IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Closed TopicStart new topic
> ეკლესიის შეჩერებული მშენებლობა
marine
პოსტი May 22 2007, 02:30 PM
პოსტი #121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჯვრებს იმიტომ თხრიან, რომ თურმე ხალხი პირჯვარს იწერს და საგზაო შემთხვევები მატულობს mad.gif ხალხი პირჯვარს ყველა ტაძართან ჩავლისასაც იწერს და საინტერესოა ყველა ტაძარიც უნდა დაგვინგრიონ??

ჯვრის ყველაზე მეტად ეშმაკს ეშინია, და არ გამიკვირდება რომ ამ ხალხს ვინც ეკლესიას გვინგრევს და ჯვრებს გვითხრის, უკეთური გამგებელის თამადობით მალე რქები ამოუვათ!!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი May 22 2007, 03:58 PM
პოსტი #122


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



იმას ვერ ტვინავენ რომ პირჯვარი რომ არ გადაიწერონ უფრო იმატებს ავარიები, პირიქით ჯვარი იცავს ასეთი შემთხვევისაგან ყველას და საერთოდ ჯვარსა და ეკლესიას უნდა ვუმადლოდეთ რომ გადაგვარჩინა თორემ ეხლა "საქართველო" ხსენებაშიც არ იქნებოდა!

QUOTE(marine @ May 22 2007, 02:30 PM) *

და არ გამიკვირდება რომ ამ ხალხს ვინც ეკლესიას გვინგრევს და ჯვრებს გვითხრის, უკეთური გამგებელის თამადობით მალე რქები ამოუვათ!!

სასაცილოა რომ არ იყოს სატირალი...


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი May 22 2007, 10:41 PM
პოსტი #123


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(კანონისტი @ May 22 2007, 02:14 PM) *

შოთა
კი, უარყოფითად შეაფასა მომხდარი და ბრძანება გასცა მშენებლობის განახლებაზე

მანამდე, იორდანიიდან ჩამოვიდა თუ არა, პირდაპირ საპატრიარქოში წასულა



მშენებლობა როგორც მე ვიცი მისი ბრძანების გარეშეც იყო განახლებული
და ეს ქართველმა ხალხმა არ დაუშვა
და ამისთვის დიდი მადლობა აჭარლებს და იქ ჩასულებს

და კიდავ რა თქვა ვისი ბრალიაო ეგ ფაქტი რომ მოხდა, "ბატონმა პრეზიდენტმა"

ოღონდ შენც ეხლა ცუდი კომუნიკაციისო არ დაიწყო.......... smile.gif smile.gif



--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2007, 10:44 AM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩვენი დავითი ამბობდა ჩამოვა პრეზიდენტი და ყველას გადააყენებს თანამდებობიდანო..

სამწუხაროდ არავინ არ დასჯილა.. ან როგორ დასჯის როცა მისი ბრძანება იყო..


ხაშურში 2 წლის ბავშვმაც კი იცის რომ სააკაშვილმა ააღებინა ჯვარი..

ხობშიც მოუთხრიათ თურმე ჯვარი..

გოროზია კი ფოთში საკათედრო ტაძრის მშენებლობას ეწინააღმდეგება.. მალე ყველა დავინახავთ მის თავზე და მისნაირების თავზე ამოსულ ეშმაკის რქებს!!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 11:21 AM
პოსტი #125


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



piligrimi
marine
მართალი გითხრათ, მეც არ ვიცი, რატომ არ დატოვეს თანამდებობები პასუხისმგებელმა პირებმა

თუმცა, პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრის დეტალებიც არ ვიცით....

ციტატა
ან როგორ დასჯის როცა მისი ბრძანება იყო..

ეს არის ცილისწამება. პრეზიდენტს არათუ ეკლესიის მშენებლობა, ნაციონალური მოძრაობის არცერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ დაუწყია უწმიდესის კურთხევის გარეშე.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2007, 11:24 AM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ May 23 2007, 12:21 PM) *


marine

ეს არის ცილისწამება. პრეზიდენტს არათუ ეკლესიის მშენებლობა, ნაციონალური მოძრაობის არცერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ დაუწყია უწმიდესის კურთხევის გარეშე.....


შენ რომ მართლმადიდებელი პრეზიდენტი ყოფილიყავი და ხელვაჩაურის გამგებელს ტაძარი დაენგრია შენს დაუკითხავად, აპატიებდი და ისევ თანამდებობაზე დატოვებდი თუ აღშფოთდებოდი??? მხოლოდ ამაზე მიპასუხე დავით და გავჩერდები..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 11:29 AM
პოსტი #127


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
ციტატა
შენ რომ მართლმადიდებელი პრეზიდენტი ყოფილიყავი და ხელვაჩაურის გამგებელს ტაძარი დაენგრია შენს დაუკითხავად, აპატიებდი და ისევ თანამდებობაზე დატოვებდი თუ აღშფოთდებოდი??? მხოლოდ ამაზე მიპასუხე დავით და გავჩერდები..


მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, აჭარის ავტონომიის მეთაური, ხელვაჩაურის გამგებელი და შემსრულებლები იქნებოდნენ ციხეში!!!!!! mad.gif

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრძანება პრეზიდენტმა გასცა.... ის უბრალოდ ისეთი ქრისტიანი ვერ არის, როგორიც უნდა იყოს sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2007, 11:37 AM
პოსტი #128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ May 23 2007, 12:29 PM) *

marine
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბრძანება პრეზიდენტმა გასცა.... ის უბრალოდ ისეთი ქრისტიანი ვერ არის, როგორიც უნდა იყოს sad.gif


აგაშენა ღმერთმა, საქმეც მაგაშია..

საქართველოს და ქართველების ყოფა მხოლოდ მაშინ იყო წარმატებული როცა სათავეში ჭეშმარტი ქრისტიანი იდგა და ყოველთვის შეჭირვებული იყო მაშინ, როცა ჩვენი პრეზიდენტის მსგავი მცირედმორწმუნენი იდგნენ სათავეში..

დღეს რომ ხელვაჩაურის გამგებელი არ დაისაჯა, ხვალ უარესს გააკეთებს ის და მისი მსგავსნი..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 11:46 AM
პოსტი #129


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
ციტატა
ყოველთვის შეჭირვებული იყო მაშინ, როცა ჩვენი პრეზიდენტის მსგავი მცირედმორწმუნენი იდგნენ სათავეში..


მართალი ხარ, ოღონდ პირიქით

ჩვენ რომ ვართ სულიერად ზნედაცემულები, შესაბამისი და მე ვიტყოდი მაინც უკეთესი პრეზიდენტი გვყავს რწმენის თვალსაზრისით

დღეს საქართველოში მორწმუნე პრეზიდენტი ვერ გაიხარებს, იმიტომ რომ გადაუვლიან....

უფალმა კარგად იცის რა გვჭირდება! დღეს ზუუსტად ისეთი პრეზიდენტი გვყავს, როგორიც გვჭირდება, თავისი მინუსებით და პლიუსებით

დააკვირდი? საშუალო ქართველია პრეზიდენტი, ეკლესიაში დიდ დღესასწაულებზე დადის, სანთელს ანთებს, პატივს-ცემს პატრიარქსაც, ხანდახან რჩევასაც ეკითხება, ანუ იქცევა ისე, როგორც ქართველების 80%

რაღა გვიკვირს? ვიქნებით უკეთესები? გვეყოლება უკეთესი!

ცნობისთვის:

2 წლის წინ პრეზიდენტი იყო ბათუმში, სადაც მეუფე დიმიტრიმ მას ბავშვთა სახლი აჩვენა და ისიც უთხრა, რომ სახლი შემოწირულობებით ცხოვრობდა. პრეზიდენტი ისე შეძრა ამ ამბავმა, რომ თბილისში დაბრუნებისთანავე გასცა განკარგულება, რითიც ცვლილება შეიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტში და აჭარის ბავშვთა სახლს ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ლარის ტრანსფერი აქვს ბიუჯეტიდან

მთლად ისე საშინლადაც არ არის საქმე, როგორც ამის დახატვას ცდილობენ მავანნი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 23 2007, 11:52 AM
პოსტი #130


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(marine @ May 23 2007, 11:24 AM) *

შენ რომ მართლმადიდებელი პრეზიდენტი ყოფილიყავი და ხელვაჩაურის გამგებელს ტაძარი დაენგრია შენს დაუკითხავად, აპატიებდი და ისევ თანამდებობაზე დატოვებდი თუ აღშფოთდებოდი??? მხოლოდ ამაზე მიპასუხე დავით და გავჩერდები..

საქმე რაშია იცი . . . სააკაშვილი მართლა არ არის ეკლესიური ადამიანი, ვერც მისი სარწმუნოების დონე შეფასდება მაღალ დონეზე, მაგრამ ის არ არის ეკლესიის მტერი, პირიქით ხელს უწყობს ეკლესიას კანონმდებლობითაც და ფინანსურადაც, ითვალისწინებს პატრიარქის რჩევებასაც. ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ხედავს საქართველოს ეკლესიის ძლიერებას, ქართველი ხალხის ერთიანობას ეკლესიის წიაღში და ეკლესიის მთლიანობას და სიძლიერეს ხელს უწყობს მატერიალისტური მოსაზრებით, რადგან ეს არის ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოსა და ერის გარანტი. არადა აქ იყო ცრუ ბრალდებები, და არა მარტო მართლმადიდებლურ ფორუმზე, საერთოდ ინტერაქტიული გამოკითხვებითაც ბევრი თვლიდა რომ ეკლესია პრეზიდენტის დანგრეული იყო, მაგრამ ეს არის სრული აბსურდი და აი ამაშია საქმე. არადა არ გამოდგა პრეზიდენტის დანგრეული . . . არამედ მაქსიმუმ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვენელობის, მაგრამ ესიც საეჭვოა, უფრო ლოკალურად გადაწყდა ეს საკითხი ალბათ მაინც გამგებლის დონეზე და ვინც სააკაშვილს ამაში ადანაშაულებდა ის ცილისმწამებელი აღმოჩნდა, როგორი ამბავია ვინმეზე ტყულა დაბრალება ეკლესიის დანგრევის. აბსურდია ის ფაქტიც რომ ხელისუფლება ეკლესიის მტერია, ეს ასე არაა რადგან საქართველოს ხელისუფლებას და ეკლესიას შორის არის დადებული კონკორდატი, პრეზიდენტი ხშირად დადის საპატრიარქოში და არც ერთ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს ხელისუფლებას არა აქვს ისეთი კარგი ურთიერთობა საკუთარსავე ეკლესიასთან, როგორც ჩვენს პრეზიდენტს ჩვენს ეკლესიასთან და პატრიარქთან. ზოგი ევროპული გამოცემების მიხედვით საქართველოში დე ფაქტო სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა მოიხსენიება. გუშინ ვინც უყურა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ეკა ხერხეულიძის გამოსვლას მინდა ვთქვა რომ ეს იყო იდეალური შეფასება არსებული სიტუაციის. ჩვენ ყველანი შეძრულები ვართ მომხდარით, მაგრამ პრეზიდენტის დადანაშაულება ამ საქმეში სხვა არაფერია თუ არა ურეიტინგო ოპოზიციის სპეკულაციის საგანი, და სიტუაციის დრამატიზება, რომ საქართველოში ინგრევა ეკლესიები, დევნიან მორწმუნეებს და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია. გარდა ამისა მოვუფრთხილდეთ საკუთარ სულსაც, ადამიანისთვის მძიმე ცოდვის დაბრალება ან ტყუილა მიწერა სასტიკად მოეკითხება ადამიანს. პრეზიდენტი შეხვდა პატრიარქს, ინციდენტიც ამოწურულია, ეკლესიაც აშენდება და სისულელეა ამაში ხელისუფლების დადანაშაულება. რაც შეეხება გამგებლის მოხსნის ფაქტს აქაც დავიცადოთ, ნუ ვიჩქარებთ როგორც მაშინ, იქნებ მოხსნას კიდეც, ან გაირკვეს რაში იყო საქმე, ნიუანსები კიდევ არაა ცნობილი, თუ არ მოხსნეს გამგებელი მეც უკმაყოფილო დავრჩები რასაკვირველია, მაგრამ არაა სიტუაციის დრამატიზება საჭირო, იმავე აჭარაში ხელისუფლების უშუალო შუამდგომლობით ბოლო წლებში აშენდა 10-მდე ტაძარი, და რამდენიმე მართლმადიდებლურ ორგანიზაციას მიენიჭა და გაუფართოვდა უფლებები. ვიყოთ ობიექტურები და ხელოვნურად ნუ დავძაბავთ ისედაც დაძაბულ სიტუაციას.

ციტატა(კანონისტი @ May 23 2007, 11:46 AM) *

marine
მართალი ხარ, ოღონდ პირიქით

ჩვენ რომ ვართ სულიერად ზნედაცემულები, შესაბამისი და მე ვიტყოდი მაინც უკეთესი პრეზიდენტი გვყავს რწმენის თვალსაზრისით

დღეს საქართველოში მორწმუნე პრეზიდენტი ვერ გაიხარებს, იმიტომ რომ გადაუვლიან....

უფალმა კარგად იცის რა გვჭირდება! დღეს ზუუსტად ისეთი პრეზიდენტი გვყავს, როგორიც გვჭირდება, თავისი მინუსებით და პლიუსებით

დააკვირდი? საშუალო ქართველია პრეზიდენტი, ეკლესიაში დიდ დღესასწაულებზე დადის, სანთელს ანთებს, პატივს-ცემს პატრიარქსაც, ხანდახან რჩევასაც ეკითხება, ანუ იქცევა ისე, როგორც ქართველების 80%

რაღა გვიკვირს? ვიქნებით უკეთესები? გვეყოლება უკეთესი!

ცნობისთვის:

2 წლის წინ პრეზიდენტი იყო ბათუმში, სადაც მეუფე დიმიტრიმ მას ბავშვთა სახლი აჩვენა და ისიც უთხრა, რომ სახლი შემოწირულობებით ცხოვრობდა. პრეზიდენტი ისე შეძრა ამ ამბავმა, რომ თბილისში დაბრუნებისთანავე გასცა განკარგულება, რითიც ცვლილება შეიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტში და აჭარის ბავშვთა სახლს ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ლარის ტრანსფერი აქვს ბიუჯეტიდან

მთლად ისე საშინლადაც არ არის საქმე, როგორც ამის დახატვას ცდილობენ მავანნი

ყოველი სიტყვა 100%-იანი მართალია. უბრალოდ უკომენტაროდ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2007, 11:53 AM
პოსტი #131


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ May 23 2007, 12:41 PM) *

marine
მართალი ხარ, ოღონდ პირიქით

ჩვენ რომ ვართ სულიერად ზნედაცემულები, შესაბამისი და მე ვიტყოდი მაინც უკეთესი პრეზიდენტი გვყავს რწმენის თვალსაზრისით

დღეს საქართველოში მორწმუნე პრეზიდენტი ვერ გაიხარებს, იმიტომ რომ გადაუვლიან....



სათავეში რომ ზნედაცემულები არიან, ხალხიც იმიტომ იქცევა მასე.. თუ მეთაურნი იქნებიან მისაბაძნი, მაშინ ხალხიც ასეთივე გახდება.. (ჩვენს ისტორიაში უამრავი მაგალითია ამის და შენ ეს არ გესწავლება, დავით)

მითხარი ვის მიბაძონ ქართველმა მამაკაცებმა: ბოკერიას?? და ქალებმა - მაია ნადირაძეს ??

რაც შეეხება გადავლის შიშს.. თვითონ პრეზიდნეტმა გადაურა ხალხს, მისი დაყენებული თანამდებობის პირები ეკლესიებს გვინგრევენ და ჯვრებს გვითხრიან, მონასტრებში უვარდებიან ბერებს და არბევენ, ტაძრის აშენებას ეწინააღმდეგებიან..

რაც შეეხება გახარების თემას, თუკი დავით აღმაშენებელმა და თამარმა გაიხარეს თავის მორწმუნეობით, ვითომ პრეზიდნენტმა რატომ არ უნდა გაიხაროს???????


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 11:59 AM
პოსტი #132


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
ციტატა
(ჩვენს ისტორიაში უამრავი მაგალითია ამის და შენ ეს არ გესწავლება, დავით)

ციტატა
რაც შეეხება გახარების თემას, თუკი დავით აღმაშენებელმა და თამარმა გაიხარეს თავის მორწმუნეობით, ვითომ პრეზიდნენტმა რატომ არ უნდა გაიხაროს???????


საქართველოს ისტორიის მოდერი ხარ და მიკვირს შენგან ეს.....

ისტორიაში სწორედ რომ პირიქით ხდებოდა!!! ჯერ ხალხი ხდებოდა მორწმუნე და მერე მოუვლენდა მას უფალი შესაბამის მმართველს

დიდ დავითს წინ გრიგოლ ხანძთელი უსწრებდა, რომლის თანამედროვე მეფეც ძირითადად ქალებთან გართობით იყო დაკავებული....

დიდ თამარს წინ გიორგი I უსწრებდა, რომელმაც ეკლესიაში გამოწვა უმწეო ბერძნები!!

ჯერ ჩვენ უნდა გამოვსწორდეთ და მერე მთავრობაც ისეთი იქნება....
და ეს გამოსწორება იწყება იმით, რომ ჯერ ვისწავლოთ მთავრობის მორჩილება და მისთვის სათანადო პატივის მიგება. ამით იწყება

ზვიად გამსახურდიას მოწოდებას, რომ მტერს ყვავილები ვესროლოთო, გაუგონა ვინმემ? არ გადაუარეს?? არ მოკლეს? ქვეყანას, სადაც ამდენი ნარკომანი და მკვლელია, მე თუ მკითხავ, ნერონი სჭირდება, სააკაშვილი კი არა, რომ ჭკუას მოეგოს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 23 2007, 12:02 PM
პოსტი #133


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(marine @ May 23 2007, 11:53 AM) *

მითხარი ვის მიბაძონ ქართველმა მამაკაცებმა: ბოკერიას?? და ქალებმა - მაია ნადირაძეს ??

არც ერთი ხელისუფლება, მათ შორის წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის არაა მისაბაძი ადამიანისათვის, რადგან მისი ცხონების გარანტი არის ეკლესია და არა ხელისუფლება. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ქრისტეს უნდა მიბაძოს ყოველთვის და მას მიემსგავსოს.

ციტატა(marine @ May 23 2007, 11:53 AM) *

რაც შეეხება გადავლის შიშს.. თვითონ პრეზიდნეტმა გადაურა ხალხს, მისი დაყენებული თანამდებობის პირები ეკლესიებს გვინგრევენ და ჯვრებს გვითხრიან, მონასტრებში უვარდებიან ბერებს და არბევენ, ტაძრის აშენებას ეწინააღმდეგებიან..

ეს ტყუილია. ამ ეკლესიის გარდა რომელი ეკლესია დაანგრიეს მრავლობითში რომ ლაპარაკობ? რომელი მონასტრის ბერები დაარბიეს დაასახელე კონკრეტულად? და ვინ დაარბია? ტაძრების აშენებას როგორ ეწინააღმდეგებიან, როცა ბოლო წლებში 10-მდე ტაძარი აშენდა აჭარაში?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2007, 12:03 PM
პოსტი #134


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანონისტი @ May 23 2007, 12:59 PM) *

marine
ჯერ ჩვენ უნდა გამოვსწორდეთ და მერე მთავრობაც ისეთი იქნება....
და ეს გამოსწორება იწყება იმით, რომ ჯერ ვისწავლოთ მთავრობის მორჩილება და მისთვის სათანადო პატივის მიგება. ამით იწყება



თუკი ტაძარს დამინგრევენ და ჯვარი არ იქნება რომ პირჯვარი გადავიწერო, შენ ფიქრობ რომ ამით ქართველი გამოსწორდება???


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 23 2007, 12:08 PM
პოსტი #135


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(marine @ May 23 2007, 11:53 AM) *

რაც შეეხება გახარების თემას, თუკი დავით აღმაშენებელმა და თამარმა გაიხარეს თავის მორწმუნეობით, ვითომ პრეზიდნენტმა რატომ არ უნდა გაიხაროს???????

ამაზე ხომ არა ერთხელ ვილაპარაკეთ . . . ქვეყანას უფლისგან ეძლევა ისეთი ხელისუფლება როგორიც არის თვითონ. დავითის საქართველო სხვა სარწმუნოებაში იყო დღევანდელი საქართველო სხვა სარწმუოებაშია, გავირყვენით, კიდევ კარგი პრეზიდენტი გვყავს მე მგონი . . . განსაკუთრებით მას მერე რაც აქ თვით მართლმადიდებლებშიც, "ამბორის თემაში" წავიდა ლაპარაკი რომ რა მოხდა თუ ჯვარდაუწერელი გოგო და ბიჭი თუ ერთმანეთს აკოცებენ და ჩაეხუტებიანო, მაგი კი არა ასეთი კითხვაც დაისვა "რა ბიჭი ქალებში არ უნდა დადიოდესო?" კინაღამ გავგიჟდი, აქაც თუ ასეთი ლაპარაკი წავიდოდა არ მეგონა. ხალხო თავს მივხედოთ და გამოვსწორდეთ და უკეთესი პრეზიდენტიც გვეყოლება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 12:10 PM
პოსტი #136


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



marine
ციტატა
თუკი ტაძარს დამინგრევენ და ჯვარი არ იქნება რომ პირჯვარი გადავიწერო, შენ ფიქრობ რომ ამით ქართველი გამოსწორდება???

არ ფიქრობ რომ აბუქებ?

ფერიის მთის ტაძრით მთავრდება ყველაფერი??

იცი, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოს დაფინანსება ჩასვეს და ის 3 მილიონია თითქმის?

და ყველა ეკლესია, რომელიც საქართველოში შენდება, პრეზიდენტის განკარგულებით ხდება? მათ შორის, ჩემი ხელით მაქვს მომზადებული (მადლობა უფალს!) რამდენიმე აქტის პროექტი

აი, ამ წამს თქვეს, რომ ბათუმის წმ. ბარბარეს ეკლესია გაუძარცვავთ, იქნებ ესეც პრეზიდენტის ბრალია? დაბალი სულიერების ბრალია, დაბალი სულიერების!!!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2007, 12:10 PM
პოსტი #137


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(_გიორგი_ @ May 23 2007, 01:02 PM) *

არც ერთი ხელისუფლება, მათ შორის წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის არაა მისაბაძი ადამიანისათვის, რადგან მისი ცხონების გარანტი არის ეკლესია და არა ხელისუფლება. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ქრისტეს უნდა მიბაძოს ყოველთვის და მას მიემსგავსოს.
ეს ტყუილია. ამ ეკლესიის გარდა რომელი ეკლესია დაანგრიეს მრავლობითში რომ ლაპარაკობ? რომელი მონასტრის ბერები დაარბიეს დაასახელე კონკრეტულად? და ვინ დაარბია? ტაძრების აშენებას როგორ ეწინააღმდეგებიან, როცა ბოლო წლებში 10-მდე ტაძარი აშენდა აჭარაში?


არ გეწინააღმდეგები რომ ადამიანისთვის პირველ რიგში უფალია მისაბაძი, მაგრამ განა დავითი თავისი წმინდა ცხოვრებით, უფლისადმი რწმენისადმი მისაბაძი და მაგალითის მიმცემი არ იყო თანამედროვეებისთვის??

რაც შეეხება იმ ფაქტებს, რამაც მეც და ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი შეძრა, აღარ განვავრცობ.. მინიმუმ ერთ წელიწადში ყველა კიდევ უფრო ნათლად დაინახავს ჭეშმარიტებას ვინ ვინ არის.. გუშინ ვიღაცას აეხილა თვალი, დღეს მე და ხვალ კიდევ სხვას..

მიკერძოებული არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები, უბარალოდ აღმაშფოთა იმან რაც რეალურად დავინახე...

სამწუხაროდ ადრე არ მქონდა ნანახი კადრები ბასილ მკლავიშვილის მრევლს როგორი სისასტიკით გაუსწორდნენ და ტაძარი როგორ შეანგრიეს მანქანით.. თუმცა ახლა ამაზეც აღარაფერს აღარ ვიტყვი..

დავით და გიორგი, ჩემი თვითმიზანი არაა მთავრობის მომხრეებს გეკამათოთ, მე უბარლოდ ჩემი ტკივილი დავაფიქსირე და ამ თემიდან გავდივარ..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 23 2007, 12:15 PM
პოსტი #138


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(marine @ May 23 2007, 12:03 PM) *

თუკი ტაძარს დამინგრევენ და ჯვარი არ იქნება რომ პირჯვარი გადავიწერო, შენ ფიქრობ რომ ამით ქართველი გამოსწორდება???

ეს ხომ მეტისმეტია. ვინ გინგრევს ტაძრებს? და ვინ გიშლის პირჯვრის გადაწერას? საქართველოში გაცილებით მეტი თაძარი შენდება ვიდრე სხვა რომელიმე სახელმწიფოში . . . მარტო ის რად ღირს რომ მოსკოვის მეტროდასახლებაში, რომელიც დაახლოეით 14 700 000, მე-3 აგლომერაცია მსოფლიოში ნიუ-იორკის და ტოკიოს შემდეგ, მთლიანად საქართველოს 4-ჯერ აღემატება და არის მარტო 300 ეკლესია ანუ დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე მარტო ჩვენს პატარა თბილისშია (110 ტაძარი), ლაპარაკი არაა მთელ საქართველოზე. ამას დანახვა უნდა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 12:18 PM
პოსტი #139


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მაშინ, როდესაც ჩვენ პრეზიდენტის მიერ ეკლესიის დევნაზე ვსაუბრობთ, Human Rights Watch მწუხარებით აღნიშნავს (!), რომ საქართველოს პრეზიდენტი ზომბიერებულია მართლმადიდებლობით (!) და იგი ზედმეტად უჯერებს ერთ-ერთი კონფესიის ლიდერს (!!?)

იქნებ საჭიროცაა, რომ სწორედ ასეთი ურთიერთობა იყოს? პრეზიდენტის მართლმადიდებლობის გამო ომი რომ დაგვიწყოს ვინმემ, დავუდგებით კი მას გვერდით? ვაი, რომ მრევლის მხოლოდ ნახევარი, და ეს საქართველოს მოსახლეობის 4% იქნება..... sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 23 2007, 12:19 PM
პოსტი #140


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
3 მილიონია თითქმის

მერე სამი მილიონი უნდა იყოს? ვინ ავსებს ამ ბიუჯეტს?
ისევ მართმადიდებლები...
სამი კიარა ათეულობით მილიონი უნდა იყოს როგორც მინიმუმ.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 11:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი