სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 7 2007, 12:16 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად. თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ. ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ. ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს. ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს. ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება. ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა. სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს. თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ. „...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად! ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ! ვილოცოთ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი May 7 2007, 12:16 AM
marine "ლოცვის დროს სითბ... Aug 5 2023, 09:45 PM
marine "ნუთუ არ შეგინიშნ... Aug 6 2023, 05:06 PM
marine "ჩვეულებრივ, სული... Aug 6 2023, 05:23 PM
marine "რაც დაუდევრად იქ... Aug 9 2023, 04:48 PM
marine "ერთხელ ჩემს სული... Aug 9 2023, 05:39 PM
marine " - ღირსი მარკოზ გა... Aug 9 2023, 08:09 PM
marine "დიახ, ტკბილია ლო... Aug 10 2023, 08:04 PM
marine "სულიერ ცხოვრება... Aug 10 2023, 08:18 PM
marine "უფალი აძლევს ლოც... Aug 11 2023, 05:34 PM
marine "უფალმა გაკურთხო... Aug 11 2023, 05:48 PM
marine "გირჩევ, მაგრამ ე... Aug 11 2023, 06:12 PM
marine "ყველა ლოცვა დაწე... Sep 5 2023, 07:55 PM
marine "ოპეტელმა მამებმ... Sep 5 2023, 08:16 PM
marine "ლოცვა მსიამოვნე... Sep 6 2023, 08:29 PM
marine "ლოცვის დროს მნიშ... Sep 7 2023, 08:00 PM
marine "მაგრამ გვაქვს კი... Sep 8 2023, 05:48 PM
marine "როდესაც გონება ლ... Sep 10 2023, 04:16 PM
marine "თავად უფალი გვას... Sep 11 2023, 08:35 PM
marine "თუ მორჩილებას არ... Sep 12 2023, 08:07 PM
marine "ილოცეთ ისე, რომ გ... Sep 12 2023, 08:21 PM
marine "სიტყვები ყურში შ... Sep 14 2023, 03:33 PM
marine "უფრო მეტად სხვებ... Sep 15 2023, 08:00 PM
marine "როდესაც გყავს კა... Sep 16 2023, 05:39 PM
marine "ადამიანთა ღრიან... Sep 18 2023, 08:14 PM
marine "ჭეშმარიტი ლოცვა ... Oct 5 2023, 04:22 PM
marine "ლოცვა ღვთისაგან ... Oct 5 2023, 05:16 PM
marine "დადუმდით, რომ ილ... Oct 5 2023, 09:12 PM
marine "მღვდელმთავარი ე... Nov 1 2023, 02:10 PM
marine "ხანდახან სოფლელ... Nov 10 2023, 07:34 PM
marine "საერთოდ, ჩვევაში... Nov 16 2023, 08:41 PM
marine "რეკომენდებული ლ... Nov 23 2023, 07:19 PM
marine "შინაგანი ლოცვა მ... Dec 5 2023, 01:23 PM
marine "უფალს უწყვეტი ლო... Dec 5 2023, 01:41 PM
marine "და რამდენადაც მა... Dec 8 2023, 09:33 PM
marine "ერთხელაც ღია ცის... Dec 9 2023, 08:19 PM
marine "თვით ლოცვაც კი, თ... Dec 16 2023, 12:01 PM
marine "ყველაზე აუცილებ... Dec 19 2023, 01:51 PM
marine "ერთ აუჩქარებელ, ... Dec 25 2023, 07:39 PM
marine "წმიდა მამათა მიხ... Dec 28 2023, 03:12 PM
marine "თუკი სული უძლური... Jan 7 2024, 07:32 PM
marine "მამა პაისი [ათონ... Jan 8 2024, 04:09 PM
marine "დღისით ბევრს შრო... Jan 9 2024, 08:14 PM
marine "თუ არ განვამტკიც... Jan 10 2024, 08:41 PM
marine "მეც ვეკითხებოდი ... Jan 11 2024, 07:34 PM
marine "ერთი მოხუცი ბერი... Jan 11 2024, 08:51 PM
marine "პატარა ბავშვები... Jan 21 2024, 08:17 PM
marine "ძალიან კარგი იქნ... Jan 24 2024, 02:15 PM
marine "ჩვენი ლოცვები არ... Feb 4 2024, 04:46 PM
marine "ნურც ერთ საქმეს ... Feb 6 2024, 04:48 PM
marine "დღის მანძილზე ეც... Feb 6 2024, 05:20 PM
marine "მოწყალე თხოვნებ... Feb 13 2024, 04:07 PM
marine "თქვენი ნებართვი... Feb 25 2024, 03:58 PM
marine "არავინ უარყოფს, ... Feb 25 2024, 07:14 PM
marine "წარმოიდგინეთ: ვი... Feb 26 2024, 01:16 PM
marine "მე უნდა გავაღვიძ... Feb 27 2024, 08:04 PM
marine "უსარგებლოა ლიტუ... Mar 2 2024, 09:33 PM
marine "ლოცვა - ეს სულის გ... Mar 4 2024, 08:55 PM
marine "მუდამ გვეჩვენებ... Mar 5 2024, 06:55 PM
marine "ლოცვა - ეს ღმერთი... Mar 7 2024, 04:46 PM
marine "აღვლენილი ლოცვე... Mar 7 2024, 05:09 PM
marine "იმისთვის, რომ ვი... Mar 9 2024, 05:48 PM
marine "ყოველი ადამიანი,... Mar 9 2024, 09:06 PM
marine "ლოცვა - ეს ადამია... Mar 26 2024, 09:31 PM
marine "ლოცვაში უნდა იყო... Mar 27 2024, 04:35 PM
marine "ლოცვა მცნებების ... Mar 27 2024, 04:55 PM
marine "ლოცვა - ეს ყველაზ... Mar 27 2024, 05:11 PM
marine "ლოცვა - ეს პასუხი... Mar 28 2024, 09:25 PM
marine "თუკი ლოცვის სიტყ... Mar 28 2024, 09:54 PM
marine "მრავალმეტყველი ... Mar 31 2024, 03:08 PM
marine "ლოცვა სინანულის ... Mar 31 2024, 05:03 PM
marine "ლოცვას არა შრომა... Mar 31 2024, 05:23 PM
marine "ღვთის სახელი ისე... Mar 31 2024, 07:32 PM
marine "როცა ადამიანი ლო... Apr 4 2024, 02:37 PM
marine "კითხვა: რას იძენ... Apr 4 2024, 04:04 PM
marine "ლოცვის სიტყვები ... Apr 4 2024, 04:19 PM
marine "ღატაკსაც შეუძლი... Apr 6 2024, 08:28 PM
marine "ადამიანის ცხოვრ... Apr 7 2024, 08:47 PM
marine "ლოცვას სინანული... Apr 7 2024, 09:01 PM
marine "მხოლოდ ლოცვაში შ... Apr 8 2024, 09:18 PM
marine "წმიდა მამები ლოც... Apr 9 2024, 01:24 PM
marine "ლოცვა - ეს სისპეტ... Apr 10 2024, 05:12 PM
marine "მე მახსენდება ძვ... Apr 20 2024, 12:54 PM
marine " - მამაო, რას ნიშნ... Apr 21 2024, 09:37 PM
marine "ვინც ქრისტეს ელა... Apr 24 2024, 08:26 PM
marine "- მამაო, იოანე სინ... Apr 24 2024, 08:45 PM
marine "თუ ქრისტესთან მდ... Apr 24 2024, 09:30 PM
marine "როცა ადამიანი ღმ... Apr 25 2024, 01:35 PM
marine "- თუმცა, მამაო, რო... Apr 27 2024, 07:44 PM
marine "ბოლოს, როცა ლოცვ... Apr 27 2024, 10:07 PM
marine " - მამაო, რა გვიშლ... Apr 28 2024, 06:57 PM
marine "ამბა ისააკი ამბო... Apr 29 2024, 01:57 PM
marine "რამდენადაც მეტს ... Apr 29 2024, 02:11 PM
marine "ჩემს კალივში ერთ... Apr 29 2024, 08:43 PM
marine "არ შეიძლება დღემ... Apr 30 2024, 07:27 PM
marine " - მამაო, ასეთი და... Apr 30 2024, 07:43 PM
marine " - მამაო, ადამიანე... May 2 2024, 03:31 PM
marine " - მამაო, როდესაც ... May 2 2024, 06:56 PM
marine " - მამაო, ზოგჯერ მ... May 3 2024, 02:50 PM
marine "ჩვენი ლოცვა უნდა... May 7 2024, 08:18 PM
marine "წმინდა ნილოსი თა... May 10 2024, 01:43 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 03:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი