IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მამათა გამონათქვამების კვალზე ..........
ლილიანა
პოსტი Sep 17 2006, 09:53 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მამათა გამონათქვამები სასუწარკვეთილიბაში მყოფი და გზააბნეული ადამიანისთვის სიწმინდესთან შეხების ტოლფასიაა rolleyes.gif მოდით ამ თემაში ერთმანეთს ის გამონათქვამები გავანცნოთ რომელთა კვალზე დაძლიეთ ესა თუ ის სისუსტე წინააღმდეგობა და სულიერი ტკივილი ამ თემით " გამოცდილების გაზიარებას" ვეხმაურებით მაგრამ მე მგონი მოდერის მიერ დადგენილ წესებს არ უხვევ biggrin.gif წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისგან შესაბამისად შენიშვნას ველი rolleyes.gif

მოკლედ ასე მოხდა ერთი დილა ვამოწმებ ფოსტას და ჩემი დისგან მოსულ წერილში ვაწყდები წმ. იოანე ოქროპირი გამონათქვამს
" ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ შეჭირვებაში ვიყოთ ამქვეყნად, რათა სასო არ წარვიკვეთოთ. ამასთან არც იმას დაუშვებს, რომ გამუდმებით კეთილდღეობითა და სიხარულით ვჰგიებდეთ, რათა არ დავეცეთ"

გამონათქვამის წაკითხვის შემდეგ აუხსნელი აღარ დარჩენილა განსაცდელი რომელიც უფალმა მომივლინა ამ დღის მერე ვიბრუნე პირი წარსულისკენ შევიცანი თავი წარსულში rolleyes.gif და შევიმეცნე წმ. იოანე ოქროპირი სიტყვების ჭეშმარიტება


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თეკლა
პოსტი Sep 18 2006, 12:10 AM
პოსტი #2


დაკარგული :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 238
რეგისტრ.: 22-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 105



liliana
ეს სიტყვები სასოებას მიძლიერებს მართლა


--------------------
გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 20 2006, 01:28 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე ლოცულობს, ისევე როგორც ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე მლოცველს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. მაგრამ გონებაგაუფანტავად ვერ ილოცებს ის, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიმსჭვალული. ამრიგად, ღმერთი არ უყვარს მას, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიჯაჭვული.
წმ.მაქსიმე აღმსარებელი

ეს სიტყვები ყოველთვის შემახსენებენ, რამდენი მაკლია ჭეშმარიტ სიყვარულამდე


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Sep 22 2006, 06:02 PM
პოსტი #4


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



_______________


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 25 2006, 06:52 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



საოცარია ბერი სილუანის წერილი "ღვთისმშობელი დედის შესახებ", ნუგეშისმომგვრელი და იმის მაუწყებელი, რომ შეუძლებელია სრულად ჩავწვდეთ ღვთისმშობელი დედის სიყვარულს.


ღმრთისმშობელი დედის შესახებ

როცა სული ღვთის სიყვარულითაა მოცული, მაშინ ყველაფერი კარგია, ყველაფერი საყვარელი და სასიხარულოა. მაგრამ თვით ღვთისადმი სიყვარულსაც ახლავს ნაღველი და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია მწუხარება. ღვთისმშობელ დედას არასდროს შეუცოდავს თვით ერთი გულისთქმითაც კი და არასდროს დაუკარგავს მადლი, მაგრამ მას უდიდესი განსაცდელნი ერგო, ხოლო, როცა ის ჯვრის წინაშე იდგა, მაშინ მისი მწუხარება ოკეანესავით უკიდეგანო და მისი სულიერი ტანჯვანი საოცრადი დიდი იყო, სამოთხიდან გაძევებული ადამის ტანჯვაზე დიდი, რამეთუ მისი სიყვარულიც უსაზღვროდ დიდი იყო, სამოთხეში მყოფი ადამის სიყვარულზე დიდი. და თუკი ის ცოცხალი გადარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის ძალამ განამტკიცა, რადგან უფალს ნებავდა, რომ მას მისი აღდგომა ეხილა და მისი ამაღლების შემდეგ დედამიწაზე მოციქულთა და ახალბედა ქრისტიანთა სანუგეშოდ და სასიხარულოდ დარჩენილიყო.
ჩვენ სრულად ვერ ვაღწევთ ღვთისმშობელი დედის სიყვარულს და ამიტომ არ ძალგვიძს სრულად ჩავწვდეთ მის მწუხარებას. მისი სიყვარული სრულყოფილი იყო. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და თავისი ძე და ხალხიც უყვარდა უდიდესი სიყვარულით. და რას განიცდიდა ის, როცა ადამიანებმა, რომლებიც მას ასე ძალიან უყვარდა და რომელთა ცხონებაც ბოლომდე სურდა, მისი საყვარელი ძე ჯვარს აცვეს?
ჩვენ ამისი ჩაწვდომა არ ძალგვიძს, რადგან ჩვენში მცირეა ღვთისა და კაცთა სიყვარული.
როგორც ღვთისმშობელი დედის სიყვარულია უსაზღვრო და მიუწვდომელი, ასევე უსაზღვრო და მიუწვდომელია ჩვენთვის მისი მწუხარება.
ო, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, გვითხარი ჩვენ, შენს შვილებს, დედამიწაზე ცხოვრების ჟამს როგორ გიყვარდა ძე შენი და ღმერთი, როგორ ხარობდა შენი სული ღვთის – შენი მაცხოვრის გამო? როგორ უმზერდი მის ბრწყინვალე სახეს და ფიქრობდი, რომ ეს არის ის, ვისაც შიშითა და სიყვარულით ემსახურებიან მთელი ზეციური ძალნი?
გვითხარი, რას განიცდიდა შენი სული, როცა ხელში გეჭირა შენი საოცარი ყრმა? როგორ ზრდიდი მას, როგორ გტკიოდა გული, როცა შენ და იოსები სამი დღის განმავლობაში მას იერუსალიმში ეძებდით? როგორი ტანჯვა განიცადე, როცა უფალი გასცეს და როცა ჯვარცმული კვდებოდა? გვითხარი, როგორი იყო აღდგომით გამოწვეული შენი სიხარული, ანდა როგორ მოიწყინა შენმა სულმა უფლის ამაღლების შემდეგ?
ჩვენი სულები ისწრაფვიან, შეიტყონ, როგორი იყო შენი და უფლის ცხოვრება დედამიწაზე, შენ ხომ არ მოისურვე წერილობით გადმოგეცა ყოველივე ეს, არამედ მდუმარებით დაფარე შენი საიდუმლო.

მრავალი სასწაული და წყალობა ვიხილე უფლისა და ღვთისმშობელი დედისაგან, მაგრამ ამ სიყვარულზე სანაცვლოს მიგება არ ძალმიძს.
რა მივაგო ყოვლადწმიდა დედოფალს იმისათვის, რომ მან არ მითაკილა ცოდვაში შთაფლული, არამედ მოწყალებით მომინახულა და გონს მომიყვანა? მე არ მიხილავს იგი, მაგრამ სულიწმიდა დამეხმარა მის შეცნობაში მისივე სიტყვების მეშვეობით, რომლებიც მადლითაა აღსავსე და უხარია ჩემს სულს და სიყვარულით მისკენ ისწრაფვის, ასე რომ მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმაც კი გულს ატკბობს.
ერთხელ, როცა ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, ღვთისმშობელი დედის ხატის წინაშე ვლოცულობდი, იესოს ლოცვა შემოვიდა ჩემს გულში და თავისთავად წარმოითქმებოდა. ხოლო ერთხელ ტაძარში ისაიას წინასწარმეტყველებას ვისმენდი და სიტყვებზე: `განიბანეთ და წმინდა იქნებით” (ის.1,16), გავიფიქრე: `იქნებ, ღვთისმშობელმა დედამ ოდესღაც გონებით მაინც შესცოდა”, და უეცრად, ჩემს გულში ხმამ ლოცვის ნაცვლად მითხრა: `ღვთისმშობელ დედას არასოდეს გონებითაც კი არ შეუცოდავს”. ასე დაამოწმა სულიწმიდამ ჩემს გულში მისი სიწმინდე. მაგრამ ამქვეყნიური ცხოვრების დროს მასაც ჰქონდა სრულყოფილების გარკვეული ნაკლებობა და უცოდველი შეცდომები. ეს სახარებიდან ჩანს: როცა ის იერუსალიმიდან ბრუნდებოდა, არ იცოდა, სად იმყოფებოდა თავისი შვილი, და, იოსებთან ერთად, სამი დღე ეძებდა მას (ლუკ. 2,44-46).

ჩემს სულს ეშინინა და თრთის, როცა ღვთისმშობელი დედის დიდებაზე ვმსჯელობ.
უმწეო და ღარიბია ჩემი გონება და უძლურია გული ჩემი, მაგრამ სულს უხარია და ისწრაფვის დაწეროს თუნდაც რამდენიმე სიტყვა მის შესახებ.
ეშინია ჩემს სულს შეხება, მაგრამ სიყვარული აიძულებს, არ დაფაროს მადლიერება, მისი მოწყალებით გამოწვეული.
ღვთისმშობელ დედას წერილობით არ გადმოუცია არც თავისი აზრები, არც ღვთისა და თავისი ძისადმი სიყვარული, არც ჯვარცმისას განცდილი ტანჯვა სულისა, რადგან ჩვენ მაინც ვერ შევძლებდით ამის ჩაწვდომას, რამეთუ ღვთისადმი მისი სიყვარული ქერუბიმებისა და სერაფიმების სიყვარულზე უფრო ძლიერია და მისით გაოცებულნი არიან ანგელოზთა და მთავარანგელოზთა ზეციურნი ძალნი.
და თუმცა ღვთისმშობელი დედის ცხოვრება წმინდა მდუმარებითაა დაფარული, მაგრამ უფალმა თავის მართლმადიდებელ ეკლესიას აუწყა, რომ ის თავისი სიყვარულით მთელ მსოფლიოს იფარავს და, თავისი ძის მსგავსად, ყველას იბრალებს და სწყალობს.
ო, რომ ვიცოდეთ, როგორ უყვარს ყოვლადწმიდა ქალწულს ყველა, ვინც ქრისტეს მცნებებს იცავს და როგორ ებრალება და წუხს მათ გამო, ვინც გამოუსწორებელია. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. არ ვცრუობ, ვამბობ წინაშე ღვთისა, რომელსაც იცნობს სული ჩემი: სულით ვიცი ყოვლადწმიდა ქალწული. მე ის არ მიხილავს, მაგრამ სულიწმიდამ მომცა მისი და ჩვენდამი მისი სიყვარულის შეცნობის საშუალება. რომ არა მისი მოწყალება, დიდი ხნის დაღუპული ვიქნებოდი. მაგრამ მან ინება ჩემი მონახულება და გონს მოყვანა, რათა არ შემეცოდა. მან მითხრა: `თავს ცუდად ვგრძნობ, როცა ვუყურებ, რასაც აკეთებ”. მისი სასიამოვნო, წყნარი და მშვიდი სიტყვები სულზე ზემოქმედებენ. ორმოც წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩემს სულს არ ძალუძს ამ ტკბილი სიტყვების დავიწყება და არ ვიცი, რას მივაგებ, მე, ცოდვილი, ჩემდამი, უწმინდურისადმი, ამ სიყვარულის სანაცვლოდ, და როგორ გადავუხდი მადლობას კეთილ, მოსიყვარულე დედას უფლისას.
ის ჭეშმარიტად ჩვენი მეოხია ღვთის წინაშე და მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმაც კი ახალისებს სულს. მთელი ზეცა და მთელი მიწა ხარობს მისი სიყვარულით.
საოცარი და მიუწვდომელია მისი საქმენი. იგი ზეცად ცხოვრობს და დაუცხრომლად ჭვრეტს ღვთის დიდებას, მაგრამ ჩვენზეც, უბადრუკებზეც, ზრუნავს და თავისი მოწყალებით მთელ დედამიწას და ყველა ერს იფარავს.
და უფალმა თავისი ყოვლადწმიდა დედა გვაჩუქა. ის არის ჩვენი სიხარული და იმედი. ის არის ჩვენი სულიერი დედა და როგორც ადამიანი, - ბუნებით ჩვენი მახლობელი, ამიტომ ყველა ქრისტიანის სული სიყვარულით მიილტვის მისკენ.


ბერი სილუანი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Sep 25 2006, 07:42 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



Solomonia
ძალიან დიდი მადლობა rolleyes.gif
აქ ის ვიპოვე რასაც ყოვეთვის ვგრძნობდი და სიტყვებით ვერ ვხსნიდი "ის არის ჩვენი სულიერი დედა და როგორც ადამიანი, - ბუნებით ჩვენი მახლობელი, ამიტომ ყველა ქრისტიანის სული სიყვარულით მიილტვის მისკენ. "



--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Sep 25 2006, 08:49 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(liliana @ Sep 25 2006, 08:42 PM) *

Solomonia
ძალიან დიდი მადლობა rolleyes.gif
აქ ის ვიპოვე რასაც ყოვეთვის ვგრძნობდი და სიტყვებით ვერ ვხსნიდი "ის არის ჩვენი სულიერი დედა და როგორც ადამიანი, - ბუნებით ჩვენი მახლობელი, ამიტომ ყველა ქრისტიანის სული სიყვარულით მიილტვის მისკენ. "


მიხარია. მინდა გითხრა, რომ მეც ზუსტად ასეთი განწყობა დამეუფლა ამის წაკითხვისას.
მართლაც ”მთელი ზეცა და მიწა ხარობს მისი სიყვარულით”.
სათაური მინდოდა ლამაზად დამეწერა, მაგრამ რაღაც უაზრობა კი გამომივიდა.

საერთოდ, ბერი სილუანის სიტყვები საოცრად გულშიჩამწვდომია.
”სული ჩემი მოწყენილია ღვთის გამო და ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ მოგძებნო, უფალო? ადრე თავად შენ მომიძიე და სულიწმიდით დამატკბე; ახლა კი ჩემი სული მოწყენილია შენს გამო. გულმა ჩემმა შეგიყვარა და გევედრება: მომმადლე, რათა ბოლომდე შენს სიყვარულში ვგიებდე; მომმადლე, რათა შენი სიყვარულისათვის დავითმინო ყოველგვარი მწუხარება და ტკივილი”.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 6 2006, 02:22 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



დიდი ღვთისმეტყველისა და მოაზროვნის ნეტარი ავგუსტინეს (354-430) წიგნის "აღსარებანი"-ს უმცირესი ფრაგმენტი:

წიგნი პირველი
I
1"დიდი ხარ, უფალო, და ღირსი იმისა, რომ ყველა გაქებდეს: დიდია ძალა შენი და უსასრულოა სიბრძნე შენი"1. და შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს; კაცს, თავისი მოკვდავობით მოსილსა და თავისივე ცოდვით აღბეჭდილს, რომელიც მოწმობს, რომ შენა ხარ "მზვაობართა წინააღმდგომი"2. და მაინც, შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს, თვითონვე აღძრავ საიმისოდ, რომ შენი ქებით დატკბეს, რადგანაც შენთვის შეგვქმენი, და არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ განისვენებს შენში. მომეცი ძალა, უფალო, შევიცნო და მივხვდე, რითი დავიწყო: ჯერ გიხმო, ვიდრე ქებას შეგასხამდე, თუ ჯერ შეგიცნო და შემდეგ გიხმო? მაგრამ როგორ გიხმოს იმან, ვისაც ვერ უცვნიხარ? შენმა ვერმცნობმა შენ კი არა, შეიძლება სხვას უხმოს, ან, იქნებ, შენ შესაცნობად უმჯობესია ჯერ გიხმონ? "მაგრამ როგორ უხმობენ მას, ვინც არა სწამთ? ან როგორ ირწმუნებენ მქადაგებლის გარეშე? და ადიდებენ უფალს მაძიებელნი მისნი"3. მაძიებელნი ჰპოვებენ მას და მპოვნელნი ადიდებენ მას. მე მოგძებნი, უფალო, შენი მხმობელი, და გიხმობ შენი მორწმუნე, რადგანაც შენი დიდება გვექადაგა ჩვენ. შენ გიხმობს, უფალო, ჩემი რწმენა, რომელიც მომეცი მე, რომელიც შთამაგონე მე შენი განკაცებული ძის მეოხებითა და შენი მქადაგებლის4 მსახურებით.

---------
1. Fსალმ. 144, 3; 146, 5.
2.იხ.იაკ. IY, 6; პეტრე, Y, 5.
3. რომ. X, 14; ფსალმ. 21, 27.


***

წიგნი მეცამეტე

XXXYIII

53.ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რაც შეჰქმენი, რადგანაც სამყარო არსებობს, მაგრამ იმიტომ არსებობს, რომ შენ ხედავ მას 271.
გარე სამყაროს ჭვრეტისას ჩვენ ვხედავთ, რომ ის არსებობს; მასზე ფიქრისას ვხვდებით, რომ ის კარგია; შენ კი მაშინვე ხედავდი უკვე შექმნილს, როცა იხილე, რომ უნდა შეგექმნა.

და ახლა ჩვენში იღვიძებს სიკეთის ქმნის სურვილი, მას შემდეგ, რაც ჩვენს გულში შენი შეგონებით აღიძრა იგი. მანამდე კი, შენგან განშორებულნი, მხოლოდ ბოროტებისათვის თუ აღვიძროდით. შენ კი, ღმერთო ერთო და ყოვლად კეთილო, არასოდეს შეგიწყვეტია სიკეთის ქმნა. შენი წყალობით, ჩვენც მოგვეძებნა თითო-ოროლა კეთილი საქმე, მაგრამ წარუვალნი როდი არიან ისინი. თუმცა იმედი გვაქვს, რომ მათი დასრულების შემდეგ განვისვენებთ შენს სიწმინდესა და სიდიადეში. შენ კი, ყოვლად კეთილო, არავითარი სიკეთე არა გჭირდება და მარად ისვენებ, რადგანაც შენი დასვენება თვითონ შენა ხარ.

ვინ, რომელი კაცთაგანი გააგებინებს ამას კაცს? რომელი ანგელოზი - ანგელოზს? რომელი ანგელოზი - კაცს? შენ უნდა გეკითხებოდეთ, შენში უნდა ვეძებდეთ და შენვე გიკაკუნებდეთ კარზეც 272: მხოლოდ ასე თუ მივიღებთ, ასე თუ ვპოვებთ და ასე გაგვიღებენ კარსაც.

------------
271..." ჩვენ ვერ შევიცნობდით სამყაროს, ის რომ არ არსებულიყო, ღმერთს რომ წინასწარ არ ეხილა იგი, სამყარო არ იარსებებდა" ("ღვთის ქალაქისთვის", II, 10).

272. მათე, YII, 8.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Oct 11 2006, 04:34 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



შიში და ძრწოლა აღავსებს სულსა ჩემსა, ოდეს მსურს, ვწერო ღვთის სიყვარულზე.
ღარიბია სული ჩემი და არ ძალუძს აღწეროს უფლის სიყვარული.
და ეშინია სულს და ამასთანავე ისწრაფვის, დაწეროს თუნდაც რამდენიმე სიტყვა ქრისტეს სიყვარულზე.
უძლურია სული ჩემი რომ დაწეროს ეს, მაგრამ სიყვარული აიძულებს.
ო, ადამიანი უძლური ქმნილებაა.
როცა ჩვენში მადლია, მაშინ იწვის სული და დღედაღამ ღვთისაკენ მიილტვის, რადგან მადლი აიძულებს სულს, უყვარდეს ღმერთი; და მან შეიყვარა იგი და არ სურს მისგან მოწყვეტა, რადგან ვერ ძღება სულიწმიდის სიტკბოთი.
და არა აქვს დასასრული ღვთის სიყვარულს.
ვიცნობ კაცს, რომელშიც უფალმა თავისი მადლი ჩათესა; და მას რომ ჰკითხოს უფალმა: ”გსურს, კიდევ მეტი გიბოძო?” - მაშინ სხეულის უძლურების გამო სული იტყვის: ”ხედავ, უფალო, მეტი რომ მიბოძო, მოვკვდები”, რამეთუ ადამიანი ხორციელია და არ ძალუძს, იტვირთოს მადლის სისრულე.
ამიტომ თაბორზე ქრისტეს მოწაფეები პირქვე დაემხნენ უფლის დიდების გამო. და ვერავის ძალუძს ჩაწვდეს, თუ როგორ ანიჭებს უფალი სულს თავის მადლს.
ბერი სილუანი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 1 2006, 07:02 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



"კი მაგრამ, მანამდე რაღა იყო, სიხარულო ჩემო, უფალო ჩემო? სადმე მაინც თუ ვიყავი, ან ვინ ვიყავი?"

ნეტარი ავგუსტინე; აღსარებანი; წიგნი პირველი, VI, 9.

და, აი, ჩემი სიყრმე რა ხანია მოკვდა, მე კი კვლავ ვცოცხლობ. უფალო, რომელიც მარად ცოცხალი ხარ, და არაფერი არ კვდება შენში, ვინაიდან საუკუნეთა უწინარეს და უპირველეს ყოვლისა, რაზედაც შეიძლება ითქვას "უწინ", შენა ხარ ყოველივე იმის ღმერთი და უფალი, რაც შენ თვითონვე შეჰქმენი. შენშია მყარი მიზეზი ყოველივე არამყარისა, უცვლელი საწყისი ყოველივე ცვალებადისა, მარადიული წესრიგი უწესრიგოსი და წარმავალისა; მითხარი, ღმერთო, შენს მახვეწარს და მავედრებელს, გულმოწყალების გამო მითხარი შენს საწყალობელ მსახურს, ჩემი სიყრმე რომელიღაც სხვა - მასზე უწინ მკვდარ ასაკს მოჰყვა, თუ მას წინ უსწრებდა მხოლოდ ის დრო, რაც დედის საშოში დავყავი? ზოგი რამ ამაზედაც მსმენია, და ჩემი თვალითაც მინახავს ფეხმძიმე ქალები. კი მაგრამ, მანამდე რაღა იყო, სიხარულო ჩემო, უფალო ჩემო? სადმე მაინც თუ ვიყავი, ან ვინ ვიყავი? ვერავინ მეტყვის: ვერც დედამ შესძლო ეს და ვერც მამამ; ვერც სხვისმა გამოცდილებამ მაუწყა რამე და ვერც ჩემმა მეხსიერებამ25. იქნება კიდეც დამცინი, ამას რას მეკითხებაო, და მიბრძანებ გაქო იმის გამო, რაც ვიცი; გაქო და აღსარება გითხრა.

--------
25. "სულის წარმომავლობის საკითხი ერთი იმ საკითხთაგანია, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ სტანჯავდა და აწამებდა ავგუსტინეს, რომელმაც სიცოცხლის დამლევსაც კი ვერ შესძლო მისი გადაჭრა, როცა თავის თხზულებას "Retractationes" ("უარყოფანი") წერდა, რათა თავისი საბოლოო დასკვნები შეეტანა მასში"(პიერ ლაბრიოლის შენიშვნა, იხ. "აღსარებათა" ზემოთ დასახელებული გამოცემა, გბ.8).


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2006, 02:23 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არ ვიცი ვისი სიტყვებია, მაგრამ ვნახე საიტზე www.orthodoxy.ge
"ბედნიერია ის, ვინც არ ნატრულობს ბედნიერებას, ხოლო უბედურების არ ეშინია"...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 6 2006, 02:19 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



საოცრებამდე უსაზღვროა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა.
. . .
თავს ვხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალა და ჩემი გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის, დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მობრძანებიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს.

უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა, თქმული აღსაყდრების ზეიმზე სვეტიცხოველში(მცირე ფრაგმენტი)
25 დეკემბერი, 1977 წელი


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Nov 6 2006, 03:25 AM
პოსტი #13


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ციტატა(Solomonia @ Sep 20 2006, 01:28 PM) *

ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე ლოცულობს, ისევე როგორც ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე მლოცველს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. მაგრამ გონებაგაუფანტავად ვერ ილოცებს ის, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიმსჭვალული. ამრიგად, ღმერთი არ უყვარს მას, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიჯაჭვული.
წმ.მაქსიმე აღმსარებელი

ეს სიტყვები ყოველთვის შემახსენებენ, რამდენი მაკლია ჭეშმარიტ სიყვარულამდე

ეს სიტყვები მეც მახსენებს თუ რამდენად მაკლია ჭეშმარიტი სიყვარულიsad.gif


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 6 2006, 10:55 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

მცხეთა, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 14 ოქტომბერი, 2006 წელი

. . .
ყოველ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და თავისი ენერგია - ღვთის მიერ მიცემული ძალა. ეს არის უდიდესი ჯილდო, მაგრამ, ამავე დროს, - უდიდესი განსაცდელიც. რადგან იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს იგი თავის ნებას, დამოკიდებულია მისი მარადიული ცხოვრების ხვედრი. თუკი ის ირჩევს უფლის გზას, იგი უნდა დაუახლოვდეს ღმერთს და უნდა შედგეს სინერგია, ანუ შერწყმა ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიებისა. ადამიანი ან ერი, რომელიც ამას მიაღწევს, - იქმს სასწაულს, თუ არა და სხვა გზა დაღუპვისაკენ მიაქანებს.

ყფალმა მოგვცა ჩვენ ძალა, უფალმა მოგვცა გარჩევის უნარი, - თუ მოვისურვებთ, შეგვიძლია, გავარკვიოთ, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება, სად არის გზა ღვთისა და სად არის გზა ეშმაკისა. ერთმა ადამიანმა თქვა: "შეიძლება დაკარგო მიწიერი სიმდიდრე - ამ შემთხვევაში არაფერი დაგიკარგავს, შეიძლება დაკარგო ჯანმრთელობა, მაგრამ ცოცხალი მაინც დარჩები, მაგრამ თუკი დაკარგე მადლი ღვთისა - შენ ყველაფერი დაგიკარგავს!" ამას იცავდა, ამას ეტრფოდა და ამაზე ოცნებობდა ქართველი ადამიანი, რომ მადლი ღვთისა მუდამ ყოფილიყო საქართველოში და დაეცვა ჩვენი ქვეყანა.

კვართი ღვთისა - ეს არიოს უდიდესი სიმდიდრე, მსოფლიოს უდიდესი საუნჯე. ღვთის განგებით ეს სიწმინდე ჩამობრძანდა საქართველოში და რადგან აქ არის მისი სავანე, - აქ იყო, არის და იქნება მადლი ღვთისა.

საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი - ეს არის ნება ღვთისა, ეს არის დიდი მადლი, მაგრამ, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. ამ მადლმა მოგიყვანათ თქვენ ტაძარში, ამ მადლმა მოგვანიჭა ჩვენ მართლმადიდებელი სარწმუნოება და იგი გვაცხოვნებს ჩვენ, რადგან იგია "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი."
. . .


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 8 2006, 04:03 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მგონი ეფრემ ასურის სიტყვებია:

ღმერთი ყველაზე უსამართლო მსაჯულია, რადგან სამართლიანობა მოითხოვს, რომ ჩვენ ყველა ჯოჯოხეთში ვიყოთო, ის კი გვწყალობს და სიყვარულით გვიღებსო.
-----

ეს მათთვის იქნება საინტერესო, ვისაც ღმერთი პროკურორად წარმოუდგენია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 8 2006, 10:24 PM
პოსტი #16


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მსაჯულზე გამახსენდა...

ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ როცა ვცოდავთ, იმას კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ღმერთი დაგვსჯის (იგი არავის სჯის), არამედ უნდა გვაწუხებდეს, რომ შეცოდებით გული ვატკინეთ, ვაწყენინეთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესუს და უნდა გვეშინოდეს, რომ ამით ჩვენ თავად ვკარგავთ მასთან ერთობის საშუალებას, რაც დამღუპველია ჩვენთვის.
მამა თეოდორე გიგნაძე


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 8 2006, 11:44 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(მარიამი @ Nov 8 2006, 10:24 PM) *

მსაჯულზე გამახსენდა...

ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ როცა ვცოდავთ, იმას კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ღმერთი დაგვსჯის (იგი არავის სჯის), არამედ უნდა გვაწუხებდეს, რომ შეცოდებით გული ვატკინეთ, ვაწყენინეთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესუს და უნდა გვეშინოდეს, რომ ამით ჩვენ თავად ვკარგავთ მასთან ერთობის საშუალებას, რაც დამღუპველია ჩვენთვის.
მამა თეოდორე გიგნაძე




მეც მაშინვე გამახსენდა მამა თეოდორეს ეს სიტყვები, რომელიც ძალზე ახლობელია ჩემთვის. smile.gif

წმიდა მაქსიმე აღმსარებლის გამონათქვამსაც გავიხსენებდი ამ თემასთან დაკავშირებით.

ღვთის შიში ორგვარია: პირველს წარმოშობს დასჯის საშიშროება, რომლისგანაც ჩვენში თანმიმდევრობით იბადება თავშეკავებულობა, ღვთის სასოება და უბიწოება, ამისგან კი – სიყვარული. მეორე თავად სიყვარულს უკავშირდება და სულში შობს მოწიწებას, რათა სული, სიყვარულით გათამამებული, ღვთის უპატივცემულობამდე არ მივიდეს.
პირველი სახის შიშს სრულყოფილი სიყვარული “გარე განსდევნის” (1იოან. 4,18) სულიდან, მის მომპოვებელს აღარა აქვს ტანჯვის შიში; ხოლო მეორე – როგორც უკვე ითქვა – ყოველთვის თან ახლავს სულს. პირველს შეესატყვისება წმინდა წერილის შემდეგი სიტყვები: “უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღის დიდებას” (იგავ. 15,33), “უფლის შიში ცოდნის სათავეა” (იგავ. 1,7), მეორეს: “შიში უფლისაი წმინდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე” (ფს. 18,9) “და არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა” (ფს. 33,9).

წმ. მაქსიმე აღმსარებელი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 11 2006, 01:17 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ნება მიბოძე, გაგიმჟღავნო, უფალო ჩემო, რანაირ აბდაუბდას ვალევდი შენს მიერ ნაწყალობევ ნიჭსა და უნარს. ისეთ დავალებას მაძლევდნენ ხოლმე, რომ მთელ სულს მიმღვრევდა და მიფორიაქებდა: ასე მაგალითად, მე უნდა წარმომეთქვა განრისხებული იუნონას სიტყვა; ქალღმერთის რისხვა იმით იყო გამოწვეული, რომ "ვერ შესძლო იტალიისათვის თავიდან აეცილებინა ტევკრების მეფის შეჭრა"67. თუ დავალებას ღირსეულად გავართმევდი თავს, ჯილდოდ ქების შესხმა მელოდა, თუ არა და, სასჯელიც ცნობილი იყო: გაბიაბრება და გაწკეპვლა. მე საერთოდ არ გამიგია, რომ იუნონას ოდესმე წარმოეთქვას ამნაირი სიტყვა, მაგრამ ჩვენ გვაიძულებდნენ პოეტურ გამონაგონთა კვალდაკვალ გვებორიალა და პროზაული სიტყვით გადმოგვეცა ის, რაც პოეტს ლექსად გამოეთქვა. განსაკუთრებით აქებდნენ იმას, ვინც შესძლებდა ზუსტად და ხატოვნად წარმოესახა ღვთაების რისხვა თუ მწუხარება, მისი ღირსების შესაბამისად, და სათანადო სიტყვების გარსში მოექცია თავისი აზრი. რა შავ ქვად მინდოდა ყოველივე ეს, ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტო სიცოცხლევ ჩემო?! რა თავში ვიხლიდი იმას, რომ ჩემს სიტყვებს უფრო ერთსულოვანი ტაშით ხვდებოდნენ, ვიდრე ჩემი ტოლებისას თუ თანაკლასელებისას? რა არის ეს, თუ არა კვამლი და ქარი? განა სხვა თემა არსად იყო, რომ იმაში გამეწაფა ჩემი ენაც და გონებაც?

შენი ქება-დიდება, უფალო, შენი ქება-დიდება, შენივე წერილის მიხედვით, - აი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნორჩი გულის საყრდენი, როგორც ჭიგო - ვაზის ლერწებისა! მაშინ ხომ ასე ადვილად ვეღარ მიიტაცებდა ამაოება, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს ყურძნის მარცვლებს. მეამბოხე ანგელოსებს ხომ სულ სხვადასხვანაირად სწირავენ მსხვერპლს68.

+ + +


67. "ტევკრები" ეწოდებოდათ ტროელებს, მათი პირველი მეფის ტევკროსის სახელის მიხედვით. . ."ტევკრების მეფედ" აქ ენეასი (იხ.შენ.45) იგულისხმება. ტროელების მიმართ მტრულად განწყობილი იუნონა(ბერძნული მითოლოგიით - ჰერა) ყოველნაირად ცდილობდა, რომ ენეასს თავისი თანამგზავრებითურთ ვერ მიეღწია იტალიისათვის, სადაც მას, ბედის წინასწარგანჩინებით, დიადი სამეფო უნდა დაეარსებინა. . . ამნაირი "დავალება", რომელსაც ესოდენ უსიამო გრძნობით იხსენებს ნეტარი ავგუსტინე, ჩვეულებრივი რამ იყო დაწყებითსა თუ გრამატიკულ სკოლებში. მოწაფეს არა მარტო პროზად უნდა "გარდაეთქვა" "ენეიდის" მოცემული ნაწყვეტი (1, 36-75), არამედ, სახელგანთქმული რომაელი ორატორის კვინტილიანეს (დაახლ. 35-100 წ.) სიტყვებით რომ ვთქვათ, "მჭერმეტყველური ძალმოსილებაც მიენიჭებინა პოეტის აზრისათვის, გაესრულებინა ნაკლული ადგილები, სხარტად და მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა ის, რაც ბუნდოვანი ჩანდა. . . ეს უნდა ყოფილიყო პოეტთან პაექრობა და ჭიდილი"("შეგონებანი ორატორის მიმართ", X, 5, 4-5).

68. ანალოგიის აზრი გამჭვირვალეა: ნეტარ ავგუსტინეს არ ჰქონია რწმენა, ანუ "ჭიგო" თუ "საყრდენი", ამიტომაც იყო, რომ მის გულს ისევე ადვილად იტაცებდნენ დაცემული ანგელოზები, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს მიწაზე დაცვენილ ყურძნის მარცვლებს. "ეს ამაყი და უკეთესი სულები - ამბობდა ავგუსტინე მათზე, - კეთილსურნელოვანი კვამლით კი არ საზრდოობენ, როგორც ჰგონია ზოგიერთ ბრიყვს, არამედ ადამიანთა შეცდომებით" ("ფაუსტუსის წინააღმდეგ", 20,22).

+ + + + + + +

ნეტარი ავგუსტინე. აღსარებანი; წიგნი პირველი; XVII; 27.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 22 2006, 01:55 PM
პოსტი #19


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. ზოგიერთი აღიარებს ღმერთის ჭეშმარიტ უცვალებლობას და ამასთან, საგონებელში ვარდება - როგორ ხდება, რომ უფალს უხარია სიკეთე ან პირს იბრუნებს ბოროტებისგან; ურისხდება ცოდვილთ, შეინანებენ ისინი და მათდამი მოწყალებას იჩენს; ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ღმერთს არც უხარია და არც - მრისხანებს, რამეთუ სიხარულიცა და მრისხანებაც ვნებებს განეკუთვნება. უაზრობაა იფიქრო, რომ კაცთა საქმეების გამო ღვთაება იყოს კარგად ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ვნებით კი არავის ავნებს, იგი მარადის უცვალებელია. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, მას ვემსგავსებით და ღმერთთან ერთობაში შევდივართ. როცა გავბოროტდებით, განვეშორებით მას, რადგანაც უკვე აღარ ვგავართ. სათნოდ ვცხოვრობთ და ღვთისანი ვართ, გავბოროტდებით და მისგან განდგომილნი ვხდებით. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი ბრაზდებოდეს ჩვენზე. ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში. ჩვენ მტანჯველ დემონებთან ცოდვები გვაერთებენ. თუკი შემდგომი ლოცვებითა და ქველმოქმედებებით ცოდვათაგან გამოხსნას მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი მოვალბეთ და შევცვალეთ. ამგვარი ქმედებებითა და ღვთისადმი დამოკიდებულებით ჩვენ ვუმკურნალეთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ამიტომაც ისევ შემძლებელნი ვხდებით, ვიგემოთ საღვთო სიკეთე. ასე რომ, ნათქვამი „ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტისაგან“ იგივეა, რომ ვთქვათ „მზე ემალება უსინათლოებს“.
წმინდა ანტონი დიდი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 22 2006, 05:11 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ლილიანა
როგორც წმიდა ანტონი დიდი ამბობს, ჩვენი ლოცვებით და ქველმოქმედებით უნდა ვეცადოთ, ვუმკურნალოთ ჩვენში არსებულ ბოროტებას, უნდა ვიღვაწოთ, დავიხარჯოთ ბოლომდე. სწორედ ამ დროს შეგვეწევა უფალი, რადგან კაცისათვის შეუძლებელია, რომ უფლის შემწეობის გარეშე მიეახლოს უფალს, დაიტიოს უფლის სიტყვა.
ისე, ცოტა გაურკვევლად კი გიწერია. ბოლომდე ვერ გავიგე, რამ ”დაგაბნია”. smile.gif






--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი