IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ფაბიოლა ანუ უწინდელი ქრისტიანები, რა განსხვავებაა ეხლანდელ ქრისტიანებსა და უწინდელი ქრისტინები შორის?
ნათია
პოსტი May 24 2007, 01:20 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




ქრისტეს დაბადებიდან ცოტას თუ ესმოდა ქრისტეს მოძღვრება და ძლიერ ცოტას სწამდა იგი. ეს დრო განსაცდელის დრო იყო ქრისტიანებისთვის. შევეცდები მოკლედ დავწერო ერთი ამბავი:

რომში ცხოვრობდა ერთი ქალი, სახელად ლუცინია. შეძლებული ოჯახიდან იყო. ერთი შვილი ყავდა - პანკრატი. მამა რომ გარდაიცვალა პანკრატი პატარა დარჩა. დედა სულით და გულით მოწადინებული იყო ნამდვილ ქრისტიანად გაეზარდა თავისი შვილი; ამიტომ ცდილობდა, რჩევა-დარიგებითა და მთელი თავისი ცხოვრებით ესწავლებინა მისთვის, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, თუ ისე იცხოვრა, როგორც თვით ქრისტემ ასწავლა ხალხს. შვილი სკოლაში იმიტომ მიაბარა, რომ ამ სკოლის ქება გაგონილი ქონდა და თვით მასწავლებელიც ქრისტიან კაცსა ჰგავდა. საშიში დრო იყო ქრისტიანებისთვის, ქვეყანა სავსე იყო მტრებითა და ჯაშუშებით.
პანკრატი გაიზარდა და ნამდვილი ქრისტიანი იყო მარტო სიტყვით კი არა, საქმითაც. ერთ დღეს პანკრატმა შინ მისვლა დააგვიანა და დედამ ჰკითხა:
- რად დააგვიანე, შვილო? ცუდი ხომ არაფერი შეგემთხვა?
- არა, დედა ჩემო, ეხლავე გეტყვი ყველაფერს. დღეს მასწავლებელმა გვითხრა, ყველამ დაწერეთ როგორი ცხოვრებაც გსურთო. ჩემმა ამხანაგებმა დაწერეს, რაც სურდათ და წაიკითხეს თავიანთი დაწერილი. მე არც ერთის ფიქრი არ მომეწონა: ბევრი ცუდი და უგუნური სურვილი გამოთქვეს. ან რა უნდა დაეწერათ, როდესაც არც ერთი იმათგანი არასოდეს არ დაფიქრებულა, რა არის კარგი და რა ცუდი. ყველა მათგანი მხოლოდ თავისი სურვილის ასრულებს ცდილობს და არა უფლის ნებისა. არ იციან მათ მოძღვრება ქრისტესი, რომელმაც გვასწავლა, რომ ჩვენი ნება კი არ უნდა ავასრულოთ, არამედ ნება უფლისა, რომელმაც ამ ქვეყნად გამოგვგზავნა. არც ის იციან საბრალოებმა, რა ჰქმნან, როგორც იცხოვრონ და როგორ მოიპოვონ ბედნიერება და კეთილდღეობა. მათი ცხოვრება, რომ წარმოვიდგინე ძალიან შემეცოდნენ. მე დავწერე, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება გვასწავლა ქრისტემ და რომ გადმოგვცა მოძღვრება და მაგალითი ცხოვრებისა, რომ თუ ქრისტეს მოძღვრება შევასრულეთ, ქვეყნად დამყარდება სასუფეველი ცისა. უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ქრისტემ გვასწავლა, რადგანაც სწავლა და მოძღვრება მისი მიანიჭებს ბედნიერებას თითოეულ ადამიანს და მთელ ქვეყანასაც. და ბოლოს დავძინე, რომ ვინც იწამებს ქრისტეს მოძღვრებას, ეს საქმითაც უნდა დაამტკიცოს და არ უნდა თქვას ძნელი შესასრულებელი არისო. ქრისტეს მოძღვრება ნათელი არის და თუ კაცმა ნათელი დაინახა, არ შეიძლება, ბნელს არ აუხვიოს და ნათელისაკენ არ წავიდეს.
დავიწყე დაწერილის კითხვა თუ არა მასწავლებელი მომიახლოვდა და წამჩურჩულა: "გაფრთხილდი, აქ ყველას არ მოეწონება ეგ შენი ქადაგება, იცოდე რომ გაგცემენ". მე მგონი, დედაჩემო, ჩვენი მასწავლებელი ქრისტიანი უნდა იყოს.
- მადლობა ღმერთს, რომ ქრისტიანი ყოფილა. ქრისტე ჯვარს აცვეს და ჩვენც, იმის მოწაფეთ, იგივე მოგველის. ჯერ კიდევ დიდხანს დასტანჯავს ერთმანეთს ხალხი, ვიდრე უფალს იცნობენ. მაგრამ, რომ ხალხმა ღმერთი იცნოს, საჭიროა ავასრულოთ უფლის მცნებანი, ვიცხოვროთ კეთილად და ვამცნოთ ხალხს ჭეშმარიტება და სიმართლე უფლისა. ამისათვის არ უნდა გვეშინოდეს თვით სიკვდილისაც. კარგად მოქცეულხარ, შვილო, რომ არ შეგშინებია და სიმართლე დაგიწერია. მერე რა გითხრეს შენმა ამხანაგებმა?
- თითქოს ყველამ მოიწონა ჩემი სიტყვები, მხოლოდ ერთი მოწაფე გაჩუმდა და მრისხანე თვალებით მიყურებდა. სკოლიდან რომ წამოვედით, ის მოწაფე მომიახლოვდა და ამხანაგებთან დამიწყო ლანძღვა, ბოლოს მითხრა: "დამაცა, მე და შენ გავსწორდებით. შენი სულელური სიტყვები კარგად მახსოვს. მამაჩემს გადავცემ , ხომ იცი მამაჩემი მსაჯულია და შენისთანა ფიქრების კაცები არ უყვარს. ნახავ, რაც დღეც დაგადგება!"
- რა დღე უნდა დაგვადგეს? იქნება, ჩვენს სხეულს დაუშაონ რამე, ხოლო ჩვენს სულს ვერაფერს დაუშავებენ. ჩვენ სიკვდილი არ გვაშინებს. უიმისოდაც ვიცით, რომ სიკვდილის შვილნი ვართ.
- მერე ჩხუბში გამიწვია. მე კი წყნარად ვუპასუხე: " მე მხოლოდ ის დავწერე, რაც მწამს და რის გამოთქმასაც არავის მოვერიდები." ვთქვი ესა და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ მან ხელი მტაცა და დამიყვირა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა შემომკრა. ჯერ ისეთი გული მომივიდა, რომ სული შემეხუთა, მინდოდა, მივვარდნოდი და მეცემა. მე მასზე ღონიერი ვარ და მოვერეოდი კიდეც. მინდოდა მეჩვენებინა რომ მხდალი არ ვარ, მაგრამ მალე გონს მოვეგე. მომაგონდა ჩვენი მაცხოვარი და ხელი არ ვახლე. ამ დროს მასწავლებელი მოვიდა, საქმე გამოიძია და ის მოწაფე უნდა დაესაჯა. მე ვთხოვე ეპატიებინა. მასწავლებელმა ალერსიანად შემომხედა და წავიდა. რომ იცოდე დედაჩემო როგორ მიხარია თავი რომ შევიმაგრე.
- მეც მიხარია, შვილო, რომ შენს გულში კეთილმა სძლია სიბოროტეს, - უპასუხა დედამ. შენ თანდათან მამაშენს ემსგავსები შვილო და ეგ მახარებს, იმასავით არ გიყვარს სიმდიდრე და გართობა. იმასავით გიყვარს ღარიბს და ღატაკს დაეხმარო. ღმერთი იყოს შენი შემწე და მთელი შენი სიცოცხლე ეგრე გაატარო, თუ საჭირო იქნება, თვით ეგ სიცოცხლე ჩვენს სარწმუნოებას შესწირო.
- მე ის მგონია, დედაჩემო, რომ სიკვდილი ვერ შემაშინებს, - მიუგო შვილმა, ქრისტე და მისი სიკვდილი რომ მომაგონდება ხოლმე, ვფიქრობ, ნეტავი მეც მეღირსოს ისეთი სიკვდილი მეთქი.
ლუცინიამ აიღო დახვეული ხელთნაწერი ქაღალდები და შვილს უთხრა:
- აქამდე პატარა იყავი, ამიტომ ჯერ სახარება არ მომიცია შენთვის წასაკითხად და მხოლოდ სიტყვიერად გასწავლიდი ქრისტეს მოძღვრებას. ეხლა დიდი ხარ და კარგადაც შეგიძლია შეიგნო, რაც აქ არის დაწერილი. ეს სახარება მამაშენმა შენთვის გადაწერა და მითხრა, შვილს გადაეცი, როცა გაიზრდებაო. როცა კი გაგიჭირდეს რამე ცხოვრებაში, ყოველთვის სახარებას მიმართე. ამ წიგნში ჰპოვებ ნუგეშსაც და დარეგებასაც, როგორ უნდა მოიქცე. მთელი შენი ცხოვრება უნდა შესწირო სიკეთესა და სიმართლეს და არასოდეს იფიქრო, კარგი და კეთილი ვარო. ადამიანს არ შეუძლია უნაკლო შეიქმნას, მაგრამ უფალმა იმდენი ძალა და შეძლება მოგვანიჭა, რომ თანდათან კეთილნი შევიქმნეთ.
დედამ გადაშალა სახარება და წაუკითხა ქრისტეს ქადაგება ნეტარებაზე.

ასე ცხოვრობდნენ უწინდელი ქრისტიანები.

P.S. ქრისტეს სჯული ლამპარივით ანათებს ქვეყანას. ეს სჯული ჭეშმარიტებაა და ნათელი ცხოვრებისა. ქრისტემ ხალხს ღმერთი დაანახა და ხალხიც ცოცხალ არს ღმთით, რომელიც არს სიყვარული კაცთა შორის. დიდი პატივისცემით უნდა ვიხსენიებდეთ უწინდელ ქრისტიანებს, რადგანაც მათ ბევრი ტანჯვა და წამება გამოიარეს სჯულისა და ჩვენი გულისათვის. ამიტომაც ჩვენც უნდა ვეცადოთ, ისე კეთილად და ერთმანეთის სიყვარულით ვიცხოვროთ, როგორც ისინი ცხოვრობდნენ.


რა გვაკლია ეხლანდელ ქრისტიანებს? რწმენა?

იხარეთ

ორსავ სოფელსა შინა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი May 25 2007, 02:23 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



რავიცი, რავიცი რა გითხრა sad.gif დღევანდელ ხალხზე მეც მწყდება გული. მაშინ როცა უცხოელები ჩვენი კულტურით გიჟდებიან, ჩვენ არაფრად ვაგდებთ ჩვენს სიმდიდრეს.

წინათ ქართველს ჰქონდა შიში და სასოება უფლისადმი!!! ისინი შეიძლება ნაკლებად ამჟღავნებდნენ, მაგრამ იყვნენ უდიდესი ქრისტიანები.

დღევანდელი თაობა კიდე დავდივართ ტაძარში, ვცხოვრობთ ეკლესიურად, მაგრამ.........
არ გვაქვს შიში ღვთისა!!! ამაშია მთელი უბედურება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jun 25 2007, 09:08 AM
პოსტი #3


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



რასაკვირველია, ნათია, ჩვენ, თანამედროვეთ, გვაკლია რწმენა, რომლითაც სუნთქავდნენ, არსებობდენ ძველი ქრისტიანები. რწმენის მახვილით მოაკვდინებდნენ საკუთარ თავში არსებულ მანკიერებას, ნერგავდნენ სათნოებას. მათი სიცოცხლის წყარო იყო ქრისტე. მუდამ მისი ნების აღსრულებისაკენ ისწრაფოდნენ. ეძიებდნენ ქრისტესათვის სიკვდილს, როგორც ეს დაგვიბარა წმ. ვახტანგ გორგასალმა. საღვთო მოშურნეობის სურვილით ჰქონდათ გული აბრიალებული. ცხოვრობდენ პრინციპით: ესა თუ ის საქმე, ჩემი სურვილი , გრძნობა არის თუ არა ქრისტესათვის სათნო? ჩვენ კი ვცხოვრობთ პირიქით: რაც ჩემს მე-ს უნდა, ის უნდა ვაკეთო, ქრისტე მერე გვახსენდება, ვნებებს რომ დავიკმაყოფილებთ. ასეა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში:ოჯახში, სამსახურში..ამხანაგებთან. საღამოს ლოცვაზე სიარული გვეზარება, მაგრამ სიხარულით მივდივართ კონცერტებსა და სუფრებზე. ჩაცმითაც ევროპელებს ვბაზავთ, ტაძარში კაბა გვაცვია და ჩვეულებრივ შარვლით დავდივართ.ურთიერთდანდობა და ლმობიერებაც იმიტომ არა გვაქვს წინაპართა მსგავსი, რომ ღმერთს, სიცოცხლის წყაროს, დავშორდით. ზოგი ტაძარში დადის და ამავე დროს მკითხავთან, სჯერა აურის, აზარტული თამაშებით გატაცებულია და ამის გამართლებას ცდილობს. ზოგიერთს საზვერეების არსებობის არ სწამს.მოვედით ეკლესიაში ღვთის წყალობით და იმის ნაცვლად, რომ რწმენაში გავღრმავდეთ, ერთ ადგილზე ვიყინებით და გულის სიღრმეებისაკენ არ გვსურს სვლა. ეს ჩვენი მცირედმორწმუნობის გამოვლინებანია. საკუთარ თავს რომ დავაძალოთ, ვაიძულოთ, ქრისტეს მცნებათა შესრულება, არ გვინდა. ეს კი ყოველ დროსი იყო ძნელი, მაგრამ ფლის სიყვარულით სრულდებოდა. გამოდის, რომ ჩვენ ღრმად არ გვიყვარს ღმერთი. გვიყვარს საკუთარი თავი. უფალსს კი ჩვენი გულის შემოსასვლელი, დერეფანი დავუთმეთ მხოლოდ. მათ კი, ძველმა ქრისტიანებმა, მთელი გული მიუძღვნენ, განა მათ დროს არ იყო საცდურები, ან მოდა,მაგრამ რწმენის მახვილით მოიშანთავდნენ ვნებებს. ღმერთმა გაგვაძლიეროს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jun 26 2007, 07:38 PM
პოსტი #4


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



ფაბიოლა ქალის სახელია ჰაჰაჰა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jun 26 2007, 08:32 PM
პოსტი #5


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



რა შეუსამბამო რეაქცია გაქვს, ნოდარიკო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jun 26 2007, 08:53 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



ციტატა(ninca @ Jun 25 2007, 08:08 AM) *

ჩაცმითაც ევროპელებს ვბაზავთ,


ასეთი საუბარი რა შუაშია ამ თემასთან. ევროპელები ცუდად რატომ იცმევენ და რატომ არ უნდა მივბაძოთ. აბა სომხებს აზერბაიჯანელებს ებრაელებს და ინდოელებს უნდა მივბაძოთ? ყველას არ მოუხდება ჩოხა ან ტრადიციული ქართული ტანსაცმელი. მე მომწონს იტალიელების ჩაცმულობა ლამაზად და გემოვნებიანად აცვიათ.

ციტატა(ninca @ Jun 25 2007, 08:08 AM) *

ტაძარში კაბა გვაცვია და ჩვეულებრივ შარვლით დავდივართ.


მგონი აჭარბებთ. ვისაც რა უნდა ის ჩაიცვას. მთავარია შინაგანი რწმენა. ტანსაცმელით ნუ შეაფასებთ ადამიანის ჩაცმულობას.

ციტატა(ninca @ Jun 25 2007, 08:08 AM) *

ზოგი ტაძარში დადის და ამავე დროს მკითხავთან, სჯერა აურის, აზარტული თამაშებით გატაცებულია და ამის გამართლებას ცდილობს.


რატომ განიკითხავთ. ამ კატეგორიამ არ იცის რომ არ უნდა აკეთოს ასეთი არაქრისტიანული საქმეები. მოვა დრო და მიხვდებიან.

ციტატა(ninca @ Jun 25 2007, 08:08 AM) *

ზოგიერთს საზვერეების არსებობის არ სწამს.


ეგ მეც არ მწამს.

ციტატა(ninca @ Jun 25 2007, 08:08 AM) *

ღმერთმა გაგვაძლიეროს!


ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Jun 26 2007, 09:37 PM
პოსტი #7


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



ninca
აუ მოიცა უნდა გავიხსენო რომელ სერიალში იყო ფაბიოლა
იფიქრე იფიქრეეე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jun 26 2007, 11:17 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



ციტატა(ნოდარიკო @ Jun 26 2007, 08:37 PM) *

ninca
აუ მოიცა უნდა გავიხსენო რომელ სერიალში იყო ფაბიოლა
იფიქრე იფიქრეეე


სერიალი რა შუაშია ნოდარიკო. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 26 2007, 11:20 PM
პოსტი #9


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ნოდარიკო @ Jun 26 2007, 07:37 PM) *

ninca
აუ მოიცა უნდა გავიხსენო რომელ სერიალში იყო ფაბიოლა
იფიქრე იფიქრეეე

შენ ნამდვილად ფეოლაში გეშლება laugh.gif
იპოლიტე ხვიჩიაა მანდ.

-ფეოლა მოვიგეთ!
-გაგიჭირდებოდათ! laugh.gif


უი, მაპატიეთ ოფტოპიკი და წაშალეთ. რო არ მეთქვა გულმა ვერ მომითმინა smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 26 2007, 11:20 PM
პოსტი #10


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(ნოდარიკო @ Jun 26 2007, 08:38 PM) *

ფაბიოლა ქალის სახელია ჰაჰაჰა



ძალიან გთხოვ, სერიოზულად რა smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jun 27 2007, 12:14 AM
პოსტი #11


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



ნოდარიკო,
ხუმრობისა და იუმორის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ აქ, მართლაც, უადგილოა. რა კარგი იქნებოდა, რომ გვცოდნოდა, მუხრან მაჭავარიანისა არ იყოს:სად რა უნდა თქვა, როგორ უნდა თქვა, რა არ უნდა თქვა.

italieli-dato
როგორც შენი ნაწერიდან გაირკვა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს შესაცნობი, თუმცა ამით იმის თქმა როდი მსურს, რომ მე უკვე ყველაფერი შევიცანი. შენს ასაკში არც კი ვიცოდი, თუ რა იყო ქრისტიანობა, რადგან სხვაგვარად გვზრდიდნენ.თუ მიმბაძველობისკენ ხარ მიდრეკილი, არა სჯობს მას მიბაძო, რომელმაც თქვა:"იქმენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს."

აქ წამოჭრილი იყო საკითხი, თუ რა განგვასხვავებს ახლანდელ ქრისტიენებს ძველი დროის ქრისტიანებისაგან, თქვენი პასუხებით ეს ნათლად აჩვენეთ, თუ რა ზღვარია.შესაძლოა, არც კი გიფიქრიათ და ასე გამოგივიდათ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jun 27 2007, 01:54 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



ციტატა(ninca @ Jun 26 2007, 11:14 PM) *

italieli-dato
როგორც შენი ნაწერიდან გაირკვა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს შესაცნობი, თუმცა ამით იმის თქმა როდი მსურს, რომ მე უკვე ყველაფერი შევიცანი. შენს ასაკში არც კი ვიცოდი, თუ რა იყო ქრისტიანობა, რადგან სხვაგვარად გვზრდიდნენ.თუ მიმბაძველობისკენ ხარ მიდრეკილი, არა სჯობს მას მიბაძო, რომელმაც თქვა:"იქმენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს."

აქ წამოჭრილი იყო საკითხი, თუ რა განგვასხვავებს ახლანდელ ქრისტიენებს ძველი დროის ქრისტიანებისაგან, თქვენი პასუხებით ეს ნათლად აჩვენეთ, თუ რა ზღვარია.შესაძლოა, არც კი გიფიქრიათ და ასე გამოგივიდათ.


და თქვენი კომენტარები გასცდა უწინდელი და თანამედროვე ქრისტიანების შედარებას. გადახვედით განკითხვაში და არასწორ მსჯელობებში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი