IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

81 გვერდი V « < 62 63 64 65 66 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
marine
პოსტი Dec 1 2022, 09:24 PM
პოსტი #1261


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნუ შეშფოთდები, საყვარელო ძმაო, ღვთისთვის ყველა ლოცვა სათნოა და, რაც ლოცვას მოსდევს, ყველაფერი მაცხოვნებელია. წმინდა მამების თანახმად, სიმსუბუქე იქნება ეს, თუ სიმძიმე, ყველაფერი კარგია. არანაირი ლოცვა, არც კარგი და არც ცუდი, ღვთის წინაშე არ იკარგება. სიმსუბუქე, სითბო და სიტკბოება იმაზე მიუთითებს, რომ ამ ღვაწლის გამო ღმერთი გვაჯილდოებს და გვანუგეშებს; ხოლო სიმძიმე, დაღვრემილობა და სიმშრალე იმას ნიშნავს, რომ ღმერთი სულს წმენდს და განამტკიცებს, ამ სასარგებლო მოთმინებით სული ხსნისკენ მიჰყავს და მომავალი მადლმოსილი სიტკბოების სიმდაბლით მისაღებად ამზადებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2022, 09:38 PM
პოსტი #1262


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ილოცე და აკეთე, რაც გინდა, და ლოცვის მიზანს მიაღწევ - მისით კურთხევას მოიპოვებ!"

"ლოცა იმდენად ძლიერი და ძლევამოსილია, რომ ილოცე და აკეთე, რაც გინდა, და ლოცვა სწორ და წმინდა ღვაწლთან მიგიყვანს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2022, 10:08 PM
პოსტი #1263


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ თავის შესაკავებლად და საქმით სამოღვაწეოდ ძალა არ შეგწევს, იცოდე, რომ უფალს ლოცვის საშუალებით სურს შენი ცხონება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2022, 07:57 PM
პოსტი #1264


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც განუწყვეტლივ ლოცულობს, მას ამ ერთ სიკეთეში მთელი სიკეთისთვის მოუყრია თავი"

/სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2022, 08:14 PM
პოსტი #1265


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანი ყოველთვის განუწყვეტლივ რომ ლოცულობდეს ნებისმიერი საქმისა თუ საქმიანობის დროს და იესო ქრისტეს საღვთო სახელს იდუმალ მოუხმობდეს, დასაწყისისთვის თუნდაც სულიერი სითბოსა და მონდომების გარეშე, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავზე ძალდატანებით, მაშინ ხორციელი ცოდვებით სიამოვნებისთვის მას დღო აღარ ექნებოდა, მისი ყოველი დანაშაულებრივი ჩანაფიქრი დაბრკოლდებოდა და არც ერთი ცოდვილი საქმე ისე ნაყოფიერეად მოფიქრებული არ იქნებოდა, როგორც ეს მოცლილ გონებაში ხდება ხოლმე; შემცირდებოდა ან საერთოდ აილაგმებოდა მრავალსიტყვაობა და უქმმეტყველება; ხშირად მოხმობილი ღვთის სახელის მადლმოსილი ძალით დაუყოვნებლივ განიწმინდება თითოეული ცდომილება. ლოცვაში ხშირი წვრთნა სულს ხშირად განაყენებდა ცოდვლიანი საქმეებისგან და მას ლოცვის არსებით ცოდნამდე - ღმერთთან ერთობამდე - მიიყვანდა! ახლა ხედავ, ლოცვაში რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაოდენობა? ხშირი ლოცვა წმინდა და ჭეშმარიტი ლოცვის მოპოვების ერთადერთი საშუალებაა, ის ყველაზე საუკეთესო და ნამდვილი მზადებაა ლოცვისთვის, ის უტყუარი გზაა ლოცვის მიზნისა და ცხონების მისაღწევად!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2022, 08:27 PM
პოსტი #1266


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ შეგაშფოთოს შენი ლოცვის არაწმინდებამ და სიმშრალემ და მოთმინებით დაელოდე ღვთის სახელის ხშირი მოხმობის შედეგს. არ უსმინო ამაო წუთისოფლის გამოუცდელ, დაუფიქრებელ ჩაგონებებს, თითქოს განუწყვეტელი, მაგრამ გულგრილი მოწოდება უსარგებლო მრავალსიტყვაობა იყოს... არა! ღვთის სახელის ძალა და მისი მოწოდების სიხშირე თავის დროს თავის ნაყოფს გამოიღებს!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2022, 08:17 PM
პოსტი #1267


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც ბაგეებით ლოცულობს, მაგრამ სულით დაუდევრობს და გულს არ იცავს... ამაოდ იღვწის, რადგან ღმერთი გონებასა და გულმოდგინებას ეძიებს და არა სიტყვამრავლობას"

/ბერი დოროთე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2022, 09:35 PM
პოსტი #1268


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხოვრებისეული გამოცდილება მეტყველებს, რომ ახლობლების ნაკლოვანებათა გამოსწორებისათვის ყველაზე ქმედითი საშუალებაა არა მათი დარიგება, შეგონება, არამედ - ლოცვა. შეგონებამ შეიძლება გაჭრას, თუ გვაქვს სიმდაბლე და მოყვასის უდიდესი სიყვარული, აგრეთვე ავტორიტეტი ახლობელთა თვალში. ეს კი ყველაზე ხშირად გვაკლია, ამიტომ შეგონება უმეტესწილად ახლობლების გაღიზიანებასა და მტრულ განწყობას იწვევს მხოლოდ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2022, 10:16 PM
პოსტი #1269


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის სიკვდილთან ბრძოლა და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ცხოვრებისათვის ბრძოლა და ცხოვრების დამტკიცება.

რომელია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გყოფს, რომელიც ამარცხებს სიკვდილის შიშსა და საზარლობას. თუ შენ ლოცვის შემდეგ შენში ჩაიხედავ და ძველებურად იგრძნობ სიკვდილის შიშს, იცოდე: შენი ლოცვა არ იყო ნამდვილი ლოცვა. თუკი ლოცვის შემდეგ საკუთარ თავში სიკვდილისადმი გულგრილობას იგრძნობ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტია. როდესაც ლოცვის შემდეგ იმის სურვილს იგრძნობ, რომ რაც შეიძლება მალე შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე: შენი ლოცვა ძლევაშემოსილი იყო.

მაცხოვარმა მანამდე დაამარცხა სიკვდილი, სანამ ჯვარზე ავიდოდა, - გეთსამანიის ბაღში ლოცვისას.

გეთსამანიის ლოცვა ერთადერთი სახე-ნიმუშია სრულყოფილი და ძლევაშემოსილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე გამოჩენილი და მისცემია კაცობრიობას".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2022, 09:22 PM
პოსტი #1270


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღისით თუ ქსოვას დაიწყებ, ღამით კი ნაქსოვს დაარღვევ - ვერასოდეს მოქსოვ.

დღისით თუ ააშენებ, ღამით კი აშენებულს დაანგრევ - ვერასოდეს დაასრულებ მშენებლობას.

თუ ღვთის მიმართ ლოცულობ, მაგრამ მის წინაშე ბოროტებას სჩადიხარ - ვერც მოქსოვ და ვერც ააშენებ საკუთარი სულის სახლს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 15 2022, 08:48 PM
პოსტი #1271


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ხუცესს ჰკითხეს:

მამაო, მასწავლე ყველაზე ძლიერი ლოცვა, თორემ ვლოცულობ-ვლოცულობ, ღმერთს კი არ ესმის.

ხუცესმა უპასუხა:

ორი ადამიანი აღმოჩნდა უკაცრიელ კუნძულზე. დახმარება არსაიდან ჩანდა, და ისინი ლოცულობდნენ, როგორც შეეძლოთ.

უპირველესად, მათ სჭირდებოდათ საზრდო. და აი, ღმერთმა ერთს გამოუგზავნა უხვად, მეორეს კი - არა...

საჭირო იყო ადგილი, სადაც უამინდობისგან შეაფარებდნენ თავს. ერთმა იპოვა მყუდრო გამოქვაბული, მეორემ კი - არა.

საჭირო იყო გემი, რათა თავი დაეღწიათ კუნძულიდან. ერთმა იპოვა ის სანაპიროზე, მეორემ - კი არა.

პირველს უნდოდა გემზე ასვლა და კუნძულიდან გაქცევა, მაგრამ თავისი უბედური მოძმე გაახსენდა და გადაწყვიტა, ის თან წაეყვანა.

როცა ისინი მოსწყდნენ ნაპირს, ერთმა ჰკითხა მეორეს:

რატომ იყო, რომ რაც არ უნდა მომემოქმედებინა, ღმერთი მე არ მაძლევდა, შენ კი გაძლევდა?

მეორემ უპასუხა:

ღმერთი ყველაფერს მაძლევდა, რასაც ვთხოვდი, იმიტომ რომ მე მხოლოდ ერთს ვითხოვდი - ის შენ დაგხმარებოდა!

ყველაზე ძლიერი ის ლოცვაა, რომელიც აღესრულება ღმერთსა და მოყვასისადმი სიყვარულით!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2022, 08:06 PM
პოსტი #1272


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოყვარულ გულს ლოცვა თავადვე აგნებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2022, 08:10 PM
პოსტი #1273


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტყის ბილიკზე კაცი მისეირნობდა, რომელსაც მოულოდნელად ფეხი გადაუბრუნდა. მგზავრმა სიარულის გაგრძელება ვეღარ შეძლო, კუნძზე ჩამოჯდა და კვნესას მოჰყვა. უცებ საუკეთესო მეგობარი გაახსენდა, იფიქრა დამეხმარებაო, ტელეფონი ამოიღო და დაურეკა: "სასწრაფოდ, მანქანით მომაკითხე და აქედან წამიყვანე, ფეხი ვიღრძე და სიარული არ შემიძლია!" მეგობარი პასუხობს: "ვწუხვარ და თანაგიგრძნობ, მაგრამ ახლა აკათისტოს ვკითხულობ!" - "კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ!" ნახევარ საათში მეგობარს კვლავ ურეკავს: "რას შვრები, მოდიხარ?" - "მაპატიე, მაგრამ სამოციქულოს ვკითხულობ!" - "მაპატიე, მაგრამ სამოციქულოს ვკითხულობ!" ელოდება ფეხნაღრძობი კაცი, როდის დაასრულებს მისი მეგობარი ლოცვითი კანონის შესრულებას. რამდენიმე ხანში, კვლავ ურეკავს ძმობილს: "დაასრულე ლოცვა?" - "შენ რა, მოთმინება სრულებით არ გაგაჩნია?! - აღშფოთდა მეგობარი, - სახარებას ვკითხულობ, შენ კი ხელს მიშლი!" და ტელეფონი გამორთო. ნახევარ საათში ტელეფონის ზარი გაისმა: "ახლავე მოგაკითხავ და დაგეხმარები!" დაზარალებული პასუხობს: "შენი ლოცვით კეთილი ხალხი გამოჩნდა, რომლებიც დამეხმარნენ და საავადმყოფოში მიმიყვანეს! გმადლობ, მაგრამ შეგიძლია აღარ მოხვიდე!" - "ძალიან კარგი! - გაუხარდა მეგობარს, - ხელი რომ არ შეგეშალა, ლოცვებს უფრო სწრაფად წავიკითხავდი და აუცილებლად მოგეშველებოდი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2022, 04:49 PM
პოსტი #1274


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ჭეშმარიტი ლოცვა გწადია, მხოლოდ ქრისტეზე იფიქრე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 23 2022, 10:23 PM
პოსტი #1275


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განუწყვეტლივ იბრძოლე იმისათვის, რომ გულს ლოცვის ძალა არ მოაკლდეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2022, 12:34 PM
პოსტი #1276


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველთვის და ყველაფერში მიენდო უფალს - სწორედ ესაა განუწყვეტელი ლოცვა"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2022, 09:50 AM
პოსტი #1277


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რას ნიშნავს ჭეშმარიტი ლოცვა? - როდესაც ლოცვის დროს მოღვაწის აზრი და გონება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთსა და ლოცვის სიტყვებს მიემართება. ლოცვის დროს მეტანიები, ცალკეული სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა, ხელების აპყრობა, მკერდში მჯიღის ცემა - ეს მათ სჭირდებათ, ვინც ჯერ კიდევ არ ამაღლებულა ჭეშმარიტ ლოცვამდე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა სრულდებოდეს განმარტოებით, ადამიანების თვალთაგან დაფარულად და არა საზოგადო მსახურების დროს. როდესაც მოღვაწე სენაკში განმარტოებით და ასე ლოცულობს, მას ნაკლებად ესხმის თავს ბოროტი და ვერც ამარცხებს“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2022, 05:31 PM
პოსტი #1278


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სადაც უნდა იყო, მუდამ ესაუბრე ქრისტეს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, წმინდანებს და უთხარი რაც გინდა. მაგალითად: "ღმერთო ჩემო ან დედაო ღვთისა, შენ ხედავ ჩემს განწყობას, გთხოვ დამეხმარე!" მუდამ ასე უბრალოდ და მდაბლად ელაპარაკე მათ და სთხოვე, რაც გაწუხებს, მერე კი ილოცე: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2023, 06:05 PM
პოსტი #1279


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ადამიანი ვერ ბედავს გახურებულ ღუმელში შესვლას, ასევე ეშმაკი ვერ ბედავს იძულებითი ლოცვით გახურებულ გულში შესვლას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 5 2023, 06:26 PM
პოსტი #1280


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,680
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამგვარად, როდესაც შენ, საყვარელო, დიდხანს ლოცულობ გულით, შენი სიღრმიდან, იცოდე, რომ შენ უხილავად გეწვევა ღმერთი, მოგინახულებს შენი სულის განსანათლებლად, შენი გულის სანუგეშოდ, შენი სულიერი და ხორციელი გრძნობების საღვთოდ განსამტკიცებლად"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

81 გვერდი V « < 62 63 64 65 66 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 12:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი