IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

27 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> პირჯვრის გადაწერის მიმართულება, თქვენ როგორ იცით?
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 02:51 PM
პოსტი #161

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 7 2010, 02:25 PM) *

მხევალი ნინო
მე ქართველების არ მესმის, თორე რუსი სტაროობრიადცების დამოკიდებულება სრულიად გასაგებია. მარა სწორხაზოვნება, რომ ისაა სქიზმა და მეტი არაფერი (აგერ ზემოთა პოსტში კინოტელთან) - არის ისტორიის სერიოზული არცოდნა, თან ბოლო ბოლო ეს უკვე მოსკოვმაც არიარა...

პრობლემა სხვაა...მათ ამხელა პერიოდის გამო არ ჰქონდათ სასულიერო აკადემიები და ამიტომ იქ დონე ისეთია, რომ ბევრი შავბნელი "მართლმადიდებელი" მათთან შედარებით ინტელექტუალურ ზენიტს მოგაგონებს biggrin.gif ნუ, რას იზავ...ასეა რეალობა და უფრო მთავარი რეალობა ისაა, რომ დანაშაულის ლომის წილი მოსკოვზეა და სქიზმის ინსპირირებაც მან დაიწყო. ამიტომ სრულიად გასაგებია ჩემთვის მათი პოზიცია, როგორც გაბრაზებულების პოზიცია...თუმცა ეს გულუბრყვილო თითების და სხვა სიმბოლოების ჩაციკლული თეორიები ცხადია ღიმილის მომგვრელია biggrin.gif

პ.ს.
ისე, მეტად საჩოთირო საკითხთან დაკავშირებით ნეტა რას ფიქრობს მეძველწესე: უკვე იმდენია ეს მეძველწესეთა ეკლესიები, რომ ძნელია გაიგო, სად და როგორ ხდება ავაკუმთან კავშირის ძიება, თანაც ეპისკოპატი არ ჰყავდათ და ამიტომ რა უწყვეტ ჯაჭვზეა საუბარი და მით უმეტეს საქართველოში biggrin.gif
მოკლედ ამოსავალი წერტილი ამ ყველაფრიდან ისაა მაინც, რომ ეგენი არიან მსხვერპლი და არა მიზეზი, მათ სდევნიდნენ, ხოცავდნენ, წვავდნენ (თავადაც იწვავდნენ თავს - ფანატიკური სული რომ არის ეს ფაქტია, მაგრამ არც ნიკონი იყო მამა აბრამის ბატკანი biggrin.gif), ხერხავდნენ...რა ვიცი...საშინელი ისტორია აქვთ და ეს ყველაფერი ჩვენი მოძმე ერთმორწმუნე მოსკოვის საპატრიარქოდან მიღებული biggrin.gif

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 9 2010, 02:51 PM
პოსტი #162

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866

dzvelmartlmadidebeli
ციტატა
ორი თითით პირჯვრისწერაზე მსჯელობა როგორ შეიძლება მივიჩნოთ "ზედმეტ ძიებად", როდესაც საძიებელი აქ არაფერია. პირჯვრისწერის ეს წესი ყოველთვის იყო ეკლესიაში. ეს ძველთუძველესი წესია.

ძმაო! გასაგებია, რომ იყო, მაგრამ იერარქიამ, რომელსაც აქვს უფლება, ახალი წესი შემოიღო. ერესია? თუ ერესი არაა რა გინდა? იერარქიას ხომ არ მოვთხოვოთ აღაპის მერე გვაზიაროს? ან წმიდა ნაწილები სახლში გაგვატანოს?

--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 03:04 PM
პოსტი #163

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

შავბნელობა "ძველმართლმადიდებლობა" კი არ არის, არამედ ის, რომ თითების წყობა "ჩაციკლულობა" რომ გგონიათ. ეს თითები, საკრებო დადგენილებების დონეზე აქვთ დაცული წმიდა მამებს.

რაც შეეხება "საჩოთირო" საკითხებს: თქვენი "მართლმადიდებლური" ეკლესიები უფრო მეტია, ვიდრე ძველმართლმადიდებლური, ასე რომ, იქ საერთოდ გაუვალი უღრანი ტყეა. ამბაკუმს აღიარებს და პატივს სცემს ყველა ძველმართლმადიდებელი, თქვენი მოძღვრებივით (მაგალითად, არჩილ მინდიაშვილივით) სტალინის მეხოტბეები როდი არიან.

რაც შეეხება იერარქიის უწყვეტობას, ვინ გითხრათ რომ ძველმართლმადიდებლებთან იერარქია გაწყდა? იერარქია და ხელდასხმა გაწყდა თქვენთან, რადგან არ ხართ ჭეშმარიტი, მოციქულებრივი ნათლობით, სამგზის შთაფვლით, მონათლულები. ასე, რომ საკუთარ უბედურებაზე იფიქრეთ.

ციტატა(ბადრი @ Jun 9 2010, 02:51 PM) *

dzvelmartlmadidebeli
ძმაო! გასაგებია, რომ იყო, მაგრამ იერარქიამ, რომელსაც აქვს უფლება, ახალი წესი შემოიღო. ერესია? თუ ერესი არაა რა გინდა? იერარქიას ხომ არ მოვთხოვოთ აღაპის მერე გვაზიაროს? ან წმიდა ნაწილები სახლში გაგვატანოს?

აღაპსა და პირჯვრისწერის წესს შორის განსხვავება უნდა იპოვოთ. პირჯვრისწერის ფორმა დაკავშირებულია დოგმატურ აღმსარებლობასთან, აღაპისგან განსხვავებით. იერარქიას კი ვინ მისცა უფლება რაც უნდა ის შეცვალოს და როდესაც უნდა მაშინ შეცვალოს. ამას თქვენ გასწავლიან თქვენი ვაიმოძღვრები... ისინი ყველაფერს გაამართლებენ, ოღონდ ფული გააკეთონ...

კი, ცდები... იმიტომ, რომ მათაც დაარღვიეს პირჯვრისწერის წესები... მაგრამ სწორადაც რომ ჰქონდეთ, რა გასაკვირია, ეგ "ლათინური" წესი კი არ არის, ძველი, ქრისტეანული წესია. ბევრი რამ რომის ეკლესიასაც შემორჩა ძველი ქრისტეანობიდან, ამიტომ გარკვეულ საკითხებში თანხვედრა არ უნდა გაგვიკვირდეს.

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 8 2010, 11:46 AM) *

ვაიმე, დამღალე რა გოგი smile.gif))
პირჯვრის გადაწერის აუცილბელობაზე არც არავინ დაობს, მაგრამ შენ როგორ გგონია, თავიდანვე ორი თითით იწერდნენ პირჯვარს>? ან იცი რა იმაინეტრესებს, სამი თითით პირჯვრის გადაწერა, რომელიც მამა, ძეს და სულიწმინდას აღნიშნავს და ამ პირჯვურს გადაწერაში ასევე ქრისტე ორბუნევნობას აღნიშნავ, ხელისგულზე მიტყუპებული ორი თითით, დარღვევა რაში გამომდინარეობს?

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 9 2010, 03:07 PM
პოსტი #164

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
ამას თქვენ გასწავლიან თქვენი ვაიმოძღვრები... ისინი ყველაფერს გაამართლებენ, ოღონდ ფული გააკეთონ...

ამისთვის გაფრთხილება. აქამდე საუბარი ნორმალურად მიდიოდა. გთხოვთ ნუ გადაზრდით ჩხუბში. ამისთვის კი მსგავს ფრაზებს მოერიდეთ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 03:07 PM
პოსტი #165

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

ფ. მელნიკოვი
ორი თითი თუ სამი თითი

პირჯვრის საწერი თითების რომელი წყობაა უფრო ძველი, სწორი და მისაღები - ორი თითი თუ სამი? ამ საკითხს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. თითქმის სამასი წელია ამაზე დავობენ ძველმოწესეები და ახალმოწესეები, თუმცა, სადღეისოდ უკვე ეჭვმიუტანლად და მეცნიერულ დონეზე დამტკიცებულია, რომ ორი თითით პირჯვრისწერის წესი უძველესი წარმოშობისაა (მოციქულთა დროიდან), ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა არის უახლესი წესი, უსაფუძვლო და დოგმატურად ცთომილი. მიუხედავად ამისა, ნიკონიანელ ახალმოწესეებს არ სურთ მისი მიტოვება და დღემდე ჯიუტად მისდევენ მას, როგორც უდიდეს სიწმიდეს და სარწმუნოების უცვალებელ დოგმატს.

ახალმოწესეთა ეკლესია, თავის საეკლესიო გამოცემებში, მ. შ. ღვთის სჯულის სახელმძღვანელოებში, დღემდე ამტკიცებს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის სომხური, მწვალებლური ჩვეულება, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა - სამოციქულო გადმოცემა. ისეთ საღვთისმსახურებო წიგნში, როგორიცაა "წმიდა დიმიტრის, როსტოვის მიტროპოლიტის აკაფისტო", "მართლმადიდებელი" ეკლესია ღმრთის წინაშე ჯერაც აღიარებს, რომ ძველმართლმადიდებლური წესები, მათ შორის ორი თითით პირჯვრისწერა, არის მწვალებლური შინაარსისა და წარმოშობის, და მომდინარეობს ბუნებაში არ არსებული ვინმე მწვალებელ მარტინე სომხისგან.

თუ ჩვენს "განათლებულ" საუკუნეში, თითქმის ურწმუნო და ამ საუკუნის "კულტურულ", "განათლებულ" და ყოველგვარი ლიბერალიზმით გაჟღენთილი ადამიანებისთვისაც კი პირჯვრისწერის საკითხს გააჩნია ასეთი უდიდესი აღმსარებლობითი მნიშვნელობა, უნდა წარმოვიდგინოთ როგორი მნიშვნელობა ექნებოდა მას XVII საუკუნის ღვთისმოსავ მორწმუნე ერში, რომლისთვისაც ყოველ საეკლესიო წესს გააჩნდა უდიდესი მნიშვნელობა.

ორი და სამი თითის საკითხი მაშინ იყო საშინელი, საბედისწერო და საშიში; ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მიიღებ სამ თითს - გახდები სრულუფლებიანი მოქალაქე, "მართლმადიდებელი" ქრისტეანი; დარჩები ორი თითის მიმდევარი - დასაღუპად ხარ განწირული, იქნები წყეული, მუდმივად დევნილი, წამებული და სადღაც ქოხში ცოცხლად დამწვარი; სიცოცხლეს დაასრულებ ან ტანჯვაში, ან ჯალათის კუნძზე; ან დაგანაწევრებენ, ან კიდევ მთელი შენი სიცოცხლე იქნები დევნილი ტყე-ღრეებსა და სხვა გაუვალ ადგილებში, სამშობლოს უკიდურეს მხარეებში და მის საზღვრებს გარეთაც კი.

და მაინც, რატომ უარყვეს იმ დროინდელმა რუსმა ღვთისმოსავმა მღვდლებმა და მათმა სულიერმა შვილებმა ამსოფლიური სიკეთე და წავიდნენ საშინელ წამებასა და სიკვდილზე, ორი თითით პირჯვრისწერა კი არ უარყვეს? რადგან ამის მტკიცე და ნამდვილად შეურყეველი საფუძვლები გააჩნდათ.

1. ქრისტეანობა არის ჯვრისმტვირთველობისა და ღმერთკაცობის რელიგია. "ქრისტეანული მისტერიის ცენტრში დგას გოლგოთის ჯვარი და ღმრთის ძის, ქვეყნიერების მაცხოვრის, ჯვარზე ვნება და სიკვდილი. ღმრთის ძეში, ღვთაებრივ ადამიანში, ღმერთკაცში მოიაზრება მთელი კაცობრიობა, ადამიანთა მთელი სიმრავლე. კაცობრიობა არის ღმერთკაცობის ნაწილი; ქრისტეანობა არსებითად ანთროპოლოგიურია და ანთროპოცენტრული, მას ადამიანი გამოჰყავს წარმოუდგენელ, ზეციურ სიმაღლეზე.

წმიდა სამების მეორე პირი, ძე ღმრთისა, მოვიდა კაცის სახით. ამით ადამიანი დგას ყოფიერების ცენტრში, მასშია სამყაროს შექმნის მთელი აზრი და მიზანი. ეს ქრისტეანული მსოფლმხედველობა და აღმსარებლობა გამოიხატება სწორედ ორი თითით. ჯერ კიდევ წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.) ამბობდა: "ნუ შეგვრცხვება აღსარება ჯვარცმულისა, და გაბედულად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი". ანუ თითებით ვქმნათო აღსარება ჯვარცმულისა. სწორედ ჯვარცმულისა და არა სხვა ვინმესი.

ქრისტეანული აღმსარებლობის სათავეში დგას ძე კაცისა, რომელმაც ჯვარს მიამსჭვალა ჩვენი ცოდვები. როგორც წმ. პეტრე დამასკელი (VIII ს. სხვა მონაცემებით XII ს.) ბრძანებს: "ორი თითი და ერთი ხელი წამოაჩენენ ჩვენი ჯვარცმული უფლის, იესუ ქრისტეს ორ ბუნებას, ერთ იპოსტასში შეერთებულს" ("სათნოთმოყვარება"). ორ თითიან წყობაში საჩვენებელი თითი წარმოადგენს ქრისტეს კაცობრივი ბუნების, ხოლო მის გვერდით მყოფი საშუალო, ღმრთის ძის ღვთაებრივი ბუნების სიმბოლოს, თანაც, კატეხიზმური მოთხოვნით, ეს თითი უნდა იყოს ოდნავ მოხრილი, რაც აღნიშნავს, რომ: "უფალმა მოსდრიკა ზეცა და გარდამოხდა დედამიწაზე".

დანარჩენი თითები, ცერი და ბოლო ორი თითი, ერთმანეთთან შეერთებულია წმიდა სამების აღსარების ნიშნად.
როგორც ვხედავთ, ორი თითით პირჯვრისწერის წყობა მოიცავს ხუთივე თითს - წმიდა სამებისა და ქრისტეს ორბუნებოვნების აღსარების ნიშნად, მაგრამ თვით პირჯვრისწერისა და კურთხევის დროს მხოლოდ ორი თითი იდება შუბლზე, ჭიპზე, მარჯვენა მხარზე და შემდეგ მარცხენაზე. საღვთისმეტყველო და დოგმატური თვალსაზრისით, ორი თითი სრულიად მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამომხატველია. და რაც მთავარია, ის მკაფიოდ წარმოაჩენს ქრისტეანობის უმთავრეს არსს, კერძოდ: ღმერთკაცის ჯვარცმასა და მასთან ერთად მთელი კაცობრიობის ჯვარცმას. "ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს" (1 კორინთ. 1:23), - ბრძანებს წმ. მოციქული პავლე.

იგივეს ქადაგებს პირჯვრისწერის ორთითიანი წყობაც და სრულ თანხმობაშია სახარებასთან და მოციქულთა ქადაგებასთან.
სამთითიან წყობაში კი არ არის ეს ცენტრალური, ქრისტეანული აღმსარებლობა და არც ეს სამოციქულო ქადაგება. 1667 წლის მოსკოვის კრებამ დოგმად მიიღო: "პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშანი ვქმნათ მარჯვენა ხელის პირველი სამი თითით: დიდი თითი, საჩვენებელი და შუათითი შევკრათ ნიშნად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ხოლო ბოლო ორი - ნეკა და არათითი მოვკეცოთ, როგორც უქმი" (რუსულად ასეა: "Знамение честнаго и животворящаго креста творити на себе треми первыми персты десныя руки: палец глаголемый большой и иже близ его глаголемый указательный и средний слагати вкупе во имя Отца и Сына и Св. Духа, два же — глаголемый мизинец имети наклонены и праздны").

ამ დადგენილებაში, ღმრთის ძეზე, როგორც ღმერთკაცზე, როგორ იესუ ქრისტეზე, რომელიც ჯვარს ეცვა, ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. სამ თითში კი ქრისტეს ღმერთკაცობის არავითარი აღიარება არ არის. ეს არის ჯვრის ნიში ღმერთკაცის გარეშე, ქრისტე მაცხოვრის გარეშე. კრებაზე ისიც კი არ თქვეს, რომ ქრისტე, თავისი ორი ბუნებით, წმიდა სამებაში ყოფილიყო მოაზრებული.

როგორ შეეძლოთ იმდროინდელ ღვთისმოსავ ადამიანებს უარეყოთ ორი თითით პირჯვრისწერა - ჯვარცმული ქრისტეს ჭეშმარიტი ნიშანი და შეეცვალათ იმ ნიშნით, რომელში ღმრთის განკაცების სიმბოლო საერთოდ მოცემული არ არის და ასეთი, ქრისტესგან განძარცული სიმბოლოთი გამოესახათ ჯვრის ნიში?
აი ასე ეცმევა ჯვარს წმიდა სამება უქრისტეოდ, მისი კაცობრივი ბუნების გარეშე, ადამიანობის გარეშე. უკიდურეს შემთხვევაში, ამ ველურ ნიშანში, უარყოფილია ქრისტეანობის არსი, მისი გული, მისი ცენტრალური აზრი და მიზანი. სამი თითის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში მკვიდრდება, როდესაც არ გესმის ქრისტეანობის აზრი და მნიშვნელობა, ან კიდევ, როდესაც ამკვიდრებენ მას ძალდატანებით.

2. არც აღმოსავლელი პატრიარქებს, არც რომელიმე ავანტიურისტს, რომელიც მოსკოვში ჩამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან იმ დროს და ერეოდა საეკლესიო საქმეებში, არ შეეძლო თუნდაც ერთი რომელიმე ავტორიტეტული წყაროთი დაესაბუთებინა ქრისტეს ეკლესიისთვის ასეთი უცხო წესი. კრებას შეეძლო დაემოწმებინა მხოლოდ სოფლის მცხოვრებლები. ვერაფერს იტყვი - ეს არის მეტად დემოკრატიული, შეიძლება ითქვას, პროლეტარული მოწმობა. მაგრამ ეკლესიის ცხოვრებაში მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე ავტორიტეტული მნიშვნელობა, თანაც ეს იყო ტყუილი, რადგან იმდროინდელ რუსეთში, რომელიც გაქრისტიანების დღიდან პირჯვარს იწერდა ორი თითით, "все "мужие поселяне" были двоеперстниками".

სამი თითით პირჯვრისმაწერალთა ამ დაუსაბუთებელი ჩვეულების საპირისპიროდ და ორი თითით პირჯვრისწერის დასაცავად, ღვთისმოსავმა მღვდლებმა წარმოადგინეს საკმაოდ საფუძვლიანი და ავტორიტეტული წყაროები. წმ. კირილე იერუსალიმელისა და წმ. პეტრე დამასკელის ზემოთ დამოწმებული წყაროების გარდა ისინი იმოწმებდნენ წმ. მელეტი ანტიოქიელის (IVს), ნეტ. თეოდორიტე კვირელის (IV ს.), ღირ. მაქსიმე ბერძენისა (XVI ს.) და აღმოსავლეთის ეკლესიის მამათა გამონათქვამებს. შემდეგ იმოწმებდნენ რუსეთის ეკლესიის წმიდა მამებს, რომლებიც ყველანი, გამონაკლისის გარეშე, პირჯვარს იწერდნენ ორი თითით და 1551 წლის მთელს კრებას, რომელსაც ესწრებოდნენ ისეთი უდიდესი მამები, როგორებიც იყვნენ კრების თავმჯდომარე მაკარი (მოსკოვის მიტროპოლიტი), რომელსაც ისტორიკოსმა გოლუბინსკიმ "სახელგანთქმულთა შორის უდიდესი" უწოდა; ასევე, მოციქულთასწორნი გური და ბარსონუფი, ყაზანელი საკვირველთმოქმედნი; ფილიპე, შემდგომში მოსკოვის მიტროპოლიტი, იმ დროისთვის კი ჯერ კიდევ სოლოვეცის მონასტრის იღუმენი და მრავალი სხვა.

ასმუხლიანმა კრებამ არა მარტო დაადასტურა წმ. მელეტი ანტიოქიელისა და ნეტ. თეოდორიტეს მოწმობები, არამედ მიიღო კანონი, რომ ვინც არ დაიწერდა ჯვარს ორი თითით, ვითარ ქრისტე (იხ. კრების 31-ე თავი) ყოფილიყო შეჩვენებული. თანაც, უნდა ვიცოდეთ, რომ შეჩვენების ეს ფორმულა ნასესხები იყო ძველბერძნული კურთხევანიდან.
ორი თითით პირჯვრის მაწერალნი ეყრდნობოდნენ რუსეთის ყველა ღვთისმოსავ პატრიაქრს, რომელთა მიერ გამოცემულ წიგნებში დაკანონებულია და განმარტებულია პირჯვრისწერის ორთითიანი წყობა. შემდეგ მოდიოდა წმიდა ხატების უსასრულო მოწმობები, დაწყებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატიდან, ღვთაებრივი ყრმით ხელში, რომელიც აკურთხებს ორი თითით და დაწერილია თვით ლუკა მახარობლის მიერ, მრავალი, სასწაულთმოქმედი ხატებით დამთავრებული, რომლებიც დაიწერა თვით რუსეთში.

როგორ შეეძლო რუსეთის ეკლესიას ყოველივე ამის შემდეგ დაეჯერებინა მოსკოვში სამათხოვროდ ჩამოსულ უცხოელებისა, რომელთა მტკიცებითაც ორი თითით პირჯვრისწერა თურმე იყო საშინელი სომხური ერესი? ამისი აღიარება იქნებოდა მთელი რუსეთის ეკლესიის ისტორიისა და მის წიაღში გაბრწყინვებულ წმინდანთა გმობის ტოლფასი. და არა მარტო რუსი წმინდანებისა, არამედ მოციქულებისა და თვით ქრისტესი, რომელიც ყველა ამ ხატებზე აკურთხებს ორი თითით.

არა, რუსეთის ღვთისმოსავ ეკლესიას არ შეეძლო ამაზე წასვლა, არ შეეძლო დაეგმო და ეკიცხა თავისი წმინდანები და ისტორია და მიჰყოლოდა მართლაცდა ერეტიკოსებისა და მგმობელების ტყუილს.

3. პირჯვრისსაწერი სამთითიანი წყობის გარეგნული სახეც კი ეზიზღებოდა ღვთისმოსავ რუს ხალხს. სამი თითი პეშვად არის შეკრული. ანუ ითხოვდნენ რათა საჩვენებელი და შუათითი მიდრეკილ ყოფილიყო ცერა თითთან. იმდროინდელ ნიკონიანურ წიგნებში პირჯვრისაწერი წყობა ასეც არის დასურათხატებული. ერთ ერთი რუსი მწერლის თქმით: "სამთითიან წყობაში ყველაფერი მოხრილია; ეს არის მონური ნიში" ("все в триперстии пригнуто, все согбенно; это какое-то робкое и рабское знамя").

და მართლაც, მან ნამდვილად მონობა მოუტანა ნიკონიანელთ: მათ თავიანთ ახალ ეკლესიაში დაკარგეს ყველა ის უფლება, რომელიც ეკუთვნის მართლმადიდებელ ხალხს და უსიტყვო მონებად გარდაიქცნენ. იტყვიან, რომ თითები მაინც სამების ნიშნად არისო შეკრული. მოსკოვის კრებათა და ამ კრებების ხელმძღვანელ ავანტიურისტ რეფორმატორთა წყევლა-კრულვები წარმოითქმებოდა სამების სახელით. თუმცა ამით მათ არ შემატებიათ არც მადლი და არც დამაჯერებლობა. პირიქით, - გახდა მკრეხელური და უკეთური.

მოხდა შემაძრწუნებელი რამ: ღმერთის სახელით ჩადენილ იქნა ყველაზე საშინელი და საძაგელი დანაშაული! წმ. იოანე ოქორპირი შენიშნავს, რომ წმიდა სამების სახელს იყენებენ ჯადოქრებიც და მოგვებიც, რის გამოც, მათი ქმედება ხდება უმეტესად დანაშაულებრივი და წყეული.
სამთითიან წყობას ხალხში სრულიად სამართლიანად პეშვს (რუს. щепоть) უწოდებენ. ის არანაირად არ ჰგავს ძლევის ბაირაღს; ეს არის ყოველდღიური, სამზარეულო დანიშნულებისთვის დამახასიათებელი ნიშანი და მისი აღმართვა, როგორც ქრისტეანობის ძლევამოსილი ნიშანი, როგორც ქრისტეანული აღმსარებლობის ბეჭედი, როგორც ქრისტეს ეშმაკსა და სიკვდილზე ძლევის სიმბოლო - მიუღებელია, რადგან ვერ არის ამ მოვლენათა გამომხატველი.
მაშინ როდესაც, ორთითიანი წყობა, თავისი გარეგნული სახით გამოხატავს ჯვრის ნიშნს, ერში მას პირდაპირ ჯვარს უწოდებენ. ორი აღმართული თითი ზეცად, ღმრთისკენ აღგვიტაცებს. ეს ჭეშმარიტად არის გამარჯვებისა და ძლევის სიმბოლო.

ღმერთკაცობა აქ ჭეშმარიტად და მკაფიოდ გამოისახება ორი თითით, რომელიც არის კაცობრიობის ღმერთთან შერიგების სიმბოლო. ლამაზად და მკაფიოდ არის გამოსახული აქ წმ. სამებაც: სამი თითი აჩვენებს მსოფლიო ჰორიზონტს, როგორც თვით მაცხოვარმა უთხრა თავის მოწაფეებს " წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19) და დაამატა: "და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:20). ორი თითით პირჯვრიწერის ორთითიან წყობაში არის ყველაფერი: წმიდა სამებაც და ქრისტეს ორბუნებოვნების აღსარებაც.

4. სამი თითით პირჯვრისწერა რუს ხალხს თავს მოახვიეს ძალდატანებით: ის გახდა მართლმადიდებელ ქრისტეანთა უსასტიკესი დევნულების სიმბოლო. მის გამო აწამებდნენ უამრავ ღვთისმოსავ და მართლმადიდებელ ადამიანს, კლავდნენ, ცოცხლად წვავდენ... მთელი ქვეყანა შეიღება წმიდა მოწამეთა სისხლით... რუსეთის მილიონობით საუკეთესო შვილი იდევნებოდა ამ სამთითიანი წყობის არმიღების გამო. ამიტომაც გახდა ის ასეთი სიძულვილის საგანი. მრავალი მას ანტიქრისტეს ბეჭედსაც უწოდებდა, რადგან მხოლოდ მისი მიღების შემდეგ შეეძლოთ რუსეთში მორწმუნე ადამიანებს ეცხოვრათ მეტ-ნაკლები სიმშვიდით. ხოლო ორი თითით პირჯვრისწერა კიდევ უფრო ძვირფასი გახდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისთვის, რადგან ისიც იდევნებოდა: ნიკონიანელი სატრაპები ძველმორწმუნეებს იჭერდნენ და ორ თითს, რომლითაც ისინი გამოხატავდნენ ქრისტეს ორბუნებოვნების აღსარებას, აჭრიდნენ. როგორი შეურაცხყოფა არ მიაყენეს ამ წყობას ნიკონიანელმა რეფორმატორებმა, რა არ უწოდეს მას, როგორი ანათემები და წყევლა-კრულვები არ შეუთვალეს... და დღემდე ასეა... დღემდე სძულთ მათ ორი თითით პირჯვრისწერა და ელოლიავებიან თავიანთ სამ თითს.

5. ოფიციალურმა ეკლსიამ გარდა სამი თითისა მიიღო კიდევ ე. წ. სახელობითი წყობა, სადაც თითები ისეა დალაგებული რომ თურმე გამოხატავს მაცხოვრის სახელის პირველ და ბოლო ასოებს IС XC. 1666 წელს კრებმის მიერ გამოცემულ წიგნში " Жезл" ("კვერთხი") ამტკიცებენ, რომ თურმე ასეთი კურთხევის წესი თვით ქრისტეს დაფუძნებია კურთხევისთვის; ამაღლების წინ მან თურმე ამ სახელობითი წყობით აკურთხა თავისი მოწაფეები; ანუ აღუმართავს საჩვენებელი თითი, რითაც მიუნიშნებია ასოზე I., შემდეგ მოუხრია საშუალო თითი, რათა ის დამსგავსებოდა C-ს; რითაც ამ ორი თითით თამოვიდა IC. ანუ ИСУС; ამის შემდეგ დიდი, ანუ ცერა თითი გადაუჯვარედინებია უსახელო, ანუ არათითზე, რათა გამოსულიყო ასო X, და ნეკა ისე მოუხრია, რომ მიეღო ასო C. და ეს ასე გამოდის სლავური და ბერძნული ანბანის მიხედვით. ყველა სხვა ენაზე, რომელთაც გააჩნიათ სხვა ალფავიტი, მაგალითად, ებრაელულად, არაბულად, ჩინურად, იაპონურად და სხვა, მაცხოვრის სახელს ვერავინ გამოსახავს თითების კომბინაციით.

იბადება კითხვა, რატომ დასჭირდა იესუ ქრისტეს, რომელმაც თავის მოწაფეები წარაგზავნა "ყველა ხალხის" გასაქრისტეანებლად, უპირველეს ყოვლისა კი ებრაელთა მოსაქცევად, ეკურთხებინა ისინი ბერძნული ან სლავური ანბანის მიხედვით, რომელიც, სხვათა შორის, იმ დროს გამოგონილიც კი არ იყო, - ამას წიგნი "Жезл" არ განმარტავს. მაგრამ იმ დროის განათლებული ადამიანებისთვის ნათელი იყო, რომ წიგნი "Жезл" ქრისტეზე ლაპარაკობს უაზრობას.

ამიტომაც, ეს ზღაპარი, რომელიც ნიკონის რეფორმის დროს დაამკვიდრეს ბერძენმა და რუსმა იერარქებმა, უსასტიკესი დევნულებისდა მიუხედავად, ჭეშმარიტი მართლმადიდებლების მიერ არასდროს ყოფილა შეწყნარებული. ღვთისმოსავი ქრისტეანები დარჩნენ ჭეშმარიტად ქრისტეს კურთხევის ერთგულნი, რომელიც გამოიხატება ორი თითით, რომელიც ყველა ეროვნებისთვის მისაღებია, საერთოა და გასაგებია ყველა ენისთვის.

პოსტი #166

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866

ბევრი რომ არ ვიკამათოთ გეკითხები:

მე სამი თითით ვაღიარებ წმიდა სამებას. ორი მოხრილი თითით იესო ქრისტეს ორ ბუნებას. ასე ვიწერ პირჯვარს. ასე მასწავლა ეკლესიამ. ერეტიკოსი ვარ?

--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 03:08 PM
პოსტი #167

პოსტი Jun 9 2010, 03:10 PM
პოსტი #168

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

ციტატა
კი, ცდები... იმიტომ, რომ მათაც დაარღვიეს პირჯვრისწერის წესები... მაგრამ სწორადაც რომ ჰქონდეთ, რა გასაკვირია, ეგ "ლათინური" წესი კი არ არის, ძველი, ქრისტეანული წესია. ბევრი რამ რომის ეკლესიასაც შემორჩა ძველი ქრისტეანობიდან, ამიტომ გარკვეულ საკითხებში თანხვედრა არ უნდა გაგვიკვირდეს.

ამისთვის კიდევ უკანასკნელი გაფრთხილება. ზოგს აქ გონია, რომ რადგან აზრის გამოთქმის უფლება აქვთ შეუძლიათ ყველაფერი თქვან. მოეშვი მსგავს ფრაზებს.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 03:15 PM
პოსტი #169

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jun 9 2010, 03:04 PM) *

შავბნელობა "ძველმართლმადიდებლობა" კი არ არის, არამედ ის, რომ თითების წყობა "ჩაციკლულობა" რომ გგონიათ. ეს თითები, საკრებო დადგენილებების დონეზე აქვთ დაცული წმიდა მამებს.

რაც შეეხება "საჩოთირო" საკითხებს: თქვენი "მართლმადიდებლური" ეკლესიები უფრო მეტია, ვიდრე ძველმართლმადიდებლური, ასე რომ, იქ საერთოდ გაუვალი უღრანი ტყეა. ამბაკუმს აღიარებს და პატივს სცემს ყველა ძველმართლმადიდებელი, თქვენი მოძღვრებივით (მაგალითად, არჩილ მინდიაშვილივით) სტალინის მეხოტბეები როდი არიან.

რაც შეეხება იერარქიის უწყვეტობას, ვინ გითხრათ რომ ძველმართლმადიდებლებთან იერარქია გაწყდა? იერარქია და ხელდასხმა გაწყდა თქვენთან, რადგან არ ხართ ჭეშმარიტი, მოციქულებრივი ნათლობით, სამგზის შთაფვლით, მონათლულები. ასე, რომ საკუთარ უბედურებაზე იფიქრეთ.
აღაპსა და პირჯვრისწერის წესს შორის განსხვავება უნდა იპოვოთ. პირჯვრისწერის ფორმა დაკავშირებულია დოგმატურ აღმსარებლობასთან, აღაპისგან განსხვავებით. იერარქიას კი ვინ მისცა უფლება რაც უნდა ის შეცვალოს და როდესაც უნდა მაშინ შეცვალოს. ამას თქვენ გასწავლიან თქვენი ვაიმოძღვრები... ისინი ყველაფერს გაამართლებენ, ოღონდ ფული გააკეთონ...

კი, ცდები... იმიტომ, რომ მათაც დაარღვიეს პირჯვრისწერის წესები... მაგრამ სწორადაც რომ ჰქონდეთ, რა გასაკვირია, ეგ "ლათინური" წესი კი არ არის, ძველი, ქრისტეანული წესია. ბევრი რამ რომის ეკლესიასაც შემორჩა ძველი ქრისტეანობიდან, ამიტომ გარკვეულ საკითხებში თანხვედრა არ უნდა გაგვიკვირდეს.

ციტატა(afxazi @ Jun 9 2010, 03:10 PM) *

ამისთვის კიდევ უკანასკნელი გაფრთხილება. ზოგს აქ გონია, რომ რადგან აზრის გამოთქმის უფლება აქვთ შეუძლიათ ყველაფერი თქვან. მოეშვი მსგავს ფრაზებს.

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 9 2010, 03:16 PM
პოსტი #170

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

რა გინდა ეხლა მითხარი, მიწვევ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 03:18 PM
პოსტი #171

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

უკაცრავად, ვერ გავიგე რომელი ფრაზის გამო მაძლევ "უკანასკნელ" გაფრთხილებას? და პირველი ან მეორე გაფრთხილება როდის მაუწყეთ და რისთვის?

თქვენ, ჩემთან პოლემიკას ვერ ერევით და გინდათ გამაგდოთ... ალბათ ასეა. არავისთვის არ მიმიყენებია არანაირი შეურაცხყოფა, რომ გაფრთხილება მეკუთვნოდეს.

"ჩაციკლული" ხარო, "ჭედავო", და ამდაგვარი ეპითეტებით მე "მამკობენ" თქვენი მეგობრები და მე მაძლევთ გაფრთხილებას?

სასაცილოა ჭეშმარიტად!

ციტატა(afxazi @ Jun 9 2010, 03:16 PM) *

dzvelmartlmadidebeli

რა გინდა ეხლა მითხარი, მიწვევ.

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 9 2010, 03:19 PM
პოსტი #172

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
თქვენ, ჩემთან პოლემიკას ვერ ერევით და გინდათ გამაგდოთ

ნუ ჭეშმარიტების წინაშე უძლურები ვართ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 03:22 PM
პოსტი #173

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

არა ჩემო კეთილო, არ გიწვევ. საიდან მოიტანე?

არავის არ ვიწვევ... უბრალოდ ვმსჯელობ და ვკამათობ და ასეთ შემთხვევაში მცირედი პრინციპულობა შეურაცხყოფად არ უნდა მიიღო.

ღმერთმა ყველას უშველოს.

იქნებ ვინმემ მაუწყოს, ვინც მოდერირებს ამ საიტს, რისთვის მაძლევენ გაფრთხილებას? რომელი ფრაზისთვის?

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 9 2010, 03:25 PM
პოსტი #174

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866

dzvelmartlmadidebeli
ციტატა
ამას თქვენ გასწავლიან თქვენი ვაიმოძღვრები... ისინი ყველაფერს გაამართლებენ, ოღონდ ფული გააკეთონ...

თქვენს მოძღვრებს არ შევხებივართ და ნურც ჩვენსას შეაგინებ.

ჩვენი საუბარს რას მაგონებს იცი: ერთი და იგივე ხის სახელზე ორიკაცი რომ კამათობდეს და ერთი იძახდეს ამ ხეს ეკალი ქვია და მეორე აკაციაო. არადა ეკალიც და აკაციაც ერთიდაიგივე ხის სახელია. უბრალოდ ერთი უფრო შეწყნარებულია და მეორე არა.

--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 9 2010, 03:27 PM
პოსტი #175

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

dzvelmartlmadidebeli

ციტატა
იქნებ ვინმემ მაუწყოს, ვინც მოდერირებს ამ საიტს, რისთვის მაძლევენ გაფრთხილებას? რომელი ფრაზისთვის?

ზემოთ მე დავწერე რომელი ფრაზებისთვის მოგეცი გაფრთხილება.

ციტატა
უბრალოდ ვმსჯელობ და ვკამათობ და ასეთ შემთხვევაში მცირედი პრინციპულობა შეურაცხყოფად არ უნდა მიიღო.

მსჯელობას არც მე ვეწინააღმდეგები, პირიქით, ჯანასღი მსჯელობა ეს მშვენიერია. მაგრამ როდესაც ეს მეორე მხარის დამცირების ხარჯზე ხდება, ის უკვე მსჯელობა არაა.

რა გამოდის ვინც სამი თითით იწერს პირჯვარს ყველა გზას აცდენილად გამოაცხადე და ესაა მსჯელობა?

სად დაგმო ეკლესიამ მანახე პირჯვრის გამოსახვის ეს სახე და ყველა ის ვინც ასე იწერს პირჯვარს და გავჩუმდები. ვგულისხმობ მსოფლიო კრების (რადგან ეკლესიის ხმას ის წარმოადგენს) დადგენილებას და არა რომელიმე პიროვნების ფრაზას, რომელიც შეიძლება დროის ან სხვა რამ მიზეზის გამოძახილი შეიძლება იყოს.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 04:01 PM
პოსტი #176

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

ციტატა(ბადრი @ Jun 9 2010, 03:25 PM) *

dzvelmartlmadidebeli
თქვენს მოძღვრებს არ შევხებივართ და ნურც ჩვენსას შეაგინებ.

ჩვენი საუბარს რას მაგონებს იცი: ერთი და იგივე ხის სახელზე ორიკაცი რომ კამათობდეს და ერთი იძახდეს ამ ხეს ეკალი ქვია და მეორე აკაციაო. არადა ეკალიც და აკაციაც ერთიდაიგივე ხის სახელია. უბრალოდ ერთი უფრო შეწყნარებულია და მეორე არა.

კეთილი, მაგრამ ამბაკუმი ჩვენი მოძღვარია და ნუ შეეხებით მაშინ...

ისე, არჩილ მინდიაშვილზე რომ ვთქვი სტალინის მეხოტბეა თქო, საწყენი რა გითხარი? მისი ქადაგება მოვისმინე ინტერნეტით და გამიკვირდა ისეთი რამეები ილაპარაკა იოსებ ბესარიონის ძეზე... რომ არ ელაპარაკნა და ცილი დამეწამებინა მაშინ ჰო, მაგრამ ილაპარაკა და მე რა შუაში ვარ?

მოვიტყუე?

ვინ გავლანძღე?

ციტატა(afxazi @ Jun 9 2010, 03:07 PM) *

dzvelmartlmadidebeli
ამისთვის გაფრთხილება. აქამდე საუბარი ნორმალურად მიდიოდა. გთხოვთ ნუ გადაზრდით ჩხუბში. ამისთვის კი მსგავს ფრაზებს მოერიდეთ.

უკაცრავად! დამავიწყდა თქვენს "მოედანზე" რომ ვთამაშობ!

ერთს კი გეტყვი, აფხაზ (სახელი გაქვს ჩემთვის ძალზედ საპატივცემო), მე ყველა მოძღვარი როდი ვიგულისხმე... არიან ისეთებიც, რომლებიც.... (უკვე ვთქვი და აღარ გავიმეორებ...).

ყველა წესიერ მოძღვარს მივესალმები. თქვენსასაც და ჩვენსასაც... ისე, კარგი იქნებოდა რომელიმე მათგანთან ფორუმში გასაუბრება...

ციტატა(ბადრი @ Jun 9 2010, 03:07 PM) *

ბევრი რომ არ ვიკამათოთ გეკითხები:

მე სამი თითით ვაღიარებ წმიდა სამებას. ორი მოხრილი თითით იესო ქრისტეს ორ ბუნებას. ასე ვიწერ პირჯვარს. ასე მასწავლა ეკლესიამ. ერეტიკოსი ვარ?

ციტატა(ბადრი @ Jun 9 2010, 03:07 PM) *

ბევრი რომ არ ვიკამათოთ გეკითხები:

მე სამი თითით ვაღიარებ წმიდა სამებას. ორი მოხრილი თითით იესო ქრისტეს ორ ბუნებას. ასე ვიწერ პირჯვარს. ასე მასწავლა ეკლესიამ. ერეტიკოსი ვარ?

ცოტა რბილად გეტყვი. სამი თითით პირჯვრისწერა არის არასწორი და დოგმატურად ცდომილი.

ციტატა(afxazi @ Jun 9 2010, 03:27 PM) *

dzvelmartlmadidebeli
ზემოთ მე დავწერე რომელი ფრაზებისთვის მოგეცი გაფრთხილება.
მსჯელობას არც მე ვეწინააღმდეგები, პირიქით, ჯანასღი მსჯელობა ეს მშვენიერია. მაგრამ როდესაც ეს მეორე მხარის დამცირების ხარჯზე ხდება, ის უკვე მსჯელობა არაა.

რა გამოდის ვინც სამი თითით იწერს პირჯვარს ყველა გზას აცდენილად გამოაცხადე და ესაა მსჯელობა?

სად დაგმო ეკლესიამ მანახე პირჯვრის გამოსახვის ეს სახე და ყველა ის ვინც ასე იწერს პირჯვარს და გავჩუმდები. ვგულისხმობ მსოფლიო კრების (რადგან ეკლესიის ხმას ის წარმოადგენს) დადგენილებას და არა რომელიმე პიროვნების ფრაზას, რომელიც შეიძლება დროის ან სხვა რამ მიზეზის გამოძახილი შეიძლება იყოს.

თუ სამი თითით პირჯვრის მაწერალთ გზას აცდენილად რომ მივიჩნევ ეს ჩვენი პოზიციიდან ბუნებრივია. თქვენც ხომ ასეთებად მიიჩნევთ ძველმოწესეებს და ამბობთ, რომ ისინი არიან "სქიზმატიკოსები" და ა. შ. ჩემი დამოკიდებულება სამი თითით პირჯვრისწერისადმი გთხოვ პიროვნულზე არ გადაიტანო და არ იფიქრო, რომ პიროვნებებს ვეხები... მე ვეხები საეკლესიო ჩვეულებას, ეს არის (გარკვეულ ჩარჩოებში) სამეცნიერო-საღვთისმეტყველო დიალოგი და აქ რადიკალური აზრთა სხვაობა არ გულისხმობს პიროვნულ კრიტიკას.

რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიის ხმა მარტო მსოფლიო კრებაა, ვერ დაგეთანხმები. მაშინ მოგვიწევს მე და შენ ყველა იმ მწვალებლობის აღიარება (მ. შ. ლათინობისაც), რომელიც მსოფლიო კრებებს არ დაუგმიათ, რადგან გაჩნდნენ ბოლო, მეშივიდე კრების შემდეგ. სხვათა შორის, ლათინობის აპოლოგეტებს ზუსტად ეს არგუმენტი მოჰყავთ, "რომელმა მსოფლიო კრებამ დაგმო ლათინობა, რომ მწვალებლობად აცხადებთო".

კრებები კი მე დავიმოწმე. თუ გადახედავ ჩემს პასუხებს იქ იპოვი.

და ბოლოს, ერთგან უკვე დავწერე, რომ კრებითობის ყველაზე უდიდესი და სრული გამოხატულება არის თვით ეკლესია-თქო. ამიტომ, როდესაც მას მწვალებელთა (ამ შემთხვევაში მონოფიზიტთა) მიღბის წესში მოცემული აქვს თუ როგორ უნდა აღიარებდეს და იწერდეს პირჯვარს მართლმადიდებლობისკენ მოქცეული, არის სწორედ მსოფლიო, კრებითი ეკლესიის ხმა.

არ მეთანხმები?

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 9 2010, 04:03 PM
პოსტი #177

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502

ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jun 9 2010, 04:04 PM) *

რაც შეეხება "საჩოთირო" საკითხებს: თქვენი "მართლმადიდებლური" ეკლესიები უფრო მეტია, ვიდრე ძველმართლმადიდებლური, ასე რომ, იქ საერთოდ გაუვალი უღრანი ტყეა. ამბაკუმს აღიარებს და პატივს სცემს ყველა ძველმართლმადიდებელი, თქვენი მოძღვრებივით (მაგალითად, არჩილ მინდიაშვილივით) სტალინის მეხოტბეები როდი არიან.
იერარქიას კი ვინ მისცა უფლება რაც უნდა ის შეცვალოს და როდესაც უნდა მაშინ შეცვალოს. ამას თქვენ გასწავლიან თქვენი ვაიმოძღვრები... ისინი ყველაფერს გაამართლებენ, ოღონდ ფული გააკეთონ...

მოძღვრებს აყენებთ შეურაცხყოფას თან ყველას ვინც ასე ასწავლის, ეს შეურაცხყოფაზე მეტია, იცნობთ მაინც პატიოსან მოძღვრებს რომლებიც უმკაცრესად ცხოვრობენ და მრევლსაც ამას სთხოვენ, თუნდაც არჩილ მინდიაშვილის ცხოვრებას თუ იცნობთ ასეთი ღვაწლის ადამიანი ბევრი არვიცი, ამდენი კეთილი საქმე განცხადებული თუ ჩუმად აღსრულებული,

თქვენი არგუნეტები
ციტატა

. ჯერ კიდევ წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.) ამბობდა: "ნუ შეგვრცხვება აღსარება ჯვარცმულისა, და გაბედულად ვქმნათ თითებით ბეჭედი ჯვარი".

აქ ორ თითზე არ არის ლაპარაკი საერთოდ, ჯვრის გამოსახვაზეა

ციტატა

როგორც წმ. პეტრე დამასკელი (VIII ს. სხვა მონაცემებით XII ს.) ბრძანებს: "ორი თითი და ერთი ხელი წამოაჩენენ ჩვენი ჯვარცმული უფლის, იესუ ქრისტეს ორ ბუნებას, ერთ იპოსტასში შეერთებულს" ("სათნოთმოყვარება").

ორი მოხრილი თითით იგივეს ვაკეთებთ დღეს, და სამი თითით პირჯვრის გადაწერის შეჩვენება თუ დაგმობა არ მომხდარა, ვერ ვხედავ ვერცერთი ფორმით გადაწერის ცდომილებას

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 9 2010, 04:04 PM
პოსტი #178

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866

ციტატა
ცოტა რბილად გეტყვი. სამი თითით პირჯვრისწერა არის არასწორი და დოგმატურად ცდომილი.

კერძოდ რომელ დოგმატს არღვევს? ხომ გითხარი რა აზრს ვდებ შიგნით? მესმის რომ შეიძლება რუსული ეკლესიის იერარქები სასტიკად მოგექცათ თავის დროზე, მაგრამ რეალურად მგონი სადავო არაფერი გვაქვს. შერიგების დროა.

--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 9 2010, 04:21 PM
პოსტი #179

Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957

ციტატა(sopo... @ Jun 9 2010, 04:03 PM) *

მოძღვრებს აყენებთ შეურაცხყოფას თან ყველას ვინც ასე ასწავლის, ეს შეურაცხყოფაზე მეტია, იცნობთ მაინც პატიოსან მოძღვრებს რომლებიც უმკაცრესად ცხოვრობენ და მრევლსაც ამას სთხოვენ, თუნდაც არჩილ მინდიაშვილის ცხოვრებას თუ იცნობთ ასეთი ღვაწლის ადამიანი ბევრი არვიცი, ამდენი კეთილი საქმე განცხადებული თუ ჩუმად აღსრულებული,

თქვენი არგუნეტები
აქ ორ თითზე არ არის ლაპარაკი საერთოდ, ჯვრის გამოსახვაზეა
ორი მოხრილი თითით იგივეს ვაკეთებთ დღეს, და სამი თითით პირჯვრის გადაწერის შეჩვენება თუ დაგმობა არ მომხდარა, ვერ ვხედავ ვერცერთი ფორმით გადაწერის ცდომილებას

არჩილ მინდიაშვილზე არ მინდა ვილაპარაკო. ისე, თუ აზრის გამოთქმის საშუალებას არ მომცემთ იმ მიზეზით, რომ შეურაცხყოფად მიგაჩნიათ, მაშინ უნდა გამარკვიოთ რას გულისხმობთ "შეურაცხყოფაში". მაგალითად, არჩილ მინდიაშვილს არ ვეთანხმები მთელ რიგ საკითხებში. რატომ არის ეს "შეურაცხყოფა"? რა შუაშია მისი მკაცრი ცხოვრება?

იცით როგორც ცხოვრობდა ამბაკუმი? იცით როგორ აწამეს და რისთვის?

არჩილ მინდიაშვილმა, მაგალითად, ამბაკუმს "ცრუამბაკუმი" უწოდა. აი ეს არის შეურაცხყოფა. მე კი ვთქვი, რომ სტალინის მეხოტბეა მინდიაშვილი-თქო. ეს შეურაცხყოფა არ არის. ეს მის ქადაგებაში მოვისმინე. უყვარს ამ კაცს სტალინი და სულაც არ მიაჩნია ჩემი სიტყვები შეურაცხყოფად. თქვენ რა გინდათ?

ეხლა ორიოდ სიტყვით წმ. კირილეზე. მისი სიტყვებში ლაპარაკია "თითებზე". ანუ წმ. კირილეს ამ გამონათქვამს ადარებენ წმ. იოანე ოქროპირის ნათქვამს, რომელიც ლაპარაკობს "თითზე". ეს კი ნიშნავს, რომ ან ორივე მამა ზოგადად ლაპარაკობდა პირჯვრისწერაზე თითბის წყობის დაკონკრეტების გარეშე, ან კიდევ ერთმანეთს ეწინააღმდეგეიბიან (რაც დაუშვებელია!) და ერთი ასწავლის "თითით" ჯვრის გამოსახვას, მეორე კი "თითებით".

ამ საკითხზე აქ დეტალურად არ შევჩერდები, რადგან უფრო დაწვრილებით ის განხილულია საიტზე: http://www.oldorthodox.ge/apl_pirjvriscera_sarchevi.html

თქვენ ვერ ხედავთ სამი თითითი გადაწერის ცდომილებას, ჩვენ ვხედავთ და რა ვქნათ ახლა. მე ჩემი გითხარით და თქვენ როგორც გნებავთ ისე გადაიწერეთ.

საერთოდ, გთხოვთ ყველას, ჩემი შენიშვნები მიიღოთ "მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით და არა რაღაც მტრული გაგებით.

ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიტყვი: სიკეთე მსურს ყველასთვის და არა ბოროტი.

ციტატა(ბადრი @ Jun 9 2010, 04:04 PM) *

კერძოდ რომელ დოგმატს არღვევს? ხომ გითხარი რა აზრს ვდებ შიგნით? მესმის რომ შეიძლება რუსული ეკლესიის იერარქები სასტიკად მოგექცათ თავის დროზე, მაგრამ რეალურად მგონი სადავო არაფერი გვაქვს. შერიგების დროა.

დიდი ხანია შერიგების დროა, ამიტომაც ვმსჯელობთ...

დროა ასევე, შევისწავლოთ ის ლიტურგიკული საკითხები, რომელსაც ძველმართლმადიდებლები აყენებენ... აქ მარტო პირჯვრისწერის საკითხი როდია გასარკვევი... არის სხვა საკითხებიც...

ჩვენც გვსურს ერთიანი მართლმადიდებლობა იყოს საქართველოში, მაგრამ ისეთი არა როგორსაც ვხედავთ... და ვინმემ კიდევ შეურაცხყოფად არ ჩამითვალოს, გავჩუმდები...

ღმერთმა ყველას უშველოს!

--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 9 2010, 04:38 PM
პოსტი #180

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866

dzvelmartlmadidebeli
სიყვარული ყოველივეს კურნავს. ცოტა თავმდაბლობა, ცოტა მორჩილება და მოგვარდება მაგ ამბები.

--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

27 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th September 2025 - 02:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი