![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#261
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ნაინა
ჩემო კარგო, მთლიანი ლექსის რითმა თავისით(ფიქრის გარეშე) არავის მოუვა... ![]() ![]() ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ნაინა |
![]()
პოსტი
#262
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
Otherguy
ციტატა ჩემო კარგო, მთლიანი ლექსის რითმა თავისით(ფიქრის გარეშე) არავის მოუვა... გალაკტიონი წლების მანძილზე ასწორებდა თავის ლექსებს(რითმებსაც) და რას გულისხმობ იმაში, რომ აი დაიწყებ თუ არა უკვე ლექსი უნდა გააშანშალო? პოეტმა ლექსი დაწეროს შეუსვენებლივ(ფიქრის გარეშე) - ეს შეუძლებელია... ეგ არ მიგულისხმია ცუდად გაიგე, გალაქტიონი რომ ასწორებდა და არა მარტო გალაქტიონი ეგ მეც ვიცი. მე მგონი ზემოთ მოგწერე რომ ლექსი შეიძლება ერთი ამოსუნთქვითაც დაწეროს ადამიანმა, ან შეიძლება თვეებიც დასჭირდეს იმ გრძნობის გადმოცემას რისი თქმაც უნდა. ლექსი არ ფასდება იმით, თუ რამდენად სწრაფადაა დაწერილი. და არც მხოლოდ იმით რითმები ზუსტად აქვს თუ არა შერჩეული. შეიძლება ერთი ისეთი სიტყვა ჩაწერო მასში, თუნდაც ურითმოდ რომ მთელ ლექსს უდრიდეს. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#263
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ჩემთვის თეთრი ლექსი ლექსი აღარაა... ![]() ![]() ![]() ლექსის წერას სჭირდება გრძნობა და ინტელექტი(რომ რითმა მოიფიქრო)... ![]() ![]() არ ხარ მართალი. რა, ვერლიბრი, პოეზია არ არის? კონვენციალურ პოეზიაში, ხშირად იკარგება ის, რისი გადმოცემაც სურს ავტორს, სწორედ რითმების სილამაზეზე ზედმეტად კონცენტრირებით. განსაკუთრებით - ორმაგ რითმებზე. ეს, სავარაუდოდ, რარაც ეტაპია, პოეტის ცხოვრებაში. ეხლა რითმები გხიბლავს და ეს მიგაჩნია მართებულად. ხვალ, შეიძლება, მთლიანად გადაერთო ვერლიბრზე და უკან მოხედვაც არ მოგინდეს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#264
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
terra
კარგი ეხლა, არ მინდა ეს ვერლიბრი და ფილოსოფია... ![]() მე ორმაგი რითმა მიყვარს და მომწონს როცა გადმოვცემ გრძნობებს... ყველაფერი დანარჩენი, რაც არის თეორიული ცოდნა - არასაჭიროა... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
k@the |
![]()
პოსტი
#265
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
Otherguy
მეცხრე კლასელის სტილს არ დაბრუნებიხარ ![]() კარგია. ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
neo |
![]()
პოსტი
#266
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა არ ხარ მართალი.რა, ვერლიბრი, პოეზია არ არის?კონვენციალურ პოეზიაში, ხშირად იკარგება ის, რისი გადმოცემაც სურს ავტორს,სწორედ რითმების სილამაზეზე ზედმეტად კონცენტრირებით.განსაკუთრებით - ორმაგ რითმებზე.ეს, სავარაუდოდ, რარაც ეტაპია, პოეტის ცხოვრებაში.ეხლა რითმები გხიბლავს და ეს მიგაჩნია მართებულად.ხვალ, შეიძლება, მთლიანად გადაერთო ვერლიბრზე და უკან მოხედვაც არ მოგინდეს. მაინდამაინც ვერ დაგეთანხმები. კი ეს გარკვეული მიმართულებაა პოეზეიაში... მაგრამ ნამდვილი პოეტი ის არის ვინც გადმოცემს იმას რისი გადმოცემაც უნდა და ამავე დრო არ მიდის კომპრომისებზე რითმების საწინააღმდეგოდ... რითმებს მართლა ეწირება ხოლმე მნიშვნელოვანი და ლექს ეტყობა როცა ის რითმით არის დაწერილი და არა ემოციით... მაგრამ სილამაზე მაშინ აქვს ნაწარმოებს რომცა ორივეა... მე ასე მგონია -------------------- www.cordesign.ge
|
terra |
![]()
პოსტი
#267
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
***
ვეძიებ სიკვდილს, მძაფრად, გიჟურად, მისტიურ კერპად კვლავაც ვევნები, დავტოვებ ლექსებს - ცრემლის ნაჟურად და სიუცხოვეს დავედევნები. გაფითრებული და მოცინარე გავექცევი დროს, როცა დადგება, ფერად-ფერადი არ ვარ მდინარე, ყველა კალაპოტს რომ მოადგება. ქაოტიურად უაზრო ვნების მინდა გეენა გავაპო მეტი, დნება ფერებად კუნაპეტ თმების და უკვდავებით კვდება პოეტი. ოჰ ეს უარი, და ისევ უცხო, სურვილი ჩემი ცისფერ ქარს მისდევს, მიყვარს - ნაზდება, ტირის თუ ურცხვობს, მიემხრო, ანდა განუდგა ქრისტეს. ამაოების დათქმულ ვადებში მიედინება სიცოცხლე მდორედ და ვიხლართები უცხო ბადეში თავის მოკვლა რომ უწოდეს სწორედ. ცრემლი, ბიბლია, ამაო დაღლა, დაგვიანებულ სანთლების ხედი და მაინც მჯერა, რომ სადღაც მაღლა, უცხოდ გადაწყდა რჩეულთა ხვედრი. ვეძიებ სიკვდილს, მძაფრად, გიჟურად, მისტიურ კერპად კვლავაც ვევნები, დავტოვებ ლექსებს - ცრემლის ნაჟურად და სიუცხოვეს დავედევნები. 17 თუ 18 წლის ვიყავი. აღარ მახსოვს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#268
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
terra
ყოჩაღ შენ ![]() ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#269
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ნაინა ეხლა მეღიმება მაგეებზე ![]() გმადლობ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#270
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
terra
ძალიან კარგი ლექსია მართლა, უბრალოდ მე არ მომწონს როცა აზრები არაა გადაბმული... ![]() პ.ს. დღეს დავწერ ჩემს ბოლო ლექსს... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
terra |
![]()
პოსტი
#271
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#272
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ვიწერ წერას ბოლო ლექსის,
დარჩა სათქმელი საკმაოდ ბევრი, გული კარგს უკვე აღარ მოელის, გრძნობებს ხომ უკან ცხოვრებას ესვრის... [ცენზურა II და III სტროფებზე] სასწაულს კი რაც მცენარემ ნახა, ვერ დაივიწყებს მისი გონება, მანამდე მსგავსი არვინ ენახა, თითქოს დანახვით იგრძნო ცხონება... [ცენზურა IV სტროფზე] პ.ს. მთლიანი ლექსი მეწერა, ცოტა დეპრესიული მაგრამ ძალიან კარგი, თუმცა წავშალე... ალუზიები იყო ჩემს ცხოვრებასთან და ამიტომ... ამიტომ 2 კუპლეტს ავიღებ იქიდან და მხოლოდ იმას დავწერ, "მეცხრეკლასელის" ხელწერით მარტო ერთია... ![]() თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ლექსის წერას აღარ დავუბრუნდები, სისულელეა ეს ყველაფერი... ![]() terra სანტა კლაუსი არა ის... ![]() ![]() ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
k@the |
![]()
პოსტი
#273
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
*** ვეძიებ სიკვდილს, მძაფრად, გიჟურად, მისტიურ კერპად კვლავაც ვევნები, დავტოვებ ლექსებს - ცრემლის ნაჟურად და სიუცხოვეს დავედევნები. გაფითრებული და მოცინარე გავექცევი დროს, როცა დადგება, ფერად-ფერადი არ ვარ მდინარე, ყველა კალაპოტს რომ მოადგება. ქაოტიურად უაზრო ვნების მინდა გეენა გავაპო მეტი, დნება ფერებად კუნაპეტ თმების და უკვდავებით კვდება პოეტი. ოჰ ეს უარი, და ისევ უცხო, სურვილი ჩემი ცისფერ ქარს მისდევს, მიყვარს - ნაზდება, ტირის თუ ურცხვობს, მიემხრო, ანდა განუდგა ქრისტეს. ამაოების დათქმულ ვადებში მიედინება სიცოცხლე მდორედ და ვიხლართები უცხო ბადეში თავის მოკვლა რომ უწოდეს სწორედ. ცრემლი, ბიბლია, ამაო დაღლა, დაგვიანებულ სანთლების ხედი და მაინც მჯერა, რომ სადღაც მაღლა, უცხოდ გადაწყდა რჩეულთა ხვედრი. ვეძიებ სიკვდილს, მძაფრად, გიჟურად, მისტიურ კერპად კვლავაც ვევნები, დავტოვებ ლექსებს - ცრემლის ნაჟურად და სიუცხოვეს დავედევნები. 17 თუ 18 წლის ვიყავი. აღარ მახსოვს. მეტად მომეწონა ![]() საერთოდ ლექსები მეც რითმიანი მიყვარს. სულ ცოტა მელოდიურობა მაინც უნდა იგრძნობოდეს ლექსში. ზოგჯერ რამოდენიმეჯერ ვცდილობ ლექსი წავიკითხო, რომ მელოდია ვიგრძნო. ზოგი ლექსი კი წყალივით ილევა ![]() გალაკტიონი კი აშალაშინებდა თავის ლექსებს, მაგრამ მგონია რომ ლამაზი რითმის ლექსი ერთ ამოსუნთქვაზეც იწერება. არ ვიცი შთაგონება რა იყო, 16 წლის ვიყავი ალბათ *** ოხვრა, კვნესა ლოცვა ბერის... დიდი, ფლიდი, ცოდვა ერის. ბავშვი ძაძით, ცივი სახით, სულში დარდით, გულში ავით. გზაზე მიდის ჯიბე დიდი... ხელში ფული, ბავშვის გული. ოცი თეთრი, ბულკი ერთი ასი პირი - კვლავ ქუჩა ცივი ... ათი წელი ციხე ბნელი კაცი? - გველი. ცოდვა? -ჩვენი... ოხვრა, კვნესა, ბოდვა ბერის, დიდი ცოდვა ფლიდი ერის... ეხლა რო ვკითხულობ მეღიმება ![]() ნიკო ლორთქიფანიძის გავლენა უნდა იგრძნობოდეს, იმ პერიდოში ვსწავლობდი ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
terra |
![]()
პოსტი
#274
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
საერთოდ ლექსები მეც რითმიანი მიყვარს. სულ ცოტა მელოდიურობა მაინც უნდა იგრძნობოდეს ლექსში. მართალი ხარ, დობრიაჩკა ![]() მელოდიურობა მთავარია. ამის გარეშე, ლექსს ვერ წაიკითხავ სიამოვნებით, რაც უნდა ბრძნულად იყოს დაწერილი. მაგრამ, არის ურითმო ლექსები, სადაც ისსსსეთი მუსიკა ისმის, რომ მიმიქარავს რითმიანი ლექსი. ამას ვამბობდი და ვერ მივახვედრე ეტყობა მავანი ![]() პ.ს. შენც კაი ტანჯულა ყოფილხარ ბალღობაში ისე ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#275
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
terra
ციტატა ამას ვამბობდი და ვერ მივახვედრე ეტყობა მავანი მაგას გავყვიროდი მეც წინა გვერდზე, მაგრამ დაიკარგა როგორც ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა '' ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
k@the |
![]()
პოსტი
#276
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
terra
ნაინა ყველა ერთ აზრზე ვყოფილვართ. ციტატა პ.ს. შენც კაი ტანჯულა ყოფილხარ ბალღობაში ისე tongue.gif ჰო ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#277
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
წამი შეჩერდა, დავფიქრდი,
მოხდება რამე, ეხლა რომ მოკვდე? შეიცვლება კი ირგვლივ ამინდი? რამდენის გულს ეს ვარამს მოსდებს? კაი ავიღოთ უახლოესი, ჩემ ნათესავნი რამოდენიმე, მაშ სული კიდევ ვისგან მოელის? ჩემთვის ჩამოკვრას წუხილის სიმებს... არიან ზოგნი, ვისთვისაც, იქნება მხოლოდ - "უი მეწყინა", და განაგრძნობენ საქმესას თვისას, დამივიწყებენ - როგორც ჰქნეს წინათ... ასევე ისინი ვინც ამას იტყვიან: "საშინელება მომხდარა ესა..." თუმც გაასწრებენ გასროლილ ტყვიას, ჩემი სახელის სრულ დავიწყებას... ეჰ არსებობენ ალბათ ისინიც, ვისგან არ ველი მე უარყოფას, და ინატრებენ - ერთხელ მაინც ჩემს მათთან ერთად ისევ ყოფნას... მტრისთვის შანსი მიმეცა ვცდილობდი, მოყვარესთვის - უანგარო ყველაფერი მტრისგან მხოლოდ ზავს ვითხოვდი, მოყვარისგან, რომ მენახა - ბედნიერი... ხედავთ, განა ვინმესთან ვიყავი ცუდი, მოყვარესთანაც, მტერთანაც, მაინც არვისგან კარგს მე არ ვუცდი, და არც მოხვედრას ველი ღმერთთანა... ![]() პ.ს. ვამბობდი აღარ დავწერ თქო მაგრამ... ![]() აუ ისე ვგიჟდები ამ საიტის საახალწლო სმაილებზე... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
იაკობ |
![]()
პოსტი
#278
|
![]() ფშაველი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 626 რეგისტრ.: 21-April 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,622 ![]() |
პ.ს. ვამბობდი აღარ დავწერ თქო მაგრამ... ![]() აუ ისე ვგიჟდები ამ საიტის საახალწლო სმაილებზე... ![]() დაწერე მერე, დაწერე. ნუ შეიკავებ თავს, კარგით შეავსე გვერდები გზას ნუ დაუთმობ ავს. ![]() შენი ნაწერი ლექსები, მეცხრე კლასისას გავს? ![]() წყალი მიასხი შენ წისქვილს მგონი კარგ რითმებს ფქვავს ![]() შენ ჩამოასხი ღვინო და ვისაც სმა უნდა სვამს. ![]() -------------------- სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#279
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
იაკობ
კაი იყო... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
იაკობ |
![]()
პოსტი
#280
|
![]() ფშაველი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 626 რეგისტრ.: 21-April 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,622 ![]() |
იაკობ კაი იყო... ![]() ასეთ მოკლეს არ ველოდი, შენ რომ გამეცი პასუხი, წინათ ნათქვამი, ორმაგი რითმებით გქონდა ნასუქი ![]() მეგონა ლექსად მეტყოდი რაღაცას მოიფიქრებდი მეგონა არ ისვენებდი საწერად კალამს იქნევდი. -------------------- სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 02:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი