IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა
კანონისტი
პოსტი Apr 15 2008, 04:45 PM
პოსტი #61


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა(სარდიონ @ Apr 15 2008, 04:44 PM) *

«Сын Человеческий идёт, как писано о Нём, но горе тому человеку, которым Сын Человеческий предается: лучше было бы этому человеку не родиться» (Матфея 26:24).
Почему Иисус сказал, что Иуде Искариоту было бы лучше не родиться? Потому что Он знал, что концом Иуды будет погибель. Именно поэтому Иисус называл Иуду сыном погибели: Иоанна 17:12 «Когда Я был с ними в мире, Я соблюдал их во имя Твое; тех, которых Ты дал Мне, Я сохранил, и никто из них не погиб, кроме сына погибели, да сбудется Писание».

ამით რისი თქმა გინდოდა? ამ ციტატის მოყვანით?

განა ჩვენ სხვა რამეს ვამბობდით? unsure.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 15 2008, 04:59 PM
პოსტი #62


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



კანონისტი

აი ავხსნი.

სახარებაში არაორაზროვნად წერია რომ უფალმა წინასწარ იცოდა მისი წაწყმედა, ანუ მისი არჩევანი. ანუ რას იზავდა ძე წარსაწყმედელისა, რომელზეც ადრე წინასწარმეტყველები წერდნენ.
ჩვენ უკვე სევთანხმდით რომ იუდას სხვებთან ერთად და თანაბრად გააჩნდა თავისუფალი ნება და არჩევნის უფლება.
ეხლა გეკითხებით, რა თავში უნდა ეხალა მას ეს ნება თუ მისი ყველა მენტალური თუ სულიერი წრფე ერთი წერტილისკენ მიდიოდა და მას უბრალოდ არ უნდოდა ამას თავისუფალი ნებით შებრზოლებოდა, ან იქნებ უნდოდა და ვერ მოახერხა, რადგან ცნობილია რომ ბოლოს შეინანა.

მარტივი შედარება:
შენ მე მაძლევ 2 ხიდიან მანქანას ანუ ჯიპს და მიშვემ ისეტ ტალახში , საიდანაც იცი რომ მე ვერ ამოვალ, განა იმიტომ რომ ეს ჯიპი იქ ვერ გავა, უბრალოდ, მე იმ კლასის მძღოლი ვარ რომ ყველა თეორიულ და პრაქტიკულ სემთხვევაში, ამოცანას თავს ვერ გავართმევ.
აი ამაზეა აქ საუბარი თუ მიმიხვდით ეხლა.






--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 15 2008, 05:16 PM
პოსტი #63


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



სარდიონ
შენს მოსაზრებას მივხვდი, თუმცა მაგალითი არასწორია.

ციტატა
შენ მე მაძლევ 2 ხიდიან მანქანას ანუ ჯიპს და მიშვემ ისეტ ტალახში , საიდანაც იცი რომ მე ვერ ამოვალ, განა იმიტომ რომ ეს ჯიპი იქ ვერ გავა, უბრალოდ, მე იმ კლასის მძღოლი ვარ რომ ყველა თეორიულ და პრაქტიკულ სემთხვევაში, ამოცანას თავს ვერ გავართმევ.

არა. მაგალითი არის ასეთი:
შენ დავუშვათ ხარ უმაღლესი კლასის მძღოლი, მაგრამ გიყვარს სმა biggrin.gif მე კი გთხოვე, რომ ტალახი ძნელი გასავლელია და იქნებ არ დალიო. მე ვიცი, რომ შენ ვერ გაძლებ დალევის გარეშე, ისიც ვიცი, რომ თუ დათვერი, ვერ გაიყვან მანქანას, მაგრამ ამასთან ისიც ვიცი, რომ თუკი არ დალევდი, ჩვეულებრივად გაიყვანდი. ამასთან, იქ გავლა აუცილებელი უნდა იყოს შენთვის და ამიტომ გგზავნი.

"მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე; ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული; სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ." (მთ. 10;1-5)

აი, ამხელა ძალაუფლება მიიღო იუდამ, და მან ეს მიიღო დანარჩენი 11-ის თანასწორად. როდესაც გეთსემანიის ბაღში უფალი ამბობს, რომ არავინ წარწყმდა, აქ გულისხმობს, რომ მის გამო, მაცხოვრის გამო, არ წარწყმდარა არავინ. ეს მხოლოდ იუდას არჩევანი იყო და არჩევანი ისეთ სიტუაციაში, სადაც ალბათობის მიხედვით უფრო მეტი შანსი იყო მას უფალი არ გაეცა, ვიდრე - გაეცა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 15 2008, 06:57 PM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



მე მგონი შენ სწორად წარმართე საუბარი.
მაგრამ კითხვები უფრო მრავლდება, ვიდრე მცირდება.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 15 2008, 07:03 PM
პოსტი #65


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



სარდიონ
იუდა ჯერ კიდევ მაშინაც არ იყო დაღუპული, როცა უფალი გასცა. მან შეინანა ("შევცდი, რომ უბრალო სისხლი გავეცი"), მაგრამ ეს სინანული მას სწორი გზით უნდა წარემართა, პეტრეს მსგავსად და მაშინ უფალიც ჰკითხავდა მას: იუდა, გიყვარ მეა? და ისიც მიუგებდა: ჰე უფალო, უწყი, რამეთუ მიყვარ შენ. ხედავ, უფალი კი არ ეკითხება პეტრეს, სიმონ იონასო, მიცნობ მეა? გიყვარო, ანუ პეტრეს ისე უყვარდა უფალი, რომ ხომ შეშინდა, ხომ უარყო, მაინც ვერ განეშორა მას. იუდას კი, ჩანს, არ უყვარდა უფალი, და როცა შეინანა, შეეშინდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 15 2008, 07:06 PM
პოსტი #66


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სარდიონ
ციტატა
უპირველესდ მეეჭვება რომ იუდა იყო "უმაღლესი კლასის მძღოლი"

და რა გამოდის რომ უფალი რომელიც გვაფრთხილებს ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს. თვითონვე არღვევს ამ სიტყვებს და იუდას აძლევს სნეულთა განკურნების მადლს. და ხელს უწყობს რომ სიწმინდეში ჩადენილი ცოდვის სიმძიმიდან გამომდინარე დაამძიმოს იუდას მდგომარეობა.

რატომ არ გჯერა რომ შეიძლებოდა ისეც ყოფილიყო რომ იუდას არ გაეცა მაცხოვარი.

კანონისტი
ციტატა
მაგრამ ეს სინანული მას სწორი გზით უნდა წარემართა

სინანული ვერ გამოხატავს იუდას მდგომარეობას. ეს უფრო იმის განცდა იყო რომ რატომ დაემართა მას ის რომ უფალი გასცა. ანუ ეგოიზმი. აქედან გამომდინარე იყო რომ თავიჩამოიხრჩო მან.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 15 2008, 07:15 PM
პოსტი #67


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
ციტატა
სინანული ვერ გამოხატავს იუდას მდგომარეობას. ეს უფრო იმის განცდა იყო რომ რატომ დაემართა მას ის რომ უფალი გასცა. ანუ ეგოიზმი. აქედან გამომდინარე იყო რომ თავიჩამოიხრჩო მან.

მე მგონია, რომ მან შეინანა, მაგრამ ჩანს, არ უყვარდა უფალი და შეეშინდა. ამიტომაც მოიკლა თავი

ამის ლოგიკური გაგრძელებაა, ისევ ვამბობ, მაცხოვრის კითხვა პეტრესადმი - სიმონ იონასო, გიყვარ მეა? და არა მიცი მეა, თუმცაღა მან "არა ვიცი კაცი ესე"-თი გასცა მოძღვარი....

სიყვარული იყო მანდ საჭირო yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 15 2008, 07:25 PM
პოსტი #68


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



კანონისტი
ციტატა
მე მგონია, რომ მან შეინანა, მაგრამ ჩანს, არ უყვარდა უფალი და შეეშინდა. ამიტომაც მოიკლა თავი

დამიჯერე დავით ოდნავი მარცვალი რომ მაინც ყოფილიყო სინანულისა იუდაში ის არ დაიღუპებოდა.

აბა ეს მსჯელობა ნახეთ

მოჰყავს რა მახარებლის სიტყვები: „ინახით-ჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა“ წმ. ოქროპირი შესძახებს: „ოი, უსირცხვილობა იუდასი! იგი იქაც ესწრებოდა, და მივიდა იმისათვის, რომ მიეღო საიდუმლო ზიარება, და მხილებული ყოფილიყო თვით ტრაპეზისას. როცა მას შეეძლო გამხდარიყო უწყინარი, თუმცა სინამდვილეში იყო მხეცი. ამიტომაც შენიშნავს მახარებელი, რომ როცა ისინი ჭამდნენ, ქრისტე ესაუბრებოდა მათ გაცემაზე, რათა თავად და ტრაპეზობით ემხილებინა ბოროტი გამცემელი“. და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესო: ამინ გეტყვით თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. „შეხედე, - ამბობს წმ. ოქროპირი, - როგორ არ იმეტებს თავის გამცემს, რადგან არ თქვა: ეს გამცემს მე! არამედ „ერთმან თქუენგანმან“ - იმისათვის, რომ იფარვიდა რა მას, ხელახლა სურდა მიეცა საშუალება მომანიებისა, და სურდა შეეშინებინა სხვები, რათა გადაერჩინა იგი. „ერთმან თქუენგანმან“ - თორმეტთაგანმან, რომლებიც ყველგან ჩემთან იმყოფებით, რომელთაც მე დავბანე ფეხი, და შევპირდი დიდ სიკეთე! მაშინ წმინდა საკრებულო მოიცვა აუტანელმა წუხილმა. იოანე ამბობს, რომ მოწაფენი საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი და ყურადღებით აცქერდებოდნენ ერთმანეთს“. და უფალმაც დასძინა: „აჰა ხელი გამცემლისა ჩემისაი ჩემ თანა ტაბლასა ზედა“ (ლკ. 22,21)... ამის შემდეგ თითოეული მათგანი, უკვე ვეღარ ბედავდა სხვის შეხედავს, აღარ ენდობოდა საკუთარ თავსაც და შიშით ეკითხებოდა, თუმცა კი არ ცნობდა ასეთად თავს, ისინი უკვე იყვნენ განსწავლულნი, მათ იცოდნენ როგორი ცვალებადია ადამიანის გული, და ამიტომ გაისმა კითხვები: და იგინი შეწუხნეს ფრიად და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუ უკვე მე ვარ, უფალო? „არის განა დამახასიათებელი ცოდვილთათვის დამდაბლება, ეჭვის შეტანა საკუთარი თავის ცოდვიანობაში? ო, არა! ეს მისთვის არის სიმართლის საქმე... პირიქით, იგი ჩავარდებოდა დამღუპველ თავის მოტყუებაში, თუკი ჩათვლიდა თავს მართლად ყველაფერში“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი).

მაცხოვარი დუმდა, მოწაფეთა ბავშვური უბრალოება და გულწრფელობა ასაჩუქრებდა მის გულს, რომელიც მხოლოდ ერთის გამო იყო დამძიმებული. მაშინ უფალი იძლევა უფრო მეტ მინიშნებას გამცემელზე: ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ერთი თორმეტთაგან, რომელმან შთამოყო ჩემ თანა ხელი ერთსა და იმავე პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე! წმ. ოქროპირი შენიშნავს: „ზოგიერთები ამბობენ, რომ იუდა იმდენად თავხედი იყო, რომ აღარ ერიდებოდა მასწავლებელს და მასთან ერთად აწობდა ხელს. ჩემი აზრით კი, ქრისტემ ეს დაუშვა იმის გამო, რომ შეერცხვინა იგი და გაეღვივებინა მასში კეთილი განწყობილებანი... ვინ იქნება, რომ იფიქროს ამ სერობაზე, გამცემელზე, მაცხოვართან ერთად მსხდომებზე, და იმაზეც, თუ როგორ მშვიდად საუბრობს ის, რომელმაც იცის, რომ უნდა გასცეს, - ვინ იქნება, რომ ამაზე იფიქროს და არ მოიშოროს მთელი შხამი რისხვისა და გულისწყრომისა? შეხედე, როგორი სიმშვიდით წარმართავს თავის სიტყვას იესო იუდას მისამართით“. ძე-სამე კაცისაი წავალს, ვითარცა წერილ არს მისთვის წინასწარმეტყველთა წიგნებში, იგი მიდის წამებაზე წამების გზით - თავის ზეციურ მამასთან, - ასე იყო ზემოდან განსაზღვრული, მაგრამ ეს არანაირად არ ამსუბუქებს გამცემლის დანაშაულს, არ ასუსტებს იმ მწარე ხვედრს, რაც მას ელოდა ამისათვის: ხოლო ვაი კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაი მიეცეს, უდიდესი დამნაშავე უსაშინლესად იქნება დასჯილი... უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი! „შენიშნე, - ამბობს წმ. ოქროპირი, მხილებაში ისევ რამოდენა სიმშვიდეა, ახლაც მრისხანედ კი არა, არამედ შემწყნარებლურად ემსახურება თავის გამცემელს, და ამასთან დაფარულად, მიუხედავად იმისა, რომ არამარტო უწინდელი მისი უგრძნობელობა, არამედ შემდგომშიც მასში გამოვლენილი უსირცხვილობა, იმსახურებდა გაწყრომას“. ასე, ზეციური მასწავლებელი „თავისი დიდ სიკეთით ედავება ცოდვილის ბოროტებას და სიკეთით სურს მასზე გამარჯვება“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი).

ბოლოს, უკვე მხილებული, „რათა არ დარჩენილიყო მარტო სხვებს შორის, რომლებიც ეკითხებოდნენ უფალს, კითხვის გარეშე, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - და ამ სახით სრულად არ გაეცხადებინა თავი, ეს უბედურიც ბედავს ხმის ამოღებას და უსირცხვილოდ ეკითხება სხვების მსგავსად: მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და ჰრქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? „ო უგრძნობლობა! - შესძახებს წმ. ოქროპირი: - ეკითხება მაშინ, როცა ეს თავადაც შეგნებული ჰქონდა. რატომ არ ჰკითხა ამაზე თავიდან? იგი ფიქრობდა, რომ ვერ გაიგებდნენ მისას, როცა ითქვა „ერთმან თქუენგანმან“; როცა ქრისტემ გააცხადა იგი, მაშინ იმანაც გაბედა კითხვა, იმედი ჰქონდა რა მასწავლებლის სიმშვიდისა, არ ამხელდა მას“. - აღნიშვნის ღირსია, რომ „მაშინ, როცა სხვა მოწაფენი ამბობდნენ: „ნუუკვე მე ვარ ვარ, უფალო?“, იუდამ თქვა: „ნუუკუე მე ვარ, მოძღუარო?“ პირველი ცხადია არის ნაყოფი კეთილმოსაობისა, მეორე კი - სულ სხვაა: მოძღუარი, ანუ რაბბი - ეს დასაფასებელი წოდებაა, რომელსაც ითხოვდა მარტივი განსწავლულობა ნებისმიერი მასწავლებლის მიმართ, ე.ი. იუდა ლაპარაკობს მხოლოდ უბრალო ჩვეულებრივ ენაზე“ (მთ. ეპ. ფილარეტი, ჩერნიგოველი).

იუდა ეკითხება: „ნუუკუე მე ვარ?“ იგი მოწაფეების წინაშე იქცევა როგორც თვალთმაქცი. მაგრამ როგორი იყო იგი თავისი სინდისის წინაშე? ოი, როგორი მძიმე იყო გულთამხილავისათვის მოსმენა უსირცხვილო კითხვისა! როგორ შეიძლებოდა წყრომის გარეშე ეპასუხა ასეთი საშინელი სულისათვის? შენმა ზეციურმა მადლმა, უფალო, მშვიდად მიუგო იუდას: ჰრქუა მას იესო: შენ სთქუ. ანუ შენ თვითონ იცი, რომ შენა ხარ გამცემელი... „თუმცა შეიძლებოდა ეთქვა: ო, საძაგელო და ბილწო, ბოროტო და არაწმიდა ადამიანო! რამდენ ხანს ემზადებოდი, რომ ასეთი ბოროტება ჩაგედინა, განმეშორე მე და სატანურად შეუთანხმდი მტერებს, დათანხმდი ვერცხლის მიღებას, და უკვე მხილებული, როგორ ბედავ კიდევ ასეთ კითხვას?... მაგრამ ქრისტემ არაფერი უთხრა მას მსგავსი. რა უთხრა მაინც: „შენ სთქუ“, რითაც გვაძლევს ჩვენ მაგალითს მოთმინებისა და სიმდაბლისა“ (წმ. ოქროპირი). უფალმა იუდას უპასუხა „ისე მშვიდად და ხმადაბლა, რომ არც კი გაუგია სხვებს, ანდა ვერ მიხვდნენ, გარდა იუდასი, რაც ჩანს შემდგომიდანაც, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი - გამცემელმა დუმილით გადაიტანა საყვედური, რათა აერიდებინა დიდი შერცხვენა - ყველას წინაშე მხილება. დანარჩენ მოწაფეებსაც აღარ გაუგრძელებიათ ცნობისმოყვარეობა, დაინახეს რა, რომ მასწავლებელს არ სურდა გამცემელზე პირდაპირ მითითება. ერთ პეტრეს ვეღარ ასვენებდა აზრი, რომ გამყიდველი, რომელზეც ის იყო ბრძანა მოძღვარმა, შეიძლება მის გვერდითაც იჯდეს; კიდევ უფრო უარესიც იფიქრა: იქნებ მას გულისხმობდა მასწავლებელი, იქნებ იგი რაღაც საშინელ განსაცდელს მიეცა, - განა ერთხელ უკვე არ იქნა უბედური, როცა მოძღვარმა მას დამსახურებულად სატანა უწოდა: - არ აძლევდა ასეთი ფიქრი მას მოსვენებას. დაფარულის გასაცხადებლად მან მიმართა იოანეს რომელიც ახლა სულ ახლოს იჯდა მაცხოვართან, და ნიშანი მისცა, რათა მას საიდუმლოდ ეკითხა ქრისტესათვის: ვინაა ის, ვისზედაც იგი ამბობდა? - იოანემ, რომელიც უფალის მკერდს მიყრდნობოდა, მაშინვე ჰკითხა უფალს: ვინაა გამცემი? კითხვა ვერავინ გაიგო და ვერც შეამჩნია, პეტრეს და უდავოა თვით იუდას გარდა, რომელმაც, როგორც დამნაშავე, ყველაზე ეჭვიანობდა, ამიტომ მათ თვალყურს ადევნებდა: „რომელსა მე დავაწო პური და მივჰცე, იგი არს“ - უთხრა დაბალი ხმით უფალმა და დაასველა რა ნაწილი, მიაწოდა იუდა ისკარიოტელს. ეს მეგობრული საბოძვარი დასაღუპად განწირული მოციქულისათვის იყო უკანასკნელი მოწოდება სინანულისაკენ. მაგრამ იუდას სულში მოხდა სრულიად საპირისპირო რამ, პურთან ერთად, იოანეს თქმით, რომელიც ამ დროს აკვირდებოდა იუდას, იმ წამს მასში შევიდა სატანა. სიმშვიდისა და მეგობრობის ნიღაბი სრულიად ჩამოდნა მხილების ცეცხლისაგან, რომელიც მის გულში აგიზგიზდა. გამცემლის სახე ბნელი და აშინელი გახდა. წმიდა კრებული უკვე აუტანელი გახდა იმ ადამიანებისათვის, რომელსაც გულში ეშმაკი ჰყავდა; უხილავი უკეთური ძალა გარეთ ეზიდებოდა მას... გულთამხილავი ყოველივეს ხედავდა, რაც ხდებოდა მის სულში და აღარ ისურვა მეტად იქ უნაყოფოდ დასწრება გამცემლისა: „რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე“ (ინ. 13,27-30); უთხრა ეს და ამით მისცა მას კარგი საბაბი სერობის დასატოვებლად, რითაც არ აღიძვრებოდა მოწაფეებში ეჭვი მის მიმართ. აი, ეს მორიდებული ნახევარი საყვედური მადლის დატოვებაზე, ჩანს ძლიერ მუქად გამოჩნდა: „მე აღარ დავაყოვნებ ჩემს საქმეს“, - ფიქრობდა იგი და იქიდან კიდეც გავიდა. - „იყო ღამე“ - შენიშნავს წმ. ოქროპირი, - ანუ არა უადრეს საღამოს 9 საათისა, ჩვენი დროის მიხედვით. მოწაფეებმა იფიქრეს, რომ გაგზავნილ იქნა სადღესასწაულოდ რაიმეს საყიდლად, ანდა მას დაევალა მოწყალების გაცემა გლახაკებზე დღესასწაულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რაიმეს შეძენა ასე გვიან იქნებოდა ძნელი, ღატაკთა მოძიებაც ასეთ დროს არ იქნებოდა ადვილი, მაგრამ მოციქულები მზად იყვნენ ნებისმიერი რამ დაეჯერებინათ, ვიდრე ეფიქრათ ის, რომ იუდა ისკარიოტელი პირდაპირ საპასექო მაგიდიდან, მას შემდეგ, რაც მას მასწავლებელმა დაბანა ფეხი, წავიდოდა მმღვდელთმთავართან, რათა მიეღო აღთქმული ვერცხლი“...

იუდას გამცემლობაზე მსჯელობისას, წმ. ოქროპირი ამბობს: „ვიღაც იტყვის: თუ დაწერილია, რომ ქრისტე ასე უნდა ევნოს, რიღასთვის ისჯება იუდა? მან შეასრულა ის, რაც დაწერილია, - მაგრამ მან ეს გააკეთა არა ამ აზრით, არამედ ბოროტებით. თუ შენ არ შეხედავ მიზანს, მაშინ ეშმაკსაც გაათავისუფლებ ბრალისაგან. მაგრამ არა, არამც და არამც. ისიცა და სხვაც ღირსნი არიან ურიცხვი სატანჯველებისაგან, თუმცა ამით მოხდა „ქვეყნის გამოხსნა. რადგან იუდას გამცემლობამ კი არ გამოიხსანა, არამედ მაცხოვრის სიბრძნემ და მისმა უდიდესმა გონიერებამ, რომელიც სხვათა ბოროტებასაც კი ჩვენთვის სასიკეთოდ აქცევს. მაშინ რა, - იკითხავ შენ, - თუკი იუდა მას არ გასცემდა, განა მას სხვა ვინმე არ გაიმეტებდა? ყველა კეთილი რომ ყოფილიყო ქვეყნად, მაშინ ვერ შესრულდებოდა ჩვენი ხსნის სახლის აგება. - ღმერთმა ნუ ქნას! რადგან თავად ყოვლადბრძენმა იცოდა, როგორ უნდა შესრულებულიყო ჩვენი გადარჩენა, კიდეც რომ არ მომხდარიყო გამცემლობა. სიბრძნე მისი ძალზედ დიდი და მიუწვდომელია. ამიტომაც, რომ არ ეფიქრა ვინმეს, იუდა ემსახურებოდა გამოხსნის საქმეს, იესო უბედურ ადამიანს უწოდებს მას“...



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 15 2008, 07:36 PM
პოსტი #69


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



afxazi
ციტატა
დამიჯერე დავით ოდნავი მარცვალი რომ მაინც ყოფილიყო სინანულისა იუდაში ის არ დაიღუპებოდა

შენ გულისხმობ ჭეშმარიტ, ქრისტიანულ სინანულს. სინანული კი ეშმაკეულიც შეიძლება იყოს...

როცა ადამიანს 4 კაცის მოკვლა აქვს განზრახული და 2-ს ვერ მოკლავს, იგი ნანობს, ძალიან ნანობს რომ ის 2-ც ვერ "გაასაღა"... sad.gif ამიტომ სინანულიც არის და სინანულიც.

ქრისტიანული სინანული, წინაპირობა და საფუძველი აღსარებისა, ეფუძნება უფლის სიყვარულს და იმედს მასზე, აი ეს არ ჰქონდა იუდას სინანულს.

"მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ, და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე. დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. (მთ. 27;3-5)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 15 2008, 10:13 PM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



В православных толкованиях и в литургических (богослужебных) текстах подчёркивается, что Христос зная о том, что Иуда часто ворует из тех денег, которые предназначались для раздачи нищим, не прогонял его от Себя и не лишал его благодатных даров, с помощью которых Иуда, как и все остальные апостолы, исцелял больных и изгонял бесов. И даже во время предательского поцелуя Христос не злится на предателя, обращаясь к нему: «Друже!!., », ожидая покаяния Иуды. И Иуда покаялся,.. только не Богу, а фарисеям, - и повесился.




--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 15 2008, 11:04 PM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ასევე საყურადღებოა 1 ფაქტი.
როგორც ცნობილია მათე 27:5, იუდა შეეცადა უკან დაებრუნებინა ფული, მაგრამ მღვდელმთავრებმა უარი თქვეს და მან იქვე ტაძარში მიაყარა ეს ფულები.
მერე წავიდა და შიშტვილ იბა. მაგრამ იქ არსადაა ნახსენები რომ იუდა ამის შედეგად გარდაიცვალა.
სხვადასხვა წყაროები ახსენებენ რომ იუდას თვითმკვლელობა არ გამოუვიდა. ანუ ყოვლადმოწყალე უფალმა ის არ გაწირა, რადგან ის მისი საყვარელი მოწაფე იყო.
ტოტი რომელზეც თავი ჩამოიხრჩო მოიხარა და ის ცოცხალი გადარჩა.
ამის მერე ის დაავადდა წყალმანკით და ისე გასივდა რომ , როგორც თეოფილაქტე ბულგარელი გადმოგვცემს სადაც ურემი ეტეოდა იქ ვერ გადიოდაო.
შემდეგ სადღაც წაიქცა და ფაქტიურად გასკდა და ასე აღესრულა.
ანუ მოწყალე უფალმა მას გამოსყიდვის და სინანულის ჟამი მისცა.
თუმცა იუდას ეს არ გამოუყენებია.

ამაზევე მეტყველებს მოციქულთა საქმ. 1:18.სადაც წერია რომ მიწა თავად იუდამ იყიდა და არა მღვდელმთავრებმა. ანუ ის ცოცხალი გადარჩა შიშვილთბმის შემდგომ. და მერე ის წაიქცა გასკდა და გადმოცვივდა მტელი მისი შიგნეული.



--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 15 2008, 11:24 PM
პოსტი #72


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სინანული კი ეშმაკეულიც შეიძლება იყოს...

ვფიქრობ ერთმანეთში ირევა ორი ტერმინი "დანანება" раскаивается და "სინანული" покаяния, ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში სინანული უკვე დანანების შემდეგ იწყება

Тогда Иуда, предавший Его, увидев, что Он осужден, и раскаявшись, возвратил тридцать сребреников первосвященникам и старейшинам, говоря: согрешил я, предав Кровь невинную. Они же сказали ему: что нам до того? смотри сам. И бросив сребреники в храме, он вышел, пошел и удавился.

მოვუსმინოთ თეოფილაქტე ბულგარელს

Запаздывает раздумьем Иуда; раскаивается, но не на добро. Сознаться - хорошо, но удавиться - дьявольское дело. Не перенося бесславия в будущем, сам себя лишает жизни, тогда как надлежало ему плакать и умолять Преданного. Некоторые говорят, впрочем, будто Иуда, будучи сребролюбивым, думал, что и серебро он приобретет, продав Христа, и Христос не будет умерщвлен, но избегнет иудеев, как часто избегал. Теперь же, увидев, что Он осужден и приговорен к смерти, раскаялся, потому что дело вышло не так, как он предполагал. По той причине будто бы и удавился, чтоб предварить Иисуса во аде и, умолив Его, получить спасение. Знай к тому же и то, что Иуда надел себе на шею петлю, повесившись на каком-то дереве, но так как дерево наклонилось, то он остался жив, ибо Бог хотел сохранить его или для покаяния, или же в посмех и поношение. Ибо говорят, что он впал в водяную болезнь, так что там, где свободно проходила колесница, он не мог пройти, а впоследствии, упавши ниц, разорвался, или "проседеся", как говорит Лука в Деяниях (Деян. 1, 18).

ახლა ძირითადი ასპექტებიც გამოვყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით:

1) რაში მდგომარეობდა იუდას დანანება? იმაში რომ მან მიხვდა რომ შესცოდა совершился грех, тогда познал грех! ( ოქროპირი) თუმცა იგივე მამა სხვაგან (ეგვიპტელ მოწამეებზე საუბრისას" ოქროპირი ცოდვის შეგნებას ანუ მიხვედრას განასხვავებს "შეცნობისაგან", რადგან так благоразумный получает пользу и от самого себя. Что равно со Христом? Однако и от Него Иуда не получил пользы. Что негоднее диавола? Однако Иов получил венец. Ни Иуде не принес пользы Христос, потому что он был неразумен, ни Иову не повредил диавол, потому что он благоразумен.

2) ასე რომ სინანული არის არის სასოებითი შეგრძნება, იუდა თვითონვე დარჩა ისეთად როგორაც დარჩა, Иуда остался больным, не по небрежности врача, а по нерадению самого больного, საკუთარი ნებით, ანუ მასში ეს სასოებითი შეგრძნება ანუ სინანული არც დაბადებულა, არამედ წერს ეპისკოპოსი ილარიონ ალფეევი: Иуде, который, увидев, что Иисус осужден, раскаялся и заявил первосвященникам: "Согрешил я, предав кровь невинную" (Мф.27,3-4). Впрочем это было лишь следствием угрызения совести, а не живой веры во Христа. "Он сожалел о том, что сделал, но не нашел в себе сил ни испросить прощения у Господа, ни чем-то добрым исправить то зло, которое совершил. Он не сумел переменить свою жизнь, вступить на путь, на котором мог бы загладить прежние грехи. [/b]В этом отличие между ним и апостолом Петром: тот отрекся от Христа, но всей своей жизнью, подвигом исповедничества и мученичества доказал свою любовь к Богу и тысячекратно искупил свой грех" (Иларион 2001: 9-10). მაშ ასე, სინანული ქმედითია, სხვაგან იოანე ნათლისმცემელი მასთან მოსულთ უქადაგებდა "აჩვენეთ სინანულის ღირსი საქმენი", სწორედ ამას შეიძლება ეწოდოს სინანული, სხვაგვარად იგი უნაყოფო დანანებაა, რომელიც მოიკვეთება...


3) მაშინ დანანებას შეგვიძლია სინდისის მხილებაც ვუწოდოთ ( იდეაში სინანულიც აქედან იწყება თუ როგორ ეს ზემოთ დავწერე) , რომელსაც თუკი არ მოყვება შესაბამისი სწორი ქმედება დაღუპვამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი
Иуда, не вынося обличения совести, устремился к петле и окончил жизнь через повешение ( ოქროპირი, წერილი ოლიმპიადას),


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 15 2008, 11:34 PM
პოსტი #73


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



KAIROS
"მაშ ასე, სინანული ქმედითია, სხვაგან იოანე ნათლისმცემელი მასთან მოსულთ უქადაგებდა "აჩვენეთ სინანულის ღირსი საქმენი", სწორედ ამას შეიძლება ეწოდოს სინანული, სხვაგვარად იგი უნაყოფო დანანებაა, რომელიც მოიკვეთება..."

მართებული დასკვნაა და ის ბევრგან შემხვედრია.
ანუ სინანული ფუჭია, თუ შემნანებელი ისევ იმავეს აკეთებს რაც შეინანა
და არ გამოისყიდის თავის შეცოდებას საქმით.




--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 16 2008, 01:05 AM
პოსტი #74


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გაგრძელება (ერთად ვერანაირად ვერ დავპოსტე)

4) ქმედება იუდასი არის სრულიად თავისუფალი არჩევანი, რომელიც შეჩერდა დანანებაზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია
святитель Иоанн Златоуст, объясняют это свободным произволением и выбором самого Иуды. «Так как… Иуда был господином своих помыслов и в его власти было не повиноваться им и не склоняться к сребролюбию, то он, очевидно, сам ослепил свой ум и отказался от собственного спасения… Посмотри, сколько сделал Христос, чтобы склонить его на Свою сторону и спасти его: научил его всякому любомудрию и делами и словами, поставил его выше бесов, сделал способным совершать многие чудеса, устрашать угрозою геенны, вразумлял обетованием царства, постоянно обличал тайные его помышления, но. Обличая, не выставлял на вид всем, омыл ноги его вместе с прочими учениками, сделал участником Своей вечери и трапезы, не опустил ничего – ни малого, ни великого; но он добровольно остался неисправимым».

5) არის მოსაზრება რომ იუდას დანანება, არის მხოლოდ ის რომ მან უდანაშაულო გასცა, მაგრამ სინანული არ არის, რადგან მან ბოლომდის მაინც ვერ გაისიგრძეგანა ვინ იყო უფალი, იგი მაინც ხორციელ მხსნელს ელოდა ქრისტეში:
მკვლევარი ბარსოვი წერს: он разочаровался в Учителе. «Когда же он увидел, что ему от Иисуса Христа нельзя ждать никаких временных выгод, то охладел к Нему до того, что даже тридцать сребреников могли расположить его сделаться Его предателем»[3]. Очевидно Иуда, даже и следуя за Христом в течение почти четырех лет, так и не понял, кем на самом деле был его Учитель и Чьим учеником он являлся. Вероятно, сначала его привлекали слова Христа о Его царстве, и он рассчитывал получить в нем высокое и почетное место. Слова Христа: «Я завещаваю вам… царство, да ядите и пиете за трапезою Моею в царстве Моем, и сядете на престолах – судить двенадцать колен Израилевых» (Лк. 22, 29, 30) – он, как, впрочем, и другие ученики, понял лишь применительно к земной власти и земной жизни.

6) ერთმანეთს ადარებენ პეტრეს სინანულს და იუდასი, ერთი სინანულია, მეორე დანანება, ამ მაგალითად ნათელია რატომ ჩამოიხჩო მეორემ თავი და რატომ სდიოდა ცრემლები ყოველ მამლის ყივილზე პირველს...

დღეს კმარა...

იხარეთ;

კაიროსი!


პ.ს.
ოქროპირი ასე აღწერს იუდას:

Иуда Искариот был высок и широкоплеч, острые и темные вьющиеся волосы, резко очерченный нос ..( Иоанн Златоуст, 2003, Толкование на Евангелие от Матфея)

ხოლო ზიგაბენი ასე მხატვრულად წერს, როცა იუდა გასაცემად წავიდა, ცოდვილი ქალი მაცხოვარს ფეხებს ბანდა ცრემლებითო
Иуда отправляется к первосвященникам «тогда» (Мф. 26, 14), когда блудница возлила на Господа драгоценное миро. «В то время, когда чужая стала своей, свой стал чужим и удалился к тем, которые не звали его»


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 16 2008, 10:05 AM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



Иуда Искариот

- один из 12 апостолов, предавший своего Учителя. Свое прозвище он получил от г. Кериофа, из которого был родом (Иш-Кериоф - человек из Кериофа); впрочем, мнения в этом отношении расходятся. Во всяком случае он был единственным иудеем среди апостолов, которые все были галилеяне, и оправдал на себе древнюю поговорку: "Галилеянин любит славу, а иудей - деньги". В обществе апостолов он заведовал их кассой, из которой скоро начал похищать деньги, и затем, обманувшись в надежде, что Иисус Христос явится основателем великого земного царства, в котором все иудеи будут князьями и утопать в роскоши и богатстве, он продал своего Учителя за 30 серебреников, но от угрызений совести повесился.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 16 2008, 10:46 AM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



26 Иисус отвечал: тот, кому Я, обмакнув кусок хлеба, подам. И,
обмакнув кусок, подал Иуде Симонову Искариоту.
27 И после сего куска вошел в него сатана. Тогда Иисус сказал ему:
что делаешь, делай скорее. (От Иоанна 13)

სახარება გვამცნობს რომ იუდაში შევიდა სატანა, მას შემდეგ რაც უფალმა ღვინოში ჩაწობილი პური მიაწოდა.
ზემოთ კი მის სინანულზეა საუბარი.
შეუძლიათ ეშმაკეულებს სინანული? მათ ხომ საკუთარი ფსიქიკის სადავეები აღარ გააჩნიათ , არამედ იმართებიან არაწმინდა სულისგან.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 16 2008, 05:45 PM
პოსტი #77


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



შეიძლება სისულელეს ვწერ მაგრამ ჩემი აზრით იუდა უბრალოდ სუსტი ადამიანი იყო,რომელმაც თვითონ ვერ გაარკვია უყვარდა მაცხოვარი თუ არა,ის იყო მართლა ღვთის შვილი თუ არა და ასე შემდეგ,ანუ მისი რწმენაც არ იყო ძლიერი და სწორედ ეგ გაორება იყო რის გამოც შეცდომა დაუშვა,ანუ გასცა მაცხოვარი და მერე ინანა საქციელი ,მაგრამ არ მოინანია თვითონ მაცხოვართან სიამაყის გამო.სიამაყე კი,იმიტომ ქონდა,რომ სიყვარული არ ქონდა იესოს მიმართ.ის კი ფაქტია რომ ინანა.ასე რომ არ იყოს თავსაც არ მოიკლავდა


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 16 2008, 07:57 PM
პოსტი #78


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



„რატომ მოხდა, რომ იუდას სინანულის დასაწყისი დასრულდა გააფთრებითა და თვითმკვლელობით? - კითხულობს ერთი განმმარტებელი საღვთო წერილისა. - იუდამ იქ არ მიმართა თავისი ცოდვილი სინდისის წუხილით, სადაც მოუწოდებს ადამიანს ჭეშმარიტი სინანული. მან მიმართა მღვდელმთავრებს, რომელთაც იგი მოისყიდეს ბოროტი საქმისათვის. ეკუთვნოდა კი, რომ პირდაპირ ღვთისათვის მიემართა, მისი უსაზღვრო მოწყალების წინაშე პირქვე დამხობილიყო და თავისი მწუხარება გადმოეფქრვია ლოცვაში შეწყალებაზე და სინანულის ცრემლებში, რადგან ჭეშმარიტი სინანული არ შეიძლება იყოს ლოცვისა და ცრემლის გარეშე. სინანული ლოცვისა და ცრემლის გარეშე უმეტესად მთავრდება თვითმკვლელობით, რომელიც მტანჯველია დამნაშავეთა სინდისისა. თუ დამნაშავენი არ მიდიან ასეთ უბედურ დასასრულთან, ისინი ვერც სინანულს შეიძენენ. სულის სატკივარი დროთა განმავლობაში ნელდება და რჩება მუდამ ჩახშული სინდისის მონაპოვრად. ასეთი დამნაშავე ხდება თამამი სხვა დანაშაულთა ჩასადენად, რაც მას უკვე სულიერი სატკივარის გარეშე ტოვებს. მისი სინდისი თითქოს მომკვდარია“.


ვფიქრობ ძალიან სწორი შენიშვნაა, იუდას თუკი სინანული ქონდა ის უფალთან მივიდოდა პირვლ რიგში პატიების სათხოვნელად და არა მღვდელმთავრებთან. რომელთა მხირადანც კარგად უწყოდა ნუგეშს ვერ მიიღებდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Apr 16 2008, 08:54 PM
პოსტი #79


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ციტატა
იუდას თუკი სინანული ქონდა ის უფალთან მივიდოდა პირვლ რიგში პატიების სათხოვნელად და არა მღვდელმთავრებთან. რომელთა მხირადანც კარგად უწყოდა ნუგეშს ვერ მიიღებდა.

მეც მაგ აზრზე ვარ.მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ:ვიღაცას რომ აწყენინებ და მერე ინანებ,მიხვალ და იმ ადამიანს სთხოვ პატიებას და არა ვინმე სხვას ხო?აქაც იგივეა იუდა მაცხოვართან უნდა მისულიყო,მაგრამ არ მივიდა


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Apr 16 2008, 08:58 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ჩემს მიერ მოყვანილი ზემო ციტატიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იუდაზე, და მის სულიერ მდგომარეობაზე ან სინანულზე და ა.შ. მსჯელობა ზედმეტია იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც მასში შევიდა სატანა.
მერე უკვე სატანა მოქმედებდა მასში და საკუთარ თავს იგი აღარ ეკუთვნოდა.
ხოლო როგორ მიიყვანა მან თავის თავი იქამდე რომ სატანის ჭურჭელი გახდა.
აი ესაა საქმე ანუ ფულის სიყვარული და მასზე მუდმივი ფიქრი და ჩალიჩი.
მანი.მანი მანი.
აი რა არის დასაფიქრებელი.
დღეს ეს ძალზე აქტუალურია.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 12:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი