან ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს გვინკურნავს,გვაძლევს საშვალებას ღირსი გავხდეთ მივიღოთ საცხონებელი სულისა და ხორცისა,ვეზიაროთ უფლის სისხლსა და ხორცს... უბრალოდ ერთი რამ გახსოვდეს,შენ გინდა ღვთის სახლში მისვლა და იცი ეს რას ნიშნავს შენთვის,მაგრამ სხვა შეიძლება ვერც ხვდებოდეს რა უნდა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის... ამიტომ - იბრძოლე! უფალმა გაგაძლიეროს, სიყვარულით სოფიო! -------------------- "Happiness only real when shared."
|
leluka |
![]()
პოსტი
#47
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
sofi89 გაიხარე კაი გოგო ხარ
-------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
izi-bartki |
![]()
პოსტი
#48
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
sofi89
გენათვალე მაგ ლამაზ და საკალელ გულში ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
სოფი |
![]()
პოსტი
#49
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
leluka
izi-bartki იმეე,გამაწითლეეეთ ![]() ![]() მე გენაცვალეთ ლამაზებო და კარგებო ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
თათი87 |
![]()
პოსტი
#50
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
sofi89
ციტატა იცი, არ მინდა თავი შეგაწყინო და იფიქრო ეს გოგო მაინც ვერ გამიგებსო,მაგრამ ჩემთვის მართლაც ძნელია იმის წარმოდგენა,თუ რატომ უნდა გიძნელდებოდეს ასე ძალიან ეკლესიაში მისვლა.უბრალოდ ადექი და მიდი.. რა თქმა უნდა,ყველაფერი ეგრევე არ მოხდება,ჯერ არც მოძღვარი გეყოლება,ვერც აღსარებას ჩააბარებ და ვერც ეზიარები,შეიძლება თავიდან წირვა-ლოცვაზე დგომაც ძალიან გაგიჭირდეს და დრო უსასრულო მოგეჩვენოს,მაგრამ ყველაფერს ნელ-ნელა მიეჩვევი.ვერც კი მიხვდები,ისე შეგიყვარდება ყველაფერი ეს და რა დანაკლისს იგრძნობ მის გარეშე."ცად ატყორცნილი დიდებული გუმბათი,ხატებითა და ფრესკებით დამშვენებული ტაძრის კედლები,სანთელისა და ზეთის ნათელი,გალობის ხმები,საკმევლის სურნელი,მლოცველთა მშვიდი და რწმენით გაბრწყინებული სახეები,ღვთისმსახურთა მოქმედება და ქადაგება - ეს ყველაფერი დაგვავიწყებს ათასგვარი შფოთითა და საზრუნავით დატვირთულ ყოველდღიურ ცხოვრებას და რაღაც ისეთს გვაგრძნობინებს,რაც მანამდე არ განგვიცდია." არ ვიცი,შენს შემთხვევაში როგორ შეიძლება ვყოფილიყავი.უბრალოდ მე პატარაობიდანვე მატარებდნენ ჩემი მშობლები ეკლესიაში და მივეჩვიე ამ ყოველივეს.ვერც კი წარმომიდგენია ქრისტიანის ცხოვრება ეკლესიის გარეშე.ეს ხომ გზაა ქრისტესთან მიმავალი,მასთან დამაახლოვებელი.ეკლესია ადამიანს ბევრ რამეს ასწავლის.ასწავლის ღვთის მსახურებას,სიყვარულს,სინანულ ს,სიმშვიდეს,მეგობრობას,თანად br />?ომას,ადამიანებთან ურთიერთობას,მცნებების დაცვას,ბრძოლას ეშმაკის წინააღმდეგ,მისი თავდასხმის მოგერიებას,გვეხმარება სულის განმტკიცებაში და ჩვენი ცხოვრების წარმართვაში.ის ხომ სულიერადაც გვეწევა და ეშმაკთან ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს გვინკურნავს,გვაძლევს საშვალებას ღირსი გავხდეთ მივიღოთ საცხონებელი სულისა და ხორცისა,ვეზიაროთ უფლის სისხლსა და ხორცს... უბრალოდ ერთი რამ გახსოვდეს,შენ გინდა ღვთის სახლში მისვლა და იცი ეს რას ნიშნავს შენთვის,მაგრამ სხვა შეიძლება ვერც ხვდებოდეს რა უნდა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის... ამიტომ - იბრძოლე! უფალმა გაგაძლიეროს, სიყვარულით სოფიო! ![]() ![]() ![]() -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი