![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ხახაბოელი |
![]()
პოსტი
#281
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 ![]() |
ჩემი დროც მოვა გავქრები,
როგორაც დილის ცვარიო, ჩემ კერიაზეც გაიჟღერს გაბმული გლოვის ზარიო, მტრის გულის გასახარელი, მოყვრისთვის შესაზარიო, ჩემზეც იტყვიან კაცები, რამ მოკლა დევის დარიო, ქალები დამიტირებენ, მკვდარიც კი ლამაზ არიო, ნათელში იყოს გაეღოს ედემის ბაღის კარიო. სული უფალთან მივიდეს, ეს არის ჩემი სურვილი, ხორცი თუნდ ყორნებმა ჯიჯგნონ, სისხლით მოიკლან წყურვილი. სხვა არა მინდა ამ ქვეყნად, ანდა რას უნდა ვეცადო, ან მეტის მოიმედესა, ვინღა ამიშვებს მე ცადო. ჩემი დროც მოვა გავქრები, როგორაც დილის ცვარიო, ზღაპარიც მალე მორჩება სიზმარიც საოცარიო. |
marine |
![]()
პოსტი
#282
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემი დროც მოვა გავქრები, როგორაც დილის ცვარიო, ჩემ კერიაზეც გაიჟღერს გაბმული გლოვის ზარიო, მტრის გულის გასახარელი, მოყვრისთვის შესაზარიო, ჩემზეც იტყვიან კაცები, რამ მოკლა დევის დარიო, ქალები დამიტირებენ, მკვდარიც კი ლამაზ არიო, ნათელში იყოს გაეღოს ედემის ბაღის კარიო. სული უფალთან მივიდეს, ეს არის ჩემი სურვილი, ხორცი თუნდ ყორნებმა ჯიჯგნონ, სისხლით მოიკლან წყურვილი. სხვა არა მინდა ამ ქვეყნად, ანდა რას უნდა ვეცადო, ან მეტის მოიმედესა, ვინღა ამიშვებს მე ცადო. ჩემი დროც მოვა გავქრები, როგორაც დილის ცვარიო, ზღაპარიც მალე მორჩება სიზმარიც საოცარიო. მომეწონა ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#283
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
********************
ხან გიხარია,ბედნიერიც ხარ, მაგრამ რა გიყო პაწია ტკივილს? გულის კუთხეში რომ მიკუნჭულხარ, იცრემლება და თან ჩუმად ტირის, ნუ გეშინია ჩემო პატარა, შენც გაჩუქებენ ერთ ცუცქნა ღიმილს, ცრემლებს?-გადაყრი,არც დაგჭირდება, თუ გულს დაუთმობ მადლიან ღიღინს! ჩაღვრი სიმღერის ულევ ნიაღვარს, ახალ ნაკვალევს დატოვებს,მიდის, თუ აჩქეფდება,ზედ სიმიც გავდოთ, მელოდიებმა იფრინონ ხიდით, ჩვენი სიმღერის მსმენელი,მერე გახდება ღმერთი,უკვდავი,დიდი! მანამდე?-ბევრი ვიშრომოთ თმენით, სიმის ხიდები ვაშენოთ რიდით, ეგების, ჩვენი, გალობა მშვიდი, ცხრა მთას,ცხრა ზეცას რომ გადაივლის, იქ შეწირული,დაგვხვდება სიტყვა! მას გაუხარდეს, თუკი მიითვლის... ჩემო პატარა,ჩემო ტკივილო, შენშიც იშვება ფერისცვალება, ბაღის მტრედივით აღუღუნდები ნაღვლიანი და თაფლის თვალება. მერე შემიცნობ,მე ხელებს გავშლი, დაგასახლებ და ჩემში იქმნები, ახლაც მიყვარხარ ტკივილო,ვიდრე, სიხარულადაც გარდაიქმნები! -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#284
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
აქ რომ ცოტა ათეისტური რამე დავწერო ხომ არ გამიწყრებით?
![]() ![]() ღმერთო, თუ მართლა არსებობ ზეცად, გამეც პასუხი ერთ შეკითხვაზე, რათაა რთული ასე ცხოვრება? ყველაფერ წმინდას რად აგდებს ბანზე? რამდენი ცუდი მომხდარა ქვეყნად, რამდენი ცუდი დღესაც კი ხდება, გასწირე კარგი დასამცირებლად... ეს ყველაფერი თვლი რომ გიხდება? რატომ გასწირე ბევრი მართალი? და ათელვინე ფეხქვეშ ღირსება, ჰოდა სადღაა ღვთის სამართალი? ადამიანებს თუ ეღირსებათ? არ დაელიათ შენი სახელით ნუგეში, დაპირებები, და ვითომ შენი ძრახვათ გამხელით, აღარც ელევათ დამცირებები... არსობა შენი როგორ ვირწმუნო? როცა შენგან არს ბევრი რამ ცუდი, მხოლოდ ის ხალხი რათ დავიწუნო, როცა თავად მიეცი მცნებები მრუდი. ამბობენ თავად მოუწოდებდი, უსამართლობას და ძალადობას, მსურველი იყავ ქალთ დამცირების, იმსახურებ კი ღმერთო ნდობას? განა არ თქვი რომ ხეო ყოველი, იცნობის თვის ნაყოფითო, რამდენი იყო კეთილ-მყოფელი, ხომ ჩანს მაშინდელ ყოფითო? ამბობ რომ მიეც მათ სწორი მცნება, მათ საქციელზე კი ხელებს იბან, თვლი რომ ასე უნდა ქნას ღმერთმა? ასე გვიმტკიცებ შენს სათნო მიზანს? ამბობ, რომ ამაზე წუხდი თავადაც, მაგრამ სად იყო ცვლილება, სადა? რომ ამბობ - ეხლაა ბევრი რამ კარგად, ვისად თვლი ამას დამსახურებად? მაგრამ როგორ ვთქვა მე ასე მკაცრად, რომ არ არსებობ, მითი ხარ ნაღდად, მაშ როგორ იქცა ის მტვერი კაცად? როგორ აეწყო გალაქტიკა ასე ჯანსაღად? პ.ს. ყველასთან ბოდიში ღმერთზე ამგვარი რამის დაწერისთვის, ლექსი თუ მოგწონთ ოდნავ მაინც ის დაწერეთ... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#285
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
Otherguy
მე არ მომეწონა,ოღონდ არ გეწყინოს. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
Otherguy |
![]()
პოსტი
#286
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy მე არ მომეწონა,ოღონდ არ გეწყინოს. ეჭვი არ მეპარებოდა, ნუ გეშინია არ მწყენია... ![]() პ.ს. თუ რამე დისკომფორტს იწვევს წავშლი... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Heinrich von Sinsheim |
![]()
პოსტი
#287
|
![]() ჰაინრიხ ზინსჰაიმელი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 9-June 10 წევრი № 8,980 ![]() |
Otherguy
იქ სადაც ადრე დაფრიალებდნენ ბერ-მონაზვნები ანაფორებით, დღეს გალავანი მოფენილია კომბაინებით და ტრაქტორებით. სადაც სუფევდა მატყუარობა, ბერ-მონაზვნების ცხოვრება ზანტი, იქ ფეხს იკიდებს და ვითარდება მეღორეობის მძლავრი გიგანტი! ეს ისე ხუმრობით, არ გამიბრაზდეთ ![]() -------------------- Jedem das Seine!
|
Otherguy |
![]()
პოსტი
#288
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ვაჰ რომ აღარ აქვს არაფერს აზრი,
და აი... ამბავი მსგავსი მხუთავი გაზის, გულში არ არის ადგილი ბრაზის, და მაინც... ამიერიდან მე მხარზე, დემონი მაზის... მაშ ეს სიცოცხლე რისთვის და რად ღირს? ღმერთი არისო, ყველგან, ყოველში, მომკალი, მჭამე, უცნაურად ჟღერს? მეტაფორაა, მინდა საფლავი დავიდო შენში... აღარ მექნება ხალისი დილით, იქნება არც ღირს ხვალ გაღვიძება, ნუთუ ეს არის მართლა სიკვდილი, იქნებ ეს არის გამოღვიძება? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
beso777 |
![]()
პოსტი
#289
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 ![]() |
სული დამიობლე ,სულს მაინც არ ეთმობი,
გული მომტაცე და გულს ისევ ენატრები. ჩემი ოცნება ხარ,ჩემი აღმაფრენა, უსაზღვროთ მიყვარხარ და, სულ ასე მეყვარები. ვიცი გადამიტანს მე ეს სიყვარული, შენზე ოცნებებში რომ დავიფერფლები, ნუ გამაყოლებ სამარეს ამ თხოვნას, მგზავრათ გამატანე ეგ შენი ცრემლები. შენზე ფიქრები იქაც დამტანჯავენ, მაგრამ არა ვნანობ,გეტრფი, გეფერები. ჩემი მშვენება ხარ,ჩემი აღტაცება, მაგ შენს ლამაზ თვალებს, რა ვქნა ,ვერ ველევი. ღმერთო დაიცავ ჩემი აღტაცება, ჩემზე გადაევლოს თუ რამ ცუდი ელის. გთხოვ დაიფარე ,ჩემს სატრფოს ნურას ატკენ, ამითაც მადლობელი ვიქნები ჩემი ბედის. მე წავალ იმქვეყნათ,იქნებ ასე სჯობდეს, მაგრამ ჩემი გული სულ შენთან დარჩება. გთხოვ გაუფრთხილდი,გულს ნურას ატკენ, ეს გული შენ გაკუთვნა სამყაროს გამჩენმა. მაგრამ როგორ გავძლო უშენოთ სანატრელო? ისევ დავბრუნდები,კვლავ გეთაყვანები. ჩემი ოცნება ხარ,ჩემი აღმაფრენა, უსაზღვროთ მიყვარდი და,სულ ასე მეყვარები -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#290
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
beso777
ყოჩაღ, მშვენიერია ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
beso777 |
![]()
პოსტი
#291
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 ![]() |
-------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
beso777 |
![]()
პოსტი
#292
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 ![]() |
* მინდა გიყურო მაგ ლამაზ თვალებში,
ოცნებით აღვსილმა მთვარიან ღამეში. შენი სურნელი შევიგრძნო,მათრობდეს, გულს კი სიხარულის ფიფქები ათოვდეს. * ჩემი სუნთქვა ხარ,ჩემი დარდი ხარ, ჩემი ოცნების ტურფა ვარდი ხარ. უძირო ზღვა ხარ,ლაჟვარდი ცა ხარ, სულის ნუგეშათ,მკურნალათ მყავხარ. * დღეა თუ ღამე,ადრეც და ახლაც შენი ხატება მუდამ თან მახლავს. შენს სპეტაკ სულსა და ლამაზ გულს ვფიცავ რომ მე გავხდები შენს გრძნობის ღირსად. -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
ხახაბოელი |
![]()
პოსტი
#293
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 ![]() |
ვინ არს მიზეზი არსებობისა,
ვინ შემოქმედი მიწის და ცისა? ვინ არს თვითარსი და მარად მყოფი, უხვად მომცემი ცხოვრების წყლისა? ვინ არს დამრგველი ედემის ბაღის და ჭეშმარიტისა ვენახისა? არვის უხილავს იგი აროდეს, ანდა ვისა აქვს ძალა ნახვისა? ვინც თავის სიტყვით შექმნა სამყარო, მან გამოძერწა ადამ თიხისგან, მისით ნათობენ ცაზე მნათობნი, ის გვაძლევს ნაყოფს სიცოცხლის ხისგან. იგია მხოლო უცვალებელი, შეუდგენელი, გამოუთქმელი, დაუტევნელი, ყოვლის დამტევი, მარადიული და შეუქმნელი. იგია ღმერთი, იგი ღრმა ერთი, ყოვლითურთ სრული, უკვდავი სული, ის ისეთია წარმოუსახველი, ყოვლად სახიერი, მამა უზაკველი. იგია მხოლო დროის მიღმიერი, მხოლოდ ჩვენს გამო დროში მოქმედი, ყოვლად ბრძენი და ყოვლად ძლიერი, იგი თავადვეა დროის შემოქმედი. რა დიდებულია, რა სანატრელია, ღმერთი მშვიდობის და ღმერთი სიხარულის, იგი იქაც არის, იგი აქაც არის, უფრო კი გულშია ღმერთი სიყვარულის. |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#294
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
რწმენა ვცხოვრობდი, როგორც უნდა მეცხოვრა ვანთებდი სანთელს, ღმერთს ვადიდები. ასე მასწავლეს, უნდა მელოცა და მეც სიკეთეს გულში ვიდებდი. ვეხმარებოდი ზოგჯერ უმწეოთ, გამოშვერილ ხელს ხელით ვათბობდი და ვნათდებოდი ასე უმზეოდ, ყინულის გულებს სიტყვით ვადნობდი. ვგრძნობდი, რომ სხვისთვის კარგი ვიყავი და მიხაროდა ასე ცხოვრება, მაგრამ ჩემს თავში ვიპოვე ავიც, რამაც დამართა აზრს გაორება. უეცრად სულში რყევა შევიგრძნე, გამიძლიერდა უაზრო ეჭვი. დაბრმავებულმა ვეღარ შევიცნე როგორ ჩამესო ეშმაკის ეშვი. ადრე თუ სხვების ცუდი მიკვირდა, თავადვე გავხდი გასაკვირველი და როცა სხვების ჭირი მიმძიმდა, ჩემი ცოდვისვე ვიქეც მტვირთველი. თითქოს ვუხვევდი მართალი გზიდან, აღარც ტაძრისკენ მიწევდა გული. ამ დროს კი თურმე მიცქერდნენ ციდან, მელოდებოდნენ სულგანაბული. უფრსკრულისაკენ მიმავალ ბილიკს დაუღლელად და ხალისით ვსდევდი, და მასზე ნაგებ, უხილავ მახეს რომ არა რწმენა, – ვერ გამოვლევდი. მას შემდეგ მივხვდი, მეღმერთს ვუყვარვარ რადგან მაჩუქა მან მეგობრები, რომელთა პირით მითხრა უფალმა, რომ ჩემს წინ იყო დიდი მორევი. ისევ დავიწყე ფიქრებთან ბრძოლა და შერცხვენილი გავშეშდი წამით, სხეულმა ისევ დაიწყო თრთოლვა, ..ძილს კი ეძინა სხვაგან იმ ღამით. ცოდვების წიგნი დამიდგა თვალწინ, თვალდახუჭულიც იმას ვხედავდი. “ხომ მაპატიებ?” მინდოდა კითხვა, მაგრამ კითხვასაც ვეღარ ვბედავდი. მერე სიკვდილის განცდამ იკივლა, უმალვე გაჩნდა ნაცნობი შიში. მსაჯული ჩემს დღეს უკვე ითვლიდა და ცოდვებს წერდა პატარა წიგნში. წარმოვიდგინე ეს ყოველივე, ჯოჯოხეთიც კი ვნახე იმ ღამით. წარმოვიდგინე და მოვერიე ჩემს თავს, რომელიც იდგა ნიღაბით. მივხვდი, რომ ჩემში ამ მცირე რწმენამ სამარიდოსოდ დაიდო ბინა, თუნდაც შეირყეს, კვლავ გამაგრდება მან ხომ სიცოცხლე შემაცნობინა. გ.ლელუაშვილი -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
tatilinta |
![]()
პოსტი
#295
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 155 რეგისტრ.: 21-January 11 წევრი № 10,325 ![]() |
ვაიმე გიორგი გენიოს ხარ ყოცაღ
![]() -------------------- პრობლემების გადაწყვეტაში უფალს მივენდობით, რომელიც გვაფრთხილებს: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიძს ყოფად არცა ერთი” (იოან.15:5 http://www.youtube.com/watch?v=CyNFNf2beKk http://teodore.ge/?site-id=4&cat=0&page=2 იქნება ის რასაც ღმერთი მომცემს,და რაც ჩემს ღმერთს სურს,ის მინდა მეც..! უფალს დიდება!!!ამინ!!!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#296
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
tatilinta
გაიხარე, დიიიდი მადლობა ![]() გენიოსობის კი რა მოგახსენო ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#297
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
ვნების კვირა
ცახცახით ვეკვრი მომწვანო კედლებს ცოდვიანი ჩემი ოთახის, ამაოდ ვებრძვი ჩათეთქვილობას უეცარ სახის: კრიტიკულ დღეებს, გაციებას ან ღამის კოშმარს ვერ დავაბრალე. ვნების კვირაა, უზენაესი სეზონი მარხვის, მფეთქავი გულით გადამაწყდი ვნებებით დაღლილს. ოდესღაც გვქონდა: პალმის რტოები გადამალული ცისარტყელებზე მოჯირითე სიყვარულისთვის, ზიარება - შეშლილობასთან და გამცემლობაც საწყალ გროშებად. (ახლაც მაბოდებს სისხლის წყურვილი ჯოჯოხეთის ნაზი სურნელით). ჯვარცმაც აღსრულდა, ნამდვილი ჯვარცმა, მაგრამ აღდგომას სამწუხაროდ ვერ ვეღირსებით, დიდი ხანია ანუშკასავით დაღვარე ზეთი და სამუდამოდ მომეჭრა თავი საკუთარ თავთან. ვერა, ვერ შეცვლის იუდას ამბორს ტუჩებში კოცნა, არა, არ მინდა მე შენი ხორცი, ყველაზე მეგობარი გარდამეცვალე - ესაა ჩემი უმზეო ღამე, ყოველ დილას კი სარკესთან ახალ თეთრი თმის შიში და უპეების მზარდი სიშავე. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#298
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
terra
ეს შენია? ყოჩაღ, მომეწონა ძალიოან ![]() ციტატა ყველაზე მეგობარი გარდამეცვალე - ხოოო ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#299
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
terra ეს შენია? ყოჩაღ, მომეწონა ძალიან ![]() ხოოო ![]() გმადლობ ![]() ძველი ამბავია. ჩაიარა უკვე. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#300
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
terra
ციტატა გმადლობ ძველი ამბავია. ჩაიარა უკვე. ხო, ჩავლით ყველაფერი ჩაივლის, მაგრამ ტოვებს მაინც კვალს. მომეწონა, მართლა კარგია. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 12:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი