IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა
ალექსანდრე
პოსტი May 7 2007, 08:53 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ესდ კითხვა მოძღვრის თემაში დაისვა ჩვენი ფორუმელის მიერ, მაგრამ მოძღვრის განყოფილებაში მოვერიდე ჩემი აზრის დაფიქსირებას და ამიტომ აქ ვხსნი ამ თემას. და ვისაუბროთ ამ ტემაზე, რადგან ხალხში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იუდას გამცემლობის თაობაზე.


ციტატა
როგორც ცნობილია ქრისტემ საიდუმლო სერობაზე გამოუცხადა თავის მოწაფეებს - ერთერთი თქვენგანი მიპირებს გაცემასო და პირდაპირ მიუთითა იუდაზე. პეტრეს კი უთხრა სამჯერ უარმყოფ მამლის ყივილამდეო. ასევე იცოდა რომ წამებიდან მესამე დღეს იგი აღსდგებოდა მკვდრეთით.მაინტერესებს თუკი ეს ყველაფერი წინასწარ იყო ..დაწერილი მამა ღმერთის მიერ, და ვიღაცას უნდა არუნდა ეტვირთა ეს ცოდვები ... შეეძლოთ კი ამ უბრალო ადამიანებს თავიდან აერიდებინათ განსაცდელი?..იუდა ქრისტეს ერთერთი საყვარელი მოსწავლეთაგანი იყო. ის მაშინვე მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს,( და მე თუ მკითხავთ ტვირთს რომელიც ვიღაცას უნდა ეზიდა -მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში იუდა იქნებოდა ეს თუ სხვა)და ის დაწყევლილი ვერცხლის ფული უკან დაუბრუნა მღვდელმთავრებს. მერე კი თავი ჩამოიხრჩო.(რაც იმ მდგომარეობაში სრულიად გასაგებია.ის იყო ქრისტეს გამცემი და მოღალატე მაგრამ ..მე მგონი რომ ეს მხოლოდ მის ნებაზე არ იყო დამოკიდებული.


რათქმაუნდა ღმერთი ყოვლის მცოდნეა და მან ყოველივე უწყის წინასწარ, უწყის თუ რას მოიმოქმედებს ადამიანი ან რა ნაბიჯს გადადგამს, უწყის არა იმიტომ რომ წინასწარ ასეა დაგეგმილი და ასე უნდა მოხდეს, არამედ იმიტომ რომ ის ყოვლის მცოდნეა, მაგრამ ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, რომელშიც იგი არ ერევა. ღმერთს არ სურს წარწყმედა ადამიანისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი, მაგრამ თუ ადამიანს არ სურს ცხონება, მაშინ მიუხედავად ღვთის სურვილისა ძალად ვერ აცხონებს ვერავის.
უფალმა იცოდა იუდას გეგმები, იცოდა რომ იგი გასცემდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მასში სინანული აღეძრა. იუდას შეეძლო რომ ეს არცევანი არ გაეკეთებინა. სახარებიდან კარგად ჩანს, რომ უფალი იუდას სინანულად მოქცევასა და მის გადარჩენას ცდილობდა, იგი სხვა მოციქულთაგან არ განურჩევია და მუდამ გვერდით ჰყავდა, არ გაურჩევია არც მაშინ როდესაც მოციქულები აზიარა, არ განურჩევია სხვა მოციქულთაგან როდესაც ყველას ფეხები დაბანა და მათ შორის იუდასაც, რითაც სიმდაბლისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენა მათ, უფალი ელოდებოდა იუდას სინანულს, მაგრამ რადგან სინანული ვერ იხილა უკვე პირდაპირ მიუთითა და ამხილა: '' რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.'' არც ამან იმოქმედა, რადგან ანგარებას მთლიანად მოეცვა იუდას გული და გონება, იგი ქურდი იყო და შესაწირს რასაც მაცხოვარს სწირავდნენ იგი იღებდა. იუდა მიდის მღვდელმტავრებთან და ევაჭრება კიდეც მათ: ''რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი?'' ამიტომ იმის თქმა რომ იუდას საქციელი არ იყო დამოკიდებული მის კეთილ ნებაზე მცდარია და ვერანაირად ვერ ამართლებს მის საქციელს. მან ასევე არასწორედ შეინანა, მისი სინანული დანანება უფრო იყო დაახლოებით ასეთი ''ეს მე როგორ მომივიდა'', ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და სამუდამოდ დაიღუპა თავი.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ალექსანდრე   ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა   May 7 2007, 08:53 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ხოდა , აგა...   Sep 6 2014, 12:59 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ხოდა , აგა...   Sep 6 2014, 09:51 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba არ იცოდა ? :...   Sep 7 2014, 11:22 AM
G_saxva   esre ars cheshmariteba ზემოთ თავ...   Sep 8 2014, 10:17 AM
esre ars cheshmariteba   ოხ ოხ ოხ ოხ ასეთი მა...   Sep 8 2014, 10:01 PM
A.V.M   მერე მეტყვის , სერი...   Sep 8 2014, 12:18 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ხოდა იცინ...   Sep 9 2014, 12:16 AM
G_saxva   esre ars cheshmariteba შენ გინდა ...   Sep 9 2014, 11:05 AM
G_saxva   ახლა იმას დაუკვრიდ...   Sep 9 2014, 11:19 AM
esre ars cheshmariteba   ახლა იმას დაუკვრი...   Sep 9 2014, 10:48 PM
G_saxva   esre ars cheshmariteba ბოლოდან ვ...   Sep 10 2014, 09:48 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ბოლოდან ვ...   Sep 10 2014, 08:55 PM
esre ars cheshmariteba   რას ამბობ დოგმატებ...   Sep 10 2014, 11:11 PM
G_saxva   esre ars cheshmariteba მეგობარო ...   Sep 11 2014, 09:44 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მეგობარო ...   Sep 11 2014, 10:35 PM
G_saxva   სიმართლე ვთქვა არ ...   Sep 12 2014, 09:28 AM
esre ars cheshmariteba   შეიძლება ახალ ნომე...   Sep 12 2014, 10:03 PM
G_saxva   esre ars cheshmariteba მანამ არა...   Sep 15 2014, 09:40 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba მანამ არა...   Sep 15 2014, 09:39 PM
G_saxva   ბოდიში მეგობარო მ...   Sep 16 2014, 12:10 PM
esre ars cheshmariteba   არ ვიცი ჩემო კარგო ...   Sep 16 2014, 07:04 PM
esre ars cheshmariteba   1) ქრისტეში ერთი ნებ...   Sep 16 2014, 08:57 PM
G_saxva   არსწორი მიდგომაა. ...   Sep 22 2014, 09:19 AM
konstantin Logos   esre ars cheshmariteba ქრისტეს ნ...   Sep 28 2014, 11:24 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ქრისტეს ნ...   Nov 23 2014, 12:51 AM
Giorgi Kadagishvili   არ ჰქონდა.   Jan 17 2015, 12:51 PM
Giorgi Kadagishvili   KAIROS ნუთუ ასე რთულია,...   Jan 17 2015, 01:01 PM
marine   "იუდა წარმოშობით ...   Mar 29 2015, 09:03 PM
marine   "ეშმაკი და იუდა შ...   Sep 26 2015, 09:42 PM
marine   "ადამიანი ცოდვას ...   Jul 1 2021, 07:12 PM
marine   "როგორც იუდა, რომ...   Jul 25 2021, 05:35 PM
marine   "იუდა, რომელიც იყ...   Aug 22 2021, 08:38 PM
marine   "ღვთის მოწყალები...   Oct 4 2021, 03:54 PM
marine   "სად არის იუდა, ერ...   Dec 19 2021, 06:20 PM
marine   "ზოგჯერ შეიძლება,...   Jan 14 2022, 06:11 PM
marine   "ქრისტეს მოწაფეთ...   Mar 19 2022, 04:18 PM
marine   "ზეციურ ექიმს არ ...   May 27 2022, 12:38 PM
marine   "გლოვა ორგვარია: ...   Jul 28 2022, 08:00 PM
marine   "მაცხოვარი თვითო...   Jul 29 2022, 05:21 PM
marine   "ვერცხლისმოყვარ...   Aug 16 2022, 11:59 AM
marine   "წმ. მამების აზრი...   Aug 25 2022, 07:15 PM
marine   "წმინდა მამები ამ...   Aug 25 2022, 07:34 PM
marine   "განსაკუთრებით ს...   Sep 2 2022, 05:42 PM
marine   "განდგომილის ყვე...   Sep 22 2022, 09:34 PM
marine   "წმინდა ამბროსი გ...   Feb 11 2023, 09:22 PM
marine   "მან [იუდამ] იცოდა,...   Mar 20 2023, 08:48 PM
marine   "იუდაც ახდენდა სა...   Jun 30 2023, 07:10 PM
marine   "საერთოდ, ქრისტია...   Aug 2 2023, 07:59 PM
marine   "ვერცხლისმოყვარ...   Dec 14 2023, 07:07 PM
marine   "იუდა ჯერ სულიერა...   Dec 14 2023, 08:57 PM
marine   "იუდამ, მოგეხსენე...   Dec 15 2023, 06:35 PM
marine   "დემონური ძალის ა...   Dec 28 2023, 03:03 PM
marine   "ერთმა ადამიანმა ...   Jan 24 2024, 07:38 PM
marine   "იუდამ გასცა რა ქ...   Feb 14 2024, 09:04 PM
marine   "იუდა მენელსაცხე...   Jul 12 2024, 08:39 PM
marine   "იუდა წარმოშობით ...   Aug 30 2024, 07:47 PM
marine   "როდესაც კითხულო...   Nov 29 2024, 03:41 PM
marine   "ამერიკელმა კინო...   Dec 5 2024, 05:23 PM
marine   "იუდა განუწყვეტლ...   Jun 6 2025, 03:45 PM
marine   "იუდას მოციქულებ...   Jun 8 2025, 08:10 PM
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 10:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი