სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 7 2007, 12:16 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად. თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ. ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ. ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს. ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს. ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება. ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა. სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს. თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ. „...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად! ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ! ვილოცოთ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი May 7 2007, 12:16 AM
marine "ჩვენთვის აუცილე... Feb 2 2023, 03:46 PM
marine "ნამდვილი ლოცვა, ... Feb 3 2023, 03:59 PM
marine "თანამედროვე მსო... Feb 3 2023, 07:45 PM
marine "წმინდა იოანე კარ... Feb 3 2023, 08:20 PM
marine "ლოცვა - ესაა უფალ... Feb 4 2023, 02:04 PM
marine "რთულია ლოცვითი ღ... Feb 4 2023, 02:43 PM
marine "თუ როგორია წყურვ... Feb 4 2023, 07:25 PM
marine "მამა გაბრიელი [ა... Feb 9 2023, 08:25 PM
marine "როცა გული წერსრი... Feb 13 2023, 09:28 PM
marine "ბევრი ამბობს ლოც... Feb 27 2023, 08:55 PM
marine "პირველ რიგში, მო... Mar 8 2023, 08:52 PM
marine "ლოცვის დროს ყურა... Mar 8 2023, 09:20 PM
marine "ვისაც არა აქვს გ... Mar 9 2023, 04:07 PM
marine "იფხიზლეთ და ფრთხ... Mar 9 2023, 04:39 PM
marine "ის, ვინც გამუდმე... Mar 9 2023, 07:11 PM
marine "როცა ლოცულობთ, ა... Mar 10 2023, 02:08 PM
marine "ერთმა ძველმა მამ... Mar 10 2023, 02:24 PM
marine "როდესაც ცეცხლი ა... Mar 10 2023, 02:39 PM
marine "ლოცვის დროს კვლა... Mar 10 2023, 03:11 PM
marine "ნუ განარისხებთ ღ... Mar 10 2023, 08:19 PM
marine "ლოცვა დიდად საჭი... Mar 11 2023, 07:48 PM
marine "ღმერთი არ დაგვტო... Mar 24 2023, 01:28 PM
marine "უშფოთველობის და... Mar 24 2023, 08:10 PM
marine "აზროვნებას მეტა... Mar 29 2023, 06:50 PM
marine "ერთი მოძღვარი წე... Mar 30 2023, 08:57 PM
marine "მთელი დღე მშვიდო... Apr 5 2023, 09:39 PM
marine "გონისმიერი ლოცვ... Apr 12 2023, 03:37 PM
marine "გონისმიერი ლოცვ... Apr 12 2023, 04:06 PM
marine "ჭვრეტა წინ უსწრე... Apr 12 2023, 08:48 PM
marine "შვილო, როცა მდუმ... Apr 13 2023, 06:15 PM
marine "მბრდღვინავ ლომე... Apr 13 2023, 08:15 PM
marine "წმინდა მამათა თა... Apr 17 2023, 08:27 PM
marine "ლოცვა ჩვენი სული... Apr 17 2023, 10:12 PM
marine "ამრიგად, უნდა ვა... Apr 18 2023, 06:30 PM
marine "როცა საკონდიტრო... Apr 18 2023, 06:58 PM
marine "ადამიანი რამდენ... Apr 19 2023, 08:57 PM
marine "ეკლესიაში მრავა... Apr 19 2023, 09:35 PM
marine "გონების საქმის დ... Apr 20 2023, 08:20 PM
marine "ჩენ ვიცით, რომ შვ... Apr 24 2023, 02:45 PM
marine "ლოცვის დროს, მთე... May 9 2023, 06:15 PM
marine "როცა ფეხებზე დგო... May 9 2023, 06:31 PM
marine "წმინდა ისააკ ასუ... May 9 2023, 08:52 PM
marine "უძვირფასესი სულ... May 10 2023, 05:27 PM
marine "ლოცვა სიმდაბლეს... May 11 2023, 03:31 PM
marine "შინაგანი საქმიე... May 11 2023, 05:30 PM
marine "ყოველგვარი კეთი... May 13 2023, 08:43 PM
marine "ლოცვას კი ნურავი... May 13 2023, 09:58 PM
marine "როგორც გვიბრძან... May 14 2023, 08:22 PM
marine "ჩვენი სული ლოცვი... May 14 2023, 08:37 PM
marine "...სამოსელს ერთი ვ... May 15 2023, 09:09 PM
marine "იმათ, ვინც ცოტას ... May 17 2023, 05:41 PM
marine "რაც შეეხება სული... Jun 4 2023, 08:13 PM
marine "მე ვსუნთქავ და ა... Jun 8 2023, 04:51 PM
marine "ლოცვა - ესაა კედე... Jun 11 2023, 08:05 PM
marine "ბერი ტროფიმეს [ო... Jun 12 2023, 08:38 PM
marine "მამა ვასილის [ოპ... Jun 14 2023, 02:13 PM
marine "ამა თუ იმ ფორმით ... Jun 14 2023, 05:47 PM
marine "მნათე ანდრეი სუს... Jun 15 2023, 01:15 PM
marine "ვინც ჭეშმარიტი ლ... Jun 18 2023, 05:26 PM
marine "ლოცვის სიკეთე რა... Jun 20 2023, 08:06 PM
marine "ლოცვა თავისი ბუნ... Jun 22 2023, 03:47 PM
marine "ლოცვა უმაღლესი ღ... Jun 22 2023, 04:17 PM
marine "გაუძღომლად ლოცვ... Jun 22 2023, 04:36 PM
marine "უფლის წინაშე წარ... Jun 22 2023, 05:09 PM
marine "ადამიანები სხვა... Jun 22 2023, 06:54 PM
marine "40. ნუ იტყვი: დიდხა... Jun 22 2023, 07:11 PM
marine "56. ლოცვის დროს არ ... Jun 22 2023, 07:30 PM
marine "ჭეშმარიტი სიმამ... Jun 22 2023, 07:48 PM
marine "თუკი სიმდაბლით დ... Jun 22 2023, 08:03 PM
marine "მამა ანდრონიკეს ... Jun 22 2023, 08:18 PM
marine "ღვთის ხილვა ადამ... Jun 22 2023, 08:38 PM
marine "როგორც მხედველო... Jun 22 2023, 08:52 PM
marine "არა მხოლოდ ხორცი... Jun 22 2023, 10:05 PM
marine "ჭამის წინა და შე... Jun 29 2023, 10:49 AM
marine "ლოცვა დღეღამიურ... Jun 30 2023, 06:32 PM
marine "ივდითის წიგნში ღ... Jun 30 2023, 07:01 PM
marine "ლოცვა გვანიჭებს ... Jun 30 2023, 08:23 PM
marine "წმ. მამები გვასწ... Jul 1 2023, 11:27 AM
marine "ნამდვილი ლოცვა ღ... Jul 2 2023, 08:31 PM
marine "ლოცვა ქრისტიანუ... Jul 2 2023, 08:55 PM
marine "ილოცე, ილოცე, თან... Jul 2 2023, 09:21 PM
marine "ყველანაირი ლოცვ... Jul 3 2023, 07:59 PM
marine "რას ნიშნავს განუ... Jul 3 2023, 08:14 PM
marine "სანამ უფლისადმი ... Jul 3 2023, 08:28 PM
marine "მახსენდება ძველ... Jul 5 2023, 09:04 PM
marine "თუ შენი მოფარფატ... Jul 5 2023, 09:19 PM
marine "სამი ყველაზე უბრ... Jul 5 2023, 09:34 PM
marine "ლოცვის სახლი არი... Jul 8 2023, 07:40 PM
marine "გთხოვთ, უმეტესწი... Jul 8 2023, 07:54 PM
marine "როდესაც ლოცვის დ... Jul 9 2023, 04:36 PM
marine "დაბოლოს, ლოცვას ... Jul 9 2023, 05:02 PM
marine "ნამდვილი ლოცვა წ... Jul 9 2023, 05:24 PM
marine "რაც შეეხება შენს... Jul 9 2023, 09:42 PM
marine "წმინდა მამათა აზ... Jul 10 2023, 04:44 PM
marine "წმინდა მამათა აზ... Jul 10 2023, 04:44 PM
marine "როდესაც ადამიან... Aug 1 2023, 07:37 PM
marine "ლოცვის სასწავლე... Aug 1 2023, 07:51 PM
marine " - როდის დაწესდა წ... Aug 2 2023, 07:36 PM
marine "უფალი ლოცვას აძლ... Aug 3 2023, 07:49 PM
marine "ნეტარი აღათონი ა... Aug 3 2023, 08:03 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 04:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი