IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> ქართული მენტალიტეტი და თანამედროვე მსოფლმხედველობა
taicko
პოსტი Mar 22 2008, 12:10 PM
პოსტი #121


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 8-March 08
წევრი № 4,112



თამარი_ცქნაფო
მეც მიყვარს ასეთ თემებზე საუბარი.
იწრო არს ვიცი რასაც ნიშნავს. მე სხვა გაგებით ვთქვი. თორემ რა თქმა უნდა არც ქალი და არც კაცი არ უნდა სცემონ. მაგის მომხრე კი არ ვარ.

ვაჟას რაც შეეხება.. ის არ მომწონს ყველანაირ მენტალობას რომ იწონებენ ქართველები, იმ მიზეზის გამო,რომ ის ქართულია. ვაჟათი კი აღფრთოვანებული ვარ, რადგან შეძლო (ასე თუ ისე) ცუდი, დრომოჭმული მენტალობა ჩაენაცვლებინა სხვა უკეთესი იგივე ჩვენი მენტალობით. მინდა, რომ ქართველები ვიღაც ერთ დროს კაი ავტორიტეტის სიტყვებს უბრალოდ კი არ ენდობოდნენ ბრმად,უნდა ვიცოდეთ , რომ თუნდაც ქურდობა სხვა უფრო ლამაზი ტრადიციით ჩავანაცვლოთ. მოსემ რომ დაწერა არა იქურდო, იქ არ მიუწერია ქვეგანხრები ახლობელს არ მოპარო რამე ან პატარა ბავშვს ან ასეთი რამეები და სხვებს კი მოპარეო, ზოგადად ქურდობა უსაშინლესი ცოდვაა და არ ღირს ამის გამო გეენაში მოხვედრა (ალბათ) . ასე რომ, ან ქურდი უნდა იყო ან მართლმადიდებელი. უნდა ავირჩიოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia_me1121
პოსტი Jul 5 2008, 06:01 PM
პოსტი #122


კავკასიის მთების შვილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 25-May 08
მდებარ.: საქართველო!!!
წევრი № 4,915



ციტატა(misdevs mela loms @ May 16 2007, 03:30 PM) *

კანონისტი

მგონი ჩვენმა პატრიარქმა თქვა ივერია მაშინ გაბრწყინდება როცა ყველა ქართველი 7გზის ლოცვებს წაიკითხავსო. ამისგან კი შორს ვართ

შენ გჯერა, რომ 7გზის ლოცვებს ოდესმე მაინც ყველა ქართველი კითხულობდა?
თუ გჯერა ცდები.


--------------------
ჰაიიიიტ თქვე მამაძაღლებო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jul 5 2008, 07:26 PM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ქართულს მე მარტო იმას ვუძახი რაც მიყვარს და ღირსეულია... რა ვქნათ ამბობენ ყველაზე ზნედაცემული ერი ვიყავით და მაგიტომ შევხვდით წილად ღვთისმშობელსო...

ქართველთა ღირსებებზე ისევე უსასრულოდ შეიძლება საუბარი როგორც მათ უღირსობაზე...

ოხ მეფე თუ არა მეფის მრჩეველი მაინც ვიყო, რამდენ რამეს შევცვლიდიიი


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 5 2008, 07:58 PM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



თანამედროვე მსოფმხედველობას სიგლახისკენ აქვს მიდრეკილება, ამიტომ ის ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელია. ვინს ჩამორჩენილ "გოიმად" ჩამთვლის მიდით ბატონო სვეტებო მიბრძანდით არავინ გიშლით.
გოიმი წარმოიშვა სახელიდან გოი- სიონისტური განსაზღვრებით ყველა არაებრაელი. (რომლების მონა-მსახურებად დამოყენებასაც აპირებენ )
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 5 2008, 08:30 PM
პოსტი #125


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



რომელ ქართულ მენტალიტეტზე ვსაუბრობთ?
თანამედროვე მსოფლმხედველობაშიც არის საინტერესო და გამოსადეგი რაღაცეები. smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 5 2008, 08:36 PM
პოსტი #126


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



kmunebi
ციტატა
თანამედროვე მსოფლმხედველობაშიც არის საინტერესო და გამოსადეგი რაღაცეები.

რა თქმა უნდა სწორი ხარ. მე სულ კი არ უარყოფ მასე ნუ გამიგებ , მე საერთო ჯამში ვლაპარაკობ.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 5 2008, 08:46 PM
პოსტი #127


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



კი, მაგრამ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ კომუნისტურ-მონოპოლისტური წყობისა და ეპოქის ქართველები ვართ და თუნდაც ლიბერალიზმამდე (რაც არ ნუზუდავს) ძაან ბევრი გვიკლია და საერთოდ ცივილიზირებულ ცხოვრების სტილამდე. smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 5 2008, 09:30 PM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



kmunebi
ციტატა
კი, მაგრამ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ კომუნისტურ-მონოპოლისტური წყობისა და ეპოქის ქართველები ვართ

კი ესეც სწორია მაგ ეპოქამ უკან დახია ქართული მენტალიტეტი. თუმცა მე რაზედაც ვსაუბრომ იმას კიდევ უფრო ღრმა, მრავალი ასწლეულობით ადრე აქვს ფესვები გამდგარი, ჩვენ რა თქმა უნდა მეტად რთულ თემას ვეხებით და ძნელია ყველაფერი გავითვალისწინოთ. ამისათვის ბევრი საუბარი მოგვიწევს და ალბათ ცოტა თემიდან გადახვევაც, თუმცა ძალიან მტკივნეილ- საინტერესო ამბებზე მოგვიწევს საუბარი.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi_Roganeli
პოსტი Jul 20 2008, 12:12 AM
პოსტი #129


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 1-July 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 5,239



ციტატა(თათი87 @ May 16 2007, 03:38 PM) *

თორე ბევრი გრძელ კაბაში და ყელამდე დახურულ ზედაში მოსული მინახავს ადგილზე რო დაგიწყებს ჩხუბს იქით გადადი აქ მე ვიდექიო და ა.შ. ასე რომ გარეგნული გამოხატულებით ნუ განვსჯით ადამიანის შინაგან ბუნებას smile.gif

თათი87,
ეგრეა ხოლმე ზოგჯერ და ეს სამწუხაროა. ერთი კვირის წინ სამებიდან მოვდიოდი
და დაღმართზე ჩემ გვერდით მომავალი ქალი ხმამაღლა ჩიოდა:-არ ბრმა (თვალმტკივანის მნიშვნელობით)
იცის ამ ხალხმა და არც მოხუციო... მოგაწვებიან, გადაგივლიან და გადაგთელავენო... sad.gif

ამ ამბავზე კი ეს სიტყვები გამახსენდა, იოანე ოქროპირისა უნდა იყოს (ზუსტად არ მახსოვს):

თუკი შენი ეკლესიაში ყოფნა თუნდაც ერთ ადამიანს შეაწუხებს, სჯობს სულ არ შეხვიდე და
გარეთ ილოცოო. smile.gif

ისე კი, რა დაგვმართნია ქართველებს ასეთი, რომ სულ მცირეს დათმობა და თავის
შეწუხება გვეძნელება ხოლმე. გულცივობა და ერთმანეთის გაუტანლობა გვჭირს სამწუხაროდ sad.gif

P.S. იმედია, პესიმისტობაში არ დამდებთ ბრალს smile.gif


--------------------
"...დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი..." 89-ე ფსალმუნი
"მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი" (იოანე 9:30)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 20 2008, 01:44 AM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



Giorgi_Roganeli
ციტატა
ისე კი, რა დაგვმართნია ქართველებს ასეთი, რომ სულ მცირეს დათმობა და თავის
შეწუხება გვეძნელება ხოლმე. გულცივობა და ერთმანეთის გაუტანლობა გვჭირს სამწუხაროდ sad.gif


ათეული წლებია საზღვარგარეთ ვარ და ბევრი კაი გლახა მინახავს ქართველებისგანაც და არაქართველებისგანაც. 3 წლის მერე შEვხვდი ქართველს იქ ქუჩაში და სულ უცნობებს ვეხუტებოდი sad.gif სახლში მიმიყვანია ბევრი ქუჩიდან, მიპატრონებია, წლობით გაჩერებულან ჩემთან, სანამ ფეხზე არ დადგებოდნენ და თავის მოვლას არ შეძლებდნენ, ვითმენდი ბევრს და ვაჩერებდი ჩემთან. თუმცა, დღეს ბევრს არც ვახსოვვარ, ისედაც, მთავარია კარგად იყვნენ და მე ვემახსოვრები თუ არა ეგ მათი საქმეა. არავისთვის მიმიხურავს კარი და გაჭირვებული არ დამიტოვებია მიხედვის გარეშე.

მაგრამ ხშირად მე დამწყვეტია გული, როცა ბევრისგან იგივეს ვერ ვხედავ. 16 წლის მერე პირველად ახლა მაისში დავესწარი ქართულ წირვას, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა და ცრემლს ვერ ვფარავდი მესმოდა რა ქართულად აღვლინება. ბევრი ხალხი იყო საკმაოდ თან. ყველა ერთმანეთს იცნობდა ჩემს გარდა, ძალიან გული დამწყდა, რომ არცერთს არ მოსვლია აზრად მე აქამდე უცხო, მათ წრეში მივეღე, მნათესიც არ იყოს, უხორთუმო სპილოსავით მიყურებდნენ, ასე მეგონა, ფიქრობდნენ ეს ვინღაა ნეტა ან აქ რა უნდაო. არავითარი გამოლაპარაკება, არავითარი შეკითხვა ვინ ვარ და ა.შ. ბოლოს მე გამოველაპარაკე ჩემს გვერდით მდგომ გოგონას, რომელმაც 5 წუთი დამითმო და მერე ისიც გაუჩინარდა.ტრაპეზზი იყო ბოლოს, კაცს არ უთქვამს, შენ პირველად ხარ, მოდი არ მოგერიდოს, გაშინაურდიო. ძალიან საწყენი იყო sad.gif

საღამოს კი ჩემს მოძღვარს ქონდა იმ ქალაქში მსახურება, სერბია და სერბულ ეკლესიაში აღავლენს, ასე გულდაწყვეტილი გამოვედი ჩემი მშობლიური ხალხის საზოგადოებიდან და იქ წავედი. იქაც უცხო ხალხი იყვნენ ჩემთვის, რამდენადაც მე სხვა ქალაქიდან ვიყავი ჩასული, მაგრამ ჩვენებისაგან განსხვავებით, რომ შეამჩნიეს რომ უცხო ვარ, უფრო ყურადღებას მაქცევდნენ, მანამდე სანამ თვით მამა მარკო არ გამოვიდა სატრაპეზოში და არ გავცალკევდით. არ ვიცი როგორ შეაფასებთ ამ მონათხრობს, მაგრამ სწორედ ის ავღწერე, რაც განვიცადე და სიმართლე ვთქვა, მეორედ აღარც წავალ ქართულ მსახურებაზე, იქ სადაც სიცივე სუფევს, ვიხუთები მე.

ასე რომ, ხშირად უცხო ტომის ხალხში უფრო ნახავ მშობლიურობას, ვიდრე იქ, ვისგანაც ელოდები. სხვა კი მიცნობენ აქ ჩვენი ფორუმელები და ყოფილან კიდეც ჩემგან და დამეთანხმებიან, რომ მე პირადად არ ვყოფილვარ ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი.

დღესაც გული მწყდება და მეწვის sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jul 21 2008, 02:15 PM
პოსტი #131


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ჩამოდი ნანა ჩვენთან ღვისმსახურებაზე და თბილად მიგიღებთ smile.gif

ისე მეც ხშირად მინახავს ჩვენთან ეკლესიაში შემოსული უცხოდ, ქართველი, რომელიც ელის რომ ყურადღებას მიაქცევენ. იმასაც გრძნობ, რომ აქ მაინც იყოს შინაური. თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ვახერხებთ სათანადო ყურადღება დავუთმოთ.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd September 2024 - 09:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience