სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 7 2007, 12:16 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად. თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ. ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ. ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს. ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს. ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება. ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა. სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს. თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ. „...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად! ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ! ვილოცოთ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი May 7 2007, 12:16 AM
marine "მინდა გითხრათ, რ... Aug 10 2016, 07:42 PM
marine "ლოცვა მადლმოსილ... Aug 11 2016, 08:35 PM
marine "ადამიანი მოწადი... Aug 13 2016, 10:13 PM
marine "რად გინდა ბაგე ლ... Aug 16 2016, 05:56 PM
marine "თუ ადამიანმა ხორ... Aug 17 2016, 11:54 AM
marine "ვერავინ გაბედავ... Aug 17 2016, 07:55 PM
marine "მარადისი ლოცვით... Aug 18 2016, 01:58 PM
marine "ლოცვისათვის უჩვ... Aug 21 2016, 01:53 PM
marine "ლოცვას კი ნუ ვეძ... Aug 22 2016, 07:03 PM
marine "შინაგანი ცხოვრე... Aug 25 2016, 11:13 AM
marine "ყოველ ჩვენგანს შ... Aug 27 2016, 02:06 PM
marine "გონისმიერი ლოცვ... Aug 27 2016, 08:00 PM
marine "განმხოლოებული ლ... Aug 29 2016, 12:49 PM
marine "ადამიანი იწმინდ... Sep 2 2016, 09:53 PM
marine "ადამიანის ქრისტ... Sep 3 2016, 10:51 PM
marine "ლოცვისას ეცადე, ... Sep 5 2016, 04:05 PM
marine "როცა მოსე ლოცვის... Sep 5 2016, 04:21 PM
marine "მორწმუნის ლოცვა ... Sep 5 2016, 09:49 PM
marine "რამდენად ძლიერი ... Sep 7 2016, 04:10 PM
marine "ჩვენ უაზრო საუბრ... Sep 11 2016, 08:20 PM
marine "ნუ დაიღლები ქრის... Sep 12 2016, 10:38 AM
marine "ლოცვა ზეცაა მიწა... Sep 18 2016, 09:35 PM
marine "ლოცვა გულშია და ... Sep 18 2016, 09:59 PM
marine "რაც მეტად ვთხოვთ... Sep 19 2016, 12:13 PM
marine "როდესაც ადამიან... Sep 19 2016, 12:25 PM
marine "არ დაგავიწყდეს, ... Sep 19 2016, 09:28 PM
marine "მრავალი ლოცვას ი... Sep 20 2016, 11:30 AM
marine "ლოცვა - ღმერთთან ... Sep 28 2016, 10:11 PM
marine "ლოცვას სათნოებე... Sep 29 2016, 07:46 PM
marine "გასაოცრად ჭკვია... Sep 29 2016, 08:27 PM
marine "თუ მუდმივად ლოცუ... Sep 30 2016, 08:52 PM
marine "ლოცვამ უნდა შეგც... Oct 1 2016, 11:21 AM
marine "ღვთის ხსოვნას იწ... Oct 1 2016, 09:57 PM
marine "ისწავლე საკუთარ... Oct 5 2016, 12:26 PM
marine "ერთადერთი მართა... Oct 5 2016, 12:42 PM
marine "ყველა სახის ლოცვ... Oct 9 2016, 10:51 PM
marine "ყოველი ლოცვა აბს... Oct 12 2016, 05:48 PM
marine "ლოცვა პრაქტიკულ... Oct 12 2016, 10:05 PM
marine "წმინდა მამები გვ... Oct 16 2016, 09:41 PM
marine "ჭეშმარიტი ლოცვა ... Oct 18 2016, 07:05 PM
marine "მართალი ლოცვა რო... Oct 23 2016, 01:22 PM
marine "მცირედ არ შერაცხ... Oct 24 2016, 10:25 AM
marine "ვაჟკაცურად უნდა ... Oct 24 2016, 04:05 PM
marine "გონებრივი, შინაგ... Oct 24 2016, 07:25 PM
marine "იატაკამდი მუხლმ... Oct 26 2016, 09:30 PM
marine "წინასწარმეტყვე... Oct 26 2016, 09:43 PM
marine "ღმერთი ყურს არ უ... Oct 30 2016, 01:13 PM
marine "უპირველესად ლოც... Oct 30 2016, 01:26 PM
marine "ლოცვისას მტკიცე... Oct 30 2016, 09:17 PM
marine "ლოცვა სატანჯველ... Oct 30 2016, 09:30 PM
marine "ლოცვისას გონები... Oct 31 2016, 11:12 PM
marine "როცა ლოცვაზე დად... Nov 2 2016, 08:00 PM
marine "ამბობდნენ, რომ ა... Nov 7 2016, 10:44 PM
marine "მარხვის გარეშე ლ... Nov 7 2016, 10:58 PM
marine "ლოცვა ორმხრივ ქმ... Nov 8 2016, 11:56 AM
marine "როცა გაძლიერებუ... Nov 9 2016, 12:07 PM
marine "ლოცვა სულიერი აგ... Nov 9 2016, 12:23 PM
marine "ყოველთვის ის გან... Nov 17 2016, 10:50 PM
marine "ლოცვებში ხშირად ... Nov 18 2016, 10:25 AM
marine "სიფხიზლე მჭიდრო... Nov 19 2016, 08:48 PM
marine "ლოცვა აუჩქარებლ... Nov 19 2016, 09:40 PM
marine "სიცოცხლე და ლოცვ... Nov 20 2016, 07:28 PM
marine "კართა მიღმა რჩებ... Nov 28 2016, 01:42 PM
marine "ბერისთვის წარმო... Nov 29 2016, 10:40 AM
marine "ბეჯითად და იძულე... Dec 1 2016, 11:09 PM
marine "არავინ დარჩება ხ... Dec 2 2016, 12:13 PM
marine "გულმოდგინებისა ... Dec 3 2016, 09:59 PM
marine "ერთხელ, გვალვს დ... Dec 6 2016, 02:24 PM
marine "აღასრულებდა მონ... Dec 7 2016, 12:41 PM
marine "შუაღამისას წამო... Dec 12 2016, 08:55 PM
marine "ჩვენ ბევრი და ტკ... Dec 14 2016, 09:34 PM
marine "რომელიც თავისი ნ... Dec 21 2016, 05:46 PM
marine "მყუდროება თავის... Dec 26 2016, 08:17 PM
marine "მამა ნიკიფორე [კ... Jan 4 2017, 11:26 AM
marine "ნუ შეწყვეტ ლოცვა... Jan 17 2017, 07:24 PM
marine "რაც უფრო მეტად ვ... Jan 19 2017, 06:55 PM
marine "გაყინულ, ანდა წვ... Feb 7 2017, 08:41 PM
marine "ლოცვა, ეს არის ღვ... Feb 8 2017, 09:05 PM
marine "მადა ჭამაში მოდი... Feb 10 2017, 07:17 PM
marine "როცა ლოცვა - საქმ... Feb 12 2017, 11:20 PM
marine "მცირედ გაისარჯე,... Feb 13 2017, 12:02 PM
marine "მარადის უნდა ვით... Feb 13 2017, 08:33 PM
marine "ცდილობდა, რომ ყო... Feb 15 2017, 09:37 PM
marine "როცა დროს მოიგდე... Feb 17 2017, 10:59 PM
marine "პური ჩვენი არსობ... Feb 21 2017, 03:07 PM
marine "თუ მიუტევებ და მ... Feb 24 2017, 05:12 PM
marine "თუ ადამიანი ღმერ... Mar 1 2017, 10:54 AM
marine "რამდენი ლოცვაცა... Mar 9 2017, 02:59 PM
marine "ნელი წაკითხვა [ლ... Mar 16 2017, 10:49 AM
marine "როკვისა წილ მუხლ... Mar 20 2017, 10:27 PM
marine "ლოცვა-ვედრებით გ... Mar 21 2017, 09:51 AM
marine "თვალსაჩინოა, რომ... Mar 21 2017, 10:06 AM
marine "რა ძნელია ადგე დ... Mar 23 2017, 11:40 AM
marine "ვისაც ქრისტე სწყ... Mar 24 2017, 12:02 PM
marine მამა პართენი [აფცი... Mar 28 2017, 10:21 PM
marine - ლოცვისას მიჩნდებ... Mar 29 2017, 11:32 AM
marine მამა პაისი ჰყვებოდ... Mar 30 2017, 11:52 AM
marine "უძილო ლოცვა" Apr 1 2017, 09:04 PM
marine "ლოცვა კი ბაგეთაგ... Apr 2 2017, 01:33 PM
marine "საზოგადოდ, ლოცვი... Apr 2 2017, 10:07 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 03:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი