IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა
Nano
პოსტი May 6 2007, 05:54 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 21-April 07
წევრი № 1,703



შესაძლოა მკრეხელობაა რასაც ეხლა ვწერ, ან უბრალო უმეცრება რის გამოც წინასწარ ბოდიშს ვიხდი. უბრალოდ მაინტერესებს ჭეშმარიტება და მამაოსგან მსურს პასუხის მიღება.
როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული.


--------------------
Do Not Hate - Appreciate
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 4 2007, 01:04 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



საიდუმლო სერობაზე მაცხოვარმა ბრძანა: „ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!“ (ლკ. 22.22) ასე მოიხსენა თვით განკაცებულმა სიყვარულმა იუდა. წინასწარ იყო ცნობილი, რომ უფალი გაიცემოდა. მისი გამცემელის მოძიება დაცემულ კაცობრიობაში ნამდვილად არ იქნებოდა ძნელი. მაგრამ კონკრეტულად არავინ გამოურჩევია უფალს ამ მისიისათვის. ან როგორ გამოირჩევდა, როცა გადასარჩენად მოვიდა. იუდას საქციელი მისი პირადი არჩევანია. შეინანა პეტრემ და შეინანა იუდამაც, მაგრამ როგორ და რა მისცა მათ სინანულმა. პეტრე დააბრუნა ქრისტესთან, რადგან მისი განდგომა იყო ადამიანური სისუსტით გამოწვეული, უნებლიე. იუდა დაწვა სინდისმა და მან ვერ გაუძლო. ვერც სწორი არჩევანი გააკეთა. მართალს ბრძანებთ, არ იყოს ეს მის ნებაზე დამოკიდებული, რადგან მანამდე ქრისტეს არშესმენით საბოლოოდ დაუმორჩილა თავისი ნება ბოროტს. ის, რაც იუდას სინანულად მოიხსენიება არის ჯოჯოხეთის დასაწყისი ამქვეყნად. ჯოჯოხეთი ხომ უნუგეშო და უსარგებლო სინანულია. იუდას შეეძლო აერიდებინა ეს ხვედრი, თუ გულით დამორჩილებოდა მაცხოვარს. მაგრამ მზაკვრობით,ნებსითი ცოდვით იქამდე მიიყვანა სული, რომ ბოლოს უკვე არ შეეძლო ეშმაკის ნების ურჩობა. ამან ჩვენც უნდა დაგვაფიქროს, როცა ნებით მივდივართ ცოდვაზე. სად არის ის ზღვარი, რომლის იქეთ ვკარგავთ მოქცევის უნარს!?


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი