სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 7 2007, 12:16 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად. თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ. ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ. ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს. ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს. ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება. ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა. სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს. თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ. „...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად! ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ! ვილოცოთ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი May 7 2007, 12:16 AM
marine "ცხოვრებაში მთავ... Dec 11 2020, 07:05 PM
marine "ვინც საკუთარ თავ... Dec 11 2020, 08:51 PM
marine "ვინც იგრძნო ტკბი... Dec 11 2020, 09:10 PM
marine "როცა მშობელი დედ... Dec 11 2020, 09:46 PM
marine "თავს ნუ მიანებებ... Dec 12 2020, 01:32 PM
marine "თავს ნუ აღიმაღლე... Dec 12 2020, 01:51 PM
marine "თუ დიდხანს ლოცულ... Dec 12 2020, 02:18 PM
marine "თუ ღვთის წინაშე ... Dec 12 2020, 04:50 PM
marine "იარეთ ეკლესიაში,... Dec 12 2020, 05:50 PM
marine "იცოდე - თუ მცონარ... Dec 12 2020, 06:04 PM
marine "ლოცვა - თვალები დ... Dec 12 2020, 06:18 PM
marine "ლოცვა - დამქანცვ... Dec 12 2020, 06:50 PM
marine "ყველაზე დიდებულ... Dec 12 2020, 07:07 PM
marine "ლოცვა - სხეულის ა... Dec 13 2020, 12:37 PM
marine "ლოცვა სინანულის ... Dec 13 2020, 12:57 PM
marine "ლოცვა - ღვთისაკე... Dec 13 2020, 01:27 PM
marine "ადამიანის სულის ... Dec 13 2020, 04:51 PM
marine "ლოცვის ღირსება მ... Dec 13 2020, 06:55 PM
marine "საუბრის დროსაც, ... Dec 13 2020, 07:24 PM
marine "საშიშია, შებრალე... Dec 13 2020, 07:41 PM
marine "როცა ღმერთი გახს... Dec 13 2020, 07:57 PM
marine "როცა შენი გონება... Dec 13 2020, 08:19 PM
marine "როცა ღვთის მადლშ... Dec 13 2020, 08:40 PM
marine "როდესაც ვინმე გე... Dec 13 2020, 09:42 PM
marine "ლოცვა ადამიანს ბ... Dec 13 2020, 10:02 PM
marine "როცა გვთხოვენ ვი... Dec 13 2020, 10:24 PM
marine "როდესაც უფალი ჩვ... Dec 13 2020, 10:40 PM
marine "წმინდა მამები გვ... Dec 14 2020, 01:57 PM
marine "როგორც კი ადამია... Dec 14 2020, 02:21 PM
marine "მუშაობს დროს დას... Dec 14 2020, 02:37 PM
marine "მუხლმოყრით ევედ... Dec 14 2020, 03:04 PM
marine "მხოლოდ ბაგეებით ... Dec 14 2020, 03:32 PM
marine "როგორ უნდა გაიგო... Dec 14 2020, 03:48 PM
marine "ნურასოდეს შეწყვ... Dec 14 2020, 04:01 PM
marine "რატომ ლოცულობ მხ... Dec 14 2020, 04:14 PM
marine "რასაც ლოცვის გარ... Dec 14 2020, 04:31 PM
marine "ნუ იტყვით უარს ს... Dec 14 2020, 04:45 PM
marine "ძვირფასო დებო და... Dec 14 2020, 07:28 PM
marine "ნებისმიერ დღეს, ... Dec 14 2020, 07:59 PM
marine "როდესაც ღმერთი გ... Dec 14 2020, 08:33 PM
marine "ადამიანსაც შეუძ... Dec 28 2020, 08:15 PM
marine "ყველა, ვინც გონი... Jan 4 2021, 08:42 PM
marine "ერთ-ერთი ყველაზე... Jan 6 2021, 07:37 PM
marine "გაბრაზებული გულ... Feb 2 2021, 10:01 PM
marine "უწყვეტი ლოცვა მუ... Feb 3 2021, 10:36 PM
marine "წმინდა ისააკ ასუ... Feb 4 2021, 08:27 PM
marine "ლოცვაში პირველი ... Feb 6 2021, 07:44 PM
marine "უფალი, გაუშვებს ... Feb 7 2021, 02:47 PM
marine "ქრისტეს ჰქონდა ჩ... Feb 8 2021, 08:37 PM
marine "ენატრება ჩემს სუ... Feb 9 2021, 07:59 PM
marine "უფალი თავად ჩაგვ... Feb 9 2021, 08:33 PM
marine "ლოცვა იცავს ცოდვ... Feb 10 2021, 08:18 PM
marine "სულიერების მოსა... Feb 11 2021, 08:43 PM
marine "წმინდა წერილში წ... Feb 16 2021, 08:38 PM
marine "ვისაც სურს, წმინ... Feb 16 2021, 10:21 PM
marine "ყველაზე დიდი და ... Mar 3 2021, 08:47 PM
marine "სანამ დედამიწაზ... Mar 4 2021, 08:50 PM
marine "ლოცვა ღმერთთან შ... Mar 8 2021, 08:39 PM
marine "უბრალოდ ილოცე, ბ... Mar 10 2021, 08:44 PM
marine "წრფელი გულით ნათ... Mar 11 2021, 09:50 PM
marine "სამწუხაროდ, ჩვენ... Mar 11 2021, 10:17 PM
marine "უკეთესია ის ლოცვ... Mar 12 2021, 05:16 PM
marine "თუ გინდა, წმინდა... Mar 14 2021, 08:11 PM
marine "ვინც მხოლოდ ჩვევ... Mar 14 2021, 08:33 PM
marine "ბევრი ბაგეებით ლ... Mar 15 2021, 08:10 PM
marine "ლოცვა რომ შეინარ... Mar 15 2021, 08:30 PM
marine "ლოცვისთვის ტაძრ... Mar 20 2021, 02:53 PM
marine "უნდა ილოცო, რომ კ... Mar 22 2021, 09:14 PM
marine "ღვთისმოყვარე სუ... Mar 23 2021, 08:12 PM
marine "ყოველთვის უნდა ვ... Mar 23 2021, 08:30 PM
marine "გამუდმებული ლოც... Mar 28 2021, 08:35 PM
marine "თქვი თუნდაც მოკლ... Apr 2 2021, 08:47 PM
marine "ჩვენი ბრძოლის ია... Apr 12 2021, 08:46 PM
marine "მრავალსიტყვაობ... May 9 2021, 07:03 PM
marine "სინანულის გარეშ... May 12 2021, 08:37 PM
marine "როდესაც საქმე სა... May 20 2021, 05:25 PM
marine "ჩვენს ახლანდელ ა... May 20 2021, 07:54 PM
marine "საღამოს სული ყვე... May 20 2021, 08:25 PM
marine "ღმერთმა დაიფარო... May 21 2021, 03:32 PM
marine "როდესაც ვლოცულო... May 21 2021, 08:34 PM
marine "ამბობენ, თუ არ გი... May 22 2021, 06:16 PM
marine "უფალს ჩუმი და მდ... May 22 2021, 06:46 PM
marine "ლოცვისთვის საგა... May 22 2021, 08:25 PM
marine "ლოცვა არის სახარ... May 23 2021, 05:27 PM
marine "ლოცვა, რომელსაც ... May 23 2021, 07:59 PM
marine "თუ ეს შინ წასაკი... May 24 2021, 06:08 PM
marine "ლოცვა უკანასკნე... May 24 2021, 06:29 PM
marine "თვითიძულებით ლო... May 24 2021, 06:43 PM
marine "შენ ხარ ტაძარი უ... May 24 2021, 08:07 PM
marine "სულის სრული გაცი... May 25 2021, 09:32 PM
marine "შენი დღის დასაწყ... May 25 2021, 09:58 PM
marine "თუ გულში ლოცვის ... May 26 2021, 09:16 PM
marine "თუ ჩვენი ლოცვა მ... May 28 2021, 08:36 PM
marine "ნუ მიატოვებთ ლოც... May 29 2021, 12:50 PM
marine "ყოფითი საქმიანო... May 29 2021, 08:16 PM
marine "ლოცვისას უსარგე... May 29 2021, 09:52 PM
marine "ჩვენ ვერ მოვითხო... May 29 2021, 10:14 PM
marine "სჯობს, მცირედი გ... May 30 2021, 01:31 PM
marine "უფალი იმისას კი ... May 30 2021, 08:59 PM
marine "არაფერი ქვეყნად ... May 31 2021, 08:45 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th January 2026 - 07:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი