![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
netvorc |
![]()
პოსტი
#521
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
netvorc ამას ველოდები. წმინდანების სწავლებიდან ჩემო კარგო, ასევე იმ კრებებიდან რომლებიდანაც დაიგმო 1 თითით პირჯვრისწერა, ასევე საქართველოს მიმართ შენიშვნას 1551 წლის კრების, აღარ დავიწყებ გამეორებას ყველაფერი ამის შესახებ ძველმართლმადიდებელმა დაწერა წინა პოსტებში, და თუ ვინმე ზეპირი გადმოცემის შეცვლას აპირებს (ან სხვა რამე კანონის) უნდა მოხდეს ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის კრება, ანუ მართლმადიდებლური სახელმწიფოების კრება და მაგ შემთხვევაში უნდა იყოს რაიმე შეცვლილი, ცალკეულ სახელმწიფოებს არა აქვთ მასეთი კანონიკის შეცვლის უფლება, ადრე ასე კანონდებოდა და მკაცრდებოდა მართლმადიდებლური კანონები მსოფლიო კრებებზე, ეგ შენი ნებაა ენდობი თუ არა ცალკეულ სახელმწიფოებში შეცვლილ პირჯვრისწერის კანონს, ასეთი ქვეყანა ორია საბერძნეთი 13ს,და რუსეთი 17ს., საქართველოს არც შეეკითხნენ. |
sopo... |
![]()
პოსტი
#522
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
სოპო სკოლა დაამთავრე? остовим в покое моё тёмное прошлое : D ციტატა რაც შეეხება კანონს შენ ალბათ კანონების მიღება ნინიას ბაღი გგონია, არავის აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს ასეთი კანონები (სახელმწიფოს ვგულისხმობ) , რიგრიბობით მიღება კანონების ჯერ საბერძნეთში შემდეგ რუსეთში უკვე იმას ადასტურებს რომ, ამ სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად დაარღვიეს წმინდანთა კანონები და სჯულის კანონი, მე გელაპარაკები ოფიციალურ კანონზე სადაც რამდენიმე სახელმწიფო მონაწილეობს როცა ასეთი მნიშვნელობის (პირჯვრისწერის შეცვლა) რამე იცვლება. კაი ერთი რას მელაპარიკები? სახელმწიფოს ადგილობრივ კრება განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს დომატურ და კანონიკურ საკითხებზე. ზოგიერთ ადგილობრივ კრებას კი ზოგადქრისტიანული მნიშვნელობა მიენიჭათ და შეტანილ იქნენ დიდ სჯულისკანონში , ანკვირიის , ნეოკესარიის , ანტიოქიის და სხვა ციტატა ზეგ დავდებ ხატწერაში თითების კომბინაციების მნიშვნელობას, სხვადასხვანაირი თითების წყობა ხატწერაში რას აღნიშნავს. თუ მე ვარ საბავშვო ბაღის დონე იქნებ ამიხსნა "აკადემიკოსო" რას ნიშნავს თითების სხვადასხვა წყობა ხატწერაში? არა გმადლობთ. с меня хватит |
blue night |
![]()
პოსტი
#523
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,680 ![]() |
კაი კაცო, მე ვიძახი კანონზე და არა ცალკეულ ადამიანებზე ვინ როგორ იწერდა. კაი კაცო???? ეს ცალკეული ადამიანები უდიდესი წმინდანები არიან. საერთოდაც არ გეჩვენებათ, რომ უხეში ტონი არც ერთ კანონში არ მიუღიათ? არ გეწყინოთ. ![]() ![]() საშიშიცაა წმინდანების არად ჩაგდება, ოდესმე გამოფხიზლდებით. ![]() ![]() ![]() ![]() |
netvorc |
![]()
პოსტი
#524
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
остовим в покое моё тёмное прошлое : D კაი ერთი რას მელაპარიკები? სახელმწიფოს ადგილობრივ კრება განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს დომატურ და კანონიკურ საკითხებზე. ზოგიერთ ადგილობრივ კრებას კი ზოგადქრისტიანული მნიშვნელობა მიენიჭათ და შეტანილ იქნენ დიდ სჯულისკანონში , ანკვირიის , ნეოკესარიის , ანტიოქიის და სხვა არა გმადლობთ. с меня хватит რადგან მართლმადიდებლურ ხატებზე გამოსახულია სხვადასხვა წყობა თითების, რათქმაუნდა ყველა არ აღიქმება პირჯვრის საწერ წყობად, ამიტომ, გთავაზობთ თქვენი ეკლესიის მღვდლის დმიტრი იურიევიჩის სტატიას ამ საკითხზე. აქვე მისი სტატიის ლინკი : http://nesusvet.narod.ru/ico/ref/psicholog.htm http://www.sinai.spb.ru/dy/symbicon.html მღვდელი დმიტრი იურიევიჩი (მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი) ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტეანულ იკონოგრაფიაში დაწვრილებითი ცნობები მღვდელ დმიტრი იურიევიჩის შესახებ იხ. საიტზე: http://www.bible-mda.ru/info/yurevich.html ![]() ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ცნობილი და პოპულარული გახდა ფსიქოლოგიის ის დარგი, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და ჟესტიკულაციებში მის გამოვლენას შეისწავლის. მრავალი გამოკვლევა, რომელიც სხეულის მოძრაობათა ახსნა-განმარტებას ეძღვნება, აცხადებს, რომ მოცემული სფერო ახალია და არასაკმარისად არის შესწავლილი (Пиз А. Язык телодвижений. М., 1996). მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი არის ერთ ერთი გამომხატველობითი საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ქრისტეანი ხატმწერები. ჯერ კიდევ ქრისტეანობის პირველი საუკუნეებიდან, მისი ჩასახვის დროიდანვე, ხატწერა გამოიკვეთა როგორც მხატვრული ხელოვნების ცალკეული სფერო. ეს განპირობებული იყო ხატის ამოცანით: გამოსახულ ყოფილიყო არა მარტო იესუ ქრისტეს პიროვნების კაცობრივი ბუნება ან წმინდანთა ხატები, არამედ, შეძლებისდაგვარად, გრაფიკული, ხელთქმნილი საშუალებებით გადმოცემულ ყოფილიყო უქმნელი მადლი, რომელიც ქრისტეში, როგორც ღმერთკაცში, ხოლო წმინდანებში - მათი მართალი და წმიდა ცხოვრების ძალით გამოვლინდა. ხატის მიზანია გამოსახოს ქმნილი ბუნების ფერისცვალება ღვთაებრივი სულით. ეს მიზანი მხოლოდ ბიბლიურ ან საეკლესიო-ისტორიულ მოვლენათა დინამიკის ჩვენებაში როდი მდგომარეობს, - რადგან ხატის, როგორც უწიგნურთა ბიბლიის შემეცნება, ხატმწერთათვისაც იყო მისაღები. ხატმა მის წინაშე მდგომ და მლოცველ ადამიანს უნდა წარმოუჩინოს სულის ის მდგომარეობა, რომელიც დამახასიათებელი იყო მასზე გამოსახული მოღვაწისთვის. როდესაც წმინდანთა ხატებს შევცქერით, თავის მხრივ, მივისწრაფვით მივემსგავსოთ არა მარტო მასზე გამოსახულ წმინდანს, სიკეთის გარეგნული ქმნის თვალსაზრისით, არამედ ღვთიური მადლით შინაგანი კაცის ბუნების ფერიცვალებითაც. ხატის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იყოს სულიერი მდგომარეობის ნიმუში ლოცვის დროს და სწორი ლოცვითი მოღვაწეობის სახელმძღვანელო (Успенский Л. А. Богословие иконы Православной Церкви. Б/м, Изд-во Зап.-Европ. Экзархата Моск. Патриархата, 1989, [репр.: М., 1998,] 476 с, илл.). თავისი განსაკუთრებული დანიშნულების ძალით, ხატს უძველესი დროიდანვე გააჩნია საკუთარი განსაკუთრებული მხატვრული სტილი, რომელიც საფუძვლიანად განასხვავებს მას საერო სურათისგან. ამ განსხვავების დანახვა ადვილია ტრადიციული, კანონიკური ძველრუსული ხატებისა და ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი დასავლური სურათების (მხატვრული ტილოების) ურთიერთშედარებით. დასავლურ ტილოებზე ჩვენ ვხედავთ აშკარა მცდელობას მატერიალისტური საშუალებებით გამოსახულ იქნეს სულიერი საწყისი: მაგალითად, ნიმბების მაგიერ ვხედავთ თავისგან გამომავალ სხივებს, ხატებზე გამოსახული პერსონაჟების სახეების სითეთრე ხაზს უსვამს სხეულებრივ სიჯანსაღეს, გამოსახული სახეები პათეთიკურად ჟესტიკულირებენ. ამგვარი სურათების ავტორები საღმრთო ისტორიის მოვლენებს უყურებენ მხოლოდ გარეგანი მხრიდან და მოვლენის სულიერ არსში წვდომას არ ცდილობენ (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). ავიღოთ, მაგალითად, ქრისტეს აღდგომის დასავლეთიდან ჩვენთან შემოსული იკონოგრაფიული ტიპაჟი: ქრისტე ამოდის საფლავიდან ან თეთრ სავანეში გახვეული დგას მის გვერდით ჯვრით ხელში. ქრისტეს ირგვლივ შეგვიძლია ვიხილოთ შეშინებული და პირქვედამხობილი დარაჯები და მოწიწებით მუხლმოყრილი ანგელოზები (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, 144-145 с.). ჟესტიკულაცია ასეთ ხატებზე გადმოსცემს სწორედ გარეგან დინამიკას, მოძრაობას, და თუმც საკმაოდ დახვეწილად აკეთებს ამას, დავტოვებთ მას განხილვის გარეშე, რადგან ჩვეულებრივ სურათებზე გამოსახული ან თეატრალური ჟესტიკულაციის სიმბოლიკის მსგავსია და ახალს არაფერს გვაძლევს. მაგრამ, აღდგომის კანონიკურ ხატზე ჩვენ ვერ ვხედავთ ქრისტეს აღდგომის მომენტს და არცთუ შემთხვევით - რადგან, სახარების მიხედვით აღდგომის მომენტი არავის უნახავს: მოწაფეებს ეცხადებოდა უკვე მკვდრეთით აღმდგარი უფალი. ამიტომაც, "ის, ვინც ცდილობს წარმოიდგინოს ქრისტეს აღდგომის გარეგნული მხარე, ... იძულებული ხდება მისდიოს საკუთარ გამონაგონს" (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). აღდგომის კანონიკურ ხატს ჩვენამდე მოაქვს იესუს ჯოჯოხეთში შთასვლისა და ჯოჯოხეთის უფსკრულიდან კაცობრიობის მოდგმის პირველწინაპართა, ადამისა და ევას, ასევე ყველა ძველაღთქმისეული მართლის გათავისუფლების ახალ აღთქმაში აღწერილი ამბავი. ამგვარად, ტრადიციული ხატი მიისწრაფვის უპირველეს ყოვლისა ჩვენამდე მოიტანოს იესუ ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვის წყევისგან ჯვარზე სიკვდილით გამოსყიდვისა და მისი დიდებით აღდგომის შინაგანი არსი. სულიერი საწყისის გრაფიკული საშუალებებით გამოსახვისთვის კანონიკური ხატი მიმართავს გამოხატვის განსაკუთრებულ ენას. მაგალითად: შებრუნებულ პერსპექტივას, მოღვაწის სახის გამოსახვას ერთგვარი, შინაგანად აღმობრწყივნვებული დაუღამებელი ნათლით, რაც წარმოადგენს მასში ღვთიური მადლის მყოფობის სიმბოლოს. ერთი საგნის ფონზე მეორის გამოსახვა ნიშნავს, რომ პირველი იმყოფება შიგნით, მეორის საზღვრებში. ამიტომაც ქრისტეს შობის ხატზე ბაგა, რომელშიაც წევს ახალშობილი მაცხოვარი, გამოსახულია გამოქვაბულის გარეთ, მის ფონზე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე "ორანტა" ყრმა ემმანუელი დაწერილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლის ფონზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატზე ყოველთვის გამოისახებიან რეალური და არა გამოგონილი პირები და მოვლენები საღმრთო ისტორიიდან. იმისათვის, რათა ხაზი გაესვას ამ კავშირს ისტორიასთან, გამოისახოს დინამიკა, და ამავდროულად გადმოსცეს გამოსახულ წმინდანთა შინაგანი მდგომარეობა და მოვლენის არსი, ანუ სტატიკა, ხატი თავის ენაში მიმართავს ჟესტების სიმბოლიზმს, რომელზეც დეტალურად უნდა შევჩერდეთ. ყველამ კარგად იცის ქრისტეს წელზედა ხატი, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ხალხურ შეგნებაში ეს წყობა, ჩვეულებისამებრ გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. ხატი 1). ხატი 1 ![]() ამიტომაც, XIX-XX საუკუნეების ხატებზე მაცხოვრის მარჯვენა ხელის თითები უკვე შეკრულია ე. წ. სამღვდლო კურთხევის "სახელობითი" წყობით, როდესაც ისინი გამოსახავენ ბერძნულ ასოებს IC XC (იხ. ხატი. 2). მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ტრადიციულ ძველრუსულ ან ბიზანტიურ ხატებს, ამ სახელობითი კურთხევის ამსახველ ხატებს ვერ ვიპოვით, არამედ ვნახავთ, რომ ქრისტეს მარჯვენა ხელზე გამოსახულია სხვაგვარი ჟესტი: დიდი თითი (ცერა) შეერთებულია არათითთან, დანარჩენი კი გახსნილია (იხ. ხატი 3). ხატი. 2 ![]() ხატი. 2 ![]() ხატი 3 ![]() თუ მივმართავთ ისტორიულ წყაროებს, გაგვიკვირდება იმის შეტყობა, რომ მოცემული ჟესტი წარმოადგენს არა კურთხევის, არამედ იმის სიმბოლოს, რომ მაცხოვარი გამოსახულია სიტყვის წარმოთქმის პროცესში, კერძოდ, ის ცათა სასუფევლის სახარებას ქადაგებს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492 с). ჯერ კიდევ ქრისტეანობამდელი პორტრეტისტები იყენებდნენ ამ ჟესტს სახალხოდ სიტყვაზე გამოსვლის მომენტის აღსანიშნავად და აღებულ იქნა იმდროინდელი საზოგადოებრივი პრაქტიკიდან. აშურელებსა და ეგვიპტელებს, ასევე ინდოელებს ჰქონდათ ჩვეულება თითების წყობით გადმოეცათ ის, რომ სურათზე გამოსახული პირები უნდა აღქმულიყვნენ ვითარც მოლაპარაკენი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, 492-1). მოგვიანებით ჟესტიკულაციის ტრადიცია შეიმჩნევა უკვე ძველი შუამდინარეთის კულტურაში: ბერძენი და რომაელი ორატორები, როდესაც ადიოდნენ კათედრაზე, მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად და სიჩუმის დასამყარებლად, აწევდნენ თითებშეკრულ ხელს და სიტყვის წარმოთქმის დროს განსაკუთრებული წესით ჟესტიკულირებდნენ (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с 493). კვინტილიანესთან აღწერილია ბერძნულ-რომაულ სამყაროში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ორატორული ჟესტების დეტალური განმარტება. მაგალითად, არათითისა და ცერის შეერთება, რომლის დროსაც დანარჩენი გამართულია (ასეა გამოსახული მაცხოვარი უამრავ ხატზე), არის ჟესტი, რომელიც მიანიშნებდა ქადაგების დაწყებას, ასევე თვით ქადაგების პროცესს, ზოგჯერ - გაკიცხვას ან ბრალდებას (იხ. ხატი 3). ორი შუათითის მოკეცვა და ცერა თითთან მიერთება, ხოლო დანარჩენის აღმართვა, მიანიშნებდა ქადაგების აქტიურ დაწყებას (იხ. ხატი 4). ყველა თითის მოკეცვა და საჩვენებელი თითის გამართვა (იხ. ხატი 4) წარმოადგენდა გაკიცხვას, ან უშუალოდ, მითითებას. კვინტილიანესა და აპულეოსის ჩანაწერთა მიხედვით შეგვიძლია დავითვალოთ ბერძენ და რომაელ ორატორებში ათამდე ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჟესტი (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 493-1). ხატი 4 ![]() ხატი 4 დღემდე შემონახულია იმ კლასიკურ ან წარმართულ ნაწარმოებთა სიები, რომლებიც დამშვენებულია მრავალფეროვანი მინიატურებით, რომლებზეც გამოსახულია "მოლაპარაკე" ორატორები აწეული ხელითა და სიმბოლურად შეკრული თითებით. მაგალითად, ჰომეროსის თხზულებაში, რომელიც დაცულია მილანის ამბროსისეული ბიბლიოთეკაში; ვირგილიუსის "ენეიდაში", რომელიც დაცულია ვატიკანის ბიბლიოთეკაში (იხ. სურ. 5); დიოსკორიდეს თხზულებებში, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. გარდა ამისა, თითების წყობის გამოყენება გასაუბრების ნიშნად ცნობილია არაქრისტეანულ სკულპტურულ ძეგლებშიც, კერძოდ ბერძნულ ნიმუშებში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 494-495). სურ. 5 ![]() სურ. 5 ეს არის "ენეიდა" ვატიკანის ბიბლიოთეკიდან. "დოდონასა და ენეას ნადიმი". (ასეთი ხელის მდგომარეობა შეგვიძლია ვნახოთ მოწამეთა ხატებზეც "პირჯვრისწერას ნიშნავს") სრულიად ცხადია, რომ აქ არავინ არავის "აკურთხებს", ეს არის უბრალო ნადიმი. როგორც ისტორიული ძეგლებიდან და წყაროებიდან ცხადყოფილია, ქრისტეანულ იკონოგრაფიაში ხელის თითების წყობა ასევე წარმოადგენს გასაუბრების, ქადაგების სიმბოლოს. მაცხოვარი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და მღვდელმთავრები გამოისახებიან ხატებზე გარკვეული თითების წყობით იმის ნიშნად, რომ ისინი არიან ცათა სასუფევლის მახარობლები, სახარების მქადაგებლები. ამას ადასტურებს VI საუკუნეში მცხოვრები სილენციარიუსი, იუსტინიანეს მიერ კონსტანტინეპოლში აშენებული წმ. სოფიის ტაძარის აღწერილობაში. აი, როგორ აღწერს პავლე ქრისტეს გამოსახულებას საკურთხევლის ერთ ერთ კრეტსაბმელზე: "ის გამოსახულია მარჯვენა ხელის წინგაშვერილი თითებით, - ნიშნად იმისა, რომ ქადაგებს მარადიულ სიტყვას, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს წიგნი, რომელიც შეიცავს ღმრთის სიტყვას (ანუ ხელში უპყრია სახარება)" (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 496). მნიშვნელოვან მოწმობას წარმოადგენს IV თუ V საუკუნეში დაწერილი ნაწყვეტი მოსეს ხუთწიგნეულისა, რომელიც ინახება ვენის ბიბლიოთეკაში. ის დამშვენებულია 24 მინიატურით, რომელიც წარმოადგენს ხუთწიგნეულის ილუსტრაციას. ამ მინიატურებზე გამოსახულ პირებს ისეთ სიცუაციებში აქვთ შეკრული თითები, როდესაც ეს ჟესტი სრულიად შეუძლებელია გაგებულ იქნას კურთხევის ან ლოცვის (პირჯვრისწერის) თვალსაზრისით - ეს იქნებოდა უბრალოდ შეუსაბამობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მკრეხელობაც კი. (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497). მაგალითად, ასეთი ჟესტით არის გამოსახული ესავი, რომელიც პირველშობილობას ჰყიდის იაკობზე; იოსები, რომელიც სიზმარს უყვება თავის ძმებს. მინიატურაში, სადაც იოსები გამოსახულია საპყრობილეში მეპურესთან და მეღვინესთან ერთად, საპყრობილის წინ გამოსახულია კარისკაცი თავისი ცოლითურთ: ისინი დგანან პირისპირ გარკვეული წყობის მქონე თითებით - სრულიად ცხადია, რომ ისინი ერთმანეთში ლაპარაკობენ (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-1) (იხ. ხატი 6). ხატი 6 ![]() ხატი 6 მინიატურაში, რომელიც გამოსახავს ადამისა და ევას ილუსტრაციას, ზემოთ, ღრუბლიდან გამოშვერილია ხელი, რომელიც ნიშნავს, რომ ღმერთი მათ რაღაცას ეუბნება, თან ცხადია, რომ ის არ აკურთხებს მათ ცოდვით დაცემის გამო, არამედ ცოდვით დაცემაში ამხელს. ზუსტად ასეა დაწერილი ადამის სამოთხიდან განდევნაც (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497-2). სხვა მოწმობად შეგვიძლია წარმოვადგინოთ XII საუკუნის ბერძნული ხელნაწერი, რომლის მინიატურაზე მოლაპარაკე პირები გამოსახულნი არიან ხელის თითების შემდეგი წყობით: ცერი და შუათითი შეერთებულია ბოლოებით, არათითი მოკეცილია ხელისგულზე, ხოლო საჩვენებელი და ნეკა გამართულია (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 497). სახელაგანთქმული რუსი საეკლესიო ისტორიკოსი ე. გოლუბინსკი, რომლისგანაც ვისესხე ფაქტოლოგიური მასალის ნაწილი ამ მოხსენებისთვის, მიუთითებს, რომ იკონოგრაფიაში თითების წყობის განხილული მნიშვნელობა დაცული იყო უკიდურეს შემთხვევაში XV საუკუნემდე (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с.500). მხოლოდ ამ დროიდან (შესაძლოა უფრო ადრეც) რუსულ ეკლესიაში გაშვერილი ხელი ტრადიციული ორთითიანი წყობით (ცერი, ნეკა და არათითი შეერთებულია, ხოლო საჩვენებელი და შუათითი გამართული და ოდნავ მოხრილი) ხატებზე გამოსახავს ორი თითით კურთხევის სიმბოლოს (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500). XVIII საუკუნის დასაწყისის ძველმოწესე აპოლოგეტები, ვიგოველი ძმები დენისოვები (დენისოვები იყვნენ ე. წ. "ბეზპოპოვცები" - ადმ.) თავიანთ სახელგანთქმულ წიგნში «Поморские ответы» ("პომორული სიტყვისგებანი"), ორი თითის ავტორიტეტულობისა და სიძველის ნიშნად იმოწმებენ საკმაოდ დიდ ჩამონათვალს ძველრუსული ხატებისა, სადაც ორი თითი უკვე საკურთხებელი მნიშვნელობით არის გამოსახული ([Братья Денисовы.] Поморские ответы. Мануиловский Никольский монастырь, 1884). ზემოთაღწერილი ხელის თითების წყობის სიმბოლიკის გადმოცემისას იბადება სრულიად ბუნებრივი შეკითხვა: კი მაგრამ, მაშინ როგორღა გამოისახებოდა ხატებზე ლოცვის პროცესი? - ძველი საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ლოცვის აღმნიშვნელი ჩვეულებრივი ჟესტი იყო ხელთაღპყრობა. ეს ჟესტი წარმოადგენდა სიმბოლოს, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენი შინაგანი მხურვალე და გულწრფელი ლოცვის გარეგან გამოხატულებას. წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ლაპარაკობს ახალდაფუძნებული თემების ეკლესიური ცხოვრების მოწყობაზე, ტიმოთესადმი პირველ ეპისტოლეში წერს: "ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2:8). ამ მხრიც, ყველაზე მკაფიო და კარგად ცნობილი ხატმწერლობითი ტიპი, რომელიც გამოხატავს მსგავს პრაქტიკას, არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ორანტა" (იხ. ხატი 7). საერთოდ, XV საუკუნემდე ხელთაღპყრობა ლოცვაზე გამოიყენებოდა როგორც ძირითადი ჟესტი, ხოლო პირჯვრისწერა იყო მხოლოდ თანმხლები ქმედება, რომლითაც იწყებდნენ ან ამთავრებდნენ ხელთაღპყრობით ლოცვას (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 500-501). ასე არიან გამოსახულნი, მაგალითად, მლოცველები იმპერატორ ბასილის თვენში (Голубинский Е. История Русской Церкви. Том II, 2-я пол. тома. М., 1911, с. 502-2). ხატი 7 ![]() ზემოთმოტანილი მოწმობანი უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი წარმოადგენს ქრისტეანული ხატწერის ენის ერთ ერთ განუყოფელ და გამომხატველ თვისებას. ეფუძნება რა ძველი სამყაროს ჟესტების სიმბოლიკას, ის გამოიყენება ხატწერაში მისი უმთავრესი ამოცანის აღსასრულებლად: გრაფიკული საშუალებებით გადმოსცეს არა მარტო დაწერილი მოვლენის გარეგანი მხარე ან წმინდანის პიროვნება, არამედ პირველის (მოვლენის) შინაგანი არსი, ხოლო მეორის (წმინდანის) სულიერი მდგომარეობა. ამ სტატიის ნახვა შეგიძლიათ ამ საიტზეც: http://www.oldorthodox.ge/prj_jestebis_psi..._xatebshi_.html |
netvorc |
![]()
პოსტი
#525
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
და კიდევ ბოლოს...
წყალპკურებითი და წალგადასხმითი "ნათლობების" მხილება მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლობა არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). იქვე წერენ, რომ იმისათვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად. ანუ საეკლესიო საიდუმლო (ამ შემთხვევაში ნათლისღება) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იქვე). ნათლისღების საიდუმლოს უცილობელ და უცვალებელ გარეგნულ ფორმას, რომლის გარეშე ეს საიდუმლო გაუქმებულია, წარმოადგენს მოსანათლავის წყალში სამ-გზისი დაფლვა. ყოველი სხვაგვარი "ნათლობა", იქნება ეს "წყალპკურებით", "წყლის თავზე დასხმით" თუ სხვა, არ არის ნათლობა, მართლმადიდებელ ხალხებში ის შემოიჭრა ლათინობიდან (პაპიზმიდან) და ძველი მართლმადიდებლობის მიერ უარყოფილია. აქედან, წყალპკურებითად, წყალგადასხმით და საერთოდ, არა სამგზის შთაფლვით "ნათელღებულები" არიან მოუნათლავები და ვერ ცხონდებიან. ამის დასტურად მოგვყავს რამოდენიმე ციტატა საეკლესიო განწესებებიდან, ადგილობრივი კრებებიდან და მამათა თხზულებებიდან. ხოლო ეს განყოფილება მთლიანად ეძღვნება საკითხს თუ როგორ უნდა შესრულდეს და როგორ არა, ნათლისღების საიდუმლო; ვინ შეიძლება ჩაითვალოს ნათელღებულად და ვინ არა. მაგალითად, მოციქულთა 50-ე კანონში ვკითხულობთ: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი შთაფლვა ერთ საიდუმლოში, არამედ ერთი შთაფლვა უფლის სიკვიდილის მიმართ, დაემხოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე. 28:19) (წმ. მოციქულთა 50-ე კანონი). სხვადასხვა ადგილობრივი, მართლმადიდებლური ეკლესიები ყოველთვის მისდევდნენ მოციქულთა ამ მოთხოვნას. ამის დასტურად ქვემოთ დამოწმებული უმცირესი მასალაც გამოდგება: "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი"). აღმოსავლელი პატრიარქების თქმით, რომლებმაც 1848 წელს მიიღეს ერთობლივი ოროსები ლათინთა წინააღმდეგ, განაცხადეს, რომ "წყალგადავლებით "ნათლობას" არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს. მას (ანუ წყალპკურებით "ნათლობას" - ადმ.) ზიზღისა და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ, ხოლო მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს, მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში, ვიღებთ როგორც მოუნათლავთ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე თავიდან ვნათლავთ" (О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных в православную церковь. Вятск. 1869 г.). წყალგადავლებითი, ანუ წყალპკურებითი "ნათლობის" შესახებ მეტად ლაკონურია მე-18 ს. ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი, რომელიც ბრძანებს, რომ "წყლის ოდნავი შეხებით "ნათელღებულთ" (ლათინნი) "ნათლის მინიჭების მაგიერ განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში". წყალპკურებითი "ნათლობა" მასობრივად არის დამკვიდრებული საქართველოშიც, ამიტომ წინამდებარე განყოფილებაში განთავსებული მასალებით ვამხელთ ამგვარი არამართლმადიდებლური, ლათინური "ნათლობის" ყველა აპოლოგეტს და ვეუბნებით მათ - წყალპკურება (ან წყალგადავლება) არ არის ნათლობა და ამდაგვარად "მონათლულნი" ნათელღებულებად და ღვთის მადლის მქონედ ვერ ჩაითვლებიან! ყველა მსურველს, ვინც დაინტერესებულია ნათლისღების საკითხებით, უფრო დეტალური განმარტებისთვის შეუძლია მოგვმართოს ელექტრონულ ფოსტაზე: oldorthodox@gmail.com 1. კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქო და სინოდალური მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე რომის პაპ ლეონ XIII-ის 1894 წლის 20 ივნისის ენციკლიკის გამო ეკლესიათა შეერთების შესახებ (1895 წ.) (ამონაწერი). ამის ლინკი: http://www.oldorthodox.ge/natloba_konst_kreba_1895.html 2. მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეეკლესიისა ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.) (ამონაწერი). ამის ლინკი: http://www.oldorthodox.ge/natloba_konst_1848.html 3. კონსტანტინოპოლის 1756 წლის, ადგილობრივი საეკლესიო კრების განსაზღვრება (ამონაწერი). ამის ლინკი: http://www.oldorthodox.ge/natloba_konst_1756.html 4. ბერძნული "პიდალიონი" წყალდასხმითი "ნათლობის" შესახებ (ამონაწერები). ამის ლინკი: http://www.oldorthodox.ge/natloba_pidalioni.html კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.) ნათლისღებისთვის - თუ ვითარ ჩუენ, მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილ მამათასა სამგზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისა ნათელვიღებთ ხელითა მღუდელთასა, ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოველითურთ წინააღმდეგობასა იქმენ, არც ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვით, არცა მხოლოდ მღუდელთაგან, არამედ ვინაცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელს სცემენ. პლიუს ამას, რომ პირჯვრისწერა და კურთხევა არ იცით, კიდევ მოუნათლავები ხართ თქვენთვისვე ავტორიტეტული პატრიარქების დადგენილებებით. ეს კანონები თქვენმა პატრიარქებმა მიიღეს, და ამათაც არ ენდობით? ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ თემაში, გულწრფელმა ადამიანებმა განსაჯონ ვინ არის მართალი და ვინ არა, საკმარისია ადამიანმა გადაავლოს თვალი პოლემიკას რომ, ჩვენი მხრიდან კანონების და ფაკტების მეტი სხვა არაფერი წარმოგვიდგენია, ფაკტია რომ ჩვენს ნააზრევებს არ ვწერდით, ამ ბოლო პოსტში კიდევ წარმოგიდგინეთ კანონები რომლებიც თქვენმა ეკლესიამ მიიღო და არა ჩემმა, ალბათ ამ დოკუმენტსაც მოუძებნით რამე გამართლებას როგორც აქამდე... |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#526
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
ოქროპირს ვერსად გაექცევით...გელოდებით ხელნაწერებში წასასვლელლად.
|
netvorc |
![]()
პოსტი
#527
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
ოქროპირს ვერსად გაექცევით...გელოდებით ხელნაწერებში წასასვლელლად. 'agmsarebeli' არსად გავრბივარ, და ეხლა ვდებ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის წიგნს ''იოანე ოქროპირი'' ''საუბრები'' , შენ იძახი თითქოს იოანე ოქროპირი ერთი თითით პირჯვრისწერაზე ლაპარაკობს, კარგად დააკვირდი რა წერია არჩილ მინდიაშვილის წიგნში: ![]() ![]() ![]() მემგონი ამ წიგნში კარგად ჩანს, გარკვევით წერია თითები , და არა თითი , ეხლა რაღას იტყვი აღმსარებელი? არ ენდობი არჩილ მინდიაშვილის წიგნს? და კიდევ ეს ბერძნული რჯულისკანონის წიგნი : განმარტება ეკუთვნის ნიკოდიმუს მთაწმინდელს "თქვენი ეკლესიის წმინდანია" მან დაწერა "უხილავი ბრძოლა" , ნიკოდიმუს მთაწმინდელი ამ განმარტებაში გარკვევით წერს 2 თითით პირჯვრისწერის ჭეშმარიტებაზე, ეს წიგნი ბერძნულ ეაზე: ![]() ![]() ![]() მემგონი საკმარისი ფაქტები დავდეთ, იმისთვის რომ გულწრფელმა ადამიანმა განსაჯოს ვინაა ჩვენში მართალი, მართლმადიდებლობა სპორტი არაა იმისი ჟინი გკლავდეს რომ, როგორმე მოიგო პაექრობაში, ჩვენი მხრიდან უკვე ბევრი დოკუმენტი დაიდო იმისთვის რომ ლოგიკური აზრი გამოიტანოს კაცმა მართალი ვინაა, ჩვენ თუ თქვენ. |
afxazi |
![]()
პოსტი
#528
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
netvorc
არ გინდა ეხლა წყალწაღებული ხავს ეკიდებოდას პრინციპი. ზემოთ წარმოდგენილ ფრაგმენტში იმდენად გაუმართავია აზრი, რომ რა წერია ვერავინ ვერ გაიგებს. ამ შემთხვევაში მთავარი ძველი ქართული თარგმანია და არც არის სალაპარაკო აქ ბევრი. თუ რა თქმა უნდა ექვთიმე ათონელს ტექსტის გაყაბებაში არ ვდებთ ბრალს. თუმცა როგორც მახსოვს ზემოთ იმას ამტკიცებდით, რომ აქ ოქროპირი ზოგადად საუბრობს და არ გულისხმობს მხოლოდ ერთ თითს, ეხლა კი სხვას ამბობთ. ციტატა მემგონი საკმარისი ფაქტები დავდეთ, იმისთვის რომ გულწრფელმა ადამიანმა განსაჯოს ვინაა ჩვენში მართალი, მართლმადიდებლობა სპორტი არაა იმისი ჟინი გკლავდეს რომ, როგორმე მოიგო პაექრობაში, ჩვენი მხრიდან უკვე ბევრი დოკუმენტი დაიდო იმისთვის რომ ლოგიკური აზრი გამოიტანოს კაცმა მართალი ვინაა, ჩვენ თუ თქვენ. სამწუხაროა რომ ადამიანს ვერ ყოფნის გონებრივი შესაძლებლობა გაარჩიოს რა არის კარგი და რა ცუდი. მაშინ როცა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თვით აღდგომის სხვადასხვა დროს აღნიშვნაც კი შეიძლება მოხდეს ორ სხვადასხვა ეკლესიას შორის, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ამის გამო განხეთქილების მოწყობა და ეკლესიას დაცილება. ამ დროს კი პირჯვირს გადაწერის გამო განხეთქილებას ამართლებთ. მე მგონი ვინც საღად აზროვნებს იმას უფრო მიხვდება, რომ ეკლესიურიე რთობა ყველაფერზე მაღლა დგას (არ ვგულისხმობ დოგმატურ დარღვევებს). -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
netvorc |
![]()
პოსტი
#529
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
netvorc არ გინდა ეხლა წყალწაღებული ხავს ეკიდებოდას პრინციპი. ზემოთ წარმოდგენილ ფრაგმენტში იმდენად გაუმართავია აზრი, რომ რა წერია ვერავინ ვერ გაიგებს. ამ შემთხვევაში მთავარი ძველი ქართული თარგმანია და არც არის სალაპარაკო აქ ბევრი. თუ რა თქმა უნდა ექვთიმე ათონელს ტექსტის გაყაბებაში არ ვდებთ ბრალს. თუმცა როგორც მახსოვს ზემოთ იმას ამტკიცებდით, რომ აქ ოქროპირი ზოგადად საუბრობს და არ გულისხმობს მხოლოდ ერთ თითს, ეხლა კი სხვას ამბობთ. სამწუხაროა რომ ადამიანს ვერ ყოფნის გონებრივი შესაძლებლობა გაარჩიოს რა არის კარგი და რა ცუდი. მაშინ როცა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თვით აღდგომის სხვადასხვა დროს აღნიშვნაც კი შეიძლება მოხდეს ორ სხვადასხვა ეკლესიას შორის, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ამის გამო განხეთქილების მოწყობა და ეკლესიას დაცილება. ამ დროს კი პირჯვირს გადაწერის გამო განხეთქილებას ამართლებთ. მე მგონი ვინც საღად აზროვნებს იმას უფრო მიხვდება, რომ ეკლესიურიე რთობა ყველაფერზე მაღლა დგას (არ ვგულისხმობ დოგმატურ დარღვევებს). წყალწაღებული და გონებრივი შესაძლებლობები ვის არ ყოფნის მემგონი კარგად ჩანს, ფაქტებს ფრაგმენტებს ეძახი, ერთი პრინციპით მოქმედებ რაც არ გინდა ვერ იგებ, იოანე ოქროპირის ქადაგებას ვინც ვერ იგებს და ეძახის გაუმართავ აზრს წმინდანის განმარტებას, აქედან ჩანს ასეთი ადამიანის გონებრივი შეზღუდულობა, რადგან ოქროპირი სწორედ იმიტიმ განმარტავს წმინდა წერილებს რომ ადვილად გასაგები იყოს ქრისტიანთათვის წმინდა წერილის რთულად გასაგები ადგილები, მიუხედავად ამისა მაინც მესმის ადამიანურუ უძლურებისა (საერთოდ) რადგან შეიძლება მართლა ვერ გაიგოს წმინდანის ქადაგება, შეცდომა ის კი არ არის ადამიანი რომ ვერ იგებს წმინდანის განმარტებას არამედ ის რომ ეძახის მის განმარტებას გაუმართავ აზრს, იმ აზრს რომელ აზრებსაც იოანე ოქროპირს სულიწმინდა აწერინებდა. აქედან გამოდის რომ თვით სულიწმინდასაც კი უწუნებ აზრების მართლმადიდებლურ გადმოცემას, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოქროპირის სწავლებაში შეუძლია თვითონ წავიდეს ხელნაწერთა ინშტიტუტში და გაარკვიოს იქ წერია "თითი" თუ "თითები" . |
afxazi |
![]()
პოსტი
#530
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
netvorc
ციტატა წყალწაღებული და გონებრივი შესაძლებლობები ვის არ ყოფნის მემგონი კარგად ჩანს, ფაქტებს ფრაგმენტებს ეძახი, ერთი პრინციპით მოქმედებ რაც არ გინდა ვერ იგებ, იოანე ოქროპირის ქადაგებას ვინც ვერ იგებს და ეძახის გაუმართავ აზრს წმინდანის განმარტებას, აქედან ჩანს ასეთი ადამიანის გონებრივი შეზღუდულობა, რადგან ოქროპირი სწორედ იმიტიმ განმარტავს წმინდა წერილებს რომ ადვილად გასაგები იყოს ქრისტიანთათვის წმინდა წერილის რთულად გასაგები ადგილები, მიუხედავად ამისა მაინც მესმის ადამიანურუ უძლურებისა (საერთოდ) რადგან შეიძლება მართლა ვერ გაიგოს წმინდანის ქადაგება, შეცდომა ის კი არ არის ადამიანი რომ ვერ იგებს წმინდანის განმარტებას არამედ ის რომ ეძახის მის განმარტებას გაუმართავ აზრს, იმ აზრს რომელ აზრებსაც იოანე ოქროპირს სულიწმინდა აწერინებდა. აქედან გამოდის რომ თვით სულიწმინდასაც კი უწუნებ აზრების მართლმადიდებლურ გადმოცემას, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოქროპირის სწავლებაში შეუძლია თვითონ წავიდეს ხელნაწერთა ინშტიტუტში და გაარკვიოს იქ წერია "თითი" თუ "თითები" . ალბათ ცოტა დაკვირვებული მაინც არ დამაბრალებდა იმხელა კადნიერებას, რომ ოქროპირის ქადაგება გავაკრიტიკო. ეს ხომ აბსურდია და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ერთია რას ქადაგებს ოქროპირი და მეორეა როგორ თარგმნიან მის ქადაგებას. თავის დროზე როდესაც ძმებმა აროშვილებმა იოანე დამასკელის გარდამოცემა თარგმნეს იმხელა დოგმატური ცდომილებები დაუშვეს, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ ეს ხომ მათი ბრალი იყო და არა იოანე დამასკელის. მეც სწორედ ეს ვიგულისხმე. მთავარი აქ ექვთიმე ათონელის თარგმანია, რომელიც მშვენივრად გადმოსცემს აზრს. აქვე ერთ რამეს დავამატებ. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ოქროპირი აქ ერთ თითს გულისხმობს თუ მრავალს, რადგან ამის შესახებ ზემოთ არაერთმა ადამიანმა თქვა. მართლმადიდებლობა იმითაა ძლიერი და აღმატებული, რომ ასე არ აზროვნებს. ზემოთ ოქროპირის გამონათქვამი დავწერე აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომ მთავარი ეკლესიის ერთიანობაა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
(Νικόλαος) |
![]()
პოსტი
#531
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 ![]() |
აუ რამდენი ხანი უნდა არკვიოთ სიმართლე?
ვიღაცამ თქვა საიდან მოვიდა სამი თითით პირჯვრისწერაო. ორი თითით საიდან მოვიდა? ის შემოიღო ეკლესიამ და მასვე ჰქონდა უფლება შეცვლის. არე არც ერთი თითით პირჯვრისწერა იყო შეცდომა, მაგრამ როცა მწვალებლურ შინაარსი ჩადეს აკრძალეს. სამი თითით პირჯვრისწერაში არაფერია მწვალებლური. სიმბოლოებს რომ დოგმატურ და უტყუარ მნიშვნელობას ანიჭებთ და სქიზმაში ხართ მაგაზე არ ფიქრობთ? უარყავით ჩვენი ეკლესიის უამრავი ხილული სასწაული და ცრუსასწული უწოდეთ. მარტო პირჯვრისწერა შეიცვალა? სხვა კანონები რომ შეიცვალა იმას რატომ არ აპროტესტებთ? რახან სქიზმამდე იყო? და იოანე ოქროპირი რამდენი თითით იწერდა პირჯვარს, ამ კონკრეტულ საკითხში მნიშვნელობა არ აქვს. |
netvorc |
![]()
პოსტი
#532
|
![]() ზეზვა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 154 რეგისტრ.: 14-June 10 მდებარ.: თბილისი წევრი № 9,007 ![]() |
netvorc ალბათ ცოტა დაკვირვებული მაინც არ დამაბრალებდა იმხელა კადნიერებას, რომ ოქროპირის ქადაგება გავაკრიტიკო. ეს ხომ აბსურდია და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ერთია რას ქადაგებს ოქროპირი და მეორეა როგორ თარგმნიან მის ქადაგებას. თავის დროზე როდესაც ძმებმა აროშვილებმა იოანე დამასკელის გარდამოცემა თარგმნეს იმხელა დოგმატური ცდომილებები დაუშვეს, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ ეს ხომ მათი ბრალი იყო და არა იოანე დამასკელის. მეც სწორედ ეს ვიგულისხმე. მთავარი აქ ექვთიმე ათონელის თარგმანია, რომელიც მშვენივრად გადმოსცემს აზრს. აქვე ერთ რამეს დავამატებ. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ოქროპირი აქ ერთ თითს გულისხმობს თუ მრავალს, რადგან ამის შესახებ ზემოთ არაერთმა ადამიანმა თქვა. მართლმადიდებლობა იმითაა ძლიერი და აღმატებული, რომ ასე არ აზროვნებს. ზემოთ ოქროპირის გამონათქვამი დავწერე აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომ მთავარი ეკლესიის ერთიანობაა. მე არ მითარგმნია ეგ წიგნი, შენივე ეკლესიის დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა თარგმნა, არა მგონია ისეთი უცოდინარი იყოს რომ არ იცოდა რას წერდა, და "თითი" და "თითები" ვერ განასხვავა, მერე წადი ჩემო კარგო და გაიგე იმ ხელნაწერთა ინსტიტუტში ექვთიმე ათონელის თარგმანში როგორ წერია, რომელი შორსაა. მე ეს დოკუმენტი დაგიპირისპირე, შენ ადექი წადი და გადაუღე ექვთიმე ათონელის თარგმანის ამ ფრაგმენტს და დამარწმუნე რომ ჩვენ ვცდებით. |
afxazi |
![]()
პოსტი
#533
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
netvorc
ციტატა მე არ მითარგმნია ეგ წიგნი, შენივე ეკლესიის დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა თარგმნა, არა მგონია ისეთი უცოდინარი იყოს რომ არ იცოდა რას წერდა, და "თითი" და "თითები" ვერ განასხვავა, მერე წადი ჩემო კარგო და გაიგე იმ ხელნაწერთა ინსტიტუტში ექვთიმე ათონელის თარგმანში როგორ წერია, რომელი შორსაა. მე ეს დოკუმენტი დაგიპირისპირე, შენ ადექი წადი და გადაუღე ექვთიმე ათონელის თარგმანის ამ ფრაგმენტს და დამარწმუნე რომ ჩვენ ვცდებით. ჯერ ეს ერთი ეს ფრაზა მათეს სახარების განამრტებაშია და ეს განმარტება დიდი ხანია გამოქვეყნებულია. ინტერნეტშიც არის. თუმცა მე არაფერში მჭირდება ამის აგდამოწმება, რადგან ჩემთვის, როგორც ვთქვი სისულელეა ამ ყველაფერზე შფოთის ატეხვა. მე მგონი თემა დასახურია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
agmsarebeli |
![]()
პოსტი
#534
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 ![]() |
'agmsarebeli' არსად გავრბივარ, და ეხლა ვდებ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის წიგნს ''იოანე ოქროპირი'' ''საუბრები'' , შენ იძახი თითქოს იოანე ოქროპირი ერთი თითით პირჯვრისწერაზე ლაპარაკობს, კარგად დააკვირდი რა წერია არჩილ მინდიაშვილის წიგნში: ![]() ![]() ![]() მემგონი ამ წიგნში კარგად ჩანს, გარკვევით წერია თითები , და არა თითი , ეხლა რაღას იტყვი აღმსარებელი? არ ენდობი არჩილ მინდიაშვილის წიგნს? და კიდევ ეს ბერძნული რჯულისკანონის წიგნი : განმარტება ეკუთვნის ნიკოდიმუს მთაწმინდელს "თქვენი ეკლესიის წმინდანია" მან დაწერა "უხილავი ბრძოლა" , ნიკოდიმუს მთაწმინდელი ამ განმარტებაში გარკვევით წერს 2 თითით პირჯვრისწერის ჭეშმარიტებაზე, ეს წიგნი ბერძნულ ეაზე: ![]() ![]() ![]() მემგონი საკმარისი ფაქტები დავდეთ, იმისთვის რომ გულწრფელმა ადამიანმა განსაჯოს ვინაა ჩვენში მართალი, მართლმადიდებლობა სპორტი არაა იმისი ჟინი გკლავდეს რომ, როგორმე მოიგო პაექრობაში, ჩვენი მხრიდან უკვე ბევრი დოკუმენტი დაიდო იმისთვის რომ ლოგიკური აზრი გამოიტანოს კაცმა მართალი ვინაა, ჩვენ თუ თქვენ. ნეტვორკ, ხომ შემოგთავაზე ხელნაწერში ნახვა? არ გირჩევნია იქ ნახო როგორ წერია? მემგონი მთაწმინდელთა თარგმანს ვერ აჯობებს ვერც ერთი ქართული თარგმანი. არ მეთანხმები? ამიტომ ამ წიგნში მოტანილი ფრაზა ვერაფრის მომცემია. დედანში გარკვევით წერია თითით და არა თითებით. ასე, რომ ეს ვერ გამოდგება არგუმენტად. ხო. რაც შეეხება პაექრობას და ჟინს არც მასეა საქმე, როგორც ამბობ. უბრალოდ ვცდილობთ ჩვენი სწავლება დავიცვათ ბოლომდე. ჩვენი რა, ეკლესიის და კიდევ ერთი ჩვენგან ყველა მართლმადიდბელი ვერ იქნება, ამიტომ სიტყვა -მართლმადიდებელი-როგორც საერთოობის გამოხატულება მოაცილე. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ოქროპირის სწავლებაში შეუძლია თვითონ წავიდეს ხელნაწერთა ინშტიტუტში და გაარკვიოს იქ წერია "თითი" თუ "თითები" . ვ აგაშენა ღმერთმა, მეც მაგას არ გიკიჯინებთ. ნეტვორკ ისე იძახი თითქოს იცოდე ის ხელნაწერი. ვჩვენ კი, ვინც ვიცით, დაგვიჯერეთ, ან ერთად გადავამოწმოთ ისედაც ცხადი სიმართლე. გინდა წავიდეთ? მე ეს დოკუმენტი დაგიპირისპირე, შენ ადექი წადი და გადაუღე ექვთიმე ათონელის თარგმანის ამ ფრაგმენტს და დამარწმუნე რომ ჩვენ ვცდებით. ხელნაწერთა ინსტიტუტი ნინიას ბაღი კი არაა!! გადაღება აკრძალულია. იქ უნდა ერთად მივიდეთ და ადგილზე ვნახოთ. როგორც თქვი შორს არაა და მიღწევა შეიძლება. თუ არ დათანხმდები ამას, ჩავთლი რომ სიმართლეს გაურბიხარ. |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#535
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
agmsarebeli
ციტატა ძველმართლამდიდებელო, შენ ვერ გახდები ამ თემის შემჯამებელი, თითქოს ყველეაფერი გაარკვიეთ და ჩვენც გაგვარკვიეთ. afxazi ციტატა ეს ცხადია, რა თქმა უნდა. როგორი ზომის პოსტებიც არ უნდა დადონ (სიდიდე ნაწერისა, ჩემის აზრით, იმის მაჩვენებელია, რომ აზრს ვერ გადმოსცემს წერილის ავტორი და სიდიდით ცდილობს თვაის ახვევას. შეგიძლიათ ამაზე არ შემედაოთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია), გამარჯობათ ბატონებო! ჩემი შეჯამება (იგივე დასკვნა) ეს არის ჩემსა და თქვენს შორის არსებული პოლემიკის ჩემეული შეფასება, ჩემეული დასკვნა. ვფიქრობ ამისი უფლება ყველა ადამიანს გააჩნია. თქვენც შეგეძლოთ დაგედოთ ანალოგიური დასკვნები თქვენი მხრიდან. მაგრამ, ამჯერად ეს არ არის მთავარი. ამ თემიდან ჩემი გასვლის შემდეგ, თუ დამიჯერებთ, აქ არც კი შემოვსულვარ და არ დავინტერესებულვარ, ვინ რა მიპასუხა ან გაგრძელდა თუ არა საერთოდ დავა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ აღმსარებელმა "ამიკრძალა" ![]() მე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ საკმარისზე მეტი საბუთი დავდე ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემის სიძველის საჩვენებლად და ბევრი დავწერე ფორუმის კვალობაზე იმაზეც, რომ სამი თითით პირჯვრისწერისა და "სახელობითი წყობით" კურთხევის გაცემის წესების წარმომავლობა უცნობია და ძველი წესის მათით შეცვლა უსაფუძვლოა. ამაზე საკმაოდ ვილაპარაკე და ამიტომაც ამჯერად არ მსურს ჩემს შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტებს პასუხები გავცე, თანაც, ტატუსიმ და ნეტვორკმა საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და კარგი პოსტები დადეს ზოგიერთი შეხედულების სამხილებლად (თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი პასუხი თავის პოსტებზე, ვთხოვ მიმითითოს პოსტის ნომერი ამ თემაში და შევეცდები გავცე პასუხი). მხოლოდ ერთს ვეტყვი აფხაზს: ჩემო ძმაო და მეგობარო, ჩემი პოსტების სიდიდე დამოკიდებული იყო მათში ეკლესიური წყაროებისა და წმიდა მამების მოწმობათა სიმრავლეზე. შენი დასკვნა, რომელიც ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გაგიკეთებია ჩემი პოსტების სიდიდის გამო, უფრო საკუთარი თავის დამშვიდების პოლიტიკას მაგონებს. გთხოვ საწყენად ნუ მიმიღებ, მაგრამ ნამდვილად გმართებს პოლემიკის დროს ობიექტურობა. ასეთი "არგუმენტი" შენს სიმართლეს ვერანაირად ვერ წაადგება. ვნებათა ღელვა მცირედით მაინც თუ ჩაცხრა, მინდა ყველა ჩვენს ოპონენტს ვუთხრა, რომ სამწუხაროდ, საკითხებს განიხილავთ არასწორად; ანუ, არასწორია თქვენი მიდგომა მთელი რიგი მომენტებისადმი. არასწორია ძველმართლმადიდებელთა გამოცხადება "სქიზმატებად". არასწორია ჩააფრინდე ერთ მოწმობას და უგულებელჰყო ათასი... არასწორია წყაროდ დაიმოწმო "ეკლესიის გადმოცემა", რომელიც იწყება XVII საუკუნიდან და უგულებელჰყო "ეკლესიის გადმოცემა", რომელსაც დასაბამი თვით მოციქულთა დროიდან ეძლევა; არასწორია ჩვენთვის დაბრალება იმისა, რომ თითქოსდა წესებს ვაფეტიშებთ... არასწორად არის გაგებული ძველმართლმადიდებელთა ბრძოლის არსი ამ წესებისა და კანონებისთვის... ფაქტია, რომ ამ საკითხმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია, ზოგმა უსიყვარულობაც კი დაგვაბრალა (არადა სიმძაფრე არც თქვენს პასუხებს აკლია...). ერთის მხრივ ეს გასაგებიცაა, რადგან ალბათ, არსად, არასდროს, ამ თემაზე ამდენი არავის ულაპარაკია... მე ჩემს დასკვნაში გამომრჩა იმის თქმა, რომ საზოგადოდ, ეს პოლემიკა სასარგებლოა ყველასთვის, რადგან ის კი არ არის მთავარი, ეხლა დაიჯერებს თუ არა ვინმე ჩვენს ნათქვამს, არამედ ის, რომ დავიწყეთ მსჯელობა ამ თემაზე... როდესაც მეც თქვენსავით ოფიციალური ეკლესიის წევრი ვიყავი და პირველად გავიგე წყალპკურებითი ნათლობისა და პირჯვრისწერის (ცხადია, კიდევ სხვა მრავალი საკითხების) შესახებ, ანალოგიური რეაქცია მქონდა. მაგრამ, გავიდა დრო, თვითონ დავიწყე ამ საკითხების შესწავლა და მივედი იმ დასკვნამდე, რა დასკვნაც უკვე გაკეთებული მაქვს... იმედია თქვენც, ჩვენგან დამოუკიდებლად ხელს მოჰკიდებთ ამ საკითხების შესწავლას, გამოიკვლევთ მას არა ოფიციალური ეკლესიის ოფიციალური საეკლესიო პოლიტიკის პოზიციიდან, არამედ მეცნიერულად, ობიექტურად და გააკეთებთ ჯეროვან დასკვნებს... იმედი მაქვს, რომ მომავალში თქვენ გაიხსენებთ "ძველმართლმადიდებელს", "ნეტვორკს", "ტატუსის"... გაიხსენებთ რას გეუბნებოდნენ ისინი ამ საკითხებზე და მადლობას ეტყვით... როგორც მე ვუთხარი მადლობა აწ გარდაცვლილ ზურაბ ნარმანიას, ეპისკოპოს იონას და სხვებს, რომლებისაც არ მჯეროდა და განრისხებულიც კი ვიყავი მათზე, ვითარც "დედა ეკლესიის" წინააღმდეგ ამხედრებულ ადამიანებზე... მაგრამ, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა... და ბოლოს უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არავისგან არაფერი მწყინს, საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ვერ გაგვიგეთ... გულწრფელი პატივისცემით ყველას მიმართ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
აკაკი |
![]()
პოსტი
#536
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
6 საუკუნის როსანოს სახარებები
![]() ამავე საუკუნის რაბულას სახარებები ![]() ![]() ![]() ![]() როგორც ჩანს ორივე ფორმა გამოიყენება |
marine |
![]()
პოსტი
#537
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმ. ბასილი დიდი გვიმოწმებს, რომ პირჯვარის გამოსახვა მოციქულთა დაწესებულია და, თუკი მას რწმენით ვასრულებთ, განაგდებს უხილავ მტრებს, განაქარვებს მთელ მათ მზაკვრობას და გვიცავს მათი თავდასხმებისაგან. უფალი ჯვარით მუსრავს ბოროტის ძალას. ეს ეშმაკებმაც იციან და შორს გაურბიან ჯვარს; ხოლო ვინც პირჯვარს არ ისახავს და თავს ამ ძლიერი იარაღით არ იცავს, ის მტრისთვის ადვილი მიასდგომია. უჯვარო ქრისტიანი იგივეა, რაც უიარაღო მეომარი. აქედან ბუნებრივად ისმის კითხვა: არის კი ქრისტიანი ის, ვინც პირჯვარს არ ისახავს?"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი