სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 7 2007, 12:16 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად. თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ. ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ. ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს. ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს. ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება. ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა. სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს. თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ. „...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად! ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ! ვილოცოთ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი May 7 2007, 12:16 AM
marine "უფალზე ფიქრი გან... Oct 3 2017, 10:06 AM
marine "ღმერთი მოწყალეა ... Oct 5 2017, 11:34 AM
marine "ხსოვნა უფლისა ლო... Oct 6 2017, 10:59 AM
marine "...არც განსჯა თქვე... Oct 10 2017, 09:43 PM
marine "შეეცადეთ, დილის ... Oct 15 2017, 01:41 PM
marine "უბრალოდ, წრფელად... Oct 16 2017, 09:24 AM
marine "ლოცვის დროს ამაღ... Oct 17 2017, 09:49 PM
marine "ლოცვის წინ წმინდ... Oct 19 2017, 10:03 AM
marine "ზოგჯერ უფალი არ ... Oct 19 2017, 12:19 PM
marine "მრავლითა მეტანი... Oct 22 2017, 09:36 PM
marine "ლოცვით დაწყებულ... Oct 25 2017, 10:07 AM
marine "იმეორე ასევე მარ... Oct 26 2017, 07:37 PM
marine "როდესაც დასვენე... Oct 27 2017, 11:31 AM
marine "ჩემი იარაღი ჩემი... Oct 29 2017, 01:54 PM
marine "მამა პაისის უმთა... Oct 30 2017, 12:20 PM
marine "ლოცვაში ადამიან... Oct 30 2017, 03:52 PM
marine "ლოცვა ღამით, როც... Nov 5 2017, 08:42 PM
marine "ნუ დაიწყებ საქმე... Nov 6 2017, 09:34 PM
marine "ხშირად ისმის კით... Nov 7 2017, 10:04 AM
marine "წმინდანის მიმარ... Nov 7 2017, 10:30 PM
marine "სადილის დროს წარ... Nov 7 2017, 10:46 PM
marine "ნუ იზარმაცებ და ... Nov 9 2017, 10:19 AM
marine "საუკეთესო ლოცვა ... Nov 9 2017, 09:24 PM
marine "დღემუდამ ჰმადლო... Nov 15 2017, 02:52 PM
marine "ღირსი სერგის [რა... Nov 15 2017, 03:08 PM
marine "განსაკუთრებული ... Nov 18 2017, 09:42 AM
marine "ღმერთისადმი გონ... Nov 20 2017, 09:15 PM
marine "...ლოცვის სურნელს,... Nov 23 2017, 06:51 PM
marine "ვილოცოთ, ვილოცოთ... Nov 26 2017, 01:46 PM
marine "ღვთისმოშიში ლოც... Nov 27 2017, 06:26 PM
marine "მოთმინებით აღიჭ... Nov 29 2017, 09:01 PM
marine "უფალი განსაკუთრ... Dec 1 2017, 09:57 PM
marine ფსალმუნი 65
19. "კურ... Dec 13 2017, 01:23 PM
marine "უაღრესად მლოცვე... Dec 13 2017, 01:53 PM
marine “ღამით სულიერ საქმ... Dec 13 2017, 07:12 PM
marine "რა თქმა უნდა, ბედ... Dec 17 2017, 02:42 PM
marine "ჩაძინება იესოს ლ... Dec 17 2017, 11:02 PM
marine "ნებისმიერი ადამ... Dec 18 2017, 10:32 AM
marine "ლოცვის გარეშე დღ... Dec 18 2017, 09:42 PM
marine "სიხარულის ცრემლ... Dec 19 2017, 08:03 PM
marine "კატეგორიულად არ ... Dec 20 2017, 08:21 PM
marine "საკმარისია დახმ... Dec 21 2017, 08:14 PM
marine "ის [უმოკლესი ლოც... Dec 22 2017, 09:10 PM
marine "...სიყვარული და თა... Dec 26 2017, 10:12 PM
marine "მწუხარება გვასწ... Dec 27 2017, 01:55 PM
marine "როგორც სიყვარულ... Dec 30 2017, 10:21 AM
marine "მემყუდროებრივ ლ... Jan 5 2018, 10:53 AM
marine "სწრაფი, გაუგებარ... Jan 6 2018, 10:29 AM
marine "ჩვენ რომ უფალს ვ... Jan 15 2018, 02:06 PM
marine "გულმოდგინე ლოცვ... Jan 15 2018, 06:09 PM
marine "მის ლოცვებს ქვის... Jan 16 2018, 07:56 PM
marine "სად არის ლოცვა? თ... Jan 16 2018, 09:20 PM
marine "მთელ ღამეს ლოცვა... Jan 18 2018, 09:24 PM
marine "უძილო ლოცვა" Jan 20 2018, 08:54 PM
marine "ლოცვა მართალთა, ... Jan 21 2018, 06:31 PM
marine "სამწუხაროდ, დღეს... Jan 23 2018, 03:23 PM
marine "ცრემლმორეული ლო... Jan 24 2018, 11:37 AM
marine "ილოცე ცრემლებით,... Jan 25 2018, 07:05 PM
marine "მიენდეთ ღვთის გა... Feb 1 2018, 02:58 PM
marine "სულის ლოცვით" Feb 1 2018, 03:22 PM
marine "ითხოვე ის, რაც ღი... Feb 5 2018, 06:41 PM
marine "ლოცვა თავმდაბლუ... Feb 5 2018, 07:14 PM
marine "ერთი წამიც შეიძლ... Feb 7 2018, 08:08 PM
marine "ვილოცოთ არა უდებ... Feb 7 2018, 11:03 PM
marine "- ზოგჯერ ძალიან მ... Feb 8 2018, 08:34 PM
marine "რამდენ დროსაც გა... Feb 16 2018, 02:09 PM
marine "ლოცვით მშვენდებ... Feb 19 2018, 08:04 PM
marine "ლოცვა ეს არის ად... Feb 21 2018, 11:31 AM
marine "ესაია წუხდა თავი... Feb 22 2018, 10:44 PM
marine "ადამიანი მოწიწე... Feb 22 2018, 11:11 PM
marine "ვისაც სურს, მეცნ... Feb 24 2018, 09:15 AM
marine "ერთხელ საკურთხე... Mar 13 2018, 08:49 PM
marine "ღვარძლიანი გული... Mar 16 2018, 05:04 PM
marine "მუდამ დაუღალავი ... Mar 17 2018, 10:53 AM
marine "ლოცვით საკუთარ თ... May 3 2018, 09:43 PM
marine "ლოცვის, როგორც ღ... May 4 2018, 04:18 PM
marine "- რასაც ლოცვაში ვ... May 17 2018, 06:19 PM
marine "გაბრიელ ბერი ეკი... May 18 2018, 08:23 PM
marine "წლის განმავლობა... May 20 2018, 06:23 PM
marine "როცა ღვთის მადლშ... May 31 2018, 09:27 PM
marine "ადამიანი, რომელი... Jun 11 2018, 08:35 PM
marine "როცა ვლოცულობ, თ... Jun 21 2018, 12:37 PM
marine "სკვნილზე ვკითხე ... Jun 21 2018, 09:36 PM
marine "ქრისტიანის სულს ... Jun 29 2018, 05:49 PM
marine "ლოცვა არის გონებ... Jun 30 2018, 09:30 PM
marine "ადამიანი ხშირად ... Jul 11 2018, 04:48 PM
marine "წარვთქვი ლოცვა... Jul 16 2018, 10:26 PM
marine "ლოცვისას კაცმა თ... Jul 16 2018, 10:40 PM
marine "როგორიცაა შენი ლ... Jul 19 2018, 08:39 PM
marine "კავშირი ადამიან... Jul 19 2018, 08:54 PM
marine "იკითხეთ მზა ლოცვ... Jul 22 2018, 10:01 AM
marine "თუ ჩვენ ვლოცულობ... Jul 27 2018, 08:43 PM
marine "ლოცვა ღვთისა და ... Aug 6 2018, 08:07 PM
marine "წმინდა ნიკოდიმო... Aug 6 2018, 08:22 PM
marine "ლოცა ისე უნდა უყ... Aug 22 2018, 04:15 PM
marine "თუკი გულით შესთხ... Aug 23 2018, 09:33 PM
marine "ლოცვა ჩვენი დამც... Aug 29 2018, 05:05 PM
marine "გულში ყოველთვის ... Aug 30 2018, 08:38 PM
marine "თუ ამქვეყანაზე ე... Aug 31 2018, 10:22 PM
marine "ლოცვისადმი გულმ... Sep 2 2018, 04:32 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 05:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი