![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ირგე |
![]()
პოსტი
#181
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 141 რეგისტრ.: 27-May 07 წევრი № 2,031 ![]() |
_გიორგი_
ციტატა ნორმალური მარტო ა.შ.შ გამოდის. არა. ნორმალურ ქვეყანას ჯარი არ სჭირდება. წინა "ნორმალური" შემეშალა. ციტატა ძალიან კარგი, მაგრამ რომ არ გაჭრას? უნდა გაჭრას. ილია ციტატა შენ რ გჯერაა კოკითის ბანდიტი როა ხო ვიცით მაგი ყველამ, და შენ გონია მაგასთან გაჭირს რამე? კოკოითი დასაჭერია. მამფალი მა ქართალ ვორექ. მუაჩქიმ აბაშარ. ვჭკომუათ, ბაზარ ვა რე. ონჯღორე მუშენ ოკო მიჩქუდასიი? (აი ესეთი ზმნა მევასება მაგრა) სი სქან დუდიშა ირაგად. არძა ვარ დო კვატა. |
mendes masieli |
![]()
პოსტი
#182
|
![]() შეყვარებული კაცი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 ![]() |
შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს პაციფისტი? ეს შეკითხვა დავისვი მოძღვარს კითხვა-პასუხის განყოფილებაში პასუხის მიღებამდე მაინტერესებს სხვების აზრიც, რადგან იქ კამათი აკრძალულიაო ასე ეწერა თქვენ რას ფიქრობთ? რატომაც არა?! ადამიანი არის სრუალდ თავისუფალი არსება თან პოლიტასთან მიმართებაში განსაკუთრებით....ასე,რომ თუ ის ჩათვლის საჭიროდ და ასე მოქცევა რატომაც არა?! -------------------- მიყვარხართ!!!
|
ulvashi |
![]()
პოსტი
#183
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
ა.შ.შ.-ში ვიეტნამის ომის დროს მოსწავლეები დადიოდნენ შავი ნაჭრით მხარზე და პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომში ამერიკის მონაწილეობის და საერთოდ ომის გამო ქართველი მოსწვლე კი რა აგერ ამდენი ახალგაზრდა და ძველგაზრდა ხართ და იმის მეტს, რომ ომი თუ იქნება, დავიცვათ უნდა ჩვენი ქვეყანაო არაფერს იძახით მე გიმეორებთ: "ომი თუ იქნება" ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ის "თუ" არის ჩვენი გადასაწყვეტი. როცა იქნება საქართველოში ერთიანი საზოგადოებრივი აზრი, რომ ომი საშინელებაა და არ გვინდა, მაშინ ომი აღარ იქნება, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ასეთი აზრი არ არსებოს და ბევრი მილიტარისტულად აზროვნებს ჯერ კიდევ |
გიორგი |
![]()
პოსტი
#184
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ბევრი მილიტარისტულად აზროვნებს ჯერ კიდევ არსებობს რაღაც შუალედური აზროვნება მილიტარიზმსა და პაციფიზმს შორის. მე სწორედ შუალედური აზროვნების ვარ. არა ერთხელ მითქვამს და კვლავ ვიტყვი, რომ ომი არც მე მიყვარს და ვაღიარებ რომ საშინელებაა. თქვენ პაციფისტებს ისე გამოგდით, რომ თითქოს დიპლომატია და ცივილიზირებული მოლაპარაკებები საქმეს ყოველთვის აგვარებს. არ გინიხილავთ იმ ვარიანტს რომ დიპლომატიამ არ გაჭრას და იძახით რომ ომის საბაბი არავის არ უნდა მისცეთო, მაგრამ ასე დალაგებული და დემოკრატიული გეჩვენებათ მსოფლიო? რატომ გამორიცხავთ რომ შეიძლება ვიღაცამ ომი მაინც დაიწყოს? ან ახლა თუ მართლა მონასავით ყველაფერს დაუთმობ, რის მიღებასაც ომით აპირებდა ცხადია აღარ იქნება ომი მაშინ . . . მაგრამ რატომ გჯერათ რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური დათმობების და საკუთარი ინტერესების ნაწილობრივი დაცვის ხარჯზე მაინც მიიღწევა ომის თავიდან აცილება? ასე სამართლიანი და დალაგებულია მსოფლიო პოლიტიკა? ომი არც მე მიხარია, მაგრამ პაციფიზმს რაღაც საეჭვოდ ვუყურებ . . . ასეთი კითხვა მაქვს ulvash-თან, ოღონდ არ მითხრა რომ ეგრე არ მოხდება ან დიპლომატია გაჭრისო. ვთქვათ ჯავახეთში (შესაძლოა რუსეთის წაქეზებითაც) სომხებმა გამოაცხადეს ან დამოუკიდებლობა ან სომხეთთან მიერთების შესახებ, დახოცეს და განდევნის იქ მყოფი ქართველები და ტერიტორიანად შეუერთდნენ სომხეთს. ამ დროს სომხეთმაც შეიყვანა თავისი ჯარი საკუთარი მოსახლეობის "დაცვის" ნიშნით, სინამდვილეში საოკუპაციოდ. დიპლომატია გაჭრის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ ამგვარ ქმედებებს აპატიებ სომხეთს და ტერიტორიასაც დამოუკიდებელ ერთეულად აღიარებ. მაშინ ცხადია აღარ იქნება ომი . . . ვინც თანამედროვე ისტორია კარგად იცის მიხვდება რომ დაახლოებით ჩრდილოეთ კვიპროსში თურქეთის ჯარების შეჭრის მოდელის მსგავსი კონფლიქტი აღვწერე. დიპლომატია არანაირად არ ჭრის იმიტომ რომ კონფლიქტის უკან რეალურად დგას გარეშე ძალა რომელსაც მრავალწლიანი და შორს მიმავალი გეგმები აქვს, თანაც კონფლიქტის ინიციატორები თვითონ შესანიშნავად გრძნობენ თავს. (საუბარია სომხეთის ხელისუფლებაზე ერევანში და შეიძლება ნაწილობრივ რუსეთის ხელისუფლებაზეც). რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ვთქვათ ამოიწურა მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი (განა ეს დაუჯერებელია? მითუმეტეს მიზანმიმართული საგარეო ძალის ჩარევის შემთხვევაში) ამ დროს საქართველოსაც ვთქვათ საქართველოსაც გამოუჩნდნენ მხარდამჭერი ქვეყნები (ნატოს სახელმწიფოები, რომელთა მიზანია შეაჩერონ რუსეთის აღმოსავლეთით გაფართოება, გვეხმარებიან ფინანსურად და იარაღითაც), სასტარო პოლიტიკური სტატუსქვო აღმდგარია, ომის მოგების შანსი არის დაახლებით თანაბარი ორივე მხარისთვის 50%-50% და ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თუ რას მოიმოქმედებენ თვითონ ქართველები, რადგან მცირე ძალაც გადაწონის ექვივალენტურ სიტუაციას. ამის მსგავსი სიტუაციები მსოფლიო ისტორიას ახსოვს, როდესაც დიდი ქვეყნების ჩარევის შემდეგ ორივე მხრიდან წონასწორობა აღდგა, განსაკუთრებული უპირატესობა არავის არ ჰქონდა და ვინც მართლა უშუალოდ ბრძოლაში გამოდგა ძლიერი, უშიშარი და მოტივირებული იმას დარჩა გამარჯვება. აი ასეთ დროს თუ წახვიდოდი ომში? აი ეს მაინტერესებს თორემ ომი რომ საზიზღრობაა ეგ ყველასთვის ცნობილია . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ulvashi |
![]()
პოსტი
#185
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
_გიორგი_
ციტატა ვთქვათ ჯავახეთში (შესაძლოა რუსეთის წაქეზებითაც) სომხებმა გამოაცხადეს ან დამოუკიდებლობა ან სომხეთთან მიერთების შესახებ, შენი კითხვა ეხება იმას, თუ რას ვიზამდი მე ომის შემთხვევაში. მე გპასუხობ, რომ ჩემთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ომის შემთხვევაში როგორ მოვიქცევი, არამედ როგორ ავირიდოთ ომი. ომის არიდება შესაძლებელია ყოველთვის. რაც შენ აღწერე, ის სიტუაცია არ მოხდება, თუ თავიდანვე დაპირისპირებულ მდგომარეობაში არ ვიქნებით, თუ იმის ძახილს არ დავიწყებთ, რომ საქართველოში მხოლოდ ქართველები უნდა ცხოვრობდნენ და ასე შემდეგ აფხაზეთში ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ასევე იქნება შესაძლებელი იმის აცილებაც, რაც შენ აღწერე. ყველა ომის აცილებაა შესაძლებელი. აღა-მაჰმად ხანის შემოსევის აცილებაც კი შეიძლებოდა, მითუმეტეს შეიძლება ეს დღეს მთავარი ყოველთვის არის ხალხის განწყობა რაც მეტი მშვიდობის აბსოლუტური მომხრე იქნება ყველა მხარეს, მით უფრო ადვილი იქნება ეს |
გიორგი |
![]()
პოსტი
#186
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
_გიორგი_ შენი კითხვა ეხება იმას, თუ რას ვიზამდი მე ომის შემთხვევაში. დიახ, ეს იყო ჩემი კითხვა და პასუხი ამაზე მაინტერესებს და არა იმაზე რომ ომი ავირიდოთ. თუ შეგიძლია და სურვილი გაქვს გამეცი პასუხი იმაზე რაც ზემოთ გკითხე. ისე იმაში ვერანაირად ვერ დაგეთანხმები რომ ომის არიდება ყოველთვის შეიძლება. მე არ ვთვლი რომ საქართველოში მარტო ქართველები უნდა ცხოვრობდნენ და საერთოდ ქართველი ერი ძალიან ტოლერანტულია, იმიტომაც გვყავს ამდენი ეთნიკური უმცირესობები, ალბათ იცი იმ ისტორიის ნიუანსები ჯავახეთში, როგორ მოხვდნენ სომხები, რომლებიც თვითონ სომხეთის ხელისუფლებამ არ მიიღო. რა ძალიან დადებითად აღიქვამ მსოფლიოს? გაკვირვებული ვარ პირდაპირ . . . ახალია შენთვის, რომ შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს რომელიმე ქვეყნის ინტერესები, საგარეო დაფინანსება და ა.შ. და არა უშუალოდ ხალხის ზიზღი . . . გგონია ევროპაში ხალხს ძალიან უყვართ ერთმანეთი, მაგრამ სტაბილური, ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებია, იქ გლობალურ ინტერესებში არ შედის ომი და არც იწყება ამიტომ. ახლა ნუ გამოიყვან გერმანელებს ან ვთქვათ ავსტრიელებს ქართველებზე უფრო შემწყნარებელ ხალხად. ხშირად ომი გარდაუვალია, მისი აცილება არ შეიძლება. კი, ბატონო მეც გეთანხმები რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამას პაციფიზმი არ უნდა, ეს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმაც იცის, მაგრამ არსებობს რაღაც ფასეული, რომელიც ომში დაღუპული ადამიანების სიცოცხლეზე მეტია და აი ამიტომ ვერ ვრიგდებით. ბოლოს ისევ თავდაპირველს დავუბრუნდები, არ ვითვლი ომის თავიდან აცილების შანსებს, ზოგჯერ შეიძლება მართლაც შესაძლებელი იყოს თავიდან აცილება, ზოგჯერ შესაძლოა არა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, მე სხვა რამე გკითხე, ძალიან მაინტერსესბს შენ და შენი თანამოაზრეები რას იზამდით ზემოთ ნათქვამ სიტუაციაში. შეეცადე არ აერიდო ამ კითხვაზე პასუხს თუ გაქვს ოდნავი სურვილი მაინც. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#187
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ulvashi
ციტატა შენი კითხვა ეხება იმას, თუ რას ვიზამდი მე ომის შემთხვევაში. მე გპასუხობ, რომ ჩემთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ომის შემთხვევაში როგორ მოვიქცევი, არამედ როგორ ავირიდოთ ომი. ერთხელ მაინც დაუშვი გონებაში, რომ ვერ აირიდე და გვიპასუხე მერე რას იზავ. ისე წერ ომის არიდებაზე თითქოს ჩვენ ომის ნატვრით რამე არ გვძინავს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ulvashi |
![]()
პოსტი
#188
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
მე არ წავალ ომში
ერთი გენიალური ამბავი იცის ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ ერეკლე მეფის და მწყემსის ამბავი იცით? მწყემსა რომ ერეკლე მეფეს შესჩივლა, ლეკები თავს დაგვესხნენ და საქონელი წამართვესო, ერეკლემ კითხა, რას აკეთებდიო? მე მეძინაო. ერეკლემ უთხრა: რატომ გეძინა მაშინ, როცა საფრთხე გემუქრებოდაო. მწყემსმა უპასუხა, მეგონა შენ გეღვიძა მეფეოო. მე ომში არ წავალ პოლიტიკური მრწამსიდან გამომდინარე ეს პაცეფიზმის საკითხი არც არის, მე წავალ თუ არა ომში. ომში უნდა მიდიოდეს ჯარი და არა მოქალაქე. მოქალაქე იმიტომ იხდის გადასახადებს, რომ სახელმწიფომ დაიცვას და მას არ მოსთხოვოს, შენ იომეო პაცეფიზმი მეტია. აქ უკვე ჯარში სამსახურზე უარიც იგულისხმება. მე რომ არ წავიდე რეზერვში, უბრალოდ დეზერტირად გამომაცხადებენ და დამიჭერენ და მაგიტომ მივდივარ, თორემ არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს ავტომატი მეკავოს ხელში და ჩემით ვიღაცას აშინებდნენ. თემას რომ ვხსნიდი, შეკითხვა დავსვი, რამდენად შესაბამისია ეს ქრისტიანობასთან? მე ახლაც ვფიქრობ, რომ შესაბამისია. საწინააღმდეგო აქ ვერ დამიმტკიცეს. სამშობლო სხვაა, რწმენა სხვა. მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას პაცეფიზმს და მართლმადიდებლობას შორის |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#189
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ulvashi
ციტატა ომში უნდა მიდიოდეს ჯარი და არა მოქალაქე ჯარი მოაქალაქეებისგან შედგება, მოქალაქეებს ვლდებულება გააჩნია სამშობლოს, ოჯახის წინაშე. ნუ ავალებ სხვას თუნდაც პროფესიით ჯარისკაცს შენი დედა, და, ძმა სახლი და ქვეყანა მან დაიცვას იმიტომ რომ თურმე შენ ციტატა იხდის გადასახადებს .ეს საშინელი სიტყვებია, ამ სიტყვებს და უკაცრავად ასე მძაფრი შეფასებისთვის მაგრამ არც მის ავტორს არანაირი საერთო არა აქვს მართლმადიდებლობასთან. ეს საშინელი სიტყვებია... უკაცრავად, ეკლესიებს, რომ აოხრებდა მტერი იმ ეკლესიის დაცვაც არ გევალებოდა??? რადგან გადასახადს იხდი ამიტომ სისხლი სხვამ უნდა დაღვაროს, შენ არაფერი არ უნდა გეტკინოს არა? და ყველამ, რომ ასე ვიფიქროთ, მაშინ ქვეყანს თავდაცვაც არ ეყოლება. მერე ვინ დაგიცავს ულვაშო? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
![]()
პოსტი
#190
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#191
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
_გიორგი_
ციტატა სირცხვილია მხოლოდ???? ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეჰ, -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
![]()
პოსტი
#192
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ომში უნდა მიდიოდეს ჯარი და არა მოქალაქე. მოქალაქე იმიტომ იხდის გადასახადებს, რომ სახელმწიფომ დაიცვას და მას არ მოსთხოვოს, შენ იომეო. რა აბსურდი დაწერე შენ თვითონ თუ იცი? ჯერ ერთი უმძიმეს წუთებში ქვეყნის დაცვა ყველას ვალია თუ ამ დონეზე მივიდა საქმე . . . აი, ამ დროს ომში არ წასვლა ცოდვაც არის და მეტიც . . . ახლა დავუბრუნდეთ თავდაპირველ ნათქვამს, მოქალაქე იმიტომ იხდის გადასახადებს, რომ სახელმწიფომ დაიცვასო და საინტერესოა თუნდაც დაქირავებულ ჯარში საქართველოს მოქალაქეები არ არიან? საინტერესოა ვისი საშუალებით უნდა დაიცვას სახელმწიფომ ხალხი? თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვიქირავოთ?! . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ulvashi |
![]()
პოსტი
#193
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა ეს საშინელი სიტყვებია, ამ სიტყვებს და უკაცრავად ასე მძაფრი შეფასებისთვის მაგრამ არც მის ავტორს არანაირი საერთო არა აქვს მართლმადიდებლობასთან. ერთმანეთში გერევა ეკლესია და სახელმწიფო. სახელმწიფო სწორედ რომ ჩემი და სხვების გადასახადებით არსებობს და თუ ის საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს, სულ არ ყოფილა საჭირო. _გიორგი_ ციტატა სირცხვილია მე სულ არ მრცხვენია. 2004 წელს რომ საყოველთაო მობილიზაცია გამოეცხადებინათ, წახვიდოდით ომში? მე არა და ვერც ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გვეომა იქ. ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილებიდან ვმსჯელობ |
გიორგი |
![]()
პოსტი
#194
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
პაცეფიზმი მეტია. აქ უკვე ჯარში სამსახურზე უარიც იგულისხმება. ანუ პაცეფიზმი საერთოდ სახელმწიფოს გამორიცხავს? აბა როგორ დაიცავს სახელმწიფო მოქალაქეებს თუ დაქირავებული ჯარიც არ ეყოლა?! თუ პაციფიზმი გულისხმობს რომ ომში სხვა წავა და თვითონ იჯდება სახლში? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#195
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ulvashi
ციტატა წახვიდოდით ომში? მე არა და ვერც ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გვეომა იქ შენი საყვარელი გმირი ნოდარ დუმბაძის მე ვხედავ მზიდან დათიკო ბრიგადირი იქნება, დარწმუნებული ვარ. შენ ალბათ სახელმწიფოს და სამშობლოს შორის სხვაობას ვერ ამჩნევ. ეეეეეეეეეეეეეეეჰ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
![]()
პოსტი
#196
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
_გიორგი_ მე სულ არ მრცხვენია. 2004 წელს რომ საყოველთაო მობილიზაცია გამოეცხადებინათ, წახვიდოდით ომში? შენი ქრისტიანული ვალია შენი ქვეყნის წინაშე რომ საყოველთაო მობილიზაციის დროს, თუ ომში მთელი ქვეყანა ებმება და არა მხოლოდ დაქირავებულები, შენც იქ იყო სადაც შენი თანამემამულეები იბრძვიან. წავიდოდი, რასაკვირველია წავიდოდი . . . თანდათანობით არა ქრისტიანულ ლაპარაკს რომ იწყებ თუ აკვირდები? ulvashi შენი საყვარელი გმირი ნოდარ დუმბაძის მე ვხედავ მზიდან დათიკო ბრიგადირი იქნება. ვითომ ხუმრობაა და მართლა მანდამდე მივა საქმე თუ ასე აქტიურად დაუჭირა პაციფიზმს მხარი . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#197
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
_გიორგი_
ციტატა ვითომ ხუმრობაა და მართლა მანდამდე მივა საქმე თუ ასე აქტიურად დაუჭირა პაციფიზმს მხარი . . . გიორგი ჩემო კარგო, მე არ ვხუმრობ. საქმეც მისულია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
![]()
პოსტი
#198
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
არა რა ulvash და საერთოდ პაციფისტები განსაკუთრებული ფენომენია. არა მართლმადიდებლისგან კიდევ მისაღებია თავისებურად, მაგრამ მართლმადიდებელი ადამიანი როგორ უნდა იყი პაციფისტი?! ქრისტეს ეკლესიამაც იცის სხვაზე არანაკლებად მშვიდობის ფასი, მაგრამ დამოკიდებულება "ოღონდ ომი არ იყოს" ბოლოს სანამდე მიდის ყველა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა იცის . . . "პაციფისტი" ანუ "მშვიდობისტი" . . . ყველაფერი მსოფლიოს მშვიდობისთვის . . . ყველაზე დიდი პაციფისტი იქნება ანტი-ქრისტე!!! ეს ამ თემაში სალაპარაკო არაა, მაგრამ სიტყვას მოყვა, არსებული წინასწარმეტყველებების მიხედვით გლობალიზაციის დასრულების შემდეგ, როდესაც დედამიწის ერთპიროვნულ მმართველად ანტი-ქრისტე მოგვევლინება ის იქნება საყოველთაო მშვიდობის მქადაგებელი და თავდაპირველად სწორედ ამით შეაცდენს ომებით გადაღლილ კაცობრიობას. საშინელებაა . . .
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ulvashi |
![]()
პოსტი
#199
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 ![]() |
_გიორგი_
ციტატა მართლმადიდებელი ადამიანი როგორ უნდა იყი პაციფისტი?! დამიმტკიცეთ სერიოზული არგუმენტებით და გავჩერდები. მხოლოდ რელიგიასთან მიმართებაში და არ დამიწყოთ სამშობლოს დაცვაზე და ასე შემდეგ საუბარი სამშობლო ყველას თავისებურად ესმის. და საერთოდ ცალკე გავხსნი მიცლილობის ჟამს თემას, რაა სამშობლო როდის აუკრძალა ქრისტიანობამ ადამიანს პაცეფისტობა? სად და რატომ? ვინ, რომელმა წმინდანმა თუ მამამ თუ საეკლესიო კრებამ? |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#200
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მოცლილობის ჟამს აუცილებლად გიპასუხებ, მანამდე იმაზე იფიქრე, რომ წმინდა მამები სხვისი სიცოცხლის ფასად, სხვისი ტავგანწირვის ფასად არ იხვეჭდნენ სასუფეველს.
შენ შენი სიტყვებით, (რაც გადასახადებს ეხება) ყიდულობ შენს უსაფრთხოებას, შენი ახლობლების უსაფრთხოებას. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი