IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Closed TopicStart new topic
> სხვადასხვა რელიგიები, სალოცავები...., ემოციების გარეშე!!!
shota1
პოსტი Aug 7 2007, 10:56 PM
პოსტი #201


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ციტატა
ზოგადად ერთ კითხვას დავსვამ რა არი რელიგია?



რელეიშენშიპ - კავშირია უზენაესთან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
islam
პოსტი Aug 27 2007, 06:55 PM
პოსტი #202


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 7-August 07
წევრი № 2,582



სალამი ფორუმელებო
ბოლნისის მეჩეთზე დიდიდ აურზაური აგიტეხიათ რაშია საქმე. ხომ არ ვამეტებთ ცოტას. ჩემის აზრით ეს არ არის ნამდვილი ქრისტიანის სახე .
საკუთარი ბედნიერების კოშკს სხვისი უბედურებაზე ნუ ააგებთ, თორემ როგორც კი დააცხუნებს განკითხვის მზე უმალ გალღვება და შხამად ჩაეღვრება სულში მის ამგებს.
ასე რომ საქართველოში ეკლესიების მშენებლობა თუ შეიძლება რატომ მეჩეთების არ შეიძლება? ან რა შუაშია სახელმწიფოსა და ეკლესიის შეთანხმებასთან ეს ყველაფერი. ნურას უკაცრავარ ნურავის ეგონება რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები მეჩეთის მშენებლობისათვის მართლმადიდებლებიდან ნებართვას ღებულობდეს. მოდი ერთმანეთ გავუგოთ და თანაცხოვრების ყველაზე კარგი ალტერნატივებით ვიცხოვროთ ამ პატარა ქვეყანაში. ჩვენ არ გამოგვადგება ერთმანეთთან უბრალო კამათიც კი. უკვე დროა გაითავისოს კველამ საქართველო ქრისტიანული ქვეყანა აღარ არის. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას უფლება აქვს იცხოვროს თავისი მწარმსის მიხედვით. აჭარაში რამდენიმე ეკლესია აშენდა და დგემდე არცერთი მუსლიმი არ გამოსულა და არ გამოუხატავს რაიმე სახის პრეტენზია. ლამის ყველა ეზოში ჯვრები აღუმართეს მუსლიმ მოსახლეობას მაგრამ არც ამაზე უთქვამს რამე მუსლიმს. მაგრამ Uნდაც იგივე ჯვართან, რომელიც თავის ეზოსთნ არის აღმართული მუსლიმური სიმბოლო აღმართოს მერე უნდა ნახო რა რეაქცია იქნება ქრისტიანებისა. მოდით ძმებო ერთმანეთის სულში ხელების ფათურს დავანებოთ თავი. ეს კარგ შედეგს არ მოგვიტანს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Aug 27 2007, 07:06 PM
პოსტი #203


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აჭარელი მუსულმანი არც გამოხატავს და ვერც გამოხატავს აღშფოთებას "ჯვრები" თუ აღუმართეს "ლამის" ეზოებში, მიზეზი ყველასათვის ცნობილია რატომაც (თუნდაც იმიტომ, რომ მათი წინაპრები ჯვრის ქვეშ დამარხულან, უმრავლესობა მათგანისა კი ჯვრის გამო წამებულა თათრის მიერ!!!!), და თათარმა რად უნდა ჩაუშენოს ქართველს ეზოში მინარეთი ეს კი საკითხავია , თუნდაც "დემოკრატიულ" ქვეყანაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 28 2007, 12:52 PM
პოსტი #204


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(კანუდოსელი @ May 17 2007, 11:34 AM) *

განსხვავება ღმერთშია, მათი "ღმერთი" ჩვენი ღმერთი არაა
და მე მათგან არაფერი არ მინდა
პ.ს.
შენ კი მგონი რაღაცამ აგაღელვა biggrin.gif



ალაჰი ღმერთის არაბული სახელია. არაბი ქრისტიანები ღმერთს ასევე ალაჰს ეძახიან. რატომ ფიქრობ, რომ მათი ღმერთი ჩვენი ღმერთი არ არის? გასაგებია, რომ ღმერთზე სხვა წარმოდგენა აქვთ და ქრისტეს არ ცნობენ, მაგრამ ასე არიან ებრაელებიც. იქნებ ვინმე იმის მტკიცებას მოჰყვეს რომ ებრაელების ღმერთი ქრისტიანთა ღმერთი არ არის? wink.gif

ციტატა(ალექსანდრე @ May 18 2007, 07:42 PM) *

მარიამი

მაგათ პრობლემა არ აქვთ, მარჯანიშვილზე კათოლიკურ ეკლესიაში წმიდა ნინოს ხატიც აქვთ, ასევე სომხურ ეკლესიაში მეიდანზე მართლმადიდებლური ხატებიც ჰქონდათ smile.gif



მართლმადიდებლურ ეკლესიებში თუ არის კათოლიკური ან სომხური ხატები? rolleyes.gif

ციტატა(marine @ Jun 11 2007, 11:23 AM) *

რატომაა არასწორი?? მართლმადიდებლობა არაა რომელიმე რელიგიის განშტოება, მერე წარმოქმნილი, როგორც მაგალითად პროტესტანტიზმი..ის სათავეს იღებს ქრისტედან და დღემდე უცვლელია..



ეგ მართლმადიდებლების თეორიით, პროტესტანტული თვალსაზრისით (და სხვათა შორის ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისითაც) მართლმადიდებლობა სათავეს რომში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან იღებს.

ციტატა(marine @ Jun 11 2007, 11:29 AM) *

აღდგომის ღამეს ზეციური ცეცხლის მართლმადიდებელ პატრიარქის სანთლებზე გარდამოსვლა ერთ-ერთი დასტურია იმისა რომ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი სარწმუნოება..

სულ რომ არაფერზე ვისაუბროთ და ეს მაგალითი მივიყვანოთ, საკმარისი იქნება..



თუ ეს სასწაული ესოდენ თვალნათელია, რატომ არ სჯერათ ამისი სხვა კონფესიის წარმომადგენლებს? rolleyes.gif

ციტატა(კანონისტი @ Jun 12 2007, 11:47 AM) *

_გიორგი_
გლახა

მაშ ეს?

21. არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. 22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? 23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.

სახარება მათესი, თავი 7

აქ ჩანს, რომ ყველა, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, სასუფეველში ვერ შევა. არათუ უწოდებს, მისი სახელით სასწაულებსაც რომ აღასრულებს!

ჩანს, ყველა ქრისტიანი არ ყოფილა ჭეშმარიტების გზაზე. მაშ იფიქრე, ვინ შეიძლება იყოს.....



სომხურ-გრიგორიანული ეკლესია რომ იყოს ჭეშმარიტი, მერე? cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 29 2007, 12:04 PM
პოსტი #205


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას უფლება აქვს იცხოვროს თავისი მწარმსის მიხედვით

საინტერესოა იგივე უფლება რატომ არ აქვთ ქრისტიანებს მუსულმანურ ქვეყნებში? აქედან ხომ არ დაიწყებდით?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2007, 12:14 PM
პოსტი #206


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Freethought
ციტატა
სომხურ-გრიგორიანული ეკლესია რომ იყოს ჭეშმარიტი, მერე?

ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ 5, 7 და 11 რელიგია ვერ იქნება ჭეშმარიტი, ჭეშმარიტი უნდა იყოს მხოლოდ 1 რელიგია

თუკი ამაზე ვთანხმდებით, მაშ უკვე შეგვიძლია განვაგრძოთ საუბარი და ვიმსჯელოთ, რომელი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 29 2007, 12:19 PM
პოსტი #207


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჭეშმარიტი უნდა იყოს მხოლოდ 1 რელიგია


არა ,ვფიქრობ ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ რომ ქრისტე ალაჰი არ არის laugh.gif laugh.gif laugh.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2007, 12:26 PM
პოსტი #208


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
არა ,ვფიქრობ ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ რომ ქრისტე ალაჰი არ არის

რატომ, რაღაც გაგებით არის.... wink.gif

ისა ალ-მასიჰ, ბინ ილ-ლაჰი (იესო ქრისტე, ძე ღვთისა)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2007, 12:36 PM
პოსტი #209


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



islam
ციტატა
უკვე დროა გაითავისოს კველამ საქართველო ქრისტიანული ქვეყანა აღარ არის.

სხვა კონფესიის წარმომადგენლების აქ ცხოვრება სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველო ქრისტანული ქვეყანა აღარ არის....

თუ გეფიქრება, საქართველოს სახელმწიფო დროშას შეხედე, მერე გერბს და მიხვდები smile.gif

ისლამისა და იუდეველობის პატივისცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მართლმადიდებლობის თანასწორად უნდა იყვნენ.....

და ფრაზა "აღარ" არის ალბათ ისე უნდა გავიგო, რომ ადრე იყო და ახლა აღარ არის. და რა გახდა მიზეზი, რატომ შეიცვალა? თუ დაგავიწყდა, მუსლიმები ადრე უფრო მეტი რომ იყვნენ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Aug 29 2007, 12:44 PM
პოსტი #210


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



islam
რაო? საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო არ არისოო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ამისთანა კურიოზი ამ ფორუმში არ დაწერილა!
ეხლა:
ძალიან გთხოვ ჭორებს ნუ აგდებ ! ჩმს სოფელში მაგალიად ითხოვენ ტაძრის აშენებას და შენდება კიდეც, ღვთის წყალობით, და ბათუმის საკათედრო ტაძარში ყოველდღე მატულობს მომნათვლელების მსურველები, მადლობა უფალს, აჭარლები თავიანთი ნებითა და სურვილით უბრუნდებიან ქრისტიანობას, დღესასწაული როცაა, მოდი ტაძარში 1 საათზე და ნახავ რომ ტაძარში ხალხი ვერ ეტევა და გარეთ სრულდება ნათლობა, უკვე ახალგაზრდების (აჭარლების) 80% მოინათლა, და უკვე ყველა უბრუნდება მართლმადიდებლობას,
ძალიან გთოვ, ჯერ გაარკვიე და ისე ისაუბრე,
ყველა აწარელის სახელით ნუ საუბრობ!!!


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 29 2007, 01:02 PM
პოსტი #211


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რატომ, რაღაც გაგებით არის....


შვილო, რავა პროტესტანტივით ზედაპირულობაზე მირბიხარ huh.gif

არსობრიობა ნენა, არსობრიობა, აღმოსავლური ეკლესიის წევრი მაინც არ იყო...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2007, 01:20 PM
პოსტი #212


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



islam
ციტატა
აჭარელს ისლამი ძალით არ მიუღია. ის მან თავისი ნება სურვილით აირჩია.

ეს არის თურქების მოგონილი ტყუილი. რის არგუმენტადაც ერთ-ერთი თურქულ გამოცემაში წავიკითხე, რომ ოსმალური ჯარი ქუთაისშიც ხომ იდგა და რატომ იმერლებმა არ მიიღეს ისლამიო (??) აჭარა დაპყრობილი ჰყავდა თურქეთს და ძალით უსასტიკესი მეთოდებით გაამუსულმანა იქაური ქართველები. ცისანა აბულაძე მე არ ვიცი რას წერს, და შეგიძლია მიხვიდე ბათუმის საკათედრო ტაძარში და იქ ნახო, პირველივე მარჯვენა სვეტის წინა მხარეს ხატი - ყოველთა ქართველთა მოწამეთა, აჭარაში სარწმუნოებისათვის თურქთაგან წამებულთა. ეს ხალხი ჩემი და შენი ის წინაპრები არიან, რომლებმაც ქრისტიანობას თავი შესწირეს..... და მოდი, ამაზე თვალს ნუ დახუჭავ

აღიარე, რომ მართალია შენს წინაპრებს ძალით მოახვიეს ისლამი, მაგრამ დღეს, დღევანდელ დემოკრატიულ პირობებში, იმისდა მიუხედავად რომ არავინ გაძალებს, მაინც რჩები ამ სარწმუნოებაზე, იმიტომ რომ მართლა გულით გწამს, რომ "არაა ღმერთი ალლაჰის გარდა და მუჰამმადია მისი მოციქული".... მაგრამ ისტორიას ნუ შეცვლი.....

სარწმუნოების ძალით გავრცელება სულაც არ აკნინებს მას. ბაქოში ცხოვრობს რამდენიმე ათეული ათასი (!) ქრისტიანი აზერბაიჯანელი, რომლებიც რუსებმა ძალით გააქრისტიანეს. ეს სულაც არ აყენებს ჩრდილს ქრისტიანობას ან მათ დღევანდელ რწმენას, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ისტორიას ნუ შეცვლი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod gio
პოსტი Aug 29 2007, 01:52 PM
პოსტი #213


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079



islam
ციტატა
სალამი ფორუმელებო
ბოლნისის მეჩეთზე დიდიდ აურზაური აგიტეხიათ რაშია საქმე. ხომ არ ვამეტებთ ცოტას. ჩემის აზრით ეს არ არის ნამდვილი ქრისტიანის სახე .
საკუთარი ბედნიერების კოშკს სხვისი უბედურებაზე ნუ ააგებთ, თორემ როგორც კი დააცხუნებს განკითხვის მზე უმალ გალღვება და შხამად ჩაეღვრება სულში მის ამგებს.
ასე რომ საქართველოში ეკლესიების მშენებლობა თუ შეიძლება რატომ მეჩეთების არ შეიძლება? ან რა შუაშია სახელმწიფოსა და ეკლესიის შეთანხმებასთან ეს ყველაფერი. ნურას უკაცრავარ ნურავის ეგონება რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები მეჩეთის მშენებლობისათვის მართლმადიდებლებიდან ნებართვას ღებულობდეს. მოდი ერთმანეთ გავუგოთ და თანაცხოვრების ყველაზე კარგი ალტერნატივებით ვიცხოვროთ ამ პატარა ქვეყანაში. ჩვენ არ გამოგვადგება ერთმანეთთან უბრალო კამათიც კი. უკვე დროა გაითავისოს კველამ საქართველო ქრისტიანული ქვეყანა აღარ არის. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას უფლება აქვს იცხოვროს თავისი მწარმსის მიხედვით. აჭარაში რამდენიმე ეკლესია აშენდა და დგემდე არცერთი მუსლიმი არ გამოსულა და არ გამოუხატავს რაიმე სახის პრეტენზია. ლამის ყველა ეზოში ჯვრები აღუმართეს მუსლიმ მოსახლეობას მაგრამ არც ამაზე უთქვამს რამე მუსლიმს. მაგრამ Uნდაც იგივე ჯვართან, რომელიც თავის ეზოსთნ არის აღმართული მუსლიმური სიმბოლო აღმართოს მერე უნდა ნახო რა რეაქცია იქნება ქრისტიანებისა. მოდით ძმებო ერთმანეთის სულში ხელების ფათურს დავანებოთ თავი. ეს კარგ შედეგს არ მოგვიტანს.

შეეენა ბიჯო რა გვარის კაცი ხარ ერთი ეგ მითხარი მიდი...
ვინ ხარ რა ხარ საიდან ხარ ან რა გინდა?რამდენი წლის ხარ?სკოლაში ხომ დადიოდი?საქართველოს ისტორია სწავლით თუ არა წაგიკითხავს მაინც??!კაცი რო იტყვის აჭარლებმაო ისლამიო იძულებით კიარაო და თავის ნებით მიიღოო ის კაცი მაპატიეთ და ყველაზე კაი შემთხვევაში არის გაუნათლებელი...ბოდიშს ვიხდი ....ერთი ეგ მითხარი შენა ლამაზი აზრები რომ გიტრიალებს თავში ის 100 ათასი აწარელი ნეტავ ვინ გამოასალმა სიცოცხლეს და რა მიზეზით!!!!უკვე ნერვები ამიფრინდა ცაში ეგეთს როგორ უნდა ლაპარაკობდე ქართველი და თან აჭარელი კაცი?!!!მოდი ჩემთან და მოგიყვბი აჭარლები რა დღეში ყავდათ შენს თურქებს!!!და მერე აღარ ილაპარაკებ ეგრე ჰაერზე!მართლმადიდებელს მართლმადიდებლობა არავისთვის დაუძალებია და თან არც არავინ დაუხოცია ამის გამო...ჯერ ერთი იმდენსაც ვერ ხვდებით გადაგვარება რო უნდათ ყველასი!რატომ არაბულად კითხულობთ ლოცვებს??!!!

ვაააააი ბედკრულო საქართველოვ რა შვილები გეზრდება თურმე აკვანში!!!:(


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2007, 01:54 PM
პოსტი #214


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ubralod gio
კაი არ გინდა ასე გიო..... ძალიან ცუდად ჩანს sad.gif



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 29 2007, 02:24 PM
პოსტი #215


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ubralod gio

გიო, ასე აღარ დაწერო, არ შევგეფერება, იქნებ არ იცის და აუხსენი...
სხვა შემთვევაში შენს აღშფოთებას ვიზიარებ...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
islam
პოსტი Aug 29 2007, 03:14 PM
პოსტი #216


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 7-August 07
წევრი № 2,582



მოგესალმები სალომე

მე არ ვიცი თვენ როგორ აღიქვამთ ჩემს მოსაზრებებს და ჩემს შემოსვლას საერთოდ ამ ფორუმში. მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ. მე ყოველთვის პატივს ვცემ და ვაფასებ ყველა ადამიანს რა რწმენისა და აღმსარებლობისაც არ უნდა იყოს. მაგრამ მინდა იცოდე ისიც, რომ აჭარაში თუ ვინმე იღებს ქრისტიანობას მე ეს არც მაღელვებს და არც არანაირ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს მათდამი. მაგრამ მაკვირვებ ის რომ მიუხედავად დიდი ნაწილი აჭარის მოსახლეობის ისლამის მაგიარებელია, თქვენ არ გინდათ ამის დაჯერება. ჯერ მე მგონი საკმარისი უნდა იყოს იმის გახსენება, რომ აჭარაში 158 მეჩეთი მოქმედებს. თითქმის ყველა მათგანთან საკვირაო სკოლებია გახსნილი, სადაც ძალიან ბევრი მუსლიმი ბავშვი მიდის ისლამის შესასწავლად. საქმე ის კი არ არის აქ მუსლიმი არ არის ეს რელიგია არა მამაპაპურია და უნდა გაირიყოს ვიძახოდ, არამედ როგორი ურთიერთობები უნდა გვქონდეს ამაზე უნდა ვიფიქროთ. შენ ქრისტიანი ხარ რმერთმა გაგიმარჯოს შენს ამბავში მე მუსლიმი ვარ და ეს მიმაჩნია ჭეშმარიტ რელიგიად ნუ მიფათურებ ჩემს სულში ხელებს. მე რომ არ ვერევი შენს საქმიანობაში, თქვენ რატომ ერევით და მეჩეთს თუ ავაგებ შენსგან უნდა მივიგო ნებართვა. მეჩეთს დანგრევ ეკლესიისათვის წაიგებ და კიდე გაჩუმებული ვზივარ და არაფერს ვამბობ. მეტი რაგა გინდა. ეს არის ჭეშმარიტება? ზარზმის მღვდელმა სოფელ ფლატის მეჩეთს სახურავი ახადა და ეკლესიისათვის წაიღო. ჯერ ეს ერთერთი კულტურის ძეგლია რომელიც ხელჰყო მან. შემდეგ განა ეს ქრისტიანული წესია? მე კარგათ ვიცი ქრისტიანობაც. და შეიძლება ბევრ ქრისტიანზეც უკეთესი ქრისტიანი ვიყო.

მოგესალმები გიორგი

ძალიან საინტერესოა თვენთან საუბარი.
მე მაოცებს ერთი რამ, რატომ ასე რადიკალები ვხდებით, როცა რაიმე საკითხს რაღაც სხვა ჭრილში განვიხილავთ. მე არ მითქვია ის რომ ოსმალებს არ დაუღვრიათ და შეუსვამთ აჭარლების სისხლი. მაგრამ განა ნაკლებად ქმნა ეს სხვა იმპერიებმა. ეს იმპერიალისტური სულია და არა რელიგიიდან გამომდინარე.
"ისლამში იძულება არ არი გზა ჭეშმარიტებისა ნათლადა გარჩეული ცდომილისაგან." ესა ისლამის დოგმა. ყურანშიაც ამას ქადაგებს ღმერთი/ ასე რომ ცოტა მართლა ისტორიას გადახედე და მთიულეთის გაქრისტიანებაც გაიხსენე. თუ როგორ აცმევდნენ ჯვარზე წარმართ ქართველებს. მე მგონი საკმარისია გახსენებისათვის.

მინდა ერთი რამ გთხოვოთ ერთმანეთის მიმართ კორექტურულები ვიყოთ მე მგონი ამას ორივე რელიგია ქადაგებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 29 2007, 03:19 PM
პოსტი #217


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
მე კარგათ ვიცი ქრისტიანობაც. და შეიძლება ბევრ ქრისტიანზეც უკეთესი ქრისტიანი ვიყო.



ქრისტიანი იყო ნიშნავს ქრისტეს აღიარებდე ღვთის ძედ და მხსნელად wink.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2007, 03:21 PM
პოსტი #218


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



islam
აქ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ ბრძანე, ისლამი აჭარლებმა ნებით მიიღესო, ეს არის ისტორიის გაყალბება და არასწორი ფაქტი. დღევანდელ მუსლიმებს, ცხადია, ძალდატანების გარეშე გწამთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი უშუალო წინაპარი, ვინც ისლამი მიიღო, თავისი ნებით აკეთებდა ამას. მაშ ოსმალეთი იმპერია აღარ ყოფილა, აი......

ციტატა
მიუხედავად დიდი ნაწილი აჭარის მოსახლეობის ისლამის მაგიარებელია, თქვენ არ გინდათ ამის დაჯერება

ბოდიში და ეს მოსაზრება რას ეფუძნება? მგონი ჩატარდა რამდენიმე წლის წინ საყოველთაო აღწერა საქართველოში და აჭარის ა.რ. მოსახლეობის 35%-მა მიუთითა მხოლოდ აღმსარებლობის გრაფაში "ისლამი". ეს მეორე გაყალბება იყო....

ციტატა
მეჩეთს დანგრევ ეკლესიისათვის წაიგებ და კიდე გაჩუმებული ვზივარ და არაფერს ვამბობ. მეტი რაგა გინდა. ეს არის ჭეშმარიტება?

დანგრევაზე საუბარი არ გვინდა.... ვიცით, რომ დანგრევა ცუდია, მით უმეტეს საკულტო ნაგებობის. მაგრამ ძალიან თუ გაღელვებს ტაძრების შერყვნა, შეგიძლია გადაბრძანდე ტაოში, კლარეჯეთში, ლაზეთსა და იმერხევში და იქ იხილავ ასობით შერყვნილ, დანგრეულ და დამცირებულ ქართულ, ჩვენი საერთო კულტურის განძს. ხანძთის, შატბერდის, ხახულისა თუ ოშკის თავზე არ მინდა რომ ნახევარმთვარე იყოს, გრიგოლ ხანძთელის დროს არსებობდა ისლამი და ის როგორმე აღმართავდა, რომ სდომოდა.

გაგვიგე ჩვენც, ჩვენც ადამიანები ვართ, ცოდვილები და არა წმინდანები, რომ ნახავ ყველაფერ ამას, მუსლიმურ საიტზე რომ ნახავ, რომ თურმე ქართველები და აჭარლები სხვადასხვა ხალხია (www.muslimgeorgia.org) ohmy.gif ohmy.gif mad.gif მერე ცხადია, შეიძლება უკადრებელიც წამოგცდეს.....

ვინმემ გითხრა (აბა გადახედე პოსტებს) რატომ ხარ მუსლიმიო? მე პირადად, ძალიან გამეხარდა ჩვენი თანამემამულე მუსლიმის დარეგისტრირება და PM-ც მოგწერე. აქ შენდამი გულისწყრომა ისტორიისა და ფაქტების დამახინჯების მცდელობამ გამოიწვია, რადგან ყველაფერს თავისი სახელი და ადგილი აქვს

ციტატა
ეს იმპერიალისტური სულია და არა რელიგიიდან გამომდინარე.

აი, კიდევ ერთი მცდარობა. არავის უთქვამს, რომ თურქთა საქციელი "ისლამური" იყოო. აქ სხვა რამე ითქვა - ამ სისხლისღვრისა და ხალხის საშინელი ჩაგვრის და ფიზიკური განადგურების შედეგად მიიღო აჭარამ ისლამი და არა ნებით. და სხვათაშორის: ნებით მიღებულს ეგრერიგად იოლად არ თმობენ ხოლმე, როგორც აჭარაში ხდება.... smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
islam
პოსტი Aug 29 2007, 03:28 PM
პოსტი #219


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 7-August 07
წევრი № 2,582



მოგესალმები დავით

ძალიან საინტერესოა რომ ბვრმა გამოეხმაურა ჩემს წერილს. თურქი რას ამბობს და რას აკეთებს ეს მე საერთოდ არ მაინტერესებს. მაგრამ ერთი ფაქტია როცა ისლამზე მიდის საუბარი თურქი უმალ ტრიალებს ჩვენს თავში. ისტორია კია არ არის შესაცვლელი ზუსტად ასეთი აზროვნებაა შესაცვლელი. სამწუხაროა რომ ჩვენი ისტორიის დიდი ნაწილიც ასეთი მოაზროვნე ადამიანების ხელითაა დაწერილი.



QUOTE(athos @ Aug 29 2007, 04:19 PM) *

ქრისტიანი იყო ნიშნავს ქრისტეს აღიარებდე ღვთის ძედ და მხსნელად wink.gif



ეს თქვენეული ინტეპრეტაცია ქრისტიანობისა ბატონო ჩემო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 29 2007, 03:30 PM
პოსტი #220


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
ეს თქვენეული ინტეპრეტაცია ქრისტიანობისა ბატონო ჩემო

დარწმუნებული ხართ?

თქვენეული როგორიღაა


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 04:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი