IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Closed TopicStart new topic
> საეჭვო წინასწარმეტყველება პატრიარქზე, ემოციების გარეშე
ხათუნა
პოსტი Jun 26 2007, 02:58 AM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



ზოგჯერ რა სასაცილოები ვართ ადამიანები არა?
მეორედ მოსვლა და ბოლო პატრიარქი . ხახააა

პატრიარქი კი არა საკუთარი ცხოვრების თუნდაც ერთ დღეზე ვერ ვაგებთ პასუხს
საერთოდ გავიღვიძებთ თუ არა ხვალ ღვთის ნების გარეშე.

''კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო'' ამაზეა ნათქვამი.


--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giogio
პოსტი Jun 26 2007, 01:43 PM
პოსტი #102


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 21-June 07
წევრი № 2,259



ჩვენი პატრიარქი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და დანარჩენს ვნახავთ


--------------------
ღმერთმა დაგლოცოთ

ღმერთს ებარებოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fidelio
პოსტი Jun 29 2007, 04:45 PM
პოსტი #103


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 5-February 07
მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi
წევრი № 1,015



ღმერთმა ძალიან დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, ღირს არსის ხატის დღეს (ღვთისმშობლის) მან ისე იგალობა სამებაში , ცოტა დამაკლდა ატირებას, უდიდესი პიროვნებააა , ნახეთ რას წერენ მასზე, ალბათ იცით ბევრმა თქვენგანმა, მაგრამ მაინც დავდებ , იმიტომ რომ მეამაყება

უცხოელი მამები ჩვენს პატრიარქზე
მამა ბესარიონი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი: უწმინდესმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ათონზე სტუმრობისას მე იგი არ მინახავს. მსმენოდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული პატრიარქი ჰყავთ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა; ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ; მის შესახებ ბევრი წავიკითხე წიგნში, რომელიც სექმარქიმანდრიტ ვიტალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს... წავიკითხეთ აგრეთვე 2004 წლის სააღდგომო ეპისტოლე და დავინახეთ, რომ ეს მართლაც წმიდა ადამიანია; ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას.
მამა ამბროსი, ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი: ვფიქრობ, რომ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II სახით ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება.
მამა კალინიკე, ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელმონაზონი: საქართველოს ეკლესიას გამორჩეული მწყემსმთავარი ჰყავს და თავმდაბალი და მოღვაწე მღვდელმთავრები. მე საქართველოს პატრიარქი გავიცანი ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი ეპისკოპოსი იყო, კუნძულ როდოსზე, მართლმადიდებელთა სინოდზე. იგი გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე. მთელი გულით უყვარს თავისი სამწყსო და ეწირება მას. ჩვენი დელეგაციის ყველა წევრმა დაინახა, რომ ქართველ ხალხს გულწრფელად უყვარს თავისი პატრიარქი.
სოფელ ლეტოვოს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი კუვერტალოვი (რუსეთი):
„უწმიდესი ილია საოცრებაა... მის მხრებზე დგას მთელი საქართველოს ეკლესია... მარტო ის რად ღირს, რომ მან ეს თუნდაც მცირე - 15-20 წუთი ჩვენთვის გამოძებნა, თანაც მაშინ, როდესაც შორ გზაზე მიდიოდა და ძალიან ეჩქარებოდა... ეს ჩვენთვის ღვთის წყალობა იყო, ოღონდ რით დავიმსახურეთ, არ ვიცი... მასში იგრძნობა უნიკალური გონიერება, ისიც, თუ როგორ იცავს და ცვლის ადამიანს მადლი ღვთისა, მასში საერთოდ არ არსებობს ადამიანური სისუსტეები, იმდენად ნათელი და მოქნილი გონება აქვს, ყურადღებიანი მზერა, თითოეულისთვის მოახერხა ყურადღების დათმობა, მოსიყვარულე სიტყვის თქმა... ჯგუფის თითოეულ წევრს მოეფერა უწმიდესი, ეს წარმოუდგენელია... შთაბეჭდილება ენით აუწერელია... ეს განსაკუთრებული უნარი და ნიჭია, რომ ყველასთვის შეძლო ყურადღების მიქცევა... ეს არის ბრძენი და კეთილი მწყემსი... სხვა სიტყვები არა მაქვს, სახარებისეულად კეთილი და ბრძენია... ძალიან სულიერი ადამიანია, წარმოუდგენლად!“
ნიკოლოზ კასიანოვი (რუსეთი):
„მე თქვენს უწმიდესს ადრეც შევხვედრივარ ზაგორსკში, როდესაც იგი ჯერ კიდევ აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო; ჩვენ ვგალობდით, როდესაც იგი შემოვიდა, ჩუმად, უხმაუროდ მოვიდა გუნდთან, სწორედ ჩემს გვერდით დადგა და რიგითი მგალობელივით იგალობა... თავზარდაცემული ვიყავი... საოცარი მუსიკალურობის გარდა მისგან მაშინვე ისეთი საოცარი სულიერი სითბო მოდიოდა, რომ ტირილი მომინდა... გალობის დასრულების შემდეგ მე მისგან კურთხევა ვითხოვე და მთელი ამ წლების მანძილზე ისეთი შეგძნება მქონდა, რომ მან ჩემი შინაგანი განწყობა იგრძნო... სულ მალე იგი პატრიარქი გახდა...“
დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი (პოლონეთი):
„უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს პირველად 1995 წელს შევხვდი, როდესაც საქართველოში წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის შესახებ ფილმის გადასაღებად ჩამოვედი;
უწმიდესი ილია საოცარი ადამიანია; ხშირად მასთან ურთიერთობისა თუ საუბრისას მიგრძვნია, რომ ეს არ არის უბრალოდ, ადამინი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია...“
მღვდელმონაზონი ნიკანორი, ათონის მთის ქილანდარის (სერბული) მონასტრის ანტიპროსოპი:
„საქართველოში პირველად ვარ და მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უწმიდესი ილიას სახით მე ძველი დროის ბერი ვიხილე... იგი ძალზე უყვართ საქართველოში და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მოემადლებია მათთვის უფალს... ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეული ერი ხართ...“
დეკანოზი ანდრია კოტრუცა:
„ადრე მხოლოდ გაგონილი მქონდა, რომ საქართველოს ჰყავს პატრიარქი. ახლა წილად მერგო ბედნიერება, შევხვედროდი უნეტარეს პატრიარქ ილიას. მისგან ისეთი გასაოცარი სითბო ვიგრძენი, რაც აქამდე არასოდეს მინახავს. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მიკვირს, რომ ქართველები ასეთი განსაკუთრებული ხალხი ხართ; უწმიდესი ილია თავისი სიყვარულით, რწმენით, ლოცვით ამას აფრქვევს თავის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩქარობდა, შორ გზაზე მიდიოდა, არ გვაგრძნობინა დროის სიმცირე, შეყოვნდა ჩვენს გამო, ყველას მოგვეფერა, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გვიწილადა; ეს განსაკუთრებული ადამიანია, არავის არ ჰგავს; ვისურვებდი, რომ მისი ხალხი ღრმადმორწმუნე იყოს, რომ ისინი შეგროვდნენ პატრიარქის გარშემო“.
ქრისტოს კანავასი, ბერძენი ლიტურგისტი:
„საქართველოში პირველად ჩამოვედი; ძალზე ბედნიერი და მადლობელ ვარ, რომ მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით შესაძლებლობა მომეცა, საკურთხეველში დავსწრებოდი წირვა-ლოცვას. მინდა გითხრათ, რომ ლიტურგიის ის უძველესი ტრაციდიები, რაც საუკუნეების წინ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი; ეს მხოლოდ და მხოლოდ უწმიდესი ილიას დამსახურებაა... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთ პატრიარქი ჰყავს; თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რომ მის დროს ცხოვრობთ და იცნობთ მას, კურთხევას იღებთ მისგან. ეს უდიდესი მადლია...“

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 29 2007, 04:59 PM
პოსტი #104


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



fidelio

დედა, რა საყვარლობაა wub.gif
და რა ცუდები ვართ ამას რომ ვერ ვაფასებთ sad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Jun 29 2007, 05:31 PM
პოსტი #105


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



fidelio
გაიხარე smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 29 2007, 06:46 PM
პოსტი #106


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ლიტურგიის ის უძველესი ტრაციდიები, რაც საუკუნეების წინ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი



ohmy.gif ცოტა ეს ვერ გავიგე, რა იგულისხმა იცით ვინმემ? დიდად მინდა მასე იყოს, მაგრამ უცნაურია მაინც...

ციტატა
მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მოემადლებია მათთვის უფალს


ეგ კი ასიანია, ჩვენს ილიებს ვერ ვცნობთ!!!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jun 29 2007, 06:56 PM
პოსტი #107


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280



ციტატა(fidelio @ Jun 29 2007, 03:45 PM) *

მინდა გითხრათ, რომ ლიტურგიის ის უძველესი ტრაციდიები, რაც საუკუნეების წინ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი; ეს მხოლოდ და მხოლოდ უწმიდესი ილიას დამსახურებაა...


ეს ვერც მე გავიგე. საბერძნეთის ანტიოქიის იერუსალიმის და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებშიც არის უძველესი ტრადიციები შემორჩენილი. და არც წინა ქართველ პატრიარქებს არ უნდა დავუკარგოთ ამაგი რომლებმაც ლიტურგიის უძველესი ტრადიციები შემოგვინახეს. ჩემის აზრით ჩვენთან რუსული ტრადიციები უფრო სჭარბობს ვიდრე ძველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 29 2007, 09:38 PM
პოსტი #108


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(italieli-dato @ Jun 29 2007, 06:56 PM) *

ჩემის აზრით ჩვენთან რუსული ტრადიციები უფრო სჭარბობს ვიდრე ძველი.

სჭარბობდა , მაგრამ ძველის აღდგენა ნელა მიმდინარეობს. ეს რთული სამუშაოა.და დიდ დროს და მონდომებას მოითხოვს ერისგან და ბერისგან.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 8 2007, 12:56 AM
პოსტი #109


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



უფალმა დამიცვას ფანატიზმისგან,მაგრამ ლამის ბრმად ვენდო ყველაფერში,რადგან ძალიან მჯერა მისი!ამიტომაც მიკვირს იმ ადამიანების ვინც მის გვერდში მყოფთ განიკითხავს,განა მას ჩვენზე უკეთესი ჭვრეტა არ აქვს?თუკი ეს ხალხი მართლა მტრები არიან ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის როგორ ფიქრობთ ჩააბარებს ეს ბრძენი ადამიანი ასეთ საპასუხისმგებლო საკითხებს ამ ხალხს?ეს ერთი და მეორეც ისაა რომ საქართველო მუდმივად იმყოფებოდა ჭირ-ვარამის ზღვარზე და იგი დღემდე(სხვა ჩვენზე უფრო დიდ ცივილიზაციებისგან განსხვავებით)მოვიდა,ამის ერთ-ერთ მიზეზად მე მივიჩნევ ჩვენი ქვეყნისთვის უფლის მიერ ნაბოძებ ადამიანებს(გადამრჩენელებს)ეს
ენი ხან მეფეები ხანაც უბრალო გლეხები იყვნენ,უფალი არ წირავს საქართველოს იგი ბევრს თუ არა ერთს მაინც გვიგზავნიდა,განა არ არი მღვდელი თევდორე,დემეტრე თავდადებული,ცოტნე დადიანი,ქეთევანი,ლუარსაბი,არ
ილი, ილია ჭავჭავაძე,დიმიტრი ყიფიანი,კირიონი,ამბროსი და რომელი ერთი ჩამოვთვალო რამდენი დამრჩა მაპატიოს უფალმა!ჰოდა აქ ისაა საგულისხმო რო ხან მეფე არ ვარგოდა ხან სარწმუნოება სუსტდებოდა მაგრამ ერთი მაინც გამოჩნდებოდა ვინც იტვირთავდა საქართველოს სიმძიმეს ჰოდა დღეს მე ეს გადამრჩენი საქართველოსთვის დაუღალავი მშრომელი ჩვენი პატრიარქი მგონია!უფალო შემიწყალე თუკი რაიმე ისე არ გამოვთქვი!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 8 2007, 01:09 AM
პოსტი #110


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ის ქუთაისელი მორწმუნე ვიცი ვინც არი და არ გაქვს ულება მასზე ასე საუბრის!შენზე(და კიდევ რამდენზე) მეტი მან იცის,მისი ქადაგება ერთხელ მაინც გსმენია?მისი ნამოღვაწარი ჩვენს ეპარქიაში იცი?კიდევ რამდენს ჩამომითვლი რომელსაც ასე ძლიერ ექნება გამოხატული უბრალოება და ალალ-მართლობა,მე ბევრს არ ვიცნობ ყოველშემთხვევაში!ღმერთმა აცოცხლოს ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე! ზებედე,ეკუმენისტ,გუჯა თუ ფორუმის ვირუსის საყურადღემოდ!!!!!!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 03:51 AM
პოსტი #111


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მართა @ Jul 7 2007, 09:09 PM) *

ის ქუთაისელი მორწმუნე ვიცი ვინც არი და არ გაქვს ულება მასზე ასე საუბრის!შენზე(და კიდევ რამდენზე) მეტი მან იცის,მისი ქადაგება ერთხელ მაინც გსმენია?მისი ნამოღვაწარი ჩვენს ეპარქიაში იცი?კიდევ რამდენს ჩამომითვლი რომელსაც ასე ძლიერ ექნება გამოხატული უბრალოება და ალალ-მართლობა,მე ბევრს არ ვიცნობ ყოველშემთხვევაში!ღმერთმა აცოცხლოს ქუთათელ-გაენათელი მეუფე კალისტრატე! ზებედე,ეკუმენისტ,გუჯა თუ ფორუმის ვირუსის საყურადღემოდ!!!!!!


მის ქადაგებაზე მეტად, უფლის სიტყვებია ჩემთვის უმთავრესი, რომელმაც თქვა არავინ იცის ჩემს გარდა როდის იქნება მეორედ მოსვლაო! ასე რომ მაგ ქუთაისელ მორწმუნეს არა აქვს უფლება ასე სახალხოთ გაავრცელოს ის რაც უფალმა არ გაგვიმხილა. მაგ ფილმში ძალიან ბევრი არაჯანსაღი და ფსევდომართლმადიდებლური წინასწარმეტყველებებია და გადმოცემული, მაგ: ნეტარი პელაგია თუ მატრონა განიკითხავს სამღვდელოებას- "პირჯვარის გადაწერა არ იციან მღვდლებმაო," "ზიარებაზე 100 კაციდან 38 აზიარა უფალმაო" რა იცის იმან უფალმა რამდენი აზიარა? ეჰ...მე არ ვიცი ეგ ადამიანი სად და რას ქადაგებს, მაგრამ შეუცდომელი არავინ არის ღვთის გარდა, ყველანი შეიძლება შევცდეთ, მეუფე კალისტრატეც და "უცდომელი" რომის პაპიც biggrin.gif



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 10 2007, 04:58 PM
პოსტი #112


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ოხ ჰო მომკალი შენ მე რა! tongue.gif ეს კრიშნას პორტრეტი სად იშოვე გეხვერწები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უფლის სიტყვები შენი აზრით მეუფესთვის არაფერს წარმოადგენს?თუ მარტო შენ იცი?ზებედე რაღაც არ მინდა უშუალოდ მაგ ფილმზე გესაუბრო რადგან ცოტა ალბად უფრო მეტიც უნდა ვიცოდე.... მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს იცი რამდენს გაუჩნდა შიში და ეკლესიებს მიაშურა?მე აბა უფრო მეტიც ბევრ ათეისტს ვაყურებიე და ზოგზე იმოქმედა კი ყავთ ახლა მოზღვრები და ახლა უკვე ისიც იციან რომ ბოლო ჟამი მხოლოდ უფალმა უწყის! მე ისიც მომეწონა მხოლოდ მცირედის ზიარება რომ ხდება მართალია რიცხვის დაკონკრეტება არ იყო საჭირო მაგრამ ამაში ვერ შემედავები ზოგან პანტა-პუნტით რომ ხდება გაუაზრებლად ზიარება უფალმა შემინდოს ეს ნათქვამი!!!ისე რაიმე ხომ არ დაგიშავა მეუფემ რას გადაკიდებიხარ?მარტო იმიტო ღირს მისი ნამოღვეწარი ხარების ტაზარი რომ შეუნარჩუნა მრევლს!ისე ეს თუ იცი პატრიარქმა ბევრჯერ რომ დააჯილდოვა?


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 05:23 PM
პოსტი #113


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მართა @ Jul 10 2007, 12:58 PM) *

ოხ ჰო მომკალი შენ მე რა! tongue.gif ეს კრიშნას პორტრეტი სად იშოვე გეხვერწები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უფლის სიტყვები შენი აზრით მეუფესთვის არაფერს წარმოადგენს?თუ მარტო შენ იცი?ზებედე რაღაც არ მინდა უშუალოდ მაგ ფილმზე გესაუბრო რადგან ცოტა ალბად უფრო მეტიც უნდა ვიცოდე.... მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს იცი რამდენს გაუჩნდა შიში და ეკლესიებს მიაშურა?მე აბა უფრო მეტიც ბევრ ათეისტს ვაყურებიე და ზოგზე იმოქმედა კი ყავთ ახლა მოზღვრები და ახლა უკვე ისიც იციან რომ ბოლო ჟამი მხოლოდ უფალმა უწყის! მე ისიც მომეწონა მხოლოდ მცირედის ზიარება რომ ხდება მართალია რიცხვის დაკონკრეტება არ იყო საჭირო მაგრამ ამაში ვერ შემედავები ზოგან პანტა-პუნტით რომ ხდება გაუაზრებლად ზიარება უფალმა შემინდოს ეს ნათქვამი!!!ისე რაიმე ხომ არ დაგიშავა მეუფემ რას გადაკიდებიხარ?მარტო იმიტო ღირს მისი ნამოღვეწარი ხარების ტაზარი რომ შეუნარჩუნა მრევლს!ისე ეს თუ იცი პატრიარქმა ბევრჯერ რომ დააჯილდოვა?



რაც შეეხება მაგ ფილმის მიერ მოქცევას....ხო, ბევრი "მოექცა" იმიტომ რომ ემოციებში ჩავარდნენ, ხოლო შენ თვითონ ნახავ გაივლის ემოცია და რაც მოხდება...კიდევ ვიმეორებ, არავინ იცის როდისაა მეორედ მოსვლა! თუ ადამიანი ამბობს რომ ილია მეორე ბოლო პატრიარქია, ესეიგი იცის მეორედ მოსვლის დრო, ამაზე კი გეტყვი წმინდანის გამოთქმას არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა! ადამიანს ის კი არ უნდა აშინებდეს ბოლო ჟამი მოახლოვდა და დაგვერხაო, ადამიანს სიკვდილი უნდა ახსოვდეს, რადგან არავინ იცის როდის დადგება სიკვდილის დრო! ასე რომ....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 07:36 PM
პოსტი #114


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მოგაწვდით ინფორმაციას ამ საეჭვო წინასწარმეტყველების ავტორის მღვდელ ფილიპე აბაშიძეზე

www.religion.ge

რამდენიმე დღის წინ, ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ფილიპე აბაშიძემ, ამბიონიდან მიმართა შეკრებილ მრევლს და მოუწოდა, რომ ჟურნალი “არჩევანი” საკუთარ ეზოებში დაეწვათ.
ჩვენ უკვე ვიტყობინებოდით, რომ ზესტაფონის საკათედრო ტაძრის ეზოში, დეკანოზ გრიგოლ აბულაძის ბრძანებით უკვე მოეწყო ჟურნალ “არჩევანის” საჯარო დაწვა (აუტოდაფე). როგორც ვხედავთ, ახლა ჯერი ხარაგაულზე მიდგა.
დეკანოზი ფილიპე, ერისკაცობაში გელა აბაშიძე, ცნობილია უკუდურესი ფანატიზმითა და გაუნათლებლობით, თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ სწორედ პედაგოგიურ მოღვაწეობაში დამსახურებისათვის დააჯილდოვა იგი ღირსების ორდენით. მთელი საქართველოსათვის მამა ფილიპე მისი “გამოცხადებების” შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების წყალობით გახდა ცნობილი. ამ ფილმებში იგი მოგვითხრობს, როგორ “გამოეცხადა” მას ღმერთი, ანგელოზები და სხვ. მაყურებელს იგი მოუწოდებს დატოვონ სახლები და მთებში გაიხიზნონ, რადგან მეორედ მოსვლაა მოახლოებული.
საკვირველი მხოლოდ ერთია, დეკანოზი ფილიპე აბაშიძე მრევლს მთებში გახიზვნისკენ მოუწოდებს, თვითონ კი, როგორც ამბობენ, თბილისის მერ გიგი უგულავას სთხოვს ბინას თბილისში.
ჩვენთვის გასაგებია ჟურნალ “არჩევანის” მიმართ ფანატიკოსთა გააფრთება. შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ტაძრების ამბიონებიდან მრევლი ამგვარ “დამოძღვრას” ისმენს.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jul 11 2007, 12:09 PM
პოსტი #115


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



yvela morwmnistvis sayvareli pirovnebaa uwmindesi da unetaresi, rogorc udidesi pirovneba da mogvawe. man saqartvelos ekleasia titqos ferflidan agadgina da es gvawli ganusazgrelad didia daromlis sazgaurs aucileblad miemtxveva uflisgan. magram gansazgvro adamianit meored mosvlis jami- es arajansagi damokidebulebaa. rogor sheizleba daasaxelo tarigi im dgisa , romlis shesaxebac tvit angelozebmac ki ar ician? amaze dava da kamati ar girs . rac sheexeba ima films , me vfiqrob rom es aris gadagebuli uwmindesisadmi didi siyvarulis gamo da albat ver elevian mas. sasaciloc kia tarigis dasaxeleba . ar minda vinmeganvikitxo. tu gaixsenebt tarigebs ufro iagovlebi acxadeben da arc tu ishviatad. amitom chven sakutari tavis gamosworebaze vifiqrod da ase satno veyot gmerts.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 12 2007, 04:58 AM
პოსტი #116


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(agmsarebeli @ Jul 11 2007, 08:09 AM) *

rac sheexeba ima films , me vfiqrob rom es aris gadagebuli uwmindesisadmi didi siyvarulis gamo da albat ver elevian mas.


ეს ფილმი წესით უნდა აიკრძალოს! და რომ არ იკრძალება და მაინც გაყიდვაშია, ესეიგი საპატრიარქოც იზიარებს ამ აზრს, არ ვიცი რა გვეშველება!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Jul 17 2007, 10:30 PM
პოსტი #117


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



ძნელია პირველ პოსტაში რაც წერია მეორედ მოსვლა არავინ არ იცის როდის იქნება


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
soko
პოსტი Jul 18 2007, 09:45 PM
პოსტი #118


სოფო..
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 18-July 07
წევრი № 2,484



გამოუგონიათ ნაოჭების საწინააღმდეგო წამალი რომელიც ნემსით >შუბლში< კეთდება-ო.. huh.gif

რავიცი არ ვიცი..
ვერაფერს ვერ ვიტყვი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 19 2007, 12:30 AM
პოსტი #119


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ხალხო აპოკალიფსზე საუბრისას რომ სიფრთხილეა საჭირო ყველამ იცის, არც მის თარიღზე უნდა ვისაუბროთ,მაგრამ ისიც ყველამ იცის რა ჩამონათვალია მოცემული ბოლო ჟამის წინა პერიოდში, რასაც ყურადღებას ყოველთვის უნდა აქცევდეს ადამიანი, მით უფრო მართლმადიდებელი. ხოდა ამ ჩამონათვალიდან ყველაფერი უკვე მოჭარბებულად სრულდება. ერთს უჭირდა და ისიც მოეძალა საზოგადოებას;-კაცს მიაჭრეს ქალს მიაკერეს. ახლა იმ ჩამონათვალს ერთხელ კიდევ გადაავლეთ თვალი და ერთს თუ მიაგნებთ შეუსრულებელს აქა ვარ და მითხარით. ამით არ ვამბობ მეორედ მოსვლაათქო მაგრამ როგორც უწმინდესი ამბობს:ბოლოჟამის მაცხოვრებლები კი ვართ. ბოლო ჟამი არ არის საათებში და თვეებში და არც წლებში გადასაწყვეტი საკითხი . ეს ხომ სატანის ტახტის მომზადების პროცესია და ეს არ მიმდინარეობს ამჟამად? არა თუ მსოფლიოში არამედ ჩვენთანაც არ შეინიშნება? გააფთრებული მოსინჯვით ეკლესიის და ჯვრის წინააღმდეგ?აპა აპოკალიფსი რომ დაიწყება 3-წელიწადნახევარი იგი გაგრძელდება და ჩვენ ვინ საით გავიქცევით უფალმა უწყის. ასე რომ ბოლო ჟამი დადგა თუ არ დადგა შეიძლება ითქვას რომ არის ამის მძაფრი ნიშნები , მაგრამ არ შეშინდეთ ჯერ ტახტი არ გამზადებულა. მზერა გეჭიროთ ერუშალაიმისაკენ იქაა თავი და თავი.
პატივისცემით აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 24 2007, 10:33 PM
პოსტი #120


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(abo @ Jul 18 2007, 08:30 PM) *

ასე რომ ბოლო ჟამი დადგა თუ არ დადგა შეიძლება ითქვას რომ არის ამის მძაფრი ნიშნები


რომელი ნიშნები? ეხლა არ თქვა პატრიარქი რომ დაბერდა ისიც ერთ-ერთი ნიშანიაო smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd July 2025 - 03:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი