IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელთა პოეზია
k@the
პოსტი Nov 24 2008, 06:04 PM
პოსტი #161


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(xevsuri @ Nov 24 2008, 02:43 PM) *

k@the
ყველამ რომ პოეზიად აღიქვას მაშინ პოეტზე მეტი გამოვალ ასე რომ ეგ არაფერი smile.gif


უი, უბრალოდ თანამედროვე პოეზიის თემა მეგონა huh.gif
რო გადავიკითხე, არ მიფიქრია შენი დაწერილი თუ იყო.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 24 2008, 06:07 PM
პოსტი #162


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ციტატა(k@the @ Nov 24 2008, 06:04 PM) *

უი, უბრალოდ თანამედროვე პოეზიის თემა მეგონა huh.gif
რო გადავიკითხე, არ მიფიქრია შენი დაწერილი თუ იყო.

პრინციპში მგონი თანამედროვეცაა rolleyes.gif biggrin.gif


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Nov 24 2008, 06:10 PM
პოსტი #163


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(nini1 @ Jul 3 2008, 10:21 PM) *




* * *გარღვეულ ზეცას ამოვკერავ
ლურჯი ტიტებით,
შევეფეთები ახირებულ
გაზაფხულს სადმე,
ატმის გუბიდან ამოვხვრეპავ
ბადაგს მუჭებით
და დავუმშვენებ ენძელებით
ამღვრეულ თვალებს...
მერე ხარებას ვიზეიმებ
ჭერმის ხარხარით,
მარტს გადავუხდი
აპრილისგან აღებულ ვალებს,
ლექსი-სურვილი ამეხლართა
თითქოს თითებში,
რომ არ დავწერო გავგიჟდები...
მირჩიეთ რამე...

გარღვეულ ზეცას ამოვკერავ
ლურჯი ტიტებით....
თუ...
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი....
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს...
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს...
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური,
-ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს,
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...

თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...

ნინო ქადაგიძე


აუ რა კაია rolleyes.gif
პირველად ვარ ამ თემაში გადავთავლიერებ სხვებსაც rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 24 2008, 06:12 PM
პოსტი #164


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



xevsuri
biggrin.gif biggrin.gif
სტილი მეუცხოვა, მე რო ვერ ვიგებ, იმ "თანამედროვე პოეზიის" რაცხა ერია და შენთან ვერ დავაკავშირე. თუმცა კაცია და გუნება.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Nov 24 2008, 06:56 PM
პოსტი #165


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა,
ოცნებები კუხნაზე,
კომბაინად გადაქცევა
ნებისმიერ სუფრაზე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Nov 24 2008, 09:16 PM
პოსტი #166


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



xevsuri
smile.gif ეგრე გააგრძელე.. biggrin.gif kiss1.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Nov 24 2008, 09:58 PM
პოსტი #167


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



xevsuri
ციტატა
7 აქსიომა და პირიქით

კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე,
რომლებიც უყვართ

კედელი არასოდეს ინგრევა ნესტით,
როდესაც თბილა

მზეს უდიდესი ღვარძლი აქვს გულში
და სიცხედ გვაღვრის

თვალები გაცილებით მეტს ღალატობენ
ვიდრე ტუჩები

მთვარე სიყვარულს კი არა, ქაოსს
იწვევს

სენტიმეტალიზმი ისევე მომაბეზრებელია
როგორც დედის ზრუნვა (დროგამოშვებით)

ფილტვებში ჟანგბადი კლებულობს
როდესაც კოცნი

და მაინც

კაცები ყოველთვის ფიქრობენ ქალებზე
რომლებზეც არ საუბრობენ

ვერცერთი კედელი ვერ უძლებს სინესტეს,
როცა არ თბილა

მზეს რომ ღვარძლი არ ქონდეს
გავიყინებოდით

ტუჩები იშვიათად მაგრამ მნიშვნელოვნად
ღალატობენ

იდილია მხოლოდ მთვარის არარსებობისას
დაიშვება

დედის ზრუნვა მომაბეზრებელია (დროგამოშვებით)
მაგრამ აუცილებელი

თუ ჟანგბადი გალკია
აკოცე



მე მომეწონა smile.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Nov 27 2008, 10:11 PM
პოსტი #168


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ოთხი რობაია

სახლის

ზოგჯერ წარმოვიდგენ,
როგორ ფუსფუსებ ჩვენს სახლში,
როგორ ჭრი ნამცხვარს, რომლის გამოცხობაც
გუშინ დედაჩემმა გასწავლა...


სატყუარა

ჩემი სხეული სატყუარაა,
ცდილობს მიგიზიდო,
ისევე როგორც ცხოველებში,
ეს თავდაცვაა უშენობისგან!


"მკრეხელური"

მოდი, ერთ დღეს გავგიჟდეთ
და ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდეთ,
შენ შემრაცხე ღმერთად, მე კი,
მე სულს ჩაგბერავ და სიყვარულით სავსეს, ადამიანად გაქცევ.


ჩვილი

ჩვენი ახლადგამხელილი სიყვარული,
ჯერაც ისეთი უმწეოა,
თავისი ვარდისფერი ფაჩუჩებით.....
და ესე ყოველ დღე.


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xevsuri
პოსტი Dec 1 2008, 05:47 PM
პოსტი #169


კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე, რომლებიც უყვართ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 19-June 07
მდებარ.: bambarmia, kergudu
წევრი № 2,239



ავგაროზები

ავგაროზები ჩემს აკვანთან -
შენი თვალებია,
ყოველ შუაღამეს, ნამტირალევს,
სიყვარულით რომ დამყურებს სიბნელიდან
და ცდილობს ამარიდოს კოშმარებს.

უხეში თითებით, მეხები
შიშველ ფეხისგულებზე,
და ფრაზები, რომლებსაც ბუნდოვნად
ვარჩევ და მნიშვნელობა არც კი ვიცი,
თბილად სერავენ ყურის ბარაბნებს,
გიღიმი მა...


--------------------
Jesus

შიში დავძლიე, გადავახტი პირველ ბარიერს,
ეს სიხარული, ბავშვობის და შენი ბრალია,
გამომყევი და
უცილობლად გაპოვნინებო,
დაგიჯერე და
ავე, ავე, ავე იესო!


http://www.xevsureti.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 3 2008, 07:44 PM
პოსტი #170


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(neo @ Dec 3 2008, 04:34 PM) *

ახლა უცნაური სიმშვიდე მეუფლება
სულსაც კი მოყირჭდა ფიქრებთან ჭიდილი
თითქოს მოთმინების მარაგი მეწურება
და ზე ტკივილებით მომინდა სიცილი...

ათასი ომი და ათასი დამარცხება
არც გამარჯვება და აღარც სიკვდილი
უცდი ეტყობა რომ ნერვები დამაწყდება
დაჩოქება მაქვს ეტყობა მისჯილი

აჰა დავიჩოქე სიმშვიდეც დამეუფლა
აღარ მაქვს არცერთი მიზანი
ფიქრი იისფერი სარკმელთან არეულა
თავლებიც გამომქრალა მგლისანი

მომწყინდა ამდენი უაზრო დამარცხება
სხივიც კი არ მომწვდა მზისანი
მათი ბრწყინვალება თითქოს რომ არ ცხრება
რად მომრიდებიან მე არსნი ცისანი

გონება გარინდულა წამი გაყინულა
გული გაწმედილა ვნება დაძირულა
და სიტყვათაგან გადამძიმებული
ეს სუფთა ფურცელი ცრემლებით დაწინდულა


blink.gif

შენია? მდაა 2kiss.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 3 2008, 09:58 PM
პოსტი #171


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



neo
ციტატა
ახლა უცნაური სიმშვიდე მეუფლება
სულსაც კი მოყირჭდა ფიქრებტან ჭიდილი
თითქოს მოთბინების მარაგი მეწურება
და ზე ტკივილებით მომინდა სიცილი...

ათასი ომი და ათასი დამარცხება
არც გამარჯვება და აღარც სიკვდილი
უცდი ეტყობა რომ ნერვები დამაწყდება
დაჩოქება მაქვს ეტყობა მისჯილი

აჰა დავიჩოქე სიმშვიდეც დამეუფლა
აღარ მაქვს არცერთი მიზანი
ფიქრი იისფერი სარკმელთან არეულა
თავლებიც გამომქრალა მგლისანი

მომწყინდა ამდენი უაზრო დამარცხება
სხივიც კი არ მომწვდა მზისანი
მათი ბრწყინვალება თითქოს რომ არ ცხრება
რად მომრიდებიან მე არსნი ცისანი

გონება გარინდულა წამი გაყინულა
გული გაწმედილა ვნება დაძირულა
და სიტყვათაგან გადამძიმებული
ეს სუფთა ფურცელი ცრემლებით დაწინდულა


ვაჰ, მორფეუსის მადლმა, ნამეტანი კაი ხარ ნეო smile.gif kiss1.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Dec 9 2008, 07:03 PM
პოსტი #172


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



xevsuri

ოხ, მინდი kiss1.gif აქაც ყოფილხარ smile.gif


* * *

ბეღურას ფრთებ ქვეშ
შეიყუჟა უკვე ზამთარი,
გაიწელება მონატრება
ახლა მარტამდე...
წინ დიდი დროა, დამიჯერე,
ვიცი მოვასწრებ
და უშენობას ფურცელსა
და კალამს გადავდებ.


რომელი ლექსები დავდე უკვე მერევა .... მაპატიეთ თუ ერთი და იგივე განვათავსე a075.gif


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 9 2008, 07:08 PM
პოსტი #173


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



nini1
გაიხარე ნინ kiss1.gif
სად დაგვეკარგე? კიდევ დადე რა wub.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Dec 9 2008, 07:19 PM
პოსტი #174


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



k@the

kiss1.gif რა ვიცი ქეთ, ხშირად ვარ ხოლმე ფორუმზე, უბრალოდ ვკითხულობ ჩუმად , მიყვარს ეს ფორუმი wub.gif

მაგაზე გაწყენინებ ? დავდებ ახლავე smile.gif



რავი, თუ შეგიყვარდები...

ქალი ვარ ,განა ქარი ვარ,
თავქარიანი ველადა,
ქალი ვარ ,განა ღვინო ვარ,
როგორ შეგივსო ხელადა,
ქალი ვარ, განა წყალი ვარ,
რომ ჩაიხედო ვერა და
ქალი ვარ , განა მზის სხივი,
ცრემლი რამ აგიფერადა?
ქალი ვარ , ვიცი აპრილში,
მარტი ინანებს მარტობას,
გემუდარები ნუ წახვალ,
ნუღარ დამტოვებ მარტოს რაა...
ქალი ვარ, განა ვარდები,
რომ წამოვანთო მაისი...
ერთი პატარა ქალი ვარ,
რავი, თუ შეგიყვარდები...


მე და მარტი

სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი,
მან მზე შეიყვარა- მე შენ შემიყვარდი,
იებში აყვავდა- სულში აგიყვავდი,
კვირტებში ჩასახლდა -გულში ჩაგისახლდი,
ფიფქებად დავარდა -თვალში ჩაგივარდი,
მზე ღრუბლით ადარდა -მეც ტირილით გკლავდი,
მერცხალს ცაუსაფრდა - ფიქრში ჩაგისაფრდი,
ერთად შევიშალეთ მართლა ორი ქალი,
......................................................

მარტი გაიპარა, მე კი შენში დავრჩი!



* * *

მზემ პაემანი დამინიშნა მამა დავითზე,
მარტო მრცხვენია,
-ორთაჭალავ წამომყევი,
ერთად ავიდეთ,
მზე სიყვარულით დამწვარია,
ცოტაც მთვრალია,
დარდიმანდივით ალალია,
სევდამ გალია...
როცა თბილისში აპრილია,
მუდამ ასეა,
მუზას რითმები აშლილი აქვს,
პოეტებს სტუმრობს,
თუმცა იცის
უღვთოდ დაღლიან და
ამ პოეტთა ყველა ლექსი
უფრო ნაღდია...
როცა თბილისში აპრილია,
მუდამ ასეა,
მუზას აკოცო ადვილია,
-ქალი?
-მახეა...

-ჰეი, ორთაჭალავ წამოდექი,
ვიცი არ გძინავს,
გთხოვ ამომყევი მამა დავითზე,
მარტო ვერ მივალ....


ესეც და მერე კიდევ დავდებ smile.gif

* * *
გატკინეს?...
ნუ დარდობ,
შენს მარცხნივ
მი-გულ-ე.... a075.gif


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 9 2008, 07:29 PM
პოსტი #175


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



nini1
a025.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jan 4 2009, 11:50 PM
პოსტი #176


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



k@the kiss1.gif

ამ ლექსით კი ყველას გილოცავთ შობას.

გული- ბაგად ...

დეკემბერია,
ყინვა თითქოს
ჩაშაქარტკბილდა.
ღამეს თვალები უციმციმებს
ვარსკვლავებივით,
-მამა, სხეულზე ნათითური
შენი ამტკივდა,
თიხით ძერწილი -
მიტოვებულ სახლად ვიქეცი...
დეკემბერია,
ქარი ცოდვებს მაყრის ნამქერად
და ჩარაზული კარიც გაიღო...
მწყემსებო, ბეთლემს ნუღარ წახვალთ
შობის ვარსკვლავი აქ,
შორიახლო ჩემთან აენთო ,
....................................................
რომ გული ჩემი -ბაგად დავთმო,
სინანული თივად დაგიგო,
მაცხოვარო,
გექცე ბეთლემად!



მთლად გამართულად არ მეჩვენება, შეიძლება შევასწორო, მაინცდამაინც არ მომწონსავით g.gif


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jan 4 2009, 11:57 PM
პოსტი #177


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(neo @ Dec 3 2008, 08:34 PM) *

ახლა უცნაური სიმშვიდე მეუფლება
სულსაც კი მოყირჭდა ფიქრებტან ჭიდილი
თითქოს მოთბინების მარაგი მეწურება
და ზე ტკივილებით მომინდა სიცილი...

ათასი ომი და ათასი დამარცხება
არც გამარჯვება და აღარც სიკვდილი
უცდი ეტყობა რომ ნერვები დამაწყდება
დაჩოქება მაქვს ეტყობა მისჯილი

აჰა დავიჩოქე სიმშვიდეც დამეუფლა
აღარ მაქვს არცერთი მიზანი
ფიქრი იისფერი სარკმელთან არეულა
თავლებიც გამომქრალა მგლისანი

მომწყინდა ამდენი უაზრო დამარცხება
სხივიც კი არ მომწვდა მზისანი
მათი ბრწყინვალება თითქოს რომ არ ცხრება
რად მომრიდებიან მე არსნი ცისანი

გონება გარინდულა წამი გაყინულა
გული გაწმედილა ვნება დაძირულა
და სიტყვათაგან გადამძიმებული
ეს სუფთა ფურცელი ცრემლებით დაწინდულა

smile.gif smile.gif smile.gif

კიდევ რომ გთხოვო, დადებ სხვასაც? smile.gif

ციტატა(nini1 @ Jan 5 2009, 12:50 AM) *


....................................................
რომ გული ჩემი -ბაგად დავთმო,
სინანული თივად დაგიგო,
მაცხოვარო,
გექცე ბეთლემად!



ეს ნამეტნადავ მომეფონა smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jan 4 2009, 11:59 PM
პოსტი #178


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



თამარი_ცქნაფო

მაგის ხათრით ავაგე ლექსად, ამეკვიატა ეგ სიტყვები და ...biggrin.gif


--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 5 2009, 12:23 AM
პოსტი #179


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ნინ
მეც მომეწონა ეგ სიტყვებიი kiss1.gif
კორექტივები თუ გაგეხარდეს ზემოთ და მანდ არ შეცვალო. kiss1.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nini1
პოსტი Jan 5 2009, 01:37 PM
პოსტი #180


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 680
რეგისტრ.: 7-April 07
წევრი № 1,599



k@the

ციტატა
კორექტივები თუ გაგეხარდეს ზემოთ და მანდ არ შეცვალო


არის უფროსო ! a075.gif
მასე იყოს biggrin.gif


* * *

ახლა ზამთარი ავიკვიატე,
მთვარემ ჩათვლიმა ჩიტის ბუდეში,
ქარს მოეყინა ათივე თითი,
ნეკერჩხალს უწყობს გულის უბეში.
ისევ ზამთარი ავიკვიატე,
მინდა თუ არა უნდა გავუძლო!
კვამლი არ წაცდეს გაჭვარტლილ ბუხარს
საღამოობით, ყური დავუგდო.
ისევ ზამთარი ავიკიატე
და შენი სახე, სადღაც ნანახი...
უშენოდ როგორ გადავიტანო
ნეტა ფიფქების თეთრი სახადი ?!



--------------------
უფალო, მომიხარია შენსკენ, მზად ვარ გამოგყვე და შემოგიდგე, მაგრამ არა მაქვს დამსახურება, არც ღირსება, რათა წარვდგე შენს წინაშე , გევედრები , მომიხილე შენი მოწყალებით და შემიმსუბუქე ცოდვების ტვირთი; მე, ღატაკი და შიშველი , უძლური და ცოდვილი ვდგავარ შენ წინაშე , მაგრამ ვიცი , რომ მოხვედი "არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მათე IX, 13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 08:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი