![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#301
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
terra
ჯიგარი ხარ!!! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
terra |
![]()
პოსტი
#302
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
terra ჯიგარი ხარ!!! გაიხარე. აჰა კიდევ და ბოლოს გავქრეთ ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ, გაქცეულ კონკიას - შეგიყვარებ, ასივე ფურცელს მოგაფარებ, ჩემს სულს - მტრედის კვერცხს მოგაბარებ, ძაფის გორგალივით გაგაგორებ, მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ, უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ, მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ, ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ, ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ, დაგემართები მოურჩენ სენად - ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად, ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს, ბევრჯერ გიგემებ საყვარელ ზღაპარს, ირმის რძით ისევ გამოგკვებავ, მურმანის ეკლად ამოგივალ, მუჭანახევარს გაგიყოფ ბინას, უფლისწულივით გაკოცებ მძინარს და შენს მუხლებთან დაველოდები ათასმეორე ღამეს, უჩინარს.. არ უნდა იცოდე როგორ ჩაგტენე მუყაოს ყუთში გახევებულმა და კარადის ბნელ უფსკრულში ჩუმად დაგფალი. როგორ დავწყევლე ყველა ციფრი და შეგინანე, როგორ მოვხარე წელში დემონი უმსუბუქეს ოლარის ტვირთით და მერე ცალი თვალი მაინც მისკენ გამოვაპარე. როგორ დავშინდი სულ პირველად მზით, გაზაფხულით - ძარღვებში სისხლის გაგიჟებამ ისევ შენთან არ მომიყვანოს. როგორ მიფეთქავ თავში და ვნანობ ინსტინქტურად დალეულ წამალს, როგორ ვნატრობ ათმაგად ტკივილს - პასკალის ბოდვებს, რომ დავყუჩდე, რომ გადავრჩე, დროებით მაინც. როგორ ვაოკებ სიზიფეს ლოდს თვალის უპეზე, დანაიდების უძირო ქვევრს კი საფერფლედ ვავსებ, როგორ მივათრევ მამამკვდარი დასამარხად შენი ძაღლის ლეშს, როგორ ვუყვები დღესაც ძაღლურ ერთგულებაზე. ********** სადამდე მომწერ ამ შთამბეჭდავ, ნერვიულ ფორმებს, ცივად დაარქმევ ჩემს წილ ჯოჯოხეთს უბრალოდ - წყენას, სადამდე ზომავ გამჭოლ ნაპრალებს და შეწებებით გაჩენილი ბზარის სიმრუდეს... როდის შეიგნებ,რომ ზღვაში ნაწოლ მზეს ეფიცხები და ვერ გაშრები, სანამ თვალებს არ დაისველებ... უსათაურო ასფალტი ხარობს კაწალ - კუწულებს, დღევანდელი დღეც - ზამთრის ბოლო აკვიატება სხვას მივულოცე, გაზაფხულმა თავისი იცის... თვალებს და ხელებს ვიმალავ კერპად ჯერაც არ იცი - რთულდება ძებნა, როცა ხერხემალს გიხრის სიმძიმე - ტვირთი პირველი ვერპატიების. როცა ძველ საფლავს მოინახულებ და წუთიერი გარინდებით პატივს მიაგებ სულ პირველ ხსოვნას ცხელი ბეჭებით. მძიმე მარხვაში ვიხსნილებ დარდით, ვხარშავ სიძულვილს. ჯადოს ვიხსნი : ცაუბერერ.. ბოლო ფრაზა ჩემია მარტო. უკანასკნელი მორატორიუმი ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ამ დამთხვეული თვეების ბოლოს, არ მიწერია მე შენი ნახვა, ვეღარ ჩამოვკრეფ ტუჩებით ჟოლოს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა უშენო მზესთან მზერის აღრევა, უკვე დამჩემდა თვალების დახრა - მზრუნველ დაკითხვის ალყის გარღვევა. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა უშობელ ცრემლებს ვასრეს მინაზე, უსასოდ ველი კონვერტს და არ ხარ, სისხლგამოწოვილს გნატრობ სინაზეს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ვეღარ ვიხორცებ შენს ნათითურებს, სიზმარში გხედავ - მოდიხარ თალხად, დასტირი კოცნით დამწვარ კიდურებს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ეს ტვინიც ტკივილს ასე იბიჯებს : მუქი ფარდებით სინათლის მარხვას და ქალწულ ღვინით ნაცნობ სიგიჟეს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა სხვებისთვის მარხვა მთავრდება ამ დროს, მარტის მზესავით გნატრობ და... სად ხარ, ვშიშობ - ჩემი მზეც შენსავით დამთმობს... passion ultima მომაშორე ეს ცხედარი. ფრჩხილები დავიწყებით ამოვიტენე. ვთხრი უიმედოდ. მარხვა მძიმეა, როცა უხორცოს ასე იმარხავ. მეტყვი - თითქმის შეუძლებელი. მომაშორე ეს ცხედარი. ნერვების ხროვა ალისფერია : შემოეჭამა მშიერს თვისტომი. ვის გაუგია მიცვალებული საქორწილე, მდიდრულ სუფრაზე, ღამით - ლოგინში, ანდა ქუჩებში - ფეხდაფეხ, უხმოდ ადევნებული, ყველა მდედრის სახეზე, თმაში - ხელჩაბღუჯული. მომაშორე ეს ცხედარი. ისე ნაცნობი, ჩემი და-ძმები გაცოცხლდნენ თითქოს, მკერდში მიკრავენ. სისხლი კი მდორე თავდაჯერებით, მომაბეზრებლად დააბიჯებს შეუძლებელს და შესაძლოს შორის. მომაშორე ეს ცხედარი. ლამაზი ლეში. ანდა, დაკრძალე, ჩემთან ერთად, იმ შენს მიწაზე, სადაც, ოდესმე, მშვიდად დამარხავ საკუთარ ხელებს. ნუღარ მაბრალებ, რომ მიყვარს მკვდარი. გიხსნი სიყვარულს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#303
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
terra
უფრო ჯიგარი ხარ!!! ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნაინა |
![]()
პოსტი
#304
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
გაიხარე. აჰა კიდევ და ბოლოს გავქრეთ ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ, გაქცეულ კონკიას - შეგიყვარებ, ასივე ფურცელს მოგაფარებ, ჩემს სულს - მტრედის კვერცხს მოგაბარებ, ძაფის გორგალივით გაგაგორებ, მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ, უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ, მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ, ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ, ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ, დაგემართები მოურჩენ სენად - ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად, ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს, ბევრჯერ გიგემებ საყვარელ ზღაპარს, ირმის რძით ისევ გამოგკვებავ, მურმანის ეკლად ამოგივალ, მუჭანახევარს გაგიყოფ ბინას, უფლისწულივით გაკოცებ მძინარს და შენს მუხლებთან დაველოდები ათასმეორე ღამეს, უჩინარს.. არ უნდა იცოდე როგორ ჩაგტენე მუყაოს ყუთში გახევებულმა და კარადის ბნელ უფსკრულში ჩუმად დაგფალი. როგორ დავწყევლე ყველა ციფრი და შეგინანე, როგორ მოვხარე წელში დემონი უმსუბუქეს ოლარის ტვირთით და მერე ცალი თვალი მაინც მისკენ გამოვაპარე. როგორ დავშინდი სულ პირველად მზით, გაზაფხულით - ძარღვებში სისხლის გაგიჟებამ ისევ შენთან არ მომიყვანოს. როგორ მიფეთქავ თავში და ვნანობ ინსტინქტურად დალეულ წამალს, როგორ ვნატრობ ათმაგად ტკივილს - პასკალის ბოდვებს, რომ დავყუჩდე, რომ გადავრჩე, დროებით მაინც. როგორ ვაოკებ სიზიფეს ლოდს თვალის უპეზე, დანაიდების უძირო ქვევრს კი საფერფლედ ვავსებ, როგორ მივათრევ მამამკვდარი დასამარხად შენი ძაღლის ლეშს, როგორ ვუყვები დღესაც ძაღლურ ერთგულებაზე. ********** სადამდე მომწერ ამ შთამბეჭდავ, ნერვიულ ფორმებს, ცივად დაარქმევ ჩემს წილ ჯოჯოხეთს უბრალოდ - წყენას, სადამდე ზომავ გამჭოლ ნაპრალებს და შეწებებით გაჩენილი ბზარის სიმრუდეს... როდის შეიგნებ,რომ ზღვაში ნაწოლ მზეს ეფიცხები და ვერ გაშრები, სანამ თვალებს არ დაისველებ... უსათაურო ასფალტი ხარობს კაწალ - კუწულებს, დღევანდელი დღეც - ზამთრის ბოლო აკვიატება სხვას მივულოცე, გაზაფხულმა თავისი იცის... თვალებს და ხელებს ვიმალავ კერპად ჯერაც არ იცი - რთულდება ძებნა, როცა ხერხემალს გიხრის სიმძიმე - ტვირთი პირველი ვერპატიების. როცა ძველ საფლავს მოინახულებ და წუთიერი გარინდებით პატივს მიაგებ სულ პირველ ხსოვნას ცხელი ბეჭებით. მძიმე მარხვაში ვიხსნილებ დარდით, ვხარშავ სიძულვილს. ჯადოს ვიხსნი : ცაუბერერ.. ბოლო ფრაზა ჩემია მარტო. უკანასკნელი მორატორიუმი ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ამ დამთხვეული თვეების ბოლოს, არ მიწერია მე შენი ნახვა, ვეღარ ჩამოვკრეფ ტუჩებით ჟოლოს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა უშენო მზესთან მზერის აღრევა, უკვე დამჩემდა თვალების დახრა - მზრუნველ დაკითხვის ალყის გარღვევა. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა უშობელ ცრემლებს ვასრეს მინაზე, უსასოდ ველი კონვერტს და არ ხარ, სისხლგამოწოვილს გნატრობ სინაზეს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ვეღარ ვიხორცებ შენს ნათითურებს, სიზმარში გხედავ - მოდიხარ თალხად, დასტირი კოცნით დამწვარ კიდურებს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ეს ტვინიც ტკივილს ასე იბიჯებს : მუქი ფარდებით სინათლის მარხვას და ქალწულ ღვინით ნაცნობ სიგიჟეს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა სხვებისთვის მარხვა მთავრდება ამ დროს, მარტის მზესავით გნატრობ და... სად ხარ, ვშიშობ - ჩემი მზეც შენსავით დამთმობს... passion ultima მომაშორე ეს ცხედარი. ფრჩხილები დავიწყებით ამოვიტენე. ვთხრი უიმედოდ. მარხვა მძიმეა, როცა უხორცოს ასე იმარხავ. მეტყვი - თითქმის შეუძლებელი. მომაშორე ეს ცხედარი. ნერვების ხროვა ალისფერია : შემოეჭამა მშიერს თვისტომი. ვის გაუგია მიცვალებული საქორწილე, მდიდრულ სუფრაზე, ღამით - ლოგინში, ანდა ქუჩებში - ფეხდაფეხ, უხმოდ ადევნებული, ყველა მდედრის სახეზე, თმაში - ხელჩაბღუჯული. მომაშორე ეს ცხედარი. ისე ნაცნობი, ჩემი და-ძმები გაცოცხლდნენ თითქოს, მკერდში მიკრავენ. სისხლი კი მდორე თავდაჯერებით, მომაბეზრებლად დააბიჯებს შეუძლებელს და შესაძლოს შორის. მომაშორე ეს ცხედარი. ლამაზი ლეში. ანდა, დაკრძალე, ჩემთან ერთად, იმ შენს მიწაზე, სადაც, ოდესმე, მშვიდად დამარხავ საკუთარ ხელებს. ნუღარ მაბრალებ, რომ მიყვარს მკვდარი. გიხსნი სიყვარულს. გიო, მართლა თუ შენ წერ ამ ლექსებს, მეც მიმამატე შენი პოეზიის ფან-კლუბის წევრებს. ემოციების მთელი ზღვაა, სერიოზულად მომეწონა. ![]() ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
terra |
![]()
პოსტი
#305
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
გიო, მართლა თუ შენ წერ ამ ლექსებს, მეც მიმამატე შენი პოეზიის ფან-კლუბის წევრებს. ემოციების მთელი ზღვაა, სერიოზულად მომეწონა. ![]() ![]() კაი იყო ![]() ვწერდი. ადრე. გმადლობ, ჩემო კარგო ![]() ჰა, ერთი-ორიც და გავქრი. ხან და ხან ჩემი ხელები... ხან უგზოუკვლოდ დაკარგული მოგზაურია, ხან დრომადერი - ოაზისში მოწყურებული, ხან საპყრობილე, გამოსავალით - მხოლოდ სიგიჟე, ხან ძებნა სივრცის,დიამეტრით - ცისარტყელები. ხან მანძილია მაგ შეუძლებელ თეძოებს შორის, ხანაც ცთუნება ჩემი ყნოსვიდან შენს სხეულამდე, ხან დახურული სივრცის შიშისგან თავის დახსნაა, ხან ცათამბრჯენი, ხუთჯერ ზედიზედ ფრენის აღთქმაა. ხან სიბნელეში პულსის სიჩუმე : ალბათ მოვკალი... ხან სუიციდის ჩაფიქრება, ისე, ხუმრობით, ხან მზის სხივები - კეფაზე ვნებით გადავარცხნილი, ხან სიზმრის ახსნა, უხსნადი ყავის იეროგლიფი. ხან საფლავების დახავსება ვითომ სიმთვრალით, ხან ჯვარზე გაკვრით ჩამოქნილი სულის კუნჭული, ხან ნარცისების გამომზრდელი ჩუმი ჩურჩული, ხანაც მათხოვრის ლოცვა - ორიოდ გროშად ნაყიდი. ხან სინანული : წყეულიმც იყავ, დაგლოცოს ღმერთმა, ხან სისხლის დაღვრის უეჭველი შეუძლებლობა, ხანაც თვალსუკან გაყინული ცრემლის სიცხელე, ხან გაზაფხულის გასხვისების უნანებლობა. ჩემი ხელები... ხელშეუვალი უდაბნო არის. შენ დაიკარგე. ,,ღმერთი,, - კომპასად გაიყოლიე. ვიბრალებ. შენ ჩემი ძმა ხარ. მყარად იტან ამ ავადმყოფი ტვინის ნაბოდვარს, მწიფე მთვარეებს, როცა ვამძიმებ შენს მარადთბილ ეპიტაფიას ცოდვილ ხელებით - არ მიბრაზდები, თუნდაც ჩამოვსხა ანგელოზები ჩამოშლილ ქვაზე, ან დემონები - უფრო ხშირად, არ მიბრაზდები. მხოლოდ მიღიმი, მხოლოდ ნანობ ჩემს უღირსობას, თბილად უცინი საკუთარ სიკვდილს ჩემს სიცოცხლეში. შენ ჩემი ძმა ხარ. რას შეგწვდები, მხოლოდ ვიბრალებ, რომ ძმა ხარ ჩემი, როგორც სიყვარულს, როგორც სინანულს, ან ერთგულებას. შენს ტანზე წოლით სხვა რა მერგება, მარტო ჭროღა თუთის ლაქები, რომელიც დღესვე, მან კი არა, დედამ უნდა ამომირეცხოს. გავშინაურდი. შენს სხეულზე ვიკვებები, ვთვრები, ვზავდები. არა, ვჯანყდები და დაცლილ ბოთლებს მივათრევ სახლში - თავად სათრევი, რომ ყველას ვუთხრა - იცი, წუხელ მე ჩემს ძმასთან ერთად დავლიე. შენ ჩემი ძმა ხარ. ყველაზე უტყვი, ყველაზე მშვიდი, თუმცა, ქალებზე ჩვენ არასდროს გვისაუბრია. (გურამს) -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
k@the |
![]()
პოსტი
#306
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
terra
ციტატა უსათაურო ასფალტი ხარობს კაწალ - კუწულებს, დღევანდელი დღეც - ზამთრის ბოლო აკვიატება სხვას მივულოცე, გაზაფხულმა თავისი იცის... თვალებს და ხელებს ვიმალავ კერპად ჯერაც არ იცი - რთულდება ძებნა, როცა ხერხემალს გიხრის სიმძიმე - ტვირთი პირველი ვერპატიების. როცა ძველ საფლავს მოინახულებ და წუთიერი გარინდებით პატივს მიაგებ სულ პირველ ხსოვნას ცხელი ბეჭებით. მძიმე მარხვაში ვიხსნილებ დარდით, ვხარშავ სიძულვილს. ჯადოს ვიხსნი : ცაუბერერ.. ბოლო ფრაზა ჩემია მარტო. გერმანულიც გცოდნია? ![]() იმიტომ კი არ დავწერ ეხლა ამს რომ ზოგადად terra-სადმი დადებითად ვარ განწყობილი, უბრალოდ, მართლა კარგი ყოფილხარ. ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ნაინა |
![]()
პოსტი
#307
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
terra
ციტატა ვწერდი. ადრე. გმადლობ, ჩემო კარგო ) ჰა, ერთი-ორიც და გავქრი. ჰოოო და თურმე კარგად წერდი, აქამდე არ გიცნობდი ყმაწვილო ![]() გააგრძელებ ოდესმე ალბად. ![]() -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
sopo... |
![]()
პოსტი
#308
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
გაიხარე. აჰა კიდევ და ბოლოს გავქრეთ ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ, გაქცეულ კონკიას - შეგიყვარებ, ასივე ფურცელს მოგაფარებ, ჩემს სულს - მტრედის კვერცხს მოგაბარებ, ძაფის გორგალივით გაგაგორებ, მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ, უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ, მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ, ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ, ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ, დაგემართები მოურჩენ სენად - ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად, ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს, ბევრჯერ გიგემებ საყვარელ ზღაპარს, ირმის რძით ისევ გამოგკვებავ, მურმანის ეკლად ამოგივალ, მუჭანახევარს გაგიყოფ ბინას, უფლისწულივით გაკოცებ მძინარს და შენს მუხლებთან დაველოდები ათასმეორე ღამეს, უჩინარს.. არ უნდა იცოდე როგორ ჩაგტენე მუყაოს ყუთში გახევებულმა და კარადის ბნელ უფსკრულში ჩუმად დაგფალი. როგორ დავწყევლე ყველა ციფრი და შეგინანე, როგორ მოვხარე წელში დემონი უმსუბუქეს ოლარის ტვირთით და მერე ცალი თვალი მაინც მისკენ გამოვაპარე. როგორ დავშინდი სულ პირველად მზით, გაზაფხულით - ძარღვებში სისხლის გაგიჟებამ ისევ შენთან არ მომიყვანოს. როგორ მიფეთქავ თავში და ვნანობ ინსტინქტურად დალეულ წამალს, როგორ ვნატრობ ათმაგად ტკივილს - პასკალის ბოდვებს, რომ დავყუჩდე, რომ გადავრჩე, დროებით მაინც. როგორ ვაოკებ სიზიფეს ლოდს თვალის უპეზე, დანაიდების უძირო ქვევრს კი საფერფლედ ვავსებ, როგორ მივათრევ მამამკვდარი დასამარხად შენი ძაღლის ლეშს, როგორ ვუყვები დღესაც ძაღლურ ერთგულებაზე. ********** სადამდე მომწერ ამ შთამბეჭდავ, ნერვიულ ფორმებს, ცივად დაარქმევ ჩემს წილ ჯოჯოხეთს უბრალოდ - წყენას, სადამდე ზომავ გამჭოლ ნაპრალებს და შეწებებით გაჩენილი ბზარის სიმრუდეს... როდის შეიგნებ,რომ ზღვაში ნაწოლ მზეს ეფიცხები და ვერ გაშრები, სანამ თვალებს არ დაისველებ... უსათაურო ასფალტი ხარობს კაწალ - კუწულებს, დღევანდელი დღეც - ზამთრის ბოლო აკვიატება სხვას მივულოცე, გაზაფხულმა თავისი იცის... თვალებს და ხელებს ვიმალავ კერპად ჯერაც არ იცი - რთულდება ძებნა, როცა ხერხემალს გიხრის სიმძიმე - ტვირთი პირველი ვერპატიების. როცა ძველ საფლავს მოინახულებ და წუთიერი გარინდებით პატივს მიაგებ სულ პირველ ხსოვნას ცხელი ბეჭებით. მძიმე მარხვაში ვიხსნილებ დარდით, ვხარშავ სიძულვილს. ჯადოს ვიხსნი : ცაუბერერ.. ბოლო ფრაზა ჩემია მარტო. უკანასკნელი მორატორიუმი ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ამ დამთხვეული თვეების ბოლოს, არ მიწერია მე შენი ნახვა, ვეღარ ჩამოვკრეფ ტუჩებით ჟოლოს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა უშენო მზესთან მზერის აღრევა, უკვე დამჩემდა თვალების დახრა - მზრუნველ დაკითხვის ალყის გარღვევა. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა უშობელ ცრემლებს ვასრეს მინაზე, უსასოდ ველი კონვერტს და არ ხარ, სისხლგამოწოვილს გნატრობ სინაზეს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ვეღარ ვიხორცებ შენს ნათითურებს, სიზმარში გხედავ - მოდიხარ თალხად, დასტირი კოცნით დამწვარ კიდურებს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა ეს ტვინიც ტკივილს ასე იბიჯებს : მუქი ფარდებით სინათლის მარხვას და ქალწულ ღვინით ნაცნობ სიგიჟეს. ლამაზო, ჩემო, დაიწყო მარხვა სხვებისთვის მარხვა მთავრდება ამ დროს, მარტის მზესავით გნატრობ და... სად ხარ, ვშიშობ - ჩემი მზეც შენსავით დამთმობს... თავბრუ დამეხვა შენი ლექსების სამყაროში :I ძალიან ძალიან ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#309
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ქალი პოეტი
ქალი პოეტი ჩემთვის არ არის, ქალი პოეტი ჩემთვის მკვდარია. მაგრამ ისაა ეხლა მთავარი ამ ლექსის წერა არ მიხარია. კაცი ბოჰემა და ღვინის მსმელი, ქალი-ბოჰემა ჩემთვის მკვდარია, კაცი ლექსის დროს ჭიქების მცლელი ბედნიერია რადგან მთვრალია. კაცი მებრძოლი და ქარიშხალი, ქალი მებრძოლი-მორძალია პირად საქმეში ისე გართულა სულ დაავიწყდა-კვირაძალია. მთავარი საქმე ოჯახი,კერა, პირად ყოფზე მან არ გაცვალოს, არ დაივიწყოს მამული,ენა და თავის თავი შვილს ანაცვალოს. არსებობს ქალი ლექსის მწერალი (ავიღოთ ანა,ან კიდევ სხვები) მხოლოდ ესაა მათთვის მწვერვალი და პოეტობა სხვისია ხვედრი! 2009 წ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნიკიფორე1 |
![]()
პოსტი
#310
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 5-August 11 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 11,412 ![]() |
ქალი პოეტი ქალი პოეტი ჩემთვის არ არის, ქალი პოეტი ჩემთვის მკვდარია. მაგრამ ისაა ეხლა მთავარი ამ ლექსის წერა არ მიხარია. კაცი ბოჰემა და ღვინის მსმელი, ქალი-ბოჰემა ჩემთვის მკვდარია, კაცი ლექსის დროს ჭიქების მცლელი ბედნიერია რადგან მთვრალია. კაცი მებრძოლი და ქარიშხალი, ქალი მებრძოლი-მორძალია პირად საქმეში ისე გართულა სულ დაავიწყდა-კვირაძალია. მთავარი საქმე ოჯახი,კერა, პირად ყოფზე მან არ გაცვალოს, არ დაივიწყოს მამული,ენა და თავის თავი შვილს ანაცვალოს. არსებობს ქალი ლექსის მწერალი (ავიღოთ ანა,ან კიდევ სხვები) მხოლოდ ესაა მათთვის მწვერვალი და პოეტობა სხვისია ხვედრი! 2009 წ. კარგია მეგობარო, მომეწონა ![]() ღამეს... იმ მთვარიან ღამეს... როცა იებმა მიიძინეს, როცა აბორგებულმა ვარდმა, ცოტახნით მაინც მოხუჭა მისი დამთრგუნველი თვალები , გავიღვიძე. გავიღვიძე და მომინდი. მომინდა ის შენი სახე ვარდივით რომ გაიფურჩქნება გაზაფხულზე, მომინდა ის შენი იის მაგვარი სურნელი რომელიც ჩემს აღზნებას იწვევს. წამოვედი. წამოვედი შენთან მიუხედავად შიშისა. იმის შიშისა ვაითუ გავაღვიძო ის იები და ვარდები რომლებმაც მიიძინეს ცოტა ხნის წინ, მხოლოდ იმის მოლოდინში რომ იქნებ ვიღაცამ დათრგუნოს მათი სილამაზე, რომ მორჩნენ იმ უაზრო ცხოვრებას, იმ ცხოვრებას რომელიც შეიძლება მიწაზე, ან თუნდაც უწყლო ვაზაში დასრულდეს. თითქმის მოვედი. თითქმის კიარა მოვედი. შემოგხედე. შენც შემომხედე. მთვარემ კი შემოგვხედა. უცებ მოვკვდი. დარჩით მხოლოდ შენ და მთვარე, შენ და ის ბედნიერი მთვარე რომელმაც პირველმა იხილა ერთად, ნაადრევად გაღვიძებული: ია, ვარდი და შენ... 2011 წ. დავწერე სოფელში მოწყენილობის ჟამს ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#311
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ნიკიფორე1
კარგი ლექსია. ისე მაგრად კი ,,მშურს"იმათი ვისაც სიყვარულზე ლექსის წერა შეუძლიათ. ![]() ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნიკიფორე1 |
![]()
პოსტი
#312
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 5-August 11 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 11,412 ![]() |
ნიკიფორე1 კარგი ლექსია. ისე მაგრად კი ,,მშურს"იმათი ვისაც სიყვარულზე ლექსის წერა შეუძლიათ. ![]() ![]() მადლობა, გაიხარე ჩემი აზრით იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარულზე ლექსები წერო ბევრი უნდა იკითხო და ასევე ხშირად უნდა უსმინო ლამაზ და კარგ მუსიკას ![]() აი კიდევ ერთი ლექსი, ესეც სოფელში დავწერე ![]() დადნა წამებად, შენდამი ჩემი, ჩუმი ვედრება, დადნა წამებად, უკვდავება მხოლოდ ჩვენ ორის, ალბათ, წამებმა დაიმონა ეს უკვდავება, ალბათ, წამების ტყვედ ვყოფილვართ უკვდავთა შორის. ეხლა ამბობენ რომ ქვეყანაზე შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ყოფილა ერთი რაღაც შეუძლებელი, რადგან არ შეგვწევს ჩვენ იმის ძალა, რომ დავამსხვრიოთ დროის კარები! |
A.V.M |
![]()
პოსტი
#313
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ჩემი აზრით იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარულზე ლექსები წერო ბევრი უნდა იკითხო და ასევე ხშირად უნდა უსმინო ლამაზ და კარგ მუსიკას მუსიკა კი ბატონო,თუ რამე რომანტიულს უსმენ შეიძლება მოგაწვეს სიყვარული და.ა.შ. მარა რაც შეეხება წიგნებს,კითხვით კი ვკითხულობ,მარა იმასაც აქვს მნიშვნელობა თუ რას წაიკითხავ. კაცი ტერენტი გრანელზე რომ გადაირევი,მერე სიყვარულზე ლექსის წერა ძნელია ბატონო. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნიკიფორე1 |
![]()
პოსტი
#314
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 5-August 11 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 11,412 ![]() |
მუსიკა კი ბატონო,თუ რამე რომანტიულს უსმენ შეიძლება მოგაწვეს სიყვარული და.ა.შ. მარა რაც შეეხება წიგნებს,კითხვით კი ვკითხულობ,მარა იმასაც აქვს მნიშვნელობა თუ რას წაიკითხავ. კაცი ტერენტი გრანელზე რომ გადაირევი,მერე სიყვარულზე ლექსის წერა ძნელია ბატონო. მართალი ხარ, გააჩნია რას კითხულობ, აი მაგალითად შერლოკ ჰოლმსი, აგათა კრისი ცოტა სიყვარულისგან შორსაა მაგრამ უამრავი რომანტიკოსი მწერალი არსებობს |
A.V.M |
![]()
პოსტი
#315
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mzime) |
![]()
პოსტი
#316
|
![]() უემოციო ჩაქუჩი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 574 რეგისტრ.: 14-December 10 წევრი № 10,097 ![]() |
ვაა,ამის მერე ჩემსას რა დამადებინებს
![]() -------------------- მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#317
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ვაა,ამის მერე ჩემსას რა დამადებინებს მე მარტოობასა და სიკვდილზე მეტი არაფერი მაქვს. შენი უეჭველი სხვა რამეზე იქნება(სავარაუდოდ სიყვარულზე) გამაუშვი!!! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ნიკიფორე1 |
![]()
პოსტი
#318
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 5-August 11 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 11,412 ![]() |
A.V.M
მაგარია!!! |
toka@ |
![]()
პოსტი
#319
|
![]() უსაქმური ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 ![]() |
ვაა,ამის მერე ჩემსას რა დამადებინებს ![]() აქ ფორუმელთა პოეზიაო და არ ვიცოდი შენ თუ წერდი ლექსებს ![]() ikanosi ეს შენ გეძღვნება(მიხვდები ალბად),ტერენტი გრანელი: ჩემი გული უფრო გამალებით ძგერს შენს მოლოდინში... მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი, ძვირფასო მოსვლა რად გაგიგრძელდა, ძვირფასო რისთვის დაიგვიანე... ეხლა ის გრძნობა უფრო დიდია, ეხლა ქარები არხევენ ტირიფს, მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას, და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს. ასე გაივლის წამება,ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით მოხვალ დაღლილი,მეტყვი როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები... თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები,ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის. -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#320
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
toka@
ციტატა ikanosi ეს შენ გეძღვნება(მიხვდები ალბად) ![]() ![]() მე თუ დამწვარი ვარ, შენ ნაკლები ფერფლი ხარ? ![]() ![]() კარგი ლექსია ისე -------------------- ფარით ან ფარზე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი