IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მოძღვარი
ratom86
პოსტი May 13 2007, 09:48 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 26-April 07
წევრი № 1,760



ვცხოვრობდი რაიონში,,იმ რაიონში დავდიოდი ეკლესიაში,და მოძღვარს მხოლოდ ერთხელ ჩავაბარე აღსარება,(ზიარება არ მაქვს მიღებული)შემდეგ გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად და ახლა მინდა მოძღვრის არჩევა,მაგრამ კურთხევა არ მაქვს იმ მოძღვრისგან მიღებული,შეიძლება თუ არა კურთხევის გარეშე შევიცვალო მოძღვარი,დიდი მადლობა წინასწარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jun 10 2007, 10:43 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სულიერი მოძღვარი ის ადამიანია, რომელიც დაწვრილებით იცნობს სულიერი შვილის სულის მდგომარეობას, მის მიდრეკილებებს, სისუტეებს და საკუთარი სულიერი გამოცდილების და ღმრთის მადლის შეწევნაზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს ადამიანის სულიერ ცხოვრებას. სულიერ მოძღვარ–შვილობა ისეთი ურთიერთობაა, რომლის ჩამოყალიბებას დიდი დრო, სულიერი შრომა, ნდობა და ღმრთის მადლის განსაკუთრებული შეწევნა სჭირდება. დღეს იშვიათად ვხვდებით ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას. ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთა შესახებ აქ, ვგონებ არაა საჭირო საუბარი. ერთი აღსარება ნამდვილად არ კმარა იმისათვის, რომ მსგავსი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ამიტომ სულიერ შვილობაზე ჯერ ვერ იქნება საუბარი. ამასთან ერთად ჩვენ ვართ ერთი წმიდა ეკლესიის შვილები, ერთი ღმრთის თაყვანისმცემელნი, რომლისაგან არის სამღვდელო მსახურება და მოძღვრობის მადლმოსილება. თუ შეუძლებელია ურთიერთობა ერთ მოძღვართან, მივდივართ მეორესთან. თქვენს შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის იმაში, რომ პირველი მოძვრის დაუკითხავად ვირჩევთ სხვას. არ არის მიღებული ლოცვა–კურთხევის გარეშე სხვა მოძღვართან გადასვლა, რადგან ეს ძალიან აზიანებს სულიერ ცხოვრებას. მაგრამ ეს არ ეხება ისეთ შემთხვევებს , როცა მოძღვართან ურთიერთობა ფიზიკურად შეუძლებელი ან მეტად პრობლემურია. ასე, რომ გირჩევთ და გთხოვთ არ დაკარგოთ დრო და აირჩიოთ ახალი მოძღვარი, მერე კი დაემორჩილოთ მას და ანდოთ თქვენი სულიერი ხელმძღვანელობა


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 03:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი