IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> მამათა გამონათქვამების კვალზე ..........
Georg
პოსტი Nov 24 2006, 02:56 AM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 26 თებერვალი, 2006 წ.

"როგორც მდინარე, ისე მიედინება კაცობრიობა იმ უსასრულო სამყაროში"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას მეორედ მოსვლისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენებას საშინელი სამსჯავროსი. დღევანდელ ღვთისმსახურებაზე თქვენ მოუსმინეთ სახარებას მეორედ მოსვლის შესახებ. ზოგიერთს ჰგონია, თითქოს, მეორედ მოსვლა - ალეგორიაა ან სხვა რაღაც მსგავსი რამ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გარდაუვალია, მაგრამ არავინ იცის, როდის მოხდება ეს. მოციქულებიც და მათი თანამედროვეებიც ფიქრობდნენ, რომ ეს მათ გარდაცვალებამდე მოხდებოდა. და ყველა შემდგომი თაობაც ასე ფიქრობდა. მაგრამ აი, დადგა უკვე XXI საუკუნე და კაცობრიობა კვლავ ელოდება მეორედ მოსვლას, საშინელ სამსჯავროს. და დღემდე არავინ იცის, როდის მოხდება ეს, ამიტომაც მუდამ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, თუ რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა, რისთვის მოვსულვართ ამქვეყნად და სად მივდივართ. ძალიან კარგია, როცა ადამიანი ხშირად დადის სასაფლაოზე, ათვალიერებს საფლავებს. ალბათ, თქვენც ხშირად ამოგიკითხავთ წარწერები საფლავებზე. ადამიანებს ჩვევიათ, დააკვირდნენ საფლავებს, თარიღებს. ვუყურებთ თარიღებს და ვხედავთ, _ შარშან ცოცხალი იყო ეს ადამიანი და დღეს უკვე აღარ არის, ერთი კვირის წინ ან გუშინ ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით იყო და დღეს უკვე იმქვეყნადაა. როგორც მდინარე, ისე მიედინება კაცობრიობა იმ უსასრულო სამყაროში. საფლავებზე ზოგჯერ საინტერესო ეპიტაფიები გვხვდება; ზოგი ლექსსაც აწერს ან რაიმე გამონათქვამს. მახსენდება ერთი საფლავი. მასზე ასეთი სიტყვები ამოვიკითხე: "ზღაპარი დამთავრებულია." ანუ თითქოს ეს ცხოვრება იყო ზღაპარი და ადამიანის გარდაცვალებით იგი დასრულდა. ეს ცხოვრება ზღაპარი არ არის. ეს ცხოვრება ადამიანის გამოცდაა. და ბედნიერია ის, ვინც შეძლებს, აიტანოს და ჩააბაროს ეს გამოცდა. ზღაპარშიც დიდი სიბრძნეა ჩადებული, მაგრამ ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია. ვერავინ ჩაწვდება ადამიანის ყოფის არსს, ამა თუ იმ პიროვნების სიღრმეს. თითქოს ვიცნობთ ადამიანს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცნობთ. ჩვენ არ ვიცით, როგორია სული ადამიანისა და სხეულის შესაძლებლობებს ვაცნობიერებთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ არის შეერთებული ადამიანის სული და სხეული. ჩვენ არ ვიცით, რა არის აზროვნება; და საერთოდ, ბევრი რამ არ ვიცით. საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო მიღებული ასეთი გამონათქვამი, რომ თუ დღეს რაიმე არ ვიცით, მომავალში შეიძლება გავიგოთო. არის ისეთი საკითხები, რომელსაც ადამიანი ვერასდროს გაიგებს და ეს შეიძლება საჭიროცაა. საჭიროა, რომ არ ვიცოდეთ ყველაფერი; ანუ ვიცოდეთ იმდენი, რაც ჩვენთვის საჭიროა და საკმარისი.

ადრეც მიამბნია თქვენთვის, გასაბჭოების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში ათეისტური რეჟიმი მოვიდა, ცნობილი მეცნიერი პავლოვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. კრემლის ერთ-ერთმა დიდმა ჩინოსანმა (დიდი იმათი გაგებით იყო, თორემ სინამდვილეში იგი ძალიან პატარა იყო) ჰკითხა მას: "თქვენ მსოფლიოში ცნობილი ფიზიოლოგი ბრძანდებით, დიდი მეცნიერი და ნუთუ, თქვენ მორწმუნე ბრძანდებით?" პავლოვი ხომ მღვდლის შვილი იყო. და პავლოვმა უპასუხა: "როცა ჩვენ ადამიანის სისხლს ვსწავლობთ, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმიდანიც კი გახდე, იმდენად ამტკიცებს ეს ღვთის არსებობას." ასე რომ სისხლიც ვერ შეგვისწავლია, ადამიანის აზროვნება ხომ საერთოდ მიუწვდომელია!

XIX საუკუნეში ცხოვრობდა ფრანგი ასტრონომი კამილ ფლამარიონი. ასტრონომი იყო, მაგრამ ძალიან ხშირად ის ეხებოდა სულიერ საკითხებს. მას აქვს დაწერილი მრავალი წიგნი და მათ შორის "ღმერთი ბუნებაში". მას ცდებისათვის ცხოველები ჰყავდა და მათ საგანგებოდ შეფერილ საკვებს აძლევდა და შემდეგ აკვირდებოდა ცვლილებებს. დროდადრო ამ ცხოველების ნაწილს ჰკლავდა და კვეთავდა, რათა შეესწავლა, როგორ იცვლებოდა უჯრედები. ამ კვლევის შედეგად მან გამოიტანა დასკვნა, რომ უჯრედები ყოველ 28-30 დღის განმავლობაში იცვლება. შემდეგ იგი ცხოველებს უკვე სუფთა, შეუღებავ, საჭმელს აძლევდა და დაამტკიცა, რომ ისევ 28-30 დღე გახდა საჭირო, რომ ფერადი შენარევისგან უჯრედები მთლიანად გასუფთავებულიყო. ასე დაასკვნა მან საბოლოოდ, რომ ადამიანში ხდება უჯრედების განახლება და ჩვენი აზროვნება, ჩვენი თვითშეგნება არ ყოფილა დამოკიდებული ჩვენს ფიზიკურ სხეულზე, - არამედ მარტოოდენ სულზე. ანუ აზროვნება სულის თვისებაა. ძალიან საინტერესო მეცნიერია და თუ შეგხვდებათ მისი წიგნები აუცილებლად წაიკითხეთ.

დიახ, ადამიანის ცხოვრება გამოცდაა და ყველაზე კარგად მას აბარებს ის, ვინც სიკეთეს სთესავს. არ უნდა გავიდეს არცერთი დღე, რომ სიკეთე არ გავაკეთოთ.

სახარებაში ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის დროს ანგელოზები, ღვთის ბრძანებით, კაცობრიობას მარჯვენა და მარცხენა მხარეს დააყენებენ. მარჯვენა მხარეს მყოფთ ეტყვის უფალი: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, მშიერი ვიყავ და მეცით მე ჭამადი, წყურიელ ვიყავ და მასუთ მე, სნეულ ვიყავ, საპყრობილეში ვიყავ და მომხედეთ მე. ისინი ჰკითხავენ: როდის გიხილეთ შენ უფალო ან მშიერი, ან მწყურვალი. და უფალი ეტყვის: რაც გაუკეთეთ ერთსა მცირეთაგანსა ჩემსა (სხვა ადამიანს), ის გამიკეთეთ მე. ე.ი. როცა ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, ადამიანს ვეხმარებით, ამას უფალი ღებულობს, როგორც დიდ შესაწირავს.

მარჯვენით მყოფნი არიან მკვიდრნი სასუფეველისანი. ხოლო მარცხენით მყოფთა ეტყვის უფალი: "მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მომეცით მე საჭმელი, მე მწყუროდა და თქვენ არ მასვით მე" - და ეს ხალხი განწირულია ტანჯვისა და ჯოჯოხეთისათვის.

ამიტომაც, ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მოვიხვეჭოთ ფული, სახლები, მანქანები, ქონება - ეს ყველაფერი აქ რჩება. ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სულიერი საუნჯე და უფალი ამბობს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ღმერთმა ინებოს, რომ სულიერი საუნჯე დავაგროვოთ. ღვთის მადლით, საქართველო სიკეთის გზაზე დგას და მომავალში ღვთის ლოცვა-კურთხევით, უფრო გაძლიერდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი და მთელი კაცობრიობა მარჯვენით დააყენოს უფალმა და გახდეს მკვიდრი სასუფეველისა!

ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

საპატრიარქოს უწყებანი




--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 7 2006, 10:19 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



თავისი წმინდა ნიჭის სანაცვლოდ უფალი შენგან არაფერს მოითხოვს გარდა აღიარებისა, რომ თუ რაიმე კარგი გაგაჩნია, მისია. და უთანაგრძნე, ვისაც არ აქვს. ნუ განიკითხავ იმისათვის, რომ არ აქვს, რომ ცოდვილია, ბოროტი, ეშმაკი, ყბედი, ქურდი, მეძავი და მატყუარა. თუკი ამას შეიმეცნებ, ვეღარასოდეს შეძლებ, ვინმე განიკითხო, მომაკვდინებელ ცოდვაშიც რომ ნახო, რადგან მაშინვე იტყვი: "არ აქვს მას, უფალო, შენი მადლი. ამიტომაც სცოდავს. ჩემგანაც თუ წახვალ, უარესს გავაკეთებ. თუკი ფეხზე ვდგავარ, ვდგავარ იმიტომ, რომ შენ მატარებ. ძმა ასე ხედავს და ასე აკეთებს. ის ბრმაა. როგორ მოსთხოვ, თვალების გარეშე, რომ ხედავდეს. ის გლახაკია, როგორ მოსთხოვ, რომ მდიდარი იყოს? მიეცი მას სიმდიდრე, რომ ჰქონდეს. მიეცი თვალები, რომ ხედავდეს".

იოსებ ათონელი



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი May 13 2007, 01:09 PM
პოსტი #23


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



რატო ვერ ვნახე ეს თემა აქამდე?!
კაია, ნამეტანი კაი.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 13 2007, 02:03 PM
პოსტი #24


დაურეგისტრირებელი









მამფალი
დეკემბრის მერე არ დაპოსტილა აქ.
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი May 13 2007, 03:45 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(მამფალი @ May 13 2007, 02:09 PM) *

კაია, ნამეტანი კაი.

yes.gif smile.gif



...თუნდაც ვინმეს შეცოდება არა მარტო აშკარა, ძალზე მძიმე, მრისხანე და ულმობელი, უნანელი გულის შედეგიც იყოს, მაინც ნუ განიკითხავ. შეეცადე გონებით ღვთის უსაზღვრო და მიუწვდომელ სამართლიანობამდე ამაღლდე და ნახავ, რომ ბევრმა გამოუსწორებელმა ადამიანმა ბოლოს მოინანია და სიწმიდის მაღალ საფეხურს მიაღწია. და პირიქით, სრულყოფილების მწვერვალზე მდგომი ღრმა უფსკრულში ჩაეშვა. იფრთხილე, განკითხვის გამო შენც ასეთ უბედურებას არ ეწიო.

ნიდოდიმოს მთაწმინდელი



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი May 13 2007, 08:39 PM
პოსტი #26


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ქავთარაძე
მე მომაქ სიცოცხლე, საერთოდ. wink.gif
ვკითხულობ, მთელი ცოდნა აქაა აკრეფილი.
კაია.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი May 14 2007, 12:17 AM
პოსტი #27


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



smile.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი May 14 2007, 11:19 PM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



სწყურია ჩემს სულს ცოცხალი ღმერთი. სული ჩემი კვლავ ისწრაფვის ღმერთით სრულად დატკბობას. ო, მიუწვდომელი წყალობა ღვთისა: მტვრისგან შექმნა ღმერთმა კაცი და შთაბერა მას სული სიცოცხლისა და სული კაცისა ღვთისათვის ძვირფასი გახდა.
ისე შეიყვარა ღმერთმა თავისი ქმნილება, რომ სულიწმიდა უბოძა ადამიანს, და ადამიანმა შეიცნო შემოქმედი თვისი და შეიყვარა ღმერთი თვისი.
სულიწმიდა სიყვარულია და სიტკბო სულისა, გონებისა და სხეულისა, მაგრამ როცა სული კარგავს მადლს, ანდა როცა მადლი შემცირდება, მაშინ სული კვლავ ცრემლიანი იწყებს სულიწმიდის ძიებას, და მოიწყენს ღვთის გამო და ამბობს: "სული ჩემი მოწყენილია ღვთის გამო და ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ მოგძებნო, უფალო? ადრე თავად შენ მომიძიე და სულიწმიდით დამატკბე; ახლა კი სული ჩემი მოწყენილია შენს გამო. გულმა ჩემმა შეგიყვარა და გევედრება: მომმადლე, რათა ბოლომდე შენს სიყვარულში ვგიებდე: მომმადლე, რათა შენი სიყვარულისათვის დავითმინო ყოველგვარი მწუხარება და ტკივილი. . .

სილუან ათონელი


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 12:42 AM
პოსტი #29


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



რავი გამხნევება იშვიათად მჭირდება ხოლმე მარა მაინც გულს სიხარულით მივსებს ღვთის ჩემდამი სიყვარულის გახსენება და კიდევ ერთხელ ამის ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გააზრება smile.gif ამეზე მეტი რაღა სიმხნევე მინდა როცა ვიხსენებ ვინაა ჩემ გვერდით smile.gif

მე უბრალო კაცი ვარ არ ვიცი ბევრი რამ და ვცდილობ როგორც შემიძლია ის რაც არ ვიცი შევცვალო გამოცდილებით


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Aug 3 2009, 10:25 PM
პოსტი #30


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



თამარი
ციტატა
საოცარია ბერი სილუანის წერილი "ღვთისმშობელი დედის შესახებ", ნუგეშისმომგვრელი და იმის მაუწყებელი, რომ შეუძლებელია სრულად ჩავწვდეთ ღვთისმშობელი დედის სიყვარულს.ღმრთისმშობელი დედის შესახებროცა სული ღვთის სიყვარულითაა მოცული, მაშინ ყველაფერი კარგია, ყველაფერი საყვარელი და სასიხარულოა. მაგრამ თვით ღვთისადმი სიყვარულსაც ახლავს ნაღველი და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია მწუხარება. ღვთისმშობელ დედას არასდროს შეუცოდავს თვით ერთი გულისთქმითაც კი და არასდროს დაუკარგავს მადლი, მაგრამ მას უდიდესი განსაცდელნი ერგო, ხოლო, როცა ის ჯვრის წინაშე იდგა, მაშინ მისი მწუხარება ოკეანესავით უკიდეგანო და მისი სულიერი ტანჯვანი საოცრადი დიდი იყო, სამოთხიდან გაძევებული ადამის ტანჯვაზე დიდი, რამეთუ მისი სიყვარულიც უსაზღვროდ დიდი იყო, სამოთხეში მყოფი ადამის სიყვარულზე დიდი. და თუკი ის ცოცხალი გადარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის ძალამ განამტკიცა, რადგან უფალს ნებავდა, რომ მას მისი აღდგომა ეხილა და მისი ამაღლების შემდეგ დედამიწაზე მოციქულთა და ახალბედა ქრისტიანთა სანუგეშოდ და სასიხარულოდ დარჩენილიყო. ჩვენ სრულად ვერ ვაღწევთ ღვთისმშობელი დედის სიყვარულს და ამიტომ არ ძალგვიძს სრულად ჩავწვდეთ მის მწუხარებას. მისი სიყვარული სრულყოფილი იყო. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და თავისი ძე და ხალხიც უყვარდა უდიდესი სიყვარულით. და რას განიცდიდა ის, როცა ადამიანებმა, რომლებიც მას ასე ძალიან უყვარდა და რომელთა ცხონებაც ბოლომდე სურდა, მისი საყვარელი ძე ჯვარს აცვეს?ჩვენ ამისი ჩაწვდომა არ ძალგვიძს, რადგან ჩვენში მცირეა ღვთისა და კაცთა სიყვარული.როგორც ღვთისმშობელი დედის სიყვარულია უსაზღვრო და მიუწვდომელი, ასევე უსაზღვრო და მიუწვდომელია ჩვენთვის მისი მწუხარება.ო, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისაო, გვითხარი ჩვენ, შენს შვილებს, დედამიწაზე ცხოვრების ჟამს როგორ გიყვარდა ძე შენი და ღმერთი, როგორ ხარობდა შენი სული ღვთის – შენი მაცხოვრის გამო? როგორ უმზერდი მის ბრწყინვალე სახეს და ფიქრობდი, რომ ეს არის ის, ვისაც შიშითა და სიყვარულით ემსახურებიან მთელი ზეციური ძალნი?გვითხარი, რას განიცდიდა შენი სული, როცა ხელში გეჭირა შენი საოცარი ყრმა? როგორ ზრდიდი მას, როგორ გტკიოდა გული, როცა შენ და იოსები სამი დღის განმავლობაში მას იერუსალიმში ეძებდით? როგორი ტანჯვა განიცადე, როცა უფალი გასცეს და როცა ჯვარცმული კვდებოდა? გვითხარი, როგორი იყო აღდგომით გამოწვეული შენი სიხარული, ანდა როგორ მოიწყინა შენმა სულმა უფლის ამაღლების შემდეგ?ჩვენი სულები ისწრაფვიან, შეიტყონ, როგორი იყო შენი და უფლის ცხოვრება დედამიწაზე, შენ ხომ არ მოისურვე წერილობით გადმოგეცა ყოველივე ეს, არამედ მდუმარებით დაფარე შენი საიდუმლო.მრავალი სასწაული და წყალობა ვიხილე უფლისა და ღვთისმშობელი დედისაგან, მაგრამ ამ სიყვარულზე სანაცვლოს მიგება არ ძალმიძს.რა მივაგო ყოვლადწმიდა დედოფალს იმისათვის, რომ მან არ მითაკილა ცოდვაში შთაფლული, არამედ მოწყალებით მომინახულა და გონს მომიყვანა? მე არ მიხილავს იგი, მაგრამ სულიწმიდა დამეხმარა მის შეცნობაში მისივე სიტყვების მეშვეობით, რომლებიც მადლითაა აღსავსე და უხარია ჩემს სულს და სიყვარულით მისკენ ისწრაფვის, ასე რომ მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმაც კი გულს ატკბობს. ერთხელ, როცა ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, ღვთისმშობელი დედის ხატის წინაშე ვლოცულობდი, იესოს ლოცვა შემოვიდა ჩემს გულში და თავისთავად წარმოითქმებოდა. ხოლო ერთხელ ტაძარში ისაიას წინასწარმეტყველებას ვისმენდი და სიტყვებზე: `განიბანეთ და წმინდა იქნებით” (ის.1,16), გავიფიქრე: `იქნებ, ღვთისმშობელმა დედამ ოდესღაც გონებით მაინც შესცოდა”, და უეცრად, ჩემს გულში ხმამ ლოცვის ნაცვლად მითხრა: `ღვთისმშობელ დედას არასოდეს გონებითაც კი არ შეუცოდავს”. ასე დაამოწმა სულიწმიდამ ჩემს გულში მისი სიწმინდე. მაგრამ ამქვეყნიური ცხოვრების დროს მასაც ჰქონდა სრულყოფილების გარკვეული ნაკლებობა და უცოდველი შეცდომები. ეს სახარებიდან ჩანს: როცა ის იერუსალიმიდან ბრუნდებოდა, არ იცოდა, სად იმყოფებოდა თავისი შვილი, და, იოსებთან ერთად, სამი დღე ეძებდა მას (ლუკ. 2,44-46).ჩემს სულს ეშინინა და თრთის, როცა ღვთისმშობელი დედის დიდებაზე ვმსჯელობ.უმწეო და ღარიბია ჩემი გონება და უძლურია გული ჩემი, მაგრამ სულს უხარია და ისწრაფვის დაწეროს თუნდაც რამდენიმე სიტყვა მის შესახებ. ეშინია ჩემს სულს შეხება, მაგრამ სიყვარული აიძულებს, არ დაფაროს მადლიერება, მისი მოწყალებით გამოწვეული. ღვთისმშობელ დედას წერილობით არ გადმოუცია არც თავისი აზრები, არც ღვთისა და თავისი ძისადმი სიყვარული, არც ჯვარცმისას განცდილი ტანჯვა სულისა, რადგან ჩვენ მაინც ვერ შევძლებდით ამის ჩაწვდომას, რამეთუ ღვთისადმი მისი სიყვარული ქერუბიმებისა და სერაფიმების სიყვარულზე უფრო ძლიერია და მისით გაოცებულნი არიან ანგელოზთა და მთავარანგელოზთა ზეციურნი ძალნი.და თუმცა ღვთისმშობელი დედის ცხოვრება წმინდა მდუმარებითაა დაფარული, მაგრამ უფალმა თავის მართლმადიდებელ ეკლესიას აუწყა, რომ ის თავისი სიყვარულით მთელ მსოფლიოს იფარავს და, თავისი ძის მსგავსად, ყველას იბრალებს და სწყალობს.ო, რომ ვიცოდეთ, როგორ უყვარს ყოვლადწმიდა ქალწულს ყველა, ვინც ქრისტეს მცნებებს იცავს და როგორ ებრალება და წუხს მათ გამო, ვინც გამოუსწორებელია. ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. არ ვცრუობ, ვამბობ წინაშე ღვთისა, რომელსაც იცნობს სული ჩემი: სულით ვიცი ყოვლადწმიდა ქალწული. მე ის არ მიხილავს, მაგრამ სულიწმიდამ მომცა მისი და ჩვენდამი მისი სიყვარულის შეცნობის საშუალება. რომ არა მისი მოწყალება, დიდი ხნის დაღუპული ვიქნებოდი. მაგრამ მან ინება ჩემი მონახულება და გონს მოყვანა, რათა არ შემეცოდა. მან მითხრა: `თავს ცუდად ვგრძნობ, როცა ვუყურებ, რასაც აკეთებ”. მისი სასიამოვნო, წყნარი და მშვიდი სიტყვები სულზე ზემოქმედებენ. ორმოც წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩემს სულს არ ძალუძს ამ ტკბილი სიტყვების დავიწყება და არ ვიცი, რას მივაგებ, მე, ცოდვილი, ჩემდამი, უწმინდურისადმი, ამ სიყვარულის სანაცვლოდ, და როგორ გადავუხდი მადლობას კეთილ, მოსიყვარულე დედას უფლისას.ის ჭეშმარიტად ჩვენი მეოხია ღვთის წინაშე და მხოლოდ მისი სახელის წარმოთქმაც კი ახალისებს სულს. მთელი ზეცა და მთელი მიწა ხარობს მისი სიყვარულით. საოცარი და მიუწვდომელია მისი საქმენი. იგი ზეცად ცხოვრობს და დაუცხრომლად ჭვრეტს ღვთის დიდებას, მაგრამ ჩვენზეც, უბადრუკებზეც, ზრუნავს და თავისი მოწყალებით მთელ დედამიწას და ყველა ერს იფარავს. და უფალმა თავისი ყოვლადწმიდა დედა გვაჩუქა. ის არის ჩვენი სიხარული და იმედი. ის არის ჩვენი სულიერი დედა და როგორც ადამიანი, - ბუნებით ჩვენი მახლობელი, ამიტომ ყველა ქრისტიანის სული სიყვარულით მიილტვის მისკენ. ბერი სილუანი

გამითბა გული , უღრმესი მადლობა smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 01:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი