![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#361
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
შევრდომილი
კარგი ხარ ![]() ესეც ჩემი, უჰ რამდენი ხანია აქ არაფერი დამიდია ![]() ქარი თუ ქალი ქუჩაში ჩუმად სეირნობს ქარი, მიანარნარებს კაბას ფიქრისა, და გაშლილ თმებში ყვავილი უჩანს, დღის მოწყვეტილი თეთრი ცისკრისა, ზამთარში -თბილი, ზაფხულში -ცივი, შემოგაწყდება ცისფერი ქარი, ხან მისუსტდება, ხან ძალას იკრებს, ვის გაუგია ქარი და ზღვარი? ალერსიც იცის მქროლავმა ქარმა, გულის ნახეთქში თუ შეგეპარა, ქარი, ნიავად გადაიქცევა, უკიდეგანოდ თუ შეიყვარა.. და რას ელოდი? რომ დაგანახებს, თავის სისუსტეს მქროლავი ქარი? აწეწილ ფოთლებს ქუჩაში მიყრის, ნაუცბათევი ნაბიჯით ჩქარი!.. ყველა სტრიქონში, სანაცვლოდ ქარის, ანაპერწკალდა სიტყვების კვესი, რომ ჩამეწერა უბრალოდ -ქალი.. და თავდაყირა დადგება ლექსი!.. .იცის ქარმა რომ ვეღარ გაუძლებს, უღიღინობას დიდი ხნით ქალი, სანამ, სულ ყველა სასმისს არ დაღვრის, ბოლო წვეთამდე, ბგერებით მთვრალი, ქალს თავსაფარი მოუსხამს მშვიდი, ღვთის ნაჩუქარი, მადლით გამთბარი, და მიიძინებს ყვავილობამდე, სანამ აჟონავს თოვლი დამდნარი.. ზეცის ტოტიდან ჩამოკიდებულ, ოქროს სიმებით წკრიალებს ქნარი, ქალის საძილეთს გაზაფხულამდე, დარაჯობს გარეთ მქროლავი ქარი!... იზი.19 ნოემბერი.2011წ. -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#362
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
izi-bartki
მომეწონა -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
izi-bartki |
![]()
პოსტი
#363
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
syd
გმადლობ ![]() ![]() *** *** *** *** წამწამებზე გაყინული, წვეთის ამოსუნთქვით, მაფიფქებენ, პაწაწინა ფანტელები შუბლზე, გეძებ ღმერთო! ჩემი გულის ხელგაწვდილი სულთქმით,. ფიფქებს შორის,ათეთრებულ, ლამპიონის შუქზე.. თვით უფალი განსხეულდა, სიყვარულის ნათლით, მისკენ გზაზე დამაყენა, ანთებული სანთლით, მოდის!ლოცვით რომ მიჭირავს, შევედრებულ ხელებში, გვენატრებით..მე და ქრისტეს, ტაძრის შემთბარ კედლებში... ტკივილიდან ამოვკრიბავ სიხარულის ნამცეცებს, ვისთვისაც "ზედმეტი" არ ხარ, დაკარგულ ცხვარს დაგეძებს! ჩემი სანთლით გაგინათებ ჩაბნელებულ ბილიკს, და არაფად არ ჩავაგდებ, მტრის დამცინავ ქილიკს!.. შევაგებე,თოვლის ფიფქებს, ხელისგული ღია, ამ უძირო სითეთრეში, ზე-ცაც მიხარია! შენს გულში რომ ახმიანდა, მადლისფერი ია, ჩემში, ქრისტეს ნაჩუქარი, სიყვარული ჰქვია!.. 8.02.2012. იზი ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
tatia27 |
![]()
პოსტი
#364
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 3-July 12 წევრი № 12,472 ![]() |
izi-bartki
ძალიან კარგი ლექსები გაქვს. ესეც ჩემი ლექსი. მინდა გიმღერო ჩემო ბუნებავ, ვუმღერო შენს მთების კალთებში ჩაღვრილ ფერებს, რომ მონატრება შენგან ნაკლული შევიმსუბუქო და ვეჩურჩულო შენს მოტრფიალე ხეებს. მინდა, რომ ვიქცე წვიმად და დაგეფინო საბნად, ისევე,როგორც უნდოდა შენს მოტრფიალე მგოსან ვაჟას! და აი ახლა, როცა შორსა ვარ მე მეზმანება ის შენი თბილი სიო და........ ბავშვური , ლაღი , სიცილი. მე არ დავღლილვარ შენთვის ზრუნვაში და არ მივლია ცვრიან ბალახზე ფეხშისველა, არ მიზრუნია შენთვის და შენი ამაგი ვერ დამითვლია მშობელო დედავ! გული შენთან ზიარებაში ვგრძნობ როგორ ფეთქავს, სისრულით, ლაღად. ეხლა კი მარტო , როგორც ჩიტი გალიაში გიხმობ შენ და შნ კი არ ჩანხარ. გაფენილ მინდვრებს ლაღად რომ ცქერენ მინდა ვიჯერო სირბილით გული მათში და...... ავამღერო დაღლილი სული. მე მოვალ ისევ და დამკნარ ხელებს გაგითბობ, შენს ზრუნვაში და შენს ფიქრში ჩემს გულს და გონებას დაგითმობ. -------------------- 21313
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#365
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
რა კარგი ფორუმელი შემოგვმატებია კაცო...
ეგრე გააგრძელე მთავარია... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
tatia27 |
![]()
პოსტი
#366
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 3-July 12 წევრი № 12,472 ![]() |
A.V.M
დიდი მადლობა -------------------- 21313
|
izi-bartki |
![]()
პოსტი
#367
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
tatia27
შეგეწიოს უფალი, კიდევ ბევრი ბევრი დაგაწერინოს ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
აკაკი |
![]()
პოსტი
#368
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ძალიან მომეწონა ლექსები, გულს ათბობს....
თუ ურიგო არ იქნება, მეც დავდებ სასულიერო ხასიათის პოეზიას, თუ შეიძლება ასე იწოდოს.... ჰიმნებს... მაცხოვრისათვის (ეს შედარებით ძველი და პირველია, მსურდა რაიმე მსგავსი დამეწერა, შეიძლება ითქვას, რომ ამით დავიწყე, ეს იყო დასაწყისი) გალობა ა ქრისტემან, ღმერთმან დაუსაბამომან, დასაბამად სოფელი დაამტკიცა და უკანასკნელსა ჟამსა დასაბამითა ხორცისა თვისისათა, სრულად კაცად და მაცხოვრად, სოფელსა შინა გამოჩნდა, ამისთვის, ღმერთსა-მაცხოვარსა ჩვენსა იესუს, ღმერთსა სრულსა და კაცსა სრულსა თაყუანის-ვსცემთ და ვადიდებთ! გალობა ბ სჯულის მდებელი ღმერთი ესე იესუ, კაცად ქმნული, მორჩად მშობელთა და სჯულისა აღიზარდა ქუეყანად, და გამოაქუნდა სიბრძნე თვისი კაცთა შორის, ასწავებდა და ჰმოძღვრიდა უფროსთა და ბრძენთა ათორმეტისა წლისა, ემმანუილ უკუნითი-უკუნისამდე! გალობა გ ნათლისა მომცემელმან ამან უფალმან იესუმ, ნათელ იღო იორდანეს, მონისა თვისისაგან წინაისწარმეტყველისა იოვანე, არა რაითა უბრალოსა სჭირდეს რაისამეთვის, არამედ რაითა განცხადნეს თანადიდებულება მისი, მამისა და სულისა წმიდისა თანა, აჰა ესე რა ვცანთ, რამეთუ ჭეშმარიტად ძე ხარ ღმრთისა, უფალო ღმერთო ჩვენო იესუ, დიდება შენდა! გალობა დ მოუწოდა უფალმან მოწაფეთა მათ ათორმეტთა, რომელთა ყოველი დაუტევეს და შეუდგეს მას მსახურებად, ესენიცა ჰკურნებდენ და განასხმიდენ სულთა მათ არაწმიდათა, ძალითა და მადლითა მით, რომელ მოანიჭა მათ უფალმან ქრისტე იესუმ, ქველისა მოქმედო და მომცემელო მრავალთა სახიერებათაო, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა! გალობა ე ესრეთ ჰქადაგებდა უფალი ყოველსა სოფელსა, და მოწაფეთა თვისთა ცხოვრებისა მომცემელი უფალი შეიძინეს, ასწავებდა და ჰმოძღვრიდა დაკარგულთა და ბნელსა პყრობილთა, ჰკურნებდა მრავალთა სენთაგან შეპყრობილთა და მოანიჭებდა დახსნასა ცოდვათა წყევისაგან, აღადგენ მკუდართა და მოანიჭებ განსუენებასა, ქრისტე ღმერთო, მაცხოვარო და მოძღვარო ჭეშმარიტო, დიდება შენდა! გალობა ვ იყვნენ სჯულისა მოძღვარნი ფარისეველ და სადუკეველ, ჩაურგავნ თავნი თვისნი წიგნთა და გამოეძიებდენ წერილსა, ხოლო არა გულისხმაჰყოფდენ, ამისთვის ქრისტე, უფალი იესუ, ამხელდა და შეაგონებდა, ვითარმედ ცდუნებულ იყვნენ, ხოლო იგინი შებრკოლდენ და იტყოდენ: სხვისა მის ნათესავისაგან არს; არამედ მსმენელთა შენთა, უფალო, გულისხმაჰყვეს და გიხილეს, რამეთუ მამისა თანა ხარ, ამისთვის შემოგიგდნენ შენ და გმსახურებდენ შენ, მოძღვარო და მასწავლელო ჩვენო, უფალო იესუ, დიდება შენდა! გალობა ზ ეტყოდა ამათ სჯულის მოძღვართა უფალი, სიტყვასა ჭეშმარიტსა, ვითარმედ: ტაძარი ესე დავარღვიო და მესამესა დღესა აღვადგინო; ხოლო იგინი ეცინოდენ და დრტვინვიდენ გულსა შინა თვისსა და იტყოდენ: ვითარ შემძლებელ არს ესე; ამას იტყოდა უფალი გუამისა თვისისათვის, რომელიცა დღესა მას მესამესა უფლისასა, ნეტართა მოწაფეთა ცხოველ იხილეს და განიცადეს, ჩვენცა, უფალო, გვესმა და გულისხმავყავთ, ამისთვის ვიტყვით: ჭეშმარიტად შენ ხარ, უფალო, დასაბამი აღდგომისა ჩვენისა, დიდებაი შენდა უკუნისამდე! გალობა ჱ საქმითაცა უჩუენებდა უფალი მოწაფეთა თვისთა ბუნებასა თვისსა, კაცთაგან უხილავსა, ამაზედ იმოწმებოდა მაღლით მამა და ზეგარდამო დაამტკიცებდა სული წმიდაი ყოველსა მას უცთომელობასა, რამეთუ ჟამითი-ჟამად ხილვიდენ მოწაფენი მისნი საკვირველებათა მათ უფლისათა, რამეთუ წინაშე სამთა მოწაფეთა, პეტრე, იაკობ და იოვანე, იხილვების უფალი, ელიაისა და მოსეის თანა, მთასა მას ზედა თაბორისსა, ვითარცა იგი დღესე არს ცათა შინა და კუალად მომავალ არს ქუეყანასა ზედა, დიდებითა ბრწყინვალითა უფროის მზისა, უფალო ღმერთო, დამბადებელო მნათობთა ცისათათაო, მნათობო ყოვლისა სოფლისაო დიდება შენდა! გალობა თ მოსცემდა საზრდელსა უფალი მსმენელთა მისთა და განაძღობდა და აღავსებდა კეთილითა, უფროის სიტყვითა ეტყოდა საზრდელსა, მოძღვრებასა მას ცხოვრებად მიმყვანებელსა, განუმრავლებდა პურსა და თევზსა და მოსცემდა, ვიდრემდე ენება, შემდგომად ამისა კვალად ჰმოძღვრიდა და ასწავებდა, გმადლობთ და გიგალობთ შენ სიტყვაო ღმრთისაო, მომცემელო სიტყვისა ცხოველ-მყოფელისაო, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა! გალობა ი ეძიებდენ ქრისტესა კაცნი უკეთურნი, რაითამცა შეიპყრან და მოკლვაი მისი განუზრახავნ გულთა შინა თვისთა, შურობდენ და ორგულობდენ, რამეთუ იტყოდენ თავსა შორის თვისსა: უფროის ჩვენსა არს; არამედ, რამეთუ მრავალნი მისდევდენ შემდგომად მისსა და ვიდოდენ გზასა ზედა სამეუფოისა, რომელ უჩვენა მათ უფალმან იესუმ. გალობა ია აუწყებდა უფალი მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ: ჯერ არს, ფრიად ვნებად ქრისტესა და მიცემად სიკვდილსა, ხელთაგან უკეთურთა კაცთასა, და მესამესა დღესა ცხოვრება შემოსილითა, აღდგომად სიკუდილისაგან; ჰრქუა პეტრე იესუს: შეიბრალე თავი თვისი, ხოლო იესუ განურისხნა და დაარიგა ვითარმედ: ნუ ჰზრახავ ვითარ კაცნი ამა სოფლისანი, არამედ, ვითარცა ღმრთისა ესრეთ. ჰე მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო იყავ, გმადლობთ და გადიდებთ შენ, ძისა შენისა თანა. გალობა იბ დღეს, უფალმან, ქრისტე იესუმ, განაცხადა თავი თვისი, ვითარმედ მე ვარ! რათა არა თქუან მერმესა ჟამსა უკეთურთა ესრეთ, ვითარმედ: არასადა განგვიცხადა! ამისთვის, მჯდომარე კიცვსა ზედა კარაულისასა, დიდებით შევიდოდა ქალაქსა წმიდასა, ხოლო ქალაქი იგი შეიძრა და ჩჩვილნიცა ღაღადებდნენ: ოსანა მაღალთა შინა! - გიხილეთ შენ მეუფეო ჩვენო, მშვიდო, მართალო და მაცხოვარო, მომავალო სახელითა მამისათაო, რომლისა თანა დიდებულ ხარ, უკუნითი-უკუნისამდე. გალობა იგ ესე არს მადლი ღმრთისა, რამეთუ მომცა ჩვენ პური არსობისა, რომელ არს ხორცი და სისხლი ჭეშმარიტად, ქრისტეს, ღმრთისა ჩვენისა. ინახ-იდგმიდენ მოწაფენი ქრისტეს თანა, სერობასა მას იდუმალსა; მოიღებს და ჰმადლობს, აკურთხებს და მისცემს მოწაფეთა, რაითა სჭამონ ხორცი მისი და შესვან სისხლი მისი, ხატითა პურისა და ღვინისათა, უძლურებისა მათისათვის, ჩვენცა ძეო მაღლისა ღმრთისაო, ზიარებად შეგვიწყნარე, მაკურთხეველნი და მადიდებელნი ყოვლადწმიდისა და დიდადშუენიერისა სახელისა შენისა! გალობა იდ იუდა, ინახით-მჯდომარემან იესუისთანა, რომელმან უფროის ვეცხლი-წარმავალი ირჩია, ვიდრე ცხოვრებისა იგი მომნიჭებელი ქრისტე, უწინარესთა დღეთა შეთქმულ იყო გულითა კაცთა თანა უკეთურთა, რომელნი იქმოდენ უშჯულოებასა, ნაცვლად ოცდაათისა ვეცხლისა, აღუთქუა მიცემაი ქრისტესი ხელთა შინა მათსა; იესუ ტკბილო, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომლისა თანა სჭამდი პურსა ამან აღაღო პირი თვისი ცუდად შენზედა – ელოდი და არა ინება მოსვლად და თხოვად ბრალისა მის შენდობისათვის, უფალო სულგრძელო, დიდმადლიანო და მოწყალეო დიდება შენდა! გალობა იე აჰა ესერა კრებულმან უკეთურთამან შეიპყრა ქრისტე, შეჰკრეს და წარიყვანეს რათა უბრალო იგი მისცენ შურისა მათისათვის სიკვდილსა, ხოლო თავადი იგი სდუმნა, ვითარცა კრავი წინაშე მრისველისა, სახეში სცემდენ და ჰნრეწყვიდენ, ბაგესაც არ აღაღებდა, მოსიკუდიდ მიჰყავთ და მორჩილად მიდის, ჰნებავს ნებაი მამისა. გალობა ივ ოდეს წარადგინეს წინაშე ქვეყანისა-მთავართა, ჰრქვეს უსამართლოდ სიტყვანი, ბრალნი მისსაგან შორებულ; არა გულისხმა-ჰყვეს ჭეშმარიტებაი, რომელ განაცხადა თავადმან უბიწომ; ჰოი, ვითარ გულარძნილ არს სამართალი ამის ქვეყნისა, რამეთუ ესრეთ დაფასდა კაცთაგან ჭეშმარიტი იგი, ზეცითგან მოსრული. გალობა იზ სცემეს, აწამეს, ცილი დასწამეს, გული იჯერეს – არ დაიჯერეს; ჯუარს აცუეს, ძუალნი განხურიტნეს, ფერდსაც სცეს შურის ლახვარი, წყალი ითხოა, არც ის შეასვეს – კვალად დასცინეს ძმარი მიართუეს; სულგრძელ არს უფალი საბაოთ, ჰყვედრიან ფუჭად და ამაოდ; ჟამი მოვიდა ჩუენთვის ილოცა, თვალნი მოკრიბა, თავი მიდრიკა, ჯვარზედ აღსრულდა, დასრულდა, საქმე, რომელი ინება. ცოდვანი ჩვენნი უტვირთავს, გვემულსა, ტკბილსა ცხებულსა. ჯვარცმისა, დატირებისა და დაფლვისათვის უფლისა (ლმობიერების ჟამს, სინანულის ჟამს... უფლის ვნებათა გააზრების ჟამს) ცანი გოდებენ, მაცხოვარ, რაი ესე ვქმენით. ანუ ვითარ დამდაბლდა სული ჩვენი, რამეთუ პირუტყვთაცა იციან უფალი მათი, ხოლო აქა, დღეს, ჩვენ ურჩებისა მწუერვალსა აღვედით და სიძულვილისა ღვივილი გიჩუენეთ შენ, არამედ სულგრძელ ხარ, უფალო სახიერო, შემიწყალენ ჩვენ. ცანი გოდებენ, მაცხოვარ, რაი ესე ვქმენით. დაგიტევეთ მარტოი ჯურზედა, განკვირვებულ არიან აწ ცანი, სდუმან და ხედვენ თუ ვითარი ნარჩევნი ვართ, რამეთუ შენცა თავადი სდუმ-ხარ და მაცლი ჩვენ სიბოროტესა, ამისთვის არცა იგინი იბრძვიან შენთვის და თუალ-ქუე-დადრეკილნი ხმობენ: “ჰოი კაცნო, ვითარ დარბილდეს თუალნი თქუენნი, ანუ არა ესე არსა მეუფე ჩვენი? რასა მაგას იქმთ, არა გრცხუენითა? არცა გეშინინ? და გულნი გაქუთ-ღა? იხილეთ და განიცადეთ, რამეთუ თავადი არს, რომელმან შეგქმნა თქუენ და აჰა, ჯუარცუმულ არს თქუენგან.” ცანი გოდებენ, უფალო, რაი ესე ვქმენით. წინაშე ჯუარსა მდგომარენი, მაცხოვარ, კდემით განვიცდით უკეთურებასა ჩუენსა და უღირსებასა. აქა არს დედაი შენი მწუხარე, აქა არს ერთგული შენი იოვანე, ხოლო ჩუენ ვითარ წარგიდგეთ შენ, უფალო, და რაი გიჩუენოთ შენ, რამეთუ არარაი მაქუს ჩუენ კეთილი, გარნა შენგან მოველით. ვიდრე ხარ, უფალო?! ჯუარსა ზედა ხარა ხორცითა? ანუ ზეცათა შინა მჯდომარე ღმრთაებით? და ქუესკნელსა შთაჰხედ სულითა? ვიდრე გეძიოთ მეუფეო? შენ გესავთ უფალო, რამეთუ გეგულვების შენ საკვირველი. ცანი გოდებენ, მაცხოვარ, რაი ესე ვქმენით. მყუდროსა საფლავსა და ჩრდილეულსა შინა დაგმარხეს, მუნ იყოფოდი მარტოი, მიუაჩრდილებელო, ხოლო ქუესკნელსა შეაჭირვებდი და მართალთა გამოირჩევდი, მუნცა ჰქადაგებდი სიტყვითა ცხოველ-მყოფელითა, არამედ ესე არა იცოდა პირმან ქუეყნისამან, ამისთვის ტრიოდენ ნეტარნი დედანი, რამეთუ შენ უსათნოესმან, სასოებან ყოვლისა სოფლისამან, ვითარცა ლეკვმან ლომისამან და მეუფემან მიიძინე სიკუდილით. ვითარცა საიდუმლოდ მიგიღო ქუეყანამან, მაცხოვარ, ეგრეთვე იდუმლად შთახედ საფლავად ხორცითა, ხოლო ქუესკნელსა ელვებრ-ბრწყინუალითა სულითა, რომელსა ეგე არა გელოდა, ვითარცა პირველ აბელსა, ხოლო შენ მკუეთრ-შეაძრწუნებდი და შენთა მათ, წიაღსა შენსა შემოჰკრებდი, რომელთა ვერღა დამტევნელ იქმნა წყეული იგი სკნელი და ვითარცა იონა ვეშაპმან, ეგრეთვე აღმოგიშორნა, რომელსა ეგე ძრწოლით, კეთილად გიგალობენ ანგელოზნი ცათა შინა, და ჩუენცა, უფალო, ღირს მყუენ მათ-თანა მარადის შეწირვად შენდა გალობისა ტკბილისა, ყოვლითა ქებითა შუენიერითა და მადლობითა კეთილ-სუნნელითა. ვნებათათვის უფლისა (ეს დავწერე მაშინ, როდესაც სააღდგომო ლიტურგიიდან (ღამისთევიანი მსახურებიდან) დავბრუნდი სახლში) ბუნება ნათესავისა ჩუენისა გმადლობს შენ, უფალო, რომელმან ნებსით ესევითარი ვნებაი თავს-იდევ და ტანჯუანი დაითმინენ, რაითა, ვითარცა მამამან ერთგულმან, წიაღსა თვისსა შემოიკრიბნო, რომელნი უსმენელობითა და გულითა გრილითა განგეშორნეს შენ, მხოლოო ტკიბლო და წმიდაო, უფალო, ამინ. დღესა აღდგომისასა - საღმრთოისა ცეცხლისათვის (მინდოდა დამეწერა რაიმე, აღდგომიაზე, უფრო მეტად ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულზე, რადგან რომ ვუკვირდებოდი ამ სასწაულის კადრებს, საოცარი იყო) აღივსო დიდებითა შენითა ტაძარი, მეუფეო, ვითარ გადიდოთ?! ანუ, ვითარ შევასხათ ქება წმიდასა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, რამეთუ არა იპოებიან სიტყუანი, არამედ, მეუფეო, ვითარცა ელვაი, რომელ გამოკრთა საფლავსა შენსა წმიდასა, ეგრეთცა გულნი, სულნი და გონებანი ჩუენნი აღავსენ ნათლითა შენითა უქმნელითა და სათნო-გვიჩინე, მეუფეო, მდაბალნი ესე, რათა წინაშე შენსა, მარადის, ტკბილსა გალობასა შევსწირვიდეთ, ისრევ ძალითა შენითა, ამინ. |
A.V.M |
![]()
პოსტი
#369
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი...
(ყველგან ვსინჯე თავი, მაგრამ ამ ,,მიმდინარეობაში''არასდროს...) ალბათ ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
izi-bartki |
![]()
პოსტი
#370
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
აკაკი
საოცარია!!! ![]() ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
აკაკი |
![]()
პოსტი
#371
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
გაიხარეთ.. ყველას შეგვეწიოს... ყველას ჩვენ-ჩვენი რაღაც გვადევს
|
toka@ |
![]()
პოსტი
#372
|
![]() უსაქმური ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 ![]() |
აკაკი
აქ როო ჩემი მოთხრობა დავდო შეიძლება? ![]() -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
A.V.M |
![]()
პოსტი
#373
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა აქ როო ჩემი მოთხრობა დავდო შეიძლება? აქ მხოლოდ პოეზია... მოთხრობა დადე თემაში-,,ფორუმელთა შემოქმედება'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
toka@ |
![]()
პოსტი
#374
|
![]() უსაქმური ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 ![]() |
A.V.M
ოქეი,ერთ ორ დღეში დავასრულებ და დავდებ ![]() -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
tatia27 |
![]()
პოსტი
#375
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 3-July 12 წევრი № 12,472 ![]() |
izi-bartki
დიდი მადლობა. აკაკი ძალიან კარგია............... -------------------- 21313
|
sopo... |
![]()
პოსტი
#376
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
ყოჩაღ კარგი ლექსებია
izi-bartki ძალიან კარგი ლექსები გაქვს. ესეც ჩემი ლექსი. მინდა გიმღერო ჩემო ბუნებავ, ვუმღერო შენს მთების კალთებში ჩაღვრილ ფერებს, რომ მონატრება შენგან ნაკლული შევიმსუბუქო და ვეჩურჩულო შენს მოტრფიალე ხეებს. მინდა, რომ ვიქცე წვიმად და დაგეფინო საბნად, ისევე,როგორც უნდოდა შენს მოტრფიალე მგოსან ვაჟას! და აი ახლა, როცა შორსა ვარ მე მეზმანება ის შენი თბილი სიო და........ ბავშვური , ლაღი , სიცილი. მე არ დავღლილვარ შენთვის ზრუნვაში და არ მივლია ცვრიან ბალახზე ფეხშისველა, არ მიზრუნია შენთვის და შენი ამაგი ვერ დამითვლია მშობელო დედავ! გული შენთან ზიარებაში ვგრძნობ როგორ ფეთქავს, სისრულით, ლაღად. ეხლა კი მარტო , როგორც ჩიტი გალიაში გიხმობ შენ და შნ კი არ ჩანხარ. გაფენილ მინდვრებს ლაღად რომ ცქერენ მინდა ვიჯერო სირბილით გული მათში და...... ავამღერო დაღლილი სული. მე მოვალ ისევ და დამკნარ ხელებს გაგითბობ, შენს ზრუნვაში და შენს ფიქრში ჩემს გულს და გონებას დაგითმობ. ლამაზია ძალიან ) ![]() |
ikanosi |
![]()
პოსტი
#377
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა ლამაზია ძალიან ) მე ვერ ვგრძნობ რითმას და ფრაგმენუტულად არის გარითმული ![]() ![]() ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
sopo... |
![]()
პოსტი
#378
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 ![]() |
მე ვერ ვგრძნობ რითმას და ფრაგმენუტულად არის გარითმული ![]() ![]() ![]() რავიცი , შეიძლება, მე ძირითადად სუბიექტური ვარ..) რითმაზე ვფიქრობ ასე ჩაწიკწიკებული რითმები, კომუნისტურ-ჩამწკრივებული სურათები, არანაირი გადახვევა წესიდან ამ საუკუნეში ბუნებრიობამ ჩაანაცვლა, გამოხატვის თავისუფლებამ.. ანუ რითმა აღიქმება არა როგორც ნაკლი, იმდენად რამდენადაც თვისება.. ლექსში რაც მომეწონა არის სათუთი გრძნობები, რაც ვფიქრობ მხოლოდ ფაქიზ სულს სჩვევია.. |
marine |
![]()
პოსტი
#379
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემი თავიც გაგახსენოთ ახლა: და9 8ლი და და9 სულ2, შ2 შამქ2 და ბ100ანი. შ2 სამ4ს გზაა სულ2 არა მოხ0 და ფ100ანი. მ7 ბარ10 მომენტომ2 მ7 სა10-სურ10 ქ2ს. მ10 კამ10 უ8ა გ2ს გა1ანდა შამ10 თ2ს!!! ძალიან ორიგინალური ლექსია!!! ![]() ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
A.V.M |
![]()
პოსტი
#380
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ციტატა ძალიან ორიგინალური ლექსია!!! მადლობ... ![]() -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი