![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#241
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
agmsarebeli
,,წმინდა ეპიფანე კვიპრელის(IVს.) სახელგანთქმულ შრომაში ,,წვალებათა წინააღმდეგ", მოთხრობილია, თუ როგორ გადაწერა პირჯვარი იოსებ ტიბერიადელმა ებრაელ მწვალებელთა მიერ შერყვნილ ჭურჭელს. წმ. ეპიფანე გვაუწყებს: თავისი თითით ჯვრის ბეჭედი გადაწერა მან ჭურჭელს და მოუწოდა იესოს სახელს. წმ. ეპიფანე კვიპრელი, წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი ი, ტომი II, XXX, იხ. პგ.41,სვ.428." (ედიშერ ჭელიძე: ,,ეკლესია-სძალი უფლისა"). პასუხი: წინა პოსტებში ჩვენ განვიხილეთ წმ. მელეტის მაგალითი. წარმოდგენილ იქნა ორი ვერსია ერთი ედიშერ ჭელიძის წიგნიდან, ხოლო მეორე ასმუხლიანი კრების საქმეებიდან (მისი მსგავსია საპატრიარქოს ჟურნალ "ჯვარი ვაზისა"-ში დაბეჭდილი მოწმობაც). ედ. ჭელიძის წიგნში მოტანილი მაგალითი აჩვენებს თუ როგორ ასწავლა სამი ღვთაებრივი პირის ერთობა წმ. მელეტიმ და არ არის ნათქვამი, რომ მისით ან აკურთხა ვინმე ან პირჯვარი გადაიწერა. მიუხედავად ამისა ედ. ჭელიძემ მის მიერ გადმოცემული შემთხვევა პიჯრისწერას და კურთხევას მიუყენა, რაც ჩემი აზრით, არაკორექტულია და არასწორია. რაც შეეხება ჩემს მიერ დამოწმებულ მეორე მოწმობას, იქ აშკარად არის ნათქვამი რომ მელეტიმ შეკრებილ ერს გადაწერა ჯვარი, ანუ აკურთხა ისინი ორთითიანი წყობით. ასმუხლიანი კრება ჩემთვის საკმაოდ ავტორიტეტული კრებაა. ვფიქრობ საწყენი არ უნდა იყოს ის, რომ როდესაც წყაროებს ვიმოწმებთ, უპირატესობა მივანიჭოთ არა რიგითი ერისკაცების შეხედულებას, თუნდაც ის საპატრიარქოს ლექტორი იყოს, არამედ წმიდა მამების აზრს. მეცნიერის აზრს გავითვალისწმინებთ იქ, სადაც ეს აუცილებელი იქნება და მომავალში მეცნიერთა აზრსაც დავდებ იმის საჩვენებლად რომ ორი თითით პირჯვრისწერა ნამდვილად მართლმადიდებლურია და ძველია. ამდენად, "აღმსარებელო", მოდი ჯერ პირველი მაგალითის შესახებ გამოთქმული წყაროებიდან დასკვნა გავაკეთოთ და მერე გადავიდეთ წმ. ეპიფანეს მიერ მოტანილ შემთხვევაზე. ჩემი დასკვნა ასეთია: მელეტიმ აჩვენა ორი თითი და მისით აკურთხა. ასმუხლიანი კრების საკვირველმოქმედ მამებს მე ვერ შევედავები და ვერ უარვყოფ. მათი მოწმობა თქვენს მიერ მოტანილ ნებისმიერ მოწმობაზე უფრო ავტორიტეტულია. (კარგი იქნება თუ ავტორიტეტთა პრიორიტეტებს დავადგენთ და გავითვალისწინებთ. პრიორიტეტი კი ყოველთვის წმიდა მამათა მტკიცებულებას ეკუთვნის). თუ რატომ არის ასეთი განსხვავება ამ ორ დამოწმებულ წყაროს შორის (ედ. ჭელიძისა და საპატრიარქოს ჟურნალისა, ან ასმუხლიანი კრებისა) მელეტის მიერ ნაჩვენები თითების შესახებ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და ალბათ მეცნიერებმა უნდა გამოიკვლიონ. მე კი, როგორც უკვე ვთქვი, მივსდევ "ასმუხლიანი" კრების წმიდა მამებს. ველოდები თქვენს დასკვნას: ან უნდა აღიაროთ, ასმუხლიანი კრების უპირატესობა და მიიღოთ ის განმარტება, რასაც ისინი გვთავაზობენ, ან გამოაცხადოთ, რომ უპირატესობას ანიჭებთ ჭელიძისეულ ინტერპრეტაციას და მას იზიარებთ. გარკვეული პოზიციების დაფიქსიერება საჭიროა დასკვნების გასაკეთებლად. მე მაინტერესებს, რელიგიური, სარწმუნოებრივი საკითხების განხილვისას ჩემი ოპონენტები, და მათ შორის თქვენც, ვის და რატომ ანიჭებთ უპირატესობას. agmsarebeli "არ არის ერთი თითი პირჯვრის წერა მონოფიზიტობი აღიარება, ის უმალ სამების ერთარსობის გამოხატულებაა". პასუხი: ერთი თითი რომ მონოფიზიტობის აღიარებაა ეს მე არ მითქვამს, ამაზე უტყუარი ისტორული წყაროები არსებობს. მოგვიანებით დავდებ. sopo... "საეკლესიო დადგენლება თუ წმ მამების სწავლება არც ორთითზე არსებობს და არც სამზე, ეს არის ეკლესიის მიერ დადგენილი და აღიარებული და არ შეიცავს მწვალებლურ შინაარსს არცერთი" პასუხი: ორ თითზე არსებობს საეკლესიო დადგენილებები, სამ თითზე კი არა. 1) უპირველესად მივუთითებთ ძველ კურთხევანებში შეტანილ მიღების წეს-განგებას მონოფიზიტების მართლმადიდებლობაში მიღებისა. ალბათ ვიცით, რომ ასეთი წეს-განგებები ყოველთვის მიიღებოდა კრებითად და ის არ გამოხატავდა კერძო შეხედულებას. სხვა სარწმუნოებიდან მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევისთვის ეკლესიას გააჩნია კრებითად მიღებული ფორმები მწვალებელთა მიღებისა. ასევე ე. წ. უარყოფის ტექსტები, სადაც ჩამოწერილია კონკრეტული მწვალებლობის ცდომილებები, რომელსაც სათითაოდ უარყოფს ერეტიკოსი და აღიარებს მართლმადიდებლურად. მაგალითად იუდეველობიდან მოქცეულებს აგმობინებენ ამ სარწმუნოებისთვის დამახასიათებელ ცდომილებებს, ასევე მუსლიმებს, ლათინებს და ა. შ. 2 ) გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე მოსკოვის ასმუხლიანი კრების (1551 წ.) განჩინება ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ, რომელიც მიიღეს იმ დროს რუსეთში შემოსული სამთითიანი პირჯვრისწერის აღმოსაფხვრელად. 3) არსებობს აგრეთვე კონსტანტინოპოლის 1170 წლის 29 ივლისის ადგილობრივი კრების მოთხოვნა მონოფიზიტ მწვალებელთა მიმართ, რომელთაც კრებამ მოსთხოვა ორი რამ: 1) საზიარებელ ღვინოში არ შეერიათ ზეთი (ანუ იმდროინდელი მონოფიზიტები ევქარისტიის საიდუმლოს შესრულებისას საზიარებელ ღვინოში ზეთსაც ურევდნენ) და პირჯვარი გადაეწერათ ორი თითით. 4) ცნობილი ათონელი მოღვაწე, თქვენი ეკლესიის ერთ ერთი ავტორიტეტი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი ცნობილი "უხილავი ბრძოლის" და ასევე არანაკლებად ცნობილი ბერძნული დიდი რჯულისკანონის "პიდალიონის" კომენტატორი, წმ. ბასილი დიდის 91 კანონის განმარტებაში წერს, რომ ბასილის სიტყვები: "მორწმუნეების მიერ ჯვრის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა ჩვენ წერით" გულისხმობს ორი თითით პირჯვრისწერას. ნიკოდიმოსის თქმით ეს ფორმა პირჯვრისწერისა არის ძველთაძველი. ძველი, საეკლესიო-კრებითი დადგენილებები პირჯვრის სამი თითით გადაწერის შესახებ კი ნამდვილად არ არსებობს. ყოველ შემთვევაში მე არაფერი ვიცი ამის შესახებ და თუ ვინმემ იცის დამიმოწმოს. შენიშვნა 1: ტერტულიანესთან დაკავშირებით მინდა შეგნიშნოთ, მე გთხოვეთ ზუსტად დაგემოწმებინათ ტერტულიანე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოგეტანათ ტერტულიანეს ნათქვამი ფრაზა. დაგესახელებინათ ის წყარო, სადაც თქვა მან ამგვარი რამ. თქვენ დამიმოწმეთ ლინკი, სადაც მოცემულია ტერტულიანეს ნაშრომი, მაგრამ უცხო ენის არცოდნის გამო გაგვიჭირდა ფრაზის მოძებნა. თუ უფრო კონკრეტული იქნებით შეგვეძლება ამ საკითხზე მსჯელობა. შენიშვნა 2: თითების წყობის ის ფორმები, რომლებიც თქვენ ლინკების სახით დაიმოწმეთ არ გახლავთ პირჯვრისწერის ფორმა. ის არც კურთხევის ფორმაა. ე. გოლუბინსკის თქმით ასეთი ფორმები წარმოადგენენ ე. წ. "ორატორულ ჟესტს", ანუ ხატის დინამიურობას, მქადაგებლობას. ამ დღეებში დავდებ პროფ. ე. გოლუბინსკის ამ გამონათქვამს და ერთად ვიმსჯელოთ. უნდა დამეთანხმოთ იმაში, რომ თქვენს მიერ ნაჩვენები წყობა არაფრისთვის არ გამოიყენება ეკლესიაში. ის თქვენს ეკლესიაშიც კი არ გამოიყენება და ამ საკითზე დავას აზრი არა აქვს. რაც შეეხება ლინკს, რომელიც სერაფიმე საროველის მიერ სამი თითით გადაწერას აჩვენებს, ალბათ უნდა მიხვდეთ, რომ ის ჩვენთვის წყარო და რაიმე ავტორიტეტი ვერ იქნება. სერაფიმე საროველი არის "წმინდანი", რომელიც შერაცხა თქვენმა ეკლესიამ განხეთქილების შემდეგ. მისი "წმინდანობა" საეჭვო იყო იმდროინდელი მმართველი სინოდისთვისაც (უფრო დაწვრილებით იხ. აქ: http://www.oldorthodox.ge/wrl_serafime_saroveli.html). მოგვიანებით სერაფიმე წმინდანად შერაცხეს მეფე ნიკოლოზ II-ის კატეგორიული მოთხოვნით. იმ დღიდან არის "წმინდანი" სერაფიმე. ამდენად მისი ხატები სამი თითით პირჯვრისწერის დასამტკიცებლად არ გამოგადგებათ. damiane80 "მე არ უარვყოფ, რომ პირჯვრის გადასახვა 2 თითითაც შეიძლება სწორის იყოს (თუ დოგმატურ შინაარს სწორად დებ), მაგრამ აი შენ კი ერთადერთ სწორ ფორმად 2 თითით პირჯვრის გადაწერა მიგაჩნია. მე კიდე ანჩისხატის მაგალითზე გაჩვენე, რომ ეს ასე არ არის და გადამწყვეტი მნიშვნელობ არა თითების თანმიმდევრობას აქვს, არამედ შინაარს, რასაც ვდებთ შიგნით. შინაარსით კი შენ იგივე აზრით იწერ პირჯვარს როგორც მე". პასუხი: ხატებზე გამოსახულ სხვადასხვა წყობებზე მოკლე განმარტება ზემოთ უკვე დავწერე, ამიტომ არ გავმეორდები. აქ მოკლედ ვიტყვი: ანჩისხატზე გამოსახული წყობა არ არის არც პირჯვრისსასწერი და არც კურთხევის გასაცემი. არსად, არცერთ კრებას თუ მამას ამგვარი წესები არ უსწავლებია. სხვათა შორის არსებობს ასევე ძველი ხატები, სადაც თითების წყობა სხვაგვარად არის. და როგორ ფიქრობთ, შეიძლება ყველა ის წყობა, რომელთაც კი ძველ ხატებზე შევხვდებით კურთხევის გასაცემ ან პირჯვრისსაწერ წყობად მივიჩნიოთ? სად და ვინ თქვა ამგვარი რამ? თანაც, მაშინ გამოდის, რომ თითების წყობას წარამარა ცვლიდნენ, ხან როგორ იყო და ხან როგორ. ამას კი არ ადასტურებს არც ეკლესიის ისტორია, არცერთი სამეცნიერო ნაშრომი და არც ეკლესიის მამათა სწავლანი. ნუ გამოვიგონებთ იმას, რაც არასდროს ყოფილა. ანჩისხატის თითების წყობა არ არის კურთხევის და პირჯვრისწერის მაჩვენებელი! და ბოლოს, ერთხელ, წინა პოსტებში, უკვე ვთქვი, რომ ეკლესიას მიღებული აქვს გარეგნული ფორმა, რითაც სიმბოლურად გამოხატავს სამების ერთობას და ქრისტეს ორბუნებოვნებას. მსჯელობა იმის შესახებ თითქოსდა უმთავრესია თუ ვინ რა აზრს დებს ამ ფორმებში მთლად მისაღები არ არის. იმიტომ, რომ ვერავის გულისთქმას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ვინმე ორი თითითაც რომ იწერდეს პირჯვარს და მასში ნესტორიანულ შეხედულებებს დებდეს, მე როგორ უნდა გავიგო. შინაგანი აღმსარებლობა მართლმადიდებლურ ფორმათა (რომლებიც არიან კონკრეტული დოგმების გამომხატველნი) აღიარებით უნდა გამომჟღავნდეს. აქედან აუცილებელია პირჯვარს ვიწერდეთ ისე, როგორც გვწამს. ამ თვალსაზრისით, წმ. ბასილი დიდი სიტყვები უზუსტესად გამოხატავს ჩემს სათქმელს. წმ. ბასილი ნათლისღების ფორმის შესახებ ამბობდა: "თუ ნათლისღებისმიერი მოცემისგან და კეთილმსახურების წესების მიხედვით ვინათლებით, ასევე გვმართებს გვწამდეს, რომ უეჭველად ნათლისღების მსგავს აღსარებას ვაღიარებთ" (წმ. ბასილი დიდის ნეტ. ამფილოქესადმი მიწერილი წიგნის ოცდამეშვიდე თავიდან სულიწმიდის შესახებ. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 431). "შენ შეგიზლია უპირობოდ პირჯვარი გადაისახო 2 თითით და შეერთებულით, მაგრამ ვინ იგივე შინაარსით 3 თითით იწერს პირჯვარს იმათ თუ მწვალებლებად არ მიიჩნევ, მაშინ სადაო აღარაფერი ყოფილა". პასუხი: ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ ვინ რა შინაარსით იწერს პირჯვარს? არსებობს ფორმა, რომელსაც მართლმადიდებლობა ანიჭებს შინაარსს და თუ ასე არ აკეთებ მწვალებელი ხარ. მაგალითად, ნათლობის საიდუმლო წმ. მოციქულთა 50-ე კანონის მიხედვით უნდა შესრულდეს წყალში სამგზის შთაფლვით და წმიდა სამების პირთა მოწოდებით თითოულ შთაფლვაზე, მაგრამ იყვნენ მწვალებლები, რომლებიც სამების სახელს კი მოუწოდებდნენ, მაგრამ შთაფლავდნენ ერთგზის. ამრიგად ირღვეოდა ფორმა და ცხადია მასში ჩადებული შინაარსი. მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში უამრავი ფორმებია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, და ხომ არ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მივცეთ უფლება როგორიც უნდა ისეთი ფორმა დაამკვიდროს ეკლესიაში, ოღონდ მასში "მართლმადიდებლური" აზრი ჩადოს. ზუსტად ასევე უნდა ვიმსჯელოთ პირჯვრისწერის ფორმებთან დაკავშირებითაც. არცერთ ეკლესიაში არ ასწავლიან პირჯვრისწერას "როგორც გინდა, ოღონდ მართლმადიდებლური აზრი ჩადე", არამედ ასწავლიან კონკრეტულ ფორმას. თქვენთან განა ასე არ არის? როგორც მოეპრიანებათ ისე იწერენ მორწმუნეები პირჯვარს? იწერს ვინმე ერთი თითით? და მისცემს კი მღვდელი ამის უფლებას? ჩემთვის ცნობილია, მაგალითად, რომ თქვენი ეკლესიის მღვდლები უკრძალავენ ორი თითით პირჯვრისწერას. მსგავსი შემთხვევები არის სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ძველმართლმადიდებელი მოსწავლეებისგან სჯულის მოძღვრები (მასწავლებლები) ითხოვენ სამი თითით პირჯვრის გადაწერას. სამი თითით პირჯვრისწერისადმი პრინციპულობა ჩანს თქვენს პოსტებშიც. და საერთოდ, აბა სცადეთ და თქვენს ეკლესიაში პირჯვარი გადაიწერეთ ორი თითით და გააკეთეთ ეს ტაძარში შეკრებილი მრევლის და სასულიერო პირების დასანახად, თვალნათლივ დაინახავთ უარყოფით რეაქციას. ვინ იგივე შინაარსით 3 თითით იწერს პირჯვარს იმათ თუ მწვალებლებად არ მიიჩნევ, მაშინ სადაო აღარაფერი ყოფილა". პასუხი: პირადად მე, სამი თითით პირჯვრისწერა მიმაჩნია მწვალებლობად. სამების ჯვარცმად და ქრისტეს ვნებათა დაკნინებად. ამას არ ვამბობ ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით. შეკითხვა დამისვით და გპასუხობთ. უკიდურეს შემთვევაში, სამი თითით პირჯვრისწერა შეიცავს ცდომილებას, მას არ ასწავლის არცერთი წმიდა მამა და აშკარად ჩამოუვარდება ორი თითით პირჯვრისწერის ტრადიციას. საინტერესოა, რატომ არ სურს თქვენს ეკლესიას და თქვენს სამღვდელოებას პირჯვარი გადაიწერონ ორი თითით თუ სჯერათ და აღიარებენ, რომ ეს ძველთაძველი ჩვეულებაა? "შენ მაჩვენე რომელიმე (წმიდა მამა), რომელიც იწერდა პირჯვარს 2 თითით. როგორც შენ თქვი ხატებზე წმინდა მამები პირჯვარს როგორც წესი თვითონ არ იწერენ, სხვა აკურთხებენ, ასე რომ ასეთი რამის ჩვენება როგორც მახსოვს ვერც შენ შეძელი..." პასუხი: ორი თითით პირჯვარს იწერდნენ ასმუხლიანი კრების წმიდა მამები: გური და ბარსონუფი საკვირველთმოქმედნი, მიტროპოლიტი მაკარი, წმ. მღვდელმოწამე ფილიპე. სხვათა შორის, ნიკონის რეფორმების დროს, ძველმორწმუნე მართლმადიდებლებმა რეფორმატორებს უჩვენეს სამი საუკუნის განმავლობაში, მოსკოვის ერთ ერთ ტაძარში უხრწნელად მწოლიარე წმ. ანნა კაშინსკაიას სხეული. წმ. ანნას თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით. ამ მოწმობაზე რეფორმატორები ისე გაგულისდნენ, რომ მოიმოქმედეს უპრეცედენტო რამ, ჯერ ტაძრიდან გაიტანეს და სადღაც დამარხეს წმინდანის გვამი (მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია), შემდეგ კი წმინდანთა დასიდანაც "ამორიცხეს". ამ რამოდენიმე წლის წინათ, მოსკოვის საპატრიარქომ წმ. ანნა ისევ "ჩარიცხა" წმინდანთა დასში. ანუ აღიარა მისი წმინდანობა. ძველ მამათაგან ყველა, ვინც ორი თითით პირჯვრისწერის განმარტებას ითხოვს განა ასე არ უნდა იწერდეს პირჯვარს და ასე არ უნდა აკურთხებდეს? ორი თითით კურთხევის ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ მაგალითს შეიძლება გავეცნოთ იოანე მოსხის "ლიმონარში" (იგივე "სამოთხე". რუს. Луг духовный): აქ მოთხრობილია შემთხვევა თუ როგორ ცდილობდნენ ბერები მოეწამლათ წმიდა ეპისკოპოსი, რომელსაც კათხით წყალი მიაწოდეს დასალევად. წმიდა მამა მიხვდა საძმოს განზრახვას, მაგრამ არაფერი შეიმჩნია "აღიღო კათხაი იგი სავსეი წამლითა და დასწერა მას სამგზის ჯვარი ორითა თითითა თვისითა და თქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა შევსვამ კათხასა ამას, - და შესვა იგი წინაშე მათ ყოველთა და არარაი ევნო მას" (იხ. ქართული მწერლობა. ტ. I. იოანე მოსხი. "სამოთხე". გვ. 398). აღსანიშნავია, რომ ლიმონარი თანამედროვე ქართულ ენაზე გამოსცა არჩილ მინდიაშვილმაც, სიმართლე უნდა ითქვას, ეს ადგილი უცვლელად არის დატოვებული ამ გამოცემაშიც, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ იგივე "ლიმონარში", უკვე წმ. ნინოს მონასტრის გამოცემაში, რომელიც როგორც ჩანს შესრულებულია რუსული გამოცემიდან, ხსენებული შემთხვევა დამახინჯებულია და ორი თითით კათხის გადაწერის ამბავი ამოღებულია. რუსულ წყაროებში ხშირად შეხვდებით ამგვარ დამახინჯებას. ამახინჯებენ თარგმანებსაც. მაგალითად: ნეტ. თეოდორიტეს თხზულებაში "ღმრთისმოყვარეთა ისტორია" გადმოცემულია წმ. ივლიანეს ცხოვრება, სადაც აღწერილია თუ როგორ გადაწერა ჯვრის ნიში თითით ამ წმინდანმა მის წინააღმდეგ აღმართულ გველს და მოკლა იგი. "…ეს ცხოველი თავს დამესხა, - ჰყვება წმინდანი, - და პირი გააღო, რათა ჩავეყლაპე. მაშინ, გამოვსახე რა თითით ჯვრის ნიში (უფრო ზუსტად: გამოვავლინე თითით ძლევის ნიშანი" (Блаж. Феодорит Кирский. История Боголюбцев, изд. "Паломник", 1996 г., Комментарий, стр. 312, ком.: 41), მოვუწოდე ღმრთის სახელს, განვაგდე ჩემგან ყოველი შიში და ვიხილე თუ როგორ დაეცა უსულოდ გველეშაპი" (იქვე, გვ. 157). ნეტ. თეოდორიტეს დასახელებული თხზულების მითითებულ გამოცემაში, რომლის შესავალი წერილი და კომენტარები დაურთავს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პატროლოგს, პროფ. ა. ი. სიდოროვს, ბოლოში მოცემულია ამ შემთხვევის ამსახველი ძველბერძნული ტექსტი, საიდანაც ჩანს, რომ ძველბერძნულში გამოყენებულია ორობითი რიცხვი, თუმცა რუს მთარგმნელებს, ორობითი რიცხვის რუსულში არარსებობის გამო, გადაუთარგმნიათ მხოლობითით. აქედან მივიღეთ ფრაზა "გამოვსახე თითით ძლევის ნიშანი". ამიტომაც, რუსული წყაროებიდან ნასესხები მაგალითები ძალზედ საეჭვოა, რადგან რუსი სასულიერო პირები და ზოგიერთი მეცნიერი, ძველმოწესეებთან პოლემიკის გამო, სპეციალურად ამახიჯებდა იმ ძველბერძნულ ტექსტებს, სადაც გადმოცემულია ორი თითით კურთხევა და პირჯვრისწერა. ერთი "ლიმონარის" მაგალითზე ვნახეთ და მეორე თეოდორიტეს "ღვთისმოყვარეთა ცხოვრებიდან". ამიტომ, კარგი იქნება ერთი თითით ჯვრის გამოსახვის მაგალითები გადამოწმდეს ძველბერძნულ წყაროებში, რომ ვნახოთ როგორ არის აღწერილი იქ ესა თუ ის შემთხვევა. Νικόλαος "ძველმართლმადიდებელს მართლმაც ბევრ კითხვაზე არ გაუცია პასუხი მაგალითად ძველ ხატებზე სადაც თითებით გამოსახულია ICXC და ვერ დაამტკიცა რომ სამი თითით პირჯვრის წერაში მონოფიზიტური დატვირთვაა, არადა კოპტურ და მართლმადიდებლურ ხატებზე ჩანს სად არის მონოფიზიტური დატვირთვა და სად არა, მართალია რაღაც დაწერა მაგრამ დამამტკიცებელ საბუთს ვერ ვპოულობ". პასუხი: თუ შეიძლება მიჩვენეთ ძველი ხატი სადაც თითები გამოსახულია ამგვარი წყობით: ICXC. აქამდე რაც მიჩვენეს (მაგ. ანჩისხატი და სხვა მსგავსი ხატები), არ გამოსახავენ ამ წყობას. გთხოვთ კარგად დააკვირდეთ როგორ გამოისახება სახელობითი წყობა და როგორ ის, რასაც მიმოწმებენ. სამწუხაროა, რომ არ ვიცი როგორ დავდო ხატები ფორუმზე. ეს მომცემდა შესაძლებლობას სამაგალითო ნიმუშები პირდაპირ გვენახა. "ის უდგება სხვა კუთხით ყველაფერს და ამიტომ ვერ გაიგო რომ ძნელია ამით რაღაცის დამტკიცება" პირჯვრისწერის საკითხს მე ვუდგები ერთი და სრულიად გასაგები კუთხით: არსებობს ძველი, მართლმადიდებლური წესი პირჯვრისწერისა, რომელიც განმტკიცებულია მამათა სწავლებით, განმარტებებით, საეკლესიო დადგენილებებით. და არსებობს სხვა, უცხო წესები პირჯვრიწერისა, რომლებიც ასეთი ავტორიტეტული საფუძვლებით არ არის შემაგრებული. მეტიც, ზოგიერთ წესში მოიაზრება მწვალებლობა. მე მაინტერესებს რატომ უარყოფენ იმას, რაზეც უამრავი მამა მსჯელობს, იყო ძველი პრაქტიკა და საკრებო დადგენილებებითაც გამყარებულია, და პირჯვარს იწერენ იმ წყობით, რომელიც წმიდა მამათათვის და ეკლესიისთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ჩვენი პრაქტიკის სისწორე და მიუღებლობა თქვენი პრაქტიკისა. "და კიდევ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ''ხიბლზე'' რომ ლაპარაკობდა, რაც მან დაწერა არ იყო ამპარტავნება?" პასუხი: ამპარტავნება სულ სხვა რამეა. მოძღვრის კრიტიკა კი ამპარტავნება არ არის. წაიკითხეთ წმ. ათანასე ალექსანდრიელის განმარტება სახარების სიტყვებზე: "უკეთუ მარჯვენა თვალი ან ხელი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან". წმ. ათანასე დიდის განმარტებით "თვალში" და "ხელში" იგულისხმებიან ეპისკოპოსები და მღვდლები. და თუ ისინი თავიანთი ცხოვრებით და ქადაგებებით გაცთუნებენ, განეშორეთო მათ. ასევე არ არის აკრძალული სასულიერო პირთა მხილება თუ ისინი მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელ მოძღვრებებს გვთავაზობენ. არჩილ მინდიაშვილზე მოდერატორს შევპირდი არ ვილაპარაკებ მეთქი და არ მინდა დავარღვიო ჩემი სიტყვა. აქ კი მოკლედ გეტყვი: როცა ვთქვი მინდიაშვილი უმძიმეს "ხიბლშია"-თქო, მქონდა ამის საფუძველი. ის ხშირად ქადაგებს სიზმრებს, ზოგჯერ საკუთარსაც, ამბობს რომ ნალაპარაკებია წმიდა გიორგისთან და მისთანანი... შემიძლია უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ ადამიანზე, მაგრამ ჯერ მოდი შევუთანხმოთ მოდერატორს, რომ კიდევ რაიმე გაუგებრობა არ გამოიწვიოს ამან. "მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ განვიკითხავ, მეც იგივე სენი მაწუხებს, იმიტომ რომ მოძღვარს ცილს წამებს და ხიბლიანს უწოდებს და თვითონ იძახის ''ჭკუის სასწავლებლად'' მოვედიო...." პასუხი: თუ მალაპარაკებთ რატომ არის ხიბლიანი შევძლებ გაჩვენოთ, რომ ცილს არ ვსწამებ მინდიაშვილს (სხვათა შორის ტერმინი "ცილის წამება" აქ შეუსაბამოა). რაც შეეხება "ჭკუის სწავლებას", თითქოსდა სადღაც მეთქვას, რომ ამის გამო შემოვედი, აი ეს არის ცილისწამება... მომიტევეთ თუ ყველა პოსტს ვერ გავეცი პასუხი. ამას მოგვიანებით გავაკეთებ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#242
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
მდააა..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
kinoteli |
![]()
პოსტი
#243
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
ციტატა მომიტევეთ თუ ყველა პოსტს ვერ გავეცი პასუხი. ამას მოგვიანებით გავაკეთებ. ვისურვებდი რომ ვეღარ გააკეთო.... მოდერებს ვთხოვ მის პოსტებზე რეაგირებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მოძღვრის შეურაწყოფისთვის -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
(Νικόλαος) |
![]()
პოსტი
#244
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 ![]() |
მგონი ეს მე არ დამიწერია
![]() აუ, შენ რა განათლებული ყოფილხარ "კანონისტ"! რა მიხვედრილი! ყოჩაღ! სახელიც როგორი შეგირჩევია! შენთან პოლემიკას ჩემისთანა "გაუნათლებელი" როგორ შეძლებს, მაგრამ მაინც შევეცდები. შენ მწერ: "მომისმინე კარგად. აქ ვატყობ შენ დიალოგისთვის კი არ ხარ შემოსული, არამედ იმისთვის, რომ ჭკუა გვასწავლო აქ გზააბნეულებს". როგორ მიხვდი, თქვენი ჭკუის სასწავლებლად რომ შემოვედი, დიდ ხანს ფიქრობდი მაგას? როგორ გამაკვირვე! არ მეგონა თუ მიმიხვდებოდნენ... კარგი მაშინ იქნებ ამ 13-14 საუკუნის ხატზეც (რომელიც დღეს სამწუხაროდ მუზეუმშია) თქვა თითებით ICXC-ს არ გამოსახავსო? მართალია პატარაა, მაგრამ ეტყობა, ან შეგიძლია გადმოწერო და იქ უფრო კარგად გამოჩნდება ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#245
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ციტატა ეს ვიღაც მეცნიერი მგონი დავასახელე და ის საკმაოდ სერიოზული მეცნიერია. ის შენი ეკლესიის წევრი და ავტორიტეტული ბიზანტიოლოგი იყო. მიკვირს, შენისთანა უგანათლებულეს კანონისტს და მოაზროვნეს მისი სახელი რომ არ სმენია. მეცნიერთა პრიმატი ეს ახალი რამე შემოიღეთ? თუ არ მაქვს უფლება მეცნიერს დავეთანხმო, ვინც არ უნდა იყოს ის? ციტატა როდის და სად ვთქვი მე, გინდა თუ არა ყველა ძველ ხატზე ორი თითია გამოსახულიო... კარგია, რომ აღიარე. მაშინ რას ნიშნავს თითების ის წყობა, რაც ანჩისხატზეა? ![]() ციტატა იქნებ ჯერ ბიბლია წაგეკითხა, ჰა?! ბიბლია რა არის? ციტატა მოხდა ეგეთი რამ? ასწავლა სახელობითი კურთხევა მაცხოვარმა მოციქულებს? და თუ გაქვს ამისი ცნობა, მაგას გვიმალავ შე კაცო? ააა? გაგვაბედნიერე ერთი! იქნებ შენ გვითხრა, სად წერია, რომ ასწავლა? ერთადერთი ხატების არგუმენტი გქონდა და ისიც, გაირკვა თურმე, რომ ყველა ხატზე არაა. ციტატა ხომ არ იცი, "კანონისტ", ქრისტეს ჯვარზე დაფა რომ დააკრეს ზედ რა ეწერა? ვიცი რა ეწერა: იეშუა ჰა-ნოცრი, მელეხ იეჰუდიმ. თარგმნით როგორც გინდა ისე თარგმნე. საერთოდ, ქრისტიანობაში, კერძოდ კი სჯულისკანონში, სადაც "იუდეველზეა" საუბარი, იგულისხმება იუდაისტური რელიგია და არა ებრაელი ერი. "ვინც იუდეველთა ტაძარში შევიდეს... სანთელი აანთოს... ილოცოს..." – აქ იგულისხმება იუდაისტური რელიგიური საკულტო ნაგებობა და არა ებრაელი ერის წარმომადგენლის კუთვნილი თუ აშენებული შენობა. ციტატა და მაინტერესებს, ბერძნულში ასო "ს", სლავური კირილიცით: "С", როგორ იწერება? თანამედროვე ბერძნულში – Σ, ძველბერძნულში – С ციტატა უკაცრავად, რას ნიშნავს "თანახმად წმიდა წერილისა"? სად წერია ეგ წმ. წერილში და საიდან გავიგოთ სახელობითი წყობა იგულისხმება მანდ თუ არა? მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე. (საქმ. 3; 6) ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე. (საქმ. 16; 18) ეს ადასტურებს, რომ მოციქულები აკურთხებდნენ ქრისტეს სახელით, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შეიძლებოდა ქრისტეს სახელის ინიციალები გამოეხატათ ჯვრის გადასახვის დროსაც. ცხადია, მე სტაროვერი არ ვარ, რომ ესეთი რამე უტყუარ მტკიცებულებად გამოვაცხადო (მსგავსად ხატებზე გამოსახული თითებისა), მაგრამ სერიოზული არგუმენტი კი არის მისთვის, ვისაც "ყურნი ასხენ სმენად". ციტატა იესუ ნაზორეველი ნაზორეველი და ნაზარეველი სხვადასხვა რამეა ![]() სხვა რა კითხვებიც გექნება, მკითხე. არ მეზარება პასუხი ![]() kinoteli ციტატა ვისურვებდი რომ ვეღარ გააკეთო.... მოდერებს ვთხოვ მის პოსტებზე რეაგირებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მოძღვრის შეურაწყოფისთვის არაა საჭირო. ყველამ თავისი თავი უნდა გამოავლინოს ბოლომდე ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
(Νικόλαος) |
![]()
პოსტი
#246
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 ![]() |
.
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#247
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
kinoteli
ციტატა ვისურვებდი რომ ვეღარ გააკეთო.... მოდერებს ვთხოვ მის პოსტებზე რეაგირებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მოძღვრის შეურაწყოფისთვის დამშვიდდი, თვალს ვადევნებ აქაურობას. მან მიიღო უკვე ბოლო გაფრთხილება და თუ ასე გააგრძელებს ბანსაც მიიღებს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#248
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ძველმართლამდიდებელო, წმინდა ეპიფანე კვიპრელის არგუმენტი გთხოვბთ განიხილოთ. მელეტიზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით. მიიღეთ შენიშვნა კორექურულობაზე? მელეტიმ ისინი აკურთხა, მე უბრალოდ ციტატა მოვიყვანე. ამიტომ ბატონი ედიშერი უბრალოდ არაფერს ახნებს.
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#249
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რა უმტკიცებთ ძველმართლმადიდებელს, რომ ორი თითით პირჯვრისწერა უფრო ძველი არაა, ვიდრე სამით?
სამეცნიერო წრებისთვის ეს არაა სადაო საგანი, ორი თითით უფრო ძველი წესია, ვიდრე სამით...საქმე სხვაა, რომ თავად ორი თითია გვიანდელი მოვლენა და მასზე ადრე იყო ერტი თითი და ისიც მხოლოდ შუბლზე ჯვრის გამოსახვით, რაც სხვათა შორის იუდეოქრისტიანული პირველი ეკლესიიდან იღებს დასაბამს. აჯობებს უმტკიცოთ არა აბსურდი და დაემსგავსოთ მას, არამეტ სიმართლე თქვათ - რომ კი, ორი თითი უფრო ძველია,ვიდრე სამი თითი, მაგრამ მთელ ვიტამინები ამაში არაა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
damiane80 |
![]()
პოსტი
#250
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
[quote]ანჩისხატის თითების წყობა არ არის კურთხევის და პირჯვრისწერის მაჩვენებელი!
უნდა დამეთანხმოთ იმაში, რომ თქვენს მიერ ნაჩვენები წყობა არაფრისთვის არ გამოიყენება ეკლესიაში. [/quote] ესე იგი ხატზე გამოსახულია ის რაც არაფრისთვის არ გამოიყენება ![]() ![]() ანჩისხატის მაგალითზე მოგწერე უკვე, რომ [quote]თუ ყურადღებას მიაქცევ ამ ხატზე მაცხოვრის მეორე ხელი ფაქტობრივად არ ჩანს, ხოლო მარჯვენა ხელის მტევანი, სრულიად მიზანმიმართულად და შეგნებულად არის გამოკვეთილი და იგი წარმოადგენს მაკურთხებელ მარჯვენას თითების წყობით პირველი 2 გაშლილი, არათითი და ცერი შეერთებული და ნეკი გაშლილი (რაც ძალიან ახლოს დგას ქრისტეს მონოგრამასთან ICXC, მაგრამ ეს კიდე ცალკე თემაა). მთავარი ის არის, რომ ანჩისხატის ხატზე გამოსახული მაცხოვრის მარჯვენა არა შემთხვევით აეის დატანილი, არა ხაზგასმით წარმოადგენს მაკურთხებელ მარჯვენას და ამის არ დანახვა, რბილად რომ ვთვათ არაობიექტურობაა....[/quote] შენი" არგუმენტი", რომ ეს არ არის მაკურთხებელი მარჯვენა არ ემყარება "არაფერს", მე კი ხატების მაგალითზე გაჩვენებ, რომ მაცხოვრის მაკურთხებელი მარჯვენა ამ ხატზე ხაზგასმულია... და ეს ვერ იქნებოდა ისე შემთხვევით... http://www.orthodoxy.ge/khatebi/anchiskhati.htm გარდა ამისა, [quote]შენ როცა გინდა მაცხოვრის მარჯვენა მაკურთხებელია, როცა არ გაწყობს არა???. არ გამოვა ასე[/quote] [quote]ე. გოლუბინსკის თქმით ასეთი ფორმები წარმოადგენენ ე. წ. "ორატორულ ჟესტს", ანუ ხატის დინამიურობას, მქადაგებლობას. სხვათა შორის არსებობს ასევე ძველი ხატები, სადაც თითების წყობა სხვაგვარად არის. და როგორ ფიქრობთ, შეიძლება ყველა ის წყობა, რომელთაც კი ძველ ხატებზე შევხვდებით კურთხევის გასაცემ ან პირჯვრისსაწერ წყობად მივიჩნიოთ? სად და ვინ თქვა ამგვარი რამ? თანაც, მაშინ გამოდის, რომ თითების წყობას წარამარა ცვლიდნენ, ხან როგორ იყო და ხან როგორ. ამას კი არ ადასტურებს არც ეკლესიის ისტორია, არცერთი სამეცნიერო ნაშრომი და არც ეკლესიის მამათა სწავლანი. ნუ გამოვიგონებთ იმას, რაც არასდროს ყოფილა.[/quote] არ გინდა ახლა ეს ზღაპრები, შენს მიერვე მოტანილ ხატების აბსოლუტურ უმრავლესობაში გამოირჩევა მაცხოვრის მაკურთხებელი მარჯვენის 2 ფორმა: ერთი 2 თითით და შეერთებული დანარჩენი სამით და მეორე, ისეთი როგორცვ ანჩისხატზეა. ახლა შენ თუ იუველური სიზუსტით გინდა ყველა ერთსა და იგივე ჰგავდეს, ასე ვერ მივაღწევთ შედეგს ![]() და ბოლოს ხატების თემა რომ ამოვწუროთ, შენ პასუხი არ გაეცი ამას: [quote]გარდა ამისა, შენ მიერვე მოტანილ და თქვენსავე საიტზე განთავსებული ხატებიდან, სადაც მაცხოვრის მაკურთხებელი მარჯვენა არის 2 თითი, იმავდროულად მაცხოვრის ფრესკაზე გვხდება მონოგრამა ICXC. მეტი დამაჯერებლობისათვის ვაკოპირებ შენსავე მოყვანილ წყაროებს: [qurl=http://www.oldorthodox.ge/images/10%20(40).jpeg]http://www.oldorthodox.ge/images/10%20(40).jpeg[/url] ა ბატონო იგევეა აქაც: http://www.oldorthodox.ge/images/10%20(44).jpg აქ კიდევ ერთი: [url=http://www.oldorthodox.ge/images/10%20(23).jpg]http://www.oldorthodox.ge/images/10%20(23).jpg[/quote] არ გაინტერესებს საიდან ასეთი ტანდემი მონოგრამა და 2 თითიანი პირჯვრის წერა (მახსოვს შენ თავად აკრიტიკებდი მონოგრამას და მას სლავურ წარმოშობას დარუსეთის რეფორმას უკავშირებდი)? [quote]არცერთ ეკლესიაში არ ასწავლიან პირჯვრისწერას "როგორც გინდა, ოღონდ მართლმადიდებლური აზრი ჩადე", არამედ ასწავლიან კონკრეტულ ფორმას. თქვენთან განა ასე არ არის? როგორც მოეპრიანებათ ისე იწერენ მორწმუნეები პირჯვარს? იწერს ვინმე ერთი თითით? და მისცემს კი მღვდელი ამის უფლებას?[/quote] შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს ფორმა. თუ ერთი თითი გადაიწერ პირჯვარს ამით შენ ვერ გამოხატავ სამების ერთობას და ქრისტეს 2 ბუნებას, ხოლო იმ სახით, რომლითაც ჩვენ პირჯვარს ვისახავთ ამ შინაარსაც ვდებთ და მას ფორმაც შეესაბამება. ჩვენსა და თქვენ პირჯვრის წერის წესს შორის სხვაობა თითების თანმიმდევრობაში, შინაარსი იგივეა ![]() რაც შეეხება საიდან უნდა ვიცოდეთ, უნდა ვიცოდე წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან, რომესაც დღეის მდგომარეობით ხელმძღვანელობს საქართველოს პატრიარქი, ილია II... ![]() [quote]პირადად მე, სამი თითით პირჯვრისწერა მიმაჩნია მწვალებლობად. სამების ჯვარცმად და ქრისტეს ვნებათა დაკნინებად[/quote] საიდან მოიტანე ასეთი განმარტება, თუ შენი კერძო აზრია... [quote]ორი თითით პირჯვარს იწერდნენ ასმუხლიანი კრების წმიდა მამები: გური და ბარსონუფი საკვირველთმოქმედნი, მიტროპოლიტი მაკარი, წმ. მღვდელმოწამე ფილიპე. სხვათა შორის, ნიკონის რეფორმების დროს, ძველმორწმუნე მართლმადიდებლებმა რეფორმატორებს უჩვენეს სამი საუკუნის განმავლობაში, მოსკოვის ერთ ერთ ტაძარში უხრწნელად მწოლიარე წმ. ანნა კაშინსკაიას სხეული. წმ. ანნას თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით. ამ მოწმობაზე რეფორმატორები ისე გაგულისდნენ, რომ მოიმოქმედეს უპრეცედენტო რამ, ჯერ ტაძრიდან გაიტანეს და სადღაც დამარხეს წმინდანის გვამი (მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია), შემდეგ კი წმინდანთა დასიდანაც "ამორიცხეს". [/quote] და რის საწინააღმდეგოდ მოგყავს ეს ფაქტი არ მესმის, ითქვა უკვე, რომ 2 თითი პირჯვრის წერა (სამ მოკეცილთან ერთად) არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას ჩვენს ეკლესიაშიც (მით უფრო ეს დადასტურებული ყოფილა რუსეტშიც 1971 წლის შემდეგ)... [quote]თუ შეიძლება მიჩვენეთ ძველი ხატი სადაც თითები გამოსახულია ამგვარი წყობით: ICXC. აქამდე რაც მიჩვენეს (მაგ. ანჩისხატი და სხვა მსგავსი ხატები), არ გამოსახავენ ამ წყობას. გთხოვთ კარგად დააკვირდეთ როგორ გამოისახება სახელობითი წყობა და როგორ ის, რასაც მიმოწმებენ. [/quote] ჯერ ერთი, ეს მონოგრამა მაცხოვრისა გამოსახულია შენსავე მიერ დამოწმებული ხატების ფრესკებზე (იხ. ზემოთ) და მეორეც, მე მგონია, რომ მაკურთხებელი მარჯვენა ანჩისხატისა და სხვა მისი მსგავსი გამოხატავს სწორედ მაცხოვრის სახელს ძველ ბერძნულ ენაზე და არა სლავურად, როგორც ამას შენ უთითებ შეცდომით და ასევე შეცდომითაა ნათქვამი თქვენს საიტზე. [quote]მომიტევეთ თუ ყველა პოსტს ვერ გავეცი პასუხი. ამას მოგვიანებით გავაკეთებ[/quote] საპასუხო მართლაც ბევრია, საჭიროა კითხვა პასუხების სისტემატიზაცია და კონკრეტულ თემებზე კონცენტრირება, ამიტომ მართალია წინა პოსტებში სხვა საკითხებიც იდა მაგრამ აქ აღარ გავიმეორებ. ნელ-ნელა მოგაწვდი. ისე ამას თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება: [quote]შენ ამ ფორუმზე შემოიტანე საკითხი, რომ მხოლოდ 2 თითი პირჯვრის გადაწერის წესი არის მარტებული და ყველა სხვა არასწორია. რადგან საკითხი შენს მიერ ასე დგას. ამიტომ პირველ რიგში, შენ გევალება დაგვიმოწმო 2 გარემოება: 1) 2 თითი პირჯვრის გადაწერა სწორია; 2) არასწორია, ყველა სხვა ფორმა პირჯვრის წერისა (მათ შორის 3 თითით) ზემოთ მოყვანილი 2 საკითხიდან ამ ეტაპზე რაც წავიკითხე პირადად მე ვაღიარებ და გიდასტურებ, რომ 2 თითით პირჯვრის გადაწერა არ ეწინააღმდეგება მართლმადიოდებლურ სწავლებას (გნებავს ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე ძველია) და მისარებია ამდენად, მაგრამ, რაც შეეხება მეორე საკითხს შენ არ გაქვს არცერთი არტგუმენტი, რომ არასწორია (შესაჩვენებელია და დაგმობილია) სამი თითით პირჯვრის წერა. მე ის ისტორია მართლაც არ ვიცი ისე კარგად, როგორც შენ, მაგრამ შენსავე ნათქვამს ვენდობი და იქედან გამომდინარე მაქვს არგუმენტები, რომ 2 თითი პირჯვრის დაწერასთან ერთად შეწყნარებულია და არ არის დაგმობილი სამი თითით პირჯვრის გადაწერა. გთხოვ მიმითითო თუნდა ერთი წყარო, სადაც სამი თითი (და იგივე შინაარსით, რაც 2 თითის შემთხვევაში) გადაწერილი პირჯვრის წესი დაიგმო და კი ბატონო... ვიმსჯელოთ შემდეგ. სამაგიეროდ, შეგახსენებ, შენსავე დამოწმებულ ფაქტს, რომ რუსეთში რეფორმის პერიოდში ძველმართმადიდებლები და რეფორმის მიმდევრები მთელი 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნე ევქარისტიულ კავშირს (სანამ კრება ჩატარდებოდა) ანუ 10 წლის განმავლობაში ერთი სამი თითით იწერდა პირჯვარს, მეორე 2-ით მაგრამ მათ შორის ევქარისტიული კავშირი არ შეწყვეტილა... და ვინ იცის ის კრება რომ არ ჩატარებულიყო და 2 თითი პირჯვრის გადამწერები არ შეეჩვენებიათ, დარჩებოდა ისე როგორც იყო - ანუ ნაწილი 2 თითი დაიწერდა პირჯვარს ნაწილი სამით, მაგრამ ყველანი იქნებოდნენ ერთი წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შვილები. ამ უკანასკნელის იმედით[/quote] |
terra |
![]()
პოსტი
#251
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
მე ვიცი, რომ არა მხოლოდ 2 თითით, არამედ 5 თითითაც იწერდნენ პირჯვარს, ოღონდ ეს ძალიან ადრე. რა გაკამათებთ, მართლა ვერ მესმის. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
damiane80 |
![]()
პოსტი
#252
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა აჯობებს უმტკიცოთ არა აბსურდი და დაემსგავსოთ მას, არამეტ სიმართლე თქვათ - რომ კი, ორი თითი უფრო ძველია,ვიდრე სამი თითი, მაგრამ მთელ ვიტამინები ამაში არაა... ერთადერთი რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სამი თითით პირჯვრის წერა არ არის მკრეხელობა, როგორც ეს მას ჰქონია. აქ უამრავჯელ ითქვა, რომ 2 თითი პირჯვრის წერა ძველი საეკლესიო წესია და მაში არამართლმადიდებლური არაფერია |
sopo... |
![]()
პოსტი
#253
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
1) უპირველესად მივუთითებთ ძველ კურთხევანებში შეტანილ მიღების წეს-განგებას მონოფიზიტების მართლმადიდებლობაში მიღებისა. ალბათ ვიცით, რომ ასეთი წეს-განგებები ყოველთვის მიიღებოდა კრებითად და ის არ გამოხატავდა კერძო შეხედულებას. სხვა სარწმუნოებიდან მართლმადიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევისთვის ეკლესიას გააჩნია კრებითად მიღებული ფორმები მწვალებელთა მიღებისა. ასევე ე. წ. უარყოფის ტექსტები, სადაც ჩამოწერილია კონკრეტული მწვალებლობის ცდომილებები, რომელსაც სათითაოდ უარყოფს ერეტიკოსი და აღიარებს მართლმადიდებლურად. მაგალითად იუდეველობიდან მოქცეულებს აგმობინებენ ამ სარწმუნოებისთვის დამახასიათებელ ცდომილებებს, ასევე მუსლიმებს, ლათინებს და ა. შ. 3) არსებობს აგრეთვე კონსტანტინოპოლის 1170 წლის 29 ივლისის ადგილობრივი კრების მოთხოვნა მონოფიზიტ მწვალებელთა მიმართ, რომელთაც კრებამ მოსთხოვა ორი რამ: 1) საზიარებელ ღვინოში არ შეერიათ ზეთი (ანუ იმდროინდელი მონოფიზიტები ევქარისტიის საიდუმლოს შესრულებისას საზიარებელ ღვინოში ზეთსაც ურევდნენ) და პირჯვარი გადაეწერათ ორი თითით. ამაზე ხომ ითქვა რომ მონოფიზიტობის მის მწვალებლურ სწავლების უარყოფა ქრისტეს ერთბუნებრიობაზე მოითხოვდა ამას ციტატა 2 ) გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე მოსკოვის ასმუხლიანი კრების (1551 წ.) განჩინება ორი თითით პირჯვრისწერის შესახებ, რომელიც მიიღეს იმ დროს რუსეთში შემოსული სამთითიანი პირჯვრისწერის აღმოსაფხვრელად. მოსკოვის ადგილობრივი კრება თუ ავტორიტეტია მისივე აღიარებულია დღევანდელი სამი თითით პირჯვრისწერა, ასე რომ ესეც ჭეშმარიტებაა? ციტატა 4) ცნობილი ათონელი მოღვაწე, თქვენი ეკლესიის ერთ ერთი ავტორიტეტი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი ცნობილი "უხილავი ბრძოლის" და ასევე არანაკლებად ცნობილი ბერძნული დიდი რჯულისკანონის "პიდალიონის" კომენტატორი, წმ. ბასილი დიდის 91 კანონის განმარტებაში წერს, რომ ბასილის სიტყვები: "მორწმუნეების მიერ ჯვრის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა ჩვენ წერით" გულისხმობს ორი თითით პირჯვრისწერას. ნიკოდიმოსის თქმით ეს ფორმა პირჯვრისწერისა არის ძველთაძველი. ძველი, საეკლესიო-კრებითი დადგენილებები პირჯვრის სამი თითით გადაწერის შესახებ კი ნამდვილად არ არსებობს. ყოველ შემთვევაში მე არაფერი ვიცი ამის შესახებ და თუ ვინმემ იცის დამიმოწმოს. ბასილი დიდის ციტატაა ჯვრის გამოსახვაზე თითების წყობაზე არაფერია ნათქვამი ციტატა შენიშვნა 1: ტერტულიანესთან დაკავშირებით მინდა შეგნიშნოთ, მე გთხოვეთ ზუსტად დაგემოწმებინათ ტერტულიანე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოგეტანათ ტერტულიანეს ნათქვამი ფრაზა. დაგესახელებინათ ის წყარო, სადაც თქვა მან ამგვარი რამ. თქვენ დამიმოწმეთ ლინკი, სადაც მოცემულია ტერტულიანეს ნაშრომი, მაგრამ უცხო ენის არცოდნის გამო გაგვიჭირდა ფრაზის მოძებნა. თუ უფრო კონკრეტული იქნებით შეგვეძლება ამ საკითხზე მსჯელობა აქ ფართოდ არის განხილული და ყველა მწერალთან ჯვრის გამოსახვის ისტორია გვხვდება ცერა და ხუთი თითით http://books.google.ge/books?id=ZfoXuDjd0p...epage&q&f=false ციტატა ანჩისხატის თითების წყობა არ არის კურთხევის და პირჯვრისწერის მაჩვენებელი! რისი მაჩვენებელია? ციტატა და ბოლოს, ერთხელ, წინა პოსტებში, უკვე ვთქვი, რომ ეკლესიას მიღებული აქვს გარეგნული ფორმა, რითაც სიმბოლურად გამოხატავს სამების ერთობას და ქრისტეს ორბუნებოვნებას. მსჯელობა იმის შესახებ თითქოსდა უმთავრესია თუ ვინ რა აზრს დებს ამ ფორმებში მთლად მისაღები არ არის. იმიტომ, რომ ვერავის გულისთქმას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ვინმე ორი თითითაც რომ იწერდეს პირჯვარს და მასში ნესტორიანულ შეხედულებებს დებდეს, მე როგორ უნდა გავიგო. ეს ვერ მივხვდი მე ვდებ აზრს რომ ვაქებ წმ სამებას, ვაღიარებ ქრისტეს ორბუნებრიობას გულისთქმა მომივა რომ ერთი ბუნებრიობა ვაღიარო მივიღებ შესაბამის რელიგიას, 21-ე საუკუნეა, ვინ მადგას თოფით, და ყველა ასე მოიქცევა პირჯვრისწერით სხვადასხვა რელიგიების სწავლების ჩადებას რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებს? ციტატა პასუხი: ორი თითით პირჯვარს იწერდნენ ასმუხლიანი კრების წმიდა მამები: გური და ბარსონუფი საკვირველთმოქმედნი, მიტროპოლიტი მაკარი, წმ. მღვდელმოწამე ფილიპე. სხვათა შორის, ნიკონის რეფორმების დროს, ძველმორწმუნე მართლმადიდებლებმა რეფორმატორებს უჩვენეს სამი საუკუნის განმავლობაში, მოსკოვის ერთ ერთ ტაძარში უხრწნელად მწოლიარე წმ. ანნა კაშინსკაიას სხეული. წმ. ანნას თითები შეკრული ჰქონდა ორთითიანი წყობით. ამ მოწმობაზე რეფორმატორები ისე გაგულისდნენ, რომ მოიმოქმედეს უპრეცედენტო რამ, ჯერ ტაძრიდან გაიტანეს და სადღაც დამარხეს წმინდანის გვამი (მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია), შემდეგ კი წმინდანთა დასიდანაც "ამორიცხეს". წმ ანა კაშინსკაიას ცხოვრებაში ნათქვამია რომ პროტოპრესვიტერი ბასილის მიხედვით ხელი იყო მაკურთხებელი ხოლო გამოძიებით დადასტურდა ის რომ არ იყო მაკურთხებელი, ეს ორთითიანი ჯვრის გამოსახვა ინტერპრეტაციაა http://www.pravenc.ru/text/%D0%90%D0%BD%D0...0%BE%D0%B9.html ციტატა არჩილ მინდიაშვილზე მოდერატორს შევპირდი არ ვილაპარაკებ მეთქი და არ მინდა დავარღვიო ჩემი სიტყვა. აქ კი მოკლედ გეტყვი: როცა ვთქვი მინდიაშვილი უმძიმეს "ხიბლშია"-თქო, მქონდა ამის საფუძველი. ის ხშირად ქადაგებს სიზმრებს, ზოგჯერ საკუთარსაც, ამბობს რომ ნალაპარაკებია წმიდა გიორგისთან და მისთანანი... შემიძლია უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ ადამიანზე, მაგრამ ჯერ მოდი შევუთანხმოთ მოდერატორს, რომ კიდევ რაიმე გაუგებრობა არ გამოიწვიოს ამან. ქადაგებს სიზმრებს თუ ყვება, მეორეც წმ გიორგის მასთან რომ არ უსაბრია წმ გიორგისგან უშუალოდ გეუწყათ, თუ ღვთის მიერ მონიჭებული ნიჭი გვაქვს ადამიანთა მდგომარობის ხედვის , ასეთი კატეგორიული შეფასებების დასმა, თავის ღვთის ადგილზე დაყენება - ასეთი კადნიერება ხომ არაა სწორედ ხიბლი? ჩემი თანამშრომელი სასიკვდილო დიაგნოზით საოპერაციოდან გამოიყვანეს, ხელი არ მოკიდეს . დაავადება გამქრალი იყო, წინა დღეს მამა არჩილს სთხოვა ლოცვაში მომიხსენეო მეტი არაფერი, დღეს ცოცხალია საღსალამათი.. მე მესმის სუბიექტური უნდობლობა, არდათანხმება ან მსგავსი , მაგრამ ასეთი საჯაროდ მოძღვრების სულის დიაგნოზების დასმა ციტატა პასუხი: ამპარტავნება სულ სხვა რამეა. მოძღვრის კრიტიკა კი ამპარტავნება არ არის. წაიკითხეთ წმ. ათანასე ალექსანდრიელის განმარტება სახარების სიტყვებზე: "უკეთუ მარჯვენა თვალი ან ხელი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან". წმ. ათანასე დიდის განმარტებით "თვალში" და "ხელში" იგულისხმებიან ეპისკოპოსები და მღვდლები. და თუ ისინი თავიანთი ცხოვრებით და ქადაგებებით გაცთუნებენ, განეშორეთო მათ. ასევე არ არის აკრძალული სასულიერო პირთა მხილება თუ ისინი მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელ მოძღვრებებს გვთავაზობენ. თუ ასე ზედმიწევნით ხელმძღვანელობთ ქრისტეს სწავლებით მაშინ რომელი სახარებით ხელმძღვანელობთ, ციტირება იქნებ მოახდინოთ სად მოგვიწოდებს ქრისტე სასულიერო პირთა მხილებისკენ ზურგსუკან თან საჯაროდ ? მე ერთი ვიცი სიყვარულით და ზრუნვით ისიც მას უნდა უთხრათ უშუალოდ, მიბრძანდით და გაუზიარეთ გულისტკივილი მართლმადიდებლურ სწავლებასთან არშეთანხმებულს თუ გვთავაზობს ციტატა შენიშვნა 2: თითების წყობის ის ფორმები, რომლებიც თქვენ ლინკების სახით დაიმოწმეთ არ გახლავთ პირჯვრისწერის ფორმა. ის არც კურთხევის ფორმაა. ე. გოლუბინსკის თქმით ასეთი ფორმები წარმოადგენენ ე. წ. "ორატორულ ჟესტს", ანუ ხატის დინამიურობას, მქადაგებლობას. ამ დღეებში დავდებ პროფ. ე. გოლუბინსკის ამ გამონათქვამს და ერთად ვიმსჯელოთ. უნდა დამეთანხმოთ იმაში, რომ თქვენს მიერ ნაჩვენები წყობა არაფრისთვის არ გამოიყენება ეკლესიაში. ის თქვენს ეკლესიაშიც კი არ გამოიყენება და ამ საკითზე დავას აზრი არა აქვს. რაც შეეხება ლინკს, რომელიც სერაფიმე საროველის მიერ სამი თითით გადაწერას აჩვენებს, ალბათ უნდა მიხვდეთ, რომ ის ჩვენთვის წყარო და რაიმე ავტორიტეტი ვერ იქნება. სერაფიმე საროველი არის "წმინდანი", რომელიც შერაცხა თქვენმა ეკლესიამ განხეთქილების შემდეგ. მისი "წმინდანობა" საეჭვო იყო იმდროინდელი მმართველი სინოდისთვისაც (უფრო დაწვრილებით იხ. აქ: http://www.oldorthodox.ge/wrl_serafime_saroveli.html). მოგვიანებით სერაფიმე წმინდანად შერაცხეს მეფე ნიკოლოზ II-ის კატეგორიული მოთხოვნით. იმ დღიდან არის "წმინდანი" სერაფიმე. ამდენად მისი ხატები სამი თითით პირჯვრისწერის დასამტკიცებლად არ გამოგადგებათ. მე არ მგონია კამათის გაგრძელება თუ ღირს ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანთან რომელიც ბრჭყლებით მოიხსენიებს ამ უდიდეს წმინდანს საოცარი ღვაწლის , უამრავ სასწაულზე სიცოცხლეში თუ სიკვდილის მერე რომ აღარაფერი ვთქვათ, ასეთისგან ჭეშმარიტებაც რომ მოვისმინო ვეღარ ვირწმუნებ |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#254
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
პირჯვრისსაწერი თითების "განვითარების" თეორიის შესახებ ნაწყვეტი არქიეპისკოპოს პავლეს შრომიდან პირჯვრისწერისა და კურთხევის შესახებ ერთი თითით პირჯვრისწერის გასამართლებლად ახალმოწესეთა მკვლევარებმა ჩამოაყალიბეს თეორია პირჯვრისსაწერი თითების წყობის "განვითარების" შესახებ, რომელიც მიღებულია საქართველოს გაბატონებული, ე. წ. "მართლმადიდებელი" ეკლესიის ადეპტთა მიერაც. აი, რას წერს პროფ. კაპტერევი ამის შესახებ: "თავდაპირველი და ყველაზე უძველესი ფორმა პირჯვრისსაწერი თითების წყობისა, რომელსაც ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში იყენებდნენ და ეკლესიის რწმენით (იგულისხმე ახალმოწესეთა ეკლესია - ეპ. პ.), თავის დასაბამს იღებს მოციქულთა დროიდან, იყო ერთი თითით პირჯვრისწერა, - ანუ, მაშინ პირჯვარს იწერდნენ ერთი თითით". კაპტერევის აზრით, ამის დამადასტურებელი მთელი რიგი უეჭველი მოწმობები არსებობს. "ასე მაგალითადო, -წერს ის, - წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: როდესაც პირჯვარს იწერ, წარმოიდგინე მთელი მნიშვნელობა ჯვრისა… არა უბრალოდ თითით უნდა გამოვსახოთ ჯვარი, არამედ გონებითა და სარწმუნოებით" - "...არა თითითა ხოლო ჯერ არს გამოსახვაი ჯუარისაი, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 199)). "წმ. ეპიფანე ლაპარაკობს ვინმე მის ნაცნობ მართლმადიდებელ ქრისტეანზე იოსებზე, მას "აუღია წყლით სავსე ჭურჭელი და თავისი თითით გამოუსახავს მასზე ბეჭედი ჯვარი". პირჯვრისწერაში ერთი თითის გამოყენებაზე წერენ: ნეტარი იერონიმე, ნეტარი თეოდორიტე, საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენე, წმ. გრიგოლ დეოლოღოსი, იოანე მოსხი და VIII საუკუნის პირველ მეოთხედში ანდრია კრიტელი. მხოლოდ კირილე იერუსალიმელთან ვხვდებით ასეთ მოწმობას: "ამგვარად, ნუ შეგვრცხვება აღიარება ჯვარცმულისა და შუბლზე აშკარად ვქმნათ თითებით, ბეჭედი ჯვარი". თვით ჯვარი პირჯვრისწერის წესში ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში გამოისახებოდა სხვაგვარად, ვიდრე შემდგომ პერიოდში. კერძოდ: ერთი თითით იწერდნენ მაშინ ჯვარს შუბლზე, ზოგჯერ პირზე, თვალებზე, გულზე და საერთოდ სხეულის ცალკეულ ნაწილებზე. ისეთი პირჯვრისწერა, რომელიც ამჟამად გამოიყენება და იწყება შუბლიდან, გადმოდის ჭიპზე, ადის მარჯვენა მხარზე და შემდგომ გადადის მარცხენაზე, ქრისტეანობის პირველ საუკუნეებში საერთოდ არ გამოიყენებოდა არამედ, - გასული საუკუნეების მკვლევართა აზრით, - ჩვეულებად გვიან, დაახლოებით IX საუკუნიდან დამკვიდრდა. "გასაგებია, - აგრძელებს პროფ. კაპტერევი, - თუ რატომ შეცვალეს ბერძნებმა (არაუგვიანეს IX საუკუნისა) ერთი თითით პირჯვრისწერის ძველი წესი ორ თითზე. როდესაც გამოჩნდა მონოფიზიტთა მწვალებლობა, მან ერთი თითით პირჯვრისწერის მანამდე არსებული ფორმა თავისი სწავლების პროპაგანდირებისთვის გამოიყენა, რადგან ერთ თითში ხედავდა ქრისტეს ერთი ბუნების შესახებ თავისი სწავლების სიმბოლურ მინიშნებას. მაშინ, მართლმადიდებლებმა, მონოფიზიტების საწინააღმდეგოდ, ჯვრის ნიშში დაიწყეს ორი თითის გამოყენება, როგორც ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიმბოლური გამოხატულება. ისე მოხდა, რომ ერთი თითით პირჯვრისწერა იქცა მონოფიზიტობის თვალსაჩინო ნიშნად, ორი თითი კი მართლმადიდებლობისა. მონოფიზიტობასთან ხანგრძლივმა და შეუპოვარმა ბრძოლამ, რომელსაც ბერძნული ეკლესია ეწეოდა, ბუნებრივად აიძულა მართლმადიდებლები, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ ორი თითით პირჯვრისწერისთვის, როგორც თვალსაჩინო და გასაგებ მინიშნებად იმისა, რომ ამგვარად პირჯვრისმაწერალი იყო მართლმადიდებელი ქრისტეანი. მითუმეტეს, რომ სირიაში, ეგვიპტესა და სხვა ბერძნულ ქალაქებში მართლმადიდებლური მოსახლეობა აღრეული იყო მონოფიზიტებთან. ბერძნებმა ზემოთხსენებულ მიზეზთა გამო შეცვალეს ძველქრისტეანული ერთი თითით პირჯვრისწერა ორი თითით პირჯვრისწერაზე, რომელსაც ოთხას წელზე მეტ ხანს ინარჩუნებდნენ, რომელიც შემდეგ შეცვალეს სამი თითით პირჯვრისწერით. მიზეზი სავარაუდოდ შემდეგშია: თუ ბერძნებმა ერთი თითით პირჯვრისწერის ძველ წესზე უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავიდანვე მკაცრად მართლმადიდებლური და ეკლესიის დიდ მამათა მიერ აღიარებული ეს ფორმა თანდათანობით თავისთავად არამართლმადიდებლური გახდა, არამედ იმიტომ, რომ მისით ისარგებლეს მონოფიზიტებმა, რომლებმაც ამ წესს, მართლმადიდებელთა საცთუნებლად, დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება, ასე რომ ერთი თითით პირჯვრისწერა გახდა მონოფიზიტობის სიმბოლო, ორი თითით კი - მართლმადიდებლობისა; ორი თითით პირჯვრისწერაზე ბერძნებმა უარი თქვეს არა იმიტომ, რომ თავისთავად ის არამართლმადიდებლურ წესად გარდაიქმნა, არამედ სრულიად სხვა მიზეზთა გამო. თუკი ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი მონოფიზიტობა შეწყდა, კონსტანტინოპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, - ეს ორი თითიც შეცვალა უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი, სამი თითით, რომელიც ამავე დროს იყო უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის სიმბოლო. ორიდან სამ სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც ეს წესი უკვე საბოლოოდ გაბატონდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რუსებმა, მათზე უადრეს კი სხვა მართლმადიდებელმა სლავებმა, ქრისტეანობა მიიღეს ბერძნებისგან მაშინ, როდესაც, როგორც ვნახეთ, კონსტანტინეპოლის ეკლესიაში ორი თითით პირჯვრისწერის წესი აღიარებული იყო ერთადერთ და სწორ ფორმად და ყველა იყენებდა მას, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილების აღმნიშვნელ სიმბოლოს. რუსებმა მას შემდეგ, რაც ბერძნებისგან ქრისტეანობა მიიღეს, კონსტანტინეპოლელი საეკლესიო იერარქებიც მოიწვიეს, რომლებმაც სარწმუნოებაშიც დამოძღვრეს ისინი და ბერძნული ეკლესიის ყოველი წესი და რიგი იქაც დაამკვიდრეს. აქედან გასაგებია, რომ ქრისტეანობით რუსეთის განმანათლებელმა კონსტანტინეპოლელმა ბერძნებმა, უპირველეს ყოვლისა, რუსებს ასწავლეს პირჯვრისწერა, როგორც მართლმადიდებლობისადმი კუთვნილების ყველასთვის თვალსაჩინო ნიშანი. ცხადია, რომ ბერძნებმა ახალგანათლებულ რუსებს პირჯვრისწერა მათი ჩვეულებისამებრ ასწავლეს, ანუ ისე, როგორც ეს იმ დროს დამკვიდრებული იყო ბერძნებს შორის და რაკიღა მაშინ მართებულ და მართლმადიდებელ ქრისტეანთათვის პირჯვრისწერის აუცილებელ ფორმად ორთითიანი წყობა ითვლებოდა, ბუნებრივია, ბერძნებმა ასეთი პირჯვრისწერა დაამკვიდრეს მათ მიერ მოქცეულ ყველა სლავ ხალხს შორის. აი, საიდან გაჩნდა რუსეთში ორი თითით პირჯვრისწერის წესი" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V) ს в (Н. Ф. Каптерев. патриарх Никон и царь Алексей Михайлович, гл. V). როგორც უკვე აღინიშნა, ახალმოწესეობაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომლის თანახმად პირველ საუკუნეში პირჯვარს ერთი თითით იწერდნენ. პირჯვრისწერის ეს ჩვეულება ეკლესიაში IX საუკუნემდე იყო, მაგრამ ამ პერიოდში, მონოფიზიტ-იაკობიტთაგან განსასხვავებლად, რომლებიც ერთი თითით პირჯვრისწერას უკავშირებდნენ თავიანთ მწვალებლურ სწავლებას ქრისტეზე, მართლმადიდებლური ეკლესია გადადის ორი თითით პირჯვრისწერაზე, რომელიც მაცხოვრის ორი ბუნების აღსარებისა და მონოფიზიტთაგან განმასხვავებელ ნიშად დაიდო. სწორედ ამ მიზეზით, როგორც ირწმუნება პროფ. კაპტერევი, "ძველბერძნული ერთი თითი დროთა განმავლობაში, დაწყებული IX საუკუნიდან, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიცვალა ორი თითით, რომელმაც გამოდევნა ერთი თითით პირჯვრისწერის წესი და საყოველთაო გავრცელება ჰპოვა ბერძენთა შორის". მოგვიანებით ეკლესიაში ეს ორი თითი იცვლება სამით. პროფ. კაპტერევის მოსაზრებით "ორი თითით პირჯვრისწერის გამოჩენა და მისი გამოყენების ხანგრძლივობა თუკი ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამოკიდებული იყო მონოფიზიტობაზე და მხოლოდ მასთან ბრძოლის პერიოდში ჰქონდა თავისი განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა, როგორც კი შეწყდა მონოფიზიტობა, კონსტანტინეპოლის ბერძნულმა ეკლესიამ, რომელმაც მოისურვა თვით პირჯვრისსაწერი თითების ფორმითაც განსხვავებული ყოფილიყო არა მარტო ერთი თითით პირჯვრისმაწერალ მონოფიზიტთაგან, არამედ ნესტორიანელთაგანაც, რომლებიც ყოველთვის მკაცრად მისდევდნენ ორი თითით პირჯვრისწერის წესს, რადგან მათ ამ ფორმას დაუკავშირეს თავიანთი მწვალებლური სწავლება ქრისტეში შერწყმული ორი ბუნების შესახებ და ორი თითით პირჯვრისწერის ფორმაში ხედავდნენ თავიანთი სწავლების სიმბოლურ გამოხატულებასა და დასტურს, - ეს ორი თითიც შეცვალა უფრო ბუნებრივი და თითოეული ქრისტეანისთვის დამახასიათებელი სიმბოლოთი, - სამი თითით, რომელიც ამავე დროს იყო უმთავრესი ქრისტეანული დოგმატის, წმ. სამების ერთობის სიმბოლო. ორი თითიდან სამთითიან წყობაზე ეს გადასვლა, რომელიც ბერძნებში სავარაუდოდ XII საუკუნის დასასრულს დაიწყო და XIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, როდესაც მათში უკვე საბოლოოდ გაბატონდა" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алекесей Михайлович. Гл. V). ს დ в (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович, гл. V). ახალმოწესეთა ეს სწავლება პირჯვრისსაწერ თითთა "განვითარების" შესახებ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი აშკარად ტენდენციურია და მრავალ გაუგებრობასა და წინააღმდეგობას ბადებს. თავად განსაჯეთ: ამ თეორიის მიხედვით, ქრისტეანები პირჯვარს თავიდანვე, ეკლესიის დაფუძნებიდანვე იწერდნენ ერთი თითით, ეს წესი იცვლება, "არაუგვიანეს IX საუკუნისა" (Н. Ф. Каптерев დასახ. ნაშრ. თ. V), მონოფიზიტთა გამო, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ მართლმადიდებელთა მსგავსეად ერთი თითით და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებას უკავშირებდნენ. მაგრამ, რატომ "არა უგვიანეს IX საუკუნისა"? მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა არა IX საუკუნეში, არამედ ბევრად უფრო ადრე, V საუკუნეში - ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება ხომ მონოფიზიტური მწვალებლობის დასამხობად მოიწვიეს! საგულისხმოა, რომ ეს მწვალებლობა, რომელიც უკავშირდება ვინმე ევტიქის სახელს, აღმოცენდა ნესტორიანელობასთან დაპირისპირებაში. ევტიქი ნესტორიანელობას სწორედ მონოფიზიტური სწავლების პოზიციიდან უპირისპირდებოდა. ის ასწავლიდა, რომ ორი ბუნების შეერთების შემდეგ ქრისტეს ჰქონდა სხვა, მესამე ბუნება. აქედან იბადება კითხვა: რატომ შეცვალა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი "არა უგვიანეს IX საუკუნისა" მონოფიზიტთა გამო, თუკი მონოფიზიტური მწვალებლობა აღმოცენდა V საუკუნეში და IX საუკუნემდე ოთხი საუკუნით ადრე, ქალკედონის IV (451წ.) მსოფლიო კრებაზე იქნა დაგმობილი? - ეს გაუგებარია! კიდევ უფრო მეტად მიუღებელია ის მტკიცება, რომ ვითომცდა მონოფიზიტთა გამო შეცვლილი თითების წყობა მოგვიანებით, შეცვალეს ნესტორიანელთა გამოც, რომელიც აღმოცენდა მონოფიზიტობამდე და დაგმობილ იქნა III მსოფლიო კრებაზე 431 წელს, ანუ IV მსოფლიო კრებაზე ორი საუკუნით უადრეს. გაუგებარია აგრეთვე ისიც, თუკი ეკლესია მწვალებელთა გამო ცვლიდა პირჯვრისსაწერ თითთა წყობას, რატომ არ შეცვალა მან იგი ნესტორიანელთა გამო, რომლებიც კაპტერევის თქმით, "პირჯვარს ყოველთვის იწერდნენ ორი თითით?" რატომ იცვლება თითების წყობა მხოლოდ მონოფიზიტთა გამო, რომლებიც ნესტორიანელების შემდგომ გაჩნდნენ, და რატომ არ შეიცვალა იგი უფრო ადრე ნესტორიანელთა გამო? თუკი ყველა ქრისტეანი, მიუხედავად კონფესიური კუთვნილებისა, პირჯვარს ერთნაირად იეწერდა, რატომ არ შეცვალა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი არიანელების გამოჩენისთანავე, რომლებსაც, ამ ლოგიკას თუ ვერწმუნებით, პირჯვარი უნდა გადაეწერათ ასევე ერთი თითით? არიანელობასთან არასწორად წარმართულმა პოლემიკამ ხელი შეუწყო აპოლინარიზმის გაჩენას, მასთან არასწორმა დავამ ნესტორიანელობას დაუდო დასაბამი, რასაც მოჰყვა მონოფიზიტობა. არიანული მწვალებლობა ამხილა I მსოფლიო კრებამ; II მსოფლიო კრებამ ამხილა აპოლინარიზმი; III მსოფლიო კრებამ - ნესტორიანელობა; IV-მ მონოფიზიტობა. ამ მსოფლიო კრებათა ეპოქაში ყველა, მწვალებლური თუ მართლმადიდებლური, კონფესია პირჯვარს თურმე ერთი თითით იწერდა, მაგრამ ეკლესიამ თითების წყობის შეცვლა მხოლოდ მონოფიზიტობის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, თანაც იმ მოსაზრებით, რომ თითების წყობაში გამოეხატა თავისი სწავლა-მოძღვრებითი განსხვავება დასახელებული მწვალებლობისგან და ამით ხაზი გაესვა დიოფიზიტობისა და მართლმადიდებლობისადმი თავისი კუთვნილებისთვის. მაგრამ რატომ არ აკეთებდა ამას ეკლესია თავიდანვე, სხვადასხვა მწვალებლობათა აღმოცენების პროცესში? რატომ მაინცადამაინც მონოფიზიტობის შემდეგ? რატომ შეცვალა ეკლესიამ ორი თითით პირჯვრისწერის წესი, რომელიც სრულიად მართლმადიდებლურად მიაჩნდათ სამი თითით, თანაც ნესტორიანელთა გამო, რომლებიც იყვნენ მონოფიზიტებზე უადრეს? ეს კიდევ არაფერი! - თუ ეკლესია ასე წარამარა ცვლის თითების წყობას პირჯვრისწერის წესში, თანაც იმ მიზნით, რომ ამ ნიშნითაც განსხვავდებოდეს მწვალებელთაგან, და, თუკი სამი თითით პირჯვრისწერა ამ თვალსაზრისით დაწესდა, მაშინ როგორ ასხვავებდნენ (ან განასხვავებენ) სამი თითით პირჯვრისმაწერალი "მართლმადიდებლები" საკუთარ თავსა და თითებში გადმოცემულ დოგმატურ სწავლებას ე. წ. "მართლმადიდებელ" უნიატთაგან, რომლებიც ასევე პირჯვარს იწერდნენ და იწერენ სამი თითით? ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ კათოლიციზმთან უნიონალური შეთანხმების თანახმად, წმ. სამების საიდუმლოში, რომლის აღსანიშნავადაც კრავენ პირველ სამ თითს, უნიატი "მართლმადიდებლები" აღიარებდნენ "ფილიოკვეს" კათოლიკურ დოგმატს, რომლის მიხედვითაც სულიწმიდა გამოდის როგორც მამისგან, ისე ძისგანაც. რატომ არ იცავენ ახალმოწესე მართლმადიდებლები ძველი ეკლესიის პრინციპს (თუ ასეთი არსებობდა) და არ აუქმებენ სამი თითით პირჯვრისწერის წესს და არ მოიფიქრებენ თითების ახალ კომბინაციას პირჯვრის გადასაწერად? თავიანთივე სწავლების თანახმად, მათ ასე უნდა გააკეთონ და პირჯვარი გადაიწერონ მუშტით, რამეთუ მწვალებელთა გამო ყველა წყობა უნდა უარყონ. თითებზე ნორმალური კომბინაცია აღარ რჩება აღმსარებლობითი ნიშის გამოსახატავად… დარჩა მხოლოდ მუშტი და ბრანწი მართლმადიდებლური ეკლესია თავის მართლმადიდებლურ წესებს მხოლოდ იმიტომ რომ ცვლიდეს, მას მწვალებლებიც მისდევენ და მას თავიანთ მწვალებლურ შეხედულებებს უკავშირებენო, მაშინ ჭეშმარიტ ეკლესიას მოუწევდა არა მარტო პირჯვრისსაწერი თითების კომბინაციების შეცვლა, არამედ მთელი ლიტურგიკული პრაქტიკისაც, რომელიც აღსავსეა დოგმატური შინაარსით. აქედან ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩააგდებდა ეშმაკი ეკლესიას ათასგვარი მწვალებლობის მოფიქრებითა და მართლმადიდებლობასთან მათი მსგავსებით. ცხადია, რომ ახალმოწესეთა ეს სწავლება ისეთივე უსუსურია, როგორც ერთი თითით პირჯვრისწერის "გამამართლებელი" ყველა სხვა "არგუმენტი". P.S. ყოველგვარი პოლემიკისთვის დამახასიათებელია სიმძაფრე, რაც ზოგჯერ არ გამორიცხავს მკაცრ შენიშვნებსა და მითითებებს. შესაძლოა ზოგიერთ ეკლიან შენიშვნაზე არაჯეროვანი რეაგირება მოვახდინე. თუ ვინმეს ვაწყენინე ჩემი კომენტარებით ერთხელ უკვე ქრისტეანულად ვითხოვე მოტევება, კიდევ ერთხელ ვითხოვ. ქრისტეანებთან მე ეს ამდენი სათხოვარი არ უნდა მქონდეს. ამის შემდეგ ყველა ღმერთმა განსაჯოს თავისი სინდისის მიხედვით. 2 P.S. ჩემი მისამართით გაისმის ყოვლად მიუღებელი ბრალდება, თითქოსდა მე შეურაცხყოფა მივაყენე თქვენი ეკლესიის მღვდლებს. თუ აქ იგულისხმება ჩემს მიერ არჩილ მინდიაშვილზე გამოთქმული შენიშვნები, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არავითარი შეურაცხყოფა არ არის. მე არ შევხებივარ მინდიაშვილის პიროვნებას, მის ადამიანურ ღირსებებს. მე არ ვიზიარებ და ვაკრიტიკებ მის შეხედულებებს გარკვეულ საკითხებზე. ეს კი ადამიანის შეურაცხყოფა არ არის. ხოლო თუ გულისხმობთ იმას, რაც ვთქვი ზოგიერთ მოძღვარზე, რომ ფულს აკეთებს ეკლესიაში და სხვა, ცილი არავისთვის დამიწამებია. ასეთი ფაქტები არსებობს და ეს არავისთვის არ არის უცხო. ამის შესახებ მე არ ვსაუბრობ, რადგან, ვხედავ ეს თემა ძალიან მტკივნეულია თქვენთვის. თუმცა ძმურად და კაცურად გირჩევთ იბრძოლოთ თქვენს ეკლესიაში ჯანსაღი ატმოსფეროსთვის. ჩვენც ვიბრძვით და არავის ვპატიობთ არამართლმადიდებლურ და ქრისტეანისთვის შეუფერებელ საქციელს. კიდევ ერთხელ მომიტევოს ყველამ ვისაც გული ვატკინე. გარდა ამისა, მოდერატორს ვთხოვ ყურადღება მიაქციოს ჩემი მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს... ამ მხრივ განსაკუთერებით აქტიურობს "კინოტელი"... გასაგებია, ის ძალიან ნაწყენი დამრჩა, მაგრამ მასაც ვთავაზობ მეგობრობას და წყენის დავიწყებას. დანარჩენ პოსტებს ხვალ გავცემ პასუხს, რადგან ეს პოსტი საკმაოდ ვრცელი გამოვიდა. არ მინდა ვინმე დაიღალოს ჩემი პოსტების კითხვით. მინდა რომ ყველაფერი ზედმიწევნით იყოს გააზრებული. ყველას პატივისცემით, ძველმართლმადიდებელი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
kinoteli |
![]()
პოსტი
#255
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
ციტატა თუმცა ძმურად და კაცურად გირჩევთ იბრძოლოთ თქვენს ეკლესიაში ჯანსაღი ატმოსფეროსთვის ამხანაგო სტაროვერ დაარიგე შენი და-ძმა.გაგაფრთხილეს მგონი. -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#256
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ობიექტურბა მოითხოვს ვთქვა, რომ კანონისტის ზოგიერთი არგუმენტი ისევე ვერლავეს გამოიყურება, როგორც თავად სტროვერის
![]() სტაროვერ-ჯან მერამდენედ მოგმართო რომ დამისაბუთო და მაიგნორებ ![]() კიდევ ერთხელ: ანათემას გადაეცა ერთი თითით პირჯვრის წერა იმიტომ, რომ ისინი ამით აღიარებდნენ მონოფიზიტობას, თუ თავად ფორმაა ასეთი ერთადერთი ინტერპრეტაციის შემცველი? ველი პასუხს...იმედია არ გაღიზიანდები, რომ ანალიზს გთხოვ და არა ტექსტების ქოპი პეისთს ![]() ![]() პ.ს. დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესიის (გურჯისტან-რაშენსტანში ![]() ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
kinoteli |
![]()
პოსტი
#257
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
ობიექტურბა მოითხოვს ვთქვა, რომ კანონისტის ზოგიერთი არგუმენტი ისევე ვერლავეს გამოიყურება, როგორც თავად სტროვერის ![]() სტაროვერ-ჯან მერამდენედ მოგმართო რომ დამისაბუთო და მაიგნორებ ![]() კიდევ ერთხელ: ანათემას გადაეცა ერთი თითით პირჯვრის წერა იმიტომ, რომ ისინი ამით აღიარებდნენ მონოფიზიტობას, თუ თავად ფორმაა ასეთი ერთადერთი ინტერპრეტაციის შემცველი? ველი პასუხს პ.ს. დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესიის (გურჯისტან-რაშენსტანში ![]() ![]() გამოუსწორებელი ხარ კანუდოსელ ![]() -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#258
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გამოუსწორებელი ხარ კანუდოსელ ![]() ობიექტური ვარ და არა კონფესიონალისტი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
kinoteli |
![]()
პოსტი
#259
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
ციტატა არა კონფესიონალისტი რას გულისხმობ? -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#260
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
რას გულისხმობ? ყველა არგუმენტი რაც "ჩემიანებიდანაა" - სწორია ყველა არგუმენტი რაც "არა ჩემიანებიდანაა" - მცდარია პ.ს. მოდი ამ თემას ნუ გადავაქცევთ პირადი პოზიციების გარჩევის ადგილად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი