IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი   May 7 2007, 12:16 AM
marine   "დილის ლოცვების შ...   Aug 4 2022, 08:12 PM
marine   "ლოცვას დიდი ძალა...   Aug 5 2022, 06:44 PM
marine   "მოწყენილობის კი...   Aug 11 2022, 12:52 PM
marine   "თუ ლოცვის დროს ა...   Aug 11 2022, 06:51 PM
marine   "სხვადასხვაგვარ...   Aug 11 2022, 07:22 PM
marine   "ადამიანი გაცილე...   Aug 11 2022, 07:49 PM
marine   "ლოცვა არის საკმე...   Aug 11 2022, 09:47 PM
marine   "რას ნიშნავს "სა...   Aug 16 2022, 07:48 PM
marine   "ლოცვისთვის გამო...   Aug 16 2022, 08:16 PM
marine   "ლოცვას ყოველდღე ...   Sep 6 2022, 07:25 PM
marine   "მორჩილებიდან იშ...   Sep 8 2022, 07:47 PM
marine   "როგორც ჩანს, მამ...   Sep 9 2022, 06:50 PM
marine   "როგორც სარეცხს რ...   Sep 9 2022, 07:08 PM
marine   "როგორც პატარა ნე...   Sep 9 2022, 08:43 PM
marine   "მლოცველი სულის შ...   Sep 11 2022, 03:45 PM
marine   "თუ ადამიანი მიეჩ...   Sep 13 2022, 09:14 PM
marine   "როდესაც ლოცულობ,...   Sep 15 2022, 01:12 PM
marine   "როცა ადამიანი ლო...   Sep 15 2022, 02:25 PM
marine   "როცა თქვენთვის ვ...   Sep 15 2022, 08:12 PM
marine   "როდესაც ღვთისმო...   Sep 28 2022, 07:58 PM
marine   "ლოცვა ფრთებად უნ...   Oct 3 2022, 10:06 PM
marine   "ორი რამ უნდა ვით...   Oct 7 2022, 09:45 PM
marine   "როდესაც მანასემ ...   Oct 9 2022, 05:16 PM
marine   "გულიდან ამოხეთქ...   Oct 11 2022, 08:24 PM
marine   "ჭეშმარიტი და სრუ...   Oct 13 2022, 09:06 PM
marine   "ვინც ხანგრძლივა...   Oct 13 2022, 09:26 PM
marine   "შეგახსენებთ მაკ...   Oct 13 2022, 09:55 PM
marine   "ლოცვა ღმერთია: ყ...   Oct 14 2022, 05:39 PM
marine   "ყოველთვის მოთმი...   Oct 15 2022, 08:37 PM
marine   "ყოფითი საქმეები...   Oct 15 2022, 08:56 PM
marine   "წმინდა ისააკი ამ...   Oct 15 2022, 09:23 PM
marine   "წმინდა პავლე მოც...   Oct 15 2022, 09:45 PM
marine   "რა არის ლოცვა? ეს ...   Oct 15 2022, 10:00 PM
marine   "ლოცვა არის ღმერთ...   Oct 16 2022, 04:08 PM
marine   "ლოცვას მოაქვს სი...   Oct 16 2022, 04:24 PM
marine   "განუწყვეტელი გო...   Nov 10 2022, 06:06 PM
marine   "გონება უნდა ჩავი...   Nov 10 2022, 06:54 PM
marine   "მთელი გულითადი ყ...   Nov 15 2022, 05:34 PM
marine   "თავი შეიკავე ხილ...   Nov 15 2022, 05:55 PM
marine   "სრულყოფილი ლოცვ...   Nov 15 2022, 06:27 PM
marine   "მერწმუნე, ჭეშმარ...   Nov 16 2022, 02:00 PM
marine   "გონებრივი გზით მ...   Nov 16 2022, 02:23 PM
marine   "მაქსიმალური წარ...   Nov 16 2022, 07:09 PM
marine   "ყოველ ლოცვას უსა...   Nov 16 2022, 07:26 PM
marine   "ჩვენ იმისათვის ვ...   Nov 16 2022, 07:41 PM
marine   "როდესაც ეშმაკი ხ...   Nov 17 2022, 04:05 PM
marine   "თუ ვინმეს ლოცვაშ...   Nov 17 2022, 04:19 PM
marine   "ლოცვა "სულიერი ...   Nov 17 2022, 05:24 PM
marine   "ჩემს ცხოვრებაში ...   Nov 19 2022, 03:38 PM
marine   "სალოცავად რომ და...   Nov 25 2022, 06:50 PM
marine   "ჩანს, მართალი მი...   Nov 28 2022, 06:32 PM
marine   "ქრისტიანს მრავა...   Nov 28 2022, 07:03 PM
marine   "მოიპოვე დედა და ...   Nov 28 2022, 07:21 PM
marine   "ლოცვა ღვთისმოსა...   Nov 29 2022, 07:52 PM
marine   "რაც შეიძლება, ხშ...   Nov 29 2022, 08:12 PM
marine   "უნაყოფოდ არ დარჩ...   Nov 30 2022, 08:40 PM
marine   "ერთმანეთისთვის ...   Nov 30 2022, 08:56 PM
marine   "როცა მას (მოყვას...   Nov 30 2022, 10:06 PM
marine   "ლოცვაში ხშირი ვა...   Nov 30 2022, 10:22 PM
marine   "თუ მღვიძარების ჟ...   Dec 1 2022, 09:00 PM
marine   "ნუ შეშფოთდები, ს...   Dec 1 2022, 09:24 PM
marine   "ილოცე და აკეთე, რ...   Dec 1 2022, 09:38 PM
marine   "თუ თავის შესაკავ...   Dec 1 2022, 10:08 PM
marine   "ვინც განუწყვეტლ...   Dec 2 2022, 07:57 PM
marine   "ადამიანი ყოველთ...   Dec 2 2022, 08:14 PM
marine   "არ შეგაშფოთოს შე...   Dec 2 2022, 08:27 PM
marine   "ვინც ბაგეებით ლო...   Dec 3 2022, 08:17 PM
marine   "ცხოვრებისეული გ...   Dec 4 2022, 09:35 PM
marine   "ჭეშმარიტი ლოცვა ...   Dec 10 2022, 10:16 PM
marine   "დღისით თუ ქსოვას...   Dec 12 2022, 09:22 PM
marine   "ერთხელ ხუცესს ჰკ...   Dec 15 2022, 08:48 PM
marine   "მოყვარულ გულს ლო...   Dec 21 2022, 08:06 PM
marine   "ტყის ბილიკზე კაც...   Dec 22 2022, 08:10 PM
marine   "თუ ჭეშმარიტი ლოც...   Dec 23 2022, 04:49 PM
marine   "განუწყვეტლივ იბ...   Dec 23 2022, 10:23 PM
marine   "ყოველთვის და ყვე...   Dec 24 2022, 12:34 PM
marine   „რას ნიშნავს ჭეშმა...   Dec 26 2022, 09:50 AM
marine   "სადაც უნდა იყო, მ...   Dec 28 2022, 05:31 PM
marine   "როგორც ადამიანი ...   Jan 5 2023, 06:05 PM
marine   "ამგვარად, როდესა...   Jan 5 2023, 06:26 PM
marine   "მე ვლოცულობ, გამ...   Jan 6 2023, 06:20 PM
marine   "მის გულში, როგორ...   Jan 6 2023, 06:41 PM
marine   "გონისმიერი ლოცვ...   Jan 7 2023, 01:17 PM
marine   "ლოცვა ადამიანს ბ...   Jan 7 2023, 09:40 PM
marine   "ლოცვა - დამქანცვ...   Jan 7 2023, 10:03 PM
marine   "ბევრი მთელი ღამე...   Jan 8 2023, 12:59 PM
marine   "კართა მიღმა რჩებ...   Jan 8 2023, 03:42 PM
marine   "ლოცვაზე ძლიერმო...   Jan 8 2023, 07:35 PM
marine   "ლოცვა ხელოვნება...   Jan 8 2023, 07:48 PM
marine   "გონებაგაუფანტა...   Jan 8 2023, 08:18 PM
marine   "თუკი უფალს რამეს...   Jan 9 2023, 05:36 PM
marine   "ლოცვა საჭიროა ხა...   Jan 14 2023, 07:01 PM
marine   "ლოცვა - ეს სულის ბ...   Jan 16 2023, 09:22 PM
marine   "ყველა ლოცვა ლოცვ...   Jan 26 2023, 09:33 PM
marine   "ვინც საკუთარ თავ...   Jan 28 2023, 08:35 PM
marine   "თუ ვინმე ყურადღე...   Jan 29 2023, 10:05 PM
marine   "ჩვენი ყველანაირ...   Jan 30 2023, 03:36 PM
marine   "ხშირი ლოცვა უეჭვ...   Feb 1 2023, 03:08 PM
marine   "ვინც ბევრს და გუ...   Feb 1 2023, 03:34 PM
marine   "ლოცვა უსასრულო შ...   Feb 1 2023, 08:19 PM
17 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 10 მომხმარებელი (მათ შორის 10 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th January 2026 - 04:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი