IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი   May 7 2007, 12:16 AM
marine   "უწმინდესმა შვიდ...   Sep 2 2018, 06:35 PM
marine   "როგორ შეიძლება ლ...   Sep 3 2018, 07:33 PM
marine   "წმინდა მამათა გა...   Sep 9 2018, 08:21 PM
marine   "რომ წარემართოთ ლ...   Sep 14 2018, 09:49 PM
marine   "არც ერთი ლოცვა, ა...   Sep 28 2018, 07:01 PM
marine   "ვიდრე ფეხები გემ...   Oct 16 2018, 07:08 PM
marine   "ერთმა ახალგაზრდ...   Oct 19 2018, 12:26 PM
marine   "ლოცვაზე უფრო რთუ...   Oct 25 2018, 01:09 PM
marine   "ვისაც უფალი უყვა...   Oct 27 2018, 08:30 PM
marine   "- რა არის უმთავრე...   Oct 27 2018, 08:49 PM
marine   "თუ გსურს წმინდად...   Oct 30 2018, 08:18 PM
marine   "თუ ვინმე უფლის მ...   Oct 30 2018, 08:37 PM
marine   „ერთი სამხედრო, რო...   Nov 1 2018, 11:11 PM
marine   "უფლის მრავალი წყ...   Nov 5 2018, 01:45 PM
marine   "- მამაო, როცა მორჩ...   Nov 8 2018, 05:14 PM
marine   "მოუკლებლად ლოცუ...   Nov 8 2018, 05:40 PM
marine   "თუ გაიღვიძებ ღამ...   Dec 5 2018, 06:51 PM
marine   "ასე რომ, ძმაო, თუ ...   Dec 8 2018, 11:10 AM
marine   "როდესაც დრო მოაწ...   Dec 8 2018, 11:21 AM
marine   "ამ განწყობით წარ...   Dec 8 2018, 07:39 PM
marine   "ბევრია კეთილი სა...   Dec 20 2018, 08:30 PM
marine   "ხშირი ლოცვა, რა მ...   Dec 24 2018, 08:43 PM
marine   "მაგრამ არ ვიძალა...   Jan 13 2019, 07:40 PM
marine   "ჭეშმარიტი ლოცვი...   Jan 19 2019, 02:46 PM
marine   "უნდა გახსოვდეთ, ...   Jan 29 2019, 11:45 AM
marine   "ყოველი საქმის და...   Feb 11 2019, 07:45 PM
marine   "ადამიანის სული ლ...   Feb 12 2019, 07:06 PM
marine   "გულწრფელი ლოცვა ...   Feb 14 2019, 03:22 PM
marine   "შინ ლოცვა შეიძლე...   Feb 22 2019, 06:57 PM
marine   "ლოცვა, ისევე როგ...   Feb 26 2019, 05:15 PM
marine   "უფლის ყურამდე მხ...   Mar 4 2019, 02:54 PM
marine   "უგულისყურო ლოცვ...   Mar 7 2019, 06:28 PM
marine   "ნელა და გარკვევი...   Apr 23 2019, 03:09 PM
marine   "ლოცვისას ჩვენ უფ...   May 18 2019, 09:38 PM
marine   "ლოცვა გულს მოითხ...   Jun 4 2019, 10:35 PM
marine   "წმიდა თეოფანე და...   Jun 12 2019, 12:16 PM
marine   "დიდიც და მცირეც - ...   Jun 12 2019, 10:30 PM
marine   "სრულყოფილთა ხვე...   Jul 4 2019, 04:42 PM
marine   "როდესაც ადამიან...   Jul 18 2019, 07:47 PM
marine   "ჩვენ ხშირად არ ვ...   Jul 19 2019, 12:05 PM
marine   "რაც ვითხოვე, არა...   Jul 19 2019, 08:30 PM
marine   "როცა უფალს რაღაც...   Jul 21 2019, 07:20 PM
marine   "დილის ლოცვებს ბე...   Jul 21 2019, 07:46 PM
marine   "შეიძლება ლოცვის ...   Aug 3 2019, 09:34 PM
marine   "გულიდან გამოსულ ...   Aug 5 2019, 12:14 PM
marine   "როცა ადამიანი დი...   Aug 7 2019, 09:33 PM
marine   "ღმერთი მატერიალ...   Aug 8 2019, 09:12 PM
marine   "კითხვა: როგორ ვე...   Aug 8 2019, 10:00 PM
marine   "კითხვა: აუცილებე...   Aug 9 2019, 12:20 PM
marine   "კითხვა: როდის არ ...   Aug 9 2019, 03:56 PM
marine   "კითხვა: როგორი ლ...   Aug 10 2019, 01:46 PM
marine   "კითხვა: ლოცვის დ...   Aug 10 2019, 02:08 PM
marine   "კითხვა: სნეულები...   Aug 11 2019, 12:33 PM
marine   "კითხვა: რატომ უჭ...   Aug 12 2019, 11:29 AM
marine   "კითხვა: რატომ არ...   Aug 14 2019, 10:57 AM
marine   "კითხვა: როგორია ...   Aug 14 2019, 11:15 AM
marine   "კითხვა: უფალი ად...   Aug 15 2019, 11:16 PM
marine   "კითხვა: როგორ უნ...   Aug 16 2019, 08:08 PM
marine   "ლოცვას ნამდვილა...   Sep 1 2019, 03:49 PM
marine   "ლოცვა ორგანიზმი...   Sep 2 2019, 06:46 PM
marine   "ჩვენს განკარგულ...   Sep 3 2019, 02:09 PM
marine   "ლოცვას კი ის სწა...   Sep 13 2019, 02:33 PM
marine   "მოდით, ვილოცოთ, რ...   Sep 16 2019, 08:57 PM
marine   "ლოცვა ყველასგან ...   Sep 17 2019, 05:30 PM
marine   "ბევრი ილოცე - და გ...   Sep 26 2019, 06:52 PM
marine   "ლოცვაში ატარებდ...   Oct 5 2019, 02:00 PM
marine   "ლოცვა თავისით გა...   Oct 9 2019, 12:34 PM
marine   "ღმერთი ამაყებს ე...   Oct 13 2019, 03:49 PM
marine   "კარგია მშვიდად ს...   Oct 15 2019, 03:53 PM
marine   "ჩვენი ლოცვა რომ ...   Oct 16 2019, 10:11 PM
marine   "ლოცვა მსიამოვნე...   Oct 17 2019, 09:02 PM
marine   "იმისათვის, რომ ს...   Oct 19 2019, 09:28 PM
marine   "ყველაფერში, რაც ...   Oct 20 2019, 02:14 PM
marine   "როდესაც გონება ლ...   Oct 20 2019, 02:59 PM
marine   "როცა ღმერთს ადიდ...   Oct 20 2019, 04:24 PM
marine   "ლოცვას ყველაფერ...   Oct 20 2019, 04:53 PM
marine   "ყველაფერი ლოცვი...   Oct 20 2019, 09:54 PM
marine   "ნუ დავატანთ ძალა...   Oct 21 2019, 06:14 PM
marine   "როდესაც ლოცვაში ...   Oct 21 2019, 08:12 PM
marine   "სიტყვები ხმას გა...   Oct 22 2019, 04:03 PM
marine   "თუ გამუდმებით ვლ...   Oct 22 2019, 04:26 PM
marine   "როცა ღმერთს სხვე...   Oct 22 2019, 05:43 PM
marine   "გაემზადეთ ლოცვი...   Oct 23 2019, 04:41 PM
marine   "ლოცვა მხოლოდ საღ...   Oct 23 2019, 05:17 PM
marine   "ფასი იმას აქვს, რ...   Oct 23 2019, 08:23 PM
marine   "კოჭლობით ვლოცულ...   Oct 23 2019, 08:40 PM
marine   "ილოცეთ ისე, რომ გ...   Oct 23 2019, 09:44 PM
marine   "ნუ იქნება ჩვენი ...   Oct 23 2019, 10:05 PM
marine   "მრავალი სნეულებ...   Oct 25 2019, 04:25 PM
marine   "უფრო მეტად სხვებ...   Oct 25 2019, 04:47 PM
marine   "როცა ღმერთს სხვე...   Oct 26 2019, 09:45 PM
marine   "ილოცეთ ეკლესიის...   Oct 26 2019, 10:13 PM
marine   "სხვებისთვის ლოც...   Oct 29 2019, 07:05 PM
marine   "ყველაფერი ლოცვი...   Oct 29 2019, 07:50 PM
marine   "ლოცვა უნდა აღესრ...   Oct 29 2019, 08:04 PM
marine   "ლოცვა უნდა იყოს ...   Oct 29 2019, 09:01 PM
marine   "უმჯობესია, რომ, ლ...   Oct 29 2019, 09:59 PM
marine   "ლოცვის დროს მნიშ...   Oct 30 2019, 04:33 PM
marine   "ილოცეთ თქვენი ნა...   Oct 30 2019, 04:55 PM
marine   "ლოცვის ყველაზე ს...   Oct 30 2019, 05:14 PM
17 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 7 მომხმარებელი (მათ შორის 7 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th January 2026 - 05:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი