IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მოძღვარი, მოძღვარი
რუსუდანი
პოსტი May 28 2007, 09:43 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 21-March 07
წევრი № 1,458



დამლოცეთ მამაო!

უკვე 7 წელია ეკლესიაში დავდივარ, ვმარხულობ, მყავს მოძღვარი, ვამბობ აღსარებას, ვცდილობ რომ ნელ-ნელა გავიზარდო სულიერად. გავხდე კარგი ქრისტიანი, თუმცა ძალიან ხშირად ეს სურვილი მინელდება, განსაკუთრებით მარხვის დამთავრების შემდეგ. მყავს არაჩვეულებრივი მოძღვარი, მე ვთვლი რომ ცოტა გამოუცდელი, თუმცა ასაკოვანი, თავში ძალიან აღტკინებული ვიყავი როდესაც მასთან დავიწყე სიარული, თვითონაც ძალიან მონდომებული იყო და ახალი მღვდლისთვის საკმაოდ პატარა დროში დიდი მრევლი შეიძინა, (რა თქმა უნდა ყველაფერი შედარებითია) , მაგრამ გავიდა დრო და მეც შემეცვლა ცოდვები და სამწუხაროდ ჩემო ცოდვები უფრო ფიქრისეული და გრძნობისეული გახდა, მაგალითად ადრე თუ სიგარეტს ვეწეოდი, კლუბებსი დავდიოდი, ბიჭთან უფრო თამამი ვყოფილიყავი და ასე შედეგ....... ეს ყველაფერი დავძლიე, დავმორჩილდი, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა სხვა პრობლემები დამეწყო, უიმედობა, საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა, გინდა ფიიკურად გინდა პიროვნულად, მამაოსთან ამაზე საუბარში მამაომ ლოცვა და კიდევ უფრო გაძლიერება მირჩია ქრისტიანული წესების, რაშიც რა თქმა უნდა ვეთანხმები მაგრამ საშინელი დაუკმაყოფიელბლობის გრძნობა მაქვს გაჩენილი, და ბევრი ამპარტვანული ფიქრები დაიბადა. ჩემს მამაოსთან ურთიერთობაში სიმშრალეს ვგრძნობ, აღარ მაქვს სურვილი რომ ყველაფერი მოვუყვე, რაც მტკივა, რაც მაწუხებს. პრინციპში არვიცი თქვენგან რა პასუხს მოველი მაგრამ თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული რჩევა-დარიგება გთხოვთ დამეხმაროთ, ნორმალურია ეს ფაქტი რომ სხვა მოძღვარს დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი, გამოცდლილს, უფრო ყურადღებიანს, თუმცა გაითვალისწინეთ ნაწილობრივ საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ გულგრილობასა და ნელ-თბილობაში......თუმცა თითქოს ბიძგი აღარ მაქვს...............

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 7 2007, 02:01 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



განსაკუთრებულსა და გაუგონარს, ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ მთლად უპასუხოდ დატოვებაც არ იქნებოდა სწორი. თქვენი მდგომარეობა არ არის რაღაც განსაკუთრებული და ადრე თუ გვიან ყველას უხდება მსგავსი მდგომარეობის დათმენა და დაძლევა.

ეკლესიაში მოსვლისას ადამიანი კრიტიკულად გადახედავს წარსულ ცხოვრებას, ამჩნევს ცოდვებს, ინანიებს, ცდილობს გამოასწოროს. მოდის დრო პირველი ზიარებისა, აი, უკვე ის მრევლია. გარკვეული დროის მანძილზე რჩება მხურვალება, შემდეგ დგება უძრაობის ხანა. თითქოს მძიმე ცოდვებს არ ვიდენთ, მხოლოდ "წვრილმანი", ყოვედღიური ცდომები გვაქვს. მოსანანიებელ–საბრძოლველიც ნაკლებად ჩანს. ეს ის დროა, როცა უნდა დაიწყოს ნამდვილი სულიერი ცხოვრება, ნამდვილი ბრძოლა გადარჩენისათვის. როცა მონანიებულია წარსულში ჩადენილი ცოდვები, დგება დრო, როცა უნდა ვიბრძოლოთ გულის განწმედაზე, სულის კურნებაზე. ის, რომ ცოდვები "უფრო ფიქრისეული და გრძნობისეული" ხდება, სწორედ ამ ეტაპისათვის არის დამახასიათებელი. წმიდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს, რომ მთავარი საქმე სულიერ ცხოვრებაში არის იმისადმი ყურადღება, რა შედის გულში და რაც გამოდის გულიდან. მრევლს ძალიან ხშირად აკლია ამ მთვარ საქმეზე ყურადღების გამახვილება. ის, რომ ეკლესიაში მოსვლისას გვაქვს მონდომება, არის საღმრთო მადლის მოქმედება ჩვენში. მაგრამ მერე დგება დრო, როცა იგი თითქოს გაუჩინარდება და რჩება ადამიანი პირისპირ თავის ვნებებთან და ბოროტ ჩვეულებებთან. ეს ის დროა, როცა უნდა გამოჩნდეს ჩვენი თავისუფალი არჩევანი. განწმედის გზა – თვითიძულების გზაა. მაგრამ ეს თვითიძულება ეხება არა მხოლოდ და არა იმდენად გარეგნული წესების აღსრულებას, რამდენადაც გონებისმიერ ბრძოლას შინაგან ნაკლოვანებებთან. გარეგნული ღვაწლი არის ინსტრუმენტი სულზე ზემოქმედებისა, არის შესაწირავი ღმრთისადმი, მაგრამ არა მიზანი და არსი ეკლესიური ცხოვრებისა. აუცილებელია გვქონდეს გარეგნული ღვაწლი ძალისაებრ ჩვენისა, მაგრამ მას არ უნდა მიენიჭოს გადამწვეტი მნიშვნელობა სულიერ ცხოვრებაში. სადაც არა არის გონებისმიერეი ბრძოლა, იქ, უკეთეს შემთხვევაში არის მხოლოდ რიტუალიზმი. ასეთი ცხოვრება მშრალი და უსიცოცხლოა. ქრისტეანის ცხოვრება არის მუდმივად განცდა ღმთის წინაშე მყოფობისა, მუდმივი ბრძოლა გულის განწმედისა და სულიწმიდის მადლის მოხვეჭისათვის. შეუძლებელია ეს გარეგნული ღვაწლის გარეშე, მაგრამ ასევე შეუძლებელია მხოლოდ გარეგნულის მოიმედეობით.

თქვენთვის განსაკუთრებულ პრობლემად ქცეულა მოძღვართან ურთიერთობა. ესეც არ უნდა გვიკვირდეს. იშვიათად ნახავთ გამოცდილ მრევლს, რომელსაც არ გაუვლია მოძღვართან ურთიერთობების გაცივების, გამწვავების, მასთან გაუცხოების პერიოდი. ბოროტი აუცილებლად ეცდება გაგირთულონ ურთიერთობა მოძვართან და არ გაგიკვირდეთ. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვართ მიჯაჭვულნი მოძღვარს. მასთან ურთიერთობის საზომი არის სულიერი სარგებლობა. თუ ვერ წარვემატეთ სინანულში, სიმხურვალეში, თვითუარყოფაში, ე.ი. რაღაც არ არის კარგად: ან არ ვუსმენთ, ან ვერ ვიძენთ. ასეთ შემთხვევაში არ არის ურიგო მივმართოთ სხვა სასულიერო პირს რჩევისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვშორდებით მოძღვარს. სხვასთან გადასვლის გადაწყვეტილება უმჯობესია არ მივიღოთ ერთპიროვნულად, რომ ეს არ გახდეს მოძვრიდან მოძღვართან ხეტიალის საბაბი. ასეთი ხეტიალით ძნელია სულიერი ნაყოფის გამოღება.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი