IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი   May 7 2007, 12:16 AM
marine   "ეს არ არის უბრალ...   Oct 30 2019, 05:32 PM
marine   "ვინც გვიყვარს, ი...   Nov 2 2019, 06:17 PM
marine   "ლოცვა - ეს არის სუ...   Nov 2 2019, 06:33 PM
marine   "მისმინე, რას გეტ...   Nov 2 2019, 07:03 PM
marine   "სამღვდელმთავრო ...   Nov 4 2019, 09:12 PM
marine   "არსებოს რაღაც უხ...   Nov 4 2019, 09:36 PM
marine   "თითოეულმა ადამი...   Nov 5 2019, 01:43 PM
marine   "ჭეშმარიტად, უფალ...   Nov 5 2019, 02:21 PM
marine   "ჩვეულებისამებრ, ...   Nov 5 2019, 02:41 PM
marine   "იმისათვის, რომ ჩ...   Nov 5 2019, 04:42 PM
marine   "ღირსმა მარკოზ გა...   Nov 5 2019, 06:31 PM
marine   "თანაგრძნობით გა...   Nov 7 2019, 02:48 PM
marine   "ლოცვა სულის საუბ...   Nov 7 2019, 03:05 PM
marine   "ერთხელ ჩემს სული...   Nov 8 2019, 04:11 PM
marine   "ამას წინათ ციმბი...   Nov 13 2019, 05:13 PM
marine   "ლოცვა ზესვლაა ღვ...   Nov 21 2019, 03:55 PM
marine   "ლოცვისას ღმერთი...   Nov 22 2019, 03:33 PM
marine   "ლოცვა - შეხვედრა...   Nov 22 2019, 03:48 PM
marine   "ომი მოდის, აუცილ...   Nov 26 2019, 05:12 PM
marine   "ცეცხლოვანი ლოცვ...   Dec 7 2019, 07:16 PM
marine   "ძმებო და დებო, ღმ...   Dec 9 2019, 02:15 PM
marine   "მხოლოდ უფლის უსა...   Jan 22 2020, 05:42 PM
marine   "სჯეროდა, დრო ან ლ...   Jan 27 2020, 09:17 PM
marine   "ცდილობდა, თავი გ...   Jan 28 2020, 07:14 PM
marine   "ღირსი ანტონი გან...   Jan 29 2020, 07:53 PM
marine   "ლოცვა სასწაულებ...   Jan 30 2020, 07:11 PM
marine   "ყველა ლოცვა შეიძ...   Feb 2 2020, 05:56 PM
marine   "ლოცვის კანონის გ...   Feb 3 2020, 03:45 PM
marine   "შეადგინე შენთვი...   Feb 3 2020, 03:56 PM
marine   "მწუხარე ადამიან...   Feb 8 2020, 07:24 PM
marine   "ლოცვისას ნურასო...   Feb 12 2020, 09:41 PM
marine   "შეეცადე, ლოცვის ...   Feb 16 2020, 09:45 PM
marine   "ყოველი საქმე, დი...   Feb 17 2020, 09:50 PM
marine   "სამუშაო ხელში, ლ...   Feb 20 2020, 06:30 PM
marine   "სამყარო ლოცვაზე ...   Feb 23 2020, 10:23 PM
marine   "ილოცე და იმხიარუ...   Feb 24 2020, 06:53 PM
marine   "ყველაზე დიადი და...   Feb 24 2020, 07:32 PM
marine   "მლოცველისათვის ...   Feb 29 2020, 01:19 PM
marine   "ჩვენ იმისათვის ვ...   Feb 29 2020, 01:44 PM
marine   "ყოველ ლოცვას უსა...   Mar 2 2020, 03:54 PM
marine   "თუ ლოცულობ და მო...   Mar 2 2020, 08:16 PM
marine   "ნუ მოიწყენთ, არა...   Mar 4 2020, 07:25 PM
marine   "ასამაღლებელი - ს...   Mar 24 2020, 07:58 PM
marine   "უფალი გარეგნულ ლ...   Apr 1 2020, 09:15 PM
marine   "ჩვენ ლოცვის დროს...   Apr 2 2020, 06:47 PM
marine   "დიდება შენდა ღმე...   Apr 2 2020, 07:10 PM
marine   "საკმევლის კვამლ...   Apr 4 2020, 01:33 PM
marine   "თუ ხარ მორწმუნე, ...   Apr 7 2020, 09:35 PM
marine   "დიდება შენდა, მი...   Apr 8 2020, 10:44 AM
marine   "კმევის დროს ანგე...   Apr 8 2020, 11:20 AM
marine   "ლოცვა არის გონებ...   Apr 10 2020, 05:45 PM
marine   "მარტო ილოცებთ, თ...   Apr 10 2020, 06:03 PM
marine   "დემონს ძალიან შუ...   Apr 11 2020, 07:46 PM
marine   "თუ გსურთ, რომ თქვ...   Apr 11 2020, 08:05 PM
marine   "ვისაც ჭეშმარიტი ...   Apr 13 2020, 08:33 PM
marine   "ჩვენ იმის ღირსნი...   Apr 13 2020, 09:09 PM
marine   "მეუფეო უფალო, შე...   Apr 15 2020, 08:38 PM
marine   "მრჩობლი კვერექს...   Apr 24 2020, 10:19 PM
marine   "რამდენად საპატი...   Apr 25 2020, 05:09 PM
marine   "ადამიანმა უნდა ა...   Apr 27 2020, 07:47 PM
marine   "სიტყვა "ლიტია...   Apr 30 2020, 09:15 PM
marine   "ჭეშმარიტმა ლოცვ...   May 1 2020, 07:49 PM
marine   "უფალი ყოველთვის ...   May 2 2020, 09:37 PM
marine   "განუწყვეტლივ იმ...   May 4 2020, 07:34 PM
marine   "ლოცვა - ეს არის პი...   May 12 2020, 04:14 PM
marine   "ლოცვა გულისთქმი...   May 12 2020, 04:35 PM
marine   "ლოცვა - ეს ის სარკ...   May 13 2020, 04:01 PM
marine   "როგორც მეომარი ო...   May 13 2020, 08:53 PM
marine   "ნუ იამაყებ, თუ ცრ...   May 19 2020, 09:11 PM
marine   "ლოცვა ყველაზე კა...   May 20 2020, 06:28 PM
marine   "უფალი - უბრძენეს...   May 22 2020, 08:12 PM
marine   "ყოველთვის, უწყვე...   May 27 2020, 07:12 PM
marine   "ლოცვა უშედეგოდ ა...   May 28 2020, 09:39 PM
marine   "ყველა ლოცვა უნდა...   May 28 2020, 10:10 PM
marine   "ლოცვის დაწყებამ...   May 30 2020, 03:45 PM
marine   "როდესაც ადამიან...   May 30 2020, 09:45 PM
marine   "მისი [ბერი ტიოხო...   May 31 2020, 06:44 PM
marine   "ადამიანმა უნდა ი...   Jun 2 2020, 09:50 PM
marine   "ჩვენ შეგვიძლია ე...   Jun 2 2020, 10:08 PM
marine   "ლოცვისას მარტო კ...   Jun 8 2020, 09:51 PM
marine   "ცხოვრებაში უმთა...   Jun 8 2020, 10:31 PM
marine   "მოუკლებლივ ლოცვ...   Jun 9 2020, 04:20 PM
marine   "ჯობს სულ არ ილოც...   Jun 11 2020, 10:05 PM
marine   "სხვებს ნაკლები ე...   Jun 11 2020, 10:21 PM
marine   " - ხდება ისე, რომ ა...   Jun 12 2020, 08:25 PM
marine   " - როდის იქცევა ლო...   Jun 12 2020, 08:57 PM
marine   "ცოდვებზე მწუხარ...   Jun 13 2020, 03:31 PM
marine   "როდესაც ვინმე გვ...   Jun 17 2020, 07:56 PM
marine   "ნუ ცდილობ შენი ლ...   Jun 20 2020, 10:08 PM
marine   "ადამიანი ხელიდა...   Jun 22 2020, 09:09 PM
marine   "შენიშვნის მიცემ...   Jun 24 2020, 08:04 PM
marine   "არავის შეუძლია ლ...   Jun 25 2020, 03:28 PM
marine   "ლოცვა ეს ადამიან...   Jun 27 2020, 08:25 PM
marine   "ლოცვა უნდა იყოს ...   Jun 27 2020, 09:01 PM
marine   "ღმერთი ადამიანს ...   Jul 5 2020, 07:13 PM
marine   "ლოცვა ღვთის უდიდ...   Jul 6 2020, 06:55 PM
marine   ლოცვა "თუ რაოდენ ...   Jul 9 2020, 07:52 PM
marine   როგორ მოვიპოვოთ შე...   Jul 10 2020, 10:41 PM
marine   "- ადამიანს მსხვე...   Jul 17 2020, 07:37 PM
marine   "ლოცვა ყოველთვის ...   Jul 19 2020, 07:30 PM
17 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 10 მომხმარებელი (მათ შორის 10 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th January 2026 - 06:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი