სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 7 2007, 12:16 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად. თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ. ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ. ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს. ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს. ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება. ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა. სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს. თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ. „...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად! ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ! ვილოცოთ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი May 7 2007, 12:16 AM
marine "როგორც ძლიერი ქა... May 11 2025, 06:54 PM
marine "ყველაზე მნიშვნე... Jun 3 2025, 09:36 PM
marine "ჩვენი ლოცვები შე... Jun 4 2025, 10:00 PM
marine "ჩვენი ლოცვები შე... Jun 4 2025, 10:00 PM
marine "ლოცვისას მარტო კ... Jun 7 2025, 05:59 PM
marine "ლოცვის ერთი წვეთ... Jun 13 2025, 09:25 PM
marine "ლოცვაში წარმატე... Jun 17 2025, 07:59 PM
marine "ვისთვისაც ქრისტ... Jun 18 2025, 12:02 PM
marine "ბერი იაკობი ამბო... Jun 18 2025, 06:17 PM
marine "ლოცვით ყველაფერ... Jun 19 2025, 04:08 PM
marine "ბერი იერონიმე ამ... Jun 19 2025, 09:30 PM
marine "როცა გიკვდება დე... Jun 20 2025, 02:41 PM
marine "იცი, როგორი დიდი ... Jun 20 2025, 02:59 PM
marine "ნეტარ აპოლონს ის... Jun 27 2025, 11:21 AM
marine "ლოცვა გალავანია ... Jul 7 2025, 09:00 PM
marine "არ არის საჭირო ა... Jul 24 2025, 01:59 PM
marine "შინაგანი ლოცვა ყ... Jul 27 2025, 03:23 PM
marine "თუ დილის ლოცვებს... Jul 29 2025, 11:25 AM
marine "ადით ტრანსპორტშ... Jul 30 2025, 11:21 AM
marine "- ხუცესო, ლოცვა თუ... Jul 31 2025, 06:11 PM
marine "მეტი მოქმედება კ... Aug 1 2025, 09:51 AM
marine "რა თქმა უნდა, უფა... Aug 19 2025, 04:15 PM
marine "როგორც ვიწროყელ... Aug 21 2025, 12:45 PM
marine "თუ ვინმეს ეწვევა... Aug 26 2025, 07:28 PM
marine "ვისაც უყვარს ტან... Aug 27 2025, 08:19 PM
marine "ვისაც უყვარს ტან... Aug 27 2025, 08:19 PM
marine "ლოცვა - დიდებული ... Aug 27 2025, 08:32 PM
marine "ლოცვა მარხვითურ... Aug 29 2025, 07:28 PM
marine "ლოცვა მარხვითურ... Aug 29 2025, 07:28 PM
marine "ავადმყოფობისა დ... Aug 30 2025, 09:14 PM
marine "ჩვენი ლოცვები შე... Aug 31 2025, 07:31 PM
marine "ამბობენ ხოლმე, ი... Sep 8 2025, 11:53 AM
marine "ყურადღების გარე... Sep 16 2025, 07:15 PM
marine "თუ ლოცვისას სათა... Sep 19 2025, 02:48 PM
marine "უფრო მეტად სხვებ... Sep 26 2025, 08:37 PM
marine "უფლისკენ თუ მოვი... Sep 29 2025, 09:37 PM
marine "თუ ლოცვის დროს ტ... Oct 7 2025, 03:09 PM
marine "განიწმინდეთ თქვ... Oct 13 2025, 06:22 PM
marine "ათონი წმინდა ბერ... Jan 21 2026, 07:56 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 02:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი