IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი   May 7 2007, 12:16 AM
marine   "ვალერი სლეზინი [...   Apr 5 2017, 12:52 PM
marine   "რამდენჯერაც რწმ...   Apr 7 2017, 01:33 PM
marine   "რელიგიური ის არი...   Apr 7 2017, 01:43 PM
marine   "ადამიანი რომელი...   Apr 11 2017, 11:04 PM
marine   "ვისწავლოთ ლოცვა,...   Apr 11 2017, 11:14 PM
marine   "...და თავი სრულიად...   Apr 12 2017, 02:13 PM
marine   "იოანე [ზედაზნელი...   Apr 17 2017, 04:44 PM
marine   არქიმანდრიტი პართ...   Apr 18 2017, 10:56 AM
marine   "ლოცვა გვეხმარებ...   Apr 19 2017, 09:52 AM
marine   "სულიერი ცხოვრებ...   Apr 19 2017, 12:50 PM
marine   "ლოცვის სიყვარულ...   Apr 19 2017, 01:05 PM
marine   "ვცდილობ ღამე ღმე...   Apr 20 2017, 06:38 PM
marine   "ძმანო! გულწრფე...   Apr 29 2017, 10:56 AM
marine   "უფალს უწყვეტი ლო...   Apr 30 2017, 08:46 PM
marine   "დიდთოვლობის გამ...   May 4 2017, 11:02 AM
marine   "მარადის კეთილია ...   May 5 2017, 11:36 AM
marine   "წმინდა იოსებ ოპტ...   May 7 2017, 09:56 PM
marine   "რაც უფრო ხშირად, ...   May 8 2017, 11:17 PM
marine   "მგზნებარედ მლოც...   May 8 2017, 11:31 PM
marine   "რამდენჯერ სხვის...   May 10 2017, 11:42 AM
marine   "რასაც ღმერთს ვთხ...   May 16 2017, 06:07 PM
marine   "სამწუხაროდ, მრევ...   May 17 2017, 07:18 PM
marine   "გამუდმებით მლოც...   May 29 2017, 07:54 PM
marine   "რა არის ლოცვითი ...   May 29 2017, 08:09 PM
marine   "წმიდა იყავნ სახე...   May 31 2017, 12:08 PM
marine   "გაღივძებისთანა...   Jun 1 2017, 10:28 PM
marine   "1. ნუ შეუდგებით ლო...   Jun 2 2017, 10:56 AM
marine   "თვითონ ადამიანი...   Jun 2 2017, 09:03 PM
marine   "თქვენ გექნებათ ლ...   Jun 2 2017, 09:14 PM
marine   "ნებისმიერი მიდრ...   Jun 3 2017, 09:02 PM
marine   "ლოცვა მცდელობაა,...   Jun 4 2017, 07:25 PM
marine   "მონაზონს ლოცვა ჰ...   Jun 4 2017, 07:45 PM
marine   "შეუძლებელია ილო...   Jun 5 2017, 10:40 AM
marine   "ბერი პორფირე (ბა...   Jun 5 2017, 10:59 AM
marine   "ლოცვის დროს საჭი...   Jun 5 2017, 03:12 PM
marine   "იკითხე აუჩქარებ...   Jun 5 2017, 03:41 PM
marine   "ადამიანი რომელი...   Jun 7 2017, 10:37 AM
marine   "ოპტაში გვყავდა მ...   Jun 10 2017, 07:58 PM
marine   "ლოცვა ნაყოფით შე...   Jun 15 2017, 01:26 PM
marine   "ადამიანი ლოცვის ...   Jun 15 2017, 01:43 PM
marine   "ყველაზე კარგი ლო...   Jun 15 2017, 03:51 PM
marine   "ქმედითი მემყუდრ...   Jun 16 2017, 11:38 AM
marine   "ლოცვა, როგორც ღვ...   Jun 17 2017, 11:39 AM
marine   "უნდა გვახსოვდეს:...   Jun 18 2017, 12:09 PM
marine   "ჩემო საყვარელო ძ...   Jun 18 2017, 12:45 PM
marine   "წმინდანების თქმ...   Jun 18 2017, 05:39 PM
marine   "[მამა იერონიმე ე...   Jun 19 2017, 05:53 PM
marine   "ყველას ვინც ლოცვ...   Jun 20 2017, 09:47 PM
marine   "[ღირსი იოაკიმე] გ...   Jun 24 2017, 02:38 PM
marine   "ხანგრძილივი ლოც...   Jun 26 2017, 11:39 AM
marine   "ჩვენ ლოცვა არ უნ...   Jun 27 2017, 11:37 AM
marine   "ღმერთი ხშირად ლო...   Jun 28 2017, 01:37 PM
marine   "ლოცვისას გულზე უ...   Jun 28 2017, 01:49 PM
marine   "ღმერთი ლოცვისას ...   Jun 29 2017, 01:10 PM
marine   "როცა სხვისი სიტყ...   Jun 30 2017, 11:40 AM
marine   "ლოცვისას უნდა ვმ...   Jul 1 2017, 09:59 PM
marine   "განმზადებასა გუ...   Jul 4 2017, 03:19 PM
marine   "როცა ლოცვით გადი...   Jul 8 2017, 11:36 AM
marine   "ვინც ახლობლებს ლ...   Jul 9 2017, 01:49 PM
marine   "ერთგულება ღვთის...   Jul 10 2017, 11:18 AM
marine   "მამა ხარლამპე დი...   Jul 12 2017, 11:06 AM
marine   "თუ შესუსტდა ლოცვ...   Jul 16 2017, 10:15 PM
marine   "როცა არ იქნებიან...   Jul 17 2017, 11:27 AM
marine   "ლოცულობდა შეურყ...   Jul 17 2017, 11:49 AM
marine   "რაც უფრო ხშირად ...   Jul 18 2017, 10:36 AM
marine   "თბილი რწმენით აღ...   Jul 18 2017, 01:17 PM
marine   "ისე რომ ილოცო - ფე...   Jul 19 2017, 11:10 AM
marine   "ერთ-ერთი მოძღვარ...   Jul 24 2017, 01:53 PM
marine   "მამა ვიტალის (სი...   Jul 27 2017, 12:00 PM
marine   "აზრების მოკრება ...   Jul 28 2017, 10:56 PM
marine   "წმინდა გულში ლოც...   Jul 29 2017, 10:15 AM
marine   "ჩვენი უმთავრესი ...   Jul 31 2017, 04:58 PM
marine   "ლოცვა ნათელს ხდი...   Aug 1 2017, 10:21 AM
marine   "ადამიანი სიმშვი...   Aug 1 2017, 10:44 AM
marine   "შეიძლება შენ არ ...   Aug 1 2017, 03:20 PM
marine   "მყუდროება თავის...   Aug 5 2017, 10:34 AM
marine   "მლოცველი ადამია...   Aug 6 2017, 03:12 PM
marine   "ლოცვისას [ბერი ს...   Aug 9 2017, 12:02 PM
marine   "შინაგანი ლოცვა ს...   Aug 10 2017, 10:27 AM
marine   "ვეცადოთ ლოცვით შ...   Aug 16 2017, 11:44 AM
marine   "ღმერთთან შეხვედ...   Aug 23 2017, 03:11 PM
marine   "შევიყვაროთ ჩვენ...   Aug 25 2017, 10:28 PM
marine   "მაშა დუმილიც მიმ...   Aug 27 2017, 08:32 PM
marine   "ილოცეთ, განუწყვე...   Aug 31 2017, 12:28 PM
marine   "ქრისტეს ნუ ელოდე...   Aug 31 2017, 06:26 PM
marine   "ღმერთთან ურთიერ...   Sep 2 2017, 10:39 PM
marine   "როცა ლოცვა ძლიერ...   Sep 3 2017, 01:31 PM
marine   "ხუთი წუთი მაინც ...   Sep 3 2017, 10:53 PM
marine   "ლოცვა ვარსკვლავ...   Sep 5 2017, 11:42 AM
marine   "როდესაც კაცი გან...   Sep 9 2017, 10:37 AM
marine   "შინაგანი ბრძოლი...   Sep 10 2017, 10:41 PM
marine   "საერთოდ, როდესაც...   Sep 11 2017, 11:49 AM
marine   "დილიდანვე ვაჟკა...   Sep 12 2017, 11:45 AM
marine   "ლოცვაა, რომელიც ...   Sep 14 2017, 10:10 AM
marine   "უფალი დიდად გულმ...   Sep 18 2017, 11:21 AM
marine   "გულში უფლისადმი ...   Sep 23 2017, 09:31 AM
marine   "ლოცვა არის გონებ...   Sep 24 2017, 12:18 PM
marine   „თავი შეიკავე ხილუ...   Sep 24 2017, 09:45 PM
marine   "სრულყოფილი ლოცვ...   Sep 25 2017, 10:14 AM
marine   "დაუდუმებელი ლოც...   Oct 2 2017, 10:29 AM
17 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th January 2026 - 03:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი