![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#181
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
,,წამოდგა დიდი მელეტი (წმინდა მელეტი ანტიოქიელი, IV საუკუნე) და გააცხადა საღვთისმეტყველო წესის მართებულობა.ჭეშმარიტება თითქოს სასწორით აწონა მან, არც მეტი უთქვამს, არც ნაკლები. ხალხი ფრიად გაეხმატკბილა მელეტის, ხოლო როდესაც სთხოვეს, რომ მოკლედ გადმოეცა მოძღვრება, აჩვენა მათ მელეტიმ სამი თითი, შემდგე კი ორი მოხარა, ერთი დატოვა და ღირსადსაქები ხმა გამოსცა: სამს შევიმეცნებთ, მაგრამ ვმსჯელობთ როგორც ერთის შესახებ " თეოდორიტე კვირელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი მეორე, თავი 31, ნაწ. II,პგ.81,სვ.1081 (ედიშერ ჭელიძე:,,ეკლესია-სძალი უფლისა"გვ,182).
პირველი არგუმენტი მოგიყვანე, გელოდები. |
ბადრი |
![]()
პოსტი
#182
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 ![]() |
agmsarebeli
გაიხარე! მომიწევს მაგ წიგნის შოვნა ![]() -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
afxazi |
![]()
პოსტი
#183
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
agmsarebeli
ციტატა ,,წამოდგა დიდი მელეტი (წმინდა მელეტი ანტიოქიელი, IV საუკუნე) და გააცხადა საღვთისმეტყველო წესის მართებულობა.ჭეშმარიტება თითქოს სასწორით აწონა მან, არც მეტი უთქვამს, არც ნაკლები. ხალხი ფრიად გაეხმატკბილა მელეტის, ხოლო როდესაც სთხოვეს, რომ მოკლედ გადმოეცა მოძღვრება, აჩვენა მათ მელეტიმ სამი თითი, შემდგე კი ორი მოხარა, ერთი დატოვა და ღირსადსაქები ხმა გამოსცა: სამს შევიმეცნებთ, მაგრამ ვმსჯელობთ როგორც ერთის შესახებ " თეოდორიტე კვირელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი მეორე, თავი 31, ნაწ. II,პგ.81,სვ.1081 (ედიშერ ჭელიძე:,,ეკლესია-სძალი უფლისა"გვ,182). თუმცა აქ მაინცდამაინც არ ჩანს სამი თითით პირჯვრის გადაწერის სახე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#184
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ეს დასაწყისია, კიდე დავდებ მერე
|
abo |
![]()
პოსტი
#185
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა არჩილ მინდიაშვილმა, მაგალითად, ამბაკუმს "ცრუამბაკუმი" უწოდა. აი ეს არის შეურაცხყოფა. მე კი ვთქვი, რომ სტალინის მეხოტბეა მინდიაშვილი-თქო. ეს შეურაცხყოფა არ არის. მამა არჩილი ამას რომ ამბობს ამბაკუმზე ალბათ აქვს მაგის არგუმენტი, ის უარგუმენტოდ არ საუბრობს. ხოლო სტალინის მეხოტბე თუ არის ეს შეურაცყოფა ნამდვილად არ არის. ვინაიდან დრომ შეიძლება აჩვენოს რომ სტალინი ყველაფერში სწორად იქცეოდა, მითუმეტეს რომ იკვეთება მაგის საწყისიც. აქედან გამომდინარე შესაბამისად მამა არჩილიც სწორს ამბობდეს. სხვათა შორის სტალინს ნათქვამი აქვს, უახლოეს ისტორიაში მე ნაგავს მომაყრიან, მაგრამ დადგება დრო და გაიგებენ სიმართლესო. ამიტომ ასე ხელაღებით ისეთ ბუმბერაზ და თუნდაც უარყოფით პოლ. მოღვაწეზე საუბარი ცოტა საფრთხილოა. აბო afxazi დავით სასაცილოა ამ თემაზე ამდენი კამათი. ჩვენ ვინ გვკითხავს ამ საკითხის გადაწყვეტას? რადგან ასეა მიღებული ამჟამად ეკლესიის მიერ ჩვენც ასევე მივიღოთ. ხოლო თუ ამის შეცვლის საჭიროება დადგფება, მაგასაც მოგვახსენებენ. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#186
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ძველმართმადიდებელს რა მინდა ვკითხო, შენი პოზიცია მთლიანად რო გახდეს ცნობილი: ღოგორც მივხვდი ამბობ, რომ 1667 წლის შემდეგ რუსეთში ცეცხლითა და მახვილით დამკვიდრდა სამი თითი პირჯვრის გადაწერის წესი, 1) საინტერესოა საქართველოში როგორ და როდის მოხდა ეს ყველაფერი შენი ვერსიით და 2) უფროს საინტერესოა სხვა ეკლესიებმა, რომლებზედაც გავლენა რუსეთის ეკლესიას და რუსულ პოლიტიკას ვერ ექნებოდა (ბერძნული და სხვ) როგორ და როდის შეიწყნარეს ეს წესი სამი თითით პირჯვრის გადაწერისა. და ბოლოს ერთსაც ვიკითხავ, კი ვახსენე ზემოთ და იქნებ მიპასუხოთ ვინმემ ციტატა კათოლიკები როგორციწერენ პირჯვარს, თითების წყობას ვგულისხმობ? მე მგონი მაგათ აქვთ ზუსტად 2 თითი გაშლილი და 3 შეერთებული, თუ ვცდები? |
damiane80 |
![]()
პოსტი
#187
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა damiane80 - მე ცხადად ვთქვი, რომ ორ თითიანი წყობით მართლმადიდებლურ ხატებზე გამოსახულნი არიან მაცხოვარი და წმინდანები. მგონი გაუგებრად არ დამიწერია... ასეთი ხატები კი საკმაოზედ მეტია; სანიმუშოდ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზეც: ხო ხატებს რაც შეეხება პმ-შიც მოგწერე და აქაც დავდეებ: უუუძველესი ხატი მაცხოვრისა არის ანჩისხატის ხატი, რომელზედაც მაცხოვრის ხატი გამოსახული არ არის 2 თითი გაშლილი 3 ერთად (როგორც შენ ამბობ), არამედ ხატზე გამოსახულია მაცხოვრის სახელით მაკურთხებელი მარჯვენა, სადაც ცერა და არათითი არის შეერთებული, ხოლო სხვა თითები გაშლილი. იხ აქ: http://www.orthodoxy.ge/khatebi/anchiskhati.htm იგივე შეიძლება ითქვას მაცხოვრის ხატზე სვეტიცხოველის საკურთხეველში ა ბატონო კიდებ მონრეალის ღთისმშობლი ხატი ყრმითურთ, დააკვირდით მაცხოვრის მაკურთხებელ მარჯვენას http://www.orthodoxy.ge/khatebi/skhvadaskh...riismironmd.jpg ეს წილკნის ღვისმშონლის ხატი მაცხოვართან ერთად: http://www.orthodoxy.ge/khatebi/skhvadaskhva/cilknis.jpg |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#188
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
ციტატა ოფიციალურმა ეკლსიამ გარდა სამი თითისა მიიღო კიდევ ე. წ. სახელობითი წყობა, სადაც თითები ისეა დალაგებული რომ თურმე გამოხატავს მაცხოვრის სახელის პირველ და ბოლო ასოებს IС XC. 1666 წელს კრებმის მიერ გამოცემულ წიგნში " Жезл" ("კვერთხი") ამტკიცებენ, რომ თურმე ასეთი კურთხევის წესი თვით ქრისტეს დაფუძნებია კურთხევისთვის; ამაღლების წინ მან თურმე ამ სახელობითი წყობით აკურთხა თავისი მოწაფეები; ანუ აღუმართავს საჩვენებელი თითი, რითაც მიუნიშნებია ასოზე I., შემდეგ მოუხრია საშუალო თითი, რათა ის დამსგავსებოდა C-ს; რითაც ამ ორი თითით თამოვიდა IC. ანუ ИСУС; ამის შემდეგ დიდი, ანუ ცერა თითი გადაუჯვარედინებია უსახელო, ანუ არათითზე, რათა გამოსულიყო ასო X, და ნეკა ისე მოუხრია, რომ მიეღო ასო C. და ეს ასე გამოდის სლავური და ბერძნული ანბანის მიხედვით. ყველა სხვა ენაზე, რომელთაც გააჩნიათ სხვა ალფავიტი, მაგალითად, ებრაელულად, არაბულად, ჩინურად, იაპონურად და სხვა, მაცხოვრის სახელს ვერავინ გამოსახავს თითების კომბინაციით. მაპატიე, მაგრამ უსუსური არგუმენტია. მაცხოვრისთვის ყველა ენა ერთნაირად ახლო და საყვარელია, როგორც ბერძნული, ებრაული და ლათინური, ისე მონღოლური და პუშტუ. მაგრამ რაც შეეხება ბერძნულ ენას, მისი პრივილეგია ახალი აღთქმის ეკლესიაში წმინდა წერილით და ეკლესიის პირველივე საუკუნეებიდანვე არის დადასტურებული: 1. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: "იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მთ. 5; 17) რა არის იოტა? ბერძნული ანბანის ყველაზე პატარა ასო. რატომ მოიყვანა მაცხოვარმა შედარება იმ ასოსთან, რომელიც შეიძლებოდა არ სცოდნოდა ქართველს, სომეხს, თრაკიელს, ალბანელს და უპირველესად – ებრაელს? 2. რატომ ვეძახით ყველა ქრისტიანი კაცთა საცხოვნებლად მოსულ ძე ღმრთისას მასზე არსებული ღვთივცხებულობის (ჰა-მეშიახოთ) ბერძნულ თარგმანს – ქრისტეს? 3. რატომ ვეძახით ყველა ქრისტიანი მოციქულთა თავს – სიმონს მისთვის მაცხოვრის მიერ შერქმეული მეტსახელის (კეффა) ბერძნულ თარგმანს – პეტრეს? 4. რატომ დაუშვა მაცხოვარმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულთმოფენობის დღეს მოციქულები სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, ახალი აღთქმის წმინდა წერილი პრაქტიკულად მხოლოდ ერთ – ბერძნულ ენაზე დაწერილიყო? 5. რას ნიშნავს ის, რომ ქრისტეს შობამდე საუკუნეებით ადრეც ბერძნულ ენას ჰქონდა ასო Χ, ნიშნად დამარხული საიდუმლოსი ჯვარზე გაკრული ქრისტესი? 6. რატომ არის დადგენილი, რომ მაცხოვრის ყველა ხატს, განურჩევლად ერისა, ეროვნებისა და ეკლესიისა, შარავანდედში უნდა ჰქონდეს გამოსახული ჯვარი და მასზე მხოლოდ ბერძნულენოვანი წარწერა – Ο ΩΝ – ანუ მარადმყოფი? ამიტომ, ტყუილად ნუ გიკვირს, ჩემო მეგობარო, რომ სასულიერო პირები ეროვნების მიუხედავად, ბერძნულ ანბანზე გამოსახავენ მაცხოვრის სახელს ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
sopo... |
![]()
პოსტი
#189
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
არჩილ მინდიაშვილზე არ მინდა ვილაპარაკო. ისე, თუ აზრის გამოთქმის საშუალებას არ მომცემთ იმ მიზეზით, რომ შეურაცხყოფად მიგაჩნიათ, მაშინ უნდა გამარკვიოთ რას გულისხმობთ "შეურაცხყოფაში". მაგალითად, არჩილ მინდიაშვილს არ ვეთანხმები მთელ რიგ საკითხებში. რატომ არის ეს "შეურაცხყოფა"? რა შუაშია მისი მკაცრი ცხოვრება? იცით როგორც ცხოვრობდა ამბაკუმი? იცით როგორ აწამეს და რისთვის? არჩილ მინდიაშვილმა, მაგალითად, ამბაკუმს "ცრუამბაკუმი" უწოდა. აი ეს არის შეურაცხყოფა. მე კი ვთქვი, რომ სტალინის მეხოტბეა მინდიაშვილი-თქო. ეს შეურაცხყოფა არ არის. ეს მის ქადაგებაში მოვისმინე. უყვარს ამ კაცს სტალინი და სულაც არ მიაჩნია ჩემი სიტყვები შეურაცხყოფად. თქვენ რა გინდათ? შეურაცხყოფაში ვიგულისხმე მათი ვაიმოძღვრებად მოხსენება და ანგარებაში დადანაშაულება, ციტატა ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიტყვი: სიკეთე მსურს ყველასთვის და არა ბოროტი. დიდი ხანია შერიგების დროა, ამიტომაც ვმსჯელობთ... ეს ძალიან კარგი აზრია, უბრალოდ ამისთვის რომელიმე მხარე რეალურ ნაბიჯებს თუ დგამს |
damiane80 |
![]()
პოსტი
#190
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
+1 ვეთანხმები სრულად კანონისტს და მისივე ძველ პოსტს ვდებ დაახლოებით 2 წლის წინანდელს:
ციტატა საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე. აი, როგორ განმარტავს პირჯვრის წერის მიმართულებას რომის პაპი ინოკენტი III (1198–1216): პირჯვარს ვიწერთ სამი თითით, რომელიც შეერთებულად გამოხატავს ჩვენს აღსარებას წმინდა სამებისადმი... და როგორ კეთდება იგი: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ, რამეთუ ქრისტე ზეცით ქვეყნად გარდამოხდა და გაიარა მან მართალ იუდეველთაგან (მარჯვენა) წარმართებამდე (მარცხნივ) სხვები კი, აკეთებენ პირიქით, მარცხნიდან მარჯვნივ, რამეთუ ჩვენ ცოდვიდან უნდა გადავინაცვლოთ დიდებაში, როგორც ქრისტე შთახდა ქვესკნელში და ჯოჯოხეთიდან (მარცხნივ) აღვიდა სამოთხეში (მარჯვნივ). [ზოგი მღვდელი] აკეთებს ასე და ჯვარს თვითონ და ხალხი გამოსახავს ერთნაირად. თქვენ ეს შეგიძლიათ იოლად შენიშნოთ - მღვდელი რომელიც პირით ხალხს შეცქერის, ჯვარს სახავს მარცხნიდან მარჯვნივ http://en.wikipedia.org/wiki/Sign_of_the_Cross ყურადღება მიაქციეთ წლებს ანუ საუბარია მე-12 საუკუნეში 3 თითი პირჯვრის წერის წესის არსებობაზე ახლა არ დაიწყოთ ეგ პაპიაო და ასე შემდეგ... აქ მნიშვნელოვანია, რომ 1667 წელს არ დაწყებულა ყველაფერი, როგორც ძველმართმადიდებელი გადმოგვცემს. ცოტა ღმად უნდა ისტორიულ ფაქტებს შესწავლა როგორც ჩანს |
damiane80 |
![]()
პოსტი
#191
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ხოო აქვე ობიექტურობისათვის რა ვიპოვე ვიკიპედიაში:
ციტატა Двуперстие было официально осуждено в Московской Церкви на Московских Соборах в 1660-е[3]; на Поместном Соборе РПЦ 1971 года все дониконовские русские обряды, включая двоеперстное крестное знамение, были признаны легитимными. ანუ რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2 თითით პირჯვრის გადაწერა, ისევე როგორც სამი სწორად ჩათვალაო აი ლინკიც: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D1%80%....84.D0.B8.D1.8F ასევე აქვე იღუმენი კირილის სტატიაც: "Пора бы возвращаться к нашему исконному двоеперстному крестному знамению" http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=70214&cf= თუ ვინმემ იცით 1971 წლის გადაწყვეტილების შესახებ იქნებ დაადასტუროთ ან პირიქით...ამას იმოწმებს ძველმართლადიდებელიც ციტატა და ბოლოს: 1971 წელს, რუსეთის ადგილობრივმა კრებამ სცნო ძველი წესების მაცხოვნებლობა (სხვათა შორის, ამ კრებას ესწრებოდა საქართველოს ოფიციალური ეკლესიის დღევანდელი პატრიარქი ილია II-ც). კრება მოეწყო რუსეთის პატრიარქის პიმენის დროს (თუ არ ვცდები პიმენ II). კანონისტ შენ ხომ არ იცი რამე? |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#192
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
,,წამოდგა დიდი მელეტი (წმინდა მელეტი ანტიოქიელი, IV საუკუნე) და გააცხადა საღვთისმეტყველო წესის მართებულობა.ჭეშმარიტება თითქოს სასწორით აწონა მან, არც მეტი უთქვამს, არც ნაკლები. ხალხი ფრიად გაეხმატკბილა მელეტის, ხოლო როდესაც სთხოვეს, რომ მოკლედ გადმოეცა მოძღვრება, აჩვენა მათ მელეტიმ სამი თითი, შემდგე კი ორი მოხარა, ერთი დატოვა და ღირსადსაქები ხმა გამოსცა: სამს შევიმეცნებთ, მაგრამ ვმსჯელობთ როგორც ერთის შესახებ " თეოდორიტე კვირელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი მეორე, თავი 31, ნაწ. II,პგ.81,სვ.1081 (ედიშერ ჭელიძე:,,ეკლესია-სძალი უფლისა"გვ,182). პირველი არგუმენტი მოგიყვანე, გელოდები. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
(Νικόλαος) |
![]()
პოსტი
#193
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 ![]() |
ახალმოწესეთა ეკლესია, თავის საეკლესიო გამოცემებში, მ. შ. ღვთის სჯულის სახელმძღვანელოებში, დღემდე ამტკიცებს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არის სომხური, მწვალებლური ჩვეულება, ხოლო სამი თითით პირჯვრისწერა - სამოციქულო გადმოცემა. ისეთ საღვთისმსახურებო წიგნში, როგორიცაა "წმიდა დიმიტრის, როსტოვის მიტროპოლიტის აკაფისტო", "მართლმადიდებელი" ეკლესია ღმრთის წინაშე ჯერაც აღიარებს, რომ ძველმართლმადიდებლური წესები, მათ შორის ორი თითით პირჯვრისწერა, არის მწვალებლური შინაარსისა და წარმოშობის, და მომდინარეობს ბუნებაში არ არსებული ვინმე მწვალებელ მარტინე სომხისგან. მტკნარი სიცრუეა! ეს დაშვებულია და არვინ კრძალავს. თანაც ეს მიღებულია რუსულ ეკლესიაში, (და არა მარტო) რომელსაც ბევრი ძველმართლმადიდებლური ეკლესია შეუერთდა და არ აძალებენ სამი თითით პირჯვრისწერას. თანაც ჩვენი სასულიერო პირები ორი თითითაც გვლოცავენ და თან ბევრ ხატზე ორი თითია გამოსახული: ![]() ამ დადგენილებაში, ღმრთის ძეზე, როგორც ღმერთკაცზე, როგორ იესუ ქრისტეზე, რომელიც ჯვარს ეცვა, ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. სამ თითში კი ქრისტეს ღმერთკაცობის არავითარი აღიარება არ არის. ეს არის ჯვრის ნიში ღმერთკაცის გარეშე, ქრისტე მაცხოვრის გარეშე. კრებაზე ისიც კი არ თქვეს, რომ ქრისტე, თავისი ორი ბუნებით, წმიდა სამებაში ყოფილიყო მოაზრებული. კარგი რა, რამდენჯერ უნდა ვთქვათ რო აქ არის ქრისტეს ორი ბუნებაც, ეს ისეთივე ადვილად შესამჩნევია როგორც იმის შემჩნევა რომ მონოფიზიტური დატვირთვა არ აქვს. თან ზემოთ დაწერილი ტყუილის შემდეგ ეს არგუმენტიც საეჭვოა არის თუ არა სწორი კრებაზე რა არ თქვეს. და ვინც აკრძალა და დევნა დაუწყო მეძველწესეებს, ეგ მაგის დანაშაულია. და თუ წმინდა სამებას ვაღიარებთ, ძე ღვთისას არ ვაღიარებთ? რომ არაფერი ვთქვათ ორ მოხრილ თითზე? ანუ შეიძლება ადამიანი წმინდა სამებას ძე ღვთისას გარეშე აღიარებდეს? |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#194
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
,,წამოდგა დიდი მელეტი (წმინდა მელეტი ანტიოქიელი, IV საუკუნე) და გააცხადა საღვთისმეტყველო წესის მართებულობა.ჭეშმარიტება თითქოს სასწორით აწონა მან, არც მეტი უთქვამს, არც ნაკლები. ხალხი ფრიად გაეხმატკბილა მელეტის, ხოლო როდესაც სთხოვეს, რომ მოკლედ გადმოეცა მოძღვრება, აჩვენა მათ მელეტიმ სამი თითი, შემდგე კი ორი მოხარა, ერთი დატოვა და ღირსადსაქები ხმა გამოსცა: სამს შევიმეცნებთ, მაგრამ ვმსჯელობთ როგორც ერთის შესახებ " თეოდორიტე კვირელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი მეორე, თავი 31, ნაწ. II,პგ.81,სვ.1081 (ედიშერ ჭელიძე:,,ეკლესია-სძალი უფლისა"გვ,182). პირველი არგუმენტი მოგიყვანე, გელოდები. და რისი "არგუმენტია" ეს, პირჯვრისწერის თუ კურთხევის? თქვენთან ხომ ერთიც და მეორეც სხვადასხვანაირად სრულდება? მე კი გეტყვი, რომ შენს მიერ დამოწმებული მაგალითი არცე ერთისთვის გამოგადგება და არც მეორისთვის. ამისთვის მოტანილი მაგალითი განვიხილოთ დაკვირვებით: "მელეტის სთხოვეს მოკლედ გადმოეცა მოძღვრება" (ანუ მას პირჯვრისწერის ან კურთხევის გასაცემი წყობის კომბინაციის ჩვენება კი არ სთხოვეს, არამედ მართლმადიდებლური მოძღვრების გადმოცემა ღმრთის შესახებ. და როგორ შეასწავლა მელეტიმ ხალხს წმიდა სამების დოგმატი? "აჩვენა მათ მელეტიმ სამი თითი, შემდგე კი ორი მოხარა, ერთი დატოვა" და ბრძანა: "სამს შევიმეცნებთ, მაგრამ ვმსჯელობთ როგორც ერთის შესახებ ". სად არის აქ სამი თითით პირჯვრისწერის ჩვეულების სწავლება? მელეტიმ გადაიწერა პირჯვარი ან სამი ან ერთი თითით? რომელი სამი თითი აღმართა და რომელი ორი მოხარა? და რა კავშირშია ან აღმართული სამი თითი ან დატოვებული ერთი პირჯვრისწერასთან? ედიშერ ჭელიძე ისეთ მაგალითებს აკავშირებს პირჯვრისწერას, რასაც სინამდვილეში მასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს დასტურდება თუნდაც მის მიერ, ხსენებულ წიგნში წმ. ბარბარეს მაგალითის მოტანით. ამჯერად ამ მაგალითზე არ დავკონკრეტდები, ვგონებ, შენ ის მომდევნო არგუმენტად გაქვს გადანახული... კეთილი და პატიოსანი, ჩვენ მელეტის შემთხვევას მივხედოთ. ედ. ჭელიძეს იქვე მოჰყავს სხვა მოწმობა იმავე მელეტის შესახებ, კერძოდ: ედ.ჭელიძე წერს: "ახლა მოვუსმინოთ V-ს-ის სახელგანთქმულ ისტორიკოსს სოზომენეს: მელეტიმ "დაუფარავად გააცხადა, რომ ძეს ჰქონდა იგივე არსება, რაც მამას. ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც მელეტის ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა სიტყვა, მაშინდელი ეკლესიის არქიდიაკონი მიეჭრა მას, ხელი მიაფარა და დაუხშო პირი, ხოლო მელეტიმ სიტყვაზე უცხადესად ხელით გამოთქვა თავისი აზრი, გაშალა და გამოაჩინა მან ჯერ სამი თითი, შემდეგ მოკეცა ისინი და აღმართა ერთი" (სოზომენე, საეკლესიო-ისტორია, წიგნი IV, თავი 28, იხ. პგ. 67, სვ. 1024. ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბილისი. "მეცნიერება". 1990 წ. გვ. 183). მოტანილი ადგილიდან ცხადზე უცხადესად ნათელყოფილია, რომ მელეტის დაუშალეს რა ქადაგება წმიდა სამების პირთა ერთარსობის შესახებ და დაუხშეს რა პირი, საქადაგებლად, აღმართა თითები და მათით გამოხატა ის, რის თქმასაც აპირებდა, რომ ეცლიათ. სად არის აქ თქვენთვის სასურველი პირჯვრისსაწერი სამი თითი? ის, რომ სამი თითი აღმართა (ისევე, როგორც ერთი თითი) სრულიადაც არ ნიშნავს, რომ პირჯვრის გადასაწერად აღმართა ისინი. მოცემული შემთხვევის გადმოცემა, როგორც თეოდორიტესთან, ასევე სოზომენესთან (ჭელიძის წიგნის მიხედვით) ცხადყოფს, რომ მას სხვა განზრახვა ჰქონდა, ვიდრე პირჯვრის საწერი ან კურთხევის გასაცემი წყობის ჩვენება. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი. სულ სხვაგვარად არის გადმოცემული ეს შემთხვევა მოსკოვის 1551 წლის "ასმუხლიან" კრებაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კრებას თავმჯდომარეობდა უგანათლებულესი მიტროპოლიტი მაკარი (წინათ პოსტებში ფილარეტი დავწერე. მომიტევეთ, შემეშალა), ცნობილი "დიდი საკითხავი თვენის" შემდგენელი. კრებას ასევე ესწრებოდნენ ყველასთვის ცნობილი წმინდანები გური და ბარსონუფი ყაზანელი საკვირველთმოქმედნი, აკაკი ტვერელი, ფილიპე, მოსკოვის მომავალი მიტროპოლიტი და წმ. მღვდელმოწამე. აი, როგორ გადმოსცემს "ასმუხლიანი" კრება მელეტის ამბავს: "Так же и Мелетий севастийский и Феодорит научают нас, и инде речено бысть. Мелетий сей, севастийский епископ, житием и словом славен зело. Безчиния же ради сущих под руку его отрекся епискупъи и бысть в безмолвии. Тогда еретицы, мневше яко мудрствует с ними Мелетий, просиша его у царя. До будет патриярх, еже и бысть. И посем вывшу собору о вере единосущества и арияном инако глаголющим, Мелетий же божественного правила показа явление. Людем же просящим скорое учение от бога показати, он же показа персты той во Отец и Сын и святый Дух, и не бысть знамения. По сем же Мелетий два совокупль, а три пригну и благослови люди. И изыде от него яко огнь молнии, достохвальный он испусти глас. Трие убо разумеем о едином же беседуем, и тако посрами еретики. И посем в Константин град прииде, от великого царя Феодосия зело почтен бысть святый. Сице благословити рукою и креститися. Три персты равны имети вкупе по образу троическому: бог Отец, бог Сын, бог святый Дух. Не три бози, но един бог в троицы. Имены разделяется, а божество едино" (Стоглав, гл. 31) (http://kopajglubze.boom.ru/stoglav/stoglav_text.html). აქ ნათქვამია, თუ როგორ აკურთხა მელეტიმ შეკრებილი ხალხი. ჭელიძის მიერ მოტანილ მაგალითებში არც პირჯვრისწერაზეა ლაპარაკი და არც კურთხევაზე. აქედან, არავითარი საფუძველი არ არსებობს ჭელიძისეული მაგალითებიდან გამოვიყვანოთ ის აზრი, თითქოსდა პირჯვარი უნდა დავიწეროთ ერთი ან სამი თითით. "ასმუხლიანი"კრების მოწმობით კი მელეტიმ აჩვენა როგორ უნდა ვაღიაროთ სამების ერთობა და როგორ ქრისტეს ორბუნებოვნება, შეაერთა ორი თითი, სამი მოხარა და მით აკურთხა შეკრებილი ერი. აქედან, გვაქვს უფლება ვამტკიცოთ, რომ მელეტიმ აჩვენა კურთხევისა და პირჯვრისწერის წესი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ზუსტად ასეა აღწერილი ეს შემთხვევა საპატრიარქოს ცნობილ გამოცემაში "ჯვარი ვაზისა". აქ ვკითხულობთ: "II მსოფლიო კრებაზე არიანელთა სამხილებლად წმ. მელეტის სთხოვეს ჩამოეყალიბებინა სწორი სწავლება ყოვლადწმიდა სამების შესახებ. მღვდელმსახური წამოდგა, აღმართა მარჯვენა, შეაერთა სამი თითი (სამების პირთა აღსანიშნავად), შემართა დარჩენილი ორი თითი, ერთი მათგანი მოხარა და ამგვარად აკურთხა შეკრებილნი" (გ. აროშვილი. "დოგმატი ყოვლადწმიდა სამების შესახებ". "ჯვარი ვაზისა". 1993 წ. # 1). ყოველგვარი გაუგებრობისა და ყალბი კომენტარების თავიდან ასაცილებლად, მოდი, სიტყვასიტყვით განვიხილოთ ეს ცნობაც: 1) "აღმართა მარჯვენა", რადგან პირჯვარს ვიწერთ და ვაკურთხებთ მარჯვენა ხელით. 2) "შეაერთა სამი თითი". რომელი სამი თითი? რა თქმა უნდა ცერი, ნეკა და არათითი, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო წინადადებას აზრი ეკარგება. 3) "შემართა დარჩენილი ორი თითი და ერთი მოხარა" (ასე ვაკეთებთ ჩვენც, ძველმართლმადიდებლები - ძვმ.). ცხადია, თქვენებურ სამთითიან წყობაზე რომ იყოს ლაპარაკი, სადაც შეერთებულია პირველი სამი თითი და მოკეცილია ბოლო ორი თითი, "შემართა ორი თითიო" არ იტყოდნენ (მოკეცაო იტყოდნენ). თანაც სამი თითით კურთხევის პრაქტიკა თქვენს ეკლესიაში არასოდეს ყოფილა. საღმრთო მადლმა ნათელყო მელეტისეული წესის (ანუ ორი თითით კურთხევისა და პირჯვრისწერის) მართლმადიდებლურობა იმით, რომ ამ დროს წმინდანის თითებიდან თურმე ცეცხლმა გამოკვესა! ეს რაც შეეხება წმ. მელეტის მაგალითს. ახლა მეც მაქვს შენთან შეკითხვა: თქვენი ეკლესია აღიარებს თუ არა მონოფიზიტებს მწვალებლებად? თუ აღიარებს, ცნობს თუ არა მართლმადიდებლობისკენ მონოფიზიტთა მოქცევის შემთხვევისთვის ძველ კურთხევანებში არსებულ მიღების წესს (ეს წესი თავიდან ბოლომდე, ძველი ქართულით გადმოცემულია მ. რაფავას სტატიაში: "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. 1975 წ. #1)? მონოფიზიტთა მიღების ამ უძველეს ძველბერძნულ ტექსტში, რომელიც უთარგმნია არსენ იყალთოელს და მოგვიანებით ასმუხლიანი კრების მამებსაც, მოიპოვება მუხლი, მონოფიზიტური სწავლების გამომხატველი ერთთითიანი პირჯვრისწერის შეჩვენების ფორმულა: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ორითა თითითა, შეჩუენება". აღიარებთ თუ არა ამ ფორმულას მონოფიზიტთა სამხილებლად? და არის თუ არა ის თქვენს დღევანდელ კურთხევანებში? ჯერ ამაზე მიპასუხეთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. შენს არგუმენტებს მე არ გავექცევი. ყველაფერზე გაგცემთ პასუხს, მაგრამ მოვითხოვ ჩემი შეკითხვის დაკმაყოფილებას. ცალ კარში ხომ არ ვითამაშებთ? agmsarebeli თუმცა აქ მაინცდამაინც არ ჩანს სამი თითით პირჯვრის გადაწერის სახე. ჭეშმარიტად! dzvelmartlmadidebeli მამა არჩილი ამას რომ ამბობს ამბაკუმზე ალბათ აქვს მაგის არგუმენტი, ის უარგუმენტოდ არ საუბრობს. ხოლო სტალინის მეხოტბე თუ არის ეს შეურაცყოფა ნამდვილად არ არის. ვინაიდან დრომ შეიძლება აჩვენოს რომ სტალინი ყველაფერში სწორად იქცეოდა, მითუმეტეს რომ იკვეთება მაგის საწყისიც. აქედან გამომდინარე შესაბამისად მამა არჩილიც სწორს ამბობდეს. სხვათა შორის სტალინს ნათქვამი აქვს, უახლოეს ისტორიაში მე ნაგავს მომაყრიან, მაგრამ დადგება დრო და გაიგებენ სიმართლესო. ამიტომ ასე ხელაღებით ისეთ ბუმბერაზ და თუნდაც უარყოფით პოლ. მოღვაწეზე საუბარი ცოტა საფრთხილოა. აბო afxazi დავით სასაცილოა ამ თემაზე ამდენი კამათი. ჩვენ ვინ გვკითხავს ამ საკითხის გადაწყვეტას? რადგან ასეა მიღებული ამჟამად ეკლესიის მიერ ჩვენც ასევე მივიღოთ. ხოლო თუ ამის შეცვლის საჭიროება დადგფება, მაგასაც მოგვახსენებენ. აბო. სამწუხაროა, რომ ამდენი ბოროტების მიუხედავად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ერთი მოძღვარი ლაპარაკობს, სტალინის პიროვნების უარყოფითად შეფასება საფრთხილოდ მიგაჩნია. რა არის საფრთხილო? სტალინის ძაგება? დეკანოზ ამბაკუმის გინება, მისი ლანძღვა, "ცრუდ" მოხსენიება, დეკანოზისა, რომელმაც, როგორც დღეს გაარკვია თქვენმა ეკლესიამ, თურმე სრულიად უდანაშაულოდ დაუსჯიათ, და რასაც იცავდა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ყოფილა, საამაყო საქმეა? და რატომ? მინდიაშვილმა იცის რას ლაპარაკობს და იმიტომ? დარწმუნებული ვარ რომ არ იცის. მინდიაშვილი არის უმძიმეს ხიბლში და ამ ადამიანს მგონი შველა სჭირდება. ხიბლი არის უმძიმესი სულიერი დაავადება და ადვილად როდი იკურნება. ხოლო თქვენი პოზიცია არის ჩვეულებრივი ფანატიზმი. ანგარიშმიუცემელი ფანატიზმი. სტალინი არის ჩამოყალიბებული ბოროტება და თუ გინდათ ხუთივე გაფრთხილება ერთდროულად მომეცით. რას ელოდებით მომავალში? სტალინის გაცოცხლებას ხომ არა? ხო ხატებს რაც შეეხება პმ-შიც მოგწერე და აქაც დავდეებ: უუუძველესი ხატი მაცხოვრისა არის ანჩისხატის ხატი, რომელზედაც მაცხოვრის ხატი გამოსახული არ არის 2 თითი გაშლილი 3 ერთად (როგორც შენ ამბობ), არამედ ხატზე გამოსახულია მაცხოვრის სახელით მაკურთხებელი მარჯვენა, სადაც ცერა და არათითი არის შეერთებული, ხოლო სხვა თითები გაშლილი. იხ აქ: http://www.orthodoxy.ge/khatebi/anchiskhati.htm იგივე შეიძლება ითქვას მაცხოვრის ხატზე სვეტიცხოველის საკურთხეველში ა ბატონო კიდებ მონრეალის ღთისმშობლი ხატი ყრმითურთ, დააკვირდით მაცხოვრის მაკურთხებელ მარჯვენას http://www.orthodoxy.ge/khatebi/skhvadaskh...riismironmd.jpg ეს წილკნის ღვისმშონლის ხატი მაცხოვართან ერთად: http://www.orthodoxy.ge/khatebi/skhvadaskhva/cilknis.jpg შენს მიერ დამოწმებული ხატებიდან არც ერთი არ გამოდგება სახელობითი კურთხევის დასტურად, რადგან სახელობითი კურთხევის წყობა სულ სხვაგვარად გამოიხატება. http://www.oldorthodox.ge/apl_kitxva_4.html (ამ გვერდზე იხ. სურ. 2). რაც შეეხება მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს (პორტაიტისას, ანუ ივერიისას), ეს ხატი არ არის ძველი და არც დედნის ზუსტი ასლია. ასე, რომ ამ ხატს ნუ დამიმოწმებთ. თუმცა მასზე გამოსახული წყობა იმეორებს ძველ ხატებზე გამოსახულთ, ის არ არის ივერიის ღვთისმშობლის ზუსტი ასლი. ივერიის ღვთიმშობლის ხატზე, მაცხოვრის თითები შეკრული აქვს ორთითიანი წყობით (აღმართულია ორი, საჩვენებელი და შუათითი და მიერთებულია დანარჩენი სამი). ეს ხატი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი საიტის თავფურცელზე. მარჯვენა მხარეს: http://www.oldorthodox.ge/index.html -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
afxazi |
![]()
პოსტი
#195
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ამ თემაშI ბევრი საინტერესო იწერება, მაგრამ ერთი რამ არ მომწონს. კატეგორიულობა.
სიმართლე რომ ვთქვა ეს ხელწერაც ციტატა "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი"). "ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება" (არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) სწორედ ამ კონტექსტშია მოტანილი და შესაბამისად არასწორ მიმართულებას მიცემული. მე ერთი თხოვნა მექნება, მოსაუბრეებმა ბოლომდე შეინარჩუნონ ერთმანეთის პატივისცემა, როგორც სხვა ისევე მეც ამ შემთხვევაში მხოლოდ მკითხველის პოზიციას დავიჭერ. საინტერესო საუბარია და გთხოვთ უბრალოდ ამ საუბარს ნუ დაამახინჯებთ. ციტატა და რატომ? მინდიაშვილმა იცის რას ლაპარაკობს და იმიტომ? დარწმუნებული ვარ რომ არ იცის. მინდიაშვილი არის უმძიმეს ხიბლში და ამ ადამიანს მგონი შველა სჭირდება. ხიბლი არის უმძიმესი სულიერი დაავადება და ადვილად როდი იკურნება. ხოლო თქვენი პოზიცია არის ჩვეულებრივი ფანატიზმი. მერამდენე გაფრთხილებას გაძლევ. გასაგებია რომ არ მოგწონს მისი შეხედულებები (ამ საკითხში რასაც შენ აღნიშნავ არც მე ვეთანხმები, ცხადია), მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას ასე ისაუბრო. დამეთანხმები, რომ მართლმადიდებელი ასე ადამიანზე არ ლაპარაკობს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
sopo... |
![]()
პოსტი
#196
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
სამწუხაროა, რომ ამდენი ბოროტების მიუხედავად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ერთი მოძღვარი ლაპარაკობს, სტალინის პიროვნების უარყოფითად შეფასება საფრთხილოდ მიგაჩნია. რა არის საფრთხილო? სტალინის ძაგება? დეკანოზ ამბაკუმის გინება, მისი ლანძღვა, "ცრუდ" მოხსენიება, დეკანოზისა, რომელმაც, როგორც დღეს გაარკვია თქვენმა ეკლესიამ, თურმე სრულიად უდანაშაულოდ დაუსჯიათ, და რასაც იცავდა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ყოფილა, საამაყო საქმეა? და რატომ? მინდიაშვილმა იცის რას ლაპარაკობს და იმიტომ? დარწმუნებული ვარ რომ არ იცის. მინდიაშვილი არის უმძიმეს ხიბლში და ამ ადამიანს მგონი შველა სჭირდება. ხიბლი არის უმძიმესი სულიერი დაავადება და ადვილად როდი იკურნება. ხოლო თქვენი პოზიცია არის ჩვეულებრივი ფანატიზმი. არ გამიგია სხვისი სულიერი მდგომარეობის ხედვა ადამიანის შესაძლებლობებში შედიოდეს და მათი შეფასება და საკუთარი თავისთვის დიაგნოზების დასმის უფლების მიცემა - ასეთი ქრისტიანობაც არვიცი ეს პოზიციებია ფანატიზმი, და ჯვრის გარეგნული გამოსახვის გამო განხეთქილება , დაუმორჩილებლობა და განკითხვა ეკლესიის - ცოცხალი სარწმუნოება? |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#197
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
dzvelmartlmadidebeli მაპატიე, მაგრამ უსუსური არგუმენტია. მაცხოვრისთვის ყველა ენა ერთნაირად ახლო და საყვარელია, როგორც ბერძნული, ებრაული და ლათინური, ისე მონღოლური და პუშტუ. მაგრამ რაც შეეხება ბერძნულ ენას, მისი პრივილეგია ახალი აღთქმის ეკლესიაში წმინდა წერილით და ეკლესიის პირველივე საუკუნეებიდანვე არის დადასტურებული: 1. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: "იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მთ. 5; 17) რა არის იოტა? ბერძნული ანბანის ყველაზე პატარა ასო. რატომ მოიყვანა მაცხოვარმა შედარება იმ ასოსთან, რომელიც შეიძლებოდა არ სცოდნოდა ქართველს, სომეხს, თრაკიელს, ალბანელს და უპირველესად – ებრაელს? 2. რატომ ვეძახით ყველა ქრისტიანი კაცთა საცხოვნებლად მოსულ ძე ღმრთისას მასზე არსებული ღვთივცხებულობის (ჰა-მეშიახოთ) ბერძნულ თარგმანს – ქრისტეს? 3. რატომ ვეძახით ყველა ქრისტიანი მოციქულთა თავს – სიმონს მისთვის მაცხოვრის მიერ შერქმეული მეტსახელის (კეффა) ბერძნულ თარგმანს – პეტრეს? 4. რატომ დაუშვა მაცხოვარმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულთმოფენობის დღეს მოციქულები სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, ახალი აღთქმის წმინდა წერილი პრაქტიკულად მხოლოდ ერთ – ბერძნულ ენაზე დაწერილიყო? 5. რას ნიშნავს ის, რომ ქრისტეს შობამდე საუკუნეებით ადრეც ბერძნულ ენას ჰქონდა ასო Χ, ნიშნად დამარხული საიდუმლოსი ჯვარზე გაკრული ქრისტესი? 6. რატომ არის დადგენილი, რომ მაცხოვრის ყველა ხატს, განურჩევლად ერისა, ეროვნებისა და ეკლესიისა, შარავანდედში უნდა ჰქონდეს გამოსახული ჯვარი და მასზე მხოლოდ ბერძნულენოვანი წარწერა – Ο ΩΝ – ანუ მარადმყოფი? ამიტომ, ტყუილად ნუ გიკვირს, ჩემო მეგობარო, რომ სასულიერო პირები ეროვნების მიუხედავად, ბერძნულ ანბანზე გამოსახავენ მაცხოვრის სახელს ![]() ცნობილია, რომ მაცხოვრისა და მოციქულების დროს, მთელს რომის იმპერიაში ბატონობდა ბერძნული ენა. ის იყო საყოველთაო, რადგან ყველას ესმოდა და ყველა ამ ენაზე ლაპარაკობდა. ახალი აღთქმის წიგნები, რომლებიც ღმრთის განგებით უნდა მიეღო ყველა ეკლესიას, დაიწერა ბერძნულ ენაზეც, თუმცა მათი მწერლები, წმ. ლუკას გამოკლებით, იყვნენ იუდეველნი. აღსანიშნავია, რომ ის ბერძნული ენა, რომელზეც დაიწერა ახალი აღთქმის წიგნები, კლასიკური ბერძნული კი არ არის, არამედ ე. წ. "კოინეს" დიალექტი, მიახლოებული ძველატიკურ დიალექტთან და სრულიად განსხვავებული სხვა დიალექტებისგან. გარდა ამისა მასში შესულია მრავალი არამეიზმები და სხვა უცხო სიტყვები. ამ ენით გადმოიცა ის ძირითადი ახალაღთქმისეული ცნებები, რომელთა გამოსათქმელად იყენებდნენ ძველ ბერძნულ სიტყვებსაც. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ამას რა კავშირი აქვს სახელობით წყობასთან? თუ იმის თქმა გინდა, რომ რადგან მთელი წმიდა წერილი ბერძნულად დაიწერა და მაცხოვრის სახელიც და ნიმბის ნიშნებიც ბერძნულია (ეს უკვე გვიანდელი ხატმწერლობითი ტრადიციაა), სახელობითი კურთხევაც ბერძნული უნდა ყოფილიყო? მაშ, რატომ არ არის პირჯვრისწერა ბერძნული წყობით? რა დაშავდებოდა რომ ადამიანებს ქრისტეს აღსარების ნიშნად ამ თითებით დაეწერათ პირჯვარი? უნდა ვიცოდეთ, და ამის მტკიცებულებები მოჰყავს პროფ. გოლუბინსკის, რომ სახელობითი წყობა გაჩნდა საბერძნეთში არა უადრეს XVI საუკუნისა. ძველ საუკუნეებში ამ წყობის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს. ჩვენ იმდენს ვლაპარაკობთ თითების წყობის დოგმატურობაზე, რომ უნდა გეფიქრა, თითებში ყოველთვის მოიაზრებოდა სწავლა-მოძღვრებითი ნიშანი და არა მარტო სახელი უფლისა. ქრისტე რომ ქრისტეა და იესუ ჰქვია (სხვათა შორის ეს ებრაული სახელია. მომდინარეობს სიტყვებიდან "იეშუა", "იეჰოშუა" ანუ უფალი აცხოვნებს) აღიარებს ყველა ერეტიკოსი. იეღოვას მოწმეებს რომ ჰკითხო ისინიც კი გეტყვიან რა ჰქვია მაცხოვარს, მაგრამ აღიარებენ კი მას ღმერთკაცად? ამდენად, პირჯვრის საწერი და კურთხევის გასაცემი წყობა ყოველთვის გამოხატავდა დოგმატურ სწავლებას (სამება - ქრისტეს ორბუნებოვნება) და არა უბრალოდ სახელს იესუსი. ამდენად, იმ ვითარებიდან, რომ ბერძნულ ენას გარკვეული უპირატესობა მიუღია სხვა ენებთან შედარებით, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ კურთხევის გაცემა ხდებოდა ბერძნულენოვანი წყობით. ამ წყობას სხვა ნაკლოვანებებიც აქვს. მაგალითად, რომელი მიმართულებით უნდა წაიკითხოს ის კურთხევის მიმღებმა, მარჯვნიდან მარცხნივ თუ მარცხნიდან მარჯვნივ? რა ასოს გამოხატავს გადაჯვარედინებული ცერი და არათითი - X-ს? არადა ეს ბერძნული ალფაა (α) და არა X. დაბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი. სახელობითი წყობა ახალბერძნულია, ის ჩნდება დაახლ. XVI საუკუნიდან... როგორც ჩანს, ეს არის იმ წყობის ტრანსფორმაცია, რაც შენს მიერ დამოწმებულ ანჩისხატსა და წილკნის ღვთისმშობლის ხატებზეა. ეს კი სულ სხვა წყობაა... მტკნარი სიცრუეა! ეს დაშვებულია და არვინ კრძალავს. თანაც ეს მიღებულია რუსულ ეკლესიაში, (და არა მარტო) რომელსაც ბევრი ძველმართლმადიდებლური ეკლესია შეუერთდა და არ აძალებენ სამი თითით პირჯვრისწერას. თანაც ჩვენი სასულიერო პირები ორი თითითაც გვლოცავენ და თან ბევრ ხატზე ორი თითია გამოსახული: ![]() კარგი რა, რამდენჯერ უნდა ვთქვათ რო აქ არის ქრისტეს ორი ბუნებაც, ეს ისეთივე ადვილად შესამჩნევია როგორც იმის შემჩნევა რომ მონოფიზიტური დატვირთვა არ აქვს. თან ზემოთ დაწერილი ტყუილის შემდეგ ეს არგუმენტიც საეჭვოა არის თუ არა სწორი კრებაზე რა არ თქვეს. და ვინც აკრძალა და დევნა დაუწყო მეძველწესეებს, ეგ მაგის დანაშაულია. და თუ წმინდა სამებას ვაღიარებთ, ძე ღვთისას არ ვაღიარებთ? რომ არაფერი ვთქვათ ორ მოხრილ თითზე? ანუ შეიძლება ადამიანი წმინდა სამებას ძე ღვთისას გარეშე აღიარებდეს? მე არ მითქვამს, რომ თქვენი ეკლესია მონოფიზიტურია ან ქრისტეს ორბუნებოვნებას არ აღიარებს... მე ვამბობ, რომ ორი თითით პირჯვრისწერის უძველესი, მართლმადიდებლური წესი უკეთესად გამოხატავს ამას. სამი თითით პირჯვრისწერა რუსეთში დაამკვიდრეს ბერძნებმა, 1667 წლის კრების აქტებში ნათქვამია, რომ პირჯვრისწერაში მნიშვნელობა აქვს პირველ სამ თითს, რითაც იწერენ პირჯვარს, ხოლო ბოლო ორი მოკეცილი თითი გაუქმებულია. ძველმოწესეებთან პოლემიკის პროცესში, ახალმოწესეები მიხვდნენ, რომ მათ თითების წყობაში ორბუნებოვნებაც უნდა ჰქონოდათ გამოხატული, ამიტომ, მოგვიანებით ამ მოკეცილ ორ თითს მიანიჭეს ქრისტეს მნიშვნელობა, თუმცა ესეც კერძო დონეზე, რომელიც შემდეგ პოპულარული გახდა, რადგან ჩვენთვის უცნობია რომელიმე კრება რუსეთში, ან საბერძნეთში (საქართველოზე ლაპარაკიც კი ზედმეტია), რომელსაც კრებითად მიეღოს ამ მოკეცილი ორი თითის მნიშვნელობა. წმიდა სამების აღიარებაზე კი არ ვდავობთ, არამედ იმაზე, რომ თითებში უნდა იყოს გამოხატული სრული აღმსარებლობა. წმიდა სამებისა ცალკე და მაცხოვრის ორბუნებოვნებისა ცალკე. მაინტერესებს, რა უჭირს ასეთი თქვენს ეკლესიას, რომ დაუბრუნდეს ორ თითს, და ყოველგვარ დავას ამ საკითხზე ხომ ბოლო მოეღება. იქნებ აცნობოთ თქვენს მოძღვრებს, მოითხოვოთ და დააყენოთ საეკლესიო კრებებზე, გადავიდეს საქართველოს ეკლესია ძველ, მართლმადიდებლურ თითების წყობაზე. მაგრამ, ვგონებ ამას ოფიციალური საეკლესიო ხელმძღვანელობა არ იზამს. შეეშინდებათ, სტაროვერებმა თავისი გაიტანესო და არ დათანხმდებიან. არადა ჩვენ ყველაზე მეტად გაგვიხარდებოდა ასეთი შემობრუნება... ძველმართმადიდებელს რა მინდა ვკითხო, შენი პოზიცია მთლიანად რო გახდეს ცნობილი: ღოგორც მივხვდი ამბობ, რომ 1667 წლის შემდეგ რუსეთში ცეცხლითა და მახვილით დამკვიდრდა სამი თითი პირჯვრის გადაწერის წესი, 1) საინტერესოა საქართველოში როგორ და როდის მოხდა ეს ყველაფერი შენი ვერსიით და 2) უფროს საინტერესოა სხვა ეკლესიებმა, რომლებზედაც გავლენა რუსეთის ეკლესიას და რუსულ პოლიტიკას ვერ ექნებოდა (ბერძნული და სხვ) როგორ და როდის შეიწყნარეს ეს წესი სამი თითით პირჯვრის გადაწერისა. და ბოლოს ერთსაც ვიკითხავ, კი ვახსენე ზემოთ და იქნებ მიპასუხოთ ვინმემ ეს ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა შეუძლებელია ერთი უბრალო მიზეზის გამო. რუსეთისგან განსხვავებით, სადაც ამ ცვლილებებს ერთი ხელის მოსმით მიეცა დასაბამი და ცეცხლითა და მახვილით დაამკვიდრეს, სხვაგან ის თანდათანობით მკვიდრდებოდა. საქართველოს რაც შეეხება, აქ საბოლოო წერტილი საეკლესიო გადმოცემების შერყვნას დაუსვა კათალიკოსმა ანტონ I-მა. მან, როგორც კორნელი კეკელიძე ბრძანებს, რუსულის (ცხადია ნიკონიანურის) მიხედვით გადააკეთა ყველა ქართული სალიტურგიკო წიგნი და ქართული ეკლესიის ლიტურგიკული პრაქტიკა რუსულს მიამსგავსა. როგორც კორნელი კეკელიძემ თქვა, ანტონ პირველმა "ქართულ ეკლესიას მისცა რუსული ფიზიონომია". ამ ფიზიონომიას ატარებს დღემდე თქვენი ოფიციარლური, "მართლმადიდებელი" ეკლესია და კარგი იქნება ის ისევ ძველ სახეს რომ დაიბრუნებდეს. ძალიან გვსურს ამის ხილვა. იმედია, ეს ოდესღაც მოხდება. და ჩვენს შორის ლიტურგიკულ-წეს-ჩვეულებითი განსხვავებანი აღარ იქნება. ამას კი უნდა საკითხების სერიოზული, ობიექტური შესწავლა და არა ნიშნისმოგებით ლაპარაკი და ლანძღვა... საქართველოს კიდევ ერთი რუის-ურბნისი სჭირდება მე თუ მკითხავ... ხოო აქვე ობიექტურობისათვის რა ვიპოვე ვიკიპედიაში: ანუ რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2 თითით პირჯვრის გადაწერა, ისევე როგორც სამი სწორად ჩათვალაო აი ლინკიც: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D1%80%....84.D0.B8.D1.8F ასევე აქვე იღუმენი კირილის სტატიაც: "Пора бы возвращаться к нашему исконному двоеперстному крестному знамению" http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=70214&cf= თუ ვინმემ იცით 1971 წლის გადაწყვეტილების შესახებ იქნებ დაადასტუროთ ან პირიქით...ამას იმოწმებს ძველმართლადიდებელიც კანონისტ შენ ხომ არ იცი რამე? მე ვიცი ამის შესახებ. სრული სიმართლეა, რომ რუსეთის ეკლესიამ 1971 წელს ყველა ძველი წესი, რომელიც ნიკონის რეფორმის დროს შეაჩვენეს და უარყვეს, მაცხოვნებლად და მადლმოსილად აღიარა. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. თუ არ ვცდები, ამ კრებას თქვენი პატრიარქი ილია II-ც ესწრებოდა. მოგიყვან ციტატას მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის, რეგენტისა და მკვლევარის ბ. კუტუზოვის წიგნიდან: "XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა: ტრაგიკული შეცდომა თუ - დივერსია?" "1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა. "მაცხოვნებლად" და ახალი წესების "თანაბარმნიშვნელოვნად" აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებები. მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა დახასიათებული იყო, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.)", Москва 1972). კრებამ საჭოჭმანოდ მიიჩნია საკითხი, რამდენად აუცილებელი იყო პირჯვრისსაწერი ორი თითის შეცვლა სამი თითით. ეს დადგენილება მოულოდნელი შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ იმას, ვინც პრობლემას არ იცნობს. სიმართლე თუ გნებავთ, 1971 წლის კრებამ მხოლოდ შეაჯამა ძველ წეს-ჩვეულებებზე გამართული მრავალწლიანი დისკუსია და, მოკლედ თუ ვიტყვით, დაამტკიცა უწმინდესი სინოდის ჯერ კიდევ 1929 წელს მიღებული დადგენილება. აი, როგორ ჟღერს იგი საკრებო განსაზღვრებაში: "განვიხილეთ რა საკითხი… საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკუკრი და ისტორიული თვალსაზრისით, საზეიმოდ ვაცხადებთ: დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი რუსული წესების მაცხოვნებლობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი არის ისევე მაცხოვნებელი, როგორც ახალი წესები და არის მათი თანაბარმნიშვნელოვანი. დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი წესების, განსაკუთრებით კი ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა მაძაგებელი გამონათქვამის შესახებ. ყველა ასეთი გამონათქვამი, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ის გამოთქმული, არ არსებულად შეირაცხოს. დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება მოსკოვის 1656 წლის კრებისა და მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების წყევლა-კრულევბის გაუქმების შესახებ, რომლებიც ამ კრებებმა დაადო ძველ წეს-ჩვეულებებსა და მათს მიმდევარ მართლმადიდებელ ქრისტეანებს და ეს წყევლა-კრულვანიც არარსებულად შეირაცხოს (იქვე). შეიძლება ითქვას, რომ აღსულდა ის, რის შესახებაც 1912 წელს წერდა დიდი საკლესიო ისტორიკოსი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის აკადემიკოსი ნ. ფ. კაპტერევი: "1667 წლის კრების მიერ ძველი რუსული საეკლესიო წეს-ჩვეულებების დაგმობა, როგორც ამ საკითხის ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოკვლევა აჩვენებს, იყო სრული გაუგებრობა, შეცდომა და ამიტომაც მთელი ეს საქმე უნდა დაექვემდებაროს ახალ საეკლესიო გადასინჯვას და გამოსწორდეს, რათა აღსდგეს მშვიდობა და აღმოიფხვრას მრავალსაუკუნოვანი მტრობა ძველმოწესეებსა და ახალმოწესეებს შორის, რათა რუსეთის ეკლესია კვლავ იმ ერთობას დაუბრუნდეს რაც იყო ნიკონამდე" (Каптерев. Н. Ф. "патриарх Никон и царь Алексей Михайлович", Сергиев Посад, 1912 г., т. 2, стр. 529). ამრიგად, თუკი ძველი წესები ახალი წეს-ჩვეულებების თანაბარმნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იბადება კითხვა: საერთოდ რა საჭირო იყო ნიკონის რეფორმა? ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დეკანოზმა იოანე ბელევცევმა. თავის მოხსენებაში, რომელიც მან წაიკითხა 1987 წლის მაისში მოსკოვში გამართულ საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე, პროფესორმა ი. ბელევცევმა განაცხადა, რომ ნიკონის რეფორმა "საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, სრულიად უსაფუძვლო და არასაჭირო იყო" (Русский раскол XVII в. (Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-ой международной, церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.)" -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#198
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ასე მალე ნუ იზეიმებ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ხვალ კიდე დავდებ იმ წიგნიდან და მოამზადე არგუმენტები. ისე, ივერიის ღვთისმშობლის მარლაც და კანონიკურ ხატზე მაცხოვრის თითების კომბინაცია სრულიად ნათელია და სიყალბეა ის, თითქოს ედიშერმა განგებ სხვაგვარად წარმოადგინა იგი. ამ ხატის კანონიკური ასლი დაბრძანებულია სიონში და იგია სწორედ ,,სმართალმემკვიდრე" დედნისა.
|
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#199
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
+1 ვეთანხმები სრულად კანონისტს და მისივე ძველ პოსტს ვდებ დაახლოებით 2 წლის წინანდელს: ყურადღება მიაქციეთ წლებს ანუ საუბარია მე-12 საუკუნეში 3 თითი პირჯვრის წერის წესის არსებობაზე ახლა არ დაიწყოთ ეგ პაპიაო და ასე შემდეგ... აქ მნიშვნელოვანია, რომ 1667 წელს არ დაწყებულა ყველაფერი, როგორც ძველმართმადიდებელი გადმოგვცემს. ცოტა ღმად უნდა ისტორიულ ფაქტებს შესწავლა როგორც ჩანს დიდი მადლობა ამ მოწმობისთვის. ძველმართლმადიდებლები თავიანთ წყაროებში გადმოსცემენ, რომ სამი თითით პირჯვრისწერის ჩვეულება არის ლათინური. იმოწმებენ რომის პაპ ფორმოსსაც, რომელიც თურმე სამი თითით იწერდა პირჯვარს. შენი ეს მოწმობა ძალიან საინტერესოა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამი თითი არის მწვალებელთა გამონაგონი და ის, სხვა სიახლეებთან ერთად დანერგეს ლათინებმა მართლმადიდებლურ საბერძნეთში. განსაკუთრებით XII-XV საუკუნეებში. კონსტანტინოპოლის თურქების მიერ აღებისა და აღმოსავლეთის უმძიმეს ვითარებაში ჩავარდნის შემდგომ. საგულისხმოა სწორედ, რომ პირჯვრისწერის წესის ამ ფორმის (ანუ სამი თითის) გავრცელებას აღმოსავლეთში ლათინურ წყალპკურებით "ნათლობასთან" ერთად, ვარაუდობენ, სწორედ XII-XIII საუკუნეებში. ცხადია არა საყოველთაოდ, თანდათანობით. ამ თემაშI ბევრი საინტერესო იწერება, მაგრამ ერთი რამ არ მომწონს. კატეგორიულობა. სიმართლე რომ ვთქვა ეს ხელწერაც სწორედ ამ კონტექსტშია მოტანილი და შესაბამისად არასწორ მიმართულებას მიცემული. მე ერთი თხოვნა მექნება, მოსაუბრეებმა ბოლომდე შეინარჩუნონ ერთმანეთის პატივისცემა, როგორც სხვა ისევე მეც ამ შემთხვევაში მხოლოდ მკითხველის პოზიციას დავიჭერ. საინტერესო საუბარია და გთხოვთ უბრალოდ ამ საუბარს ნუ დაამახინჯებთ. მერამდენე გაფრთხილებას გაძლევ. გასაგებია რომ არ მოგწონს მისი შეხედულებები (ამ საკითხში რასაც შენ აღნიშნავ არც მე ვეთანხმები, ცხადია), მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას ასე ისაუბრო. დამეთანხმები, რომ მართლმადიდებელი ასე ადამიანზე არ ლაპარაკობს. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#200
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
აუ, მე ისევ პატარა დრო მაქვს და მომიწევს ერთი მცირე კითხვის დასმა. ჩემი სტილი ასეთია, ყველა კანონში ვეძებ შინაარსს... მოკლედ არავინ დაობს, რომ ორი თითით პირჯვრს წერა არის ძველი ტრადიცია, და აქ შენ მოიყვანე რამდენიმე მაგალითი, სადაც წმინდანები ამბობენ, რომ ორი თითით გადაიწერეთ თორემ ანათემაო. მიპასუხე თუ შეიძლება, ეს იმიტომ იყო ასეთი მკაცრი ფორმით ნათქვამი, რომ ისინი, ვინც იწერდნენ არა ასეთი ფორმით მონოფიზიტობას აღიარებდნენ ამით, თუ იმიტომ, რომ თავად ფორმა იყო მიუღებელი შინაარსის გარეშე? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 06:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი