![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Beliar |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 21-May 07 წევრი № 1,963 ![]() |
მოგესალმებით, მოკლედ ასეთი კითხვა მაქვს რა: სერიალების ყურება თუ ითვლება ცოდვად?
თუ შეიძლება მამაომ გამცეს პასუხი რა, სხვებმა თავი შევიკავოთ... |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
იღუმენ ბართლომეს პასუხი:
http://www.orthodoxy.ge/skhva/serialebi.htm მამა თეოდორეს პასუხი: - ტელესერიალები თვისობრივად განსხვავდება ჩვეულებრივი ფილმებისაგან. იგი პერმანენტულად გრძელდება თვეობით; ზოგჯერ კი წლობითაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, როგორც ხელოვნების ნიმუში ძალზე მდარე ხარისხისაა (ამის გამო აჩლუნგებენ ადამიანთა ესთეტიკურ გრძნობებს და ესეც მათგან მიყენებული ერთ-ერთი ზიანი და ბოროტებაა), ისეთნაირად არიან გადაწყვეტილნი, რომ ითრევენ მაყურებლებს და ამ უკანასკნელთ აღარ აქვთ უნარი, მოწყდნენ მათ. ტელესერიალები აიძულებენ ადამიანებს, თვეებისა და წლების განმავლობაში სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ. ამის გამო აშორებენ რეალობას და ამით ღმერთსაც, რამეთუ ადამიანი ღმერთს მხოლოდ რეალურ სამყაროში, ცხოვრებაში იპოვის. ტელესერიალები ადამიანებს დღის განმავლობაში ართმევენ გონებრივი ღვაწლისა და შემოქმედებისათვის საუკეთესო დროს - 19-21 საათის შუალედს. ისინი ადამიანს აჩლუნგებენ გონებრივად და აგიპნოზებენ სულიერად. ყოველივე ზემოთქმულის გამო ტელესერიალების ყურება აუცილებლად შეაფერხებს ადამიანის სულიერ განვითარებას. უწმინდესის ეპოსტოლედან: კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ცრუთავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელე-პროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ცნობიერებაზე, რათა მათში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#3
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
რა უნდა დავუმატოთ მარიამის მიერ მოყვანილ ციტატებს!
მართლმადიდებლებს გვაქვს ერთი წესი: რისი კეთება არ შეიძლება, იმის არც ყურება, არც წაკითხვა, არც ფიქრი მასზე, არც საუბარი მასზე არ შეიძლება. თუმცა სერიალებს ერთი პატარა სარგებლობის მოტანა მაინც შეუძლია. როცა უნებლიეთ მაინც "გვეყურება", ადვილად ვხვდებით, რომ ნანახი უნისონში მოდის ჩვენი გულის მდგომარეობასთან და იგივე ვართ შიგნით. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი