სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 7 2007, 12:16 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად. თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ. ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ. ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს. ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს. ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება. ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა. სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს. თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ. „...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად! ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ! ვილოცოთ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი May 7 2007, 12:16 AM
marine "ზოგს ჰგონია, ადა... Jul 19 2020, 07:49 PM
marine "- წმინდა თეოფანე ... Jul 19 2020, 10:20 PM
marine "როცა ვლოცულობ, უ... Jul 19 2020, 10:32 PM
marine "თუკი ღმერთის ტაძ... Jul 21 2020, 02:34 PM
marine "ქრისტიანობა გულ... Jul 21 2020, 02:46 PM
marine "- რა უნდა ქნას ადა... Jul 21 2020, 03:00 PM
marine "სრულყოფილი ლოცვ... Jul 21 2020, 03:15 PM
marine "რაკი ბოროტება ღვ... Jul 21 2020, 03:37 PM
marine "ლოცვა, სინამდვილ... Jul 21 2020, 06:51 PM
marine "ყველაზე ვრცელი მ... Jul 21 2020, 07:05 PM
marine "- მამაო, როგორ სჯო... Jul 21 2020, 07:21 PM
marine "- ზოგჯერ ლოცვა არ... Jul 21 2020, 07:44 PM
marine "ლოცვაში ნეტარებ... Jul 21 2020, 08:14 PM
marine "მონაზვნად აღკვე... Jul 21 2020, 08:30 PM
marine "როცა გაძლიერებუ... Jul 22 2020, 06:57 PM
marine "ლოცვა ღმერთთან ს... Jul 23 2020, 11:19 AM
marine "- როგორ მოქმედებ... Jul 23 2020, 02:29 PM
marine "ლოცვა - სულის ნათ... Jul 23 2020, 02:46 PM
marine "- ლოცვა გვეხმარე... Jul 23 2020, 02:59 PM
marine "- ლოცვის დროს ხში... Jul 23 2020, 05:39 PM
marine "- ფსალმუნში ვკით... Jul 23 2020, 06:23 PM
marine "ნუ იტყვი, დიდხან... Jul 23 2020, 06:59 PM
marine შვიდგზის ლოცვები
... Jul 23 2020, 07:13 PM
marine "- რა ხდება მაშინ, ... Jul 23 2020, 07:28 PM
marine "ძველ ქრისტიანთა ... Jul 23 2020, 07:52 PM
marine "- რა მნიშვნელობა ... Jul 23 2020, 08:06 PM
marine "ამას წინათ ერთი ... Jul 23 2020, 08:19 PM
marine "- როცა ლოცვის არც ... Jul 23 2020, 08:40 PM
marine "წმინდა მამები ბრ... Jul 23 2020, 09:00 PM
marine "მსოფლიოს აღარ შე... Jul 23 2020, 09:16 PM
marine "წმინდა იოანე სინ... Jul 23 2020, 09:32 PM
marine "- რა ვიღონოთ, როცა... Jul 23 2020, 10:11 PM
marine "ღმერთო, მიშველე... Jul 23 2020, 10:26 PM
marine "ლოცვა - ადამიანი... Jul 23 2020, 10:40 PM
marine წმინდა ეგნატე ბრია... Jul 23 2020, 10:55 PM
marine "- როგორ ვისწავლო... Jul 24 2020, 07:28 PM
marine „მამა პაისი ათონელ... Jul 24 2020, 07:42 PM
marine "- წმინდა ეგნატე ბ... Jul 24 2020, 08:11 PM
marine "ნების თვისებები ... Jul 28 2020, 09:01 PM
marine "როდესაც კაცი რამ... Jul 28 2020, 09:16 PM
marine "ყოველი ლოცვა ღვთ... Jul 28 2020, 09:32 PM
marine "წმიდა ნექტარიოს ... Jul 28 2020, 09:50 PM
marine საუფლო ლოცვა - "მა... Jul 29 2020, 10:25 PM
marine "ლოცვის უნარი ერთ... Jul 29 2020, 10:45 PM
marine "მლოცველთა ცხოვრ... Jul 31 2020, 08:15 PM
marine "უწყვეტი ლოცვა მუ... Aug 1 2020, 01:11 PM
marine "ლოცვაში ადამიან... Aug 1 2020, 08:54 PM
marine "მოუკლებელი ლოცვ... Aug 2 2020, 08:21 PM
marine "მოუკლებელი მლოც... Aug 2 2020, 08:36 PM
marine "ლოცვის ნაყოფია თ... Aug 3 2020, 06:54 PM
marine "სინანული ლოცვას ... Aug 8 2020, 08:37 PM
marine "შინაგანი ლოცვა უ... Aug 8 2020, 09:05 PM
marine "გაგვიტაცებენ ხო... Aug 10 2020, 09:24 PM
marine "ოჯახის წევრებთა... Aug 12 2020, 08:35 PM
marine "ჩვენი ლოცვები შე... Aug 12 2020, 10:21 PM
marine "ეკლესიაში ლოცვი... Aug 14 2020, 06:58 PM
marine "ჩვენ ცუდად ვიცით... Aug 15 2020, 09:10 PM
marine "ყველაზე დიდი ინტ... Aug 17 2020, 11:40 AM
marine "ახლობლების მოხს... Sep 3 2020, 09:17 PM
marine "შეწყდება ლოცვა, ... Sep 10 2020, 10:38 PM
marine "ჩვენ ყველას, ვის... Sep 20 2020, 02:57 PM
marine "არ მჯერა მათი, ვი... Sep 20 2020, 03:41 PM
marine "ლოცვის ღირსება მ... Sep 21 2020, 07:54 PM
marine "თუკი ვინმეს ლოცვ... Sep 29 2020, 03:06 PM
marine "ლოცვის კანონის თ... Sep 30 2020, 08:16 PM
marine "მანამდე, სანამ წ... Oct 5 2020, 07:43 PM
marine "არასოდეს არ უნდა... Oct 19 2020, 07:57 PM
marine "მორწმუნეთა ლოცვ... Oct 21 2020, 09:40 PM
marine "ეშმაკი წინ ეღობე... Oct 22 2020, 03:09 PM
marine "როგორც ვერავინ გ... Oct 23 2020, 05:30 PM
marine "როგორც ძლიერი ქა... Oct 23 2020, 05:51 PM
marine "ლოცვა - სულის ნათ... Oct 24 2020, 08:43 PM
marine "მსოფლიომ, რომელმ... Oct 27 2020, 07:34 PM
marine "ძვირფასია ქრისტ... Oct 31 2020, 09:57 PM
marine "როდესაც იესოს მა... Nov 2 2020, 08:18 PM
marine "არაფერია იმაზე უ... Nov 6 2020, 01:26 PM
marine "ჰკითხეს ძმას, რო... Nov 6 2020, 09:51 PM
marine "როდესაც ეშმაკი ხ... Nov 8 2020, 01:22 PM
marine "ყველა შენი საჭირ... Nov 8 2020, 08:05 PM
marine "წმ. ისააკ ასური ა... Nov 9 2020, 09:40 PM
marine "როცა ლოცვა გვაქვ... Nov 10 2020, 01:29 PM
marine "მამა ანდრონიკე ა... Nov 10 2020, 08:02 PM
marine "ლოცვა არა გაქვთ? ... Nov 10 2020, 08:24 PM
marine "მუდამ ილოცე და ღ... Nov 14 2020, 01:36 PM
marine "ტელევიზორის ყურ... Nov 14 2020, 05:21 PM
marine "ლოცვის მთქმელი ა... Nov 14 2020, 05:48 PM
marine "ეცადე განუწყვეტ... Nov 14 2020, 08:06 PM
marine "უფალს, რა თქმა უნ... Nov 23 2020, 08:42 PM
marine "ლოცვით, სიკეთის ... Nov 27 2020, 08:45 PM
marine "ლოცვა უშუალოდ გუ... Nov 30 2020, 02:33 PM
marine "თუკი ჩვენ რამეს ... Dec 3 2020, 08:28 PM
marine "რამდენადაც ადამ... Dec 3 2020, 08:50 PM
marine "აი, სადაც ელექტრ... Dec 9 2020, 08:39 PM
marine "მთავარია სიყვარ... Dec 9 2020, 09:58 PM
marine "აქ ვიტყვით მთავა... Dec 10 2020, 09:44 PM
marine "განუწყვეტელი ლო... Dec 10 2020, 10:05 PM
marine "გონივრულად შესრ... Dec 11 2020, 02:10 PM
marine "დაუდევრად, მცონა... Dec 11 2020, 02:31 PM
marine "დიდხანს ლოცვის შ... Dec 11 2020, 06:15 PM
marine "ვგრძნობ, რომ ჩემ... Dec 11 2020, 06:46 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 06:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი