![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ana_glaza |
![]()
პოსტი
#121
|
![]() "yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 23-May 08 წევრი № 4,895 ![]() |
"დავდივარ ჩემთვის უმისანართოდ,
დაუსრულებელ ფერთა სივრცეში, მიდიან წლები და თითქოს დღეთა, გადაიშალოს წიგნის დვერდები"! |
ana_glaza |
![]()
პოსტი
#122
|
![]() "yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 23-May 08 წევრი № 4,895 ![]() |
"ვაჟა'ფშავბელას"
"და მე უღირსი ვეღირსე სითბოს, და ხილვას გავხდი ვაჟას სახლისას, და სალოცავებს მისი ნალოცით, და მუხლ მოდრეკით ტაძარს შემოვლილს, მე მისი კვალი თითქოს ვიხილე, გადამეშალა გილში ნაღველი, და ფიქრიანი ფიქრით ავინთე, სახლ-მუზეუმის ხილვით დამტკბარი, მე მისი კვალი ისევ გავკვალე, და გაუვალი ბალახი მთაში, და რომ სითბოა სიცივე ქარშიც, სულიერებას ვგრძნობ მე ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას საფგანძურს ვეტრფი, და როს ვემთხვევი ცრემლიან გულით, და უდარდელი დარდით აღვივსე, და დარდიანი უდარდელ დავრჩი, შენ საქართველოვ,ფშავო და მთებო, ულამაზესი კუთხე და მდელო, დალოცვილნი ვართ ღვთის'მშობლის ბედით, მარად სამშობლოვ,შენ საქართველო"! (7/07/2008წ)(ანა) |
ana_glaza |
![]()
პოსტი
#123
|
![]() "yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 23-May 08 წევრი № 4,895 ![]() |
"და ორმოცი მოწამეთა"
გაიხარეთ,,ყველა ერნო,, სიოს ბილიკს მივუყვებით უსაჩივროდ,,უსათქმელოდ, დიდება შენ ჩვენ დალოცვა ნაღალ ღმერთოვ, ტახტზე იჯდა თამარ მეფე, დავითი და სხვათა ერთობ, ჩვენ მათ სახელს ვიხსენიებთ, სალოცავად, სანაქებოდ, და ორმოცი მოწამეთა წმინდანს მადლი გადმოგვევლოს, და სამშობლოს გზა მშვიდობა,, საყვარელი"საქართველო"! (22/03/2008)(ანა) |
ana_glaza |
![]()
პოსტი
#124
|
![]() "yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 23-May 08 წევრი № 4,895 ![]() |
"მიყვარხარ ძლიერ,გამახსენდები,
მე დაგინახე შებრუნდი თითქოს, და ფიქრში შენს თვალს ვეალერსები, არ დამიხუჯო მხოლოდ ამას გთხოვ, იცი რას გეტყვი?!: წადი გაფრინდი, ჩემს გულსაც დავფლეთ რაიგათ მინდა, სიცოცხლე ჩემი ქარს გავატანო, დანაოჭებულ ნაღველტა მიღმა, მე შენ მიყვარხარ! არა არ გეტყვი, ამპარტავნება ჩაგიქრო მინდა, და მოგონებებს,ფიქრებსაც წავშლი, ეს გრძნობა ჩემი იყო მთლად წმინდა, ლანდს დავინახავ?!: თავს დაბლა დავხრი, ცრემლებს შევიშრობ,სიკვდილი მინდა, ო,ცაო ჩემო,ზღვაო ხმელეთო, მე გზა მიჩვენე საითაც გინდა, ო,ცაო ჩემო,ზღვაო ხმელეთო, მე ამიყვანე სამოთხის შინა, ო,ცაო ჩემო,ზღვაო ხმელეთო, ღვთის'მშობლის კალთა გვფარავდეს წმიდა, ო,ცაო ჩემო,ზღვაო ხმელეთო, ყველა სალოცავს მადლობას ვწირავ"! (6/01/2006წ)(ანა) "ბოროტებაო ისევ შენ მებრძვი, ამპარტავნებავ გაგაქრო მინდა, ღალატი ერი გამოასწორე, და გზა უცჰვენე, სიკეთის წმინდა!" (2006წ)(ანა) 'და აღარ არსებობს ჭეშმარიტი სიტყვა "სიმართლე",, რადგან "სიცრუემ" დაიმონა "ამპარტავნებამ". (2006წ)(ანა) "ყოველთვის იარე სიკეთით" თუნდაც" ბოროტების გზაზე" (25007წ)(ანა) "შენ საქართველოვ ომში გაზრდილო" წუხელის ფიქრებმა ცაში ახედეს! მეომრებისკენ გამირბის თვალი, მათ სამშობლოსთვის თავი გასწირეს! ვაჟკაცობით და სიცოცხლის ძალით, მათ თავის-თავი სიკვდილს მიართვეს, უფალს მიანდეს ცხონება თავის, მათ საგალობელს, სანთელს ავუნთებთ, და მარად შევსვამთ ღვინოსა თასით! მოვიგონიებთ წარსულის ფიქრებს, და საქართველოს, ავს და კარგს ვიტყვით, ან გავიხარებთ, ხან კი ვიტირებთ, და რომ დრო მიდის სიცოცხლე ჟამის. და რომ დანგრეულ ქალაქებს ვიხსენიებთ, ომში დაღუპულ ას-ასთა ჯარი. გადაშენებას გაუძლო ერმა! გაუძლო ერმა უფლისა მადლით!" (14/08/2008წ)(ანა) |
ana_glaza |
![]()
პოსტი
#125
|
![]() "yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 23-May 08 წევრი № 4,895 ![]() |
lashiko_90
დზალიან კარგი ლეკსებიაა, გმადლობ, judi კარგი ლექსიააა "თავად კალამსაც აქვს თავისი ხიბლი, ხიბლი მწერლობის და საოცრების, თავად თაბახი განაოცები, განაოცები ფიქრების ზიდვით, სიტყვებო ჩემო ფურცელს მიგანდობთ,, ჟღერას კი კალამს უმისამართოდ". (11/08/2002წ)(ანა) |
ana_glaza |
![]()
პოსტი
#126
|
![]() "yoveltvis iare siketit! tundac! borotebis gzaze ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 23-May 08 წევრი № 4,895 ![]() |
"ღვთისგან ბოძებული ყველანაირი სიკვდილი ბედნიერებაა(და ველით მას) რადგან ღვთის ნებით ხდება"
"როდესაც სიკვდილს შეხედავ თვალებში და იგრძნობ მის სიახლოვეს, მერე მიხვდები სიცოცხლე რაოდენ ძვირფასია". "არც სიკვდილისთვის ღირსი არა ვარ,,რადგან,,სიკვდილსაც ღირსეულნი უნდა თანამგზავრად". (2006წ) "მე მომერიე სიკვდილო, ამას გაუძლებს გულიო, ახლობლის გზადაივიწყე, სიცოცხლე არად მიღირსო" "მთავარი არ არის! იყო,,ცხოვრობდე,, ან რომ ელოდო სხვისსა ცხოვრებას,, მთავარი არის იყო კეთილი,, გიყვარდეს ერი,,ენა ქართლისა,, "ჭეშმარიტება სიმართლე ჰპოვო,, "ცხოვრებისა და შენი თავისა". "დიდებულია სიხარულის გრძნობა" "როცა სიკეთეს დახედავ და სჩადი" "და როცა თავად არაფერს ითხოვ". (2007წ) |
nini1 |
![]()
პოსტი
#127
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
მხოლოდ იავნანა....
ზეცას თალხისფერი ნისლი ეკრა დენთის და ომის ღმერთები დგებოდნენ ყირაზე. სუნთქვა გაიჟღენთა სისხლის ოხშივარით, დაჩეხილ მშვიდობას აწვენდა მიწაზე. საფლავებს დაეღოთ ყბა ამოსავსები, შვილებს დარაჯობდნენ დედების ჯინაზე, მზის ხვავში ჩაძირულ აგვისტოს აკრთობდა, მიწაზე დაყრილი ცხედრების სიმრავლე. გზად ბიჭებს ცრემლები თან არ გააყოლოთ, მხოლოდ იავნანა- სამარის პირამდე . ზეცას თალხისფერი ნისლი ეკრა დენთის და ომის ღმერთები დგებოდნენ ყირაზე..... ეს 8 აგვისტოს შემომეწერა, იყოს აქაც ![]() -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
Lego |
![]()
პოსტი
#128
|
![]() ირადონ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 418 რეგისტრ.: 10-October 07 მდებარ.: მეზობელთან წევრი № 2,940 ![]() |
ძალიან კარგი ლექსია ნინი1. ეჰ, მდააა
-------------------- [i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i] |
nini1 |
![]()
პოსტი
#129
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
Lego
მადლობა , სამწუხარო ამბებს რომ არ ეძღვნებოდეს, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რა ვიზავთ ... ![]() -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
Lego |
![]()
პოსტი
#130
|
![]() ირადონ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 418 რეგისტრ.: 10-October 07 მდებარ.: მეზობელთან წევრი № 2,940 ![]() |
ხო ნამდვილად მასეა ნინი1. მაგრამ ისე ძლიერად არის გადმოცემული ეს ყველაფერი შენს ლექსში, რომ დამბურძგლა. ყოჩაღ
-------------------- [i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i] |
T I K O |
![]()
პოსტი
#131
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 ![]() |
მხოლოდ იავნანა.... ზეცას თალხისფერი ნისლი ეკრა დენთის და ომის ღმერთები დგებოდნენ ყირაზე. სუნთქვა გაიჟღენთა სისხლის ოხშივარით, დაჩეხილ მშვიდობას აწვენდა მიწაზე. საფლავებს დაეღოთ ყბა ამოსავსები, შვილებს დარაჯობდნენ დედების ჯინაზე, მზის ხვავში ჩაძირულ აგვისტოს აკრთობდა, მიწაზე დაყრილი ცხედრების სიმრავლე. გზად ბიჭებს ცრემლები თან არ გააყოლოთ, მხოლოდ იავნანა- სამარის პირამდე . ზეცას თალხისფერი ნისლი ეკრა დენთის და ომის ღმერთები დგებოდნენ ყირაზე..... ეს 8 აგვისტოს შემომეწერა, იყოს აქაც ![]() ნინი, ძალიან მომეწონა ეს ლექსი ![]() წარმატებები! -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
k@the |
![]()
პოსტი
#132
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
* * * ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს, მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე, მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა. ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა, ბაღში , გაიხეჩა მთვრალი ბროწეული, სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს, ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული. ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი, ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე, ვიცი, უსათუოდ მასაც გააღიმებს, კედელზე აკინძულ ძახველის სიმრავლე. და მერე იფიფქებს...ჰო, ისე ლამაზად, (მთვარეს გაართობენ უძილო ჭოტები) ბუხრის წინ ქათქათა ღამეებს დავართავ, თბილ ამბებს მოგიქსოვ...და დაგელოდები... ნინო ქადაგიძე ![]() აღფრთოვანებული ვარ! ნიინ, ულამაზესი ლექსებია, აქამდე როგორ არ მინახავს ![]() რაც მოვნიშნე, დღეს ყველაზე მეტად მოვიდა ჩემ განწყობასთან. ![]() ![]() კიდევ დაგვიწერე ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#133
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
*** არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ. გრძნობათა მორევს, ღრმად გულში ვირთავ. სიტყვები ჩემი, რვეულში ჩნდება. გრძნობები ჩემი, ხელებში მრჩება. კალმით ჩემ ლექსებს, მე ვერ გადმოვცემ. და არც ამ რვეულს აღარ გამოვცემ. არ ვარ პოეტი, მე სიტყვებს ვრითმავ. და თვით პოეტის, ცრემლს გულში ვირთავ. 1997 ![]() ძალიან ლამაზია ![]() -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
zviadauri |
![]()
პოსტი
#134
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 ![]() |
leluka არაფრის, რა მადლობა ![]() * * * ისევ რითმებად ამიტირდა თითქოს თითები... მესმის ფშატები ჩუმად ფშვინავენ... და ვერ იცოცხლებ თუ არ მოკვდი როგორც პოეტი... და ვერ მოკვდები, ჯერ აღდგომა თუ არ იწამე! წუხელ ჯვარცმასთან დამათენდა ლოცვაში არა, ფიქრში რომ უფალს სამსჭვალიდან ლექსად ვდიოდე, დღეს კი , შენამდე მოვათრიე მძიმე სხეული: -ჰა, წამიკითხე! მსურს ბაგეზე ლექსად გტკიოდე! ესეც შემოდგომასოო პეშვით მოეტანა შემოდგომას ხვავი გალეწილი პურის ყანის, გაკემსილ ჯიბეზე ასდიოდა სუნი შენელებულ კვაწარახის. ზურგზე შემოედგა თივის ზვინი, ღაწვზე მზის ამბორი შერჩენოდა, ჭიგოზე დახეულ ჩითის პერანგს ცოტა გახუნება შერეოდა... ციცქა-ცოლიკოურ შხეფს ნატრობდა ქვევრი სიფხიზლისგან დაღალული, დილა ნედლი იყო სიმინდივით, ღამე-ჭრიჭინებით გათანგული. იყო რაღაც მაგრამ, არც რა იყო... უშენოდ ყოფა შესაფერი, სანამ დასწყებია ამინდს ბნედა, სანამ დამავიწყდა ყველაფერი... მოხვალ თუ არ ვიცი,დარდს გადავყვე? ვეღარ გამიგია ვ ე რ ა ფ ე რ ი.... მერე რთველია... მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები, მერე რთველია... ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში... უკვე მღერიან... ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი განა სიმთვრალე, დღეს მუზას უნდა ავუხირდე და გავტიალდე... შენ კი დაღლამდე, სიგიჟემდე გიწერო ლექსი, ერთი კი არა, ორი...სამი...ან უფრო მეტი... მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები... მერე რთველია... ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში... სადღაც მღერიან.... * * * ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს, მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე, მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა. ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა, ბაღში , გაიხეჩა მთვრალი ბროწეული, სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს, ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული. ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი, ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე, ვიცი, უსათუოდ მასაც გააღიმებს, კედელზე აკინძულ ძახველის სიმრავლე. და მერე იფიფქებს...ჰო, ისე ლამაზად, (მთვარეს გაართობენ უძილო ჭოტები) ბუხრის წინ ქათქათა ღამეებს დავართავ, თბილ ამბებს მოგიქსოვ...და დაგელოდები... ნინო ქადაგიძე მერე გავაგრძელებ ![]() ყოჩაღ ქადაგიძეებს..ჩემი მეგობარია ზურა ქადაგიძე და ისიც შესანიშნავად წერს. |
nini1 |
![]()
პოსტი
#135
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
მიხარია რომ წაიკითხეთ და მოგეწონათ
![]() ![]() zviadauri ციტატა ყოჩაღ ქადაგიძეებს..ჩემი მეგობარია ზურა ქადაგიძე და ისიც შესანიშნავად წერს. სამწუხაროდ არ ვიცნობ ზურა ქადაგიძის შემოქმედებას, მე მხოლოდ ქალბატონი ნუნუ ქადაგიზე ვიცოდი, რომელიც პროზაიკოსია და დღეს ერთ -ერთმა პოეტმა მითხრა ირაკლი ქადაგიძის შესახებ, არ იცნობო ? რამდენიმე რომანის ავტორი და პოეტი ყოფილა, ძალიან კარგად წერსო.... ისე გამიხარდა ![]() ![]() პაპას ! ფრთებს აფართხალებს ბროწეულის ხმელი ფოთოლი, ნისლი ჭალებთან წვება ავყია... ლექსს აეშალა საღერღელი დუღს და გადმოდის და ალაზანი კალმახივით, პირქვე აგდია... ეჰ, გარდაცვლილი პაპას ხალათს ისლის ღობეზე, შეაჟრიალა რომ შევეხე ნატვრა-ნაღვლიანს, სხვა რაღა გითხრათ, მიხვდებოდით ალბათ თვითონაც, მას თურმე ჩემი მოფერება ძლიერ სწადია. ისევ გაზაფხულს მარტმა შემოკრა დაირას, "მუბარეკ ნოვრუზ ბაირამ!" გულ-გაღეღილი ხარფუხი, ააფრიალებს ბაირაღს. თრიაქი ათრობს მინარეთს, გაკივის მოლა მძინარე... სარო-ტანს ცეცხლი ედება, ჭრელი ქოშები ეხდება... სახლთან ჭერამი ხარხარებს, მე კი ხარებას მახარებს. ჭვავის ყანა მზე გაიშხლართა ჭვავის ყანაში, ნიავს ცელქობა ისე უხდება... აუფრიალებს ყაყაჩოს კაბას და მუხლისთავებს მიაცქერდება... მზე გაიშხლართა ჭვავის ყანაში, დამხანძრეს წუხელ შენზე სიზმრებმა, ეს სიყვარული თუ სახადია, მაშ მომიხდია... რად გეღიმება. ................. -მზე? -მზე მიგდებული ჭვავის ყანაში, ოცნებობს ყაყაჩოს ბაგეზე... -ნიავი? -ნიავი ქილიკით ჩამოუქროლებს და... ამაღამ აიხდენს საწადელს! ბავშვობის სიზმარი ეს გოლიათი ქვევრებია ჩემი ზედაშის, რომ მოიქნიეს წინაპრებმა ჩაფლეს ყელამდის... ეს ნიკო პაპას აწყობილი თუთის ფანდური... ესეც ნაბდისა თუ თექის ქუდი კახური... ეს შინდის ხისგან გამოთლილი სალამურია... ეს ქეთო ბებოს გამომცხვარი თონის პურია... -ჰა, გამომართვით, მოიტეხეთ სანამ ცხელია, ნინოს ბავშვობა სანამ ისევ უდარდელია... ეს კიდევ ჩემი მოგონებაა განა ლექსია? არ შემიმშრალოთ გეხვეწებით თვალზე ცრემლი მაქვს..... .............................. -ის? ის ფიროსმანის მირზაანია გვერდზე სოფელში, იქ ჩემს ბავშვობას ტკბილად სძინავს კაკლის ჩეროში... -ეს? ეს გოლიათი ქვევრებია ჩემი ზედაშის, რომ მოიქნიეს წინაპრებმა ჩაფლეს ყელამდის... -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
martyopeli |
![]()
პოსტი
#136
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 221 რეგისტრ.: 10-November 07 წევრი № 3,146 ![]() |
კაია მომწონს
![]() -------------------- მარტყოფელების ანსამბლი:)
|
nini1 |
![]()
პოსტი
#137
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 680 რეგისტრ.: 7-April 07 წევრი № 1,599 ![]() |
ნატვრა
წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს, საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს. ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა, მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა, უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა... ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა, და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა, როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს... კაია მომწონს ![]() იხარე ![]() კახეთს ძეწკვად შევეხსენ კახურ ჭინჭილას, დღეს ალაზანი აღმა ვატარე... პირზე რძედ შევრჩი თოთო ალიონს, მზეს წამონთება აღარ ვაცადე. ნუ დამაძალებ შევთვრე იორით, შენი წყალიც კი წამაბარბაცებს... ზვრებს გადავხედავ- ვენახს უყელავს, ნეტა ეს რთვლებიც მალე ჩამთავრდეს, რომ დაგიღვინდე ლექსად მარანში ანდა მაჭარში გაგითამამდე! -------------------- უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
|
ეკატო |
![]()
პოსტი
#138
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 ![]() |
nini1
აღფრთოვანებული ვარ, არაჩვეულებრივად წერ ![]() მოუთმენლად ველოდები ახალ ლექსებს ![]() -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ნაინა |
![]()
პოსტი
#139
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
nini1
![]() ![]() აღარ ვიცი რა გითხრა. ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება შენი ლექსები. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#140
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
nini1
No comment ![]() -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი