![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#101
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
Lile
ციტატა ჰოოო... მე მაინც ვერ წარმომიდგენია ახლა საქართველოში მეფის ყოფნა. აი, წარმოიდგინეთ მეფის "ინსტიტუტი" ახლადნელ საქართველოში. რამდენად შეცვლილია ჩვენი მენტალიტეტი. მაგალითად, რომელ თქვენგანს წარმოუდგენია, რომ მივიდეს მეფის კარზე და მას ქედი მოუხაროს? მის ბრძანებას დაემორჩილოს? ან კი რა ფორმით წარმოგიდგენიათ მეფის ყოფნა - კონსტიტუციური თუ აბსოლუტური მონარქია? მეორე მართლა ვერ წარმომიდგენია, პირველი კი აბსურდია, მართლა სიმბოლური იქნება (სიმბოლური საქმისა კიდე რა ვთქვი...) და ახალი "თავადებისა" და "ერისთავებისთვის" კორუფციის და ყოველი უმსგავსობის ბუდე იქნება. რა თქმა უნდა, მეფის გარშემო თავს უმეტესად უღირსი ადამიანები მოუყრიან და შეეცდებიან, მეფის როგორმე თავის ჭკუაზე გატარებას. ისტორიის მანძილზე ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. თქვენ ალბათ იკითხავთ, დღესაც მასე არააო? ხოდა, მეც მანდ ვარ. თუ მონარქია აღდგება, იქნება მართლაც სიმბოლური. თავისთავად იქნება მეორე, ფაქტირური მმართველობა. და ორი გაერთიანება, ორი "დეჯგუფება" რაღა საჭიროა? ისტორიული თვალსაზრისით და თქვენ წარმოიდგინეთ, ტურისტული თვალსაზრისითაც კი, მონარქიის აღდგენა სასურველი და მომგებიანია, მაგრამ რეალურად მგონია, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებს სიტუაციას და გახდება შიდა (პოლიტიკური თუ სხვა სახის) დაპირისპირების კიდევ ერთი სერიოზული საბაბი. თანაც მეფე ღვთივკურთხეულია, სხვა მოკვდავთაგან განსხვავებით, მას ორჯერ ეცხება მირონი, ეს კიდევ ერთიორად გაზრდილი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე, მაგრამ ხომ გეუბნებით, მე ვფიქრობ, რომ ამას ჩვენ ვერ შევიშნოვებთ და ძალიან ცუდი სახე მიეცემა. ეს სრულიად სხვა თემაა და მაგაზე სხვა თემაში ვისაუბროთ ![]() |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#102
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
დათიკო
ციტატა იმ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობ, არისტო ბაგრატიონი თავის მემკვიდრეობას მუხრანელ ბაგრატიონებს რომ უთმობს? თანაც უთმობს არა? ![]() ლენუსა სხვის თვალში დირეს ეძებს და მონარქის გმობაზე ფორუმელებს ლექციებს უკითხავს, მორწმუნეებს ასე არ შეგვეფერებაო. ამ დროს არისტო ბაგრატიონი წერს, რომ ოთხჯერ მემკვიდრეობითობის გამო საქართველო დაისაჯა და განსაკუთრებით კახეთის ბაგრატიონები, დამთავრდა მათი გენეალოგიური ხაზი, მორჩა. დ ა მ თ ა ვ რ დ ა. და თავად გამწარებული უკვე მეხუთე პრეცენდენტზე მუშაობს, რომ კიდევ ერთხელ შეცვალოს დინასტიური ხაზია და ამჯერად ტახტზე მალანიები თუ ჭიჭინაძეები აიყვანოს. თამარის და რუსუდანის ეპოქა სხვა იყო, მაშინ მამაკაცი ბაგრატიონი ფიზიკურად აღარ არსებობდა და ვინც იყო მოკლეს, დღეს ბაგრატიონებში 24 მამაკაცია მემკვიდრედ. თვალები გაახილეთ! თუ ასე გიჭირთ ელემენტარულის დადგენა გადახედეთ ევროპულ მონარქიებს და მემკვიდრეობითობის წესს. რომანოვები მაგალითად 106 არიან სიაში, ანუ მემკვიდრეებში დიდი ბრიტანეთის სამეფოსი, ეს ნიშნავს, რომ 105 მემკვიდრე თუ ამოწყდა (ღმერთმა დაიფაროს), მაშჲნ რომანოვები ავლენ სამეფო ტახტზე. ეს არის სამეფო მემკვიდრეობის ელემენტარული წესი. ახლა შენ ყველაზე მარტივი რამ შეგიძლია გააკეთო (იმედია გაგიადვილდება). ![]() რატომ? იმიტომ რომ წესია ასეთი, გაუქმებული ტახტის აღდგენისას მეფედ უფროსი შტოს წარმომადგენელი უნდა ავიდეს, ხოდა რახან იურიდიული და პოლიტიკური მხარე ვერ გაგაგებინეთ, მაშინ ყველაზე მარტივი გზა მოვნახე, ისტორიკოსებში დაადგინეთ, რომელი შტო იყო უფროსი და უპირატესი: იმერეთის, კახეთის თუ ქართლის. |
Lenus |
![]()
პოსტი
#103
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა ამჯერად ტახტზე მალანიები თუ ჭიჭინაძეები აიყვანოს რა გვარი იყო დავით ნარინი? ციტატა რატომ? იმიტომ რომ წესია ასეთი, გაუქმებული ტახტის აღდგენისას მეფედ უფროსი შტოს წარმომადგენელი უნდა ავიდეს, ხოდა რახან იურიდიული და პოლიტიკური მხარე ვერ გაგაგებინეთ, მაშინ ყველაზე მარტივი გზა მოვნახე ეჰ, ივერ. გამოუსწორებელი დემაგოგი ხარ, ან გაუთვითცნობიერებული ფანტაზიორი. რას ჰქვია "წესია ასეთი?" რა წესია, რა ჰქვია და როგრო აღიწერება ეს წესი. მემკვიდრეობის გადაცემის უამრავი წესი არსებობს, რომელს იყენებ შენ მსჯელობისას? "უფროსი შტო" მეტყვი შნე. ასეთი წესი კი არ არსებობს. რას ჰქვია გაუქმებული ტახტის აღდგენა? სადმე მოხდა ასეთი რამ უკვე? მეორეც, გაუქმებული ტახტი კი არის, მაგრამ მემკვიდრეობა არ ყოფილა გაუქმებული და ვისაც ეკავა ტახტი ბოლოს, იმისია დღესაც. 555-ედ გთხოვ, მოიყვანე სხვა მაგალითი, სადაც გამეფებული შტოდან უკან დაიწყეს ათვლა და სხვა ხაზებში მოძებნეს-მეთქი მემკვიდრე. ვერ მოიყვან. ისე ხაზს უსვამ სამეფო გაუქმდაო, მგონი უხაროდათ ზოგიერთებს 1801 წლის უკაზი არა? ასე გამოდის რაღაც. ციტატა რომელი შტო იყო უფროსი და უპირატესი: იმერეთის, კახეთის თუ ქართლის ნინიძე არაკომპეტეტნურია ხომ? მარიკა ლორთქიფანიძე? არც როინ მეტრეველი, არც სხვა ისტორიკოსები? თანაც, ერეკლე და თეიმურაზი იყვნენ ქართლ-კახეთის მეფეები და არა კახეთის! ასე არიან ნაკურთხი!! ციტატა ამ დროს არისტო ბაგრატიონი წერს, რომ ოთხჯერ მემკვიდრეობითობის გამო საქართველო დაისაჯა და განსაკუთრებით კახეთის ბაგრატიონები, დამთავრდა მათი გენეალოგიური ხაზი, მორჩა. დ ა მ თ ა ვ რ დ ა. სად დამთავრდა კაცო? როგორ არც გრცხვენია?! ცოცხალ კაცს მარხავ? მემკვიდრე ნუგზარ გრუზისნკია და მერე ვის და როგორ გადაეცემა მემკვიდრეობა თვითონ გაერკვევიან ოჯახში. კიდევ ერთხელ, შვილიშვილს შესაძლებელია რეგალიები და გვარი და მემკვიდრეობა გადაეცეს სრულიად ლეგიტიმურად. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Sotiris |
![]()
პოსტი
#104
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ამ დროს არისტო ბაგრატიონი წერს, რომ ოთხჯერ მემკვიდრეობითობის გამო საქართველო დაისაჯა ივერიელი, რითი დაისაჯა საქართველო უშუალოდ თამარის მეფობის დროს? ისე მოდი ბარემ ისიც გავიხსენოთ, როგორ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ქართლის ტახტზე მე-18 ს.-ში ძმები (და არა შვილი მამას). რა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა ქართლი ამ პერიოდში, მგონი ცნობილი ფაქტია. ისე ასეთი კითხვა გამიჩნდა ახლა: შენ ამბობ, რომ ტახტი ეკუთვნის დავით მუხრანბატონს, რომელიც რამდენადაც მე ვხვდები მამამისის უფროსი შვილი არ არის. ამ ლოგიკით იყო თუ არა გიორგი მერვე საქართველოს კანონიერი მეფე? გარდა ამისა, ვთქვათ დავითი გამეფდა. ვინ უნდა იყოს მისი მემკვიდრე, მისი უფროსი ძმის შვილი (კონსტანტინეს ანალოგიით), თუ მისივე შვილი? იმედია მთლად უაზრო კითხვა არ დავსვი. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Lenus |
![]()
პოსტი
#105
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა იმედია მთლად უაზრო კითხვა არ დავსვი უაზრო კი არა "კლუჩევოი" კითხვაა. ერთ-ერთი გადამწყვეტი. ყოჩაღ შენ ძმაო, ეს მე როგორ არ მომაფიქრდა აქამდე )))). ამიტომ ვაყენებ მეც საკითხს მემეკვიდრეობითობის წესის შესახებ: რას ნიშნავს, რა ჰქვია, ჯერ ვინ მეფდება შემდეგ ვინ... უფროსი ძმის შვილის ლეგიტიმური გამეფება - არ გამიგია ასეთი რამ... -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#106
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ასეც ვიცოდი რომ აკ კითხვაზე პასუხს თავს აარიდენდა ბატონი ივერიელი...
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#107
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Sotiris
ციტატა ივერიელი, რითი დაისაჯა საქართველო უშუალოდ თამარის მეფობის დროს? უშუალოდ თამარის მეფობის დროს არა, უფრო მერე. ისე მოიშალა საქართველოს სამხედრო და უშიშროების სისტემა, რომ მონღოლთა მარბიელ ჯარსაც კი ვერაფერი უქნეს, არათუ ის გაიგეს, საერთოდ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. შემდეგ რაც მოხდა სწორედ რომ დასჯაა და არა სხვა რამე. ციტატა ისე მოდი ბარემ ისიც გავიხსენოთ, როგორ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ქართლის ტახტზე მე-18 ს.-ში ძმები (და არა შვილი მამას). რა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა ქართლი ამ პერიოდში, მგონი ცნობილი ფაქტია. ეს უკვე სპარსეთისა და ოსმალეთის დამსახურებაა, მაგრამ აქაც არასოდეს დაკარგულა ქართლის ბაგრატიონების ხაზი, თეიმურაზის გამეფებამდე ქართლში. ციტატა ისე ასეთი კითხვა გამიჩნდა ახლა: შენ ამბობ, რომ ტახტი ეკუთვნის დავით მუხრანბატონს, რომელიც რამდენადაც მე ვხვდები მამამისის უფროსი შვილი არ არის. ამ ლოგიკით იყო თუ არა გიორგი მერვე საქართველოს კანონიერი მეფე? გარდა ამისა, ვთქვათ დავითი გამეფდა. ვინ უნდა იყოს მისი მემკვიდრე, მისი უფროსი ძმის შვილი (კონსტანტინეს ანალოგიით), თუ მისივე შვილი? ძალიან დაულაგებელი კითხვაა, მაგრამ მაინც გიპასუხებ. 1. დავით მუხრანბატონი ნამდვილად არაა მამამისის უფროსი შვილი, მაგრამ უფროსი შვილი საერთოდ არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს ტახტზე ან მემკვიდრეობაზე. მგონი განსხვავება არის. 2. გიორგი VIII უკანონო მეფე არ ყოფილა, მისი გამეფება იყო უკანონო და ამას ადასტურებს მისი კახეთში გადასვლა და იქ გამეფება, თორემ სხვანაირად რომ ყოფილიყო საქმე ქართლისთვის ბრძოლას არ დაიშურებდა. შემდეგ კონსტანტინეს გამეფებამ ისედაც ცხადყო თუ ვის უჭერდა მხარს ქართლის დარბაზი და ეკლესია. 3. დავითი გამეფდება მას შემდეგ, როდესაც მისი უფროსი ძმა ირაკლი უარს განაცხადებს მემკვიდრეობაზე და შემდეგ უკვე ხაზი გადავა დავითის შთამომავლობაზე. თუ დავითის შთამომავლობა შეწყდება, მაშინ პირველი პრეტენდენტები ირაკლის შთამომავლები იქნებიან. P.S. თუ რეალურად გაინტერესებს და საუბარი გინდა მაშინ შეგიძლია აქ შემოხვიდე www.iveria.eu და გააგრძელო. აქ მე ნამდვილად არ ვაპირებ კიდევ გაგრძელებას. |
Sotiris |
![]()
პოსტი
#108
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
Sotiris უშუალოდ თამარის მეფობის დროს არა, უფრო მერე. აბა თამარის დროსო? ციტატა ეს უკვე სპარსეთისა და ოსმალეთის დამსახურებაა ანალოგიური ლოგიკით შეიძლება ვისაუბროთ მონღოლთა და ხვარაზმელთა დამსახურებაზე. ციტატა ძალიან დაულაგებელი კითხვაა, მაგრამ მაინც გიპასუხებ. მადლობა. ციტატა 1. დავით მუხრანბატონი ნამდვილად არაა მამამისის უფროსი შვილი, მაგრამ უფროსი შვილი საერთოდ არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს ტახტზე ან მემკვიდრეობაზე. მგონი განსხვავება არის. ლოგიკას ვერ მივხვდი. ამჟღავნებდა თუ არა დემეტრე, კონსტანტინეს მამა, "ინტერესს ტახტისადმი"? ციტატა 2. გიორგი VIII უკანონო მეფე არ ყოფილა, მისი გამეფება იყო უკანონო ეგ ვერ გავიგე. ციტატა და ამას ადასტურებს მისი კახეთში გადასვლა და იქ გამეფება ესეც ვერ გავიგე. კიდევ რამე აზრი ექნებოდა, ეგრევე კახეთში რომ გაექუსლა გამეფების მერე, მაგრამ ოცი წელი რას ელოდებოდა? ციტატა თორემ სხვანაირად რომ ყოფილიყო საქმე ქართლისთვის ბრძოლას არ დაიშურებდა. აბა მანამდე სამცხის ათაბაგთან რის გამო ჰქონდა კონფლიქტი, ომი უყვარდა და სისხლისღვრა მარტო? თუ სეპარატიზმის აღმოფხვრაზე ზრუნავდა? ციტატა შემდეგ კონსტანტინეს გამეფებამ ისედაც ცხადყო თუ ვის უჭერდა მხარს ქართლის დარბაზი და ეკლესია. ქართლის სამღვდელოება საქართველოს ეკლესია არ არის, ისევე როგორც ქართლელი დიდებულები არაა საქართველოს მთელი არისტოკრატია. ისე მგონი გაზვიადებული წარმოდგენა გაქვს ეკლესიის როლზე მეფის შერჩევაში. ეკლესიამ რომ დაიწყოს იმის თქმა, ეს მეფე კანონიერია და ის უკანონოო, ეს იქნება საერო საქმეებში ეკლესიის ჩარევა, რაც სჯულისკანონით აკრძალულია. ციტატა 3. დავითი გამეფდება მას შემდეგ, როდესაც მისი უფროსი ძმა ირაკლი უარს განაცხადებს მემკვიდრეობაზე და შემდეგ უკვე ხაზი გადავა დავითის შთამომავლობაზე. კონსტანტინეს მამამ უარი განაცხადა მეფობაზე? P.S. თუ რეალურად გაინტერესებს და საუბარი გინდა მაშინ შეგიძლია აქ შემოხვიდე www.iveria.eu და გააგრძელო. მანდ ბანი არ ამცდებოდა ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#109
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Sotiris
თუ ნორმალური და წესიერი საუბარი გინდა ბანს არავინ დაგადებს. დანარჩენზე პასუხის გაცემას აზრი არ აქვს. არასერიოზულია. |
Sotiris |
![]()
პოსტი
#110
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
დანარჩენზე პასუხის გაცემას აზრი არ აქვს. არასერიოზულია. რას იზამ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Lenus |
![]()
პოსტი
#111
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ივერიელი,
კი, მაგრამ თეორიული შეკითხვა ხომ დაისვა? მეოთხე ვაჟის გამეფების შემდეგ პირველი ვაჟის ვაჟმა რომ გამოხატოს სურვილი, ეკუთვნის თუ არა მეფობაო, იკითხეს. და თანაც, დემეტრემ თქვა თუ არა უარი მეფობაზე, საიდან ეს ინფორმაცია? "ამიტომაც იყო ნინიძის ნაშრომში ხაზგასმული "გაუმეფებელი" სადაა ამაზა პასუხი? გიორგი VIII რომ გამეფდა და სხვა ხაზი რომ აღარ გამეფდებოდა, ამიტომაცაა დღევანდელი გრუზინსკები ტახტის მემკვიდრეები. ციტატა თუ ნორმალური და წესიერი საუბარი გინდა ბანს არავინ დაგადებს სიცრუეა! პირიქით, შენ გაგლანძღავენ და პასუხს რომ გასცემ, მერე დაგადებენ ბანს ![]() -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#112
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
მალე ფორუმ ივერიაზე შემოვა ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი და წერტილი დაესმება თქვენს ბღლარძუნს. ზუსტად ის პოზცია დააფიქსირა მემკვიდრეებზე, რასაც მე ვამტკიცებ ამდენი ხანი და კიდევ უფრო გამიძლიერდა რწმენაც და პოზიციაც, რომ მართალი ვარ. და აი ამ ვაიისტორიკოსების, დათო ნინიძის და ბიჭიკაშვილის გამრუდებულ ისტორიას გაეცემა შესაბამისი პასუხი ეხლაც და შემდეგ წიგნადაც!
|
Sotiris |
![]()
პოსტი
#113
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
მალე ფორუმ ივერიაზე შემოვა ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი და წერტილი დაესმება თქვენს ბღლარძუნს. ისტორიკოსობა უცდომელობას არ ნიშნავს ისტორიის საკითხებში. ჰო, ისე აგერ ერთი ციტატა კომენტარის გარეშე სვიმონ მასხარაშვილის წიგნიდან ”მატიანე ქართჳელთა” (თბ., ელფის გამომცემლობა, 2006, გვ. 132): ”1021-1225, 1337-1387 წლებში, ანუ 150 წლის განმავლობაში მსოფლიო ჰეგემონი და ზესახელმწიფო საქართველო იყო.” 133-ე გვერდზე კი წარმოდგენილია სია სხვადასხვა პერიოდში ამ მსოფლიო ჰეგემონებისა და ზესახელმწოფოებისა, რომელთა შოროსაცაა მოხსენებული რომი, ბრიტანეთი და აშშ. ციტატა და აი ამ ვაიისტორიკოსების, დათო ნინიძის და ბიჭიკაშვილის გამრუდებულ ისტორიას გაეცემა შესაბამისი პასუხი ეხლაც და შემდეგ წიგნადაც! თუმცა ნინიძეს არ ვიცნობ და ბიჭიკაშვილის ნაწერები საერთოდ არ ფიგურირებდა ამ თემაში, მაგრამ მგონი არ ღირს პირად შეურაცხყოფაზე გადასვლა. ჯერ-ჯერობით კი არგუმენტირებულ პასუხს ველით. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#114
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
ისე, რა მაინტერესებს იცით?
აუცილებლად ბაგრატიონი უნდა იყოს მეფე? ვინმე ჯამასპიშვილს რომ ცხონ მირონი და მეფედ აკურთხონ, რითი იქნება ნაკლები? დღეს მე არცერთი ბაგრატიონი არ მეგულება, რომელიც ქართული სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული. არადა რამოდენიმეს ვიცნობ. ვიღაც ესპანელს გვაჩეჩებენ და ქართველობის არაფერი სცხია იმას. რაც მეფეები იყვნენ ბაგრატიონები იქედან ჰა და ჰა 10-მა ან, 15-მა ივარგა მთელი ისტორიის მანძილზე. მერე მეორე. მეფის ინსტიტუტს თუ შემოიღებენ და ეს მეფე იქნება ყველაფრის უფლებით (ვბრძანებ რომ თავი მოჰკვეთოთ, ვბრძანებ რომ ბადრი პატარკაციშვილს 5000000 დოლარი წაართვათ), აუცილებლად უნდა არსებობდეს მექანიზმი, მისი ტახტიდან გადაყენების. ან კიდევ, ეს მონარქია მაქსიმალურად სიმბოლური უნდა იყოს. ნუ, თავად-აზნაურებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგას ვეღარავინ მოაბრუნებს უკვე. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#115
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Sotiris
ციტატა ისტორიკოსობა უცდომელობას არ ნიშნავს ისტორიის საკითხებში. ჰო, ისე აგერ ერთი ციტატა კომენტარის გარეშე სვიმონ მასხარაშვილის წიგნიდან ”მატიანე ქართჳელთა” (თბ., ელფის გამომცემლობა, 2006, გვ. 132): ”1021-1225, 1337-1387 წლებში, ანუ 150 წლის განმავლობაში მსოფლიო ჰეგემონი და ზესახელმწიფო საქართველო იყო.” 133-ე გვერდზე კი წარმოდგენილია სია სხვადასხვა პერიოდში ამ მსოფლიო ჰეგემონებისა და ზესახელმწოფოებისა, რომელთა შოროსაცაა მოხსენებული რომი, ბრიტანეთი და აშშ. ეს საერთოდ ვერ გავიგე?! და რომელი არ იყო მსოფლიო ჰეგემონი? რომი, ბრიტანეთი თუ აშშ? ![]() ციტატა თუმცა ნინიძეს არ ვიცნობ და ბიჭიკაშვილის ნაწერები საერთოდ არ ფიგურირებდა ამ თემაში, მაგრამ მგონი არ ღირს პირად შეურაცხყოფაზე გადასვლა. ჯერ-ჯერობით კი არგუმენტირებულ პასუხს ველით. განაღა არ დევს აქ არგუმენტირებული პასუხი? ისმინა ვინმემ?! თუ რომელიმე თქვენგანი სვიმონ მასხარაშვილზე მეტად იცნობთ და იცით საქართველოს ისტორია რაღას ელოდებით? პასუხი ივერიაზე დევს, მობრძანდით და იხილეთ. ვეშაპო ციტატა ისე, რა მაინტერესებს იცით? აუცილებლად ბაგრატიონი უნდა იყოს მეფე? ვინმე ჯამასპიშვილს რომ ცხონ მირონი და მეფედ აკურთხონ, რითი იქნება ნაკლები? დღეს მე არცერთი ბაგრატიონი არ მეგულება, რომელიც ქართული სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული. არადა რამოდენიმეს ვიცნობ. ვიღაც ესპანელს გვაჩეჩებენ და ქართველობის არაფერი სცხია იმას. რაც მეფეები იყვნენ ბაგრატიონები იქედან ჰა და ჰა 10-მა ან, 15-მა ივარგა მთელი ისტორიის მანძილზე. მერე მეორე. მეფის ინსტიტუტს თუ შემოიღებენ და ეს მეფე იქნება ყველაფრის უფლებით (ვბრძანებ რომ თავი მოჰკვეთოთ, ვბრძანებ რომ ბადრი პატარკაციშვილს 5000000 დოლარი წაართვათ), აუცილებლად უნდა არსებობდეს მექანიზმი, მისი ტახტიდან გადაყენების. ან კიდევ, ეს მონარქია მაქსიმალურად სიმბოლური უნდა იყოს. ნუ, თავად-აზნაურებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგას ვეღარავინ მოაბრუნებს უკვე. კაცი, რომელიც ქართულ სულიერებაში მართლა საქმეს აკეთებს და თანაც უდიდეს საქმეს (თქვენზე მაქვს საუბარი) ასეთ რამეს არ უნდა წერდეს. სირცხვილია. |
Lenus |
![]()
პოსტი
#116
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
"პასუხი ივერიაზე დევს" რეკლამაში არ ითვლება?
![]() ივერ აქაც გაგვეცი პასუხი, მათთვის ვისაც ბანი გვადევს ივერიაზე "ურჩობისთვის" ![]() ![]() -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#117
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Lenus
ციტატა აქაც გაგვეცი პასუხი, მათთვის ვისაც ბანი გვადევს ივერიაზე "ურჩობისთვის" შენ ერთხელ უკვე გითხარი, რომ ივერიაზე ბანი ჩემი მკვდარი მამის შეურაცხყოფისთვის გადევს! მე შენთან საქმე და მით უმეტეს სალაპარაკო აღარ მაქვს. განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესც ჩემი მხრიდან პატიების შემდეგ, ბოდიშის ნაცვლად მუსლიმანი აჭარელის თუ რაღაც მსგავსის ანეგდოტის მოყოლა დაიწყე! შენს ადგილზე ადამიანურად შემრცხვებოდა. ივერია რეკლამა თუა არ ვიცი, ივერია არის და იქნება მონარქიის ფორუმი და ძალიან ბევრ საქმესაც გააკეთებს სამომავლოდ. ეს კი გრუზინსკების მოთაყვანეებს, იმ გრუზინსკებისა, რომლემაც თავად თქვეს მეფობაზე და ტახტზე უარი: რუსეთიდან დაბრუნებული ანტონი აწ უკვე რუსიფიცირებული იყო და მან არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია ერეკლე II-ს, რომელმაც 1784 წელს რატიფიკაცია გაუკეთა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის მერვე არტიკულის თანახმადაც, რუსეთის იმპერატრიცა, ნიშნად უმაღლესი მოწყალებისა, საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსს ან/და არქიეპისკოპოსს (უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ სამომავლოდ საქართველოს ეკლესიას კათოლიკოსი აღარ ეყოლებოდა), ღებულობდა რუსეთის სინოდის წევრად მერვე ხარისხის პატივით. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის უფლება-მოვალეობებს, ამას დამატებით არტიკულით განსაზღვრავდა რუსეთის ხელმწიფე. აკი განსაზღვრა კიდეც, 1811 წელს ქართულად წირვა-ლოცვა აიკრძალა და კათოლიკოსი ეგზარხოსმა შეცვალა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის აქტით გაუქმდა. ეს აქტი ყოველი მისი ხელისმომწერისა თუ ნებისდამრთველის მხრიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გმობის აქტი იყო... სწორედ ამ აქტის წყალობით დაიკარგა საბოლოოდ ქართული სავანეებიც პალესტინასა თუ სინაზე. მაგალითად, ჯერ კიდავ 1810 წელს საქართველოს ეკლესიის წევრი იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი ვენედიქტე, მაგრამ 1811 წლის შემდეგ რუსი მღვდელი ქართულ მონასტერში აღარ შეუშვეს აღარც მუსლიმანმა ქართველმა ბეგებმა და აღარც ბერძნებმა. შესაბამისად, ქართული მონასტრები ბერძენთა ხელში გადავიდა. გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთი საზეპურო საქართველოს მადლის მითვისებას შეეცადა. ეს იგივე ქმედება იყო, რაც ნაბუქოდონოსორმა ჩაიდინა იერუსალიმიდან წმინდა ჭურჭლის წამოღებით; უფრო მეტიც, ეს ისეთივე ქმედება იყო, რაც ბალთაზარმა ჩაიდინა, როდესაც მოიწადინა წმინდა ჭურჭლიდან ესვა ღვინო და ამით მიესაკუთრებინა სხვისი მადლი. საპასუხოდ, როგორც ცნობილია, ღვთაებრივმა ხელმა ოთხი სიტყვა დაწერა კედელზე: "მენე, მენე, თეკელ, უფარსინ" და დაიღუპა ბალთაზარი. დაიღუპა, დაემხო რომანოვთა დინასტიაც, რომელთა წარმომადგენელმა ეკატერინე II-მაც გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკულით, საქართველოს ეკლესიის "პრივატიზაცია" მოიწადინა, ხოლო მის შთამომავალთაგან არც ერთი არ შეეცადა წინაპრის ცოდვის გამოსწორებას. ანტონის დაბრუნების შემდეგ დაიღუპა საქართველო, ახდა თეიმურაზ II-ის წინასწარმეტყველება. თეიმურაზის სხეული დღესაც უხრწნელია და ზეთი სდის. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკული უფრო დიდი ტრაგედია იყო საქართველოსთვის, ვიდრე ერთად აღებული უხსოვარი დროიდან XVIIIს-ის ბოლომდე მომხდარი ყველა შემოსევა თუ კატასტროფა. ამიერიდან, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც კი კარგავდა აზრს. რელიგიურ პრობლემებს ფინანსურიც ემატებოდა. არამართლმადიდებელი ფინანსისტები და კომერსანტები (ვაჭრები, ხელოსნები და ა.შ.) სრულ საბოტაჟს უცხადებდნენ ერეკლე მეფის ქართულ პოლიტიკას. რეგულარული ჯარის შესაქმნელად არ აძლევდნენ თანხებს, ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გაერთიანებას, აფინანსებდნენ მეფის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებებს (მაგ., 1765 წელს "მარკოზაშვილის დარბაზის" წევრთა გამოსვლის დროს), ხშირად გარეშე ძალებს ეხმარებოდნენ ქვეყნის აოხრებაში (მაგ., 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანს). ეჩმიაძინის პატრიარქმა 100 ათასი ოქროს მანეთი გადასცა სპარსეთის მბრძანებელს. თეიმურაზი და ერეკლე ცდილობდნენ ევროპის ქვეყნებიდან მიეღოთ სესხი. მაგრამ, სამწუხაროდ, ელჩთა ფუნქციასაც ისევ და ისევ არამართლმადიდებელი ვაჭრები ასრულებდნენ, რაც მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ევროპიდან ინვესტიციების მიღების მცდელობის ჩასაშლელად. არადა, მთელი XVIIIს-ის მანძილზე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკიანობა. რუსეთის იმპერიის გაძლიერებამ ჩრდილოეთ კავკასიელ ტომებს ნადავლის შეძენის ერთადერთ გზად ამიერკავკასია დაუტოვა. ქართლ-კახეთის სოფლების ყაჩაღური დარბევით ლეკები თუ ქისტები თავიანთი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდნენ. XVIIIს-ის 70-იან წლებში მეფე ერეკლე "მორიგე ჯარის" შექმნით შეეცადა აღეკვეთა მთიელთა თარეში, მაგრამ სტაბილური დაფინანსების გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მდგომარეობას სხვა გარემოებანიც ამძიმებდა: ერეკლე II და თეიმურაზ II კახელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდნენ, შესაბამისად, ქართლის თავადობის დიდი ნაწილი (ამილახვრები, ქსნისა და არაგვის ერისთავები, თაქთაქიშვილები, დიასამიძეები და ა.შ.) მათ ქართლის ტახტის უზურპატორებად მიიჩნევდნენ. სწორედ ამ საბაბით ბევრი შეთქმულება მოეწყო ერეკლე II-ის წინააღმდეგ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პაატა ბატონიშვილის შეთქმულება. ერეკლეს დედის ძმა, უფლისწული პაატა 1765 წელს მეფის ოჯახის ამოწყვეტას შეეცადა. ერეკლემ ქართლში ბევრი სათავადო გააუქმა და მათი მართვა საკუთარ შვილებს ჩააბარა. მაგრამ, სამწუხაროდ, გადამწყვეტ ჟამს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას (1795) შვილებმაც უღალატეს გმირ მამას. ასეთ ფონზე მართლაცდა წარმოუდგენელი სიქველე იყო ერეკლესგან 1740-50-იან წლებში ირანელ ხანთა (აზატ-ხანის, აჯი-ჩალაბის, ნურსალბეგის) მრავალგზის დამარცხება. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობებიც - საინგილო ისევ ლეკთა ხელში დარჩა, მაგრამ 50-იანი წლების მიწურულს ქართლ-კახეთმა არათუ სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია, არამედ მისი ხელქვეითი გახდა განჯის, ერევნისა და ნახიჭევანის სახანოები. 1770 წელს, მიუხედავად რუსეთის საექსპედიციო კორპუსის გერმანელი სარდლის, ტოტლებენის ღალატისა, ქართველებმა იმარჯვეს ოსმალების წინააღმდეგ ასინძის ბრძოლაში. 1774 წელს ოსმალეთმა და რუსეთმა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით საერთაშორისო დონეზე ცნეს ქართლ-კახეთის სამეფოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ერეკლე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა პრუსიაში, ეგვიპტეში და ა.შ. 1780-იანი წლების დასაწყისში ოსმალეთის სულთანმა ერეკლესთან სათანადო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც/ ოსმალეთი ცნობდა ერეკლეს სუვერენიტეტს დასავლეთ საქართველოზეც, იმ პირობით, თუკი საქართველოს მეფე არ დაუშვებდა რუსეთის შემოსვლას ამიერკავკასიაში. 1782 წელს ეკატერინე II-მ შეიტყო ხელშეკრულების პირობების შესახებ და რადიკალურ ზომებს მიმართა, რათა სამუდამოდ არ დაეკარგა კავკასია. ჩრდილოეთ კავკასიაში ტარკის შამხალთან გაგზავნეს რუსეთში გადახვეწილი ერეკლე II-ის ორი მოწინააღმდეგე: ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, ერეკლეს ძირითადი კონკურენტი ქართლის ტახტზე) და ალექსანდრე ამილახვარი (1765 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე). პარალელურად, ტარკის შამხალს პოტიომკინმა გადასცა დიდძალი თანხა და დირექტივა: დაეპატიმრებინა ალექსანდრე ბაქარის ძე, მაგრამ ხმები გაევრცელებინა, თითქოს მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოემართებოდა ერეკლე II-ის დასამხობად და ალექსანდრეს გასამეფებლად. ამასთან, პოტიომკინმა თავისთან დაიბარა ერეკლეს კარზე მყოფი გერმანელი ექიმი რეინეგსი, თავის აგენტად აქცია და დავალება მისცა ერეკლესთვის ჩაეგონებინა, რომ რუსეთის იმპერიის მფარველობა ეთხოვა. ალექსანდრე ბაქარის ძის გამოჩენით დაშინებული და რეინეგსისგან ჩაგონებული მეფე ერეკლე ალექსანდრე ბაქარის ძის შეპყრობის სანაცვლოდ რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლას დათანხმდა. 1783 წელს დაიდო გეროგიევსკის ტრაქტატი. საქართველოში რუსეთის ჯარის ნაწილები შემოვიდა, მაგრამ 1787 წელს რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომის დაწყებისთანავე რუსმა მხედრებმა მარტოდმარტო დატოვეს პატარა კახი აწ უკვე გადამტერებული ოსმალების წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიის მიზანი მიღწეული იყო: ერეკლეს ოსმალეთთან ხელშეკრულება დაარღვევინეს და კავკასიაში დასაყრდენი ასე თუ ისე შეინარჩუნეს. სხვა მხრივ, რუსეთის იმპერია, საქართველოს საკეთილდღეოდ, ჯერჯერობით არ აპირებდა მსხვერპლის გაღებას. 1787 წელს დაირღვა გეორგიევსკის ტრაქტატი. 1789 წელს ერეკლეს დასავლეთ საქართველოდან ეახლა იმერეთის მთელი სამღვდელოება, თავადაზნაურობა და საქართველოს გაერთიანება სთხოვა. ცოლის, დარეჯან დედოფლის შთაგონებით, რომელიც, თავის მხრივ, მონოფიზიტი ვაჭრის ოსეფა ყორფანაშვილის (შემდგომში სომხეთის კათოლიკოს იოსებ არღუთინსკის აგენტის) მოთხოვნებს ემორჩილებოდა, ერეკლემ უარი თქვა იმერეთის ტახტზე შვილიშვილის სოლომონ II-ის სასარგებოლოდ, ანუ უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე. მონოფიზიტთა წყალობით, საქართველო არ გაერთიანდა, რადგანაც: როგორც იოსებ არღუთინსკი თვლიდა, სომხეთის ხსნა, ანუ რუსეთის მფარველობის ქვეშ მოქცევა გამორიცხული იყო რუსეთის საქართველოში შესვლის გარეშე. ამასთან, ვინაიდან, დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა, საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, ერეკლე ოსმალეთთან პარტნიორობას უნდა დათანხმებოდა. ოსმალეთი კი ერთადერთს ითხოვდა ერეკლესაგნ - რუსეთი საქართველოში არ შემოეშვა. საქართველოს გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა რუსეთის იგნორირებას კავკასიური პოლიტიკიდან, რაც სომხეთისთვის დამღუპველად მიაჩნდა იოსებ არღუთინსკისა და მონოფიზიტებს. 1789 წელს იოსებ არღუთინსკისა და მონოფიზიტთა ნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სრულიად საქართველოისა, რადგანაც ფინანსებს მონოფიზიტები აკონტროლებდნენ. სიცოცხლის ბოლოს ერეკლემ დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც ტახტი მისი უფროსი ვაჟიდან (ნაცვლად შვილიშვილ დავითისა) უმცროს ვაჟიშვილზე - იულონზე უნდა გადასულიყო. შემდეგ რიგრიგობით - ხუთ შვილზე, მათ ექვს პირმშოზე და ა.შ. - შვიდ თაობაში. ერეკლეს გარდაცვალებამდე გიორგი XIII პირობას დებდა, რომ მამის ანდერძის ერთგული იქნებოდა, მაგრამ გამეფებისთანავე რუსეთის იმპერატორს, პავლე I-ს წერილი მისწერა, სადაც სთავაზობდა, შეეეთებინა საქართველოს სამეფო, ოღონდაც უბრალო მმართველის (გენერალ-გუბერნატორის) სტატუსით მის მემკვიდრედ დავითი ეცნო და არა იულონი (სხვათაშორის, დავითი ვოლტერიანელი იყო). ეხლა ნუ მაიძულებთ კახეთის ბაგრატიონთა მთელი შტოს ისტორიის დადებას, თორემ მეეჭვება ვინმე კარგ ხასიათზე დადგეს. კახელთაგან გამორჩეული მხოლოდ თეიმურაზ II იყო. |
Lenus |
![]()
პოსტი
#118
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა მალე ფორუმ ივერიაზე შემოვა ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი და წერტილი დაესმება თქვენს ბღლარძუნს. ზუსტად ის პოზცია დააფიქსირა მემკვიდრეებზე, რასაც მე ვამტკიცებ ამდენი ხანი და კიდევ უფრო გამიძლიერდა რწმენაც და პოზიციაც, რომ მართალი ვარ. და აი ამ ვაიისტორიკოსების, დათო ნინიძის და ბიჭიკაშვილის გამრუდებულ ისტორიას გაეცემა შესაბამისი პასუხი ეხლაც და შემდეგ წიგნადაც! ვაიისტორიკოსებში არ დაგავიწყდეს მარიკა ლორთქიფანიძის, როინ მეტრეველის და მთელი სარედაქციო კოლეგიის ჩამოთვლა ვისი ეგიდითაც გამოიცა ნინიძის სტატიით თანდართული "საქართველოს მეფეები". მასხარაშვილის იმედზე დავრჩით? სხვა ისტორიკოსი ყველა ვაი-ისტორიკოსია? ციტატა შენ ერთხელ უკვე გითხარი, რომ ივერიაზე ბანი ჩემი მკვდარი მამის შეურაცხყოფისთვის გადევს! მაგარი მატყუარა კაცი ხარ და ტექნიკური მოლაპარაკე. რომ მეუბნები "ნაგლი და თავხედი ხარო" არ იცი რომ გიპასუხებდი ეგეთი მამაშენია მეთქი. მე რა ვიცოდი მამა მკვდარი გყავს თუ ცოცხალი, არც გიცნობ საერთოდ. ეს პასუხი შენ არ გამოიწვიე? მოივყვანო მთელი საუბარი, რამდენჯერ მომმართე უზრდელურად? კი წაშალე ბოლოს, მაგრამ ასლი დავიტოვე )) -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#119
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Lenus
ციტატა ვაიისტორიკოსებში არ დაგავიწყდეს მარიკა ლორთქიფანიძის, როინ მეტრეველის და მთელი სარედაქციო კოლეგიის ჩამოთვლა ვისი ეგიდითაც გამოიცა ნინიძის სტატიით თანდართული "საქართველოს მეფეები". მარიკა ლორთქიფანიძის და როიმ მეტრეველის სახელს ცუდად ნუ იყენებ! და გარჩევა ისწავლე ისტორიული ნაწარმოებების ერთა გამოცემული წიგნის რეცენზენტებისა და ავტორებისა. წიგნის ის ნაწილი სადაც დავით ნინიძე გამწარებით ამტკიცებს გრუზინსკების მემკვიდრეობას, არაფერ შუაშია მ. ლორთქიფანიძესთან და რ. მეტრეველთან! ციტატა აგარი მატყუარა კაცი ხარ და ტექნიკური მოლაპარაკე. რომ მეუბნები "ნაგლი და თავხედი ხარო" არ იცი რომ გიპასუხებდი ეგეთი მამაშენია მეთქი. მე რა ვიცოდი მამა მკვდარი გყავს თუ ცოცხალი, არც გიცნობ საერთოდ. ეს პასუხი შენ არ გამოიწვიე? მოივყვანო მთელი საუბარი, რამდენჯერ მომმართე უზრდელურად? კი წაშალე ბოლოს, მაგრამ ასლი დავიტოვე )) ამ თავხედობაზე გაგრძელებას არ ვაპირებ და შენი შეურაცხყოფის შემდეგ მაინც მოგიწვიე ფორუმზე, მაგრამ შენ ბოდიშის მოხდის მაგიერ ანეგდოტების მოყოლა დაიწყე. გაგრძელებას აღარ ვაპირებ! ესეც საბოლოო განსჯისთვის მიირთვი, სვიმონ მასხარაშვილის წიგნიდან გახლავს: მეორე ბანაკიც მზად იყო ყოველგვარი პოლიტიკური კომპრომისისთვის, ოღონდაც ითხოვდა, რომ რუსეთს დავითის ნაცვლად იულონი ეცნო. 1800 წელს პავლემ საქართველოს სამეფო შეიერთა. პავლეს მკვლელობის შემდეგ ალექსანდრე I ექსპერტებთან ერთად 1801 წლის სექტემბრამდე ვერ წყვეტდა საქართველოს საკითხს. საქართველოში მეფობის გაუქმება რუსეთისთვის წამგებიანიც კი ჩანდა: 1. უმთავრესი, ეკლესიის შეერთება მერვე არტიკულით ისედაც მიღწეული იყო. 2. საქართველოს სამეფო არანაირ მატერიალურ ხარჯს არ საჭიროებდა, გარდა სამხედრო ნაწილის გაგზავნისა, რომელსაც ხშირად თავად ქართველები აფინანსებდნენ. 3. სამეფოს გაუქმების შემთხვევაში მთელი საპოლიციო, სასამართლო და ადმინისტრაციული სისტემა რუსეთს უნდა შეექმნა და შეენახა; ამასთან, სამეფოს გაუქმებით განაწყენებული ქართველი ჯარისკაცი სანდო აღარ იქნებოდა, ვეღარ გაიწვევდნენ სამხედრო სამსახურში და, შესაბამისად, კავკასიაში რუსეთის ჯარის ოდენობა მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა გაზრდილიყო. 4. რუსეთი ვერ გაექცეოდა ვერც ერთ საომარ სიტუაციას, რომელიც საქართველოს სიახლოვეს შეიქმნებოდა. ეს ყოველივე რამდენჯერმე ზრდიდა ხარჯს და იმ ეტაპზე სრულიად წამგებიანი იყო რუსეთისთვის, მაგრამ თბილისიდან არ წყდებოდა დავითის მომხრეთა თუ იულონისტა წერილების ნაკადი, რომელთა შინაარსიც ცხადყოფდა, რომ თუკი საქართველოში მონარქია შენარჩუნდებოდა, რუსეთის მხედრობას ან უნდა დაეტოვებინა საქართველო, ან/და ერთ-ერთი ბანაკის მხარე დაეჭირა, რაც ძალაუნებურად საომარ ვითარებაში ჩაბმას ნიშნავდა; რაღა სხვისთვის ებრძოლა ალექსანდრე I. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით მან მარტივად გადაჭრა საკითხი. მიუხედავად მატერიალური წამგებიანობისა, რუსეთს შეუერთდა საქართველო და მეფობა გააუქმა. ერეკლე II-ისგან დამტკიცებული და ანტონ I-ისგან კურთხეული ტრაქტატი თავისი მერვე მუხლით და ერეკლეს ანდერძი მემკვიდრეობის წესის შესახებ, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისა და სახელმწიფოს სასიკვდილო განაჩენი იყო. 1795 წელს შვილებისგან მიტოვებული და თბილისელ მონოფიზიტ ვაჭართაგან გაცემული ერეკლე II კრწანისის ველზე დამარცხდა. კრწანისში მოხუც მეფეს 3 ათასი მხედარიც კი არ ედგა მხარში. 1898 წელს მის ცხედარს თელავიდან სვეტიცხცოვლამდე 40000 "მამულიშვილი" მიაცილებდა. ამ ხალხს მიტაცებული და შემდეგ თავისივე სურვილით გაუქმებული ტახტი უფლის ნებით არასოდეს დაუბრუნდება, ეს დაიმახსოვრე კარგად! |
Lenus |
![]()
პოსტი
#120
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ეს, როგორც ვხვდები, მასხარაშვილის ნარკვევია?
აქ რა არის ნათქვამი მემკვიდეებზე და განსკუთრებით, მუხრანელების უპირატესობაზე? მეორეც, თუ შენს პოლიტიკას წარმოადგენს გრუზინსკების დისკრედიტირება, უკვე დამარცხებული ხარ შეუსაბამო არგუმენტაციის არჩევისათვის. არ შეიძლება მემეკვიდრის ლეგიტიმურობა გადაწყვიტო სხვა შტოს დისკრედიტაციის გზით. უნდა ხვდებოდე, რომ მეც შემიძლია აქ მართლამდიდებლებზე გავლენის მოხდენა წმინდა ნინოს ჯვრის ისტორიით, მაგრამ ასეთ რამეს პოლემიკაში არ ვკადრულობ. იქნებ გაითვალისწინო შენც. შეცდომას ის არ დაუშვებს, ვისაც არ უმეფია. (ამ შემთავევაში სწორედ მუხრანელების უმცროს შტოზე მაქვს საუბარი) - არც შთამომავლობის ხაზი შეუწყდება და არც პოლიტიკურ შეცდომებზე დაიწყებს ვინმე პასკვილების წერას ასწლეულების შემდეგ. ამიტომ უნდა გამეფდეს ის ხაზი, რომელსაც კონსტანტიენ მეორემდე მეფე არ ჰყოლიათ არა? ანუ 1505 წლის შემდეგ? ციტატა ამ ხალხს მიტაცებული და შემდეგ თავისივე სურვილით გაუქმებული ტახტი უფლის ნებით არასოდეს დაუბრუნდება, ეს დაიმახსოვრე კარგად! ვინ გაიუქმა ტახტი? მაჩვენე სად, რა მოთხოვნით გაუქმდა ტახტი?? ბატონ სიმონ მასხარაშვილსაც შევეკითხებოდი იგივეს. თუ შემოვა ივერიაზე, აქაც მოიწვიე და ძალიან მაინტერესებს მისი აზრი საქართველოს ტახტის გაუქმების შესახებ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 02:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი