![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Misha_kartveli |
![]()
პოსტი
#221
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,821 ![]() |
უაღრესად საინტერესო და აქტუალური თემაა. ჩემი აზრით ამ საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს კათოლიკოს-პატრიარქის აზრს.
ketino ციტატა დავით ულუს არავინ სცნობდა ტახტის მემკვიდრედ რადგან იგი მდაბიო ქალისგან უკანონოდ ნაშობი იყო. გეგონოს..... ხო გამეფდა.... რაც შეეხება, ამ საკითხს დავით ულუს გამეფება განაპირობა იმან, რომ მაშინ საქართველო დაპყრობილი იყო მონღოლების მიერ და აქ ვრცელდებოდა მონღოლური ადათობრივი სამართალი - იასა, რომელიც არ არჩევდა კანონიერ და უკანონო შვილს, განსხვავებული შემთხვევა იყო საქართველოში, სადაც ქრისტიანული ეკლესია პრინციპულად არ დაუშვებდა უკანონო შვილის სამეფო ტახტზე ასვლას. -------------------- წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
|
Lenus |
![]()
პოსტი
#222
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE იასა, რომელიც არ არჩევდა კანონიერ და უკანონო შვილს, განსხვავებული შემთხვევა იყო საქართველოში, სადაც ქრისტიანული ეკლესია პრინციპულად არ დაუშვებდა უკანონო შვილის სამეფო ტახტზე ასვლას. აბსოლუტურად მართალია. უფრო მეტიც მონღოლებს მრავალცოლიანობის გამო, უპირატესობა მხოლოდ უფროს-უმცროსობით უწყდებოდათ. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ლაშას ძე უფროსი იყო ასაკით და ორ წესს შორის კომპრიმისული მოიძებნა - ორმეფობა. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
LOVEGAME |
![]()
პოსტი
#223
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 11-July 07 წევრი № 2,438 ![]() |
Lenus
ციტატა მეფეს ყოვლთვის შეუძლია რომელიმე შტოსთვის თავადობის მინიჭება. თუ მართლა მდაბიო შეუყვარდებოდა და მოყვანას გადაწყვეტდა, თავადობას უბოძებდა თავის ხელში არ იყო? მე ზუსტად ვიციმეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ ლაშა გიორგის დროს დამასზე ადრეც მეფეს არ ჰქონდა უფლება თავადისშვილი მოეყვანა ცოლად , ყოველთვის სხვა სამეფოს მეფის შვილი იყო ხოლმე საქართველოს მეფის მეუღლე. თავადის შვილზე დაქორწინება უფრო გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს როდესაც საქართველო რამოდენიმე საქართველოებად დაიშალა, ასე რომ ლაშას რაც არ უნდა ეხტუნავა ველისციხელ მზეთუნახავს ცოლად ვერ დაისვავდა. ი -------------------- მე მძულს თქვენი აზრები, მაგრამ იძულებული ვარ პატივი გცეთ თქვენ!!! |
Lenus |
![]()
პოსტი
#224
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE მე ზუსტად ვიციმეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ ლაშა გიორგის დროს დამასზე ადრეც მეფეს არ ჰქონდა უფლება თავადისშვილი მოეყვანა ცოლად საინტერესო აზრია. არ მიფიქრია ამაზე და აუცილებლად გადავამოწმებ. ცხადია რომ თუ ეს ასეა, მდაბიო (ანუ არამეფური) წარმოშობის და უკანონო მეუღლე ერთ დონეზე უნდა განხილულიყო. საერთო მონარქიის და დინასტიური კანონები სადაც იყოს აღწერილი დავალაგოთ ერთ სიაში, მგონი ყველასთვის საასრგებლო უნდა გამოდგეს. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
მაკუნა |
![]()
პოსტი
#225
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 ![]() |
Lenus მე ზუსტად ვიციმეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ ლაშა გიორგის დროს დამასზე ადრეც მეფეს არ ჰქონდა უფლება თავადისშვილი მოეყვანა ცოლად , ყოველთვის სხვა სამეფოს მეფის შვილი იყო ხოლმე საქართველოს მეფის მეუღლე. თავადის შვილზე დაქორწინება უფრო გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს როდესაც საქართველო რამოდენიმე საქართველოებად დაიშალა, ასე რომ ლაშას რაც არ უნდა ეხტუნავა ველისციხელ მზეთუნახავს ცოლად ვერ დაისვავდა. ი ალბათ იმიტომ რომ ქორწინება პოლიტიკის ნაწილს შეადგენდა. როდესაც საქართველო ერთიანი იყო, სწორედ მაშინ აღინიშნება ქართველი მეფის სხვა სამეფოს შვილზე ქორწინება. ეს ალბათ საგარეო პოლიტიკის ნაწილი იყო. ხოლო როდესაც ქვეყანა ერთიანი არ იყო, მაშინ უკვე "შიდა პოლიტიკა" იყო მოსაწესრიგებელი. -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
ნაინა |
![]()
პოსტი
#226
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
დათიკო
ცოტა მოგვიანებით კი მომივიდა პასუხის გაცემა, მაგრამ იმედია ყველანი მაპატიებთ. თემა თავისთავად საინტერესოა და სჯა-ბაასსაც გამოიწვევს, მაგრამ შენი შენიშვნა მართლაც დროული და მართბული იყო. აქ იმისთვის არა ვართ რომ ერთნამეთის აზრები უგულებელვყოთ, შეიძლება პოლემიკა გაიმართოს, არცაა გასაკვირი, საჭიროა ჩვენი აზრებიც დავაფიქსიროთ, მაგრამ სხვის განსხვავებულ აზრსაც გარკვეული ინტერესით მოვეკიდოთ და სულაც არაა საჭირო ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს. ასე რომ სრულიად ვეთანხმები ჩემს მიერ ციტირებულ შენს შენიშვნას. ციტატა ყველა ადამიანს აქვს გამოხატოს თავისი პიარადი აზრი. თუნდაც მცდარი იყოს. სწორედ იმსითვის არსებობს ფორუმი, რომ გავარკვიოთ როგორია სინამდვილე. შევუდაროთ საკუტარი აზრებით ერთმანეთისას და საღი დიალოგის ფორმით ვცადოთ მივიდეთ გარკვეულ კონსესუსამდე. LOVEGAME ციტატა მე ზუსტად ვიციმეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ ლაშა გიორგის დროს დამასზე ადრეც მეფეს არ ჰქონდა უფლება თავადისშვილი მოეყვანა ცოლად , ყოველთვის სხვა სამეფოს მეფის შვილი იყო ხოლმე საქართველოს მეფის მეუღლე. თავადის შვილზე დაქორწინება უფრო გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს როდესაც საქართველო რამოდენიმე საქართველოებად დაიშალა, ასე რომ ლაშას რაც არ უნდა ეხტუნავა ველისციხელ მზეთუნახავს ცოლად ვერ დაისვავდა. ი როგორც მეც წამიკითხავს მართლა არ ჰქონდა უფლება ასეთი ქმედებისა. თავად ლაშა-გიორგის ნამდვილად ჰქონია ამგვარი პრობლემა, როგორც მეტ-ნაკლებად ცნობილია და თქვენც წერთ მასაც უყვარდა ეგრეთ წოდებული უგვარო ქალი. 100% სიმართლეა თქო ვერ დავამტკიცებ, მაგრამ წამიკითხავს რომ ასე იყო. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
sable |
![]()
პოსტი
#227
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
მე წავიკითხე შენი პოსტები სხვა ფორუმზე, აღტაცებული ვარ ცოდნის სიღრმით, მსჯელობის ლოგიკურობით, მაგრამ როგორც ვატყობ, გენეალოგიაზე არ უნდა დაგეხარჯათ იმდენივე დრო, რამდენიც შუასაუკუნეების ომის სტრატეგიასა და დეტალებს მოახმარე. (შენიშვნაში არ ჩამითვალო). საქართველოს სამემკვიდრეო კანონები (განსხვავებით მაგ. რუსეთისაგან) არასდროს კრძალავდა მდაბიოებზე ქორწინებას და ამის გამო მემკვიდრეობის ჩამორთმევის არცერთი მაგალითი არ გვახსოვს. თუ ასეთ კანონს გამაცნობთ სადმე, მადლობელი დაგრჩებით, მანამ კი - ამ პოსტულატს ვერ მივიღებ. ტიპიური მაგალითია დავით VII ლაშას ძე, რომელიც იყო ნაბუშარა ანუ უკანონო შვილი მისი მეფობა არ შეიძლებოდა და ეს მაგალითი ყველა დავით ნარინის მომხრეს როგორც კანონი ისე მოჰყავდა 1246 ყურულთაიზე მონღოლთა იმპერიის დედაქალაქში როდესაც საქართველოს მეფის ბედი ყწდებოდა, ჩვენ დანამდვილებით ვიცით ის ფაქტი რომ დავით ლაშას ძის (ულუ არასწორი ტერმინია ამიტომ მე მას არ ვხმარობ) გამეფება გადაწყდა მონღოლური კანონების მიხედვით, რომელიც არ ანსხვავებდა უკანონოსა და კანონიერ შვილს, დავით ლაშას ძის მომხრეები სწორედ ამ მონღოლურ კანონს იშველიებდნენ და არა ქართულს რომელიც ნაბუშარაზე მემკვიდრეობის უფლებას არ აძლევდა - ასე იყო ტახტის მემკვიდრის შემთხვევაშიც და არამარტო ამ შემთხვევაში, თუმცა ხდებოდა ცთომილებები, როგორც მიიჩნევენ ლაშა დაქორწილდა კიდეც სუსანაზე (სხვა წყაროს მიხედვით მელიტა) თუმცა მოგვიანებით განაშორეს და ეს მოხდა იმის გამო რომ ის არ იყო კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი წინაღმდეგ შემთხვევასი მისი მეუღლედ მოყვანის არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. რაც შეეხება 1942 წლის ემიგრანტების სხდომას, მათ იგივე იცოდნენ რაც 1946 წელს კირილემ, რომლმაც საერთოდ არც იცოდა გრუზინსკების სახლის არსებობის შესახებ. ეს ის წლებია, როდესაც პეტრე გრუზინსკი ძმაკაცებმა ხუმრობით მეფედ აკურთხეს სვეტიცხოველში და ამისთვის წლები ციხეში გაატარა. (როგორ არ დახვრიტეს ისიც მიკვირს) - 1941 წელს. გრუზისნკებისთვის რომც ეკითხათ მაშინ, ისეთ პერიოდში იყვნენ და ისეთი ქვეყვნის მოქალაქეები რომ პირიქით, დამალავდნენ თავიანთ გენეალოგიას და პრეტენზიებს. ამის გამო როგორ შეიძლება წავართვათ მათ რაც კანონიერად ეკუთვნით? მაგით რა გინდა თქვა, რომ სხდომა უკანონო იყო?! ნინიძის სტატიას გავეცანით? რომელს მე მისი ბევრი სტატია მაქ? -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
ქევანა |
![]()
პოსტი
#228
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ხალხნო, რახან კანონიერებაზე ასე გეკეტებათ ჭკუა, მაშინ თამარი უკანონო მემკვიდრეა და იცით რატომ? ტახტი ეკუთვნოდა მის ბიძაშვილს, დემნას, რომელიც ბიძამისმა დასაჯა,... მითხარით ერთი ეს სადაური სამართალია?..
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Lenus |
![]()
პოსტი
#229
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE ხალხნო, რახან კანონიერებაზე ასე გეკეტებათ ჭკუა, მაშინ თამარი უკანონო მემკვიდრეა და იცით რატომ? ტახტი ეკუთვნოდა მის ბიძაშვილს, დემნას, რომელიც ბიძამისმა დასაჯა,... მითხარით ერთი ეს სადაური სამართალია?.. ketino ჯერერთი ეგ საკამათოა. გიორგი მესამე მამამისმავე აიყვანა ტახტზე. მეორეც,ეგრეც რომ იყოს, დემნას შთამომავლობა არ დარჩა და მაგ შემთხვევაში თამარისა გამოდიოდა ტახტი. sable QUOTE ტიპიური მაგალითია დავით VII ლაშას ძე, რომელიც იყო ნაბუშარა ანუ უკანონო შვილი მისი მეფობა არ შეიძლებოდა ისევ მოგესალმები! მგონი ტიპირუი კი არა ერთადერთი მაგალითია, მაგრამ მე ვსაუბრობდი "მდაბიოზე" და შენ გადახვედი "უკანონოზე" ამ ორი ტერმინის აღრევა გამოგვივიდა. საერთოდ ეს პოსტულატი რომ სამეფო ლოჯახებზე უნდა ყოფილიყვნენ დაქორწინებულები საერთოდ აცამტვერებს მუხრნელების პოზიციებს, რადგან მეუღლეები კი არა თვითონაც კი სამეფო ხაზი არ ყოფილან! და იყვნენ ყოვლთვის დიდებულის სტატუსით და კოლატერალი შტო, ისევე როგორც ბაგრატიონ-დავითიშვილები, ბაბადიშები, რამაზიშვილები, გოჩაშვილები. სხვა სიტყვებით, ვიმეორებ, ამ ყმაწვილ კაცს, დღეს რომ მეფედ გვისაღებენ, არცერთი წინაპარი მეფე არ ჰყოლია! QUOTE მაგით რა გინდა თქვა, რომ სხდომა უკანონო იყო?! რასაკვირველია! ლეგიტიმუობის ამბავში უამრავი შეკითხვა ისმევა: რა სხდომა იყო, ვინ მოიწვია და სრლად შედგა თუ არა დასმრეთა რიცხვი? რა საზოგადოების, და რამდენად ლეგიტიმურად იყო დაფუძნებული? დებულება და სხდომის ოქმი არსებობს თუ არა? პატრიარქი იყო თუ არა ამ საქმეში ჩახედული? და ყველაზე მთავარი: თუ ეს თავად-აზნაურთა კრება იყო, რატომ არ მიიწვიეს ბაგრატიონ-გრუზინსკები? მაშინაც მარტო გოგოები ხომ არ ჰყავსდა პეტრე პეტრეს-ძე გრუზინსკის (სხვათაშორის სიმღერა თბილისის ქუჩები - თუ არ ვცდები, ავტორი).? დღევანდელ დღეს ხორხე კი უწოდებს თავის თავს ქართული სახლის თავად, მაგრამ არცერთ სხვა შტოს ეს არ უცვნია. როგორღა გამოდის სახლის თავი? მითუმეტეს, რომ დღეს არსებობს ლეგიტიმური იმერეტინსკი ბაგრატიონების სახლის თავიც - ბატონიშვილი ნინო, 80-ს მიტანებული, ინგლისის სამხედრო პირის შვილი. QUOTE რომელს მე მისი ბევრი სტატია მაქ? აქ სულ პირველ გვერდზე დავდე. ბაგრატინები XIX-XX სს. თუ სხვა სტატიებს გვიწილადებ, მადლობლები დაგრჩებით, ბოლო ბოლო ემიგრანტები ვართ, დაგვეხმარეთ ცოტა ![]() -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
sable |
![]()
პოსტი
#230
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
ketino ჯერერთი ეგ საკამათოა. გიორგი მესამე მამამისმავე აიყვანა ტახტზე. მეორეც,ეგრეც რომ იყოს, დემნას შთამომავლობა არ დარჩა და მაგ შემთხვევაში თამარისა გამოდიოდა ტახტი. მაგაში საკამათო მე მგონია არაფერია გიორგი III კანონიერი მეფე იყო ის არ ყოფილა უზურპატორი მისი ძმისგან განსხვავებით, რადგან გიორგიმ ტახტი მის კანონიერ მფლობელს დემეტრე I დაუბრუნა, რომელიც მას უფროსმა შვილმა დავით V წაართვა იმ საბაბით რომ დემეტრე მის მემკვიდრედ გამოცხადებას არ აპირებდა. აქ სხვათაშორის იმ პრეცედენტმაც ითამაშა დიდი როლი რომელზედაც არცერთ ქართველ ისტორიკოსს არ გაუმახვილებია ყურადღება, ეს იყო ბიზანტიის პრეცედენტი, რომელიც 1143 წელს მოხდა როდესაც იმპერატორმა იოანე II (1118-1143) მის ტახტი უმცროს ძეს მანუელ დაუტოვა ეს მაშინ როდესაც ტახტის მემკვიდრე ანდრონიკე იყო რომელიც გაუგებარ ვითარებაში მამის გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა თუმცა საქმე იმაშია რომ მანუელი არ იყო მომდევნო შვილი მასზე ზემოთ კიდევ ორი ბატონიშვილი იოანე და ალექსი (სახელები თუ არ მეშლება) იდგნენ, მაგრამ ტახტი მაინც მანუელს დაუტოვა მამამ რადგან , მანუელი მისი საყვარელი შვილი იყო თუმცა იოანე II თავიდანვე თანაიმპერატორად ანდრონიკე ჰყავდა გამოცხადებული და მისი მანუელით ჩანაცვლებას ერიდებოდა; სამაგიეროდ მან მანუელს სამხრეთ აღმოსავლეტ ბიზანტიაში უზარმაზარი დომენი გამოუყო და მის მმართველეად მანუელი დააყენა ანუ ფაქტობრივად ეს ტერიტორია ანდრონიკეს წაართვა და უმცროს შვილს გადასცა მაგრამ როდესაც ანდრონიკე გარდაიცვალა მემკვიდრედ უმალვე მანუელი გახდა ვინც წესით ტანამმართველად უნდა ეკურთხათ მაგრამ ეს იოანემ ვერ მოასწრო მაგრამ ანდერძით მეფე სწორედ მანუელ I დიდი (1143-1180) გახდა ვისი მეფობაც ვერცერთმა ძმამ ვერ გააპროტესტა, ეს იყო პრეცედენტი რომელიც სწორედ მაშინ შეიქმნა როდესაც დავითი შიშობდა რომ დემეტრე ტახტს იოანეს მსგავსად უმცროს ძეს დაუტოვებდა და ამის გამო აჯანყება გადსაწყვიტა ეს აჯანყება 1150 წ. გამოსვლით არის ცნობილი, თუმცა ეს ქრონიკის ცნობიდან მომდინარეობს რაც 1145 წელს უნდა მომხდარიყო (თ. ჟორდანიას მიერ მოყვანილ ცნობებში ხშირია ცთომილებები ძირითადად 5 წლიანი ან 10 წლიანი რაც გადამწერის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო შეცდომით გადაწერილი ან განსხვავებული მასალების შემთხვევაში არასწორი ცნობა გაიპარა) როცა ამირსპასალარი ივანე აბულეთისძე სიკვდილით დასაჯეს როგორც ჩანს სწორედ დავითის მხარდაჭერის გამო თორემ მეორე კაცს სამეფოში, მეფე დემეტრე I-იც კი ასე ადვილად ვერ შეეხებოდა. ასე რომ ბიზანტიის 1143 წლის პრეცედენტმა, შეიძლება ითქვას რომ საქართველოში უკვე 1143 წლიდანვე დაძაბა სიტუაცია რაც 1145 წ. შეთქმულებით და შესაძლო აჯანყებიტ დასრულდა (წყაროები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას უფრო ზუსტად განვსაზღვროთ მოხდა თუ არა ამ დროს შეტაკება რაც სავარაუდოდ შესაძლოა მოხდა, თუმცა მცირე მაშტაბის, არა ისეთი ზომის რაც 1177-78 წწ იყო ორბელების აჯანყების დროს) რომლიც შედეგად ივანე სიკვდილით დასაჯეს თირქაშ ივანეს ძე ხლათს გააქციეს, ხოლო დავითს მემკვიდრეობა, როგორც ჩანს ჩამოართვეს, ეს იქიდანაც ჩანს რომ ის თანამოსაყდრედ არ უკურთხებიათ, რაც იმას ნიშნავს რომ მეფე დემეტრე, ბიზანტიის იმპერატირი იოანე მსგავსად, ბოლოს აპირებდა ტახტის მემკვიდრის დასახელებას თუმცა 1145 წ. ამბების შემდეგ ეჭვი არ არის რომ ეს გიორგი იქნებოდა! sable ისევ მოგესალმები! მგონი ტიპირუი კი არა ერთადერთი მაგალითია, მაგრამ მე ვსაუბრობდი "მდაბიოზე" და შენ გადახვედი "უკანონოზე" ამ ორი ტერმინის აღრევა გამოგვივიდა. საერთოდ ეს პოსტულატი რომ სამეფო ლოჯახებზე უნდა ყოფილიყვნენ დაქორწინებულები საერთოდ აცამტვერებს მუხრნელების პოზიციებს, რადგან მეუღლეები კი არა თვითონაც კი სამეფო ხაზი არ ყოფილან! და იყვნენ ყოვლთვის დიდებულის სტატუსით და კოლატერალი შტო, ისევე როგორც ბაგრატიონ-დავითიშვილები, ბაბადიშები, რამაზიშვილები, გოჩაშვილები. სამეფო ოჯახებზე მე არ მითქვამს მე ვთქვი დიდებულებზე თქო, ბებრი ქართველი მეფე არ ყოპფილა დაქორწინებული სამეფო ოჯახის წევრზე მაგრამ მათი ცოლები აუცილებლად კეთილშობილი გვარისანი იყვნენ და არა მდაბიოები! თუნდაც ლუარსაბ II როდესაც დაქორწილდა გიორგი სააკაძის დაზე ის გოგო ვერ იქნებოდა მდაბიო რადგან სააკაძე აზნაური იყო და ამას გარდა თბილისის მოურავუიც! ამასთან სამეფო ოჯახის წევრი არც ვახტანგ (ბახუტა) V შაჰნავაზი არ ყოფილა მაგრამ ბომ აიყვანა როსტომ მეფემ შვილად და გახდა მემკვიდრე , ამ შემთხვევაში მუხრანელები საქარტველოს ტახტის მემკვიდრეებად 1942 წლის კრებამ აღიარა და ამ ხაზის წარმომდგენლები დიდებულებზე ქორწინდებოდნენ ასე რომ მათი კეთილშობილური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს! აი სხვა საქმეა ის ეწ იმერტინსკები და გრუზინსკები და სხვა მრავალი რომელთაც არ დაუცავს ეს წესი. სხვა სიტყვებით, ვიმეორებ, ამ ყმაწვილ კაცს, დღეს რომ მეფედ გვისაღებენ, არცერთი წინაპარი მეფე არ ჰყოლია! რასაკვირველია! ლეგიტიმუობის ამბავში უამრავი შეკითხვა ისმევა: რა სხდომა იყო, ვინ მოიწვია და სრლად შედგა თუ არა დასმრეთა რიცხვი? რა საზოგადოების, და რამდენად ლეგიტიმურად იყო დაფუძნებული? დებულება და სხდომის ოქმი არსებობს თუ არა? პატრიარქი იყო თუ არა ამ საქმეში ჩახედული? და ყველაზე მთავარი: თუ ეს თავად-აზნაურთა კრება იყო, რატომ არ მიიწვიეს ბაგრატიონ-გრუზინსკები? მაშინაც მარტო გოგოები ხომ არ ჰყავსდა პეტრე პეტრეს-ძე გრუზინსკის (სხვათაშორის სიმღერა თბილისის ქუჩები - თუ არ ვცდები, ავტორი).? დღევანდელ დღეს ხორხე კი უწოდებს თავის თავს ქართული სახლის თავად, მაგრამ არცერთ სხვა შტოს ეს არ უცვნია. როგორღა გამოდის სახლის თავი? მითუმეტეს, რომ დღეს არსებობს ლეგიტიმური იმერეტინსკი ბაგრატიონების სახლის თავიც - ბატონიშვილი ნინო, 80-ს მიტანებული, ინგლისის სამხედრო პირის შვილი. არა წინაპრები მას მეფეები ჰყავდა ოღონდ მეფე კოსტანტინე II (1465-1505) და მისი წინაპრები. რაც შეეხება იმ კრებას მისი ოქმები მე არ მაქვს ნანახი, პატრიარქი მას არ ესწრებოდა და ვერც დაესწრებოდა საპატიო მიზეზების გამო, კრება მე ვთვლი რომ არ შეიძლება უკანონო ყოფილიყო, რადგან ის შედგა თავად-აზნაურობის წარმომადგენლების მიერ რომლებიც დევნილები იყვნენ საბჭოთა მტავრობის მიერ და შეუძლებელი იყო ის გაემართათ სადმე სხვაგან მაგ. საქართველოში, ხოლო მიწვეულთა შორი ფაქტია ყველა ვერ იქნებოდა განსაკუთრებიტ ისინი ვინც საბჭოეთში იყვნენ. აქ სულ პირველ გვერდზე დავდე. ბაგრატინები XIX-XX სს. თუ სხვა სტატიებს გვიწილადებ, მადლობლები დაგრჩებით, ბოლო ბოლო ემიგრანტები ვართ, დაგვეხმარეთ ცოტა ![]() დაგეხმარებით ოღონდ ვერ დავასკანერებ რადგან ის არ მაქ სამაგიეროდ შემოძლია უბრალოდ ლიტერატურა მიგითითოთ და თუ ვინმე ნახავს შეუძლიათ აქ დადონ დასკანეებულები. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Lenus |
![]()
პოსტი
#231
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE სამეფო ოჯახებზე მე არ მითქვამს მე ვთქვი დიდებულებზე თქო! ამასთან სამეფო ოჯახის წევრი არც ვახტანგ (ბახუტა) V შაჰნავაზი არ ყოფილა მაგრამ აიყვანა როსტომ მეფემ შვილად და გახდა, ამ შემთხვევაში მუხრანელები საქარტველოს ტახტის მემკვიდრეებად 1942 წლის კრებამ აღიარა და ამ ხაზის წარმომდგენლები დიდებულებზე ქორწინდებოდნენ ასე რომ მათი კეთილშობილური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს! აი სხვა საქმეა ის ეწ იმერტინსკები და გრუზინსკები და სხვა მრავალი რომელთაც არ დაუცავს ეს წესი. წესი იკანონება მოქმედი სამეფო სახლის მიერ. შაჰნავაზი სმოქმედმა მეფემ აირჩია, და მასთან თავად და მით უმეტეს აზნაურთა კრება ვერ მოვა. კრება ავტომატურად ხდეება არალეგიტიმური, ვინაიდან არ ესწრებოდნენ მოქმედი დინასტიებიდან ორი. ან მათი წამრომადგენლები. QUOTE არა წინაპრები მას მეფეები ჰყავდა ოღონდ მეფე კოსტანტინე II (1465-1505) და მისი წინაპრები. მას შემდეგ კაცო. 1505 წლიდან დღემდე? კონსტატნტიენს ორი შტო შემორჩა საბოლოოდ. ერთი სამეფო და ერთი სათავადო. სამეფო ამოწყდა და სათავადოს როგორ გავამეფებთ? მაშინ ბაბადიშებიც შეიძლება გამეფდნენ? და დადეშქელიანებიც. QUOTE რაც შეეხება იმ კრებას მისი ოქმები მე არ მაქვს ნანახი ამიტომ ასეთი კრების გადაწყვეტილებით ვერ ვიხელმძღვანელებთ თანამედორვე ტახტის მემკვიდრის არჩევისასა. უფლებამოსილების საკითხია პირველ რიგში. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
sable |
![]()
პოსტი
#232
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
წესი იკანონება მოქმედი სამეფო სახლის მიერ. შაჰნავაზი სმოქმედმა მეფემ აირჩია, და მასთან თავად და მით უმეტეს აზნაურთა კრება ვერ მოვა. კრება ავტომატურად ხდეება არალეგიტიმური, ვინაიდან არ ესწრებოდნენ მოქმედი დინასტიებიდან ორი. ან მათი წამრომადგენლები. მას შემდეგ კაცო. 1505 წლიდან დღემდე? კონსტატნტიენს ორი შტო შემორჩა საბოლოოდ. ერთი სამეფო და ერთი სათავადო. სამეფო ამოწყდა და სათავადოს როგორ გავამეფებთ? მაშინ ბაბადიშებიც შეიძლება გამეფდნენ? და დადეშქელიანებიც. ამიტომ ასეთი კრების გადაწყვეტილებით ვერ ვიხელმძღვანელებთ თანამედორვე ტახტის მემკვიდრის არჩევისასა. უფლებამოსილების საკითხია პირველ რიგში. კრების ოქმი მე არ მაქ ნანახი მაგრამ ისინი ხომ არსებობს და გადაწყვეტილება რაც მათ მიიღეს ცნობილია! რაც შეეხება იმას რომ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი მეფეს არ აურჩევია და კრებამ აირჩიაო, ეს 1942 წ. არ გამოგვადგება რადგან მაშინ მეფე საქარტველოს არ ყავდა ხოლო დარბაზის ფუნქცია კი კრებამ იკისრა! მართალია ის შტო თავადების იყო მაგრამ ვახტანგ V თავადი იყო მაგრამ მეფე გახდა იმიტომ რომ მის მეფობას როსტომმა შესძინა ლეგიტიმურობა ხოლო მუხრანელებს კი 1942 წლის კრებამ. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
ქევანა |
![]()
პოსტი
#233
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
დავიღუპეთ!!!
![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Lenus |
![]()
პოსტი
#234
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE კრების ოქმი მე არ მაქ ნანახი მაგრამ ისინი ხომ არსებობს და გადაწყვეტილება რაც მათ მიიღეს ცნობილია! მაპატიე, მაგრამ ასეთი სერიოზული საკითხი დოკუმენტის გარეშე რომ დაგიჯერებია, იმაზე მაქვს საუბარი. მაინც ისტორიკოსი კაცი ხარ. მე არ ვიჯერებ, ვნახო ჯერ რა დოკუმენტია, რა მიიღეს, ვინ აწერს ხელს და სხვა. QUOTE რაც შეეხება იმას რომ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი მეფეს არ აურჩევია და კრებამ აირჩიაო, ეს 1942 წ. არ გამოგვადგება რადგან მაშინ მეფე საქარტველოს არ ყავდა ხოლო დარბაზის ფუნქცია კი კრებამ იკისრა! საქართველოს არ ჰყავდა მეფე, მაგრამ ჰყავდა სამეფო სახლის თავი. დღეს ასევეა მაგ. რუსეთის სამეფო სახლის თავი (ანუ იგივეა რაც გაუმეფებელი შტოს მემკვიდრე), დღეს რომ რუსეთის თავად-აზნაურები შეიკრიბნონ სადმე ლონგ-აილენდზე და მეფე აარჩიონ მარიას გარეშე, ვინ დაუჯერებს მაგათ? ეს კრება თავიდან ბოლომდე არის ხავსსმოჭიდება. QUOTE მართალია ის შტო თავადების იყო მაგრამ ვახტანგ V თავადი იყო მაგრამ მეფე გახდა იმიტომ რომ მის მეფობას როსტომმა შესძინა ლეგიტიმურობა ხოლო მუხრანელებს კი 1942 წლის კრებამ. მეფობა როსტომმა შესძინა ვინაიდან იშვილა. და ეს შტო გახდა ამის შემდეგ სამეფო. კი ბატონო. 1942 წლის კრებას კი ასეთი უფელბამოსილება არ ჰქონია და როგორ მისცემდა ვინმეს მეფობის უფლებას? თან საქართველოსი?? ასეთი სამეფო არ არსებობდა უკვე 500 წელია და უცებ შექმნეს და მეფეც აირჩიეს? წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობაა კრების ორგანიზატორების მხრიდან. ketino შენ გაიხარე, ხანდახან ისე გამაცინებ ხოლმე. რომელი ბებიააო? მამის მეგობრის მხრიდან?? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
ქევანა |
![]()
პოსტი
#235
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა შენ გაიხარე, ხანდახან ისე გამაცინებ ხოლმე. რომელი ბებიააო? მამის მეგობრის მხრიდან?? მე რა ვიცი, სააკაშვილის გენეალოგიას არ ვიცნობ... ![]() წადი და თავად კითხე, კაცი იკვეხნის ბაგრატიონთან მარტო ეს მაკავშირებსო, ... ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Lenus |
![]()
პოსტი
#236
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ketino
კარგი, ქეთინო. წავალ და მე თვითონ ვკითხავ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
![]()
პოსტი
#237
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE სამეფო ოჯახებზე მე არ მითქვამს მე ვთქვი დიდებულებზე თქო, ბებრი ქართველი მეფე არ ყოპფილა დაქორწინებული სამეფო ოჯახის წევრზე მაგრამ მათი ცოლები აუცილებლად კეთილშობილი გვარისანი იყვნენ და არა მდაბიოები! თუნდაც ლუარსაბ II როდესაც დაქორწილდა გიორგი სააკაძის დაზე ის გოგო ვერ იქნებოდა მდაბიო რადგან სააკაძე აზნაური იყო და ამას გარდა თბილისის მოურავუიც! რაც შეეხება ამ საკითხს. დიდებული და არა დმაბიო არ ავურიოთ მოდი ერთმენეთში. მარტო დიდებულები არ ჰყავთ მუხრანელებს გვარში. ჩვვეულებრივი თავადებიც ჰყავთ. უკვე ვახსენე, რომ მტკიცებულება იმისი რომ მდაბიო წარმოშობის მეუღლე მემკვიდრეობის დაკარგვას არ განაპირობებდა წარმოგვიდგება დავით გიორგი XII-ის ძის სომეხი ვაჭრის შვილზე დაქორწინება. როგორც გვახსოვს მას მემკვიდრეობა ამით არ დაუკარგავს. ასე, რომ ჩემი რწმენით, ეს არგუმენტი უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან შეუმდგარობის გამო. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
sable |
![]()
პოსტი
#238
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
მაპატიე, მაგრამ ასეთი სერიოზული საკითხი დოკუმენტის გარეშე რომ დაგიჯერებია, იმაზე მაქვს საუბარი. მაინც ისტორიკოსი კაცი ხარ. მე არ ვიჯერებ, ვნახო ჯერ რა დოკუმენტია, რა მიიღეს, ვინ აწერს ხელს და სხვა.\ მე ისტორიკოსი ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რასაც წავიკითხავ ყველაფერს ბოლომდე ჩავეძიო, საამოსო დრო მთელი ცხოვრება არ მეყოფა ამასთან ეს ინფორმაცია საკმაოდ კომპეტენტური ისტორიკოსის ვ. გურულის ნაშრომში ამოვიკითხე და მე მის სისწორეში ეჭვს ვერ შევიტან საქართველოს არ ჰყავდა მეფე, მაგრამ ჰყავდა სამეფო სახლის თავი. დღეს ასევეა მაგ. რუსეთის სამეფო სახლის თავი (ანუ იგივეა რაც გაუმეფებელი შტოს მემკვიდრე), დღეს რომ რუსეთის თავად-აზნაურები შეიკრიბნონ სადმე ლონგ-აილენდზე და მეფე აარჩიონ მარიას გარეშე, ვინ დაუჯერებს მაგათ? ეს კრება თავიდან ბოლომდე არის ხავსსმოჭიდება. ვინ იყო საქართველოს სამეფო სახლის თავი? იმერტინსკები თუ გრუზინსკები? მე რამდენადაც ვიცი არც ერთი, იმისთვის რომ მათ თავკაცი ჰყოლოდათ ამაზე თავიდანვე უნდა ეზრუნათ ხოლო ქართველებს ალექსანდრე ბატონიშვილის შემდეგ თავკაცი არავინ არ ყოლია სწორედ ალექსანდრე (1770-1844) იყო საქართველოს ბოლო უგვირგვინო მეფე მის შემდეგ არავინ არ ყოფილა თავკაცი და თუ ვინმე იყო დაასახელე ვინ? ვის უნდა ჩაენაცვლებინა ალექსანდრე რომელმა ბაგრატიონმა გაანძრია თუნდაც თითის წვერი საქართველოს თავისუფლებისთვის ანდაც მეფობისათვის, მე მგონია რომ არცერთმა მათი დიდი ნაწილი რუსეთის პოლიტიკის შედეგად [მათ სპეციალურად რუსი ცოლები შერთეს და ოჯახს ენაც კი დააკარგვინეს] მათ ფაქტობრივად ქართველობა დაკარგეს! 1942 წლის კრებას კი ასეთი უფელბამოსილება არ ჰქონია და როგორ მისცემდა ვინმეს მეფობის უფლებას? თან საქართველოსი?? ასეთი სამეფო არ არსებობდა უკვე 500 წელია და უცებ შექმნეს და მეფეც აირჩიეს? წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობაა კრების ორგანიზატორების მხრიდან. რატომ არ არსებობდა ? აბა რა უნდა ექნათ კახეთის მეფე ცალკე აერჩიათ და სვანეთის ცალკე ![]() კარგი ეს ხუმრობით! საქართველო ერთიანი იყო 1918 წელს როდესაც იყო სახელმწიფო; და კრებაც ამ სახელმწ. აღდგენას ლამობდა ოღონდ სხვა წყობით - კონსტიტუციური მონარქიით. ამასტან თუ კრებას არ ჰქონდა უფელბამოსილება როგორც შენ წერ მაშინ დაწერე ვის ჰქონდა? ერთ კაცს-ვინმე პეტრე გრუზინსკის? მაგრამ საიდან ვინ მისცა მე მგონი არც არავინ, ასე რომ კრების ავკარგიანობა მე ვფიქრობ რომ საკამათო არ არის და თუ ჩვენ მას უგულვებელყოფთ, გამოვა რომ მივიღებთ სრულ ''დომხალს'' რადგან ყველა ვინც არის და ვინც არ არის ბაგრატიონი მეფობას მოინდომებს და მიდი და უმტკიცე რომ არ არიან ამის ღირსნი, ასეთი დამიჯერე ბევრი იქნება რაც აბსოლიტურად მიუღებელია, ამასთან ასეთ ხალხს არც კეთილშობილური წარმომავლობა ექნება დაცული და რაც დამატებითი ხელის შემშლელი ბარიერი იქნება მეფობის აღსადგენად. საერთოდ მე ვფიქრობ რომ იმ ბაგრატიონებს რომელსაც არ ააქვთ დაცული მათი გვარის კეთილშობილური წარმომავლობა უნდა ჩამოერთვათ სამეფო პრინცის ყოველგვარი პატივი და სამეფო სამემკვიდრეო რიგში არ უნდა მიეცეთ ადგილი. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
Lenus |
![]()
პოსტი
#239
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
QUOTE მე ისტორიკოსი ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რასაც წავიკითხავ ყველაფერს ბოლომდე ჩავეძიო, საამოსო დრო მთელი ცხოვრება არ მეყოფა ამასთან ეს ინფორმაცია საკმაოდ კომპეტენტური ისტორიკოსის ვ. გურულის ნაშრომში ამოვიკითხე და მე მის სისწორეში ეჭვს ვერ შევიტან მაშინ ასე გეთქვა, და იქნებ მაჩვენო რას წერს, რატომ მიიჩნევს ლეგიტიმურად ამ კრებას. QUOTE ვინ იყო საქართველოს სამეფო სახლის თავი? იმერტინსკები თუ გრუზინსკები? მე რამდენადაც ვიცი არც ერთი, მე შეცდომა მომსვლია. საქართველოს სამეფო არ არსებობდა და სახლის თავიც არ ეყოლებოდა. არსებობდა ქართლ-კახეთის, და იმერეთის. "თავკაცის" ცნების შემოტანით შეიძლება ჩვენ ავცდეთ მთავარ აზრს - სახლის თავია მეფის შემცვლელი სანამ დინასტია არ მეფობს. QUOTE მის შემდეგ არავინ არ ყოფილა თავკაცი და თუ ვინმე იყო დაასახელე ვინ? ვის უნდა ჩაენაცვლებინა ალექსანდრე რომელმა ბაგრატიონმა გაანძრია თუნდაც თითის წვერი საქართველოს თავისუფლებისთვის ანდაც მეფობისათვის, მე მგონია რომ არცერთმა მათი დიდი ნაწილი რუსეთის პოლიტიკის შედეგად [მათ სპეციალურად რუსი ცოლები შერთეს და ოჯახს ენაც კი დააკარგვინეს] მათ ფაქტობრივად ქართველობა დაკარგეს! ეს სხვა საკითხია და იოანე ბატონიშვილიც საკმარისია, მაგრამ ასეთი ცდები, საერთოდ გაწყვეტის მუქარის წინ აყენებდა ამთ და სადაც არ ღირდა გარისკვაც არ ღირდა. ბოლო აბზაცის პასუხად, ისევ გავიმეორებ, რომ : QUOTE სახლის თავია მეფის შემცვლელი სანამ დინასტია არ მეფობს. QUOTE საერთოდ მე ვფიქრობ რომ იმ ბაგრატიონებს რომელსაც არ ააქვთ დაცული მათი გვარის კეთილშობილური წარმომავლობა უნდა ჩამოერთვათ სამეფო პრინცის ყოველგვარი პატივი და სამეფო სამემკვიდრეო რიგში არ უნდა მიეცეთ ადგილი მოიცა ისევ იქ მივდივართ? რას ეძახი კეთილშობილურ წამრომავლობას? აზნაურზე თუ დაქორწინდა? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
sable |
![]()
პოსტი
#240
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
მაშინ ასე გეთქვა, და იქნებ მაჩვენო რას წერს, რატომ მიიჩნევს ლეგიტიმურად ამ კრებას. მე შეცდომა მომსვლია. საქართველოს სამეფო არ არსებობდა და სახლის თავიც არ ეყოლებოდა. არსებობდა ქართლ-კახეთის, და იმერეთის. "თავკაცის" ცნების შემოტანით შეიძლება ჩვენ ავცდეთ მთავარ აზრს - სახლის თავია მეფის შემცვლელი სანამ დინასტია არ მეფობს. კი ბატონო ოჯახის თავი ეს პირი ისე როგორც სახლის თავის შეიძლება იყოს მაგრამ სამეფო სახლის თავად კონკრეტული პირი აუცილებელია, რომ ლეგიტიმური იყოს და მისი ლეგიტიმურობა აღიარებული უნდა იყოს ან მოქმედი დიდებულების მიერ ან სხვა სამეფო სახლების მიერ. რას ეძახი კეთილშობილურ წამრომავლობას? აზნაურზე თუ დაქორწინდა? კი ბატონო თუნდაც დიდაზნაურს რადგან ლუარსაბ II-ის სახით პრეცედენტი სახეზეა -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 03:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი