![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#141
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა ღმერთმა დამწყველოს საუკუნოდ მე თუ კიდევ აქ, აი ამ თქვენს ორპირ ხალხში შემოვიდე! იცი მართლა მაინტერესებს რა გჭირს ცხოვრებაში? ასეთი რა მოგივიდა, რა დაგემართა, რომ ნორმალური პოლემიკის ნერვები არ გაქვს?? ვერანაირ საწინააღმდეგო აზრს ვერ უძლებ, და გარბიხარ! სექტანტებს როგორ შეგადარო, მაგრამ მონარქიაში სუფთა იეღოველივით იქცევი, რომ შეატყობენ მოახლოებულ მარცხს და საუბრიდან გარბიან. მე მოვიყვანე ადრე პატრიარქის სიტყვა ბაგრატიონების მიმართ: მოიყვანეთ პატარა ბაგრატიონები და ეკლესიის წიაღში ღმერთი გამოარჩევს ვინ უნდა ეკურთხოს მეფედო. მეც სხვა გზას ვერ ვხედავ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#142
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
საბოლოოდ გადაწყვეტა მემკვიდრეობის საკითხისა არ შეიძლება თუ არ შევთანხმდებით მემეკვიდრეობის პრინციპებზე, ანუ წესებზე. სხვაგვარად ეს იქნებოდა ასპარეზი წესების გარეშე და არასოდეს დასრულდებოდა.
მე ვეცადე ამავე პოლემიკაში მიმეცა საშუალება ოპონენტებისთვის ჩამოეყალიბებინათ მემკვიდრეობის წესი რომელსაც მიჰყვებოდა ისტორიულად და ახლაც უნდა მიჰყვეს სამეფო კარი საქართველოში. პასუხად ვიღებდი მხოლოდ "უფროსი ძე მეფდება". ეს არის არაკომპეტენტური, თანაც არასრული პასუხი. ყველამ იცის რომ უფროსი ძე უნდა გამეფდეს, მაგრამ მემკვიდრეობის წესმა პასუხი არა მხოლოდ ამას უნდა გასცეს, არამედ იმასაც, თუ ვინ უნდა გამეფდეს უფროსი ძის გარდაცვალების შემდეგ, ან ბოლო ხაზში (ანუ დედმამიშვილებში) თუ ძე არ დარჩა და მხოლოდ ასულებია, თუ შვილი საერთოდ არ დარჩა, რა მდგომარეობაა უკანონო შვილებთან დაკავშირებით და ა.შ. ცნობილია ოთხი ძირითადი წესი. მე ბოდიშს მოვითხოვ რომ მათი დასახელება მომიწევს ინგლისურად, მაგრამ ქართული ტერმინოლოგია ვერ მოვძებნე, თუმცა ეს არის წესები რომელსაც მიჰყვება მსოფლიო მონარქიები. (მაინც თარგმანის სიზუსტეში რომ დავრწმუნდეთ მე დავტოვებ ინგლისურ ვერსიებსაც. Agnatic primogeniture აგნატური პრიმოგენიტური ანუ მამრობითი ხაზის მემკვიდრეობა, მემკვიდრეობა ეკუთვნის შვილებიდან დაბადებით უფროსს, მონარქის ან სამეფო სახლის შვილებს შორის. [მონარქის] ძეებს უპირატესობა აქვთ [მონარქის] ძმებთან შედარებით და მამრობითი ხაზის ჩამომავალნი უპირატესნი არიან გვერდითი ხაზის მამრობითი ხაზის ნათესავებზე, ოღონდ მდედრობითი ხაზის მემკვიდრეების გამოკლებით. მეემკვიდრეობის ეს სისტემა, ანუ როგორც მას სხვაგვარად უქოდებენ სალიკური პრიმოგენიტური, საერთოდ გამორიცხავს მდედრობით ხაზს დინასტიის მემკვიდრეობაში. მე-19 საუკუნის ევროპული მონარქიების უმეტესობა სწორედ მემკვიდრეობის ასეთ წესს იყენებდა. Agnatic primogeniture or patrilineal primogeniture is inheritance according to seniority of birth among the children of a monarch or head of family, with sons inheriting before brothers, and male-line descendants inheriting before collateral relatives in the male line, to the exclusion of descendants through females.[1] This system, also referred to as Salic primogeniture, altogether excludes females from dynastic succession (see Terra salica). In the 19th century, most of the European monarchies practiced this form of succession. Agnatic-cognatic primogeniture აგნატურ-კოგნატური პრიმოგენიტური მემკვიდეობის ეს სახეობა უფელბას აძლევს მდედრობით ჩამომავლებს (ან მათ შთამომავლებს) მემკვიდრეობის მიღებაზე იმ შემთხვევაში თუ სხვა კანონიერი მამაკაცი მემკვიდრეები არ არსებობენ. ამ სახის მემკვიდრეობის ასაღწერად ტერმინ ნაწილობრივ-სალიკური პრიმოგენიტურს იყენებენ. ჩვეულებრივ, ქალბატონები მემკვიდრეობას არ იღებენ ისეთივე წესით როგორც მამაკაცები, არამედ ტახტზე ადის ქალბატონი, რომელიც მონაქიული ოჯახის ბოლო მამაკაცის უახლოესი ნათესავია, თუნდაც მასზე უფროსი სხვა ქალაბატონები იყვნენ სამეფო დინასტიაში. დებს შორის (ან მათ მემკვიდრეებს შორის) უფროსს უპირატესობა აქვს უმცროსზე. ნათესაობრივი სიახლოვე კანონის მიხედვით განიხილება როგორც ბოლო მონარქ მამაკაცთან ყველაზე ახლოს მდგომი ქალბატონი, თუმცა ეს განსაზღვრება სხვადასხვა მონარქიებს შორის სადაც ნაწილობრივ-სალიკურ წესს იყენებდნენ, ცვალებადობდა. ასეთი კანონი მოქმედებდა ავსტრო-უნგრეთში, რუსეთში, და დღემდე მოქმედებს ლუქსემბურგში. ამავე წესის ერთი ვარიაციაა როდესაც ქალბატონების ვაჟები მეფდებიან და არა თავად ქალბატონები. Agnatic-cognatic primogeniture allows female agnates (or their descendants) to inherit only if all eligible male agnates are extinct. The term semi-Salic succession is used in the same meaning. Usually, women do not succeed by application of the same kind of primogeniture as was in effect among males in the family. Rather, the female who is nearest in kinship to the last male monarch of the family inherits, even if another female agnate of the dynasty is senior by primogeniture. Among sisters (or their descendants), the elder are preferred to the younger. In reckoning propinquity, the law defines who among female relatives is "nearest" to the last male, and definition varied among monarchies where semi-Salic succession was prevalent. This was the law of Austria-Hungary, Russia, and, to this day, Luxembourg. A variation on this form of primogeniture allows the sons of women to inherit, but not women themselves. Cognatic primogeniture კოგნატური პრიმოგენიტური კოგნატური პრიმოგენიტური (სხვაგვარად, მამაკაცის უპირატესობითი მემკვიდრეობა), უფლებას აძლევს ქალბატონებს მემკვიდრეობაზე თუ მას არ ჰყავს ძმა ან მამრობითი სქესის ძმისშვილი ან დისშვილი. ეს იყო ყველზე გავრცელებული პრიმოგენიტური წესი დასავლეთ ევროპის ფეოდალურ ოჯახებში, მაგ. კასტელიის სიეტე პარტიდას. თანამედროვე ევროპაში, მამაკაცის უპირატესობითი მემკვიდრეობას მისდევენ დანიაში, მონაკოში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. Cognatic primogeniture (also known as male-preference primogeniture) allows a female to succeed if she doesn't have any living brothers or living nephews and nieces. This was the most common primogeniture practiced in Western European feudalism, such as the Castilian Siete Partidas. In modern Europe, male-preferred primogeniture is currently practised in Denmark, Monaco, Spain and the United Kingdom. Absolute primogeniture აბსოლუტური პრიმოგენიტური აბსოლუტური, ანუ თანასწორი პრიმოგენიტური ნიშნავს მემკვიდრეობის მიღებას უფროსი შვილის მიერ, განურჩევლად სქესისა. მას ასევე სრულ კოგნატურ პრიმოგენიტურსაც უწოდებენ. მსგავს წესს არცერთი მონაქია 1980-მდე არ მისდევდა. Absolute, equal or lineal primogeniture is inheritance by the oldest surviving child without regard to gender. It is also known as (full) cognatic primogeniture today. This form of primogeniture was not practiced by any monarchy before 1980. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#143
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
შეუირაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს არ შეეფერება არც მე-3 და არც მე-4 წესი. ეს წესები არასდროს გამოყენებულა და არც იქნება გამოყენებული.
მთავარია განვასხვავოთ, რომელი წესით ვიმოქმედოთ დღეს, ანუ აგნტური პრიმოგენიტუტით თუ აგნატურ - კოგნატურით. სალიკური წესი ოფიციალურად უნდა ყოფილიყო მიღებული, ან გამოქვეყნებული, ან დადგენილი რომელიმე მეფის მიერ, თუ გადაწყვეტდნენ რომ საქართველოში მას მიჰყოლოდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოში აგნატური (ანუ სალიკური წესი) არასდროს ყოფილა გამოყენებული. ისტორიას კარგად ახსოვს ქალთადმი არამცთუ მემკვიდრეობის, არამედ ტახტის გადაცემის შემთხვევები. თამარ მეფე, რუსუდანი და ასევე, ვახტანგ VI-ისა და მისი ამალის რუსეთში გაქცევის შემდეგ, ვახტანგის ასულის, თამარის გავლით მემკვიდრეობის მეუღლეზე და შემდეგ შვილზე გადაცემა, რაც ლეგიტიმურად იქნა ცნობილი ეკლესიის მიერაც (თეიმურაზი სვეტიცხოველში იკურთხა). დამთხვევა ამ წესებში ისაა, რომ სალიკური და ნახევრად-სალიკური წესითაც როდესაც მეფე გამეფებულია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჰყავდეს უფროსი ძმა, მემკვიდრეობა მაინც შვილზე გადადის და არა ძმაზე ან ძმისშვილებზე. აქედან გამომდინარე, კონსტანტინე II გამეფება ნებისმიერი ოთხი წესის წინააღმდეგ მოხდა, და მემკვიდრეობა ერთიანი სამეფოსი ეკუთვნოდა გიორგი VIII-ს შთამომავლობას. სალიკური წესის მიუღებლობაზე საქართველოში შემდეგში კიდევ უფრო დაწვრილებით და მაგალითებით ვისაუბრებთ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#144
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
განვაგრძოთ:
ქალის მემკვიდრეობის პირველი მაგალითი: ეგრის-აფზახეთი ეგრის-აფზახეთი ს დინასტიის ბოლო ხაზში, გიორგი II-ის შვილებიდან რამდენიმეს გამეფების შემდეგ, საბოლოოდ, თეოდოსი ავიდა ტახტზე. მას ჰყავდა დაც, გურანდუხტიც. ვინაიდან თეოდოსის ძე არ ჰყავდა, ეგრის-აფხაზეთის ტახტი მემკვიდრეობით გადაეცა გურანდუხტის შვილს, ბაგრატ III კურაპალატს, საბოლოოდ საქართველოს გამაერთიანებელს. აქ ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სალიკური წესი რომ "ნორმა" ყოფილიყო, შთამომავალის ძიებას დაიწყებდნენ გიორგი II-ის ძმების ან კიდევ სხვა შტოებში მაგრამ ეს არ მოხდა, იმავე, გამეფებულ ხაზში მემკვიდრეობა გადაეცა დის შვილს. მაგალითი მეორე: თამარ მეფე. იმაზე რომ არ ვისაუბროთ რამდენად ელგიტიმურად ავიდა ტახტზე გიორგი III, თამარი გამეფდა, ჯერ მამასთან ერთად იჯდა ტახტზე, შემდეგ ქმართან, დავითთან ერთად. შთAმომავლობაც ასევე გაგრძელდა, თამარზე გავლით. მაგალითი მესამე: რუსუდანი. ამაზე ვრცლად შეგვიძლია ვისაუბროთ. რუსუდანის ძის, დავით ნარინის გამეფებას ი.ჯავახიშვილი აღწერს როგორც ქართული სამართლის გამოვლინებას, ხოლო მოწინააღმდეგეთა მიერ ლაშა-გიორგის ბუშის, დავით-ულუს გამეფებას მიაწერს მონღოლთა გავლენას. მე-3 ტომში ამაზე გვერდებია მიძღვნილი და გირჩევთ ვისაც გსურთ გადამოწმება, წაიკითხოთ ორმეფიანობის პერიოდი მე-3 ტომიდან. ყოველ შემთხვევაში, არამხოლოდ რუსუდანის ძე, არამედ თვითონ რუსუდანიც კი (!!!) იყო მიჩნეული ლეგიტიმურ მეფედ! ეს ძალიან ყურადსაღების მომენტია წინამდებარე საკითხის გარკვევისათვის. საბოლოო მაგალითი: ერეკლეს დედა, ვახტანგ VI-ის ასული თამარი ვახტანგ VI-ის ასული თამარი,იღებს მემკვიდრეობას მას შემდეგ რაც სხვა მემკვიდრეები გაქცეულები იყვნენ საქართველოდან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შტოზე, ანუ ვახტანგის შთამომავლებიდან დღემდე პრეტენდენტი აღარ დარჩა, რასაც ავტომატურად მაინც თამარის ხაზის გავლით მემკვიდრეობის გადაცემამდე მივყავართ, ანუ ერეკლე სრულიად კანონიერად იქცა ქართლის მემკვიდრედ დედის ხაზიდან. რაც შეეხება მუხრანელების ამჟამინდელ შტოს, რომლებიც ვახტანგ VI-ის შტოს არ წარმოადგენენ, თუმცა მართლაც ჰყავთ ვაჟი მემკვიდრეები დღემდე, ვერ განიხილებიან თუნდაც ქართლის სამართლიან მემკვიდრეებად, რადგან თამარის მემკვიდრეობითი უფლებები უპირატესია თუ არ გამოვიყენებთ სალიკურ წესს. ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ საქართველოში ქალბატონს (განსაკუთრებული პირობებით რასაკვირველია) მემკვიდრეობით უფლებები შენარჩუნებული ჰქონდა ყოველთვის, ასე რომ ქართლის ტახტზე პრეტენზიები შეუძლებელია ჰქონდეთ კონსტანტინე II-ის შთამომავლებს, ვინაიდან მათზე უფროსი შტო, თამარის სახით ჯერ კიდევ არსებობს და მემკვიდრეებიც ჰყავთ. და საბოლოო საკითხი - ნუგზარ გრუზინსკის მემკვიდრეობა არცერთ მონარქისტულ საუბარში არ იწვევს ეჭვს, რას შეეხება ქალიშვილებს, როგორც ვიცი, ერთ-ერთის შვილი (ქმარი ჭიჭინაძე), დაბადებიდანვე ატარებს ბაგრატიონის გვარს და როგორც ვიცი, ეს პატრიარქის კურთხევით მოხდა (თუმცა დეტალებს მალე დავაზუსტებ). კომენტარები, პლიზ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ნათია |
![]()
პოსტი
#145
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ბაგრატიონთა გენიალოგია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები 786-1008 წწ. ბაგრატიონები ერთიანი საქართველოს ხანაში 1008-1466 წწ. . ქართლის შტო 1466-1658 წწ. კახეთის შტო 1466-1801 წწ. იმერეთის შტო 1466-1810 წწ. მუხრანული შტო 1512-1744 წწ. ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კოლხი |
![]()
პოსტი
#146
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 19-May 07 წევრი № 1,948 ![]() |
Lenus,
მაპატიე, მაგრამ შენთან კამათს, დისკუსიას აზრი არ აქვს, არა იმიტომ, რომ არგუმენტები არ მაქვს, უყბრალოდ ერთი და იგივეს იმეორებ, რაც იძულებულს მხდის, არა მარტო მე, არამედ სხვასაც, ერთი და იგივე გაგიმეორო. ასე, რომ ჩაკეტილი წრეზე სირბილი კონსტრუქციულ დიალოგამდე არ მიგვიყვანს. ერთ რამეში კი მართლა დავრწმუნდი, რომ მონარქიის იდეა ზოგადად, მართლაც დასამარდება, თუ ხალხი შენეულ არარეალურ და თითიდან გამოწოვილ "არგუმენტირებულ" ჰიპოთეზებს აყვება და დაიჯერებს. მოდი ხალხს ვკითხოთ, იმ ხალხს ვისც მონარქიის აღდგენა უნდა (ანტიმონარქისტებს არ ვეკითხები): ხალხნო, გინდათ მეფედ ვინმე დავით ალანია, ანა გრუზინსკის ქმარი ? ან დედოფლად ის ანა გრუზინსკი ? |
Lenus |
![]()
პოსტი
#147
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა ხალხნო, გინდათ მეფედ ვინმე დავით ალანია, ანა გრუზინსკის ქმარი ? ან დედოფლად ის ანა გრუზინსკი ? ამჯერად მოკლედ მიგითითებ ჩემსავე პოსტზე ცოტა ზემოთ: ციტატა Agnatic-cognatic primogeniture აგნატურ-კოგნატური პრიმოგენიტური მემკვიდეობის ეს სახეობა უფელბას აძლევს მდედრობით ჩამომავლებს (ან მათ შთამომავლებს) მემკვიდრეობის მიღებაზე იმ შემთხვევაში თუ სხვა კანონიერი მამაკაცი მემკვიდრეები არ არსებობენ კოლხი, მათი შვილი ბაგრატიონია დაბადებიდანვე, როგორც მითხრეს, (ბოდიში ჯერ დადგენილი არ მაქვს ზუსტად) პატრიარქის კურთხევით.ასე რომ მალანია არ მეფდება, ეს ივერიელის ფანდებია. 1) ვთქვათ ნუგზარს შეეძინოს შვილი ბიჭი, ჩათვლი მას მემკვიდრედ??? 2) დავით ნარინი დედით იყო ბაგრატიონი, რატომ გახდა ის ბაგრატიონების მემკვიდრე?? კიდე მე არ მაქვს არგუმეტები, 8 გვერდია არგუმენტებად ვიქეცი??? ![]() -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კოლხი |
![]()
პოსტი
#148
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 19-May 07 წევრი № 1,948 ![]() |
ციტატა ეს ივერიელის ფანდებია. ივერიელის არა ტომას ტარკვემადასი ... არ დაიღალე, კაცო ![]() ეგრე იქნება, მერე ნახე შენ როგორ აღზევდება სულ მალე ახალი "არისტოკრატია" ალანიას ნათესაობიდან და ა.შ. , აი სწორედ ეს დაღუპავს საერთო მონარქიის იდეალს ! ციტატა 1) ვთქვათ ნუგზარს შეეძინოს შვილი ბიჭი, ჩათვლი მას მემკვიდრედ??? არა. ქალზე არ არის აქ საქმე, აქ ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის იურიდიულად და ლეგიტიმურად კანონიერ მემკვიდრეობაზეა საუბარი, ერთიანი საქართველოს სამეფოს ტახტის მემკვიდრეობა კი ეკუთვნის ქართლის ბაგრატიონთა ყოფილ უმცროსს, ახლა კი უკვე უფროს შტოს - ბაგრატიონ მუხრანელებს ! ციტატა 2) დავით ნარინი დედით იყო ბაგრატიონი, რატომ გახდა ის ბაგრატიონების მემკვიდრე?? დავით ნარინი მეფობა საგარეო ფაქტორის და რუსუდანის სრულიად უკანონო გადაწყვეტილების ნაყოფია. ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ მონღოლების ინტრიგების წარმატებული შედეგი, რომლის დროსაც კანონიერ მემკვიდრეს დავით გიორგის ძეს (დავით ულუს) გაუჩინეს ტახტის მეცილე და ისიც მამით თათარი თუ სელჯუკ-თურქი ! მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარინი ბევრჯერ აუჯანყდა მონღოლებს და პატრიოტიც იყო, ქართული ცნობიერებით გაიზარდა, ის იყო არალეგიტიმური მეფე . |
LOVEGAME |
![]()
პოსტი
#149
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 11-July 07 წევრი № 2,438 ![]() |
კოლხი
ციტატა დავით ნარინი მეფობა საგარეო ფაქტორის და რუსუდანის სრულიად უკანონო გადაწყვეტილების ნაყოფია. ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ მონღოლების ინტრიგების წარმატებული შედეგი, რომლის დროსაც კანონიერ მემკვიდრეს დავით გიორგის ძეს (დავით ულუს) გაუჩინეს ტახტის მეცილე და ისიც მამით თათარი თუ სელჯუკ-თურქი ! მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარინი ბევრჯერ აუჯანყდა მონღოლებს და პატრიოტიც იყო, ქართული ცნობიერებით გაიზარდა, ის იყო არალეგიტიმური მეფე . დავით ულუ ქართული კანონმდებლობით ვერ ჩაითვლებოდა ტახტის კანონიერ მემკვიდრედ რადგანაც ის უკანონო შვილი იყო. ამიტომაც ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იყო დავით ნარინი არააქვს მნიშვნელობა მამით თათარი იყო თუ სელჯუკ-თურქი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ის იყო მეფის უფროსი ძე. -------------------- მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!! |
Sotiris |
![]()
პოსტი
#150
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
არა აქვს მნიშვნელობა მამით თათარი იყო თუ სელჯუკ-თურქი ნებროთიანიო, არშაკუნიანიო და რა ვიცი კიდევ ვინ არ მჯდარა ქართლის მეფედ, მაგრამ იმათზე გართულება არა აქვთ რატომღაც ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Lenus |
![]()
პოსტი
#151
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარინი ბევრჯერ აუჯანყდა მონღოლებს და პატრიოტიც იყო, ქართული ცნობიერებით გაიზარდა, ის იყო არალეგიტიმური მეფე . კოლხი, ხალხს აცინებ ჩემო კარგო. სირცხვილია ივანე ჯავახიშვილის ასე ლაფში ამოსვრა, სხვას თუ არაფერს მივაქცევთ კიდეც ყურადღებას. ერთი ისტორიკოსი მაინც მომიყვანე (ივერიელის გარდა) ვინც დავით ნარინს არალეგიტიმურს უწოდებს!! მე ვერ მოვასწრებ ხელახლა იმხელა ტექსტის აკრებას და ივერიიდან დავდებ ჩემსავე აკრეფილ ტექსტს ჯავახიშვილის მესამე ტომიმდან. ამის მერე დაზუსტებით უნდა მიპასუხო, დავით ნარინი იყო თუ დავით ულუ არალეგიტიმური ქართული კანონით. რას იტყვი? აი ტექსტიც: -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#152
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
<< ... შენ ჯერ ერთი გავიწყდება, რომ თამარის შემდეგ და ლაშა-გიორგის შემდეგ, კიდევ ავიდა ტახტზე ქალი - რუსუდანი!!! და ამ ფაქტს ჯიუტად არ აქცევ ყურადღებას.
....... მე ჯავახიშვილთან ამოვიკითხე მე-3 ტომში შემდეგი: "... ეგარსლაგ ბაკურციხელის მოწინააღმდეგე დიდებულთა ჯგუფმა მონღოლთა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე დავით ლაშა-გიორგის ძის რუმის სასულტნოთგან, სადაც ის იმყოფებოდა, ჩამოყვანისა და საქართველოს სამეფო ტახტზე აყვანის შესახებ შუამდგომლობა დაიწყო და, სათანადო თანხმობის მიღების თანავე, 1245-6წ. თავისი განზრახვა განახორციელა კიდევაც." ეს 1:0 აქ კი ყურადღება მივაქციოთ თვითონ ჯავახიშვილის დასკვნებსაც: "ერთად-ერთი, რის თქმაც დავით ლაშა-გიორგის ძის მომხრე დიდებულთა ჯგუფს თავის წინადადებისა და ნაბიჯის გასამართლებლად შეეძლო, ის იყო, რომ სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე უკვე აღარ ჩანდა (ამ დროს დაით-ნარინი ურდოში იყო -ლენუს) და მაშინდელ მდგომაროეობაში სხვა კანდიდატი არ შეიძლება ყოფილიყო. რაკი ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით დავით ლაშა-გიორგის ძის გამეფების კანონიერება მეტად ძნელი დასაცავი იქმნებოდა, ამიტომ ეს საკამათო საკითხი უნდა მონღოლთა დიდ ყაანს გადაეწყვიტა, მითუმეტეს, რომ მონღოლთა ადგილობრივ მოხელეობას ასეთი უფლება არც-კი ჰქონდა. ამრიგად და ამიტომ დავით ლაშა-გიორგის ძეც მონღოლთა დიდი ყაანის ურდოში იქმნა გაგზავნილი. გასამეფებლად ამორჩეულს უფლისწულს გამგზავრებისას თან მისი მომხრე ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენელნი გაჰყვნენ, როგორც მაგ. ამირსპასალარის ზაქარია შანშას ძე, აღბუღა ვარამ გაგელისძე, სარგის თმოგველი და სხვანი. მონღოლთა დიდი ყაანის ურდოში დავით ლაშა-გიორგის ძეს და მის ამალას. მონღოლთა დიდი ყაანის ურდოში დავით ლაშა-გიორგის ძეს და მის ამალას, მოულოდნელად დავით რუსუდანის ძე დახვდა. ამ გარემოებამ მდგომარეობა წინანდელზე უფრო გაართულა, რათგან, ერთის მაგიერ, საქართველოს სახელმწიფო ტახტის უკვე ორი მაძიებელი აღმოჩნდა. ქართული სამართლის მიედვით ამ საკითხის გადაწყვეტა ძნელი არ იყო და საქართველოს მესვეურნიც უკვე ორ მოწინააღმდეგე ჯგუფად რომ არ ყოფილიყვნენ დარაზმულნი, ქვეყნის მთლიანობისათვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი უცხო დამპყრობელი ძალის წინაშე საკამათოდ არ უნდა ექციათ, მაგრამ სახელმწიფოებრივი და ეროვნული მოვალეობის შეგნებას კერძო ჯგუფურმა თვალსაზრისმა სძლია. არც ერთს მხარეს დათმობა არ ჰსურდა და მონღოლთა ყაანის კარზე ორივე თავისი კანდიდატის სასარგებლოდ ირჯებოდა." გავიმეოროთ ხმამაღლა ყველამ ერთად: ქართული სამართლის მიხედვით! 2:0 "საგულისხმოა, რომ, როგორც დავით რუსუდანის ძის მიმხრობნი ისევე დავით ლაშა-გიორგის ძისანი, საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისზე იდგნენ და მეფედ მხოლოდ ერთი ამ ორთაგანის დასმა სწადდათ. ასეთ პირობებში ბრძოლა უნდა ამ ორი კანდიდატის უფლებრივი უპირატესობის მიხედვით გადაწყვეტილიყო და ამ გარემოების გამო მთელი თავისი სიმწვავით წამოიჭრა საკითხი, თუ რომელს ამ ორ დავითთაგანს, რუსუდანის ძეს, თუ ლაშა-გიორგის ძეს, ჰქონდა მეტი უფლება საქართველოს სახელმწიფოს ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ყოფილიყო ცნობილი. დავით რუსუდანის ძის მომხრე ჯგუფს თავის სასარგებლოდ სამი მოსაზრება და დებულება ჰქონდა: ჯერ ერთი ის, რომ, როდესაც საქართველოში მონღოლები ჯერ შემოჭრილნი და ლიხთ-ამერეთში მოკალათებულნი არ იყვნენ, დავით რუსუდანის ძე უკვე იყო საქართველოს სამეფო ტახტზე დედის თანამოსაყდრედ დასმული. მეორეც ის, რომ, მას შემდგომაც, როდესაც აღმ. საქართველო მტერმა ხელში ჩაიგდო და მონღოლთა ხელისუფლებასთან დაზავება მოხერხდა, საქართველოს სახელმწიფოს ერთადერთ კანონიერ მესაჭედ იგივე დავით რუსდანის ძე იყო ცნობილი და მაშინ ამის მოწინააღმდეგე არავინ აღმოჩენილა და იმ დროს დავით ლაშა-გიორგის ძე არც კი დაუსახელებია ვისმე. მესამე, უფლებრივი თვალსაზრისითაც დავით ლაშა-გირგის ძეს ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით, ვითარცა”უკანონო” შვილს, მამის სამეფო ტახტი არ ეკუთვნოდა. დავით ლაშა–გიორგის ძესა და მის მომხრე ჯგუფს არცერთი ზემო აღნიშნული დებულების წინააღმდეგ არაფრის თქმა არ შეეძლოთ. ამიტომ მათ საკამათოთ მხოლოდ ის საკითხი გახადეს, ჰქონდა, თუ არა, მდედრობითი სქესის შთამომავლობას უფლება სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე გამხდარიყო იმ შემთხვევაში, როდესაც მამრობითი სქესის შთამომავლობა არსებობდა. ამას ისინი უარყოფდნენ იმისდა მიუხედავად, რომ დავით ლაშა-გიორგის ძე ”უკანონო” შვილი იყო: მათი აზრით ასეთ შემთხვევაში უპირატესობა მაინც მამრობითი სქქესის შთამომავლობას უნდა მიჰნიჭებოდა. ამრიგად, ბოლოსდაბოლოს ქალის უფლება დავით ლაშა-გიორგის ძის მომხრე ჯგუფმა კვლავ საკამათოდ აქცია. ყველაზე მეტად აქ გულმოდგინეობას თურმე სარგის თმოგველი იჩენდა, რომელიც ქალის შთამომავლობის მემკვიდრეობითი უფლების ძლიერი მოწინააღმდეგე ყოფილა." 3:0 რაკი მოწინააღმდეგეთა შორის შეთანხმება ვერ მოხდა და დათმობა არც ერთს მათგანს არ ჰსურდა, საცილობელად ქცეული საკითხი მონღოლთა დიდ ყაანს უნდა გადაეწყვიტა. კანონიერი და უკანონო შვილის საკითხი მხოლოდ ერთ ცოლქმრობის წესწყობილებაში შეიძლება იყოს მონღოლებს–კი მრავალცოლიანობა ჰქონდათ და თვითოეულს მათგანს, როგორც უკვე აღნიშნული იყო, იმდენი ცოლი ჰყავდა, რამდენის შენახვა შეეძლო და მოესურვებოდა. ამიტომაც კანონიერი და უკანონო შვილების ცნება მონღოლებისათვის სრულებით გაუგებარი იყო. შვილებსაც ისინი მხოლოდ წლოვანობით, უფროს-უმცროსობით არჩევდნენ. რაკი ქართული სახელმწიფოს სამართლის ძალით დავით ლაშა-გიორგის ძესა და მის მომხრე ჯგუფს საქმის მოგება არ შეეძლო, მან, ყაანის კარზე იმ დროს ნამყოფი, დას. ევროპითგან მოსული დესპანის მოწმობით, თურმე მონღოლთა უზენაეს ბრძანებელს თხოვნა მიართვა, რომ საცილობელი საკითხი, თუ ვის ეკუთვნოდა საქართველოს სახელმწიფო ტახტი, ქართული სამართლის მიხედვით-კი არ ყოფილიყო განხილული და გადაწყვეტილი, არამედ მონღოლთა სამართლის ძალით. რა თქმა უნდა, ეს საქციელი არც საკადრისი იყო და არც გონიერი, რამდენადაც დამპყრობელისათვის საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების და სამართლის შელახვის წაქეზებას წარმოადგენდა, მაგრამ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფების ვნებათაღელვა და თავისი სურვილის ყოველგვარი საშუალების მიღწევის წადილი იმდენად დიდი იყო, რომ სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესები თითქოს სრულებით დავიწყებული იყო." 4:0 !!! ივერ, შე მონღოლო !!! "რაკი ქართული სახელმწიფოს სამართლის ძალით დავით ლაშა-გიორგის ძესა და მის მომხრე ჯგუფს საქმის მოგება არ შეეძლო, მან, ყაანის კარზე იმ დროს ნამყოფი, დას. ევროპითგან მოსული დესპანის მოწმობით, თურმე მონღოლთა უზენაეს ბრძანებელს თხოვნა მიართვა, რომ საცილობელი საკითხი, თუ ვის ეკუთვნოდა საქართველოს სახელმწიფო ტახტი, ქართული სამართლის მიხედვით-კი არ ყოფილიყო განხილული და გადაწყვეტილი, არამედ მონღოლთა სამართლის ძალით. რა თქმა უნდა, ეს საქციელი არც საკადრისი იყო და არც გონიერი, რამდენადაც დამპყრობელისათვის საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების და სამართლის შელახვის წაქეზებას წარმოადგენდა, მაგრამ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფების ვნებათაღელვა და თავისი სურვილის ყოველგვარი საშუალების მიღწევის წადილი იმდენად დიდი იყო, რომ სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესები თითქოს სრულებით დავიწყებული იყო. თუ თვით ქართველ დიდებულთა ჯგუფი თავისი კანდიდატითურთ ქართული სამართლის დაცვას არ თხოულობდა, რა საფუძველი ექნებოდა მონღოლებს, რომ მისთვის თავი გამოედოთ? განა მონღოლთა ყაანისა და მის მრჩეველთათვის უფრო სასიამოვნოცა და გასაგებიც არ იქნებოდა, რომ კამათი მონღოლური სამაპრთლის თანახმად გადაწყვეტილიყო?" "რაკი თვით საქართველოს წარმომადგენელთავე სურვილით საკამათო საკითხი უნდა მონღოლლური სამართლის მიხედვით გადაწყვეტილიყო, მონღოლთა დიდმა ყაანმა გუჲუქმაც ასე ამჯობინა და 1247 წელს ქართველთა ამ გაჭიანურებულ დავას ამრიგად მოუღო ბოლო: საქართველოს სახელმწიფო ტახტის ორივე მაძიებელი მეფეებად დაამტკიცა, მაგრამ, რაკი დავით ლაშა-გიორგის ძე წლოვანობით უფრო ხნიერი იყო, ამიტომაც ის უფროს მეფედ დაინიშნა, დავით რუსუდანის ძე-კი, ვითარცა თავის ბიძაშვილზე ჯეელი, უმცროს მეფედ სცნო. ამნაირად, დავით რუსუდანის ძემ წააგო და დავით ლაშა გიორგის ძემ არსებითად მოიგო, მაგრამ ამ უკანასკნელისა და მის მომხრეთა პოგლიტიკური ჯგუფის სიბეცით, ნამდვილად და უფრო მეტად-კი ქართული სახელმშიფო სამართალი იყო შელახული და მონღოლურმა გაიმარჯვა, საქართველოს სახელმწიფოებრივს მთლიანობას შეექმნა საფრთხე და მონღოლთა ბატონობისათვის უფრო ხელსაყრელი პირობები დამყარდა!" -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კოლხი |
![]()
პოსტი
#153
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 19-May 07 წევრი № 1,948 ![]() |
ჯავახიშვილი ღმერთი არაა, რომ მისი აზრი უპირობოდ მივიღო.
დავით ნარინზე მე ჩემი პირადი აზრი ვთქვი, შეიძლება ვცდები კიდევაც, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციასთან მის მაგალითს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არც კანონის, არც მორალის და არც პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. მითუმეტეს, რომ ჯავახიშვილს ის ფაქტიც მოჰყავს, რომ ძეს უპირატესობა ჰქონდა ქალთან შედარებით, თუნდაც უკანონოს. მეორეც, უკვე გიორგი III იყო ტახტის მიმტაცებელი და უფრო მეტიც, კანონიერი უფლისწულის მკვლელი იყო. ხოლო, შენ, ლენუს, ცოტა ნერვების დაოკება არ გაწყენდა. ელემენტალური ზრდილობა იქონიე თანამოსაუბრის მიმართ, ეს რა ბავშვური "ოლოლო შენ" გამიმართე ანგარიშის ციფრებით? ბარემ ტოტალიზატორი გახსენი და ფსონები ჩადე, ვინ უფრო გაიმარჯვებს კამათში, მე თუ შენ, კამათში, რომელსაც საბოლოოდ ვატყობ, წყლის ნაყვაა, იმიტომ რომ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას არ ითვალისწინებ და ქვეყნისთვის და მონარქიისთვის დამღუპველ იდეოლოგიას ავრცელებ, ამიტომ შენივე მონოლოგთან ერთად მარტოდ დაგტოვებ. |
Lenus |
![]()
პოსტი
#154
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
არა კოლხი, დავწერე უკვე, ეს იყო კოპი პეისტი ივერიიდან. შენ არ მოგმართავდი.
ნახე წინა პოსტი და მიხვდები. ციტატა მითუმეტეს, რომ ჯავახიშვილს ის ფაქტიც მოჰყავს, რომ ძეს უპირატესობა ჰქონდა ქალთან შედარებით, თუნდაც უკანონოს. სად მოჰყავს, მაჩვენე. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
კოლხი |
![]()
პოსტი
#155
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 19-May 07 წევრი № 1,948 ![]() |
[quote]ამიტომ მათ საკამათოთ მხოლოდ ის საკითხი გახადეს, ჰქონდა, თუ არა, მდედრობითი სქესის შთამომავლობას უფლება სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე გამხდარიყო იმ შემთხვევაში, როდესაც მამრობითი სქესის შთამომავლობა არსებობდა. ამას ისინი უარყოფდნენ იმისდა მიუხედავად, რომ დავით ლაშა-გიორგის ძე ”უკანონო” შვილი იყო: მათი აზრით ასეთ შემთხვევაში უპირატესობა მაინც მამრობითი სქქესის შთამომავლობას უნდა მიჰნიჭებოდა.[/quote]
ამას დავუმატებ იმას, რომ ყაენს სულ ცალ ფეხზე ეკიდა ქართული სამართალი და ზოგადად იურისპრუდენცია, იგი მოიქცა ისე, როგორც დამპყრობელს შეეფერებოდა ,,გათიშე და იბატონეს" პრინციპით. |
Lenus |
![]()
პოსტი
#156
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა ციტატა ამიტომ მათ საკამათოთ მხოლოდ ის საკითხი გახადეს, ჰქონდა, თუ არა, მდედრობითი სქესის შთამომავლობას უფლება სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე გამხდარიყო იმ შემთხვევაში, როდესაც მამრობითი სქესის შთამომავლობა არსებობდა. ამას ისინი უარყოფდნენ იმისდა მიუხედავად, რომ დავით ლაშა-გიორგის ძე ”უკანონო” შვილი იყო: მათი აზრით ასეთ შემთხვევაში უპირატესობა მაინც მამრობითი სქქესის შთამომავლობას უნდა მიჰნიჭებოდა. ამას დავუმატებ იმას, რომ ყაენს სულ ცალ ფეხზე ეკიდა ქართული სამართალი და ზოგადად იურისპრუდენცია, იგი მოიქცა ისე, როგორც დამპყრობელს შეეფერებოდა ,,გათიშე და იბატონეს" პრინციპით. მაიცა, მაბრმავებ?? სად დაწერა ჯავახიშვილმა რომ ციტატა რომ ძეს უპირატესობა ჰქონდა ქალთან შედარებით, თუნდაც უკანონოს ??ჯავახიშვილი პირიქით, ამბობს ქალის უპირატესობა საკამათო გახადესო, ანუ ეს სალაპარაკოდაც არ ღირდაო... -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
LOVEGAME |
![]()
პოსტი
#157
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 11-July 07 წევრი № 2,438 ![]() |
კოლხი
ციტატა მეორეც, უკვე გიორგი III იყო ტახტის მიმტაცებელი და უფრო მეტიც, კანონიერი უფლისწულის მკვლელი იყო. გიორგი III-ის მიერ ტახტის მიტაცება ეგ კიდევ სადავო საკითხია ის სრულიად კანონიერად ავიდა ტახტზე. რაც შეეხება დემეტრეს დასჯას ეგეც მაშინდელი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. -------------------- მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!! |
კოლხი |
![]()
პოსტი
#158
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 19-May 07 წევრი № 1,948 ![]() |
ციტატა გიორგი III-ის მიერ ტახტის მიტაცება ეგ კიდევ სადავო საკითხია ის სრულიად კანონიერად ავიდა ტახტზე. რაც შეეხება დემეტრეს დასჯას ეგეც მაშინდელი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ჩემო პატივცემულო ოპონენტო, თქვენ რაც ახლა თქვით, უბრალოდ ნონსენსია და მთელს ქართულ ისტორიოგრაფიას, სამართალს თავდაყირა აყენებთ. არ ვიცი ეს რისი ბრალია, ჯიუტად ფაქტების და სამართლის კანონების "არ დანახვის" თუ უბრალოდ არ ცოდნის. |
LOVEGAME |
![]()
პოსტი
#159
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 11-July 07 წევრი № 2,438 ![]() |
ბატონო კოლხი რა ცოდნა და თვალტახედვა გაქვთ ასეთი რომ ყველას არ ცოდნას და არ დანახვას აბრალებთ მოკლედ თქვენს გარდა ყველა გონებრივად ბრმა და უცოდინარია.
გადაშალეთ ჯავახიშვილის მერე ტომი და იქ შეგიძლიათ უფრო ვრცლად წაიკითხოთ დემნა ბატონიძშვილის აჯანყების შესახებ მე აქ მხოლოდ ერთ ციტატას მოვიყვან : "გიორგი III-მ დამნაშავენი სასტიკად დაასჯევინა: საქართველოში მოქმედი მაშინდელი სისხლის სამართლის ძალით, თითოეულს მათგანს დანაშაულისდა მიხედვით კანონით განკუთვნილი სასჯელი დაუნიშნეს და იოანე ორბელი და აჯანყების სხვა მეთაურნი სიკვდილით იქნენ დასჯილნი. დაისაჯა დემნა უფლისწულიც, რომელმაც კანონით განკუთვნილი სასჯელი ვერ აიტანა და გარდაიცვალა." აგერ ბატონო ჯავახიშვილი სწერს რომ "კანონით განკუთვნილი სასჯელი ვერ აიტანაო",სხვას უკიჟინებთ უცოდინარობას და თქვენ თვითონ არანაერად არ გემჩნევათ რომ საქართველოს ისტორიას ოდნავ მაინც იცნობდეთ. მოეშვით ამ უცოდინარობის ლოზუნგებით ოპონირებას და გიჯობთ ისტორია წაიკითხოთ ,რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც გქონდეთ თუ რაზე საუბრობთ. -------------------- მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!! |
კოლხი |
![]()
პოსტი
#160
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 19-May 07 წევრი № 1,948 ![]() |
გიორგი III-მ რომ კანონით დასაჯა დემნა ( მე იმას არც ვუარყოფ, რომ ქართული სამართლის მიხევით მეფის წინააღმდეგ აჯანყება დასჯადი ქმედებაა), მაგრამ მანამდე თავად იყო დასასჯელი, იმიტომ რომ ცოცხალ უფლისწულს - დემნას, უკანონოდ მოსტაცა ტახტი. რპდესაც დავით V გარდაიცვალა (გიორგი III-ის უფროსი ძმა), რომელიც უფროსი ძე იყო დემეტრე I-ის, იმ დროს დემნა დაბადებული იყო და ახლა მითხარით, რომელი კანონით ეკუთვნოდა გიორგი III-ს საქართველოს ტახტი, როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე, უფროსი შტოს უფროსი მემკვიდრე - დემნა, იგივე დემეტრე ბაგრატიონი, უფლისწული ცოცხალი იყო ? .... ქართული სამართლის მიხედვით, გიორგი III-ს ტახტი ეკუთვნოდა მხოლოდ მაშინ თუ მის უფროს ძმას, მეფე დავით V-ს ძე მემკვიდრე აღარ დარჩებოდა. ასე რომ, გამარჯვებულებს არ სჯიანო, ხომ გაგიგია, გიორგი III-ს მიტაცებული ჰქონდა ტახტი (სხვათაშორის მამამისის - დემეტრე I-ის პოლიტიკური და სამართლებრივი უგუნურების წყალობით) და ამიტომაც მოეწყო მის წინაშე აჯანყება ორბელებისა და დემნა უფლისწულის მეთაურობით, სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ ამ სრულიად სამართლიან და კანონიერ აჯანყებაში, გიორგი III-მ გაიმარჯვა, ასე რომ იმ დროს გიორგი III მოქმედებდა არა სამართლის პრინციპით, არამედ ძალის პრინციპით !
ე.ი. კიდევ ერთხელ კონკრეტულად გისვამთ კითხვას. რომელი კანონის მიხედვით ეკუთვნოდა გიორგი III-ს საქართველოს ტახტი ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 06:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი