IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სეფისკვერი
k@the
პოსტი May 21 2007, 05:28 PM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



დამეხმარეთ.

მაინტერესებს სეფისკვერი საქართველოში საფუარით მზადდება თუ არა?

წინასწარ დიდი მადლობა!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 21 2007, 11:27 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



კი, საფუარით მზადდება


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 22 2007, 12:56 AM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მადლობა მარიამ!

ერთ-ერთმა უცხოელმა ასეთი რამ მითხრა: - გავიგე რომ ადრე საქართველოში სეფისკვერს საფუარის გარეშე ამზადებდნენო და საფუარით დამზადება უფრო გვიან შემოიღესო ეკლესიაშიო.
რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სინამდვილეს?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 22 2007, 10:16 AM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მაგდენი არ ვიცი unsure.gif მოძღვარს დაველოდოთ და გვიპასუხებს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 22 2007, 04:22 PM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მარიამი
მადლობა, დაველოდები.
ეგ ინფორმაცია აქ ერთმა არამართლმადიდებელმა მითხრა რომელიც დაინტერესებულია მართლმადიდებლობით და ვერაფერი ვუპასუხე, ვერც დავეთანხმე ვერც შევეწინააღმდეგე. სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში თავიდანვე საფუარით გამოიყენებოდა სეფისკვერიო და ქართულში არაო. ამიტომ გამიკვირდა და აქ მოგმართეთ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 16 2007, 09:44 AM
პოსტი #6


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ნამდვილად ვიცირომ საფუარით მზადდება . იზილება ძალიან მაგარი ცომი, რომ გამოცხობის დროს არ აფუვდეს ძალიან სდა ბურთებივით არ გაიკეთის, ასეთი სეფისკვერი საკვეთად აღარ გამოდგება.

მეც გამიგია რომ სეფისკვერს საფუარის გარეშე აკეთებდნენ ადრე.

სეფისკვერის ცხობის დროს არ შეიძლება საუბარი, გულში უნდა ლოცულობდე. არ შეიძლება რომ ხელზე რაიმე სახის დაზიანება ქონდეს მცხობელს (ჭრილობა და ა.შ.). მე მაქვს ნანახი სეფისკვერის გამოცხობა. ჩემი მეგობარი ბერი აცხობდა და მე მაინტერესენდა და მაცქერინა.
დიდი მადლია სეფისკვერის ცხობა.



--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 16 2007, 12:19 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



mariami-k
ციტატა
არ შეიძლება რომ ხელზე რაიმე სახის დაზიანება ქონდეს მცხობელს (ჭრილობა და ა.შ.)

ეს რატომ ?


მე რატომღაც მახოსვს რომ ძველად დამჟავებულ ცომს ურევდნენ საფუარის მაგივრად


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 16 2007, 07:46 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(k@the @ May 22 2007, 04:22 PM) *

ეგ ინფორმაცია აქ ერთმა არამართლმადიდებელმა მითხრა რომელიც დაინტერესებულია მართლმადიდებლობით და ვერაფერი ვუპასუხე, ვერც დავეთანხმე ვერც შევეწინააღმდეგე. სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში თავიდანვე საფუარით გამოიყენებოდა სეფისკვერიო და ქართულში არაო. ამიტომ გამიკვირდა და აქ მოგმართეთ.


არ დაუჯერო biggrin.gif ალბათ სომხებში ავერიეთ, მაგრამ მაგენიც მარტო მეექვსე საუკუნის შუიდან იყენებენ აუფუებელ ცომს. მონოფიზიტებს შორის სომხები ერთადერთები არიან, მაგას რომ აკეთებენ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sxalteli
პოსტი Sep 16 2007, 05:09 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 94
რეგისტრ.: 1-September 07
მდებარ.: saqartvelo, batumi
წევრი № 2,667



ცოტა რამ სეფისკვერის შესახებ:
სეფისკვერი არის მრგვალი, აფუებული პური, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან. ეს ორი ნაწილი კი აღნიშნავს იესო ქრისტეს ორ ბუნებას: ღვთაებრივსა და კაცობრივს. სეფისკვერზე გამოსახულია ჯვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ საეკლესიო მსახურებისათვის. ჯვრის კუთხეებში წერია: იესო ქრისტე ძლევა.
წმიდა სვიმეონ თესალონიკელი ამბობს: სეფისკვერი უნდა იყოს აფუებული... პური არის თითქოს საფუარით გასულიერებული და ჭეშმარიტად სრულყოფილი. ის მიანიშნებს, რომ ღვთის სიტყვა სრულყოფილია: ჩვენთვის ჩვენი ხორცი შეისხა, მაგრამ, არ შეიცვალა თავისი არსება, სიტყვიერი და გონივრული სულით შეითვისა ადამიანობა. იყო როგორც სრულყოფილი ღმერთი და როგორც სრულყოფილი ადამიანი.
სეფისკვერი როგორც ყოველი პური შედგება სამი ნივთიერებისაგან: ფქვილი, წყალი და მარილი. ეს ნივთიერებები ერთმანეთთან შეირევა და ცეცსლზე ცხვება. ადამიანის სულიც სამი ნაწილისაგან შედგება სამების საპატივცემულოდ. ფქვილი საფუართან ერთად (ძველად გამოიყენებოდა ამჟავებული ცომი ახლანდელი საფუარის ნაცვლად) აღნიშნავს სულს, წყალი - ნათლობას, მარილი კი განასახიერებს ღვთის სიტყვის გონებასა და სწავლებას, რომელმაც უთხრა მოწაფეებს: თქვენ ხართ მარილნი სოფლისანი. პური ცეცხლზე გამომცხვარი მიანიშნებს იმას, რომ ღმერთი მთლიანად შეუერთდა ადამიანებს და მოგვანიჭა თავისი წყალობა.

ასეთი დიდი მნიშნველობა აქვს აფუებულ სეფისკვერს. საქართველოში არასდროს არ გამოიყენებოდა უფუარი სეფისკვერები და ვერც ვერასდროს იქნებოდა, რადგან საეკლესიო გარდამოცემის თანახმად იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე ზუსტად საფუარიანი პური გამოიყენა.


--------------------
უწყოდეთ, საყვარელნო, რამეთუ დასაბამი ყოვლისა კეთილისა - ლოცვა არს...
რამეთუ ყოველი, რომელი ილოცვიდეს, ღვთისა თანა მზრახველობს. (წმიდა იოანე ოქროპირი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Oct 23 2007, 11:55 AM
პოსტი #10


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სეფისკვერზე აქ საკმარისად ითქვა და არაფერს დავამატებდი.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი