![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#121
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Lenus
ციტატა აქ რა არის ნათქვამი მემკვიდეებზე და განსკუთრებით, მუხრანელების უპირატესობაზე? ეს წიგნი არ ეხება მემკვიდრეებს, ეს არის მატიანე ქართველთა, ძალიან თამამი და აბსოლუტურად სწორი ხედვით დაწერილი წიგნი, ის ნამდვილი საქართველოს ისტორია, რომელიც ძალიან ბევრ თაობას დაუმალეს. თავად სვიმონს მე ვესაუბრე და ჩემი პირველი კითხვა სწორედაც რომ უფროსი შტოს შესახებ იყო, პასუხი იყო მოკლე: მუხრანელი ბაგრატიონები. თუმცა მას სხვა ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს მემკვიდრეებთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ისტორიკოსი ადასტურებს, რომ კონსტანტინე II პირდაპირი და უფროსი შტო არის დღევანდელი მუხრანელი ბაგრატიონები. ამას თავადაც დაადასტურებს ივერიაზე. ციტატა მეორეც, თუ შენს პოლიტიკას წარმოადგენს გრუზინსკების დისკრედიტირება, უკვე დამარცხებული ხარ შეუსაბამო არგუმენტაციის არჩევისათვის. არ შეიძლება მემეკვიდრის ლეგიტიმურობა გადაწყვიტო სხვა შტოს დისკრედიტაციის გზით. არავითარი დისკრედიტაცია, ეს არის მწარე სიმართლე და მიუხედავად ჩემი განუზომელი სიყვარულისა ბაგრატიონებისადმი და განსაკურთებით მერე ერეკლეს მიმართ, გულის გლეჯვით ვკითხულობ ბოლო წლებში ჩვენს უბედურ ისტორიას და ვაებას. ყველაზე საუკეთესოდ არისტო ბაგრატიონს უწერია ყველაფერი, თუმცაღა თვალის არიდებაც ოსტატურად იცი. ციტატა უნდა ხვდებოდე, რომ მეც შემიძლია აქ მართლამდიდებლებზე გავლენის მოხდენა წმინდა ნინოს ჯვრის ისტორიით, მაგრამ ასეთ რამეს პოლემიკაში არ ვკადრულობ. იქნებ გაითვალისწინო შენც. შეცდომას ის არ დაუშვებს, ვისაც არ უმეფია. (ამ შემთავევაში სწორედ მუხრანელების უმცროს შტოზე მაქვს საუბარი) - არც შთამომავლობის ხაზი შეუწყდება და არც პოლიტიკურ შეცდომებზე დაიწყებს ვინმე პასკვილების წერას ასწლეულების შემდეგ. ამიტომ უნდა გამეფდეს ის ხაზი, რომელსაც კონსტანტიენ მეორემდე მეფე არ ჰყოლიათ არა? ანუ 1505 წლის შემდეგ? წმინდა ნინოს ჯვარის დახრა, საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის და მეფობის გაუქმებამ გამოიწვია და არა კახეთის შტოს მიერ ტახტის ჩაბარებამ რუსეთისადმი! ციტატა ვინ გაიუქმა ტახტი? მაჩვენე სად, რა მოთხოვნით გაუქმდა ტახტი?? კითხვაც დაგავიწყდა? განმეორებით დაგიდებ: ერეკლეს გარდაცვალებამდე გიორგი XIII პირობას დებდა, რომ მამის ანდერძის ერთგული იქნებოდა, მაგრამ გამეფებისთანავე რუსეთის იმპერატორს, პავლე I-ს წერილი მისწერა, სადაც სთავაზობდა, შეეეთებინა საქართველოს სამეფო, ოღონდაც უბრალო მმართველის (გენერალ-გუბერნატორის) სტატუსით მის მემკვიდრედ დავითი ეცნო და არა იულონი (სხვათაშორის, დავითი ვოლტერიანელი იყო). მეორე ბანაკიც მზად იყო ყოველგვარი პოლიტიკური კომპრომისისთვის, ოღონდაც ითხოვდა, რომ რუსეთს დავითის ნაცვლად იულონი ეცნო. 1800 წელს პავლემ საქართველოს სამეფო შეიერთა. პავლეს მკვლელობის შემდეგ ალექსანდრე I ექსპერტებთან ერთად 1801 წლის სექტემბრამდე ვერ წყვეტდა საქართველოს საკითხს. საქართველოში მეფობის გაუქმება რუსეთისთვის წამგებიანიც კი ჩანდა: 1. უმთავრესი, ეკლესიის შეერთება მერვე არტიკულით ისედაც მიღწეული იყო. 2. საქართველოს სამეფო არანაირ მატერიალურ ხარჯს არ საჭიროებდა, გარდა სამხედრო ნაწილის გაგზავნისა, რომელსაც ხშირად თავად ქართველები აფინანსებდნენ. 3. სამეფოს გაუქმების შემთხვევაში მთელი საპოლიციო, სასამართლო და ადმინისტრაციული სისტემა რუსეთს უნდა შეექმნა და შეენახა; ამასთან, სამეფოს გაუქმებით განაწყენებული ქართველი ჯარისკაცი სანდო აღარ იქნებოდა, ვეღარ გაიწვევდნენ სამხედრო სამსახურში და, შესაბამისად, კავკასიაში რუსეთის ჯარის ოდენობა მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა გაზრდილიყო. 4. რუსეთი ვერ გაექცეოდა ვერც ერთ საომარ სიტუაციას, რომელიც საქართველოს სიახლოვეს შეიქმნებოდა. ეს ყოველივე რამდენჯერმე ზრდიდა ხარჯს და იმ ეტაპზე სრულიად წამგებიანი იყო რუსეთისთვის, მაგრამ თბილისიდან არ წყდებოდა დავითის მომხრეთა თუ იულონისტა წერილების ნაკადი, რომელთა შინაარსიც ცხადყოფდა, რომ თუკი საქართველოში მონარქია შენარჩუნდებოდა, რუსეთის მხედრობას ან უნდა დაეტოვებინა საქართველო, ან/და ერთ-ერთი ბანაკის მხარე დაეჭირა, რაც ძალაუნებურად საომარ ვითარებაში ჩაბმას ნიშნავდა; რაღა სხვისთვის ებრძოლა ალექსანდრე I. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით მან მარტივად გადაჭრა საკითხი. მიუხედავად მატერიალური წამგებიანობისა, რუსეთს შეუერთდა საქართველო და მეფობა გააუქმა. ერეკლე II-ისგან დამტკიცებული და ანტონ I-ისგან კურთხეული ტრაქტატი თავისი მერვე მუხლით და ერეკლეს ანდერძი მემკვიდრეობის წესის შესახებ, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისა და სახელმწიფოს სასიკვდილო განაჩენი იყო. ციტატა ბატონ სიმონ მასხარაშვილსაც შევეკითხებოდი იგივეს. თუ შემოვა ივერიაზე, აქაც მოიწვიე და ძალიან მაინტერესებს მისი აზრი საქართველოს ტახტის გაუქმების შესახებ. თუ გგონია, რომ მე ამ დონის ტყუილს ვიკადრებ და სვიმონის მაგიერ რამის მტკიცებას დავიწყებ, ძალიან ცდები. რაც შეეხება ივერიას, ეხლავე შემიძლია შენი ბანი გავაუქმო და თუ სურვილი გექნება შემოხვიდე და თავად ჰკითხო. ბოღმა და ავისმზრახველი კაცი არ ვარ რამე საუკინოდ ჩავიდო გულში. ჰე, ახსნილი გაქვს და შენი ნებაა აწი შემოხვალ თუ არა. შეცდომის აღიარება დანაშაული არაა. |
Lenus |
![]()
პოსტი
#122
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა ერეკლეს გარდაცვალებამდე გიორგი XIII პირობას დებდა, რომ მამის ანდერძის ერთგული იქნებოდა, მაგრამ გამეფებისთანავე რუსეთის იმპერატორს, პავლე I-ს წერილი მისწერა, სადაც სთავაზობდა, შეეეთებინა საქართველოს სამეფო, ოღონდაც უბრალო მმართველის (გენერალ-გუბერნატორის) სტატუსით მის მემკვიდრედ დავითი ეცნო და არა იულონი (სხვათაშორის, დავითი ვოლტერიანელი იყო). )) არა, ასეთივე ლოგიკით მუხრანელები ერეკლეს ჯარში სარდლები იყვნენ. განაცხადეს თუ არა უარი მეფობაზე? მეორეც, გიორგი XIII-ის საქართველოს მმართველობა არ ნიშნავდა გვირგვინის გაუქმებას და მის გადაცემას რუსეთისადმი. იყო ასეთი წერილი, მაგრამ იქ "ავტონომიური" გვირგვინი საქართველოში რჩებოდა, მართალია ეს თხოვნა შემდეგში რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა და სათავისოდ გაიგო, მაგრამ ქართულმა მხარემ მოითხოვა ამ წერილის დენონსაცია (რისი უფლებაც ცალმხირვად შესაძლებელი იყო), და გტ-მდე დაყვანა ურთიერთობებისა (გტ გაუქმება მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით იყო შესაძლებელი). ამას ყველაფერს მოჰყვა ბაგრატიონების გადასახლება - დაპატიმრებები და დანარჩენი ყველასათვის ცნობილია, 1801 წლის უკაზმა საერთოდ უკან მოიტოვა ყველა სხვა მიწერ-მოწერა. დავითი ვოლტერიანელი იყო, კი ბატონო. თუმცა საქმესთან არცთუ კავშირშია (თუმცა როგორც მამამისი, მეც ძალიან ვწუხვარ), და ცოლიც სომეხი ვაჭრის შვილი მოიყვანა, რაც ცოტა არ იყოს არც მე მომწონს... მაგრამ მემკვიდრე მემკვიდრეა. შეგახსენებ რომ გამგებელი (და არა მმართველი) რაც დავითი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც, მანამდეც არსებობდა, და ჯანიშინი ერქვა. დავითI გამეფებისთვის ემზადებოდა, და დიუდებულებიც ურჩევდნენ თამამად ემოქმედა, და გამოეცხადებინა მეფობა და შემდეგ გაეგზავნა ცნობა ამის შესახებ პავლესათვის. მან კი ურჩობა ვერ გაბედა. საკითხი გამეფებაზე ნამდვილად არ ყოფილა დღის წესრიგიდან მოხსნილი. 1801 წლის უკაზმა მოხსნა. ციტატა რაც შეეხება ივერიას, ეხლავე შემიძლია შენი ბანი გავაუქმო და თუ სურვილი გექნება შემოხვიდე და თავად ჰკითხო. ბოღმა და ავისმზრახველი კაცი არ ვარ რამე საუკინოდ ჩავიდო გულში. ჰე, ახსნილი გაქვს და შენი ნებაა აწი შემოხვალ თუ არა. შეცდომის აღიარება დანაშაული არაა. სიამოვნებით ვიღებ შერიგებისა და ივერიაზე შესვლის წინადადებას. დავიწყებულია ყველა წყენა ჩემი მხრიდან. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#123
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
ივერიელი
ციტატა კაცი, რომელიც ქართულ სულიერებაში მართლა საქმეს აკეთებს და თანაც უდიდეს საქმეს (თქვენზე მაქვს საუბარი) ასეთ რამეს არ უნდა წერდეს. სირცხვილია. მე სულიერებაში დიდს არაფერს ვაკეთებ, ჩვეულებრივი რიგითი მგალობელი ვარ, მაგრამ სირცხვილი რატომაა ჩემი პოსტი მაგას ვერ ვხვდები. არგუმენტირებული პასუხი მჭირდება. ჩამოვყვეთ: რომელი ბაგრატიონია დღეს ღირსეული სამეფო კანდიდატურა? რატომ არ შეიძლება დინასტიის გამოცვლა? რატომ არ უნდა არსებობდეს მექანიზმი სადისტი, გოიმი, სუსტი, თავქარიანი, ბოროტი, დარდიმანდი, უპასუხისმგებლო მეფის (სამწუხაროდ ბაგრატიონებში ასეთი მეფეები ბევრი იყვნენ) გადაყენების მექანიზმი. რა აზრი აქვს თავად-აზნაურების ინსტიტუტს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Sotiris |
![]()
პოსტი
#124
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
Sotiris ეს საერთოდ ვერ გავიგე?! და რომელი არ იყო მსოფლიო ჰეგემონი? რომი, ბრიტანეთი თუ აშშ? ![]() როგორც ჩანს კომენტარიც უნდა მომეყოლებინა იმ ციტატას. კარგი, ახლა დავწერ: იმ ციტატაში ნათქვამია, რომ საქართველო იყო მსოფლიო ჰეგემონი. თუ რას გულისხმობს ამაში მასხარაშვილი, ჩანს მისივე ჩამონათვალიდან ამ მსოფლიო ჰეგემონი სახელმწიფოებისა. ჰოდა აი ახლა გეკითხები, საქართველო და იგივე რომი ერთი იყო? ![]() ციტატა განაღა არ დევს აქ არგუმენტირებული პასუხი? არა, არ დევს. პასუხი არ გაეცა ლენუსის კიდევ ერთ შეკითხვას: დღევანდელი გრუზინსკები პირდაპირი შთამომავლები არიან ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზისა, ხოლო მუხრანსკები - მისი უმცროსი ძმისა. აქედან გამომდინარე ახლანდელ ბაგრატიონებს შორის რომელია უფროსი შტო, თუ შენსავე კრიტერიუმებს გამოვიყენებთ? ამაზე წერ, რომ მასე ვიღაცა მუხრანბატონმაც მოიყვანა ერეკლეს შვილი ცოლადო, ოღონდ გავიწყდება მიაწერო, რომ ეგ ქეთევანი გიორგი მეცამეტეზე უმცროსიც იყო, გიორგი მეცამეტეს შთამომავლობაც დარჩა და იმ მუხრანელების ქვეშტო კი შეწყდა საერთოდ. ციტატა თუ რომელიმე თქვენგანი სვიმონ მასხარაშვილზე მეტად იცნობთ და იცით საქართველოს ისტორია რაღას ელოდებით? ეს არგუმენტია (თან ჯერ არც ვიცით, რას ამბობს მასხარაშვილი)? ანალოგიური ლოგიკით შეიძლება ვილაპარაკოთ ნინიძეზეც. თუ ნინიძე ვაი-ისტორიკოსია? ციტატა პასუხი ივერიაზე დევს, მობრძანდით და იხილეთ. ვეღარ გავიგე სად დევს, აქ თუ ივერიაზე ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#125
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Lenus
ციტატა ) არა, ასეთივე ლოგიკით მუხრანელები ერეკლეს ჯარში სარდლები იყვნენ. განაცხადეს თუ არა უარი მეფობაზე? ![]() ![]() 1. არისტო ბაგრატიონის პოზიცია (უარს აცხადებს ტახტზე) 2. მუხრანელების უფროსობა 3. გეორგიევსკის ტრაქტატი და გიორგი XIII საქციელი 4. ერეკლეს ანდერძი და ა.შ. 5. გრუზინსკების შტო მალე დასრულდება მიზანი ვერ გავიგე შენი თავის მოკვლის. არც ერთი წესით არ კუთვნით ტახტი გრუზინსკებს, აბსოლუტურად არც ერთი წესით და მაინც იგივეს აგრძელებ. ვეშაპო ციტატა რომელი ბაგრატიონია დღეს ღირსეული სამეფო კანდიდატურა? რატომ არ შეიძლება დინასტიის გამოცვლა? რატომ არ უნდა არსებობდეს მექანიზმი სადისტი, გოიმი, სუსტი, თავქარიანი, ბოროტი, დარდიმანდი, უპასუხისმგებლო მეფის (სამწუხაროდ ბაგრატიონებში ასეთი მეფეები ბევრი იყვნენ) გადაყენების მექანიზმი. რა აზრი აქვს თავად-აზნაურების ინსტიტუტს. და ვინ, როდის და რომელ გვერდზე ისაუბრა ამ საკითხებზე? ანდა ძალიან არ მინდა, მაგრამ იძულებული ვარ თქვენს საისტორიო განათლებაში სერიოზულად შევიტანო ეჭვი, როდესაც ბაგრატიონებში 10-15 მეფეს აქებთ. დიდი ბოდიში მაგრამ ასეთი განწუობის და დამოკიდებულების შემდეგ, მით უმეტეს ეკლესიის წევრი ბრძანდებით, საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს რაიმეს ახსნის. რესრსების და დროის უაზროდ ხარჯვა იქნება. თქვენი დამოკიდებულებაა შესაცვლელი და შემდეგ ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედავთ. Sotiris ციტატა დღევანდელი გრუზინსკები პირდაპირი შთამომავლები არიან ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზისა, ხოლო მუხრანსკები - მისი უმცროსი ძმისა. ეს არის ტყუილი. ციტატა ამაზე წერ, რომ მასე ვიღაცა მუხრანბატონმაც მოიყვანა ერეკლეს შვილი ცოლადო, ოღონდ გავიწყდება მიაწერო, რომ ეგ ქეთევანი გიორგი მეცამეტეზე უმცროსიც იყო, გიორგი მეცამეტეს შთამომავლობაც დარჩა და იმ მუხრანელების ქვეშტო კი შეწყდა საერთოდ. ეს მეორე ტყუილი. ერეკლეს ქალიშვილი ცოლად მოიყვანა იოანე მუხრანბატონმა, რომელის პირდაპირი შთამომავლები არიან დღევანდელი მუხრანელები. ციტატა როგორც ჩანს კომენტარიც უნდა მომეყოლებინა იმ ციტატას. კარგი, ახლა დავწერ: იმ ციტატაში ნათქვამია, რომ საქართველო იყო მსოფლიო ჰეგემონი. თუ რას გულისხმობს ამაში მასხარაშვილი, ჩანს მისივე ჩამონათვალიდან ამ მსოფლიო ჰეგემონი სახელმწიფოებისა. ჰოდა აი ახლა გეკითხები, საქართველო და იგივე რომი ერთი იყო? ჰოოო, როგორც ვხედავ უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე მეგონა. თქვენ ეტყობა წიგნებს გამოხშირვის მეთოდით კითხულობთ, ვინაიდან სვიმონს ძალიან კარგად აქვს ახსნილი დავითის საქართველოს განსხვავება თუნდაც რომისაგან და სხვა ჰეგემონებისაგან. დამოკიდებულება თქვენი ძირშივეა მცდარი და უარყოფითად განწყობილი. მე დავით ნინიძეს ვიცნობ და მისი წიგნის წაკითხივს შემდეგ დავასკვენი, რომ ისტორიკოსი აშკარად ცრუობს რაღაცის თუ ვიღაცის სასარგებლოდ. თუმცა ესეც მოგვარებადია და ძალიან ადვილად გადასაჭრელი. პასუხი აქაც დევს და ივერიაზეც. |
Sotiris |
![]()
პოსტი
#126
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
Sotiris ეს არის ტყუილი. თამარი, ვახტანგ მეექვსის შვილი, რომ ვახტანგ შაჰნავაზის შვილიშვილი იყო, ეს ტყუილია? ციტატა ეს მეორე ტყუილი. ერეკლეს ქალიშვილი ცოლად მოიყვანა იოანე მუხრანბატონმა, რომელის პირდაპირი შთამომავლები არიან დღევანდელი მუხრანელები. კარგი, ქეთევანზე შევცდი, მაგრამ აი იმას რა ვუყოთ, რომ გიორგი მეცამეტეს შთამომავლობა დარჩა? ესეც ტყუილია? ციტატა ჰოოო, როგორც ვხედავ უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე მეგონა. თქვენ ეტყობა წიგნებს გამოხშირვის მეთოდით კითხულობთ, ვინაიდან სვიმონს ძალიან კარგად აქვს ახსნილი დავითის საქართველოს განსხვავება თუნდაც რომისაგან და სხვა ჰეგემონებისაგან. არ გვინდა ახლა ეს "სხვანაირი ჰეგემონი", რომის გვერდითაა დაყენებული საქართველო. ჰოდა ბოლო-ბოლო მსოფლიო ჰეგემონი იყო თუ არა? ციტატა მე დავით ნინიძეს ვიცნობ და მისი წიგნის წაკითხივს შემდეგ დავასკვენი, რომ ისტორიკოსი აშკარად ცრუობს რაღაცის თუ ვიღაცის სასარგებლოდ. ისევ პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. რა იცი, იქნებ ცდება უბრალოდ, შენ კი არაკეთილსინდისიერებას აბრალებ. რა პოლემიკის წარმოების მეთოდია ეს? თუ ცდება, ეს უნდა დაამტკიცო. ჯერ ვერ დაამტკიცე, თუგინდ იმიტომ, რომ დავითზე და ირაკლიზე კითხვა რომ დავსვი და გიორგი მერვესა და კონსტანტინეს შევადარე, იმაზე პასუხი არ გაგიცია. მე გეტყვი ახლა ერთ მიზეზს, რატომ არ უნდა ბევრს საქართველოში მონარქია: ესაა მონარქიის ზოგიერთი მხარდამჭერის ოდიოზური პოზიციები და აზრები. ამიტომ გთხოვ დისკუსია აწარმოო კორექტულად, პირად შეურაცხყოფებზე გადასვლის გარეშე და ყველა გაჩენილ კითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემით. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#127
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Sotiris
ციტატა თამარი, ვახტანგ მეექვსის შვილი, რომ ვახტანგ შაჰნავაზის შვილიშვილი იყო, ეს ტყუილია? ერეკლეს ქეთევანი უმცროსი იყო და ვახტანგ VI არ ითვლება ხომ? თამარი ჯერ კიდევ კახთა ბატონს თეიმურაზს გაჰყვა ცოლად და როდესაც თეიმურაზი ქართლის მეფედ ეკურთხა მაშჲნ მუხრანელების 11 მამაკაცი იყო მემკვიდრე!!! ციტატა კარგი, ქეთევანზე შევცდი, მაგრამ აი იმას რა ვუყოთ, რომ გიორგი მეცამეტეს შთამომავლობა დარჩა? ესეც ტყუილია? კი დარჩა, ორი ქალი. ნუგზარის შემდეგ გრუზინსკების ეს შტო საბოლოოდ დამთავრდება. ციტატა არ გვინდა ახლა ეს "სხვანაირი ჰეგემონი", რომის გვერდითაა დაყენებული საქართველო. ჰოდა ბოლო-ბოლო მსოფლიო ჰეგემონი იყო თუ არა? რაღაცა გაბრაზებული ხარ ხომ იცი? ![]() ციტატა ისევ პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. რა იცი, იქნებ ცდება უბრალოდ, შენ კი არაკეთილსინდისიერებას აბრალებ. დავით ნინიძე შეუძლებელია შეცდეს, ასეთი დაბალი დონის ისტორიკოსი არაა. საკმაოდ კარგი პროფესიონალია, მაგრამ ამ საკითხში შეგნებულად ცრუობს! ციტატა ჯერ ვერ დაამტკიცე, თუგინდ იმიტომ, რომ დავითზე და ირაკლიზე კითხვა რომ დავსვი და გიორგი მერვესა და კონსტანტინეს შევადარე, იმაზე პასუხი არ გაგიცია. ამაზე პასუხი დავწერე და იოღოველივით ჩახვევას არ ვაპირებ. ირაკლი ჯერ არ გამოხატავს არანაირ ინტერესს და დავითის უცილობელი მემკვიდრეობა ირაკლის უარის შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ. გიორგი VIII იყო სეპარატისტი, ამბიციური კაცი, რომელმაც დაშალა საბოლოოდ საქართველო და საკუთარ მეფობას გადააყოლა ქვეყანა. რა უნდა ვთქვა? ციტატა მე გეტყვი ახლა ერთ მიზეზს, რატომ არ უნდა ბევრს საქართველოში მონარქია: ესაა მონარქიის ზოგიერთი მხარდამჭერის ოდიოზური პოზიციები და აზრები. ამიტომ გთხოვ დისკუსია აწარმოო კორექტულად, პირად შეურაცხყოფებზე გადასვლის გარეშე და ყველა გაჩენილ კითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემით. თქვენ რომ გინდათ ეგრე არაა და სინამდვილე სულ სხვაა. საქართველოში ხალხს ელემენტარული ინფორმაცია არ გააჩნია მონარქიის, მემკვიდრეების და ზოგადად კონსტიტუციური მონარქიის მოდელის შესახებ, მსგავსი ამ ფორუმზეც იგრძნობა. ეს არის შესაცვლელი და გამოსასწორებელი და რაღაც ყურით მოთრეული ვითომ "ოდიოზური პოზიციები და აზრები." მე აქ და ამ ფორუმზე წერას მოვრჩი. კარგად ბრძანდებოდეთ. |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#128
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
ივერიელი
ციტატა და ვინ, როდის და რომელ გვერდზე ისაუბრა ამ საკითხებზე? მე დავსვი კითხვა და რატომღაც ნაწყენი დარჩი. ციტატა ანდა ძალიან არ მინდა, მაგრამ იძულებული ვარ თქვენს საისტორიო განათლებაში სერიოზულად შევიტანო ეჭვი, როდესაც ბაგრატიონებში 10-15 მეფეს აქებთ. კაი, გავიჭინთები, იქნებ მეტი გამოვიდეს ჩამოთვლისას. გიორგი I დავით IV აღმაშენებელი დემეტრე I გიორგი III თამარ მეფე გიორგი ბრწყინვალე ალექსანდრე დიდი ლუარსაბ I სვიმონ მეფე თეიმურაზ II ერეკლე II სოლომონ მეფე (იმერეთში) რავი, მე 12 გამომივიდა, თუმცა იყვნენ ისეთი ბაგრატიონებიც, რომლებიც სუსტები იყვნენ როგორც მმართველები, მაგრამ სამშობლოს და სარწმუნოებას თავიშესწირეს. მათაც თუ მიათვლი არა მგონია 20-ს გადააჭარბოს. ციტატა იძულებული ვარ თქვენს საისტორიო განათლებაში სერიოზულად შევიტანო ეჭვი სხვათაშორის ძალიან კარგი ზოგადი განათლება მაქვს და არა მარტო საქართველოს ისტორიაში. ციტატა დიდი ბოდიში მაგრამ ასეთი განწყობის და დამოკიდებულების შემდეგ, მით უმეტეს ეკლესიის წევრი ბრძანდებით, საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს რაიმეს ახსნის. ![]() რავი, რა დავაშავე, მართლა არ მესმის. არავის უთქვია ჩემთვის ისტორიისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება გაქვსო. უბრალოდ დავსვი კითხვა და მაინტერესებს პასუხი. ყველამ ჩათვალეთ, რომ მე ვარ ერთი პატარა, გაუნათლებელი ბაღანე და მიპასუხეთ ამ კითხვებზე: ციტატა 1. რომელი ბაგრატიონია დღეს ღირსეული სამეფო კანდიდატურა? 2. რატომ არ შეიძლება დინასტიის გამოცვლა? 3. რატომ არ უნდა არსებობდეს მექანიზმი სადისტი, გოიმი, სუსტი, თავქარიანი, ბოროტი, დარდიმანდი, უპასუხისმგებლო მეფის (სამწუხაროდ ბაგრატიონებში ასეთი მეფეები ბევრი იყვნენ) გადაყენების მექანიზმი. 4. რა აზრი აქვს თავად-აზნაურების ინსტიტუტს. სხვა მე აქ საკამათო არაფერი დამიწერია. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#129
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ვეშაპო
ციტატა გიორგი III თამარ მეფე თამარი კიდევ ხო, და გიორგი III არის ყველაზე ცუდი მეფე საქართველოს ისტორიაში! სწორედ მან დაღუპა საქართველო. სხვა დანარჩენი კიდევ ძალიან ბევრი გამოგრჩა, აშოტ კურაპალატი, დავით კურაპალატი, ადარნასე II კურაპალატი, დავით III კურაპალატი, ბაგრატ III, დემეტრე II, ლუარსაბ II, ვახტანგ V, ვახტანგ VI ცოტაა? და ეხლა ესენი შეკრიბე და გამოტოვებულებიც ნახე და შემდეგ შეადარე რამდენია სხვაობა, მერე ევროპულ მონარქებს შეადარე და იქნება მიხვდე რამე სხვაობას. დანარჩენზე მართლა არ ღირს, დინასტიის გამოცვლაზე როცა კითხულობ აქ უკვე ძალიან სერიოზული ინფორმაციის ფლობაა საჭირო და ამის ნერვი და თავი ეხლა აქ ნამდვილად არ მაქვს. |
Sotiris |
![]()
პოსტი
#130
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
Sotiris ერეკლეს ქეთევანი უმცროსი იყო და ვახტანგ VI არ ითვლება ხომ? თამარი ჯერ კიდევ კახთა ბატონს თეიმურაზს გაჰყვა ცოლად და როდესაც თეიმურაზი ქართლის მეფედ ეკურთხა მაშჲნ მუხრანელების 11 მამაკაცი იყო მემკვიდრე!!! მაგაზე უკვე გიპასუხეს შენს ფორუმზე მგონი: 300 წლის წინ რა ხდებოდა დღეს არ გვაინტერესებს, დღევანდელ ბაგრატიონებს შორის შენივე მეთოდითაც კი გრუზინსკები არიან უფროსი შტო. ციტატა კი დარჩა, ორი ქალი. ნუგზარის შემდეგ გრუზინსკების ეს შტო საბოლოოდ დამთავრდება. ახლა შენ რა გინდა თქვა, რომ მე-18 ს.-ში მარია ტერეზიას შემდეგ ავსტრიელ ჰაბსბურგთა დინასტია დამთავრდა? და ჰოლანდიაში ბოლო ას წელზე მეტი რომ სულ ქალები მართავენ ქვეყანას, ორანის დინასტიაც დამთავრდა? ან ინგლისში დამთავრდა ელისაბედ მეორით უინძორთა დინასტია? ეგ არ თქვა ხმამაღლა ევროპაში ![]() ციტატა რაღაცა გაბრაზებული ხარ ხომ იცი? ![]() ეგ აღიარება მჭირდებოდა, მეტი არაფერი. ციტატა დავით ნინიძე შეუძლებელია შეცდეს, ასეთი დაბალი დონის ისტორიკოსი არაა. საკმაოდ კარგი პროფესიონალია, მაგრამ ამ საკითხში შეგნებულად ცრუობს! აი ესაა პოლემიკის წარმოების არასწორი მეთოდი. თან ნუ ჯერ არ დაგიმტკიცებია, რომ შეცდა. ციტატა ამაზე პასუხი დავწერე და იოღოველივით ჩახვევას არ ვაპირებ. ირაკლი ჯერ არ გამოხატავს არანაირ ინტერესს და დავითის უცილობელი მემკვიდრეობა ირაკლის უარის შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ. რა ვიცი, შენი ფორუმის გადათვალიერების შემდეგ სხვა შთაბეჭდილება შემექმნა. ახლა უკან იხევ. ციტატა გიორგი VIII იყო სეპარატისტი, ხომ დაწერეს უკვე, საკუთარი თავისგან სეპარატისტი არ გაგვიგიაო. რატომ იმეორებ ერთი და იგივეს? ციტატა ამბიციური კაცი, რომელმაც დაშალა საბოლოოდ საქართველო და საკუთარ მეფობას გადააყოლა ქვეყანა. რა უნდა ვთქვა? ახლა ის გვითხარი, კონსტანტინეს მეფობის სურვილი რომ არ გამოეხატა, ქართლი და კახეთი ცალკე სამეფოებად დაიშლებოდა? ციტატა თქვენ რომ გინდათ ეგრე არაა და სინამდვილე სულ სხვაა. საქართველოში ხალხს ელემენტარული ინფორმაცია არ გააჩნია მონარქიის, მემკვიდრეების და ზოგადად კონსტიტუციური მონარქიის მოდელის შესახებ, მსგავსი ამ ფორუმზეც იგრძნობა. ეს არის შესაცვლელი და გამოსასწორებელი და რაღაც ყურით მოთრეული ვითომ "ოდიოზური პოზიციები და აზრები." სულ არაა ყურით მოთრეული. მე განათლებულ ხალხზე მაქვს საუბარი. ციტატა მე აქ და ამ ფორუმზე წერას მოვრჩი. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგი, კარგად იყავი, მაგრამ შენს ფორუმზე რატომ გვეპატიჟები ასე დაჟინებით? აქ ჰავა არ ვარგა? ![]() პ.ს. ისე მასხარაშვილი რასაც წერს ანტონ კათოლიკოსზე, მაგას ეთანხმები? ![]() რატომ არ უნდა არსებობდეს მექანიზმი სადისტი, გოიმი, სუსტი, თავქარიანი, ბოროტი, დარდიმანდი, უპასუხისმგებლო მეფის (სამწუხაროდ ბაგრატიონებში ასეთი მეფეები ბევრი იყვნენ) გადაყენების მექანიზმი. ივერიელი კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრობს, ამიტომ სხვას რომ თავისი ნებით თავს მოაჭრის, ეგეთი მეფეები არ იქნება. ფსიქიურად არაადექვატური მეფის გადაყენების მექანიზმები არსებობს და ამის კონსტიტუციაში ჩადება შესაძლებელია. ციტატა რა აზრი აქვს თავად-აზნაურების ინსტიტუტს. პრინციპში უკვე არავითარი. საქართველოში აღარც არსებობს პრაქტიკულად არისტოკრატია შერეული ქორწინებების გამო. პ.ს. მონარქიის აუცილებლობაზე და რატომ უნდა იყვნენ ბაგრატიონები მეფეები ივერიელმა გიპასუხოს. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#131
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Sotiris
ციტატა მაგაზე უკვე გიპასუხეს შენს ფორუმზე მგონი: 300 წლის წინ რა ხდებოდა დღეს არ გვაინტერესებს, დღევანდელ ბაგრატიონებს შორის შენივე მეთოდითაც კი გრუზინსკები არიან უფროსი შტო. ცილისწამებაა ბატონო ჩემო, ცილისწამებაა! ![]() ციტატა აი ესაა პოლემიკის წარმოების არასწორი მეთოდი. თან ნუ ჯერ არ დაგიმტკიცებია, რომ შეცდა. ივერიაზე მიბრძანდით. მისამართს შეგნებულად არ ვდებ, ვინაიდან კარგად იცით. ციტატა რა ვიცი, შენი ფორუმის გადათვალიერების შემდეგ სხვა შთაბეჭდილება შემექმნა. ახლა უკან იხევ. არსად არ ვიხევ, მონარქისტულ წრეებში ცნობილია, რომ ირაკლის არანაირი ინტერესი არ აქვს, ხოლო თქვენაირ ინტრიგანთა გასაგებად კი ვამბობ, რომ ირაკლი როდესაც სახალხოდ იტყვის უარს, მაშინ ექნება დავითს უფლება თქო. ![]() ციტატა ხომ დაწერეს უკვე, საკუთარი თავისგან სეპარატისტი არ გაგვიგიაო. რატომ იმეორებ ერთი და იგივეს? არ ვიმეორებ და ეს ჩემი მოსაზრებაა არაა მხოლოდ. გიორგი VIII ისევე როგორც ბაგრატ (VI) II იყვნენ სეპარატისტები. ციტატა ახლა ის გვითხარი, კონსტანტინეს მეფობის სურვილი რომ არ გამოეხატა, ქართლი და კახეთი ცალკე სამეფოებად დაიშლებოდა? დაიშლებოდა, ვინაიდან კონსტანტინეს გამეფებმდა გიორგი უკვე კახეთში იჯდა, ხოლო ბაგრატ II იმერეთში. ციტატა კარგი, კარგად იყავი, მაგრამ შენს ფორუმზე რატომ გვეპატიჟები ასე დაჟინებით? აქ ჰავა არ ვარგა? არა, ჩემს ფორუმზე განყოფილებებია მონარქიაზე და უკეთ არის გაშლილი ყველა საკითხი თუ თემა, აქ კი ერთ თემაში იხარშება ყველაფერი. ციტატა პ.ს. ისე მასხარაშვილი რასაც წერს ანტონ კათოლიკოსზე, მაგას ეთანხმები? კი ვეთანხმები, ვინაიდან ისტორიულ მასალაზე აქვს აგებული მსჯელობა და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#132
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
ციტატა თამარი კიდევ ხო, და გიორგი III არის ყველაზე ცუდი მეფე საქართველოს ისტორიაში! სწორედ მან დაღუპა საქართველო. ![]() OK გავატაროთ. ციტატა დანარჩენზე მართლა არ ღირს, დინასტიის გამოცვლაზე როცა კითხულობ აქ უკვე ძალიან სერიოზული ინფორმაციის ფლობაა საჭირო და ამის ნერვი და თავი ეხლა აქ ნამდვილად არ მაქვს. აი, უძაანდედისგეფიცესები, რომ მართლა სერიოზულად მაინტერესებს. მართლა გულწრფელია ჩემი ინტერესი და არავითარი ირონია. თუ ვინმემ იცით, იქნება მითხრათ: ![]() ციტატა 1. რომელი ბაგრატიონია დღეს ღირსეული სამეფო კანდიდატურა? 2. რატომ არ შეიძლება დინასტიის გამოცვლა? 3. რატომ არ უნდა არსებობდეს მექანიზმი სადისტი, გოიმი, სუსტი, თავქარიანი, ბოროტი, დარდიმანდი, უპასუხისმგებლო მეფის (სამწუხაროდ ბაგრატიონებში ასეთი მეფეები ბევრი იყვნენ) გადაყენების მექანიზმი. 4. რა აზრი აქვს თავად-აზნაურების ინსტიტუტს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#133
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ვეშაპო
ციტატა აი, უძაანდედისგეფიცესები, რომ მართლა სერიოზულად მაინტერესებს. მართლა გულწრფელია ჩემი ინტერესი და არავითარი ირონია. ვეჟო, შედი ივერიაზე რა, ხუთი განყოფილებაა მონარქიაზე და ბევრი რამ წერია იქ, ახლიდან ხომ არ დავიწყებ თემების კოპირებას აქეთ? ვახ. ![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#134
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
Sotiris ცილისწამებაა ბატონო ჩემო, ცილისწამებაა! ![]() მგონი ვერ გამიგე რას ვამბობ. შენ ამბობ, რომ უფროსი შტოა ბაგრატ მუხრანბატონის შთამომავლობა, რასაც შენ მუხრანელების შტოს ეძახი. მე გეუბნები, რომ კარგი, ვთქვათ მასეა საქმე. მაშინ ისე გამოდის, რომ დღევანდელი გრუზინსკები არიან ვახტანგ შაჰნავაზის პირდაპირი შთამომავლები, ხოლო მუხრანსკები - მისი უმცროსი ძმის, კონსტანტინესი. ჰოდა ვინ გამოდის ამ მეთოდით უფროსი შტო? ციტატა ივერიაზე მიბრძანდით. ვცდილობ ფორუმთა რაოდენობა, რომელთა აქტიური წევრიც ვარ, უაზროდ არ გავზარდო, რადგან ეს დიდ დროს მოითხოვს. ციტატა არსად არ ვიხევ, მონარქისტულ წრეებში ცნობილია, რომ ირაკლის არანაირი ინტერესი არ აქვს, ხოლო თქვენაირ ინტრიგანთა გასაგებად კი ვამბობ, რომ ირაკლი როდესაც სახალხოდ იტყვის უარს, მაშინ ექნება დავითს უფლება თქო. ![]() კარგი, როგორც გენებოს. უბრალოდ აი გიორგი მერვის ძმის, დემეტრეს შესახებ საიდან იცი, რომ მეფობაზე უარი არ თქვა? ქართულ წყაროებში მისი პროტესტის დამადასტურებელს ვერაფერს ვხედავთ გიორგის გამეფების წინააღმდეგ. ამიტომ დასკვნა შენ თვითონვე გამოიტანე შენი ლოგიკის საფუძველზე. ციტატა არ ვიმეორებ და ეს ჩემი მოსაზრებაა არაა მხოლოდ. გიორგი VIII ისევე როგორც ბაგრატ (VI) II იყვნენ სეპარატისტები. ვინ დაწერა გიორგი მერვეზე ეგ ავტორიტეტული ისტორიკოსებიდან? გიორგიმ რისი შენარჩუნებაც მოახერხა, ის შეინარჩუნა. თავისი თავის სეპარატისტი როგორ იქნებოდა? იმერეთს და ქართლს ბაგრატი დაეუფლა. ციტატა დაიშლებოდა, ვინაიდან კონსტანტინეს გამეფებმდა გიორგი უკვე კახეთში იჯდა, ხოლო ბაგრატ II იმერეთში. ვთქვათ არ გამოეცხადებინა კონსტანტინეს თავი მეფედ, რა მოხდებოდა? თან ახლა იცი რას მეუბნები, კონსტანტინე ერთიანი საქართველოს მეფე არ იყოო, და სხვაგან თუ შენს ნაწერებს ნახავს კაცი, იქ ამბობ იყოო - დე იურე. დე იურე მასე გიორგი მერვეც იყო და მისი ძე ალექსანდრეც ![]() ციტატა არა, ჩემს ფორუმზე განყოფილებებია მონარქიაზე და უკეთ არის გაშლილი ყველა საკითხი თუ თემა, აქ კი ერთ თემაში იხარშება ყველაფერი. რა "ყველაფერი"? თუ საჭირო გახდა, დამატებითი თემების გახსნა აქაც შეიძლება. ჯერ-ჯერობით კი ამ ერთ თემაზე საკმარისია შეჩერება. ციტატა კი ვეთანხმები, ვინაიდან ისტორიულ მასალაზე აქვს აგებული მსჯელობა და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჰო, რა ვიცი, შენს ფორუმს თუ გადახედავს კაცი, ან მადლს, იქ ანტონის ქება-დიდებაა სულ ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#135
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Sotiris
ციტატა გონი ვერ გამიგე რას ვამბობ. შენ ამბობ, რომ უფროსი შტოა ბაგრატ მუხრანბატონის შთამომავლობა, რასაც შენ მუხრანელების შტოს ეძახი. მე გეუბნები, რომ კარგი, ვთქვათ მასეა საქმე. მაშინ ისე გამოდის, რომ დღევანდელი გრუზინსკები არიან ვახტანგ შაჰნავაზის პირდაპირი შთამომავლები, ხოლო მუხრანსკები - მისი უმცროსი ძმის, კონსტანტინესი. ჰოდა ვინ გამოდის ამ მეთოდით უფროსი შტო თქვენ უკაცრავად მემკვიდრეობის წესს ახლიდან წერთ??? ერთი გამონაკლისი იყო თამარი, სხვა შემთხვევაში ტახტი ძეზე გადადიოდა საქართველოში. ამიტომაც მეკარგება სურვილი რამის წერის, როცა ასეთ ელემენტარულ შეცდომებს ვაწყდები! ციტატა ვცდილობ ფორუმთა რაოდენობა, რომელთა აქტიური წევრიც ვარ, უაზროდ არ გავზარდო, რადგან ეს დიდ დროს მოითხოვს. ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არაა. ციტატა კარგი, როგორც გენებოს. უბრალოდ აი გიორგი მერვის ძმის, დემეტრეს შესახებ საიდან იცი, რომ მეფობაზე უარი არ თქვა? ქართულ წყაროებში მისი პროტესტის დამადასტურებელს ვერაფერს ვხედავთ გიორგის გამეფების წინააღმდეგ. ამიტომ დასკვნა შენ თვითონვე გამოიტანე შენი ლოგიკის საფუძველზე. უკაცრავად და იქნებ საბუთი დამიდოთ სადაც ეწერება რომ დემეტრემ ან მისმა შთამომავლობამ უარი თქვა ტახტზე?! ციტატა თქვათ არ გამოეცხადებინა კონსტანტინეს თავი მეფედ, რა მოხდებოდა? თან ახლა იცი რას მეუბნები, კონსტანტინე ერთიანი საქართველოს მეფე არ იყოო, და სხვაგან თუ შენს ნაწერებს ნახავს კაცი, იქ ამბობ იყოო - დე იურე. დე იურე მასე გიორგი მერვეც იყო და მისი ძე ალექსანდრეც უკვე ვგრძნობ რომ მახოზიმს აქვს ადგილი, როდესაც ამას უკვე მეასჯერ ვპასუხობ! არ გამოეცხადებინა, არ მოეკლა, არ გაუქმებულიყო და ა.შ. არის ყავის მკითხავების სამსჯელო საგანი. ისტორია ფაქტების მეცნიერებაა. რაც შეეხება კონსტანტინეს, კონსტანტინე 1490-91 წლამდე იყო დე იურედ ერთიანი საქართველოს მეფე, ბოლო მეფე. კიდე გაუკვეველია რამე? ციტატა ჰო, რა ვიცი, შენს ფორუმს თუ გადახედავს კაცი, ან მადლს, იქ ანტონის ქება-დიდებაა სულ ეს მორიგი ცილისწამებაა! მე ასეთ პოლემიკას არ მივიღებ და ანტონს თავისი გაჭირვება ეყობოდა, 15 წლისას ტახტი წაართვა მისმა საყვარელმა ბიძაშვილმა. P.S. აქ დავამთავრე მე საერთოდ ყველანაირი დისკუსია და თქვენ შეგიძლიათ წარმატებით გააგრძელოთ მტკიცება, რომ საქართველოს სამეფო ტახტი მალანია თუ ალანიას შთამომავლებს ეკუთვნით. |
Lenus |
![]()
პოსტი
#136
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
Sotiris
ჩემს გულში მ ჯდარხარ სოტირის, თორემ დავიტანჯე მარტოკაცი! მე მემილიონედ მოვითხოვ, რომ ავტორიტეტული ისტორიკოსისს დასკვნა მოვიტანოთ შემდეგზე: 1) რომ კონსტანტინე II იყო საქართველოს მეფე 2) რომ გიორგი VIII არ ეკუთვნოდა მეფობა 3) რომ ალექსანდრე გიორგი VIII ძეს მხოლოდ კახეთის მეფის ტიტულატურა ჰქონდა 4) და ყველაზე მთავარი: რომ 1505 წლიდან უნდა ვეძებოთ დღევანდელი მეფობის კანდიდატის ფესვები. საქართველოს მონარქიები როგორც იყო ბოლოს ისევე უნდა გაგრძელდეს. "ერთIანი საქართველო" და საქართველოს რესპუბლიკა რა გასაიგივებელია. ციტატა 1. არისტო ბაგრატიონის პოზიცია (უარს აცხადებს ტახტზე) ტახტი თუა თავისი, გამოაცხადოს უარი. სხვის ტახტზე უარის განცხადება არ გამიგია. ციტატა 2. მუხრანელების უფროსობა აზრი არა აქვს 1505 წელს რომელი ძმის შვილების ჩამომავლები არიან, ბოლო 500 წელია სხვა მეფეები გვყავს უკვე. იქნებ დემეტრე მაშინ ბერად შედგა? ან ავადმყოფი იყო? რას გადაგვეკიდე, არ გამეფდა, ხომ წერია? გამეფდა გიორგი VIII. დამთავრდა იმ მეორე ძმის პრეტენზიები. ან კდიევ 500 წელი გავიდეს, მეფედ ნურავინ ეკურთხება, რევოლუციებსა და ირანელების შემოსევებს ემიგრაციაში გაატარებენ, და შთამომავალი "დარჩებათ" და მერე უფრო კარგად მოითხოვენ მეფობას. ბოდიში ცინიზმისთვის მარა დარჩებოდათ "შთამომავალი" აბა რა იქნებოდა, არც უმეფიათ, არც უბრძოლიათ, არც რეპრესიები შეხებიათ და არც აღა-მაჰმად-ხანი. კარგია, იჯექი სახლში და ელოდე როდის ამოწყდება გამეფებული შტო ქვეყნის ბრძოლაშI, მოხვალ მერე მზამზარეულზე და განახვადებ პრეტენზიას?? ივერ, უაზროდ არაა ის წესი დაწერილი, რომ ბოლო მეფიდან უნდა დაიწყოს მემკვიდრის მოძიება. ციტატა 3. გეორგიევსკის ტრაქტატი და გიორგი XIII საქციელი ვახტანგ VI და ქართლის საცოდავ დღეში დაგდება და მუხრანელების საქციელი. ციტატა 4. ერეკლეს ანდერძი და ა.შ. გიორგიმ გააუქმა. დამთავრდა მაგ ზღაპრებზე ლაპარაკი. ამასაც იმიტომ აკეთებ, რომ როგორმე იულონამდე მიიყვანო მემკვიდრეობა და მერე თქვა აი, ხომ გადასცა მუხრანელებსო. იაფფასიანი ტრიუკია! ციტატა 5. გრუზინსკების შტო მალე დასრულდება და ეს კაცი თავს მონარქისტს ეძახის. წყევლი და მერე ვის, წარმოგიდგენია? სვეტიცხვოელში მარტო გრუზინსკები ასვენია ჩემო ივერ, ფრთხილად იყავი ცოტა მოსახვევებში. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Sotiris |
![]()
პოსტი
#137
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
Sotiris თქვენ უკაცრავად მემკვიდრეობის წესს ახლიდან წერთ??? ერთი გამონაკლისი იყო თამარი, სხვა შემთხვევაში ტახტი ძეზე გადადიოდა საქართველოში. ვახტანგ შაჰნავაზის ან თუგინდ ვახტანგ მეექვსის მამრობითი ხაზით შთამომავლები იცი? მე არ ვიცი, სამაგიეროდ ვიცი ვახტანგ მეექვსის ასულის შთამომავლები. ციტატა უკაცრავად და იქნებ საბუთი დამიდოთ სადაც ეწერება რომ დემეტრემ ან მისმა შთამომავლობამ უარი თქვა ტახტზე?! რავი, დემეტრესგან ხმა-კრინტი არ გაგვიგია მეფობა მინდაო და გიორგისთვის არავის დაუწყია კიჟინი უკანონო ხარო. ჰოდა კითხვას შეგიტრიალებ, სად ნახე იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ დემეტრეს უარი არ უთქვამს მეფობაზე? არსად. ჰოდა რადგან არსად არ გინახავს, მაშინ ფაქტებით უნდა ვიმსჯელოთ, არა? ფაქტი კი ისაა, რომ გამეფდა მისი უმცროსი ძმა გიორგი. რა დასკვნა გამომდინარეობს აქედან? რომ დემეტრემ უარი თქვა მეფობაზე ![]() ციტატა რაც შეეხება კონსტანტინეს, კონსტანტინე 1490-91 წლამდე იყო დე იურედ ერთიანი საქართველოს მეფე, ბოლო მეფე. კიდე გაუკვეველია რამე? არა, ნუ მასე მეც შემიძლია დავდო ალექსანდრე კახეთის მეფის სიგელი, სადაც თავს აფხაზთა, ქართველთა და ა.შ. მეფეს უწოდებს ![]() ციტატა ეს მორიგი ცილისწამებაა! მე ასეთ პოლემიკას არ მივიღებ შენ თვითონ ჩამოწერე დიდ მამულიშვილთა და გამოჩენილ მუხრანბატონთა რიცხვში ანტონი (შედი შენივე გახსნილ მადლის ფორუმზე და ნახე). ასევე შენ თვითონ დაწერე შენივე გახსნილ ივერიის ფორუმზე, რომ ანტონმა სრულად გამოისყიდა მამის, იესეს ცოდვებიო. ჰოდა როგორაა ეს ცილისწამება? ![]() ციტატა და ანტონს თავისი გაჭირვება ეყობოდა, 15 წლისას ტახტი წაართვა მისმა საყვარელმა ბიძაშვილმა. უპს, ბიძაშვილი ერეკლე იყო და რისი ტახტი წაართვა, კახეთის? ![]() ![]() ![]() ციტატა P.S. აქ დავამთავრე მე საერთოდ ყველანაირი დისკუსია და თქვენ შეგიძლიათ წარმატებით გააგრძელოთ მტკიცება, რომ საქართველოს სამეფო ტახტი მალანია თუ ალანიას შთამომავლებს ეკუთვნით. მალანიაზე გაგცა უკვე ლენუსმა ერთხელ პასუხი, რომელიც სხვათა შორის ჯერ მარტო ნუგზარ გრუზინსკიზე საუბრობს. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ივერიელი |
![]()
პოსტი
#138
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
Lenus
ციტატა 1) რომ კონსტანტინე II იყო საქართველოს მეფე 2) რომ გიორგი VIII არ ეკუთვნოდა მეფობა 3) რომ ალექსანდრე გიორგი VIII ძეს მხოლოდ კახეთის მეფის ტიტულატურა ჰქონდა 4) და ყველაზე მთავარი: რომ 1505 წლიდან უნდა ვეძებოთ დღევანდელი მეფობის კანდიდატის ფესვები. საქართველოს მონარქიები როგორც იყო ბოლოს ისევე უნდა გაგრძელდეს. "ერთIანი საქართველო" და საქართველოს რესპუბლიკა რა გასაიგივებელია. აი როგორ მინდა შენი სახე დავინახო, როდესაც ივერიაზე სვიმონ მასხარაშვილი დაწერს იგივეს. ![]() ციტატა ბოდიში ცინიზმისთვის მარა დარჩებოდათ "შთამომავალი" აბა რა იქნებოდა, არც უმეფიათ, არც უბრძოლიათ, არც რეპრესიები შეხებიათ და არც აღა-მაჰმად-ხანი. კარგია, იჯექი სახლში და ელოდე როდის ამოწყდება გამეფებული შტო ქვეყნის ბრძოლაშI, მოხვალ მერე მზამზარეულზე და განახვადებ პრეტენზიას?? აი, ზუსტად ესაა ისტორიის გაყალბება და უვიცობა. ერეკლეს გვერდით იოანე მუხრანბატონი იბრძოდა ბოლომდე! ის იოანე მუხრანბატონი, რომელსაც ერეკლეს შვილი ჰყავდა ცოლად და სწორედ მისი პირდაპირი შთამომავლები არიან დღევანდელი მუხრანელები! ციტატა სვეტიცხვოელში მარტო გრუზინსკები ასვენია ჩემო ივერ, ფრთხილად იყავი ცოტა მოსახვევებში. კეეე როგორ არა, სვეტიცხოველი საქართველოს მეფეთა და ქართლის ბაგრატიონთა საძვალეა. გრუზინსკები კახეთში გენაცვალე. საშინელებებს ნუ წერ, სირცხვილია. ღმერთმა დამწყველოს საუკუნოდ მე თუ კიდევ აქ, აი ამ თქვენს ორპირ ხალხში შემოვიდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#139
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა ივერიაზე მიბრძანდით აპ-აპ-აპ! რაც შეეხება ამას. მე შენთან პოლემიკას იქ არ ვაპირებ. აქ გავაგრძელოთ. ივერიაზე შემოვალ, თუ სვიმონ მასხარაშვილი გაგვაცნობს თავის მოსაზრებას. სხვამხრივ, მაპატიე ჩემო ივერ, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს დაწერილი პოსტებია, არც აზროვნება და არც ანალიზი აღარ ჩანს არსად. ცარიელი ლოზუნგებია და ისეთი პოლიტტექნოლოგია, კომკავშირი მიმიქარავს. აქაც, მე მარტო აღარ, უკვე გამჩნევენ პოლემიკებისადმი არასწორ დამოკიდებულებას. არაფერს ამტკიცებ და გინდა ზოგადი ფრაზებით გაატარო ფუნდამენტალური დასკვნები. ასე არ ხდება. როცა გჭირდება, მესამე პირის აზრი უპირობოდ მისაღებია, როცა არა, ყველა ვაი-ისტორიკოსია და ცრუ-ისტორიკოსი. კარგი რა. ხომ ხედავ რომ არავინ ჭამს ამ ამბებს. წმინდა ნინოს ჯვარზე რაც ვახსენე, ტოტების დახრა არ მიგულიხმია. ვგულისხმობდი იმას, რომ ეს ჯვარი მუხრანელებმა რუსეთში გაიტანეს და საქართველოს მონარქების მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, არ აბრუნებდნენ. სიწმინდეს, რომელიც საქართველოს ეკლეისას ეკუთვნოდა! მე დავდე ივერიაზე გიორგი XIII-ის წერილი სადაც საბოლოოდ მიმართას თხოვნით რომ დააბრუნონ წმ ნინოს ჯვარი საქართველოში. და საბოლოოდ, უკვე ეკლესიის მიერ ანათემაზე გადაცემის პირას მყოფებმა რა ჰქნეს? იმპერატორ პავლეს გადასცეს წმ. ნინოს ჯვარი. პავლემ დააბრუნა? არა, 1801 წელს რომ შემოვიდნენ, წინ წამოიმძღვანიეს "განმანათელებელმა" რუსებმა. ხსნა მოვიდა, წმინდა ნინოს ჯვრიანად!! ვისი ჩადენილია ეს საქმე?? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#140
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა კეეე როგორ არა, სვეტიცხოველი საქართველოს მეფეთა და ქართლის ბაგრატიონთა საძვალეა. გრუზინსკები კახეთში გენაცვალე. საშინელებებს ნუ წერ, სირცხვილია ხოდა სადაა დამარხული დავით მუხრანელის წინაპარი სვეტიცხოველში? ქართლის რომაა კი ვიცით. გრუზინსკები - კახეთში? გიორგი XIII და ერეკლეს საფლავები არ გინახავს კაცო? გრუზინსკები კახეთი რომ ყოფილიყვნენ, "კახეტინსკებს" დაუძახებდნენ. გრუზია მაშინ ქართლი და კახეთი იყო, კიდევ ნახევარი აზერბაიჯანიც, მაგრამ ეგ სხვა თემაა. იოანე მუხრანელი სარდალი იყო და არა მთავარსარდალი და მეფე. ისტორიის უცოდინარობა კი არაა, შნი მხრიდან ყალბი არგუმენტაციაა. ეს იგივეს ჰგავს, რუსებმა ოღონდ სტალინის გამარჯვება არ აღიარონ და მთელი ომის მოგებას ჟუკოვს რომ მიაწერენ. მეფე მეფეა, პირველი პირი ის არის, შეთქმულებების, ღალატის, გარეშე მტრების და ყველაფერი სხვა საცდურები დამიზნებულია მეფეზე და არა სარდალზე! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 02:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი