![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Mtis shvili |
![]()
პოსტი
#341
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 1-October 11 წევრი № 11,621 ![]() |
დიდი მადლობა
![]() ამ ლექსს მთიულები არ მაპატიებენ: თუშეთო ნეტაი ყოვლად მაქცია შენს მთებზე დამაფინაო ნეტაიდ ქარად მაქცია შენს ველზედ გამაფრინაო ნეტაი ნისლად მაქცია შენს ხევში ჩამაფინაო ნეტაი წყაროდ მაქცია ალაზანს ჩამადიანო ნეტაი წვიმად მაქცია შენს გულზედ დამადინაო ნეტაი შურთხად მაქცია შენს კლდეზედ დამაძინაო ნეტაი თუშად მაქცია დართლოში მამცა ბინაო |
ikanosi |
![]()
პოსტი
#342
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა ამ ლექსს მთიულები არ მაპატიებენ: და რატომ? რა არის აქ უპატიებელი? ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
Mtis shvili |
![]()
პოსტი
#343
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 1-October 11 წევრი № 11,621 ![]() |
ვიხუმრესავით
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#344
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ახალი ვაჟა იზრდება მთაში?
(მაგრამ ვაჟა ერთი იყო და...) ისე კარგი ლექსები კი გაქვს ხო იცი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Mtis shvili |
![]()
პოსტი
#345
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 1-October 11 წევრი № 11,621 ![]() |
ვაჟა გენიალურია!!! და რა თქმა უნდა ერთადერთი
|
Mtis shvili |
![]()
პოსტი
#346
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 1-October 11 წევრი № 11,621 ![]() |
სწორფერს
ვიცი ვერ გნახავ მე დიდი ხანი და მონატრება დაღარავს სახეს ჩემი თვალების მკრთალი ნათელი ვეღარ მისწვდება დალეულ ბაგეს. ვიცი დამთრგუნავს ზამთრის სითეთრე დააშრობს ცრემლებს ყინვა ტიალი გზებს დამიკეტავს მტერი მეწყერი მთებს შეაძრწუნებს ჩემი ღრიალი. ვიცი შევცოდავ ღმერთს მე ათასჯერ „რაზედ მარგუნე ასეთი ბედი“ ბოლოდ ვინანებ ოხ მერამდენედ რომ მიგატოვე ქალაქს წავედი. ათენგენობას ამოვალ მთაში დარცხვენილ სახეს ვერ დაგიმალავ ვაჟკაცო შენ კი მეტყვი ალერსით: „მანდ რაზედ დგეხარ აქ მოდი ქალავ“ |
იაკობ |
![]()
პოსტი
#347
|
![]() ფშაველი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 626 რეგისტრ.: 21-April 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,622 ![]() |
და9 8ლი და და9 სულ2, შ2 შამქ2 და ბ100ანი. შ2 სამ4ს გზაა სულ2 არა მოხ0 და ფ100ანი. მ7 ბარ10 მომენტომ2 მ7 სა10-სურ10 ქ2ს. მ10 კამ10 უ8ა გ2ს გა1ანდა შამ10 თ2ს!!! (თუ ვინმეს ამის წაკითხვის ნერვები გექნებათ,კარგი იქნება) ენა მოვიტეხე ![]() -------------------- სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა. |
A.V.M |
![]()
პოსტი
#348
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ენა მოვიტეხე კარგი რამეა დაახლოებით სამი წლის წინ მასწავლებელმა აგვიხსნა ვახტანგ ჯავახაძის ლექსი ასეთ სტილში რომაა დაწერილი და თუ ვინმე მოახერხებთ და ერთ სტროფს დაწერთ ხვალისთვისო,მე კი გაკვეთილი სანამ მორჩებოდა ჩავჯღაბნე რაღაც და... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#349
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
კარპაკის სიტყვებმა გამახსენა ეს და...
თხოვნა ღმრთისადმი -------------------------- ახლა სახლში ვარ და ვერ ვჩერდები გარეთ გავდივარ ვერც იქ ვისვენებ. თითქოს უეცრად სადღაც ვეჩრები, წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. ტირილი მინდა მაგრამ ვერ ვტირი თხოვნისთვის მივალ,სხვასთან მიშვებენ. ძლიერ მსურს თუმცა ვერ ვხვდები მწირი წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. კარგი მსურს,მაგრამ მას ვერ ვაკეთებ მადლის პირისპირ ცუდში მითრევენ. არ მსურს ხანდახან ვიცი ვამეტებ წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. სიდიდე მინდა მე ჩემი ქართლის ამის მაგივრად მცირეს ირჩევენ. უფრო და უფრო ვკარგავ გზას მართლის წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. სამშობლჩვენი გვსურს,რომ დავიხსნათ თუმცა მშველელად ჩვენს მტერს ირჩევენ. მინდა უღელი მალე ავიხსნათ წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. (29.06.09) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
karpaki |
![]()
პოსტი
#350
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
კარპაკის სიტყვებმა გამახსენა ეს და... თხოვნა ღმრთისადმი -------------------------- ახლა სახლში ვარ და ვერ ვჩერდები გარეთ გავდივარ ვერც იქ ვისვენებ. თითქოს უეცრად სადღაც ვეჩრები, წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. ტირილი მინდა მაგრამ ვერ ვტირი თხოვნისთვის მივალ,სხვასთან მიშვებენ. ძლიერ მსურს თუმცა ვერ ვხვდები მწირი წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. კარგი მსურს,მაგრამ მას ვერ ვაკეთებ მადლის პირისპირ ცუდში მითრევენ. არ მსურს ხანდახან ვიცი ვამეტებ წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. სიდიდე მინდა მე ჩემი ქართლის ამის მაგივრად მცირეს ირჩევენ. უფრო და უფრო ვკარგავ გზას მართლის წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. სამშობლჩვენი გვსურს,რომ დავიხსნათ თუმცა მშველელად ჩვენს მტერს ირჩევენ. მინდა უღელი მალე ავიხსნათ წმიდაო ღმერთო გთხოვ გზა მიჩვენე. (29.06.09) ![]() რა კარქი ხარ -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
Mtis shvili |
![]()
პოსტი
#351
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 1-October 11 წევრი № 11,621 ![]() |
გათენდა ისევ როგორც გუშინწინ
ნაცრისფერი დღე მოადგა ფარდას არ ისმის აღარც არაგვის გრიალი არაფერია მარტობის გარდა. აღარცღა მწყემსი აკვნესებს ფანდურს აღარც ცხვარია მთებს შეფენილი არ ისმის მთიელ ბალღთა ჟრიალი სადღაა წყარო ანკარა გრილი? ვერც ჭაუხს ვხედავ ცამდე აზიდულს ვეღარც კლდე-ღრეში აყრილებს ნისლებს იქ სადღაც მთებში სიცოცხლე მოსჩუხს მე კი ქალაქში დავეძებ იებს. დათვიჯვარისკენ მიმავალ გზაზე შემომეგება მთების სურნელი გადავივიწყე ფიქრები სხვაზე სენი დავძლიე მე უკურნელი ხევსურეთისკენ მიმავალ გზაზე ქარს მივეც ტანჯვა წუთისოფელის მართალ ყოფილა ნაკაწრი ქვაზე „თავისუფლება მთებში მოგელის“ რა ბედნიერი ვიყავი მაშინ არღუნს მიჰქონდა სევდა ჩვეული მაგრამ დრო ჟამმა მაინც გამტეხა მთის შვილი ქალაქს მე ვარ სნეული არაგვს არაგვი ვერ შეეპუა ღამის სიჩუმის მეფობას რისხვით გაჰკვეთა კლდე სალი გადაეფინა ხეობას მერე კი მე დამინახა, ბნელით მოსილი ქალაი შევეცოდე და გაჩერდა, წუთ შეაყოვნა ძალაი მკითხა: „რაიოდ სტირიხარ ბეჩავო ქალაშავაო ხომ იცი ყველა დარდები ოდესღაც მაინც წავაო“ ვუთხარ: „ არაგვო შენს მადლსა მეც წამიყოლე თანაო ანამც წაიღე ეს ფიქრი დაგამძიმებსღა განაო? მონატრებაში ვილევი გავქრები თანდათანაო შენ მიპატრონე ამას გთხოვს შენზედ მლოცველი ანაო“ არაგვმა უმალ მომიგო ლომისის ჰგავდა რისხვასა: „შეიშრეღაო ცრემლები მეტს არას გეტყვი მე სხვასა მთის შვილი ხარ და გაუძელ ვაჟურად სულისა წვასა შენის ჭირით და ვარამით ნუ დაამწუხრებ ხევ-მთასა“ ვფიცავ შენს ლამაზ ნაპირებს და ზედ ამოსულს დეკასო არაგვო შენს წყალს გავატან ამ ბეჩავ-ტიალ სევდასო სიხელით, თავდავიწყებით კლდეებს დავლახავ ათასსო შენა ხარ ჩემი იმედი, შენმა ტრფობამაც დამწვასო |
mevar |
![]()
პოსტი
#352
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 159 რეგისტრ.: 27-April 09 წევრი № 6,900 ![]() |
გკითხავთ,რათა დავამშვენო
"ფორუმელთა პოეზია"- კიდობანი (არარატთან) ხაჩიკას თუ ნოესია? ![]() -------------------- ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."
"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით" მათე 3,11.ლუკა 3,16. "რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია" პავლე. ებრ.12,29 |
terra |
![]()
პოსტი
#353
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
გკითხავთ,რათა დავამშვენო "ფორუმელთა პოეზია"- კიდობანი (არარატთან) ხაჩიკას თუ ნოესია? ![]() არარატიც, კიდობანიც, ანისა და ჰოესია ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
mevar |
![]()
პოსტი
#354
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 159 რეგისტრ.: 27-April 09 წევრი № 6,900 ![]() |
terra
![]() ციტატა არარატიც, კიდობანიც, ანისა და ჰოესია ეგ სიმართლე არ ვის ესმის- ქართლოსი თუ ჰაოსია, ამიტომაც კავკაზს შინა აეგეთი ქაოსია ![]() -------------------- ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."
"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით" მათე 3,11.ლუკა 3,16. "რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია" პავლე. ებრ.12,29 |
A.V.M |
![]()
პოსტი
#355
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ნამეტანი კარგი მოსასმენია ეს,მაგრამ ამგვარი შემოქმედებისთვის ფორუმზე გახსნილია თემა ,,სალაღობო"ამ თემაში კი უფრო სერიოზული ნამუშევრები უნდა დავდოთ...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mevar |
![]()
პოსტი
#356
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 159 რეგისტრ.: 27-April 09 წევრი № 6,900 ![]() |
ბოდიში.
![]() ციტატა იქ სადღაც მთებში სიცოცხლე მოსჩუხს მოსჩუხს თუ მოჰქუხს? -------------------- ჭეშმარიტი ქრისტიანი არის მხოლოდ ის, ვისაც ესმის თუ რას ნიშნავს:" გაასწორეთ,შეცვალეთ თქვენი სამშვინველის წყობა, რათა ზეციურ სასუფეველს მიეცეს შემოღწევის საშუალება თქვენს მეობაში."
"ჩემს შემდეგ მომავალი მოგნათლავთ სულისწმიდით და ცეცხლით" მათე 3,11.ლუკა 3,16. "რადგან ჩვენი ღმერთი -მჭამელი ცეცხლია" პავლე. ებრ.12,29 |
A.V.M |
![]()
პოსტი
#357
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ტერენტი
სასაფლაოზე მივდივარ,ირგვლივ სიჩუმე ხმაურობს. მიცვალებულის სული კი ჩემ სულთან ჯერ ვერ საუბრობს. აქედან წასვლა არ მინდა, სხვაგან მე ვეღარ ვისვენებ. ვეღარც მას ვხედავ,ვეღარც მის-დიდ,ნათელ სახეს ვიხსენებ. მაგრამ ჯერ ის აქ არ მოვა,მე მას კვლავ და კვლავ ვერ ვნახავ. სჩანს,რომ აქაა სიძნელე,რომელსაც მე ჯერ ვერ ვლახავ. მაგრამ იმედი კვლავა მაქვს,მე მის ძაფს ჯერ ვერ გავწყვიტავ სასაფლაოდან წასვლას კი,უეცრად ვერ გადავწყვიტავ. თუმცა იმედიც მომიკვდა,ვდგები და უკან მოვდივარ და ამის შემდეგ კი ვხვდები, რომ უპატრონო ლოდი ვარ. გზაზე მოვდივარ , მარტო ვარ.ფიქრი-ფიქრს ისევ მოება, უკვე დავრწმუნდი,რომ არის,ცხოვრება- ამაოება. სახლში მოვედი , მარტო ვარ.მალე წვიმაც კი დაიწყო ახლა ვიხსენებ,რომ მაშინ.მან ცხოვრება ვერ აიწყო. წვიმა კი კიდევ გრძელდება , დღე არის ეს გაზაფხულის. წიგნში ის არის , აქეთ მე.მუზისგან ვარ გაძარცვული. ოთახსი ისევ მარტო ვარ და ვხედავ წვეთებს მინასთან ერთი სული მაქვს თუ როდის,დავახლოვდები მიწასთან. ის კი ჩემს ახლოს არაა , ჩემს ირგვლივ მხოლოდ მტვერია. თუ დაუფიქრდი მიხვდები-მასშიც რამდენი მტერია. როცა მარტო ვარ სულ ვხედავ.ის ჩვენი იაგუნდია. ხოლო მის უკან რამდენი, დიდ პოეტების გუნდია. მასაც ყოველთვის თან სდევდა,მაგრამ არ სურდა ტაში. მასაც ყოველთვის უნდოდა,სადღაც გაფრენა ცაში. მთელი ცხოვრება იგიც ეტრფოდა თავის დამმარხავ მუზათა ქალაქს. მთელი ცხოვრება მას ის უყვარდა,რადგანაც ხდიდა დიდ სიბრძნეს ქალას. მაგრამ ვაი,რომ რაღაც ხმამ,ჩემს სულს წაართვა ფიქრები და მატარებლის ხმაურში, შენაც ჩემს გულსი მიქრები. წვიმასაც გადაუღია, და ცისარტყელაც გამოჩნდა, წალენჯიხელი კი ისევ, ჩემს გონებას არ ჩამორჩა. ახლა მე იგი მადარდებს,რომ ის ადრე არ ვიცოდი მაგრამ ისევე,ფარულად.ჩემივე ცეცხლსი ვიწვოდი. მე კი ერთი რამ გავიგე,უაზრო ფიქრი არ ვარგა, და ამ მომენტში ტვინიდან ერთი აზრიც კი გავარდა: რომ ვერ იპოვი სრულყოფას, თუკი დარჩები მიწაზე, რომ შენ ზეცაში ვერ ახვალ, თუკი ღმერთი არ იწამე. სასაფლაოზე კვლავ წავალ,მჯერა რომ ჩემს თავს ვიპოვი. მჯერა ამ ქვეყნად არასდროს, არ დავმარცხდები იპონით! სასაფლაოზე მივდივარ. დღე არის ირგვლივ მზიანი. ვიცი ამ ქართველს არვისთვის,რომ არ უნდოდა ზიანი. 2009 წ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mzime) |
![]()
პოსტი
#358
|
![]() უემოციო ჩაქუჩი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 574 რეგისტრ.: 14-December 10 წევრი № 10,097 ![]() |
ნუ ეტყვი... მამა მომიკვდა. ოქტომბერში, თუ თებერვალში... ან რა აზრი აქვს სიკვდილისთვის ქრონოლოგიას, გულისპირზე ვეღარ შევიბნევ. მამა მომიკვდა. დედაჩემი კი, ჩემი კარგი, საბრალო დედა საქსოვ ძაფს ართავს ნესტიან ჰაერს ხელთათმანების მოსაქსოვად, რომ შენთვის მოსახვევი თითები შემრჩეს. (ფაბრიკაში დამზადებული ვიღაც სხვას ერგო). მამა მომიკვდა. გუშინ კი კუნთებს მიზომავდა ოხშივარიან მიწასთან მებრძოლს. ლამის ოფლში შენი შემცველობაც გამომითვალა და საღამოს განგებ დამიმლაშა საფირმო შაშხი რომ საუკუნოდ მომწყურებოდი. მე კი დილამდე ვარწმუნებდი მთვრალი სიმშვიდით და ხელის-გულით მუხლის-თავზე, რომ მისი მიწა ჩემიც მიწაა და რომ სიკვდილის უფლებას ვართმევ. მამა მომიკვდა. დღესაც ვიზომებ მის ნათითურებს ღვინიან ბოთლზე და დევის სისხლით ნაბახუსევს ისევ მეწყება გულ კი არა, უფრო-სულძმარვა... და ბორჯომის წყლის მაცთუნებელ სიცხელეს ვნატრობ. მამა მომიკვდა. მან არ იცის საკუთარი გარდაცვალება. შენც ნუ ეტყვი სიკვდილის მიზეზს... ცოდოა, იყოს. ახლოა ჩემთან ![]() -------------------- მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.
|
ხახაბოელი |
![]()
პოსტი
#359
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 203 რეგისტრ.: 12-December 10 წევრი № 10,087 ![]() |
შეუდექ ქრისტეს მეომარო! გამხნევდი მისით,
უფლის სახელი განადიდე ღამით და დღისით, თავისი ხელით შემოგაქსოვს საომარ პერანგს, არ განირღვევა ბოროტისგან ნასროლი ისრით, თავისი სისხლით ნაწრთობ მახვილს წელზე შეგაბამს, მტრისაგან თვალის ასახვევად დაგბურავს ნისლით; შეუდექ ქრისტეს მეომარო! ხელთ იპყარ ჯვარი, და მისი ძალით დაიფრინე მომხდურთა ჯარი, თუ დაეცემი, წამოდექი ბრძოლა განაგრძე, რომ საიქიოს თან არ გაგყვეს დაცემის ჯავრი, შეუდექ ქრისტეს მეომარო! შეიბ მახვილი, ისმინე ღვთის ხმა, სანატრელი მისი ძახილი, სიმდაბლე ფარად მოიმარჯვე, მტერს, რომ ზარავდე თავზე დაიდგი ჭეშმარიტი რწმენის მუზარადი, შეუდექ ქრისტეს მეომარო!იყავი მშვიდი, შენში ბოროტის მოსაკლავად მოზიდე მშვილდი, როცა შენს გულში მოვა ქრისტე და ტახტს დაიდგამს, მაშინ ბოროტნი მის წინაშე დაიჩოქებენ, გონება გქონდეს შეუძვრელი, როცა გაქებენ და გიხაროდეს, უფლისათვის, რომ გაძაგებენ, იესუს ლოცვით შეაერთე გული და გონი, არ დაიჯერო ცრუ მოძღვართა გამონაგონი; აჰა უფალი,ცეცხლოვანი, აენთე მისით, ის დაგჭრის გულში სიყვარულის ელვარე ისრით. ვისი იმედი მქონდეს, ვინ გამომიხსნის მტრისაგან? ვინც სიყვარულით მოქმედებს, ვინაც ქმნის მიწის მტვრისაგან, ვინ დამაპურებს მშიერს, თვალთაგან ცრემლს ვინ მომხოცავს? მოწვავს ბოროტთა სამყოფელს, უშჯულოებას აღხოცავს, ვინ შემიფარებს დევნულს, ვინ მომასვენებს მაშვრალს? ვინ მორწყავს სიცოცხლის წყლებით, მიწას დახეთქილ– დამშრალს? მთა ვაკედ გადააქციოს ვის ეწიფება ხელად? ცოდვებით მკვდარი სული, აქციოს ცოდვის მკვლელად. ვიწრო ბილიკზე მავალს მწყემსი ამიყვანს ხელში, რომ არსად წავიფორხილო, არ გადვიჩეხო ხევში, მიუწვდომელი ნათლით, ის გამინათებს ბნელში და არ დამტოვებს მარტოს, მე არც ერთ განსაცდელში. ვინ დახსნის ცოდვის ბორკილებს, ეშმაკს ვინ დააბორკილებს? სიყვარულს მოჰფენს მთელს მსოფელს, მგლებს ცხვრებთან დააძმობილებს, შეგვცვლის თავისი მადლით და სითბოს მოჰგვრის ჩვენს გულებს, გაგვწმედს ყოველი ბიწისგან და მასში დაისადგურებს. ნუ წახვალ ჩემგან, ნუ დამტოვებ მარტოს, მარტოობას ვერ იტანს სული ჩემი, არ მინდა კვლავაც არაწმინდა გრძნობებმა მმართოს, მხოლოდ შენთვის მინდა ძგერდეს გული ჩემი. ვიცი, რომ ისევ გავუცხოვდი შენი სულისთვის, თუმცა არასდროს ვივარგებდი, მე რჩეულ ჭურად, სჩანს გულს არ შეეხო, ღმერთო ის სიტყვები, შენ, რომ წარმოსთქვი არ ვიღე ყურად. აჰა,ბარძიმიც და შენი სხეული, ჩვენთვის დასანახი ღვინოდ და პურად, სხვები მიიღებენ,ვერ მოგეახლები, რადგან გადვიქეცი ცოდვის მსახურად, ნეტავ დამელეწა ყველა ბორკილი და შენში ყოფნა დამემსახურა, მაგრამ ნიადაგი გამომშრალია და სოფლის ეკლებიც საბნად მახურავს. გთხოვ ნუ დამტოვებ, და ნუ მეტყვი _მე შენ არ გიცნებ! წარვედი ჩემგან, უცხო ხარ ჩემთვის! იქ ხომ ვერ გავძლებ სანატრელო, სადაც ვერ გიგრძნობ, იქ სადაც სული ეშმაკს შეერთვის. არ მეშინია მე იმდენად, არც ჯოჯოხეთის, თუნდაც თავსზემოთ ირხეოდნენ ორლესულები, უკუნში ვიწვე და უნივთო ცეცხლი მეკიდოს, თავის მყრალ ღოჯებს მიღერებდნენ ავი სულები. ყველაზე მეტად მეშინია უშენოდ ყოფნის, შენი ბაღიდან ამოთხრის და სხვაგან გადარგვის, უსიყვარულოდ დარჩენის და უსასოობის, ჩემი უზნეო საქციელით შენი დაკარგვის. გრილია გული ჩემი, გონებას ბინდი აწევს, ვით მოგეახლო წმიდავ უღირს ცოდვილთა დამწველს? მამხილებს სამოსელი, არა მაქვს საქორწინე, როგორ შემოვალ ქორწილს, ცოდვა ვერ მოვიწყინე, ამპარტავანი სული, უფალს ვერ ეწინდება, ბოროტი მოსდებს ბადეს, ბნელეთში ეზიდება. დაგეძებს სული ჩემი შენ ნათელს მიუწვდომელს, მაგრამ დავჯექი მაინც უშჯულოთ დასაჯდომელს, მაგრამ დავდექი მაინც ცოდვილთა დასადგომელს; მამარცხებს ყველა ვნება დაცემულ ბუნებისა, ანდა გმირობა ვინ სთქვა უქნარა უდებისა, როგორ შეგიგრძნობს ღმერთო შენ სული უძღებისა? ვიცი,რომ ცა და მიწა საქმეა შენი ხელის, შენ გადააგე ზეცა, გაყავ წყალი და ხმელი, მე ვით ვახსენო ტკბილო შენი წმიდა სახელი? სიბრძნე ააგე ხიდად, შორის შენსა და კაცთა, მოვა დრო გადაარჩევ მწყემსო ცხვართა და ვაცთა; მე კი არ ვიცი მაშინ, ვისთან მექნება წილი, რამდენჯერ ლოცვად დამდგარს, მომკიდებია ძილი, უძლური ბოროტ ძალთა გავმხდარვარ დასაცინი. განკაცდა სიტყვა ღვთისა, მიიღო მონის ხატი, ჩვენთვის სდიოდა ცრემლი, სწვავდა უდაბნოს ხვატი, უფალმა მაცხოვარმა, ნებით თავს იდვა ჯვარი, ჯოჯოხეთს შთახდა სულით, გახსნა სამოთხის კარი, მერე კი აღსდგა მკვდრეთით, სამისა დღისა მკვდარი, ხარობს ზეცა და მიწა, სიონს დარეკეს ზარი; გაგვწმიდე შენი სისხლით, ცოდვისგან დასაბანნი, მკვდართა აღდგომის ღმერთო შენა ხარ დასაბამი, შენთვის ერთია აწმყო, წარსული, მომავალი, მალე გიხილონ კაცთა ღრუბლებზე მომავალი. |
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#360
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
ნატვრა
ნეტავ ერთხელ, ღირსეულად ლოცვა აღმომათმევინა. გაჭირვება, განსაცდელი ბოლომდე დამათმენინა. ყველა ცოდვა, ჩემგან ქმნილი სრულად ჩამომათვლევინა. ჩემი ჯვარი, გოლგოთაზე როგორმე ამათრევინა. ეშმაკისთვის ჩემი სული ამით რომ წამართმევინა. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი