![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
6+j.anu.j.j |
![]()
პოსტი
#101
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 ![]() |
მე ამირჩია მარტოობამ ცხოვრების გზაზე,
ვერვის გავუგე ამდენ ხალხში თუ ვერ გამიგეს?! გთხოვთ რომ წახვიდეთ, დამტოვეთ მარტო! თუმცა თქვენ რატომ?....... მე წავალ თვითონ!............ მე დაგიტოვეთ ჩემი ცხოვრების ყველა ფურცელი მიხვდებით ალბათ მატლი ყოფილხართ ყველა ჩემსავით დიმა ორკოდაშვილი |
chelo |
![]()
პოსტი
#102
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 ![]() |
ჩიტი ცაშია ლამაზი,მოკვდება ფრენას ვერ მოშლის,
მუხა იზრდება ჭალაში,ქართველი საქართველოში. ვაშლის ხეს ვაშლი უხდება,სიმწიფით ღამე ნათევი, ვენახს ვაზი და ფოთოლი,საქართველოს კი ქართველი. ვით თევზი უწყლოდ ვერ გაძლებს, უთოვლოდ თოვლის ფანტელი. მოკვდება უსაქართველოდ თუა ნამდვილი ქართველი. -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
6+j.anu.j.j |
![]()
პოსტი
#103
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 ![]() |
უხ რა ჯიგარი ხარ
|
ana-no |
![]()
პოსტი
#104
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 88 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,653 ![]() |
ჩემი ლექსის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ აქ ისეთი ლექსები წაიკითხა ჩემმა თოლებმა, რომ გადავიფიქრე...
![]() ულამაზესი ლექსებია, სულში ჩამვდომი ... ![]() -------------------- რაც შეიძლება მეტი სიკეთე მიუზღე ადამიანთა რაც შეიძლება დიდ რიცხვს!..
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#105
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ana-no
მოდერატორი გიბრძანებს, დადო საკუთარი ლექსები! ![]() ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ana-no |
![]()
პოსტი
#106
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 88 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,653 ![]() |
ana-no მოდერატორი გიბრძანებს, დადო საკუთარი ლექსები! ![]() ![]() ვაიმე დედა! რა გულს მიხეთქავთ ამ დილა უთენია, თან იუბილარი მაინც არ ვიყო! ამ მიზეზის გამო მაინც შემიბრალეთ! ![]() საერთოდ ჩემი ლექსები ზეპირად არ მახსოვს არცერთ, დღეს ვისწავლი და ხვალ რამეს დავდებ თქვენო უმოდერატეროსობავ!!! ![]() ![]() ![]() -------------------- რაც შეიძლება მეტი სიკეთე მიუზღე ადამიანთა რაც შეიძლება დიდ რიცხვს!..
|
6+j.anu.j.j |
![]()
პოსტი
#107
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 26-May 08 წევრი № 4,922 ![]() |
მე, მრავალ ხალხში, დემონებს ვხედავ,
ნუთუ, მეცავარ უკვე დემონი? მე, მრავალ ხალხში, სინათლეს ვხედავ, ნუთუ, მეცამაქვს სადმე სინათლე? ყველა ერთ-ურთში, ბეწვს ვხედავთ დირედ, სჯობს, რომ ერთ-ურთში, სარკეს ვხედავდეთ! ჩვენ, ყველას ერთად, სადღაც ბოღმა გვაქვს, ბოღმას, დავტოვებთ ერთმანეთისთვის? ჩვენ, სადღაც გულში, სიყვარული გვაქვს, ვიცი: ყველას გვაქვს, სურვილი ნახვის. ვიცი: ბევრი თვლის, მარტოა ქვეყნად, რადგან, ბევრი თვლის, მარტო არ არის! ჩვენ, ყველას ერთად, შავი ჩრდილი გვაქვს, შუქის გარეშე, ჩრდილი არ არის! დიმა ორკოდაშვილი |
Lego |
![]()
პოსტი
#108
|
![]() ირადონ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 418 რეგისტრ.: 10-October 07 მდებარ.: მეზობელთან წევრი № 2,940 ![]() |
დიმა მაგარი ხარ ჯიგარო. გაიხარე ნამდვილო ქართველო
-------------------- [i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i] |
leluka |
![]()
პოსტი
#109
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ცოტა აბდლობაა მარა
![]() ალბათ გამტანჯავს ცხოვრება შევიცან მისი ღირსება; შეუცნობელი ბევრია შეცნობას ვერ ეღირსება. ადამიანი მინახავს გულში რას აღარ ინახავს; მაგრამ იტყვიან ცხვირს იქით ვერაფერს ვერ დაინახავს. ასეთ კაცს, თუნდაც ქალსაო ბავშვსა ან თუნდაც მოხუცსა; ცხოვრება ჭკუას ასწავლის მანამდე სანამ მოხუცდა. მსურს ცხოვრებაში სიკეთე ყველას გულებში ერიოს; ცუდი რამ და სიბოროტე ერთი არ გამოერიოს. მაგრამ ამბობენ ცხოვრება როგორც მსურს ისე არ არის; კაცი კაცს არ ჰგავს,ქალი ქალს დავკარგე ნდობა ყველასი. ნუთუ ძნელია ცხოვრება არ ითამაშო თამაში; მაგრამ ყველაზე რთულია ენდო, დაგიწყოს თამაში. კაცს ეს ცხოვრება ჰგონია ბედნიერება: ქონება; ამით ყველაფერს მიაღწევს თავისთვის, მას ეგონება. ამისთვის რას არ ჩაიდენს ხშირად თვითონაც არ იცის; ყველაფერს ისე გაწირავს არვის დანდობა არ იცის. მაგრამ ყველანი ამქვეყნად ნუთუ ამისთვის მოვდივართ; ნუთუ ცხოვრების ბოლომდე ცოდვებით დატვირთულნი ვართ. მინდა რომ ყველას გულებში სიყვარულს ჰქონდეს ადგილი; მაშინ ჩემთვისაც ცხოვრება იქნება უფრო ადვილი. -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
nini1 |
![]()
პოსტი
#110
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
leluka
ქართულ შრიფტზე გადავიყვანე შენი ლექსი და შეცვალე თუ გინდა შენს პოსტში , მერე მე წავშლი ამას ![]() ალბათ გამტანჯავს ცხოვრება შევიცან მისი ღირსება; შეუცნობელი ბევრია შეცნობას ვერ ეღირსება. ადამიანი მინახავს გულში რას აღარ ინახავს; მაგრამ იტყვიან ცხვირს იქით ვერაფერს ვერ დაინახავს. ასეთ კაცს, თუნდაც ქალსაო ბავშვსა ან თუნდაც მოხუცსა; ცხოვრება ჭკუას ასწავლის მანამდე სანამ მოხუცდა. მსურს ცხოვრებაში სიკეთე ყველას გულებში ერიოს; ცუდი რამ და სიბოროტე ერთი არ გამოერიოს. მაგრამ ამბობენ ცხოვრება როგორც მსურს ისე არ არის; კაცი კაცს არ ჰგავს,ქალი ქალს დავკარგე ნდობა ყველასი. ნუთუ ძნელია ცხოვრება არ ითამაშო თამაში; მაგრამ ყველაზე რთულია ენდო, დაგიწყოს თამაში. კაცს ეს ცხოვრება ჰგონია ბედნიერება: ქონება; ამით ყველაფერს მიაღწევს თავისთვის, მას ეგონება. ამისთვის რას არ ჩაიდენს ხშირად თვითონაც არ იცის; ყველაფერს ისე გაწირავს არვის დანდობა არ იცის. მაგრამ ყველანი ამქვეყნად ნუთუ ამისთვის მოვდივართ; ნუთუ ცხოვრების ბოლომდე ცოდვებით დატვირთულნი ვართ. მინდა რომ ყველას გულებში სიყვარულს ჰქონდეს ადგილი; მაშინ ჩემთვისაც ცხოვრება იქნება უფრო ადვილი. -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#111
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
nini1
ყოჩაღ ნინ, მშვენიერი ლექსებია, მომეწონა ძალიან. აბა შენ იცი, ასე გააგრძელე და დაგვიწერე შენი ლექსები კიდევ ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
nini1 |
![]()
პოსტი
#112
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
nini1 ყოჩაღ ნინ, მშვენიერი ლექსებია, მომეწონა ძალიან. აბა შენ იცი, ასე გააგრძელე და დაგვიწერე შენი ლექსები კიდევ ![]() მადლობა ნინ ![]() ![]() დავდებ, მაგაზე როგორ გეტყვი უარს , ლექსები კი მაქვს ხურჯინით ![]() ეს მთებს ეძღვნება ![]() ანწლო, რა ურცხვად მიღიმი ათენგენობას ამოვალ, სულ ამირიე ბილიკი... აფციაურთა ბანზეით, ანწლო, რა ურცხვად მიღიმი ? ნუ აბრიალებ შავ თვალებს, ნუ მიბნევ თავგზას ქალასა, შეგამჩნევ, შემოგცინებ და ატყდება დავიდარაბა ! * * * მზე შეაფრინდა მკერდზე ცას, ცისკარმა წითლად იალა, დილა აჩინჩხლეს სხივებმა, ბალახი- ცვრისა ციალმა. მარტომ გავტოპე არაგვი, ჯავრმა მთლად გამატიალა, შენს სანახავად ამოველ, შენ არც რა გაგიგია რა .... * * * მ.ლ-ს ყალყზე შემდგარა არაგვი, კალმახებს ისვრის ლექსებად, წამოზმორილან ნისლები, ცისკარს პერანგი ეხევა. არაგვისპირში სამყურებს, დარჩენილთ ბედის ამარა, მარტი ირევა, რა ვიცი, ან შეამცივნებთ, ან არა... დანატრებულხარ ძახველებს და აყვავებულ შალშავებს, კუნელებს თუ მოგიკითხავ განა, რაიმეს ვაშავებ?! ალმასის ცვარ-ნამს გიგროვებ მუჭაში, მაყვალს უმწიფარს... გზად გიგებ ფარდაგ- მარმაშებს, თუ შენი ხილვა მეღირსა... ყალყზე შემდგარა არაგვი, კალმახებს ისვრის ლექსებად, სიტყვებში სევდა შეგატყვე და ხმაშიც ბზარი გემჩნევა... შატილს ნისლი რძედ დასდით სამძივანთ გორებს, ხმა მაღლიანი მოყეფს არაგვი, აქ, ალალბედად შეიძლება მზე მთვარეს შეხვდეს, წაწალს-წაწალი . მთას ცელის ფხაზე მკერდი შეეჭრა, ვძებნე ნათიბი ბალახი, ვნახე ლურჯთვალა ღიღილო, არსაითა ყავს ბადალი, საფიცრად ესეც მეყოფა- შენი თვალების სადარი . ნინო ქადაგიძე -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
leluka |
![]()
პოსტი
#113
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
nini1
ციტატა ქართულ შრიფტზე გადავიყვანე შენი ლექსი და შეცვალე თუ გინდა შენს პოსტში , მერე მე წავშლი ამას გაიხარე, დიდი მადლობა ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
nini1 |
![]()
პოსტი
#114
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
leluka
არაფრის, რა მადლობა ![]() * * * ისევ რითმებად ამიტირდა თითქოს თითები... მესმის ფშატები ჩუმად ფშვინავენ... და ვერ იცოცხლებ თუ არ მოკვდი როგორც პოეტი... და ვერ მოკვდები, ჯერ აღდგომა თუ არ იწამე! წუხელ ჯვარცმასთან დამათენდა ლოცვაში არა, ფიქრში რომ უფალს სამსჭვალიდან ლექსად ვდიოდე, დღეს კი , შენამდე მოვათრიე მძიმე სხეული: -ჰა, წამიკითხე! მსურს ბაგეზე ლექსად გტკიოდე! ესეც შემოდგომასოო პეშვით მოეტანა შემოდგომას ხვავი გალეწილი პურის ყანის, გაკემსილ ჯიბეზე ასდიოდა სუნი შენელებულ კვაწარახის. ზურგზე შემოედგა თივის ზვინი, ღაწვზე მზის ამბორი შერჩენოდა, ჭიგოზე დახეულ ჩითის პერანგს ცოტა გახუნება შერეოდა... ციცქა-ცოლიკოურ შხეფს ნატრობდა ქვევრი სიფხიზლისგან დაღალული, დილა ნედლი იყო სიმინდივით, ღამე-ჭრიჭინებით გათანგული. იყო რაღაც მაგრამ, არც რა იყო... უშენოდ ყოფა შესაფერი, სანამ დასწყებია ამინდს ბნედა, სანამ დამავიწყდა ყველაფერი... მოხვალ თუ არ ვიცი,დარდს გადავყვე? ვეღარ გამიგია ვ ე რ ა ფ ე რ ი.... მერე რთველია... მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები, მერე რთველია... ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში... უკვე მღერიან... ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი განა სიმთვრალე, დღეს მუზას უნდა ავუხირდე და გავტიალდე... შენ კი დაღლამდე, სიგიჟემდე გიწერო ლექსი, ერთი კი არა, ორი...სამი...ან უფრო მეტი... მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები... მერე რთველია... ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში... სადღაც მღერიან.... * * * ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს, მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე, მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა. ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა, ბაღში , გაიხეჩა მთვრალი ბროწეული, სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს, ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული. ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი, ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე, ვიცი, უსათუოდ მასაც გააღიმებს, კედელზე აკინძულ ძახველის სიმრავლე. და მერე იფიფქებს...ჰო, ისე ლამაზად, (მთვარეს გაართობენ უძილო ჭოტები) ბუხრის წინ ქათქათა ღამეებს დავართავ, თბილ ამბებს მოგიქსოვ...და დაგელოდები... ნინო ქადაგიძე მერე გავაგრძელებ ![]() -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#115
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
nini1
![]() შენია? აღვფრთოვანდი!!!!!!! ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
nini1 |
![]()
პოსტი
#116
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
-------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
kato_Bato |
![]()
პოსტი
#117
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
nini1
ყოჩაღ ! გადავირიე ![]() ![]() წერე ნენა, წერე ![]() ![]() გაგაძლიეროს უფალმა ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნაინა |
![]()
პოსტი
#118
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
nini1
შემოგევლეოო ![]() ლამაზი ლექსები გაქვს ძალიან. მიხარია, კიდევ და კიდევ მეტი შეგძლებოდეს ნინ ![]() უზომოდ მიყვარს ლექსები, შემიძლია მთელი დღეები ვიკითხო. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს ფორუმზე, ღმერთმა გამრავლოთ. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
tatiusi |
![]()
პოსტი
#119
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 26-July 08 მდებარ.: BaTuMiIiIiI წევრი № 5,403 ![]() |
ყოოოჩაააააააღ, კარგიი ლექსებიაააა......
-------------------- ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალეე მე...
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეშეგვიწყალენ ჩვენ... |
chagi |
![]()
პოსტი
#120
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 20-August 08 მდებარ.: baTumi წევრი № 5,495 ![]() |
მოგესალმებით მოყვასებო. ღმერთმა გააძლიეროს თითოეული ქართველი და მთელი საქართველო. მე ჩაღი ვარ
ჩაღი (აჭარელი) ჩემო საქართველოვ ზარი მხოლოდ ეკლესიის, წკრიალა და სათნო, მინდა ჩემო საქართველოვ, ქართველად მომნათლო. შენი მადლით, შენი ნიჭით, პურითა თუ ღვინით, შენთანა ვარ მტკიცე ფიციტ, ჭირითა თუ ლხინით. შენი სისხლის წვეთი ვიყო, ანდა ნაპერწკალი, რომ ავენთო, ავბრიალდე, და მომედოს ალი. რომ დავიწვა, დავიფერფლო, შენი გულისათვის, შეგიმშრალო ცხარე ცრემლი, ნაღვლისა თუ დარდის. გავიხსენო წასულები, საქმე დავუფასო, ჩემი ვალი ასეთია, სამშობლოვ ძვირფასო. წინაპართა წმინდა სულის, მტკიცედ მჯერა ახლაც, ცივი ძვლების და სხეულის... ცრემლს მგვრის მათი ნახვა. ზარი ეკლესიის ისმის, არა გლოვის არა, სამშობლოსთვის გულის ფიცრის, მიცემაც არ კმარა!!!!!!!!! ამიტომაც საქართველოვ, ნუ დაკარგავ იმედს, ჩვენ დავიდგამთ შენს მაგიერ, ტანჯვის უღელს მძიმეს!!! ზრი მხოლოდ ეკლესიის , წკრიალა და სათნო, მინდა ჩემო საქართველოვ, ქართველად მომნათლო!.!.! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 01:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი