IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

13 გვერდი V « < 9 10 11 12 13 >  
Reply to this topicStart new topic
> პაციფიზმი
მხევალი ნინო
პოსტი Jun 4 2007, 03:58 PM
პოსტი #201


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ulvashi


შენ არ გიცნობ, ანუ არ ვიცი აღიარებ თუ არა ანუ ხატს ჯვარს და აშ., უბრალოდ არ გიცნობ და იმიტომ გეუბნები.

ორ სიტყვაში შეგახსენებ, რომ მაქსიმიანე გალერიუსმა და მაქსენტიმ აუჯანყდნენ კონსტანტინე დიდს, კონსტანტინემ დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. ამით ერთ მაგალითს გეუბნები, რომ ტავად კონსტანტინე დიდი იბრძოდა, როცა საჭირო იყო, მასთან ერთად მისი მხედრები.


შეგახსენებ შავნაბადას ისტორიას, თუ გახსოვს შავნაბადას ისტორია, გაგახსენდება, რომ ტავად წმინდა გიორგი ეხმარებოდა ქართველებს ბრძოლაში. თუ ომში არ უნდა წასულიყვნენ ქრისტიანები და გადასახადის გადახდით მოეხადათ ვალი ქვეყნის წინაშე, ნეტავ წმინდა გიორგის რა ძალა ედგა, ამ ბრძოლაში ქართველსბ, რომ ეხმარებოდა საოცარია. ამდენ, სისხლისმღვრელს ერთად.

თორნიკე ერისთავს გაგახსენებ, როცა საჭირო იყო ბერობაც მიატოვა არა?

შენ ალბათ მეტი სულიერებით გამოირჩევი და ალბათ ეს მაგალითები არ იქნება საკმარისი.

ისე კარგი იქნება შენ ტავად დადო ერთი მაგალითი მაინც, რომელიც სამშობლოს დაცვას ცოდვად შერაცხავდა.

ერთი საეკლესიო განჩინება მაინც დადე, ერთი წმინდანის განმარება მაინც დადე ამის ტაობაზე.

ერთი წმინდანის მაგალითი მოყევი, რომელიც ჯარს გადაუდგა წინ, ქვეყნის დაცვა ცოდვად შეგერაცხებათო. საინტერესო იქნება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 4 2007, 04:13 PM
პოსტი #202


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 03:24 PM) *

_გიორგი_
დამიმტკიცეთ სერიოზული არგუმენტებით და გავჩერდები.
მხოლოდ რელიგიასთან მიმართებაში და არ დამიწყოთ სამშობლოს დაცვაზე და ასე შემდეგ საუბარი
სამშობლო ყველას თავისებურად ესმის. და საერთოდ ცალკე გავხსნი მიცლილობის ჟამს თემას, რაა სამშობლო
როდის აუკრძალა ქრისტიანობამ ადამიანს პაცეფისტობა? სად და რატომ? ვინ, რომელმა წმინდანმა თუ მამამ თუ საეკლესიო კრებამ?

რაღაც არა მგონია შენ რომ რაიმემ გაგაჩეროს, მაგრამ მაინც დადებითი ჟესტი იყო, ჩანს აზრიანად კითხულობდი ჩემს პოსტებს. შევეცდები აგიხსნა. საერთოდ იდეაში მშვიდობა ძალიან კარგია, ამას არავინ არ უარყოფს. ომი და უბედურება არც მართლმადიდებელ ეკლესიას უყვარს, უფრო მეტიც ჭეშმარიტი მშვიდობის ფასი ეკლესიამ ყველაზე მეტად უწყის. აბა მაშინ რა არის პაციფიზმი? "პაციფიზმი" მომდინარეობს ლათინური ფუძიდან და ნიშნავს "მშვიდობიზმს", "პაციფისტი" კი "მშვიდობისტს". ამ ადამიანებისათვის ზომაზე უფრო მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას, "პაციფისტისთვის" ალბათ მშვიდობა ყველაზე უფრო დიდი ღირებულებაა და ამიტომ ყველაფერს აკეთებს ოღონდ ომი არ იყოს, რადგან რაც არ უნდა გააკეთოს (ომში არ წასვლა, ჯარში არ მუშაობა, უამრავი დათმობები ომის თავიდან ასაცილებლად და ა.შ.) მაინც თვლის რომ უარეს შედეგს ვერ მიიღებს, რადგან თუ ომს გადარჩა უმაღლესი ფასეული მიღწეულია, რომელზედაც მეტი არ არსებობს. კონკრეტულად ქრისტიანობამ არ ვიცი აკრძალა თუ არა პაციფიზმი, მაგრამ ეს დროის და პაციფიზმის შედეგების სინთეზია. აბსტრაქტულად "პაციფიზმს" ცოდვად ვერ მიიჩნევ, მაგრამ "პაციფიზმი" გაგაკეთებინებს ისეთ რამეებს რაც ცოდვად ჩაითვლება, ამიტომ ძნელია ცალსახა ფორმულირება, მაგრამ პაციფიზმი იდეურად იწინააღმდეგება ქრისტიანობას, რადგან ქრისტიანულად უმაღლესი ფასეული ადამიანის სიცოცხლე არაა, აქედან გამომდინარე არც მისი დამცველი მშვიდობაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანისთვის უმთავრესი არის სულის ცხონება, რასაც მაინცდამაინც მშვიდობა არ სჭირდება, შეიძლება სწორედ ბრძოლაში მოყვასისა თუ ქრისტეს გულისთვის სიკვდილმა და თავგანწირვამ გვაცხონოს, შეიძლება გაჭირვებამ გვაცხონოს და ა.შ. ამიტომ მომეტებული მნიშვნელობის მინიჭება მშვიდობისათვის "ოღონდ ომი არ იყოსო" შეიძლება ბევრად უფრო დიდი ღირებულების დაკარგვად დაგვიჯდეს. სამშობლოც აბსტრაქტული არ გეგონოს, ქრისტიანობა ქადაგებს მოყვასის სიყვარულს, ქრისტიანობა ქადაგებს შენი მოძმეების, ნათესავების, თანამემამულეების სიყვარულს, ქრისტეს მიერი დებისა და ძმების სიყვარულს, ამ ყველაფრის ერთობა კი სამშობლოა. ძნელია ზუსტად ჩამოყალიბება რა კრავს სახელმწიფოს ერთიან სხეულად, რატომ უნდა გიყვარდეს ქართველები, რატომ უნდა იყოს შენი ინტერესიც სახელმწიფოს ერთიანობა და ა.შ. მაგრამ ეს ფასეულობები აქსიომად უნდა მიიღო და იბრძოლო კიდეც მისთვის. აბა თუ ეს ფასეულობები არ გაითავისე მაშინ რითი დაამტკიცებ შენს ქრისტიანობას? მარტო დეკლარირებით რომ მე ქრისტიანი ვარო? ხომ ვერა? ამიტომ თუ შენიანს უჭირს შენ თავისთავად არ უნდა გქონდეს იმის სურვილი, რომ შენ სახლში იჯდე და ამ დროს იცოდე რომ შენიანები იღუპებიან იმ საქმისთვის სადაც შენც შეიძლება ყოფილიყავი, როგორ შეიძლება მშვიდობის ფასად დაკარგო ტერიტორიები, ერის სიმდიდრე, ტაძრები, კულტურული ძეგლები და მათ მშვიდობა ანაცვალო, თუ ვინმე მშვიდობიანად გიბრუნებს რამეს უკან ან დიპლომატიით კი ბატონო, მაგრამ თუ არა ამის გაცვლა მშვიდობაში არ შეიძლება. სამშობლო იგივდება სარწმუნოებასთანაც ნაწილობრივ . . . შეიძლება შენს ტერიტორიებზე ზავის ფასად უცხო დამპყრობლები შეუშვა და ლოცვა შეაწყვეტინო, ეს უკვე ცოდვაა და მეტიც. ასევე არ შეიძლება უბრალოდ თუნდაც უყურებდე ადამიანების გაუბედურებას, სახლ-კარის დაკარგვას და სხვის მაგივრად პატიებაზე ლაპარაკობდე, ამაზე უკვე დაგიწერე ადრეულ პოსტებში, სამშობლო ხალხია და ხალხის ტკივილი შენი ტკივილიც უნდა იყოს და იქცეს ერთიან ქვეყნის პრობლემად და თუ საჭირო გახდა უკიდურეს შემთხვევაში ბრძოლაც უნდა დაიწყო. ზუსტად შენნაირ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული ანტი-ქრისტეს გამეფება. თითქოს ერთი შეხედვით არც თუ ისე ცუდი "პაციფიზმი" მაგრამ ადამიანები ამით ხდებიან მშვიდობის მონები, ოღონდ მშვიდობა იყოს და მრავალ რაიმეს დათმობენ, სწორედ ამიტომ ურწმუნო ხალხის სამართავ ინსტრუმენტად ანტი-ქრისტე საყოველთაო მშვიდობის ქადაგებას დაიწყებს. კონკრეტულად მიჭირს ჩამოყალიბება, რთული თემაა მაგრამ მაინც შევეცდები წარმოგიცინო საქმის არსი მაინც . . . ურწმუნო ადამიანი, რომელიც სიკვდილის და ომის შიშით მშვიდობას ემონება ყველაფერზეა წამსვლელი მშვიდობისათვის და შეპარვით, "დემოკრატიის" ნიღაბით ისე აღმოჩნდება ანტი-ქრისტეზე დამონებული რომ თვითონაც ვერ გააცნობიერებს ამას. ომით მოქანცული ხალხისთვის საყოველთაო მშვიდობა, ეს უდიდესი ქრისტიანული ფასეული გადაიქცევა ეშმაკის მონობის უბრძოლველ "სუპერთანამედროვე" საშუალებად, ადამიანი ინერტული გახდება და საკუთარი პირადი კეთილდღეობის ძიებაში დაიკარგება, სამშობლოც გადაფასდება, თავგანწირვის უნარი დაეკარგება და ამ ულტრა თანამედროვე გარემოში ისე ეფექტურად დაკარგავს ყველა მართლმადიდებლურ ფასეულს, რომ შეიძლება კონკრეტულად ვერც დაამტკიცო ესა თუ ის საქმე ცოდვა რატომაა . . . დაახლოებით შევეცადე განმემარტა, შეიძლება რომელიმე წმინდა მამას ჩემზე უფრო ჩამოყალიბებული აზრიც აქვს სადმე დაწერილი, მაგრამ მე არ მინახავს, თუ შემხვდა მოგაწვდი, მაგრამ იმედია ზოგადი კონტური მაინც ჩამოვაყალიბე და დაფიქრების საშუალება მოგეცი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 4 2007, 04:39 PM
პოსტი #203


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



მხევალი ნინო
მე არსად მითქვამს, სამშობლოს დაცვა ცოდვაა მეთქმი, მაგრამ არც ჩემი პოზიციაა ცოდვა, მე ამას ვამბობ. მე არ მითქვამს, ვინც ოდესმე ომობდა, ცოდავდა მეთქი, მაგრამ ვინც არ იბრძოდა, ის რატომ სცოდავდა? ეს ორი რამ არ გამორიცხავს ერთმანეთს
_გიორგი_
ციტატა
კონკრეტულად ქრისტიანობამ არ ვიცი აკრძალა თუ არა პაციფიზმი

მე სწორედ ეს ვიკითხე
ციტატა
პაციფიზმი იდეურად იწინააღმდეგება ქრისტიანობას

იდეურად შეიძლება სხვადასხვანაირად გვესმოდეს (და გვესმის კიდეც). წმინდა მამების დამოწმება შეგიძლია?
ციტატა
დაახლოებით შევეცადე განმემარტა, შეიძლება რომელიმე წმინდა მამას ჩემზე უფრო ჩამოყალიბებული აზრიც აქვს სადმე დაწერილი, მაგრამ მე არ მინახავს, თუ შემხვდა მოგაწვდი, მაგრამ იმედია ზოგადი კონტური მაინც ჩამოვაყალიბე და დაფიქრების საშუალება მოგეცი

აი, თუ რამეს მომაწვდი და იმის საფუძველზე განვაგრძობთ მსჯელობას, თორემ ისე არაფერი გამოვა
დავსვი მე ეს შეკითხვა განყოფილებაში "დაუსვით კითხვა მოძღვარს" და ველი პასუხს იქიდანაც

ციტატა
შენ არ გიცნობ, ანუ არ ვიცი აღიარებ თუ არა ანუ ხატს ჯვარს და აშ., უბრალოდ არ გიცნობ და იმიტომ გეუბნები.

მეკითხები, რათა გიპასუხო? ფორმულირება ვერ გავიგე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 4 2007, 04:51 PM
პოსტი #204


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 04:37 PM) *

მე სწორედ ეს ვიკითხე

არ ვიცი, არ ვფლობ ინფორმაციას

ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 04:39 PM) *

იდეურად შეიძლება სხვადასხვანაირად გვესმოდეს (და გვესმის კიდეც). წმინდა მამების დამოწმება შეგიძლია?

არ შემიძლია. არ ვიცი აქვს თუ არა ვინმეს ამის შესახებ რაიმე დაწერილი, მაგრამ ის ვიცი რომ ანტი-ქრისტე მასოფლიოში ყველაზე დიდი პაციფისტი იქნება. ასევე პაციფისტების ერთ-ერთ სიმბოლოს სატანისტებიც იყენებენ, ჩემი აზრით პაციფიზმი ეწინააღმრდეგება ქრისტიანობას.

ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 04:39 PM) *

აი, თუ რამეს მომაწვდი და იმის საფუძველზე განვაგრძობთ მსჯელობას, თორემ ისე არაფერი გამოვა
დავსვი მე ეს შეკითხვა განყოფილებაში "დაუსვით კითხვა მოძღვარს" და ველი პასუხს იქიდანაც

გასაგებია, შეიძლება მოძღვარმა უკეთესად იცოდეს ან რაიმე ლიტერატურაც მიგითითოს, მე თუ ვიპოვე მიგითითებ.

საკმაოდ ბევრი წამიკითხავს და ბოლოს ამ დასკვნამდე მივედი, როგორც ასეთი "პაციფიზმი" ცოდვაა თქო ვერ დავამტკიცებ, მაგრამ პაციფისტები თავინთი იდეოლოგიის გატარებისას ჩაიდენენ ცოდვებს, ვერ გაექცევიან ამას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 4 2007, 04:58 PM
პოსტი #205


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



_გიორგი_
ციტატა
მაგრამ ის ვიცი რომ ანტი-ქრისტე მასოფლიოში ყველაზე დიდი პაციფისტი იქნება.

ბარემ დაგესახელებინა, ამდენი თუ იცი biggrin.gif
ციტატა
პაციფისტების ერთ-ერთ სიმბოლოს სატანისტებიც იყენებენ

არა მგონია, პაციფისტების სიმბოლო ერევათ გადაბრუნებულ ჯვარში და იმიტომ ფიქრობენ მასე
ციტატა
როგორც ასეთი "პაციფიზმი" ცოდვაა თქო ვერ დავამტკიცებ

არაა და იმიტომ
ციტატა
პაციფისტები თავინთი იდეოლოგიის გატარებისას ჩაიდენენ ცოდვებს, ვერ გაექცევიან ამას.

ეგ უკვე არაფერ კავშირშია პაცეფისტურ იდეოლოგიასთან, მასე ეკოლოგისტებმაც შეიძლება ჩაიდინონ ცოდვები , კონსერვატორებმაც, ფემინისტებმაც და ყველამ. ცოდვა ადამიანის თვისებაა და მას პოლიტიკური მსოფლმხედველობა არ განსაზღვრავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 4 2007, 05:04 PM
პოსტი #206


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 04:58 PM) *

_გიორგი_
ბარემ დაგესახელებინა, ამდენი თუ იცი biggrin.gif

ანტი-ქრისტეს დასახელება არავის ძალუძს, მაგრამ საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ის მსოფლიო მშვიდობის ქადაგებით მოვა.

ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 04:58 PM) *

არა მგონია, პაციფისტების სიმბოლო ერევათ გადაბრუნებულ ჯვარში და იმიტომ ფიქრობენ მასე

გადაბრუნებული ჯვარი არა, წრეში ჩასმული დახრილ ფრთებიან ჯვარი, რომელიც ქვემოთ ოდნავ წაკვეთილია.

ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 04:58 PM) *

არაა და იმიტომ

ჯერ ერთი არ ვიცი, იქნებ შეიტანა კიდეც მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცოდვების ნუსხაში ან იქნებ დროის ამბავია და მალე შეიტანს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 4 2007, 05:05 PM
პოსტი #207


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ციტატა
წრეში ჩასმული დახრილ ფრთებიან ჯვარი, რომელიც ქვემოთ ოდნავ წაკვეთილია.

ეგ სულაც არაა ჯვარი. სატანისტების სიმბოლო არის გადაბრუნებული ჯვარი. პაცეფისტების სიმბოლო სად ნახე, სატანისტებს გამოეყენებინოთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 4 2007, 05:05 PM
პოსტი #208


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 04:58 PM) *

ეგ უკვე არაფერ კავშირშია პაცეფისტურ იდეოლოგიასთან, მასე ეკოლოგისტებმაც შეიძლება ჩაიდინონ ცოდვები , კონსერვატორებმაც, ფემინისტებმაც და ყველამ. ცოდვა ადამიანის თვისებაა და მას პოლიტიკური მსოფლმხედველობა არ განსაზღვრავს

მე ვიძახი პაციფისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე ცოდვებზე და არა იმას თუ პაციფისტმა მოიპარა ნივთი. არ მიგულისხმია პაციფისტების მიერ ჩადენილი ზოგად ადამიანური ცოდვები.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 4 2007, 05:13 PM
პოსტი #209


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ციტატა
მე ვიძახი პაციფისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე ცოდვებზე

რა ცოდვა გამომდინარეობს?

რატომ არიან სამღვდელო პორები გათავისუფლებული სამხედრო-სავალდებულო სამსახურისაგან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 4 2007, 05:23 PM
პოსტი #210


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 05:05 PM) *

ეგ სულაც არაა ჯვარი. სატანისტების სიმბოლო არის გადაბრუნებული ჯვარი. პაცეფისტების სიმბოლო სად ნახე, სატანისტებს გამოეყენებინოთ

სად ვნახე და აი აგერ:
http://www.exposingsatanism.org/signsymbols.htm

თუ ინგლისური იცი ეს არის საიტი სატანისტების და "ახალი მსოფლიოს წესრიგის" შესახებ. აქ არის სხვადასხვა სატანური ნიშანი, აგრეთვე ნიშნები "ახალი მსოფლიო წესრიგის" ეგიდით რაც ანტი-ქრისტეს გამეფებით მთავრდება. აქ გვხდება გადმობრუნებული ჯვარიც, ლუციფერის და ეშმაკის ნიშნები, აგრეთვე ჯადოქრული და დემონური ნიშნები, აქვეა მშვიდობის სიმბოლოც, რომელიც მე-15 თუ სწორად გადავთვალე, მას ეწოდება "ქრისტეს ჯვარის დამამცირებელი" სიმბოლო, ასე რომ ეს ჯვარია - "sign that mocks the cross of Jesus", მას იყენებდნენ ოკულტისტი ფაშისტი SS ოფიცრებიც.

ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 05:13 PM) *

რა ცოდვა გამომდინარეობს?
რატომ არიან სამღვდელო პორები გათავისუფლებული სამხედრო-სავალდებულო სამსახურისაგან?


ყველა ცოდვა რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ბრძოლის თავიდან აცილებამ და ასოცირდება სამშობლოს ღალატთან. არ შეიძლება არ წახვიდე ომში, როდესაც საყოველტაო მობილიზაციაა, არ შეიძლება თავი აარიდო სამხესდრო სავალდებულო სამსახურს და ა.შ. ეს ყველაფერი დანაშაულია და მას ეკლესიაც ცოდვად თვლის, მიტუმეტეს დღეს როდესაც ყველა სამხედრო ნაწილში კაპელანი (სამხედრო ნაწილის მღვდელი) მსახურობს.

სამღვდელო პირი თავისი საქმიანობით გამორჩეული ღვთისგან და ის ქვეყნისა და ღვთის წინაშე ღვთისმსახურებით იხდის ვალს. სასულიერო პირებს "სჯულის კანონი" სხვა მოთხოვნებს უყენებს, ის ერისკაცი არაა, რომ ბრძოლა მოეთხოვებოდეს, მას ქათმის და ხბოს დაკვლაც ეკრძალება რათა სისხლი არ დაღვაროს.



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 4 2007, 05:29 PM
პოსტი #211


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ვნახე ეგ ლინკი, მაგრამ ეჭვს იწვევს არა მარტო ეგ სიმბოლო, არამედ სხვა სამიც
ჩინური ინის და იანის სიმბოლო, რომელიც ჩინელებისაა და უძველესია და არაფერი საერთო არ აქვს სატანიზმთან, არამედ აღნიშნავს ორი საპირისპირო ძალის (ცა და დედამიწა, ცა მამაკაცური ძალის სიმბოლო და დედამიწა ქალური საწყისი) ერთიანობას
და სვასტიკა, რომელიც თავის მხრივ ჯვრის ნაირსახეობაა დაქრისტიანებიც იყენებდნენ ფაშისტებამდე დიდი ხნით ადრე
წიგნი მაქვს ჯვრის ნაირსახეობების შესახებ და მოგაწვდი ოდესმე, იქ ნახავ ჯვრის ბევრ სხვა ფორმასთან ერთად სვასტიკასაც
თავწაჭრილი პირამიდა არის არა სატანისტების, არამედ მასონების სიმბოლო და მაგათ შორის დიდი განსხვავებაა
ამათგან გამომდინარე შემაქვს ეჭვი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 4 2007, 05:48 PM
პოსტი #212


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 05:29 PM) *

ჩინური ინის და იანის სიმბოლო, რომელიც ჩინელებისაა და უძველესია და არაფერი საერთო არ აქვს სატანიზმთან, არამედ აღნიშნავს ორი საპირისპირო ძალის (ცა და დედამიწა, ცა მამაკაცური ძალის სიმბოლო და დედამიწა ქალური საწყისი) ერთიანობას
და სვასტიკა, რომელიც თავის მხრივ ჯვრის ნაირსახეობაა დაქრისტიანებიც იყენებდნენ ფაშისტებამდე დიდი ხნით ადრე
წიგნი მაქვს ჯვრის ნაირსახეობების შესახებ და მოგაწვდი ოდესმე, იქ ნახავ ჯვრის ბევრ სხვა ფორმასთან ერთად სვასტიკასაც
თავწაჭრილი პირამიდა არის არა სატანისტების, არამედ მასონების სიმბოლო და მაგათ შორის დიდი განსხვავებაა
ამათგან გამომდინარე შემაქვს ეჭვი

ეჭვი ამაში არ უნდა შეიტანო. არც დანარჩენ სამში. "ინის და იანის სიმბოლო" უძველესია, ამაში არავინ გედავება, მაგრამ მას დღეს სატანისტები გამოიყენებენ. სავარაუდოდ იმიტომ რომ მაგ სიმბოლოში შავი ფერია წინ და უთითებენ ნეგატიურის უპირატესობას პოზიტიურზე ანუ ბოროტების გამარჯვება კეთილზე. შეიძლება სხვა რაიმე უნდოდა მაგით ეთქვათ უძველეს ჩინეთში, მაგრამ დღეს სატანისტები იყენებენ აი ამ გაგებით. გარდა ამისა წინ ქალია ანუ ინი და პატრიარქატის უარმყოფელიცაა, რაც ძირითად ქრისტიანულ მოძღვრებებს სასტიკად ეწინააღმდეგება. სვასტიკა ჯვარის ნაირსახეობა არაა და მას ქრისტიანები არ იყენებდნენ, ქრისტეს ჯვარი არის ვერტიკალური, სწორი ან დამრეცი ფრთებით და სწორი ბოლოებით. სვასტიკა იყო რელიგიური ნიშანი ჰიტლერის მოსვლამდეც, მაგრამ მაშინათვე გაუკუღმარტებული ნიშანი იყო, როგორც მანდ წერია მას იყენებდნენ წარმართი ბერძნები, აგრეთვე კელტური ცივილიზაციები (შოტლანდიის უძველესი წინაპრები), ბუდისტები და მზის თაყვანისმცემელები. ის აგრეთვე ოთხივე მიმართულებით თანაბრადაა გაშლილი და ნიშნავს მსოფლიოს ბატონობოსაც, ივარაუდება რომ ჰიტლერმა თავდაპირველად ამ მიზნით აიღო ეგ სიმბოლო და დღევანდელმა სატანისტებმა უკვე თავიანთ სიმბოლოდ გამოიყენეს როგორც ყოველივე წარმართულის და ამავდროულად ძალადობის და აწ უკვე ფაშიზმის სიმბოლოც. ასე რომ ეგეც სატანის სიმბოლოდ თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება პირამიდას, გეთანხმები რომ ეს უშუალოდ სატანისტების სიმბოლო არაა და ეს მანდ არც წერია, ეგ არის "ახალი მსოფლიო წესრიგის" სიმბოლო ანუ სწორედ მასონური ძალების, რომლებიც სათავეში მოიყვანენ ანტი-ქრისტეს, თავისი არსით ესიც ნაწილობრივ სატანისტური ძალაა იმდენად რამდენადაც ანტი-ქრისტე მოყავთ ხელისუფლებაში, უარესი რაღა გინდა? მაგრამ უშუალოდ სატანური ეკლესიის სიმბოლო არაა. პაციფისტების სიმბოლოც უშუალოდ სატანური არაა, მასაც სატანისტები იყენებენ სავარაუდოდ იმიტომ რომ მსოფლიო მშვიდობა არის მათი მთავარი კოზირი რის მერეც მხეცი (ანტი-ქრისტე) დედამიწაზე გამეფდება


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 13 2007, 11:45 AM
პოსტი #213


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ჩემი ბოლო პასუხის შემდეგ, რომელიც სატანისტურ სიმბოლოებს, მათ წარმომავლობას და მათ შორის პაციფისტების ადგილს ეხებოდა, შეწყდა ulvashi-ს ოპონირება უკვე ერთი კვირაა. ამის მიზეზი კი მე მგონი ისაა რომ ვეღარ იპოვა ეს თემა. თუ სურვილი აქვს ulvashi-ს და ან ვინმე სხვას კვლავ გავაგრძელებ საუბარს პაციფიზმის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამ თემის საკითხი არაა, მაგრამ დაახლოებით მსგავსი იდეოლოგიური საწყისები აქვთ და ამიტომ აქვე დავუმატებ: კიდევ ერთხელ გადავამოწმე - სიკვდილით დასჯა მართლმადიდებლურად დასაშვებია (თუმცა არა სავალდებულო). თუ კიდევ არ ჯერა ვინმეს დავასკანერებ მართლმადიდებლური კატეხიზმოს იმ გვერდს, სადაც პირდაპირ წერია "არა კაც კლას" მცნების განხილვის დროს, რომ ადამიანის მკვლელობის ცოდვად არ ითვლება ორი შემთხვევა, როდესაც ადამიანი საკუთარი ქვეყნის დასაცავად მტერს კლავს და როდესაც მართლმსაჯულების მიერ სიკვდილით დასჯის განაჩენი აღესრულება. და მართლმადიდებლური კატეხიზმოს დასკანერებულ გვერდს შესაბამის თემაში დავდებ. აქ კი გავაგრძელოთ ოპონირება პაციფიზმის შესახებ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 13 2007, 01:02 PM
პოსტი #214


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ulvashi-ს გასაგონად ასევე ვიტყოდი რომ პაციფიზმს ღიად ემხრობა მხოლოდ რამოდენიმე პროტესტანტული მიმდინარეობა, რომელიც ძალიან შორს დგას ჭეშმარიტებისგან.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 14 2007, 10:33 AM
პოსტი #215


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



იშვიათად შემოვდივარ ამ ბოლო დროს ფორუმში, დრო არ მაქვს, შვებულება რომ მექნება, მერე ხშირად შემოვალ და განვაგრძოთ
მე პირადად პაციფისტი არ ვარ, მაგრამ არც შორს ვდგავარ
თან ველოდები რაღაც საკითხების გარკვევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 14 2007, 10:37 AM
პოსტი #216


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ulvashi @ Jun 14 2007, 10:33 AM) *

მე პირადად პაციფისტი არ ვარ, მაგრამ არც შორს ვდგავარ.

ძალიან კარგი თუ პაციფისტი არ ხარ, მე მეგონა იყავი. რაც შეეხება ომს ის არც ჩვენ გვიყვარს და ეს არა ერთხელ დავწერეთ. ისე კი გირჩევდი პაციფიზმისგან შორს დამდგარიყავი და მშვიდობის საჭიროება და ფასი იმ დოზით, რამდენადაც საჭიროა ცხონებისათვის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც კარგად იცის.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 14 2007, 10:40 AM
პოსტი #217


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



"მე მირჩევნია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ქრისტესგან დამაშორებს..."

წმ. იოანე ოქროპირი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 14 2007, 11:15 AM
პოსტი #218


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ulvashi



იცი რა, ღმერთმა ნუ დაგაჭირვოს, მაგრამ როცა ომში აღმოჩნდები, მაშინ შენ ტავად მიხვდები რა არის უმჯობესი და ღვთისათვის სათნო, რაში გამოიხატება მოყვასის სიყვარული.


ასე საუბრით შეიძლება ბევრი ვერაფერი დაგაჯეროთ, მაგრამ გაჭირვება და რეალობა განახებსsmile.gif)) (ღმერთმა დაგიფაროს, კი არ გწყევლი)


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 14 2007, 11:23 AM
პოსტი #219


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



პაციფისტებს ვურჩევდი სენტ-ეკზიუპერის "სამხედრო მფრინავის" წაკითხვას. ძალიან კარგადაა აღწერილი, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ომში, იბრძოდეს და თან უდიდესი სიყვარულით ჰქონდეს გული სავსე და არა სისასტიკით, ან კაცის კვლის ჟინით.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 18 2007, 11:15 AM
პოსტი #220


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მარიამი @ Jun 14 2007, 11:23 AM) *

პაციფისტებს ვურჩევდი სენტ-ეკზიუპერის "სამხედრო მფრინავის" წაკითხვას. ძალიან კარგადაა აღწერილი, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ომში, იბრძოდეს და თან უდიდესი სიყვარულით ჰქონდეს გული სავსე და არა სისასტიკით, ან კაცის კვლის ჟინით.

ძალიან იდეალური მაგალითი გამოძებნე. ძალიან მომეწონა. ყოჩაღ მარიამ, მე აღარ გამახსენდა. ვინც არ იცის უფრო დეტალურად მოვუყვები, რომ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი იყო გამოჩენილი ფრანგი მწერალი და ამავდროულად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სამხედრო მფრინავი. იგი მართავდა ამერიკულ გამანადგურებელ თვითმფრინავს Lockheed F-5 და მონაწილეობა მიუღია არაერთ უმძიმეს სამხედრო ოპერაციაში, ბომბავდა ფაშისტების სამხედრო პოზიციებს და აგროვდება ინფორმაციას საჰაერო ფოტოგადაღებების საშუალებებით. იგი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა მორიგი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას 1944 წლის 31 ივლისს ხმელთაშუა ზღვის თავზე. სავარაუდოდ მის თვითმფრინავს ფაშისტურმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა და მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა და დაიწვა. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ 2004 წლის 7 აპრილს, მარსელის სანაპიროებთან, ფსკერზე აღმოაჩინეს დეფორმირებული, დამწვარი და დამსხვრეული თვითმფრინავი Lockheed F-5, რომლის იდენტიფიცირების შემდეგ დადასტურდა რომ ეს იყო ეგზიუპერის საბრძოლო თვითმფრინავი.

ასეთი ადამიანი იყო გამორჩეულად მოსიყვარულე მწერალი. წერდა ვაჟკაცობაზე და უდიდეს მამაცობაზე, განსაკუთრებით შტამბეჭდავია მისი ნაწარმოები "ფრენა ღამით", სადაც აღწერილია თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და არა აქვს უფლება უიმედობისაგან სიკვდილის დანებდეს, როდესაც მას სახლში საყვარელი ადამიანები ელოდებიან. წერდა იმ უმძიმეს წუთებზე, რაც საერთოდ თანმდევია ასეთი გმირული პროფესიის, როდესაც ღამით ზიხარ კურსდაკარგულ თვითმფრინავში, გაშლილი ზღვის თავზე, სადაც არსაით არ ჩანს ნაპირი და არსაით არ ჩანს სინათლე და საწვავის მარაგი არ იცი გეყოფა თუ არა ასეულობით კილომეტრის გადასაფრენად და თუ როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე ასეთ დროს. განსაკუთრებით დიდი სიყვარულით წერდა ბავშვებზე, ვისაც წაუკითხავს "პატარა უფლისწული" მიხვდება თუ რაოდენ აფასებდა პატარა ბავშვებს და მათ ფაქიზ გრძნობებს. მისი ფრთიანი გამოთქმაა "ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ", რაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა მის შემოქმედებაში და ამ სიტყვებს მაშინ ხმარობენ, როდესაც ზრდასრული ადამიანი რაღაც საქციელში, მოქმედებაში თუ სურვილში მრავალი წლის შემდეგაც გამოურევს თავის ბავშვობისეულ საქციელს თუ გრძნობას, რომელიც მის პიროვნებაში სამუდამოდ აღიბეჭდა მისი ძალიან პატარაობიდანვე. ამიტომ არავის ეგონოს რომ ომში წასული ადამიანი კაცისკვლის მანიაკური სურვილით გაბოროტებული უნდა იყოს, მას უბრალოდ სამშობლო უხმობს იქ.

კიდევ ერთხელ განსაკუთრებით დიდი მადლობა მარიამს ასეთი კარგი მაგალითის მოყვანისათვის.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V « < 9 10 11 12 13 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 09:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი