IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელთა პოეზია
kato_Bato
პოსტი Apr 18 2010, 10:23 PM
პოსტი #221


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



neo
izi-bartki
terra
თათარაშვილი
kiss1.gif კარგ ხასიათზე დავდექი თორემ ამ ჩენი ტკბილი ფორუმიდანაც იმდენი ნეგატივი იღვრებოდამ ბოლოს, ვეღარაფერზე ვიკიდებდი biggrin.gif გადავიხუნძლე biggrin.gif

blue night
ბეკეკას და ლეკვის ამბავმა გული დამწყვიტა, რატომ უნდა ხოლმე ადამიანს ასეთი რამე წეროს? ან როდის უნდა?

მე გადამიარა, ერთ დროს ძალიან მწუხარე ვიყავი : ) და მგონი მეორე უკიდურესობამ მიმიმწყვდია.

არ მომწონს რეალობა, ძალიან სასტიკია : (


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Apr 18 2010, 10:27 PM
პოსტი #222


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



terra
ლამაზია smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 19 2010, 12:05 AM
პოსტი #223


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ნონა @ Apr 18 2010, 10:27 PM) *

terra
ლამაზია smile.gif


детские сказки smile.gif)



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 19 2010, 12:52 PM
პოსტი #224


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



kato_Bato
გენათვალეეე kiss1.gif აი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ამდენი ნიჭიერი ფორუმელი თუ გვყოლიაა არ მეგონა ისე ცოოტაც გამოთბეს და ეერთი ჩვენი შემოქმედების საღამო გავაკეათოთ ჰა??


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 19 2010, 02:38 PM
პოსტი #225


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



და ბოლოს გავქრეთ


ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ,
გაქცეულ კონკიას _ შეგიყვარებ,
ასივე ფურცელს მოგაფარებ,
ჩემს სულს _ მტრედის კვერცხს მოგაბარებ,
ძაფის გორგალივით გაგაგორებ,
მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ,
უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ,
მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ,
ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ,
ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ,
დაგემართები მოურჩენ სენად _
ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად,
ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს,
ბევრჯერ გიგემებ საყვარელ ზღაპარს,
ირმის რძით ისევ გამოგკვებავ,
მურმანის ეკლად ამოგივალ,
მუჭანახევარს გაგიყოფ ბინას,
უფლისწულივით გაკოცებ მძინარს
და შენს მუხლებთან დაველოდები
ათასმეორე ღამეს, უჩინარს...


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Apr 19 2010, 02:54 PM
პოსტი #226


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ციტატა(terra @ Apr 19 2010, 01:38 PM) *

და ბოლოს გავქრეთ
ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ,
გაქცეულ კონკიას _ შეგიყვარებ,
ასივე ფურცელს მოგაფარებ,
ჩემს სულს _ მტრედის კვერცხს მოგაბარებ,
ძაფის გორგალივით გაგაგორებ,
მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ,
უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ,
მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ,
ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ,
ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ,
დაგემართები მოურჩენ სენად _
ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად,
ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს,
ბევრჯერ გიგემებ საყვარელ ზღაპარს,
ირმის რძით ისევ გამოგკვებავ,
მურმანის ეკლად ამოგივალ,
მუჭანახევარს გაგიყოფ ბინას,
უფლისწულივით გაკოცებ მძინარს
და შენს მუხლებთან დაველოდები
ათასმეორე ღამეს, უჩინარს...

wooowww

ძალიან ლამაზიაა IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
მიყვარს ზღაპრები და რა ორიგინალურია ზრაპრებით აკინძული ლექსი


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2010, 03:23 PM
პოსტი #227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა დედოფალი ქეთევანი

მოიღეს შამფურნი და
შესხნეს ცეცხლსა შინა,
დედოფლის საწამებლად,
დედოფლის დასაშინად.
მუხლნი მოიყარნა,
ზე აღაპყრნა ხელნი,
ფერმკრთალთა ღაწვებზე
დასცვივდა ცრემლნი.
წმიდა ღმრთისმშობლისა
ხატი აღმოიღო,
რომელიც სამშობლოდამ
შირაზს წამოიღო.
შეწევნა შეჰვედრა...
ძნელია სათქმელად,
მაგრამ სატანჯველის
მზა იყო დათმენად.
ტარიგი ქრისტესი
ზეცისა იყო ღირსი,
ვითარცა ანგელოზის
ბრწყინვიდა პირი მისი.
მტანჯველთა განაშიშვლეს,
განურთხეს ხელნი,
მარწუხით აწამეს
წმიდაჲ სანატრელი.
ხარობდნენ ბოროტნი,
ეშმაკნი, ავნი,
დახლიჩეს ძუძუნი,
დაჰგლიჯეს მკლავნი.
მოიღეს ქუაბი
და ცეცხლზე გაახურეს,
წმიდასა ქეთევანსა
თავზე დაახურეს.
გაისმა ლოცვაჲ,
შეჰვედრა სული თვისი,
ადიდა ქრისტე ღმერთმა
ღვაწლი მისი.
წამებით შეიქმნა
ბოროტი გათელილ,
ბრწინვალე გუამსა ზედა
მოვიდა ნათელი.
ყოველთა იხილეს,
ადიდეს უფალი,
თქვეს: "ეს არს ჭეშმარიტად
წმიდაჲ დედოფალი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Apr 19 2010, 03:27 PM
პოსტი #228


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



marine
wub.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 19 2010, 03:53 PM
პოსტი #229


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



marine

ყოჩაღ, ყოჩაღ smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 19 2010, 04:29 PM
პოსტი #230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



lingvo
terra

მადლობა wub.gif 2kiss.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 19 2010, 04:52 PM
პოსტი #231


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ლამაზ ლექსებს წერთ wub.gif

თეთრი შურით მშურს თქვენი, რა კარგია როცა პოეტი ხარ და წერა შეგიძლია sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Apr 21 2010, 12:21 AM
პოსტი #232


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ლამაზ ლექსებს წერთ

თეთრი შურით მშურს თქვენი, რა კარგია როცა პოეტი ხარ და წერა შეგიძლია

+1
ციტატა
ეერთი ჩვენი შემოქმედების საღამო გავაკეათოთ ჰა??

ამაზე კარგა ხანია ვფიქრობ,ძალიან მინდა,რომ მოვაწყოთsmile.gif მწერლებო, რა თქმა უნდა,თქვენი დაინტერესების გარეშე არაფერი გამოგვივა,ამიტომ გთხოვთ იაქტიუროთ, რომ ძველად დასახული მიზანი ახლა მაინც მოვიყვანოთ სისრულეშიsmile.gif http://church.ge/index.php?showtopic=3158 (დღეს ვეღარ მოვახერხებ,მოგვიანებით გავწმენდ ამ თემას და თუ სურვილი გექნებათ ბარემ ამავე თემაში გავაგრძელოთ, დავგეგმოთ ჩვენი შეხვედრა)


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 21 2010, 10:49 PM
პოსტი #233


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Ismail
ვავა, ვავა, მერე რითი დასრულდა? შეგიწირა დიაცმა? :დ

კარგი ლექსია, smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Apr 22 2010, 01:36 AM
პოსტი #234


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(ქევანა @ Apr 21 2010, 10:49 PM) *

Ismail
ვავა, ვავა, მერე რითი დასრულდა? შეგიწირა დიაცმა? :დ

კარგი ლექსია, smile.gif

ეგ ისე დავწერე, ეფექტისთვის! biggrin.gif თორე მართლა თავის შეწირვას კი არ ვაპირებდი კაცო ვინმეს გამო... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგ ლექსი ახლა ვის დატოვებდა გულგრილს, biggrin.gif biggrin.gif მარა მერე გვიანი იყო უკვე მისდა სამწუხაროდ. ლექსით დაკერილი გოგო მინდა ახლა მე?! biggrin.gif biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 22 2010, 12:52 PM
პოსტი #235


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კაი-კაი ხალხი ყპფილხართ, რა ლექსები გამოგიმზეურებიათ, ავ თვალს არ ენახვების. ყოჩაღ თქვენ.
მაგრამ, ნაფტალინიდან ამოღებულებს, ცოტა ახლითაც გაუმაგრეთ პოზიციები biggrin.gif
გელით, http://church.ge/index.php?s=&showtopic=92...ndpost&p=603200


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
blue night
პოსტი Jun 16 2010, 02:29 AM
პოსტი #236


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 114
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,680



...

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბალახი, უფრო სწორად ის ბალახი კი არა, სულ პატარა ყვავილი იყო. რომ იცოდეთ, ეს იყო ყველაზე, ყველაზე პატარა ყვავილი მსოფლიოში, მასზე პატარა ყვავილი დედამიწის ათასფერ ყვავილთა შორის არ მოიძებნებოდა. ყველაზე პაწუკა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა,იმდენად პატარა იყო, დილის პაწაწა ნამი დიდ, მსუქან წვეთად ეჩვენებოდა.ცისფერი იყო, უყურებდა უზარმაზარ თავისნაირ ცისფერ ცას და თითქოს მასში იძირებოდა, იძინებდა. ღამით უყურებდა ვარსკვლავებს,ვარსკვლავიც ხომ მისნაირი იყო, ის - ერთი პატარა მბრწყინავი წერტილი ცაზე, თვითონ კი პატარა სურნელოვანი წერტილი მიწაზე. სხვა რა გითხრათ პაწუკა ყვავილზე, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ეს იყო ძალიან, ძალიან ციცქნა სილამაზე და თან ძალიან დიდიც. სილამაზე
ხომ შეუძლებელია პატარა იყოს. ნეტავ რაზე ოცნებობდა ყვავილი? რა ესიზმრებოდა? რომელი ყვავილი უყვარდა? რას ელოდა? ნაზად სუნთქავდა,ნაზად ირწეოდა ქარისგან. წვიმის წვეთებიდან პირველი წვეთი ყოველთვის მას ეცემოდა, ის ხომ ყველაზე პატარა იყო ყვავილებში. ყვავილუკას ადამიანები ვერ ამჩნევდნენ, არავის სურდა მისი მოწყვეტა, არც დაყნოსვა, მას ხომ უბრალოდ ვერ ხედავდნენ. აი, სწორედ ამაზე ოცნებობდა
პაწია.და ძალიან ოცნებობდა ვინმე შეყვარებულის ხელში გვირილასავით დაფურცლულიყო, ოღონდ ეპასუხა იმ საბედისწერო კითხვისთვის, უყვარდა იმ საოცნებო გულს თუ არ უყვარდა. კიდევ ელოდა ფუტკარს, ხშირად ესიზმრებოდა როგორ შეამცნევდნენ და მიფრინდებოდნენ მასთან ფუტკრები და ხარბად დაეწაფებოდნენ მის ნექტარს. ყველაზე მეტად კი ყვავილუკა ოცნებობდა იმ მაღალ ყვავილზე ღობესთან რომ ყვაოდა, ის იყო მოიისფრო, ლამაზი ყვავილი რომელსაც ”კოლოკოლჩიკს” ეზახიან. კოლოკოლჩიკი პაწიას ვერ ხედავდა,
მისი არსებობა აზრადაც არ მოსდიოდა. ყვავილუკა კი ხშირად ეძახდა,თუმცა ამაოდ. მერე თავისთვის ეჩურჩულებოდა ხოლმე, უყვებოდა პატარა გულის პატარა, ლამაზ ამბებს. უმღერდა ცისფერ ცაზე და ეოცნებებოდა. ამიტომ იყო ხშირად მოწყენილი ყველაზე პატარა ყვავილი დედამიწაზე.
ერთხელ კი ქარმა უცნაური ძალით ჩამოიქროლა, ყვავილს ბევრი უქროლა, ბოლოს კი მოსწყვიტა, მოსწყვიტა და იმ მოიისფრო ყვავილის გულზე დააგდო.არავინ იცის ეს შემთხვევით მოუვიდა თუ პაწიას გულისნადები იგრძნო. კოლოკოლჩიკი გაოგნდა, მის გულზე საოცარი, ძალიან ძალიან პატარა სილამაზე იყო. გაოგნდა და მყისვე შეუყვარდა პატარა ყვავილი. მერე შეეშინდა ქარს მისგან არ მოეტაცა გულისსწორი და ფურცლები ზემოთ
ასწია და მერე ბოლომდეც შემოახვია, კოლოკოლჩიკი დაიხურა. პაწაწუნა ყვავილი თავის გულში დამალა, ერთმანეთს რა უთხრეს, ეს დამალულ საიდუმლოდ დარჩა. ბევრმა არც ის არ იცის, რომ ყველა კოლოკოლჩიკი იმიტომ იხურება, რომ ერთხელ იისფერმა კოლოკოლჩიკმაასე თავისი გულისწორი- დედამიწაზე ყველაზე პატარა ყვავილუკა ჩაიხუტა გულში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 16 2010, 10:58 PM
პოსტი #237


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



blue night

შენი ჩანახატები ამ თემაში http://church.ge/index.php?showtopic=705&st=140 დაგვიდეsmile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 17 2010, 12:19 AM
პოსტი #238


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(blue night @ Jun 16 2010, 03:29 AM) *

...

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბალახი, უფრო სწორად ის ბალახი კი არა, სულ პატარა ყვავილი იყო. რომ იცოდეთ, ეს იყო ყველაზე, ყველაზე პატარა ყვავილი მსოფლიოში, მასზე პატარა ყვავილი დედამიწის ათასფერ ყვავილთა შორის არ მოიძებნებოდა. ყველაზე პაწუკა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა,იმდენად პატარა იყო, დილის პაწაწა ნამი დიდ, მსუქან წვეთად ეჩვენებოდა.ცისფერი იყო, უყურებდა უზარმაზარ თავისნაირ ცისფერ ცას და თითქოს მასში იძირებოდა, იძინებდა. ღამით უყურებდა ვარსკვლავებს,ვარსკვლავიც ხომ მისნაირი იყო, ის - ერთი პატარა მბრწყინავი წერტილი ცაზე, თვითონ კი პატარა სურნელოვანი წერტილი მიწაზე. სხვა რა გითხრათ პაწუკა ყვავილზე, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ეს იყო ძალიან, ძალიან ციცქნა სილამაზე და თან ძალიან დიდიც. სილამაზე
ხომ შეუძლებელია პატარა იყოს. ნეტავ რაზე ოცნებობდა ყვავილი? რა ესიზმრებოდა? რომელი ყვავილი უყვარდა? რას ელოდა? ნაზად სუნთქავდა,ნაზად ირწეოდა ქარისგან. წვიმის წვეთებიდან პირველი წვეთი ყოველთვის მას ეცემოდა, ის ხომ ყველაზე პატარა იყო ყვავილებში. ყვავილუკას ადამიანები ვერ ამჩნევდნენ, არავის სურდა მისი მოწყვეტა, არც დაყნოსვა, მას ხომ უბრალოდ ვერ ხედავდნენ. აი, სწორედ ამაზე ოცნებობდა
პაწია.და ძალიან ოცნებობდა ვინმე შეყვარებულის ხელში გვირილასავით დაფურცლულიყო, ოღონდ ეპასუხა იმ საბედისწერო კითხვისთვის, უყვარდა იმ საოცნებო გულს თუ არ უყვარდა. კიდევ ელოდა ფუტკარს, ხშირად ესიზმრებოდა როგორ შეამცნევდნენ და მიფრინდებოდნენ მასთან ფუტკრები და ხარბად დაეწაფებოდნენ მის ნექტარს. ყველაზე მეტად კი ყვავილუკა ოცნებობდა იმ მაღალ ყვავილზე ღობესთან რომ ყვაოდა, ის იყო მოიისფრო, ლამაზი ყვავილი რომელსაც ”კოლოკოლჩიკს” ეზახიან. კოლოკოლჩიკი პაწიას ვერ ხედავდა,
მისი არსებობა აზრადაც არ მოსდიოდა. ყვავილუკა კი ხშირად ეძახდა,თუმცა ამაოდ. მერე თავისთვის ეჩურჩულებოდა ხოლმე, უყვებოდა პატარა გულის პატარა, ლამაზ ამბებს. უმღერდა ცისფერ ცაზე და ეოცნებებოდა. ამიტომ იყო ხშირად მოწყენილი ყველაზე პატარა ყვავილი დედამიწაზე.
ერთხელ კი ქარმა უცნაური ძალით ჩამოიქროლა, ყვავილს ბევრი უქროლა, ბოლოს კი მოსწყვიტა, მოსწყვიტა და იმ მოიისფრო ყვავილის გულზე დააგდო.არავინ იცის ეს შემთხვევით მოუვიდა თუ პაწიას გულისნადები იგრძნო. კოლოკოლჩიკი გაოგნდა, მის გულზე საოცარი, ძალიან ძალიან პატარა სილამაზე იყო. გაოგნდა და მყისვე შეუყვარდა პატარა ყვავილი. მერე შეეშინდა ქარს მისგან არ მოეტაცა გულისსწორი და ფურცლები ზემოთ
ასწია და მერე ბოლომდეც შემოახვია, კოლოკოლჩიკი დაიხურა. პაწაწუნა ყვავილი თავის გულში დამალა, ერთმანეთს რა უთხრეს, ეს დამალულ საიდუმლოდ დარჩა. ბევრმა არც ის არ იცის, რომ ყველა კოლოკოლჩიკი იმიტომ იხურება, რომ ერთხელ იისფერმა კოლოკოლჩიკმაასე თავისი გულისწორი- დედამიწაზე ყველაზე პატარა ყვავილუკა ჩაიხუტა გულში.

რა ლამაზია
yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Nov 6 2010, 12:46 PM
პოსტი #239


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ლექსი არცერთი მე არ შემიქმნია,

ამ ლექსაც წერენ შენი თვალები;

მათმა სიმკაცრემ და მათმა ბრწყინვალებამ,

დაჩრდილეს ირგვლივ ლამაზი ქალები smile.gif


მათი სიღრმეები, მათი მღელვარება,

ბევრი ცრემლები და ცოტა სიყვარული;

მათი ნუ მომაკლოს ღმერთმა ელვარება,

მათით ნუ მომაკლოს ღმერთმა სიხარული;


მათი მრისხანება მე ნუ შემეხება,

მათგან არას ვითხოვ ცქერით რა შავდება ?

მათი სიახლოვე თუ არ მეღირსება

ტკბილი ნოემბერი მწარით შეზავდება;


რაღადროს წერაა ამ შუა ღამეში;

მცივა,

მაგრამ ვთბები შენც ცისებრ თვალებში;


მათში გარდატეხილს ვხედავ ისტორიას;

სულის სინატიფის სფექტრთა სინქრონიას;

ვხედავ სულიწმინდის ნიჭთა სითამამეს;

შვიდი ცეცხლის წყაროს ლამაზ სიმფონიას…



ნე სმატრიტე სერიოზნა ნა ეტო,

ეტა პროსტა იგრა, ეტა სავსემ ნე ,,ტო”...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 6 2010, 01:20 PM
პოსტი #240


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



neo

ოჰოჰოოოოო smile.gif)



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 11:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი