![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
lukiana |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 22-May 07 წევრი № 1,976 ![]() |
მამა დავით, დამლოცეთ.
ნეტარი პელაგიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: "თუ სახლი ნაკურთხია, მასში უფალი დაივანებს, ხოლო ძაღლის შეშვება შინ-სულიწმიდის მადლის გაცლას მოასწავებს! ის ღირსი არ არის ზიარებისა, ვისი ხატების სამყოფშიც ძაღლები ცხოვრობენ." გთხოვთ განგვიმარტოთ. პატივისცემით და მოკრძალებით, ლუკიანა დამლოცეთ მამაო. ასეთი კითხვა დამებადა: შეიძლება თუ არა ძაღლის ყოლა სახლში? ხშირად გამიგია რომ ძაღლი განდევნის სული წმიდას სახლიდან, ცოტა არ იყოს ძალიან მიკვირს ეს, მგონია არ უნდა იყოს მართებული, ასევე ერთ-ერთ თემაში რომელიღაცა მღვდელმთავრის ფოტოზე ვნახე სახლში ძაღლი რომელსაც ეფერება მამა. ძალიან გთხოვთ განმიმარტოთ. დიდი მადლობა წინასწარ. თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი კითხვები დაგროვდება, პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ მამაო . ღმერთმა დაგლოცოთ! შეიძლება, მაგრამ ლოცვის დროს, სასურველია იგი სადმე გაიყვანოთ, რომ ლოცვაში ხელი არ შეგიშალოთ. ასევე სასურველია რომ იგი გაწვრთნათ, რათა შემთხვევით სალოცავი ადგილი არ დასვაროს. ისე თუ ეზო გაქვთ, სჯობს ეზოში იყოლიოთ. ამ საკითხს სულიწმინდის განდევნასთან, საერთო არაფერი აქვს. |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
მგონი პასუხი გაცემულია. აქ უფრო სხვა რამ არის საგულისხმო. ის, რაც წლების მანძილზე ვრცელდება როგორც ნეტარი პელაგიას წინასწარმეტყელება, ძალიან შორსაა მართლმადიდებლობისაგან. ასეთმა ჩანაწერებმა გააძნელეს ნეტარი მატრონას, ლავრენტი ჩერნიგოველის და სხვათა კანონიზაცია. ძალიან ძნელი ხდება წლების მერე გაარჩიო მოღვაწის ნამდვილი სახე მასზე შექმნილი ლეგენდისაგან. ასეთ ნაწერებს არანაკლები მავნებლობა მოაქვთ, ვიდრე პატრისტიკის აღორძინებაში შენიღბულ მოდერნიზმს. მამები სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებდნენ ცხოველებს. არათუ შეიძლება, საჭიროცაა, რომ გვყავდეს შინაური ცხოველები. ახლახანს წავიკითხე, რომ ბოლო 4000 წლის მანძილზე არ მოშინაურებულა არცერთი ცხოველი. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ მისცა ღმერთმა შინაურ ცხოველებს ასეთი თვინიერი ხასიათი და ადამიანებთან თანაცხოვრების უნარი.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი